You are on page 1of 17

Sps `kentavri+~

დირექტორი ------------/გ.ცარციძე/

----- -------------- 2023 წ

saCxeris municipalitetSi, sof. bajiTis mimdebared,


`bajiTis~ kvarcmindvrisSpatiani qviSis karieris
damuSavebisis garTulebuli samTo-geologiuri pirobebis
gasaumjeseblad gasatarebeli RonisZiebebis
proeqti

ganmartebiTi baraTi

WiaTura 2023 weli


Sps `kentavri +~

proeqtze momuSave specialstebi

Seadgina g. carciZe

geologi g. gogolaSvili

inJiner-operetori z. CubiniZe

proeqtis Semadgenloba:
1. ganmartebiTi baraTi - 1 wigni

2. grafikuli nawili - 1 saqaRalde

grafikuli nawili - naxazebis sia

# დასახელება, მასშტაბი, ფორმატის ზომა (მმ) ნახაზი #

ალბომი #1

1. ორთოგრაფიული გეგმა (ორთო.) - მ 1:2000 - A3 1


2. ტოპოგრაფიული გეგმა - მ 1:2000 - A3 2
3. ჭრილების განლაგების გეგმა - მ 1:2000 - A3 3
4. ლითოლოგიური ჭრილი I-I - მ 1:2000 - A3 4
5. ლითოლოგიური ჭრილი II-II - მ 1:2000 - A3 5
6. ლითოლოგიური ჭრილი III-III - მ 1:2000 - A3 6
7. ლითოლოგიური ჭრილი IV-IV - მ 1:2000 - A3 7
8. ლითოლოგიური ჭრილი V-V - მ 1:2000 - A3 8
9. ლითოლოგიური ჭრილი VI-VI - მ 1:2000 - A3 9
10. ლითოლოგიური ჭრილი VII-VII - მ 1:2000 - A3 10
კარიერის მდგომარეობა წყალამრიდი არხის
11. მოწყობისა და XIII საფეხურის დამუშავების 11
შემდეგ - მ 1:2000 - A3
კარიერის მდგომარეობა XII საფეხურის დამუშა-
12. 12
ვების შემდეგ - მ 1:2000 - A3
კარიერის მდგომარეობა XI საფეხურის დამუშავე-
13. 13
ბის შემდეგ - მ 1:2000 - A3
კარიერის მდგომარეობა X დამუშავების შემდეგ
14. 14
- მ 1:2000 - A3
კარიერის მდგომარეობა IX საფეხურის დამუშავე-
15. 15
ბის შემდეგ - მ 1:2000 - A3
კარიერის მდგომარეობა VIII საფეხურის დამუშა-
16. 16
ვების შემდეგ - მ 1:2000 - A3
კარიერის მდგომარეობა VII საფეხურის დამუშ-
17. 17
ვების შემდეგ - მ 1:2000 - A3
კარიერის მდგომარეობა VI საფეხურის დამუშავე-
18. 18
ბის შემდეგ - მ 1:2000 - A3
კარიერის მდგომარეობა V საფეხურის დამუშავე-
19. 19
ბის შემდეგ - მ 1:2000 - A3
კარიერის მდგომარეობა IV საფეხურის დამუშავე-
20. 20
ბის შემდეგ - მ 1:2000 - A3
კარიერის მდგომარეობა III საფეხურის დამუშავე-
21. 21
ბის შემდეგ - მ 1:2000 - A3
კარიერის მდგომარეობა II საფეხურის დამუშავე-
22. 22
ბის შემდეგ - მ 1:2000 - A3
კარიერის მდგომარეობა სრული დამუშავების
23. 23
შემდეგ - მ 1:2000 - A3
კარიერის მდგომარეობა სრული დამუშავების
24. 24
შემდეგ (ორთო) - მ 1:2000 - A3
25. დამუშავების სისტემა- მ 1:2000 - A3 25

სარჩევი
1. შესავალი

2. ტერიტორიის სინჟინრო-გეოლოგიური დახასიათება

2.1. ზოგადი ცნობები ბაჯითის საბადოსა და მისი რაიონის შესახებ

2.2. სტრატოგრაფია

2.3. ტექტონიკა

2.4. ჰიდროგრაფია

3. საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობები

3.1. არსებული მდგომარეობა

3.2. კარიერის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება

3.3. არსებული სიტუაციის გაუმჯობესებისათვის საჭირო სამუშაოები

3.4. დამუშავების ძირითადი პარამეტრები

3. უსაფრთხოების ტექნიკა

3.1. ძირითადი მოთხოვნები

3.2. ტექნიკური გადაწყვეტილებები მავნე ნივთიერებების წარმოქმნის შესამცირებ-


ლად

ლიტერატურა
შესავალი

შპს `Geo Sand“-ს და შპს „კენტავრი+“-ს შორის 2023 წლის 11 მაისს შორის გაფორმე-
ბული ხელშეკრულების შედგენის საფუძველია შპს `Geo Sand“-ზე გაცემული წიაღთ
სარგებლობის ლიცენზია №1005321-ის კონტურში კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის
კარიერის დამუშავების დროს წარმოქმნილი გართულებული სამთო-გეოლოგიური
პირობები.

ხელშეკრულების პირობებეი თანახმად შპს „კენტავრი+“ დაევალა არსებული


მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასატარებელი ღონისძიებების პროექტირება.

პროექტი შედგენილია შპს `კენტავრი+~-ის საპოექტო ჯგუფის მიერ დამკვეთისა-


გან მიწოდებული მასალების, პროექტირებაზე მოქმედი საკანონმდებლო აქტების,
სტანდარტული ინსტრუქციებისა და დოკუმენტების, უსაფრთხოების ერთიანი წესე-
ბი მოთხოვნების დაცვით, აგრეთვე საქართველოს კანონის `წიაღით სარგებლობის~
მოთხოვნათა შესაბამისად.

ლიცენზიის პირობების თანახმად, შპს `Geo Sand“-ს სამეწარმეო საქმიანობის გან-


სახორცილებლად 17 წლის ვადით გამოეყო 5.7 ჰა მიწის ფართი, რომელიც დატანი-
ლია 1:10000 მასშ-ტაბის К-38-51-Г-г ნომენკლატურის ტოპოგრაფიული რუკის ნაწილ-
ზე.

შპს „გეოლოგსერვისი“-ს შესრულებული მარაგების გადათვლის ანგარიშით.


01.03.2021 წლის მონაცემებით კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის საბადოს საპროგნოზო
მარაგები შეადგენს 776868 მ3-ს.

შესაბამისად საწარმოს მიერ წელიწადში მოპოვებული იქნება 45700 მ3 ქვიშა.


2. ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური დახასიათება

2.1. ზოგადი ცნობები ბაჯითის საბადოსა და მისი რაიონის შესახებ

ბაჯითის კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის საბადო მდებარეობს საჩხერის მუნი-


ციპალიტეტიში, სოფელ ბაჯითიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 0.8 კმ, მდინარე ყვი-
რილის მარჯვენა მხარეს და რაიონული ცენტრიდან დასავლეთით 1.5 კმ მანზილზე.

საბადოსთან უახლოესი დასახლებული პუნქტებია სოფლები: ბაჯითი და სარეკი.

ბაჯითის კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის საბადოს სატრანსპორტო პირობები


ხელსარელია, მოცემული უბნის სამხრეთით 100 მ-ში გადის საჩხერე-სარეკის საავტო-
მობილო გზა, რომლის საშუალებითაც დასახლებულ პუნქტებს უკავშირდება მთელი
წლის განმავლობაში ავტომობილების სამოძრაოდ ვარგისი გრუნტის გზით.

გეომორფოლოგიური თვალსაზრისით საბადოს რაიონი მცირედ მთაგორიანი რე-


ლიეფით ხასიათდება, მოცემული უბანი მდებარეობს ეროზიულ-დენუდაციური
ფერდობის შუა ნაწილში, რომლის ზედაპირის დახრა ცვალებადია და მის ფარგლებ-
ში შეადგენს 25-300-ს, ხოლო ქვედა ნაწილში მკვეთრად იზრდება და აღწევს 450-ს.
უბანს აქვს აღმოსავლეთიდან -დასავლეთისკენ წაგრძელებული ოხკუთხედის ფორმა,
ზედაპირის სიმაღლეთა ნიშნულები 469-602 მ-ის ფარგლებში იცვლება. აღმოსავლე-
თიდან ობიექტს უშუალოდ ესაზღვრება ძველი კარიერი, ხოლო დასავლეთიდან ობი-
ექტს მიუყვება ახლადჩასახული ხევი.

რაიონის წყლის მთავარ არტერიას წარმოადგენს მდ. ყვირილა, მარჯვენა შენაკა-


დით ჯრუჭულა.

რაიონის კლიმატი თბილი, ზომიერად ტენიანია, საშუალო ტემპერატურა შეად-


გენს - +11.50С-ით, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა კი 862 მმ-ს.

საწარმოს ტექნიკური წყლით მომარაგება ხორციელდება მდ. ყვირილიდან, სასმე-


ლი წყლით კი შემოგარენში არსებული წყაროს მეშვეობით, ელექტროენერგიით საწა-
რმო უზრუნველოფილია რაიონული დაქვემდებარების ქვესადგურიდან.

საბადოს მოცემული უბანი არ არის განაშენიანებული, სასოფლო-სამეურნეო და-


ნიშნულებით არ გამოიყენება, დაფარულია მწირი ბალახეული საფარით.

მოცემულ რეგიონში ასევე ცნობილია კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის შემდეგი


საბადოები: საფარისღელეს, ითხვისის, დარკვეთის და შუქრუთის.
2.2. სტრატოგრაფია

საბადოს რაიონის ამგებ ნალექებს შორის ყველაზე ძველია ბაიოსის პორფირიტუ-


ლი წყება, წარმოდგენილია ტუფიტებით, ტუფებით, ტუფობრექჩიებით და პორფირი-
ტული განფენებით, აღნიშნული ნალექები თანდათანობით იცვლება ზედა ბაიოსური
კვარციან-ქარსიანი ქვიშაქვებით და კონგლომერატებით, ბაიოსური ნალექები ტრანს-
გრესულად არის გადაფარული ცარცული ნალექებით. წყების ქვედა ნაწილი წარმოდ-
გენილია ჰოტერულ-ვალანჟერული კვარც-არკოზული ქვიშაქვებით და ქვიშიანი კირ-
ქვებით. მათზე თანხმობით არის განლაგებლი ბარემული ასაკის მასიური კირქვების
წყება (ურგონული ფაციესი). კირქვები იცვლება სენომანის გლაუკონიტიანი ქვიშაქვე-
ბით და კირქვებით, რომლებიც თავის მხრივ იცვლება ტურონ-სენონის კირქვებით. ამ
ნალექებზე ტრანსგრესულად და მცირე კუთხური უთანხმოებით არის განლაგებული
ოლიგოცენური და ქვედა მიოცენული ნალექები, რომლებიც წარმოდგენილია არკო-
ზული ქვიშაქვებით, მაიკოპის თიხებით და თიხიანი მერგელებით. ოლიგოცენურ ნა-
ლექებთან არის გაკავშირებული ბაჯითის საბადო, რომელიც წარმოდგენილია კვარც-
მინდვრისშპატიანი ქვიშების ფენით, მიკროკონგლომერატების, თიხიანი და არკოზუ-
ლი ქვიშაქვების შუაშრეებით. სტრატიგრაფიულად ზევით განლაგებულია ჩოკრაკუ-
ლი ჰორიზონტი, რომლის ქვედა ნაწილი წარმოდგენილია სუსტად შეცემენტებული
არკოზული შემადგენლობის ქანთა ნატეხებით, ხოლო ზედა-თიხიანი მერგელებით,
თიხიანი და ოოლითური კირქვებით, ნალექები თანხმობით არის გადაფარული კარა-
ღანული ჰორიზონტის კონგლომერატებით, თიხებით, ქვიშაქვებით და კირქვებით.
ისინი ასევე თანხმობით იცვლება კონკური ქვიშიანი თიხებითა და ოოლითური კირ-
ქვებით. მათ მოჰყვება ქვედა სარმატული ქვიშიან-თიხიანი და კიექვიან-მერგელიანი
ნალექები. მეოთხეული ნალექები წარმოდგენილია ალუვიურ-დელუვიური და მეწ-
ყერული წარმონაქმნებით.
2.3. ტექტონიკა

ზედა ცარცული და მესამეული დანალექებისმიერ სუბსტრატზე ჰორიზონტალუ-


რი განლაგება, პიკატური დისლოკაციების წარმოქმნას გამორიცხავს.

დიზუნქტიური დისლოკაციებიდან საბადოს რაიონში დაიკვირვება ციხისწყლის


შესხლეტვის და იზვარის ნასხლეტის სახით.

ციხის-წყლის შესხლეტვა მიემართება იურული და ცარცული დანალექების კონ-


ტაქტის მიმართულებით და გადის სოფ. ბაჯითის ჩრდილოეთით და განედურ მიმა-
რთულებას უახლოვდება.

იზვარის ნასხლეტი მდებარეობს მდ. იზვარას ვაკეზე.

ჩრდილოეთით იფარება მდ. ყვირილას ალუვიური ნალექებით, ხოლო სამხრე-


თით იძირება შუა მიოცენის ნალექებში. ნასხლეტი თარიღდება ჩოკრაკულამდე.

2.4. ჰიდროგეოლოგია

საბადოს რაიონი ერეკლე გამყრელიძის გეოტექტონიკური დარაიონების მიხედ-


ვით მდებარეობს ამიერკავკასიის მთათაშუა არეს, ცენტრალური აზავების ზონის,
ძირულას ქვეზონის ფარგლებში.

გეოგრაფიულად საბადოს მდებარეობს ზემო-იმერეთის დაბალმთიან გორაკ-


ბორცვიან ზონაში. ეროზიულ დენუდაციური ფარდობის შუა ნაწილში.

საქართველოს ჰიდროგეოლოგიური დარაიონების და ჰიდროგეოქიმიური ზონა-


ლურობის სქემატური რუკის მიხედვით (ავტორები ბ.ზაუტაშვილი, ბ.მხეიძე 2011 წ.)
ტერიტორია მდებარეობს საქართველოს დეპრესიის ჰიდროგეოლოგიური ოლქის არ-
გვეთის არტეზიულ აუზში.

რაიონის ტერიტორიაზე განლაგებულ დანალექ ქანებში ატმოსფერული ნალექე-


ბის ინფილტრაცია და ცირკულაცია დამოკიდებულია ქანების ლითოლოგიაზე აღნი-
შნულიდან გამომდინარე რაიონში გამოყოფილია 8 წყალშემცველი ჰორიზონტი:
1. წყალშემცველი ჰორიზონტი, დელუვიურ-ალუვიური ნალექები და მეწყ-
რული ადგილები.
2. წყალშემცველი ჰორიზონტი, ალუვიური ნალექები.
3. წყალშემცველი ჰორიზონტი, ქვედა სარმატის და კონკურის თიხებში, მე-
რგელებში, ოოლითურ კირქვეში.
4. წყალშემცველი ჰორიზონტი, კარაგანის კირქვებში, ქვიშიან თიხებში და
ქვიშაქვებში.
5. წყალშემცველი ჰორიზონტი, ჩოკრაკის მკვრივ თიხებში, ქვიშებში და
ქვიშაქვებში.
6. წყალშემცველი ჰორიზონტი, ოლიგოცენის თიხიან ქვიშაქვების და თი-
ხებში.
7. წყალშემცველი ჰორიზონტი, ზედა ცარცული კირქვებში.
8. წყალშემცველი ჰორიზონტი, ბაიოსის ტუფოგენურ ქანებში.

საბადო ჰიდროგეოლოგიურად არ არის შესწავლილი. დეტალური ძიების დროს


გაყვანილ სამთო გამონამუშევრებში და ჭაბურღილებში, წყალი არ დაფიქსირებულა.

3. საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობები

3.1. არსებული მდგომარეობა

ბაჯითის კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის საბადოს რელიეფი, წარმოადგენს მცი-


რე სიღრმის ხევებით დასერილ ბორცვიან რელიეფს. ზედაპირის აბსოლიტური სიმა-
ღლეები მერყეობს 510-645 მეტრებს შორის ზღვის დონიდან. სასრგებლო წყება ხასი-
ათდება სამხრეთაღმოსავლეთით 25-750 -იანი კუთხით დახრილი შრის მაგვარი ფორ-
მით. სასარგებლო ფენის დახრა თითქმის ემთხვევა რელიეფის დახრას. ობიექტის
მთლიანი ტერიტორია ბუნებრივადაა გაშიშვლებული, თავისუფალია ნიადაგ-მცენა-
რეული საფარისა და ბუჩქნარისაგან, ამასთან მწირი ნიადაგის გამო გამოუსადეგარია
რაიმე სახის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საწრმოებლად.

კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის მარაგის გამომუშავების ჰორიზონტი 520 მ-ი, ემ-


თხვევა ქ. საჩხერისა და სოფ. სარეკის დამაკავშირებელი გზის დონეს.

საბადოს უდიდესი ფართი დაფარულია თანამედროვე ალუვიურ-დელუვიური


ნალექებით წარმოდგენილი ქვიშიანი თიხებით, ქვიშაქვებით, კირქვის და ტუფოგე-
ნური ქანების ნატეხების ჩანართებით. დასამუშავებელი ფართის უმეტეს ნაწილზე სა-
სარგებლო ფენა ზედაპირზე გამოდის.

საბადოს სასარგებლო ფენა დაფარულია დაფარულია თიხით და კვარციანი ქვი-


შაქვის ფენით, რომლის სიმაღლე 0.0-დან -18 მ-მდე აღწევს, საშუალოდ 2.3 მ.

3.2. კარიერის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება

საბადოს კარიერული წესით დასამუშავებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაო-


ები დაიწყო ჯერ კიდევ 80-ან წლებში. კერძოდ: გაყვანილი იქნა ზედა საფხურებზე
მისასვლელი საკარიერო გზები და დაიწყო გადახსნითი სამუშაოები ზედა ორ საფე-
ხურზე (655 მ და 645 მ ნიშნულებზე), ხოლო ორ საფეხურზე, სადაც კვარცმინდვრის-
შპატიანი ქვიშის გამოსავალი უშუალოდ ზედაპირზე გამოდის (635 მ და 625 მ ნიშ-
ნულებზე), ქვიშის მოპოვებითი სამუშაოები.(იხ.ნახ.#1)

90-იანი წლების და შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო კარიერის დ-


მუშავება შეჩერდა. თუ დროებით ხდებოდა მუშაობის აღდგენა, (მოთხოვნის მიხედ-
ვით, უსისტემოდ, მცირე პარტიებით მიეწოდებოდა მომხმარებელს) დაუშავების სის-
ტემისა და უსაფრთხოების წესების დარღვევით.

გარდა ამისა კარიეის აღმოსავლეთით არსებულ ხევში, წლების განმავლობაში ინ-


ტენსიური ნალექების ჩადინების შედეგად საკარიერო გზის მონაკვეთზე (630 მ მიმ-
დებარედ) მოხდა გრუნტის დაწევა 1.2-1.6 მეტრის სიღმეზე და შექმნა მეწყერული
პროცესების წინაპირობა საბადოს ამ უბანზე. რამაც თავის მხრივ გამოიწია გადამხუ-
რავი ქანების აშლილობა ზემოთ აღნიშნულ გადახსნით საფეხურებზე (655 მ და 645
მ). (იხ.ნახ.#2)

აღნიშნულმა მოვლენებმა წარმოშვა კარიერის დამუშავებისას ტექნიკური და სამ-


თო-გეოლოგიური პირობების გართულება, რაც მოითხოვს რიგი სამუშაოების ჩატა-
რებას შპს „Geo Sand“-ის მიერ მასზე გაცემული დამუშაების სალიცენზიო ფართს გა-
რეთ არსებულ ტერიტორიაზე.
3.3. არსებული სიტუაციის გაუმჯობესებისათვის საჭირო სამუშაოები

როგორც წინა თავში აღწერილი მდომარეობის განხლილვისას აღინიშნა რომ, სა-


ჭიროა გატარდეს რიგი საჭირო ღონისძიებებისა, რათა საბადოს შემდგომი ექსპლუა-
ტაცია გახდეს უსაფრთხო, დამუშავდეს ტექნიკური ნორმებისა და წესების სრული
დაცვით. რაც მოითხოვს შემდეგი-აუცილებელი სამუშაოების ჩამონათვალს:

1. სალიცენზიო ფართს გარეთ ნიშნულ 655 მ-დან აღმოსავლეთით გაყვანილი


იქნას ექსკავატორ Doosan 340-ით წყალამრიდი არხი სიგრძით 240 მ. რათა
საკარიერო ველის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი დავიცვათ ატმო-
სფერული ნალექების საგებ გვერდში (კირქვები) შემდგიმი ჩაჟონვისაგან, რაც
თავის მხივ არის კარიერი ფართის ამ უბანზე წარმოქმნილ მცირე ხევიში მეწ-
ყერული პროცესების განვითარების ძირითად წყაროს.
2. ასევე სალიცენზიო ფართს გარეთ ნიშნულ 655 მ-დან დასავლეთით გაყვანი-
ლი იქნას ექსკავატორ Doosan 340-ით წყალამრიდი არხი სიგრძით 68-70 მ.
რომრლიც მიუერთდება სალიცენზიო ფართის დასავლეთით არსებულ ხეო-
ბას. რათა საკარიერო ველის დასავლეთ ნაწილშიც შევზღუდოთ ატმოსფერუ-
ლი ნალექების საგებ გვერდში (კირქვები) შემდგიმი ჩაჟონვა. ამსთან აღნიშნუ-
ლი უბნის რთული რელიეფის გამო, დანაპრალიანებული ქანები მოიხსნას,
შეძლებისაგვარად, შემდგომში რაიმე ტიპის გართულებების პრევენციის მიზ-
ნით.(იხ.ნახ.#11)
3. აშლილი ქანების შემდგომი დეფორმაციის, დანაპრალიანების, ზედაპირული
მეწყერების განვითარების, ტექნიკური უსაფრთხოების წესების და მოთხოვ-
ნების დაცვისა და სხვა რთული სამთო-გეოლოგიური პირობების გართულე-
ბის პრევენციის მიზნით ნიშნულ 645 მ- ზე მოიხსნილი და გამოტანილი გა-
ამხურავი ქანებით 635 მ-ის ნიშნულზე მოეწყობა XIII საფეხურის დასამუშავე-
ბად განკუთვნილი სატრანსპორტო ბერმა, რომელიც დამცავი ბერმის მოვალე-
ობასაც შეასრულებს ამ უბანზე შენიშნული მეწყერული პროცესების განტვირ-
თვისათვის.(იხ.ნახ. #6, #11, #12).
4. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოების შესრულების შემედეგ, კარიერის
ექსპლუატაციის პროცესში მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს დაკვირვება
წყალამრიდი არხის სარინელების, სატრანსპორტო და დამცავი ბერმების მდგ-
მარეობის მუდმივი შემოწმება. მოეწყობა ე.წ.„მაიაკები„-მაჩვენებლები დანა-
პრალიანებული ზედაპირის კონტროლისათვის. რათა საჭიროების შემთხვე-
ვეაში, თუ ასეთი რამ განვითარდება, მოხდეს შესაბამისი რეაგირება.
აღნიშნული სამუშაოების ერთობლიობა საშუალებას მისცემს შპს„Geo Sand“-ს
კუთვნილ სალიცენზიო ფართში კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის მოპოვება აწარმო-
ოს გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის პირობებისა და კარიერის უსაფრთხოების
რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.

3.4. სამთო-ტექნიკური პირობები

დამუშავება განხორციელდება ცამეტ საფეხურად, დამცავი ბერმების სიგანე 3 მ,


საფეხურის დახრის კუთხე 600, სიმაღლე კი 10 მ. (ექკავატორის აჩამჩვისა სიმაღლის
და ამოთხრის სიღრმის გათვალისწინებით).(იხ.ნახ. #4-#11).

კარიერის მუშაობის პროცესში დაცული იქნება საშიში საწარმოო ობიექტების


(სადაც სრულდება ღია სამთო სამუშაოები) უსაფრთხოების წესები, რომლებიც დამ-
ტკიცებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით და შესაბამისობაშია საქარ-
თველოს კანონის `საშიში საწარმოო ობიექტების შესახებ~ და სხა ნორმატიული აქტე-
ბით.

4. უსაფრთხოების ტექნიკა

4.1. ძირითადი მოთხოვნები

საკარიერო ველის გახსნისა და დამუშავების პროცესში დაცული უნდა იქნას „ტექნი-


კური რეგლამენტი კარიერების უსაფრთხოების შესახებ“, „სასარგებლო წიაღისეულის
საბადოთა ღია წესით დამუშავების უსაფრთხოების ერთიანი წესები“ და „ტექნიკური
ექსპლუატაციის წესები სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ღია წესით მომპოვე-
ბელი საწარმოებისათვის“, აგრეთვე სხვა მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მო-
თხოვნები, რომელთა შესრულების უზრუნველყოფაზე ვალდებულება ეკისრება კა-
რიერის ხელმძღვანელს [9,10,13,16,17].

სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისათვის საჭიროა გატარდეს შემდეგი ძირითადი


ღონისძიებები:
1. სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ტექნიკის ღონისძიებებისა და სა-
წარმოო სანიტარული მდგომარეობის დაცვა ევალება ყველა ინჟინერ-ტექნი-
კურ პერსონალს;
2. მუშაობის დაწყებამდე ყველა მომუშავემ უნდა გაიაროს სწავლება და ინსტრუ-
ტაჟი უსაფრთხოების წესებში და ჩააბაროს გამოცდა კომისიას დამტკიცებული
პროგრამის მიხედვით, აგრეთვე ყოველწლიურად გაიარონ განმეორებითი ინს-
ტრუქტაჟი;
3. თუ დასაქმებული დაზღვეული არ არის, ან მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას
საფრთხე ემუქრება, სამუშაოები დროებით უნდა შეჩერდეს და აღმოიფხვრას
ის ნაკლოვანებები, რომლებიც ხელს უშლის სამუშაოს ნორმალურ და უსაფრ-
თხო წარმოებას;
4. აკრძალულია სამუშაოების წარმოება, მანქანა-მექანიზმების დგომა და სამშე-
ნებლო მასალების დაწყობა ელექტროგადამცემი ხაზების განთავსების ზოლ-
ში;
5. აკრძალულია მუშაობის წარმოება იმ ადგილებში, სადაც მიწისქვეშა კომუ-
ნიკაციები გადის, თუ მას არ ესწრება იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი, რო-
მელიც ექსპლოტაციას უწევს ამ კომუნიკაციებს;
6. აკრძალულია მექანიზმებით მუშაობა და მათი დროებით დაყენება გრუნტის
ჩამოშლის პრიზმის ზონაში;
7. არასამუშაო დროს მექანიზმები გაყვანილ უნდა იქნას სანგრევიდან უსაფრთხო
მანძილზე, მუშა ორგანოები დაშვებულ იქნას მიწაზე, ძრავა გამორთული, ძარა
კი ჩაკეტილი;
8. მემანქანის უფლების გარეშე მანქანა-მექანიზმების ძარაში შესვლის უფლება
აქვს მხოლოდ ტექნიკური ზედამხედველობის და ადმინისტრაციის წარმომად-
გენლებს;
9. მუშაობის დაწყებამდე, ექსკავატორის მემანქანემ უნდა დაათვალიეროს ძრავა,
ჩამჩა, კბილები და ყველა მექანიზმი, შეამოწმოს საკონტროლო და გამზომი
ხელსაწყოები, ძრავაში საპოხი მასალების მდგომარეობა და დამიწება. გაუ-
მართაობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოასწოროს ან გამოიძა-
ხოს ზეინკალი;
10. აკრძალულია მექანიზმების მუშაობის დროს მოძრავი ნაწილების გამაგრება და
შეპოხვა;
11. ექსკავატორის მემანქანე მუდმივად უნდა აკვირდებოდეს, რომ სანგრევის
ფერდზე არ წარმოიქმნას ქანის კონსოლური ჩამოკიდებები. სანგრევის ფერდი
უნდა ჩამოწმინდოს ქანის ჩამოკიდებული ნატეხებისაგან;
12. ექსკავატორის მუშაობის რეჟიმის ნებისმიერ ცვლილებას თან უნდა ახლდეს
სიგნალების მკვეთრი სისტემა;
13. გზა, რომელზედაც უნდა იმოძრაოს ექსკავატორმა მუშაობის პროცესში უნდა
იქნას მოსწორებული;
14. დაუშვებელია ექსკავატორის მოძრაობა სავსე ჩამჩით. აკრძალულია ექსკა-
ვატორის მოძრაობა დაღმართზე ან აღმართზე პასპორტით გათვალისწინებუ-
ლი დახრის კუთხის მაქსიმალურზე მეტი მნიშვნელობის შემთხვევაში;
15. ავტომანქანის დატვირთვა უნდა მოხდეს ძარის უკანა ან გვერდის მხრიდან;
16. ავტოთვითმცლელი დასატვირთად უნდა დადგეს მხოლოდ ექსკავატორის მე-
მანქანის სიგნალით მიცემული თანხმობის შემდეგ. მანამდე იგი უნდა იდგეს
ექსკავატორის ჩამჩის მოქმედების რადიუსის საზღვრებს გარეთ;
17. ავტოთვითმცლელებზე აუცილებელია დაყენებულ იქნას ხმოვანი სიგნალი,
რომელიც ავტომატურად ჩაირთვება უკუსვლით მოძრაობისას;
18. ბულდოზერის მუშაობისას არ შეიძლება დანაზე და მის საკიდ ჩარჩოზე დგო-
მა;
19. აკრძალულია გრუნტის დამუშავება და გადაადგილება ბულდოზერით ფერ-
დობზე, რომლის დახრის კუთხე მეტია პასპორტით გათვალისწინებულზე;
20. სამუშაოების ღამით წარმოებისას, მექანიზმები აღჭურვილი უნდა იყვნენ
შორსმაშუქი პროჟექტორებით, ყრილისა და ფერდობის ნაპირებზე დაყენებუ-
ლი უნდა იქნეს გამაფრთხილებელი ნიშნები;
21. გრუნრზე მომუშავე ყველა მანქანა აღჭურვილი უნდა იყოს ხმოვანი სიგნალით;
22. საკარიერო ფართი და საავტომობილო გზა საჭირო შუალედებში უნდა მო-
ირწყას სპეციალური სარწყავი მანქანით.
23. სატრანსპორტო ბერმების მინიმალური სიგანე არ უნდა იყოს 20 მეტრზე ნაკ-
ლები, რაც საკმარისია ავტომანქანა КРАЗ-65032 ტიპის ავტომანქანის ორმხრივი
მოძრაობისთვის;
24. საფეხურების ჩაქრობის შემდეგ უნდა დარჩეს 3 მეტრი სიგანის დამცავი ბერმა.
4.2. ტექნიკური გადაწყვეტილებები მავნე ნივთიერებების წარმოქმნის
შესამცირებლად

კაჟმიწის შემცველობის მიხედვით ბაჯითის კვარცმინდვრის შპატიანი ქვიშის


კარიერი არის სილიკოზ საფრთხილო. სამთო სამუშაოების წარმოებისას მყარი ნაწი-
ლაკების მტვერი აჭუჭყიანებს ატმოსფეროს და ახდენს მავნე ზეგავლენას მომუშავეთა
ჯანმრთელობაზე. მტვერწარმოქმნის კერას წარმოადგენს: კარიერის ზედაპირი, ექსკა-
ვატორისა და ბულდოზერის სანგრევები და საავტომობილო გზები.

მტვრის ჩახშობის მიზნით პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებე-


ბის ჩატარება:

-ბულდოზერისა და ექსკავატორო მეშვეობით სამუშაოების წარმართვა მიმ-


დინარეობს დანესტიანებულ სანგრევის პირობებში, წყლის ხარჯი შეადგენს 40 ლ-ს
სამთო მასის 1 მ3-ზე.
ლიტერატურა

1. Сводный отчет по пересчету запасов марганцевых руд Чиатурского месторождения


по состаянии на 01.01.1968 г., Чиатурская геолого-разведочная партия, 1968 г.
2. Сводный отчет по пересчету запасов марганцевых руд Чиатурского месторождения
по состаянии на 01.01.1969 г., Чиатурская геолого-разведочная партия, 1969 г.
3. Пояснительная записка к оперативному подсчету прироста запасов марганцевых руд
на Чиатурском месторождения за 1975 г., Чиатурская геолого-разведочная партия,
1976 г.
4. М.Г. Новожилов, В.С. Эскин, Г.Я. Корсунский. Теория и практика открытой разра-
ботки горизонтальных месторождений. «Недра», 1978 г.
5. М.Г. Новожилов. Открытые горные работы. «Недра», 1961 г.
6. В.С. Хохряков, А.Т. Шелест. Проектирование карьеров. «Недра», Москва, 1969 г.
7. Б.А. Симкин. Технология и процессы открытых горных работ. «Недра», Москва,
1970г.
8. Н.А. Кулешов, Ю.И. Анистаров. Технология открытых горных работ. «Недра»,
Москва, 1968 г.
9. Е.Ф. Шешко. Открытая разработка месторождений полезных ископоемых. «Недра»,
Москва, 1978 г.
10. Открытые горные работы. Справочник. «Горное бюро», Москва, 1994 г.
11. Нормы технологического проектирования предприятий. ГЛАВНИИПРОЕКТ,
ГИПРОНИНЕРУД, ПРОЕКТГИДРОМЕХАНИЗАЦИЯ, изд. литератури по строи-
тельству, Ленинград, 1968 г.
12. Н.Я. Репин. Подготовка и экскавация вскрышных пород. «Недра», Москва, 1978 г.
13. Справочник горного мастера нерудных карьеров. «Недра», Москва, 1977 г.
14. Правила устройства электроустановок (ПУЭ).
15. Справочник энергетика промишленных предприятии. Госудорственное энергети-
ческое издательство, Москва, 1963 г.
16. „ტექნიკური რეგლამენტი კარიერების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის დადგენილება №450, 31.12.2013.
17. ПБ 06-07-92 Единые правила безопасности при разработке месторождений полезных
ископаемых открытым способом.

You might also like