You are on page 1of 4

სპეციალური სიგნალის გამოყენება თემა 5

სპეც სიგნალი არის 3 სახის

ა.ლურჯი;

ბ.ლურჯი წითელთან ერთად;

გ.ნარინჯისფერი ან ყვითელი;

1.ოპერატიულ ავტომანქანას სამსახურებრივი დავალების შესრულების დროს ჩართული უნდა


ქონდეს ლურჯი ან ლურჯი და წითელი ფერის შუქურა;

2.რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო,სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოს ჩართული


უნდა ქონდეს ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის შუქურა;

3.ციმციმებჩართულ ავტომანქანებს უფლება ეძლევათ არ დაემორჩილონ საგზაო მოძრაობის


წესებს. (მარეგულირებლის მოთხოვნებს ემორჩილებიან ყველა შემთხვევაში)მაგრამ ისინი სხა
ავტომობილების მიმართ არ სარგებლობენ უპირატესობით.

4უპირატესობით სარგებლობს მხოლოდ ავტომანქანა, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი ან


ლურჯი და წითელი ფერის შუქურა ხმოვან სიგნალთან ერთად.მხოლოდ ამ შემთხველაში
გვავალდებულებს კანონი გზა დავუთმოთ მას. მარეგულირებლის მოთხოვნის შესრულება ამ
ავტომანქანებისთვისაც სავალდებულოა.

5.ოპერატიული ავტომანქანის მოახლოებისას (ან ასეთ ავტომანქანასთნ მიახლოებისას) არა ვართ


ვალდებული რომ გავჩერდეთ,უბრალოდ, გზას ვუთმობთ მას და ვირჩევთ ისეთ სიჩარეს,
რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაჩერების საშუალებას მოგვცემს.

ქვეითთა და მგზავრთა მოვალეობანი

1.ქვეითი არის პირი,რომელიც გზაზეა,მაგრამ არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ან არ


ასრულებს რაიმე საგზაო სამუშაოს;

2.ქვეითს უფლება აქვს:

- ისარგებლოს საველოსიპედო ბილიკით თუ არ არის ტროტუარი ან ქვეითთა ბილიკი;

-თუ ხილვადობის ზონაში არ არის გადასასვლელი სავალი ნაწილი გადაკვეთოს სწორი კუთხით
სადაც გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს;

-ავტობუსს დაელოდოს ტროტუარზე ან გვერდულზე(გზის ნაპირზე)თუ არ არის ჩასასხდომი


ბაქანი.

1
-მგზავრს უფლება არ აქვს მძღოლის ყურადღება გადაიტანოს სხვა რამეზე ავტომანქანის
მართვისას;

-მძღოლმა მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომა უნდა მოახდინოს ტროტუარის ან გვერდულის


მხრიდან. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ გზის მხრიდან.

-დაუსახლებელ პუნქტში მოტოციკლეტი, მოპედი და ველოსიპედი მოძრაობენ მოძრაობის


მიმართულებით გვერდულზე ან სავალი ნაწილის კიდეში;

შუქნიშნის და მარეგულირებლის სიგნალები

1.შუქნიშანზე გამოიყენება მწვანე, ყვითელი და წითელი ფერის სიგნალბი;

2.მოძრაობის ნებას გვრთავს მხოლოდ მწვანე და მწვანე მოციმციმე სიგნალი;

3. შუქნიშნის ამკრძალავ ფერზე უნდა გავჩერდეთ ”სდექ” ხაზთან.თუ ის არ არის- შუქნიშანთან;

4.შუქნიშანში თუ ჩახატულია ისარი, გვაწვდის ინფორმაციას თუ როდის შეიძლება მოცემული


მიმართულებით მოძრაობა და როდის არა.

5.შუქნიშანი, რომელიც იძლევა მარცხნივ მოძრაობის უფლებას, იძლევა მობრუნების ულებასაც;

6.შუქნიშანს თუ აქვს დამატებითი სექციები,მაშინ მოცემული(მარჯვნივ ან მარცხნივ)


მიმართულბით მოძრაობა შეიძლება მხოლოდ მას მერე, როცა სექციაში ჩაირთვება მწვანე ფერი.

7.თუ შუქნიშანზე ყვითელი ფერი ჩაირთო და ჩვენ გასაჩერებლად იძულებული ვიქნებით


გამოვიყენოთ მკვეთრი მუხრუჭი,რითაც ავარიულ სიტუაციას შევუქმნით ჩვენს უკან მოძრავ
ტრანსპორტს,მაშინ კანონი უფლებას გვაძლევს არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ მოძრაობა იმ
მიმართულებით,საითაც ვმოძრაობდით.

8.შუქნიშნის მუშაობისას ყურადღებას არ ვაქცევთ პრიორიტეტის ნიშნებს.(დაუთმე


გზა,მოძრაობა გაუჩერებლივ აკრძლულია)

9.თუ შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე სიგნალი, ეს ნიშნავს რომ შუქნიშანი


დროებით გამორთულია და გზაჯვარედინის გავლისას უნდა ვისარგებლოთ საგზაო ნიშნებით
და მოუწესრიგებელი გზაჯვარედინის გავლის წესებით.

10.რევერსული შუქნიშნის წითელ ფერზე მოძრაობა იკრძალება სავალი ნაწილის იმ


ზოლზე,რომლის ზემოთაც დადგმულია შუქნიშანი.

11.თუ რევერსული შუქნიშანი გამორთულია ამ ზოლზე შესვლა აკრძალულია;

12.რევერსულ შუქნიშანზე ერთდროულად წითელი და ყვითელი ფერი გვაწვდის ინფორმაციას


რომ მალე ჩაირთვება მწვანე და შეგვიძლია შევიდეთ ამ ზოლზე;

2
13.რევერსულ შუქნიშანზე ერთდროულად მწვანე და ყვითელი ფერი გვაწვდის
ინფორმაციას,რომ მალე ჩაირთვება წითელი და გვიკრძალავს ამ ზოლზე შესვლას;

14.ტრამვაისა და სამარშუტო სატრასპორტო საშუალებებისთვის გამოიყენება სპეციალური


შუქნიშნები.

15.რკინიგზის გადასასვლელზე გამოიყენება სპეციალური შუქნიშანი,სადაც ორი მორიგეობით


მოციმციმე წითელი სიგნალი კრძალავს მოძრაობას,ხოლო ღია ყვითელი ფერი რთავს
მოძრაობის უფლებას.

მარეგულირებელი

მარეგულირებლის სამი პოზიცია არსებობს. 1. მარეგულირებელი დგას


გაშლილი ან ჩამოშვებული ხელებით.მოძრაობა იკრძალება მკერდისა და
ზურგის მხრიდან ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
მარჯვენა და მარცხენა მხრიდან მოძრავი ტრამვაები მოძრაობენ მხოლოდ
პირდაპირ,ხოლო დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებები პირდაპირ და
მარჯვნივ. ქვეითებს ეკრძალებათ მკერდის და ზურგის მხრიდან
გადასვლა,ნებადართულია მარჯვნიდან მარცხნივ და მარცხნიდან
მარჯვნივ.

2. მარეგულირებელი დგას წინ გაწვდილი მარჯვენა ხელით. ზურგის


მხრიდან და მარჯვენა მხრიდან მოძრავ ტრანსპორტს ეკრძალებათ
მოძრაობა. მკერდის მხრიდან მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ
მარჯვნივ,მათ შორის ტრამვაიც მოძრაობს მხოლოდ მარჯვნივ.მარცხენა
მხრიდან მოძრავი ტრამვაი იმოძრავებს მხოლოდ მარცხნივ,ხოლო მარცხენა
მხრიდან მოზრავი სხვა სატრანსპორტო საშუალებები ყველა
მიმართულებით.ქვეითები გადადიან მხოლოდ ზურგს უკან.

3. მარეგულირებელი დგას ზემოთ აწეული მარჯვენა ხელით.მოძრაობა


ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალებას.

3
4

You might also like