You are on page 1of 2

დამხმარე რესურსები განკუთვნილია მეორე კლასელთათვის, რომლებიც

სწავლობენ წიგნით New Building Blocks 2.

Learning Outcomes
I უცხ. დაწყ. (I): 1,2, 3,4,5,6,7,8,10

რესურსების ნაკრები დაეხმარება მოსწავლეს, შეძლოს ამბის


თხრობა ახლანდელ დროში.

კონკრეტულად, რესურსები დაეხმარება:


• (Grammar) use present of the verb to be – is
use personal pronouns – he
name colours
name food items
• (Language Functions) understand a short story
describe a picture
connect the picture and the word
• (Vocabulary) Surprise! He is yellow. He is a beautiful butterfly
• (Cross-curricular correlation) - Georgian Language: Order of
events in a story, reading, comprehension, expressing impressions about
the story, dramatic expression of the story
Science: Observe the changes in the animal world, healthy eating habits
Art: Colours

საკითხის სწავლა-სწავლების პროცესში შექმნილი სასწავლო


რესურსები - დანართი/დანართები
დანართი 1
დანართი 2
დანართი 3

თითოეული რესურსის გამოყენების ინსტრუქცია- დასაბუთება, თუ


როგორ უწყობს აღწერილი რესურსი/რესურსები ხელს დასახული
მიზნის მიღწევას
1. თავდაპირველად დანართი 1-ის დახმარებით მოსწავლე სწავლობს
და იხსენებს თემასთან დაკავშირებულ ლექსიკას და მათ უკეთ გაგება-
გააზრებაში ეხმარება ვიზუალური მასალა რომელიც ამოკრებილია
წიგნიდან. მოსწავლეებს წაუდგინეთ პრეზენტაცია პროექტორის
საშუალებით, ჯერ აჩვნეთ სურათი, ჰკითხეთ მოსწავლეებს, ხომ არ
იციან სურათის დასახელება ინგლისურ ენაზე და შემდეგ უკვე აჩვენეთ
შემდგომი სლაიდი, სადაც ჩანს სურათის აღწერა როგორც ინგლისურ,
ასევე ქართულ ენებზე.
2. პარალელურად, საჭიროებისამებრ, მოსწავლეებს აჩვენეთ მინი-
სპექტაკლისათვის დამზადებული რესურსები და მოამზადეთ ნიადაგი
შემდგომი მინი-სპექტაკლისთვის.
3. ლექსიკის ათვისების შემდეგ მოსწავლეებს წარუდგინეთ წიგნში
არსებული მასალა აუდიო-მოსასმენის თანხლებით. NBB 2 – SB pg. 16,
Listening N.11
4. დანართ 2-ში არსებული რესურსების დახმარებით მოახდინეთ მინი-
სპექტაკლის იმიტირება აუდიო-ტექსტის დახმარებით და შემდეგ
მოსწავლეებს თხოვეთ თავად გამართონ სპექტაკლი მშიერი
ჭიაყელას შესახებ. შესაძლებელია დავალება შესრულდეს წყვილში ან
ჯგუფურად. თავდაპირველი გაუბედაობის დასაძლევად, მიეცით ნება
ქართულ ენაზე გამართონ მინი-სპექტაკლი, იმ პირობით თუ
ინგლისურადაც წარმოადგენენ შემდგომ. ასევე, შესაძლებელია,
თავდაპირველად აუდიო-მოსასმენის თანხლებით გამართონ
სპექტაკლი, შემდეგ კი აუდიო-რესურსი ჩაანაცვლონ საკუთარი
ცოდნით.
5. დასკვნით ეტაპზე, ახალი ლექსიკის ათვისების დონის შესამოწმებლად
ინდივიდუალურ დონეზე გამოიყენეთ ტესტი.

You might also like