You are on page 1of 2

28 დეკემბერი 2023

MRDI-RD N 2-15/20914

ნინოწმინდის სათემო რადიო „NOR“-ის


ჟურნალისტს, ლადო ტერტერიანს
მის: ნინოწმინდა, გაის 4
ელ. ფოსტა: ladoterteriani@gmail.com
ტელ: +995 579 27 99 26

ბატონო ლადო,

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ


სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში (შემდგომში -
დეპარტამენტი) 2023 წლის 13 დეკემბერს შემოვიდა თქვენი განცხადება (დეპარტამენტში რეგისტრაციის №40530/2)
(შემდგომში - განცხადება), რომლითაც ითხოვთ საჯარო ინფორმაციის მიწოდებას.

დეპარტამენტმა განიხილა თქვენი განცხადება და კომპეტენციის ფარგლებში განცობებთ, რომ (ს-11) ახალციხე
ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე დეპარტამენტსა და შპს „ჯავახავტოგზა“-
ს შორის 2023 წლის 10 იანვარს გაფრომებული №14-23 ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება საავტომობილო
გზის მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) და ზამთრის შენახვის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა სამუშაოებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად
ხორციელდება ორმოების შეკეთების სამუშაოები. შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში
საავტომობილო გზის განვლადობა უზრუნველყოფილია.

ასევე გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი საავტომობილო


გზის თქვენს წერილში მითითებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 2012 წელს.

ვინაიდან მიმდინარე და მომდევნო წლის გეგმა პრაქტიკულად უკვე ფორმირებულია, საერთაშორისო მნიშვნელობის
ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი საავტომობილო გზის (ახალციხე-ნინოწმინდა; ნინოწმინდა-სომხეთის
საზღვარი) სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, საჭიროების შესაბამისად განხილული იქნება მომდევნო
წლების გეგმების ფორმირებისას.

პატივისცემით,
ფიქრია კვერნაძე

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე


პასუხისმგებელი პირი

იურიდიული სამსახური

You might also like