You are on page 1of 10

ბიოლოგია

1. ჩამოთვლილთაგან, ეკოლოგიის აბიოტურ ფაქტორს


წარმოადგენს:

I. სიმბიოზი II. ტემპერატურა III. სინათლე

ა) მხოლოდ I ბ) II და III გ) მხოლოდ III დ) I,


II და III

2. ჩამოთვლილთაგან, ქემოსინთეტიკოსებს მიეკუთვნება:

I. მეთანწარმომქმნელი ბაქტერია II.


გოგირდბაქტერია III.
ცელულოზადამშლელი ბაქტერია

ა) მხოლოდ I ბ) მხოლოდ II გ) I და II დ)
მხოლოდ III

3. ყველა ორგანული ნივთიერების შედგენილობაში


შედის:

I. ნახშირბადი II. აზოტი III. ფოსფორი

ა) მხოლოდ I ბ) II და III გ) I და III დ) I, II და


III

4. ჩამოთვლილთაგან, სტრუქტურული ფუნქციის მქონე


ცილაა:

I. ტრანსფერინი II. კერატინი III. ფიბროინი

ა) მხოლოდ I ბ) მხოლოდ II გ) II და III დ) I, II


და III
5. ჩამოთვლილთაგან, მონოსაქარიდს წარმოადგენს:

I. გლუკოზა II. რიბოზა III. დეზოქსირიბოზა

ა) მხოლოდ I ბ) I და II გ) I და III დ) I, II და III

მომდევნო ორ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად


იხელმძღვანელეთ მოცემული სურათით

6. სიცოცხლის ორგანიზაციის რომელი დონეა მოცემული I


სურათზე?
ა) მოლეკულური ბ) უჯრედული გ) ორგანიზმული
დ) პოპულაციური
7. სიცოცხლის ორგანიზაციის რომელი დონეა მოცემული II
სურათზე?
ა) მოლეკულური ბ) უჯრედული გ) ორგანიზმული
დ) პოპულაციური
8. სამარაგო ფუნქციის ორგანული ნივთიერებაა:
I. ცელულოზა II. გლიკოგენი III. ფერიტინი
ა) მხოლოდ II ბ) I და II გ) I და III დ) II და III
9. რენატურაციის უნარი არ აქვს, ცილის:
ა) პირველად სტრუქტურას ბ) მეორეულ სტრუქტურას
გ) მესამეულ სტრუქტურას დ) მეოთხეულ სტრუქტურას
10. ჩამოთვლილთაგან, ცილას წარმოადგენს:
I. ფიბროინი II. ესტროგენი III. კერატინი
ა) მხოლოდ I ბ) I და II გ) I და III დ) I, II და III
11. სისხლძარღვებიდან, სისხლის უკან პარკუჭში
ჩაბრუნებას ხელს უშლის:
ა) სამსაგდულიანი კარისებრი სარქველი ბ)
ორსაგდულიანი კარისებრი სარქველი
გ) ჯიბისებრი სარქველი დ) კუნთები
12. სუნთქვითი მოძრაობები, ადამიანის ორგანიზმში
ხორციელდება:
I. ფილტვის კუნთების საშუალებით
II. ნეკნთაშუა კუნთების საშუალებით
III. დიაფრაგმის კუნთების საშუალებით
ა) I და III ბ) II და III გ) მხოლოდ II დ)
მხოლოდ III
13. კანის შრე, რომელშიც მდებარეობს რეცეპტორები,
არის:
I. ეპიდერმისი II. დერმა III. კანქვეშა უჯრედისი
ა) I და III ბ) II და III გ) მხოლოდ II დ) II და III
მომდევნო სამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად
იხელმძღვანელეთ მოცემული სურათით.

14. რომელ ილუსტრაციაზეა მოცემული ახლომხედველი


ადამიანის თვალის სქემატური გამოსახულება?
ა) I ბ) II გ) III დ) არცერთი
15. რომელ ილუსტრაციაზეა მოცემული შორსმხედველი
ადამიანის თვალის სქემატური გამოსახულება?
ა) I ბ) II გ) III დ) არცერთი
16. რომელ ილუსტრაციაზეა მოცემული ნორმალური
ადამიანის თვალის სქემატური გამოსახულება?
ა) I ბ) II გ) III დ) არცერთი
17. ჩამოთვლილთაგან, უჯრედის კედელი გააჩნია:
I. სოკოებს II. ბაქტერიებს III. ვირუსებს
ა) მხოლოდ I ბ) მხოლოდ II გ) I და II დ) I, II
და III
18. ადამიანის ორგანიზმში ტუბერკულოზსა და წითელას
იწვევენ:
ა) ვირუსები ბ) ბაქტერიები
გ) უმარტივესები დ) ტუბერკულოზს -
ბაქტერიები, წითელას - ვირუსები
19. ადამიანის თავის ტვინის რომელ განყოფილებაში
გადის სლოკინისა და ღებინების რეფლექსური რკალები?
ა) მოგრძო ტვინში ბ) ნათხემში გ) შუა ტვინში
დ) შუამდებარე ტვინში
20. მბგერი იოგები მოთავსებულია:
ა) ფილტვებში ბ) ბრონქებში გ) ტრაქეაში
დ) ხორხში
21. ჩამოთვლილთაგან, ადამიანის ორგანიზმში
თერმორეგულაციის მექანიზმს არ მიეკუთვნება:
I. კანკალი II. შარდის გამოყოფა III. სუნთქვითი
მოძრაობები
ა) I და II ბ) მხოლოდ III გ) I და III დ)
მხოლოდ II
22. ადამიანის გულის მუშაობის ჰუმორულ რეგულაციაში
მონაწილეობს:
I. თიროქსინი II. ადრენალინი III. კალიუმის იონები
IV. კალციუმის იონები
ა) მხოლოდ II ბ) I, II და IV გ) II, III და IV დ) I
და II
22. დიდი ნახევარსფეროების რომელი წილი
აკონტროლებს კუნთების მოქმედებას?
ა) შუბლის ბ) თხემის გ) საფეთქლის დ)
კეფის
მომდევნო სამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად
იხელმძღვანელეთ მოცემული სურათით.

I II
III
24. I სურათზე მოცემული ქსოვილის ტიპები წარმოქმნის:
I. წვრილი ნაწლავის შიდა შრეს II. ჯირკვლებს
III. კუნთებს
ა) მხოლოდ I ბ) I და II გ) მხოლოდ III დ) I, II
და III
25. III სურათზე მოცემული ქსოვილის ტიპები წარმოქმნის:
I. წვრილი ნაწლავის შიდა შრეს II. ჯირკვლებს
III. კუნთებს
ა) მხოლოდ I ბ) I და II გ) მხოლოდ III დ) I, II
და III
26. ჩამოთვლილთაგან, რომელ ფუნქციას ასრულებს
ორგანიზმში II სურათზე მოცემული ქსოვილის ტიპები?
I. საყრდენ II. სატრანსპორტო III. გამტარ
ა) მხოლოდ II ბ) II და III გ) I და II დ) I, II და III
27. ჩამოთვლილთაგან რომელი კოდონი არ იწვევს ცილის
სინთეზის შეწყვეტას?
ა) უაა ბ) უაგ გ) უგა დ) უგგ
28. ჩამოთვლილთაგან, რომელი ცილა მოქმედებს
მეოთხეულ სტრუქტურაში?
ა) ინსულინი ბ) კერატინი გ) მიოზინი დ)
კოლაგენი
29. რამდენი დნმ-ის მოლეკულაა ინტერფაზის G1 ფაზაში
თითოეულ ქრომოსომაში?
ა) 1 ბ) 2 გ) 3 დ) 4
30. რომელი პროცესის ფერმენტია ჰელიკაზა და რნმ-
პოლიმერაზა?
ა) რეპლიკაციის ბ) ტრანსკრიპციის
გ) ტრანსლაციის დ) ჰელიკაზა - რეპლიკაციის, რნმ-
პოლიმერაზა - ტრანსკრიპციის

You might also like