You are on page 1of 14

ზედა კიდური

ზედა კიდური შედგება 2 ნაწილისგან :

1. უძრავი ნაწილი მხრის სარტყელი(ზემხარი)


2. მოძრავი ნაწილი- თავისუფალი ნაწილი

ხრის სარტყელში წარმოდგენილია:


1. ბეჭის მიდამო
2. დელტისებრი მიდამო
3. ლავიწქვედა მიდამო
4. იღლიის მიდამო

● ბეჭის მიდამო Regio Scapularis


მოსაზღვრულია
მედიალურად: ბეჭის მედიალური კიდით
ლატერალურად: ბეჭის ლატერალური კიდით

ბეჭის შრეობრივი აგებულება :

კანი საკმაოდ სქელი და მკვრივია, ნაკლებად ელასტიური.კანის ასეთი


ელასტიურობა განპირობებულია მკვრივი კანქვეშა ცხიმით.ზედაპირული
ფასციაც სქელი და მკვრივია. სამაგიეროდ თხელია საკუთარი ფასცია,
რომელიც აქ ბეჭის მიდამოს კუნთებს ფარავს და უქმნის ბუდეებს.

1. ზედაპირული შრის კუნთები :


რაპეციული კუნთი-m. trapezius
ზურგის უგანიერესი კუნთი-m. Longissimus
დელტისებრი კუნთი-m.deltoidea

2. ღრმა შრის კუნთები:


ქედზედა კუნთი - ტრაპეციული კუნთის ქვეშ, ქედზედა ფოსოშია
ქედქვეშა კუნთი-ქედქვედა ბუდეში
მცირე მრგვალი კუნთი -ქედქვედა ბუდეში
დიდი მრგვალი კუნთი-ქვევიდან ეკვრის მცირე მრგვალ კუნთს.

რმა შრის კუნთები უშუალოდ დაფარულია ქედზ ედა და ქედქვედა ფასციებით ,


რომლებიც ძვალთან ერთად ქმნიან ქედზედა და ქედქვედა ძვალ-ფასციურ
ბუდეებს.

ბეჭის მიდამოში საკუთარი ფასცია ორფურცლიანია:


1. ზედაპირული ფურცელი - ბუდეებს უქმნის ზედაპირულ კუნთებს
2. ღრმა ფურცელი - ბუდეებს უქმნის ღრმა შრის კუნთებს

ღრმა შრის კუნთებსა და ბეჭის ძვალს შორის არის ფაშარი ცხიმოვანი


შემაერთებელი ქსოვილი, სწორედ ამ შემაერთებელ ქსოვიში ჩამოივლის
ბეჭის
მიდამოს მკვებავი ნერვული-სისხლძარღვოვანი კონა : ბეჭზედა არტერია,
ბეჭზედა ვენა და ბეჭზედა ნერვი .

● ბეჭზედა არტერია- ლავიწქვეშა არტერიიდან გამოსული ფარ-კისრის


ღეროს ტოტი, თანამგზავრ ვენებთან ერთად ბეჭის ზედა განივ იოგს
გადაუვლის, ქედზედა ფოსოში გავლის შემდეგ ქედქვედა ფოსოში
დაუკავშირდება ბეჭის შემომხვევ არტერიასა და კისრის განივი
არტერიის ღრმა ტოტს.
● ეჭის შემომხვევი არტერია- გამოეყოფა ბეჭქვეშა არტერიას(რომელიც
იღლიის არტერიის ტოტია) და სამგვერდიანი ხვრელით გადადის
ბეჭქვეშა ფოსოში, შემდეგ შედის ქედქვეშა ფოსოში და იქ უკავშირდება
ბეჭზედა და კისრის განივი არტერიის ტოტებს.

ამგვერდიანი ხვრელი მოსაზღვრულია:


ემოდან-მცირე მრგვალი კუნთით
ქვევიდან-დიდი მრგვალი კუნთით
გარედან-მხრის სამთავა კუნთის გრძელი თავით

● ბეჭზედა ვენა- ლავიწქვეშა ვენაში ჩაერთვის


● ბეჭზედა ნერვი- არის მხრის წნულის ტოტი.გაივლის ხვრელს ბეჭის ნაჭდევსა
და ბეჭის განივ იოგს შორის, ბეჭზედა არტერიასთან ერთად ქედზედა და
ქედქვედა ფოსოებში გადავა.ის ანერვებს ქედზედა და ქედქვედა
კუნთებს,ასევე მხრის სასახსრე ჩანთის უკანა ნაწილს.

Ბეჭის მიდამოს კანს ანერვებს ნეკნთაშუა და ლავიწზედა ნერვები.

ლავიწქვეშა არტერიის ტოტები:


1. ხერხემლის არტერია და გულმკერდის შიგნითა არტერია
2. ფარ-კისრის ღერო
3. ნეკნ-კისრის ღერო
4. კისრის განივი არტერიები
ამის შემდეგ გადავა იღლიის მიდამოში და დაერქმევა იღლიის
არტერია . იღლიის არტერიის ტოტები:
1. გულმკერდის ზემდებარე და გულმკერდ-აკრომიონის არტ.
2. გულმკერდის ლატერალური არტერია
3. ბეჭქვეშა არტერია და მხრის წინა და უკანა შემომხვევი არტ.

● დელტისებრი მიდამო
დელტისებური მიდამო მოსაზღვრულია მთლიანად დელტისებრი კ. ით
ზემოდან: ლავიწით, აკრომიონით და ბეჭის ქედით
ქვემოდან: დელტისებური კუნთის მხრის ძვალზე
მიმაგრების(დელტისებური ხორკლის) დონეზე გავლებული
ჰორიზონტალური ხაზით
უკნიდან: ამ კუნთის უკანა კიდე
წინიდან: ამ კუნთის წინა კიდე
მკერდის დიდი კ. ისა და დელტისებრის წინა კიდით იქმნება დელტისებრ-
მკერდის ღარი. ეს ღარი ლავიწის მიმართულებით ფართოვდება და იქმნება
დელტისებრ-მკერდის სამკუთხედი .
დელტისებრ-მკერდის სამკუთხედი(მორენჰეიმის ფოსო)მოსაზღვრულია:
ზემოდან: ლავიწი
გარედან:დელტისებრი კუნთის წინა კიდე
მედიალურად: მკერდის დიდი კ. ის წინა კიდე

ამ სამკუთხედის ფარგლებში გვხვდება მხრის კანქვეშა ვენა- შევარდნის ვენა


( ეს ვენა დელტისებრ-მკერდის ღარში წევს ), რომელიც ჯერ მკერდის ფასციას
ხვრეტს და შემდეგ იღლიის ვენას ერთვის.
ზედა კიდურში 2 კანქვეშა ვენა გვაქ: შევარდნის და სალმნის ვენა

დელტისებრ მიდამოში კანი სქელი და ნაკლებად მოძრავია,ზედაპირული


ფასცია- თხელია. საკუთარი ფასცია-სქელია და მკვრივი, ბუდეს უქმნის
დელტისებრ კუნთს .
დელტისებური კუნთი მთლიანად ფარავს მხრის სახსარს. ამ კუნთსა და მხრის
ძვალს შორის არის ფაშარი შემაერთებულოვანი სივრცე, სადაც შემოდის
დელტისებული სისხლ და ნერვები .

დელტისებრი მიდამოს სისხლმომარაგება


დელტისებურ კუნთს და მხრის ძვალს შორის შემაერთებელქსოვილოვანი
სივრცეა, რომელშიც აბგები, სისხლღარღვები და ნერვებია. Მთავარი
სისხლძარღვოვან-ნერვული კონა შეიცავს იღლიის ნერვს და მხრის უკანა
შემომხვევ არტერიას თანამგზავრი ვენებით.ეს კონა იღლიის ფოსოდან გადადის
დელტისებრქვეშა სივრცეში ოთხგვერდიანი ხვრელით.
● შემდეგ იღლიის ნერვი სისხლძარღვებთან ერთად უშუალო
ურთიერთობაშია ქირურგიულ ყელთან.იგი ანერვებს დელტისებურ კუნთს,
მხრის სახსარს და დელტისებური მიდამოს კანს.
● Მხრის უკანა შემომხვევი არტერია წინას უკავშირდება, რომელიც
ქირურგიული ყელის წინიდან შემოვლით იღლიის ფოსოდან
დელტისებრქვეშა სივრცეში გადავა.ეს არტერიები ანასტომოზებით
დაკავშირებულაი გულმკერდ-აკრომიონის არტერიის დელტისებრს
და აკრომიონის ტოტებთან.

ოთხგვერდიანი ხვრელი მოსაზღვრულია


ზემოდან: მცირე მრგვალი კუნთი
ქვემოდან :დიდი მრგვალი კუნთი
მედიალურად: მხრის სამთავა კუნთის გრძელი თავი
ლატერალურად: მხრის ძვლის ქირურგიული ყელი

● ლავიწქვედა მიდამო
მოსაზღვრულია:
ზემოდან: ლავიწის ძვალი და ლავიწქვეშა კუნთი
ქვემოდან: მესამე ნეკნის დონეზე გატარებული ჰორიზ. ხაზით(მამაკაცებში);ძუძს
ზედა კიდით(ქალებში)
მედიალურად: მკერდის ძვლის ლატერალური კიდე
ლატერალურად: დელტისებრი კუნთის წინა კიდე
ლავიწქვედა მიდამოში კანი- უფრო თხელია, ნაზი და ელასტიური

● Ზედაპირულ ფასციაში კანქვეშა კუნთის კონებია


● საკუთარი ფასცია უკავშირდება ლავიწს და გრძელდება კისრის საკუთარ
ფასციაში, ქვევით გრძელდება წინა დაკბილული კუნთისა და მუცლის
გარეთა ირიბი კუნთის მფარავ ფასციაში, გარეთ გაგრძელდება
დელტისებრი კუნთის მფარავ და იღლიის ფასციაში, შიგნით კი მკერდის
ძვლისსაზრდელას შეეზრდება.
● Მკერდ-ლავიწის ფასცია ზემოთ უკავშირდება ლავიწსა და
ნისკარტისებრი მორჩის ძვლისსაზრდელას,მედიალურად-ნეკნების
ძვლისაზრდელას, ქვემოთ და გარეთ მკერდის საკუთარ და იღლიის
ფასციებს.ქმნის ბუდეებს ლავიწქვეშა და მკერდის მცირე კუნთებისთვის.ის
იჭერს იღლიის ფასციას აწეულ მდგომარეობაში, რაც იღლიის ფოსოს
ჩაღრმავებას განაპირობებს.

მკერდის დიდი კუნთი - იწყება ლავიწის მედიალური ბოლოდან , მკერდის


ძვლიდან , ზედა 4-5ნეკნების ხრტილებიდან, მუცლის სწორი კუნთის ბუდის წინა
ფირფიტიდან . უმაგრდება მხრის ძვლის დიდი დიდი ბორცვის ქედს . იგი 1-7
ნეკნამდე მთლიანად ფარავს გულმკერდის წინა ზედაპირს .
მკერდის მცირე კუნთი- იწყება 2-4 ნეკნების ხრტილებიდან და უმაგრდება ბეჭის
ძვლის ნისკარტისებრ მორჩს
ავიწქვეშა კუნთი - იწყება პირველი ნეკნის ზ ემო ზ ედაპირიდან და უმაგრდება
ლავიწის სამხრე ბოლოს ქვედა ზ ედაპირს .

Მკერდის დიდ კუნთს და მკერდ-ლავიწის ფასციას შორის მკერდქვეშა


შემაერთებელქსოვილოვანი სივრცეა .

ამ მიდამოში გვაქვს სამი სამკუთხედი :


1. მკერდ-ლავიწის
2. მკერდის
3. მკერდქვეშა
● მკერდ-ლავიწის სამკუთხედი
ზემოდან: ლავიწით , ლავიწქვეშა კუნთით
ქვემოდან : მკერდის მცირე კუნთის ზედა კიდით
ფუძით : მკერდის ძვლისკენ
ამ სამკუთხედის წინ და მედიალურად მდებარეობს - იღლიის ვენა
უკან და ლატერალურად - იღლიის არტერია ( ამ სამკუთხედში იყოფა
- გულმკერდის ზემდებარე და გულმკერდ-აკრომიონის არტერიებად)
მის უკან - მხრის წნული
მ სამკუთხედში გაივლის ასევე მკერდის მედიალური და
ლატ ერალური ნერვები .
● მკერდის სამკუთხედი
ზემოდან: მკერდის მცირე კუნთის ზედა კიდით
ქვემოდან : მკერდის მცირე კუნთის ქვედა კიდით
ფუძით : მიქცეულია მკერდის ძვლისკენ
ამ სამკუთხედის წინ და მედიალურად მდებარეობს - იღლიის ვენა უკან და
ლატერალურად - იღლიის არტერია ( ამ სამკუთხედში იყოფა - გულმკერდის
ლატერალურ არტერიად) და მას სამი მხრიდან მიჰყვება მხრის წნულის სამი
კონა .
მედიალური მხრიდან: მედიალური კონა
ლატერალურიდან- ლატერალური კონა
უკანა მხრიდან- უკანა კონა
● მკერდქვეშა სამკუთხედი
ზემოდან: მკერდის მცირე კუნთის ქვედა კიდით
ქვემოდან : მკერდის მცირე კუნთის ქვედა კიდით
ფუძით : მიქცეულია დელტისებრი მიდამოსკენ
წინ და მედიალურად მდებარეობს - იღლიის ვენა
უკან და ლატერალურად - იღლიის არტერია ( ბეჭქვეშა არტერია და მხრის წინა და
უკანა შემომხვევი არტერია )
მხრის წნული- ლატერალურად(კუნთ-კანის ნერვი),მედიაკურად (იდაყვის
ნერვი), უკნიდან (სხივის და იღლიის ნერვები) წინ- (საშუალო ნერვი)

● იღლიის მიდამო
მას გააჩნია ოთხწახნაგა პირამიდის ფორმა, ჩაღრმავებულია და ამიტომ
იღლიის ფოსოსაც ეძახიან.
Მოისაზღვრება:
წინიდან: მკერდის დიდი კუნთის ქვედა კიდე
კნიდან :ზ ურგის უგანიერესი და დიდი მრგვლი კუნთების ქვედა
კიდეები .

მწვერვალი მიქცეულია ზევით . იგი 1 ნეკნსა და ლავიწს შორის მდებარეობს.


იღლიის მიდამოში კანი არის ძალიან თხელი,ნაზი და
ელასტიური ა.იღლიის ფასცია მკერდის ფასციის გაგრძელებაა.

იღლიის საკუთარი ფასცია სქელი და მკვრივია, ცენტრში თხელია და


დაცხრილულია კანქვეშა ნერვებით, სისხლისა დალიმფური ძარღვებით. წინ
გრძელდება მკერდის ფასციაში, შიგნით-წინა დაკბილული კუნთის მფარავ
ფასციაში, გარეთ—მხრის ფასციაში. იგი გუმბათივით ზევით არის აწეული,
რადგანმკერდის დიდი კუნთის უკან მასთან დაკავშირებულია მკერდ-ლავიწის
ფასციის ქვედა ნაწილი, რომელსაც იღლიის საკიდ იოგს უწოდებენ.
იღლიის ფოსო ამოვსებულია ცხიმოვანი შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც
დაკავშირებულია მოსაზღვრე მიდამოების ასეთივე ქსოვილთან, რაც იღლიის
ანთებითი პროცესის ამ მიდამოებში გავრცელების შესაძლებლობას
განაპირობებს.
იღლიის ფოსოს წინა კედელს ქმნის ლავიწქვეშა კუნთი, მკერდის დიდი და მცირე
კუნთები და მკერდ-ლავიწის ფასცია, უკანა კედელს–ბეჭქვეშა, ზურგის უგანიერესი
და დიდი მრგვალი კუნთები, მედიალურ კედელს— წინა დაკბილული კუნთი,
ლატერალურ კედელს—მხრის ძვალი, ნისკარტ-მხრის კუნთი და მხრის ორთავა
კუნთის მოკლე თავი.
მწვერვალიდან იღლიის ფოსოში შედის)ნისკარტ-მხრის კუნთის გაყოლებით)
სისხლძარღვოვან-ნერვული კონა, რომელიც იღლიის არტერიას, იღლიის ვენასა
და მხრის წნულს შეიცავს.
იღლიის ვენა მთელ სიგრძეზე იღლიის არტერიის წინ და მედიალურად
მდებარეობს.
მკერდ-ლავიწის სამკუთხედის ფარგლებში მხრის წნული მდებარეობს იღლიის
არტერიის უკან და ლატერალურად, მკერდის სამკუთხედის ფარგლებში მხრის
წნულის კონები იღლიის არტერიას ეხება სამი მხრიდან:
● გარედან-ლატერალური კონა-აქ ყალიბდება კუნთ-კანის ნერვი და საშუალო
ნერვის ლატერალური ფესვი.
● უკნიდან–უკანა კონა-ქ ყალიბდება სხივის ნერვი და იღლიის ნერვი
● შიგნიდან–მედიალური კონა — აქ ყტალიბდება საშუალო ნერვის
მედიალური ფესვი, იდაყვის ნერვი, მხრის კანის მედიალური ნერვი და
წინამხრის კანის მედიალური ნერვი.
მკერდქვეშა სამკუთხედის ფარგლებში საშუალო ნერვი ან მისი ფესვები
მდებარეობს იღლიის არტერიის წინ; სხივისა და იღლიის ნერვები-უკან; იდაყვის,
მხრის კანის მედიალური და წინამხრის კანის მედიალური ნერვები—
მედიალურად; კუნთ-კანის ნერვი ლატერალურად.
იღლიის მიდამოში მოთავსებულია მხრის წნულის შემდეგი ტოტები: გულმკერდის
გრძელი ნერვი-ტოტიანდება წინა დაკბილულ კუნთში, მკერდის მედიალური და
ლატერალური ნერვები-ანერვებს მკერდის დიდ და მცირე კუნთებს, ბეჭქვეშა
ნერვი- ანერვებს ბეჭქვეშა კუნთს და გულმკერდ-ზურგის ნერვი-ანერვებს ზურგის
უგანიერესსა და დიდ მრგვალ კუნთებს.
მკერდ-ლავიწის სამკუთხედის დონეზე იღლიის არტერიას გამოეყოფა
გულმკერდის ზემდებარე არტერია და გულმკერდ-აკრომიონის არტერია,
რომელიც მკერდ-ლავიწის ფასციის გავლით ლავიწქვეშა მიდამოში გადადის.
მკერდის სამკუთხედის ფარგლებში იღლიის არტერიიდან გამოდის გულმკერდის
ლატერალური არტერია, რომელიც კვებავს დიდ დაკბილულ კუნთს, მკერდის
კუნთს, ლიმფურ კვანძებსა და სარძევე ჯირკვალს.
მკერდქვეშა სამკუთხედის ფარგლებში იღლიის არტერიას გამოეყოფა ბეჭქვეშა
არტერია და მხრის წინა და უკანა შემომხვევი არტერიები. ბეჭქვეშა არტერია
იღლიის არტერიის ყველაზე მსხვილი ტოტია. იყოფა ბეჭის შემომხვევ არტერიად
და გულმკერდ-ზურგის არტერიად. ბეჭის შემომხვევი არტერია სამგვერდიანი
ხვრელით ქედქვეშა ფოსოში გადადის, გულმკერდ-ზურგის არტერია ბეჭის
კუთხესთან საბოლოო ტოტებად იყოფა. მხრის წინა შემომხვევი არტერია
მიემართება ლატერალურად, მხრის ძვლის ქირურგიულ ყელს წინიდან
შემოუვლის და დელტისებრქვეშა სივრცეში შედის. მხრის უკანა შემომხვევი
არტერია იღლიის ნერვთან ერთად ოთხგვერდიან ხვრელს გაივლის, მხრის
ძვლის ქირურგიულ ყელს უკნიდან შემოუვლის და დელტისებრქვეშა სივრცეში
შედის.
ბეჭქვეშა კუნთის წინა ზედაპირზე მდებარეობს ბეჭქვეშა ნერვი , რომელიც ბეჭქვეშა
კუნთსა და დიდ მრგვალ კუნთს ანერვებს და გულმკერდ-ზურგის ნერვი-ზურგის
უგანიერეს კუნთს ანერვებს.
იღლიის არტერია შედარებით უფრო მეტი ანასტომოზებით არის დაკავშირებული
ლავიწქვეშა არტერიასთან, ვიდრე მხრის არტერიასთან.

იღლიის მიდამოში გვაქვს 5 ჯგუფის ლიმფური კვანძები


ლატერალური ჯგუფის ლიმფური კვანძები- ლატერალური
მხრიდან არის განთავსებული
მედიალური ჯგუფის ლიმფური კვანძები- მედიალური მხრიდან
წინა ჯგუფის ლიმფური კვანძები- ლავიწქვეშა მიდამოს შიგნით არის
განთავსებული
უკანა ჯგუფისლიმფური კვანძები- ბეჭის მიდამოში არის
განთავსებული
მწვერვალის ლიმფური კვანძები.

ზედა კიდურის თავისუფალი ნაწილი


წარმოდგენილია:
1. მხრის წინა და უკანა მიდამო
2. იდაყვის მიდამო
3. წინმხრის წინა და უკანა მიდამო
4. მაჯის სახსარი
5. ხელის მტევნის პალმარული და დორსალური მიდ.

● მხრის მიდამო
მოისაზღვრება:
ზევიდან: მკერდის დიდი კუნთისა და ზურგის უგანიერესი კუნთის ქვედა
კიდეების შემაერთებელი ხაზი
ვემოდან :მხრის ძვლის ზ ედა როკებიდან ორი თითის ზ ემოთ გავლებული
ხაზი
მხრის წინა მიდამოში კანი არის თხელი,ნაზი და ელასტიური .
უკანა მიდამოში უფრო უხეში . კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი ზომიერად არის
განვითარებული

მხრის ფასცია ჰყოფს მხრის მიდამოს : წინა და უკანა ბუდედ

წინა ბუდე მოსაზღვრულია:

ინიდან და გვერდებიდან მხრის ფასციით , უკნიდან -მხრის ძვლით და


მედიალური და ლატ ერალური კუნთთაშუა ძგიდეებით .

Აქ განთავსებულია ზედაპირულად მხრის ორთავა,ღრმად მის ქვეშ


ნისკარტ -მხრის კ . და მხრის კ .
უკანა ბუდე მოსაზღვრულია:
Უკნიდან და გვერდებიდან მხრის ფასციით, წინიდან-მხრის ძვლით და
მედიალური და ლატ ერალური კუნთთაშუა ძგიდეებით .
Აქ განთავსებულია მხრის სამთავა კ.

იღლიის არტერი მოდის მხრის მიდამოში და მას დაერქმევა მხრის


არტერია . თავიდან მხრის არტერია( თავისი ორ თანამგზავრი ვენასთან) , მხრის
წნულის ტოტები თავსდება- წინაბუდეში(მედიალურ ღარში)
ესეიგი დასაწყისში სისხძარღვოვანი კონის შემადგენლობაში შედის , მხრის
არტერია(თავისი თანამოსახლე მხრის ვენა) , საშუალო ნერვი, მხრისა და
წინამხრის კანის მედიალური ნერვი, იდაყვის ნერვი, სხივის ნერვი, კუნთ-კანის
ნერვი.

მხრის არტერიას ეს ნერვები მოჰყვება :


ლატერალურად: კუნთ-კანის ნერვი
მედიალურად და ღრმად: იდაყვის ნერვი
მედიალურად და ზედაპირულად: მხრისა და წინამხრის კანის მედიალური
ნერვი უკნიდან: სხივის ნერვი

ხოლო საშუალო ნერვი_ იღლის არტერიის მიმართ წინ მხრის არტერიის


მიმართ ზედა მელამედში - ლატერალურად შუა მესამედში - შინ ქვედა
მესამედში მედიალურად

მხრის არტერია მესამედების მიხედვით იყოფა ტოტებად


პირელ მესამედში მოგვცემს - მხრის ღრმა არტერიას
შუა მესამედში მოგვცემს- იდაყვის გვერდით ზედა არტერიას
ქვემოთ მესამედში მოგვცემს- იდაყვის გვერდით ქვედა არტერიას.

უკანა ბუდის სისხლძარღვოვანი კონა


მხის ღრმა არტერია სხივის ნერვტან ერთად გახვრიტავს მხრის ფასციის
ფიბროზულ ფირფიტას და გადავა უკანა ბუდეში (მხრის ღრმა არტერია უკანა
ბუდეში იყოფა: სხივის გვერდით არტერიად და შუა გვერდით არტრიად
იდაყვის გვერდით ზედა არტერია იდაყვის ნერვთან ერთად გახვრიტავს
მხრის ფასციის ფიბროზულ ფირფიტას და გადავა უკანა ბუდეში
იდაყვის გვერდით ქვედა არტერია მარტო გადის უკანა ბუდეში და ეს
არტერია აგრძელებს გზას. გადმოვა იდაყვის მიდამოში .

● იდაყვის მიდამო
ზევიდან: მხრის მიდამოს ქვედა საზღვარი,ანუ მედიალური და ლატერალური
ზედა როკებიდან ორი თითით ზემოთ გატარებული ჰორიზონტალური ხაზით .
ქვემოდან: მედიალური და ლატერალური ზედა როკებიდან ორი თითიტ ქვემოთ
გატარებული ჰორიზონტალური ხაზით .
კანი წინ - ძალიან ნაზია . უკან უხეში
აქ ანუ იდაყვის მიდამოში მხრის არტერია განიცდის ბიფურკაციას: 1.
ლატერალურად- სხივის არტერია იყოფა სხივის შებრუნებულ არტერიად
(რომელიც ბრუნდება უკან) და ეს ანასტომოზს ამყარებს სხივის გვერდით
არტერიასთან
2. მედიალურად - იდაყვის არტერია იყოფა იდაყვის
შებრუნებულ არტერიად( ესეც იყოფა )
წინა ტოტად- ანასომოზს ამყარებს იდაყვის გვერდით ქვედა არტერიასთან
უკანა ტოტად- ანასტომოზს ამყარებს იდაყვის გვერდით ზედა არტერისთან
3. ძვალთაშუა არტერია იყოფა: წინა ტოტად, უკანა ტოტად იყოფა
იყოფა შებრუნებულ არტერიად- ეს კი ანასტომოზს ამყარებს შუა
გვერდით არტერიასთან

იდაყვის მიდამოში გაივლის კანქვეშა ვენები : ლატ. შევარდის ვენა მედ.


სალმის ვენა . ესენი წარმოიქმნება სადგისებრი მორჩის დონეზე . ისინი
მოდიან წინამხარში შემდეგ გადმოდიან იდაყვის მიდამოში და იდაყვის
მიდამოში ეს ორი ვენა იდაყვის შუა ვენით ერთმანეთს უკავშირდება და H ის
და ან M ის მაგვარი ანასტომოზი დგება

იდაყვის წინა მიდამოში კუნთების საშუალებით იქმნება სამი


შემაღლება :

1. შუამდებარე შემაღლება- ქმნის მხრის ორთავა და მხრის კუნთი

2. ლატერალური შემაღლება - ქმნი მხარ-სხივის კ. მაჯის სხივისკენა


მომხრელი კ. ნების გრძელი კ. მაჯის იდაყვისკენა მომხრელი .
3. მედიალური შემაღლება- ქმნის მრგვალი პრომატორი და სუპინატორი

ამ შემაღლებებს შორის იქმნება 2 ღარი


1. მედიალური ღარი - იქმნება შუამდებარე შემაღლებისა და
მედ. შემაღლებას შორის .
2. ლატ. ღარი -იქმნება შუამდებარე შემაღლებისა და ლატ.
შემაღლებას შორის .
ამ ღარების საშუალებით გადმოდის სისხლძარღვები და ნერვები

იდაყვის უკანა მიდამო ძვლოვანი გვაქვს : შუა შემაღლება- ქმნის იდაყვის


მორჩს მედიალურ შემაღლებას- ქმნის მედიალური ზედა როკი
ლატერალური შემაღლება - ქმნის ლატერალური ზედა როკი
ამ შემაღლებებს შორის იქმნება 2 ღარი : მედიალური ღარი- იქმენა შუა
შემაღლებასა და მედ. შემაღლებას შორის . ლატერალური ღარი_ შუა და
ლატ. შემაღლებებს შორის

● წინამხარი

მოისაზღვრება:
ზემოდან: იდაყვის ქვედა საზღვარი , ანუ მედიალური და ლატერალური
ზედა როკებიდან. ორი თითით ქვემოთ გატარებული ჰორიზონტალური
ზახით
ქვემოდან: სხივის ძვლის და იდაყვის ძვლის სადგისებური მორჩებიდან
ორი თითით ზემოთ გატარებული ხაზით

კანი თხელი წინ- თხელია და ნაზია , უკან უხეში


კანქვეშა ქსოვილში მოდის შევარდენისა და სალამნის ვენები .

წინა მხრის წინა ბუდეში კუნტები დალაგებულია 4 შრედ


1. შრის კუნთები - მხარ-სხივის, მაჯის სხივისკენა მომხრელი, ნების
გრძელი,მაჯის იდაყვისკენამომხრელი,მრგვალი პრონატორი კუნთები
2. შრის კუნთებია- თითების ზერელე მომხრელი კ.
3. შრის კუნთები - თითების 2-5 ღრმა მომხრელი ,ცერის გრძელი
მომხრელი კუნთები .
4. შრის კუნთია- კვადრატული პრონატორი

3 და 4 შრის კუნთებს შორის არის ფაშარი შემაერთებელი ქსოვილოვანი


სივრცე (პიროგოვის) მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ სივრცეში იხსნება 1 და 5
ფალანგის სინოვიური ბუდეები

ნერვულ სისხლძარღვოვანი კონა -წინამხარზე (მხრის არტერიის ტოტები


სხივის არტერია, იდაყვის არტერია, ძვალთაშუა არტერია თავის თანამგზავრი
ვენებთან და ნერვებთან ერთად .

წინამხარზე გვაქვს 2 ბუდე :


1. სხივის ბუდე- თავსდება( სხივის არტერია , ორი თანამგზავრი ვენა,
სხივის ნერვი)
მოისაზღვრება: გარედან- მხარ-სხივის კუნთი შიგნიდან: ზედა მონაკვეთში
(მრგვალი პრონატორი) ქვემოთ ( მაჯის სხივისკენა მომხრელი კუნთი ) 2.
იდაყვის ბუდე - თავსდება ( იდაყვის არტერია, ორი თანამგზავრი ვენა,
იდაყვის ნერვი, რომელიც ქვედა მესამედში იყოფა დორსალურ და
პალმარულ ტოტებად .

● ხელების მიდამო
აქ სისხლძართვებით იქმნება ორი არტერიული რკალი: ერთმანეთისგან
გამოყოფილია ხელისგულის აპონუკროზით(ქმნის ნების გრძელი კუნთის
მყესი)

1. ზედაპირული არტერიული რკალი- ქმნის ( იდაყვის არტერია/ სხივის


არტერიის ზედაპირული ტოტი) ზედაპირული არტერიული
რკალიდან გამოვა 5 ცალი ნების არტერია (ფალანგების
მიდამოდში თითოეული იყოფა 2ფალანგის არტერიად )
2. ღრმა არტერიული რკალი- ქმნის ( სხივის არტერია /იდაყვის არტერიის
ღრმა ტოტი) ღრმა არტერიული რკალიდან გამოვა 5 ცალი ნების
არტერია) ფალანგების მიდამოში იყოფა 2 ფალნგის არტერიად )

თითების ინერვაცია: პალმარული და დორსალური მხრიდან განსხვავებულია

ხელისგულის მხრიდან(პალმარული) - 1,2,3 და მე-4 თითის ლატერალური


ნახევარი ინერვირდება საშუალო ნერვით .
მე-4 თითის მედიალური ნახევარი და 5 თითი ინერვირდება იდაყვის
ნერვის პალმარული ტოტით.

დორსალური მხრიდან- 1,2,3 თითის ლატერალური ნახევარი


ინერვირდება სხივის ნერვით . 3 თითის მედიალური ნახევარი 4,5 თითები
ინერვირდება იდაყვის ნერვის დორსალური ტოტით.

დორსალური მხრიდან დამატებით მარტო ფრჩხილის ფალანგის


ინერვაცია ხდება საშუალო ნერვის ტოტებით .

You might also like