You are on page 1of 1

1. 19 წლის ნიკი უნივერსიტეტში ფინანსებს სწავლობდა.

ერთხელ მას
შესთავაზეს სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსულიყო. ნიკს 7 წუთი
ჰქონდა. უკვე 3 წუთის შემდეგ ნახევარი დარბაზი ტიროდა. ერთიო გოგონა
ვერაფრით ჩერდებოდა. მან აწია ხელი და იკითხა შეიძლებოდა თუ არა
სცენაზე ასულიყო და ნიკს მოხვეოდა. გოგონა ნიკის მხარზე გაუჩერებლივ
ტიროდა.<ჩემთვის დღემდე არასდროს უთქვამთ რომ ვუყვარვარ, არ
უთქვამთ, რომ ლამაზი ვარ ისეთი როგორიც ვარ. ჩემი ცხოვრება დღეიდან
შეიცვალა>
გამოსვლის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ნიკმა მშობლებს განუხადა, რომ
იცოდა რითი უნდა დაკავებულიყო.
ამ დღიდან მოყოლებული ნიკმა სხვისი ცხოვრების შეცვლა დაიწყო.
წელიწადში 10 თვე, 20-ზე მეტი ქვეყანა, 3 მილიონზე მეტი ადამიანი,
სკოლებში, უნივერსიტეტებში, თავშესაფრებში, ციხეებში, სტადიონებზე...
ნიკოლას ვუიჩიჩი ნამდვილ ორატორად იქცა. ის წელიწადში დაახლოებით
250-ჯერ გამოდის სიტყვით. ნიკი თავისი ცხოვრების ისტორიითა და
რწმენით უამრავ ადამიანს ამხნევებს, მატებს ძალას და ეხმარება მოტივაციის
ამაღლებაში. მას უთვალავი მოწვევები აქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მისი
მოსმენა ყველას სურს.

დღეს ამ ახალგაზრდა მამაკაცმა კიდურების გარეშე უფრო მეტს მიაღწია,


ვიდრე მასზე ორჯერ უფროსი ადამიანების უმრავლესობამ. ნიკი
ავსტრალიური ბრიზბონიდან საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა,
სადაც საქველმოქმედო ორგანიზაციის პრეზიდენტია. ამას გარდა აქვს
მოტივაციურ გამოსვლების საკუთარი კომპანია Attitude Is Altitude
(“დამოკიდებულება სიმაღლეა”.

You might also like