You are on page 1of 1

შარლ მიშელ მონიეს შემეცნებითი ტრენინგი მეღვინეებისა და მეწარმეებისთვის.

2023 წლის 3 დეკემბერს,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს,თვითმმართველობის


მოწვევით,ესტუმრა ენოლოგი(ღვინის სპეციალისტი)შარლ მიშელ მონიე და მეღვინეებისა და
მეწარმეებისათვის ჩაატარა ტრენინგი.
ტრენინგის უშუალო დანიშნულებაა, მეღვინეებისა და მეწარმეობის კურსის სტუდენტების ცოდნის
გაღრმავება,კვალიფიკაციის ამაღლება და იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება,რომელიც მათ
მომავალ ღვინის ბიზნესსა თუ ამ სფეროში საქმიანობას მკვეთრად დაეხმარება.შარლ მიშელ
მონიე სტუდენტებს არამარტო სასარგებლო რჩევებს მისცემს,არამედ მსოფლიო ღვინის
ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტებს გააცნობს.მისი ,ამ სფეროში, ღრმა განსწავლულობის
წყალობით,სტუდენტებს საშუალება მიეცემათ კურსის ფარგლებში ნებისმიერ კითხვაზე მიიღონ
პასუხი,რაც მეღვინეობა-მეწარმეობას ეხება.
თავად შარლ მიშელ მონიემ, წლების მანძილზე,უდიდესი ცოდნა მიიღო,როგორც
ევროპულ,ასევე,ამერიკულ უნივერისტეტში.თავდაპირველად,დაამთავრა ბელგიის ერთ-ერთი
საუკეთესო “გენტის უნივერსიტეტი”,ხოლო სწავლობდა და შემდეგ თავად ასწავლიდა,
“ოქსფორდის უნივერსიტეტში”.მან მიიღო ღვინის ექსპერტის წოდება და არაერთხელ გახდა
ლიდერი მსოფლიო ღვინის ექსპერტებს შორის საუკეთესოს გამორჩევისას.
შარლ მიშელ მონიეს მეღვინეობა-მეწარმეობის კური მოიცავს ექვს ძირითად თემას;
1. ღვინის წარმოება გასულ საუკუნეებში;
2. ღვინის წარმოების ტექნოლოგიები;
3. ბელგიური მეღვინეობა;
4. მეღვინეობა ამერიკაში;
5. ქართული მეღვინეობა;
6. მეღვინეობა და მეწარმეობა თანამედროვე სამყაროში.

ტრენინგზე,ასევე, მოწვეულნი იქნებიან გამოჩენილი ქართველი ღვინის ექსპერტებიც.

ტრენინგის ხანგრძლივობა:3,5 საათი.


შეხვედრა-16 საათზე.
შეხვედრის ადგილი-გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი,ირინა ერუქიძის 3.

You might also like