You are on page 1of 251

ე. მ.

ფორსტერი

ოთახი ხედით

***

ედუარდ მორგან ფორსტერი ინგლისური კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი


გამორჩეული წარმომადგენელია. სხვადასხვა ავტორიტეტულმა გამოცემებმა მისი
საკულტო ნაწარმოები, „ოთახი ხედით“ მე-20 საუკუნის საუკეთესო რომანებს
შორის დაასახელეს.

„ოთახი ხედით“ მეოცე საუკუნის დასაწყისის ბრიტანული საზოგადოების


ერთგვარი კრიტიკაა; საზოგადოებისა, რომელიც შებოჭილია დრომოჭმული
ტრადიციებით, მოძველებული შეხედულებებით და ამის გამო მისი წევრები
იძულებულნი არიან, დათრგუნონ თავიანთი ჭეშმარიტი გრძნობები და ვნებები;
იმოქმედონ ისე, როგორც გარშემომყოფთ მიაჩნიათ მართებულად.
განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ქალები არიან, რადგან მათგან მოითხოვენ
მუზობას, კდემამოსილებას, ოჯახის დედობას, უშფოთველ ცხოვრებას და
არავითარ შემთხვევაში – გაბედულ ნაბიჯებს. მათგან მხოლოდ განსაკუთრებით
მამაცებს ჰყოფნით ძალა, თავიანთ გულის კარნახს მიჰყვნენ.

რომანტიკული ფლორენცია, გაზაფხულის პირი, იებით მოფენილი ბორცვები,


რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუშები და პანსიონატი „ბერტოლინი“, სადაც
კომედიის მუზის ახირებით თავს იყრის ერთმანეთისგან განსხვავებულ
ინგლისელ ტურისტთა ჯგუფი და მათი ცხოვრება სამუდამოდ უკავშირდება
ერთმანეთს. ლიუსი ჰანიჩერჩსა და ჯორჯ ემერსონს შორის ჩაისახება გრძნობა,
რომელსაც ახალგაზრდები ჯერ სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ ამ ჩანასახის
განვითარებას ბევრი დაბრკოლება ხვდება წინ მიღებული ქცევის წესების,
ეტიკეტისა და მართებულობის სახით.

1
ნაწილი პირველი

I. პანსიონატი „ბერტოლინი“
– ამ სინიორამ საერთოდ არ იცის, როგორ უნდა გაუძღვეს საქმეს! – აღშფოთებას
ვერ მალავდა მის ბარტლეტი, – საერთოდ! დაგვპირდა ორ მეზობელ ოთახს,
სამხრეთის მხარეს, ხედით მდინარეზე, ამის მაგივრად კი ისეთი ოთახები
შემოგვაჩეჩა, რომლებიც ჩრდილოეთის მხარეს ეზოს გადაჰყურებენ და თან
ერთმანეთისგან შორიშორსაა! ოჰ, ლიუსი!

– თან აშკარად კოკნია [კოკნი (ინგლ. Cockney) – ინგლისური ენის „ლონდონური


დიალექტი“; 1. ლონდონის დაბალი ფენების (მდაბიური) მეტყველება. 2.
ლონდონის ღარიბთა კვარტალების მოსახლეობა.]! – მხარი აუბა ლიუსიმ,
რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად სინიორას აქცენტითაც უკმაყოფილო იყო, –
და საერთოდაც, თითქოს ლონდონიდან არც კი გავსულვართ.

მან თვალი მოავლო ინგლისელებს, რომლებიც მაგიდას ორივე მხრიდან


შემოსხდომოდნენ, მათ შორის ჩამწკრივებულ წყლისა და წითელი ღვინის
ბოთლებს, დედოფლისა და უკანასკნელი პოეტი-ლაურეატის [პოეტი-ლაურეატი
– სამეფო კარის პოეტის წოდება დიდ ბრიტანეთში, რომელსაც მონარქი
ამტკიცებს და რომლის დანიშნულება ტრადიციულად სამეფო ოჯახის
ცხოვრებასა და სახელმწიფოს მოვლენებისადმი ლექსებით ან პოემებით
გამოხმაურებაა. ეს ტიტული ლაურეატს მთელი ცხოვრებით ენიჭება. XIX
საუკუნიდან ეს ტიტული უფრო საპატიოდ მიიჩნევა და მისი მფლობელი უფრო
საკუთარ ლიტერატურულ კარიერას აგრძელებს.] მძიმე ჩარჩოებში ჩასმულ
პორტრეტებს; ანგლიკანური ეკლესიის აბრას (ღირსი ქათბერტ იგერი,
ხელოვნების მაგისტრი, ოქსონი), რომელიც, პორტრეტების გარდა, კედლის
ერთადერთ მორთულობას წარმოადგენდა.

2
– შარლოტ! შენ რა, ვერ გრძნობ ამას?! თითქოს ყველაფერი ისევეა, როგორც
ლონდონში. ასე მგონია, ქუჩაშიც ყველაფერი ისე იქნება, როგორც სახლში. თუ
დაღლილობისგან მეჩვენება ასე?

– ეს ხორცი ნამდვილად უკვე ნამყოფია წვნიანში, – ჩაილაპარაკა მის ბარტლეტმა


და ჩანგალი გვერდზე გადადო.

– ისე მინდოდა, რომ ფანჯრიდან არნოზე ყოფილიყო ხედი! ეს სინიორა ხომ


გვპირდებოდა წერილში, რომ დაგვახვედრებდა ოთახებს ხედით მდინარეზე.
ჩვენი ასე მოტყუების უფლება არ ჰქონდა. მისი მხრიდან ეს ნამდვილი
უსინდისობაა.

– ჩემთვის ნებისმიერი კუთხე ივარგებს, – უპასუხა მის ბარტლეტმა, – თუმცა,


ნამდვილად სამწუხაროა, რომ შენი ფანჯრიდან არნოს ვერ გადახედავ.

ლიუსი მიხვდა, რომ ეგოისტურად იქცეოდა.

– ოჰ, შარლოტ! ძალიან მანებივრებ. არა, შენ აუცილებლად უნდა გქონდეს ოთახი
ხედით. ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. როგორც კი გათავისუფლდება
ერთ-ერთი ოთახი, რომელიც მდინარეს გადაჰყურებს...

– როგორც კი გათავისუფლდება, მაშინვე იმ ოთახში გადახვალ, – გააწყვეტინა მის


ბარტლეტმა, რომლის სამგზავრო ხარჯების ნახევარიც ლიუსის დედის
გადახდილი იყო და შარლოტი ამ გულუხვობაზე საკმაოდ ხშირად, ტაქტიანად
გადაჰკრავდა ხოლმე სიტყვას.

– არა, არა. ეს ოთახი შენ გეკუთვნის.

– არავითარ შემთხვევაში. დედაშენი ამას არასოდეს მაპატიებს, ლიუსი.

– პირიქით, მე არ მაპატიებს.

ახალჩამოსული ქალბატონების გაცხარებული კამათი თანდათან უფრო და უფრო


მძაფრდებოდა. მგზავრობით დაღლილებსა და უანგარობის ნიღაბს
ამოფარებულებს მხოლოდ კარგი აღზრდაღა აჩერებდათ, რომ ეს ყოველივე
სერიოზულ უთანხმოებაში არ გადაზრდილიყო. სუფრასთან მსხდომმა
დანარჩენმა სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს და ერთ-ერთი მათგანი – ცუდად

3
აღზრდილი ადამიანი, როგორებიც ხშირად გვხვდებიან ხოლმე საზღვარგარეთ
მოგზაურობისას – მაგიდაზე გადმოიხარა და ქალების საუბარში ჩაერია.

– მე მაქვს ოთახი ხედით! მე მაქვს!

მის ბარტლეტი სახტად დარჩა. როგორც წესი, პანსიონატებში ხალხი რამდენიმე


დღე აკვირდებოდა მათ, სანამ გადაწყვეტდნენ, ღირდა თუ არა საუბრის გაბმა,
ხანდახან კი გამგზავრებამდე ხმასაც არავინ სცემდათ. ის მაშინვე მიხვდა, რომ ეს
ადამიანი ცუდად იყო აღზრდილი. ასაკოვან, ჩასხმულ კაცს სუფთად გაპარსული,
ფერმკრთალი სახე და დიდი თვალები ჰქონდა. მის გამოხედვაში რაღაც ბავშვური
გამოსჭვიოდა, მაგრამ ეს სიბერის მომასწავებელი ბავშვურობა სულაც არ იყო.
ამაზე ჩაფიქრებულმა მის ბარტლეტმა უცნობის ტანსაცმელი შეათვალიერა და
მაშინვე დაიწუნა. ეს ადამიანი, როგორც ჩანს, იქამდე ცდილობდა მათ გაცნობას,
სანამ ისინი მოასწრებდნენ თავად გარკვეულიყვნენ, რა ხდებოდა პანსიონატში.
ამიტომაც შარლოტამ განცვიფრებული სახე მიიღო:

– ნუთუ! ოთახი ხედით მდინარეზე?! ალბათ, შესანიშნავი ხედია!

– ეს ჩემი ვაჟია, – გააგრძელა უცნობმა, – ჯორჯი ჰქვია. მისი ოთახიც არნოს


გადაჰყურებს.

– ოჰ! – ამოიოხრა მის ბარტლეტმა, და ლიუსის, რომელიც რაღაცის თქმას


აპირებდა, მზერით მიანიშნა, ხმა არ ამოეღო.

– იმას ვგულისხმობ, – განაგრძო ხნიერმა უცნობმა, – რომ შეგიძლიათ ჩვენს


ოთახებში გადმოხვიდეთ, ჩვენ კი თქვენს ოთახებში გადავალთ. ოთახები
გავცვალოთ.

ამის გაგონებაზე კარგად აღზრდილი სტუმრების ნაწილს თავზარი დაეცა და


ახალმოსულების მიმართ თანაგრძნობით განიმსჭვალა. მის ბარტლეტმა ტუჩები,
რაც შეეძლო, მოკუმა და უპასუხა:

– ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ეს სრულიად გამორიცხულია.

– რატომ? – არ მოეშვა ასაკოვანი კაცი და ხელები მაგიდაზე დააწყო.

– იმიტომ, რომ ეს სრულიად გამორიცხულია, გმადლობთ.

4
– იცით რა, ჩვენ არ გვინდა, ვისარგებლოთ... – წამოიწყო ლიუსიმ.

მაგრამ ბიძაშვილმა მყისვე ხმა გააკმენდინა.

– კი მაგრამ, რატომ? – არ ნებდებოდა უცნობი, – ქალებს უყვართ ხედის ყურება,


კაცებს კი – არა, – მუშტები უზნეო ბავშვივით დააბრახუნა მაგიდაზე და შვილს
მიუბრუნდა:

– ჯორჯ, გთხოვ, გადაარწმუნე ქალბატონები.

– ცხადია, ისინი ჩვენს ოთახებში უნდა გადმოვიდნენ. მეტი არაფერია სათქმელი,


– ახალგაზრდა კაცი ქალბატონებს არც კი უყურებდა, მაგრამ მის ხმაში
დაბნეულობა და გულისტკივილი იგრძნობოდა. ლიუსიც თავგზააბნეული იყო,
თუმცა ხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი იმით დამთავრდებოდა, რასაც „სკანდალს“
უწოდებდნენ და უცნაური გრძნობა დაეუფლა – თითქოს რაზეც არ უნდა
ელაპარაკათ ამ ცუდად აღზრდილ მოგზაურებს, კამათი მაინც გაგრძელდებოდა
და გაღრმავდებოდა, და არა მხოლოდ ოთახების, არამედ რაღაც სხვა რამის გამოც,
რისი არსებობის შესახებ მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ხნიერმა კაცმა მის
ბარტლეტს გამეტებით შეუტია: რატომ არ უნდოდა გაცვლა? რა მიზეზით
ამბობდა უარს? ისინი ნახევარ საათში გაათავისუფლებდნენ ოთახებს.

მის ბარტლეტი დელიკატურ საუბრებში გაწაფული იყო, მაგრამ ამგვარი


უხეშობის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. ასეთი თავხედი მოსაუბრისთვის
საკუთარი ადგილის მიჩენა თითქმის შეუძლებელი იყო. უკმაყოფილებისაგან
აწითლებული მის ბარტლეტი აქეთ-იქით იყურებოდა, თითქოს კითხულობდა,
ნუთუ აქ ყველანი ასეთები ხართო. ორმა ჩია მოხუცებულმა ქალბატონმა,
რომლებიც მოშორებით, სუფრის თავში ისხდნენ და სკამის საზურგეებზე შალები
გადაეფინათ, გადმოხედეს და აშკარად მიანიშნეს: „ჩვენ არ ვართ ასეთები,
დარბაისელი ქალბატონები ვართ, კარგი მანერებით“.

– მიირთვი, საყვარელო, – მიუტრიალდა შარლოტი ლიუსის და იმ ხორცს


მიუბრუნდა, რომლის ხარისხსაც მანამდე ეჭვის თვალით უყურებდა.

ლიუსიმ ჩაიბუტბუტა, რომ მათ პირდაპირ მართლაც უცნაური ადამიანები


ისხდნენ.

– მიირთვი, ძვირფასო. ეს პანსიონატი არ შეგვეფერება. ხვალ აქედან გადავალთ.


5
ნათქვამი დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ეს მტკიცე გადაწყვეტილება უმალვე
ინანა. ოთახის სიღრმეში ფარდები გადასწიეს, იქიდან კი ჩასკვნილი, მაგრამ
სასიამოვნო გარეგნობის მღვდელი გამოჩნდა, რომელიც ნაჩქარევად გაემართა
მაგიდისაკენ ადგილის დასაკავებლად, თან მხიარულად მოიბოდიშა
დაგვიანებისათვის. ლიუსი, რომელსაც ჯერ ბოლომდე ვერ აეთვისებინა
თავაზიანი ქცევის წესები, წამოხტა და წამოიძახა:

– ოჰ, ეს ხომ მისტერ ბიბია! ოჰ, რა სასიხარულო ამბავია! ოჰ, შარლოტ, ჩვენ
აუცილებლად აქ უნდა დავრჩეთ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ოთახები
შეგვხვდა. ოჰ!

მის ბარტლეტმა უფრო თავდაჭერილად მიმართა მღვდელს:

– გამარჯობა, მისტერ ბიბ! ვეჭვობ, არ გახსოვართ. მე მის ბარტლეტი ვარ, ეს კი


მის ჰანიჩერჩია. ტანბრიჯ უელსში ვიყავით სწორედ იმ ცივ აღდგომას, როდესაც
თქვენ წმინდა პეტრეს ეკლესიის ქორეპისკოპოსს ეხმარებოდით.

მღვდელმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ დასასვენებლად იყო ჩამოსული, ვერ


გაიხსენა ქალბატონები, რომლებსაც ის ასე კარგად ახსოვდათ. მიუხედავად ამისა,
თავაზიანად დაიკავა ადგილი, რომელზეც ლიუსი ანიშნებდა.

– ისე მიხარია თქვენი ნახვა, – მიმართა მღვდელს გოგონამ, რომელიც იმდენად


დაეტანჯა სულიერ შიმშილს, ბიძაშვილს უფლება რომ მიეცა, ოფიციანტთან
საუბარიც კი გაახარებდა, – რა პატარაა სამყარო. თან ყველაფერი სამერ სტრიტის
გარშემო რომ ბრუნავს, კიდევ უფრო საოცარია.

– მის ჰანიჩერჩი სამერ სტრიტის სამრევლოს წევრია, – ჩაურთო მის ბარტლეტმა, –


ცოტა ხნის წინ მითხრა, რომ თქვენ ახლახან მიიღეთ გადაწყვეტილება
გადასულიყავით...

– დიახ, – ჩაერია ლიუსი, – ეს წინა კვირას დედასგან გავიგე. მან არ იცოდა, რომ
ჩვენ ერთმანეთი ტანბრიჯ უელსში გავიცანით, მაგრამ მაშინვე მივწერე, რომ
თქვენ...

– მშვენიერია! – უპასუხა მისტერ ბიბმა, – სამერ სტრიტის რეზიდენციაში ივნისში


გადავდივარ და მოხარული ვარ, რომ ასეთ მომაჯადოებელ ადგილას დამნიშნეს.

6
– ოჰ, რომ იცოდეთ, რა ბედნიერი ვარ! ჩვენს სახლს „უინდი კორნერი“ ჰქვია.

მისტერ ბიბმა მსუბუქად დაუქნია თავი.

– იქ მე, დედა და ჩემი ძმა ვცხოვრობთ, თუმცა მას არც ისე ხშირად ვხედავთ ეკ...
იმის თქმა მინდოდა, რომ ეკლესია ჩვენი სახლიდან საკმაოდ შორსაა.

– ლიუსი, საყვარელო, აცალე მისტერ ბიბს, ისადილოს.

– ოჰ, სწორედ ამას ვაკეთებ, თან – დიდი სიამოვნებითაც!

მღვდელს მის ბარტლეტთან – რომელსაც, ალბათ, მისი ქადაგება ეხსომებოდა –


საუბარს ლიუსისთან მუსაიფი ერჩივნა, რომლის ფორტეპიანოზე დაკვრაც
ახსოვდა. მან ლიუსის ჰკითხა, რამდენად კარგად იცნობდა ფლორენციას და
ქალმაც აუხსნა, რომ პირველად იყო ქალაქში. ახალჩამოსულებისათვის რჩევის
მიცემა მუდამ სასიამოვნოა, თანაც მისტერ ბიბი საკმაოდ კარგად ერკვეოდა
აქაურობაში.

– და არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად მოინახულეთ ახლომდებარე სოფლები, –


დასძინა ბოლოს მღვდელმა, – როგორც კი გამოიდარებს, ფიეზოლეს ან
სეტინიანოს ეწვიეთ.

– ოჰ, არა! – შესძახა მაგიდის თავში მჯდომმა ქალბატონმა, – ცდებით, მისტერ


ბიბ! პირველ დღეს თქვენი ქალბატონები პრატოს სანახავად უნდა წავიდნენ.

– ეს ქალბატონი ისეთი ჭკვიანი ჩანს, – გადაუჩურჩულა მის ბარტლეტმა


ბიძაშვილს, – ძალიან გაგვიმართლა.

და მართლაც, მათ ინფორმაციის ნიაღვარი დაატყდათ თავს. ხალხი ურჩევდა, რა


და როდის ენახათ, როგორ გაეჩერებინათ ტრამვაი, როგორ მოეშორებინათ
თავიდან მათხოვრები, რამდენი გადაეხადათ ველენის ქაღალდში, და
არწმუნებდა, როგორ შეუყვარდებოდათ თანდათანობით ეს ქალაქი. პანსიონატმა
„ბერტოლინიმ“ თითქმის ერთხმად გადაწყვიტა, რომ ახალმოსულებთან საუბრის
გაბმა ნამდვილად ღირდა. საითაც არ უნდა გაეხედათ, კეთილგანწყობილი
ქალბატონები უღიმოდნენ და სხვადასხვა რჩევას აძლევდნენ. ყველას ხმას კი
ფარავდა იმ ჭკვიანი ქალის ხმა, რომელიც არ ჩერდებოდა:

7
– პრატო! მათ აუცილებლად უნდა ნახონ პრატო. მის ხიბლს სიტყვებით ვერ
გადმოსცემ. მიყვარს ეს ადგილი; არაფერია რესპექტაბელურობის ბორკილებისგან
გათავისუფლებაზე უფრო სასიამოვნო.

ახალგაზრდა ჯორჯმა ჭკვიან ქალბატონს გადახედა და ჩაფიქრებული ისევ თავის


თეფშს მიუბრუნდა. ის და მამამისი იქაურ დამსვენებელთა საერთო ქარგას ვერ
ერგებოდნენ. წარმატებით თავბრუდახვეულმა ლიუსიმ ეს შენიშნა და მათი
ამგვარი გარიყვა არ ეამა. არ სიამოვნებდა, როდესაც ვინმე ასეთ მდგომარეობაში
აღმოჩნდებოდა ხოლმე. ოთახიდან გასვლისას მამა-შვილს ნაჩქარევი, ნერვიული
თავის დაკვრით გამოემშვიდობა.

მამამ ეს ჟესტი ვერ შეამჩნია; შვილმა კი მას უპასუხა, ოღონდ არა თავის
დაკვრით: წარბები აზიდა და გაუღიმა, მაგრამ ისე, თითქოს ეს ღიმილი მხოლოდ
ლიუსის არ ეკუთვნოდა.

ლიუსი აედევნა ბიძაშვილს, რომელიც უკვე ფარდებს მიღმა გაუჩინარებულიყო.


ეს ფარდები ყოველთვის ისე გეხეთქებოდა სახეზე, თითქოს მხოლოდ ნაჭრისგან
არ იყო დამზადებული. იქვე პანსიონატის მფლობელი არასანდო სინიორა იდგა,
თავის ვაჟთან – ენერისთან, და ქალიშვილთან – ვიქტორიერთან ერთად,
სტუმრებს მშვიდობიან საღამოს უსურვებდა და თავს უკრავდა. საინტერესო
სცენა იყო – კოკნის მცდელობა, გამოეხატა სამხრეთისთვის დამახასიათებელი
გრაციოზულობა და გულთბილობა. კიდევ უფრო საინტერესო იყო მისაღები
ოთახი, რომელიც ცდილობდა, ბლუმსბერის პანსიონების კომფორტისთვისაც კი
არ დაედო ტოლი. ნუთუ ეს მართლა იტალია იყო?

მის ბარტლეტი უკვე მოკალათებულიყო მაგრად გამოტენილ სავარძელში,


რომელიც ფერითა და მოყვანილობით პომიდორს ჩამოჰგავდა, და მისტერ ბიბს
ესაუბრებოდა. ლაპარაკისას მისი წვრილი და წაგრძელებული თავი ნელა,
რიტმულად ირწეოდა აქეთ-იქით, თითქოს უხილავი დაბრკოლების
განადგურებას ცდილობდა.

– თქვენი ისეთი მადლიერები ვართ, – ამბობდა შარლოტი, – პირველი საღამო


იმდენს ნიშნავს... სანამ მოხვიდოდით, კინაღამ ძალიან უსიამოვნო ამბავში
გავეხვიეთ.

მღვდელი შეწუხდა.

8
– სხვათა შორის, ხომ არ იცნობთ იმ ასაკოვან მამაკაცს, მაგიდასთან ჩვენ
პირდაპირ რომ იჯდა? – ჰკითხა მის ბარტლეტმა.

– ეს ემერსონია, – უპასუხა მისტერ ბიბმა.

– თქვენი მეგობარია?

– მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, როგორც პანსიონატებში ხდება ხოლმე.

– მაშინ გავჩუმდები.

მაგრამ მღვდელმა სთხოვა, მაინც მოეყოლა და შარლოტმაც მაშინვე გააგრძელა.

– როგორც მოგეხსენებათ, აქ ჩემს ახალგაზრდა ბიძაშვილს, ლიუსის, ვახლავარ


კომპანიონად და არა მგონია გონივრული იყოს, რომ ის თავს ვალდებულად
გრძნობდეს იმ ადამიანების წინაშე, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით. ამ კაცის
მანერები ნამდვილად არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. მგონი, სწორად მოვიქეცი.

– თქვენი საქციელი სავსებით ბუნებრივია, – უპასუხა მღვდელმა, ჩაფიქრდა და


რამდენიმე წუთში დაამატა, – თუმცა, მის შემოთავაზებას რომ
დასთანხმებოდით, არც ეს იქნებოდა სავალალო.

– არა, რა თქმა უნდა, მაგრამ, უბრალოდ, არ გვინდოდა, ვინმესთან ვალში


ვყოფილიყავით.

– ის, ცოტა არ იყოს, უცნაური, თავისებური კაცია, – დაიწყო მისტერ ბიბმა, მერე
შეყოყმანდა და თავაზიანად დაამატა, – არა მგონია, თქვენი თანხმობით
ბოროტად ესარგებლა, არც თქვენი მადლიერების გამოხატვის მოლოდინი
ექნებოდა. მას ერთი ასეთი ღირსება აქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას: ზუსტად
იმას ამბობს, რასაც გულისხმობს. აქვს ოთახები, რომლებსაც თვითონ არ აფასებს
და ფიქრობს, რომ თქვენ მოგეწონებოდათ. მას ისევე არ უფიქრია თქვენს
დავალდებულებაზე, როგორც – ზრდილობის წესების დაცვაზე. ეს საკმაოდ
რთულია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის რთულია, გავუგო ისეთ ადამიანებს,
რომლებიც მუდმივად სიმართლეს ამბობენ.

ლიუსის მისტერ ბიბის სიტყვები ესიამოვნა და საუბარში ჩაერთო:

9
– მეც მივხვდი, რომ ის მართლაც კარგი ადამიანი უნდა ყოფილიყო; ყოველთვის
მინდა მჯეროდეს, რომ ადამიანები კარგები არიან.

– დიახ, ის კარგი კაცია; კარგი და მოსაწყენი. თითქმის ვერცერთ მნიშვნელოვან


საკითხზე ვერ ვთანხმდებით და ასე მგონია, რომ თქვენც ვერ შეთანხმდებით. ის
იმ ტიპის ადამიანებს განეკუთვნება, რომელთაც არ ვეთანხმებით, მაგრამ არც
ვკიცხავთ. როდესაც ის აქ პირველად ჩამოვიდა, ხალხი თავის წინააღმდეგ
განაწყო, თან – არცთუ უმიზეზოდ. მას არ აქვს არც ტაქტის შეგრძნება და არც
მანერები – არ ვგულისხმობ, რომ ცუდი მანერები აქვს – და საკუთარ აზრს
თავისთვის არასოდეს ინახავს. თავიდან კინაღამ ჩვენს სევდის მომგვრელ
სინიორასთან ვიჩივლეთ მასზე, მაგრამ, საბედნიეროდ, მერე გადავიფიქრეთ.

– ანუ, აქედან გამომდინარე, შემიძლია დავასკვნა, – ჩაილაპარაკა მის ბარტლეტმა,


– რომ ის სოციალისტია?

მისტერ ბიბი დაეთანხმა, მაგრამ ამ სიტყვის გაგონებაზე ტუჩები ოდნავ


აუთამაშდა.

– და, სავარაუდოდ, საკუთარი შვილიც სოციალისტად გაზარდა, არა?

– ჯორჯს თითქმის არ ვიცნობ, ჯერ ლაპარაკი არ უსწავლია. საკმაოდ სასიამოვნო


არსება ჩანს, თან, ასე მგონია, უტვინო არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მამამისის
განსაკუთრებული მანერები აქვს გამოყოლილი და შესაძლებელია, რომ ისიც
სოციალისტი იყოს.

– გულზე მომეშვა! – წამოიძახა მის ბარტლეტმა, – ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ
მათი შემოთავაზება უნდა მიმეღო? თქვენი აზრით, ჩემი მიდგომა ზედმეტად
სკეპტიკური და სულელური იყო?

– არავითარ შემთხვევაში, – მიუგო მღვდელმა, – ეს ნამდვილად არ მიგულისხმია.

– ფიქრობთ, რომ ჩემი აშკარა უხეშობისთვის ბოდიში უნდა მოვიხადო?

ცოტა არ იყოს გაღიზიანებულმა მისტერ ბიბმა უპასუხა, რომ ეს სრულებით არ


იყო საჭირო, ადგა და მოსაწევი ოთახისკენ გაემართა.

10
– ალბათ, თავი მოვაბეზრე, – ჩაილაპარაკა მის ბარტლეტმა, როგორც კი მღვდელი
გაუჩინარდა, – რატომ არ ამოიღე ხმა, ლიუსი? ასე მგონია, რომ მას
ახალგაზრდებთან საუბარი ურჩევნია. სულაც არ ვაპირებდი მთელი მისი
ყურადღების ჩემკენ მოპყრობას. იმედი მქონდა, რომ შენ მასთან ერთად
გაატარებდი მთელ საღამოს.

– ის ისეთი სათნო და საყვარელია, – წამოიძახა ლიუსიმ, – ზუსტად ისეთივეა,


როგორიც მახსოვდა. ყველა ადამიანში შეუძლია კარგის დანახვა. ვერც კი
მიხვდები, რომ მღვდელია.

– ჩემო ძვირფასო ლუჩია!

– ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ?! ხომ იცი, მღვდლები როგორ იცინიან ხოლმე,
მისტერ ბიბი კი ჩვეულებრივი ადამიანივით იცინის.

– სასაცილო გოგონა ხარ! როგორ მაგონებ დედაშენს... საინტერესოა, მას თუ


მოეწონებოდა მისტერ ბიბი?

– დარწმუნებული ვარ, მოეწონებოდა, მასაც და ფრედისაც.

– ასე მგონია, „უინდი კორნერში“ ის ყველას მოეწონებოდა, იქ ხომ დროს ფეხი


აუწყეს. მე კიდევ ტანბრიჯ უელსს ვარ მიჩვეული, სადაც ყველა ძველ დროშია
ჩარჩენილი.

– ნამდვილად! – უხალისოდ დაეთანხმა ლიუსი.

ლიუსის რეპლიკაში თითქოს კიცხვამაც გაიჟღერა, მაგრამ მის ბარტლეტი ვერ


მიხვდა, ეს პირადად მას ეხებოდა, მისტერ ბიბს, „უინდი კორნერის“ მოდურ
სამყაროს თუ „ტანბრიჯ უელსის“ მოძველებულ გარემოს. შეეცადა მიმხვდარიყო,
მაგრამ, როგორც ყოველთვის, თავგზა აებნა. თავად მის ბარტლეტი
გულმოდგინედ ცდილობდა არაფრისა და არავის შესახებ ცუდი აზრი არ
გამოეთქვა და დაამატა:

– ვშიშობ, რომ შენთვის მეტად მოსაწყენი კომპანიონი ვარ!

ლიუსიმ კი თავისთვის გაიფიქრა: „რა ეგოისტი და გულქვა ვარ! უფრო


ფრთხილად უნდა ვიყო. შარლოტი ხომ ძალიან განიცდის თავის სიღარიბეს“.

11
საბედნიეროდ, მოხუც ქალბატონთაგან ერთ-ერთი, რომელიც მათ დიდი ხანია
სათნო ღიმილით აკვირდებოდა, მათთან მივიდა და მისტერ ბიბის ადგილას
ჩამოჯდომის უფლება ითხოვა. ნებართვის მიღებისთანავე მან ტკბილად დაიწყო
ჟღურტული იტალიის შესახებ, იმაზე, როგორი გადამწყვეტი იყო აქ
წამოსასვლელად გადადგმული ნაბიჯი მისთვის, და რა კარგად დამთავრდა ეს
ყველაფერი – მისი დის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა; ისიც შენიშნა, თუ
რამდენად აუცილებელი იყო ღამე საძინებელში ფანჯრების დაკეტვა და დილით
წყლის ბოთლების გულდასმით დაცლა. ის სასიამოვნოდ საუბრობდა და,
შესაძლოა, ბევრად უფრო საინტერესო თემებს ეხებოდა, ვიდრე ის
მაღალფარდოვანი, მგზნებარე ტირადები გველფებსა

[გველფები (იტალ. Guelfi) – პაპის მომხრე პოლიტიკური მოძრაობა XII-XVI


საუკუნის იტალიაში, რომელიც საღვთო რომის იმპერატორთა ძალაუფლების
შეზღუდვისა და რომის პაპის გავლენის გაფართოებისათვის იბრძოდა.] და
გიბელინებზე [გიბელინები (იტალ. Ghibellini) – გველფებთან დაპირისპირებული
პოლიტიკური მოძრაობა XII-XIII საუკუნის იტალიაში, რომელიც მხარს უჭერდა
იმპერატორს.], ოთახის მეორე ბოლოდან რომ მოისმოდა. ის იხსენებდა იმ
საღამოს, ვენეციაში მისთვის ნამდვილ კატასტროფად რომ იქცა, როდესაც
საკუთარ საძინებელში აღმოაჩინა რაღაც რწყილზე უარესი, მაგრამ სხვა ამგვარ
არსებებთან შედარებით უწყინარი რამ...

– მაგრამ აქ ისევე უსაფრთხოდ ვარ, როგორც ინგლისში. სინიორა ბერტოლინის


ინგლისელობას არაფერი უკლია.

– მაგრამ ჩვენს ოთახში სუნი დგას, – დაიჩივლა საბრალო ლიუსიმ, – იმის


წარმოდგენაც კი არ გვინდა, რომ დასაძინებლად უნდა წავიდეთ.

– ოჰ, თქვენი ოთახები ხომ ეზოს გადაჰყურებს, – ამოიოხრა მოხუცმა


ქალბატონმა, – მისტერ ემერსონი რომ ოდნავ უფრო ტაქტიანი ყოფილიყო!
სადილის დროს ისე ცუდად ვიგრძენით თავი თქვენ გამო.

– მგონი, მას მხოლოდ კეთილი განზრახვა ჰქონდა, – აღნიშნა ლიუსიმ.

– რა თქმა უნდა! – დაეთანხმა მის ბარტლეტი, – მისტერ ბიბმა ახლახან სწორედ


ჩემი ეჭვიანი ხასიათის გამო გამკიცხა. ცხადია, ჩემი ბიძაშვილის გულისთვის
შევიკავე თავი.

12
– რა თქმა უნდა! – მხარი აუბა მოხუცმა ქალბატონმა და ერთმანეთს
გადაულაპარაკეს, რომ აუცილებელია უფრო წინდახედული იყო, როდესაც
ახალგაზრდა ქალიშვილი გყავს ჩაბარებული.

ლიუსი შეეცადა, მოკრძალებული იერი შეენარჩუნებინა, მაგრამ თავს მაინც


უხერხულად გრძნობდა. სახლში მას ასე თავს არავინ ევლებოდა, ყოველ
შემთხვევაში, თვითონ არასდროს შეუმჩნევია.

– მისტერ ემერსონზე კი არც ვიცი, რა ვთქვა, – აგრძელებდა მოხუცი ქალბატონი, –


ნათელია, რომ ის სრულიად უტაქტო ადამინია. მაგრამ არ შეგიმჩნევიათ, რომ
არსებობენ ადამიანები, რომლებიც არადელიკატურები არიან, მაგრამ, ამასთანავე,
მაინც რაღაცნაირად გამოირჩევიან თავიანთი ლამაზი ჟესტებით?

– ლამაზი? – დაბნეულმა გაიმეორა მის ბარტლეტმა, – მე მგონია, რომ


დელიკატურობა და სილამაზე ერთი და იგივე რამ არის.

– წესით, ასეცაა, – ხელები უსუსურად გაასავსავა ხნიერმა ქალბატონმა, – მაგრამ


ეს ყველაფერი ისეთი მარტივიც არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ამ თემაზე საუბარი აღარ გაგრძელებულა, რადგან უეცრად გამოჩნდა მისტერ


ბიბი, რომელიც აშკარად საკუთარი თავით კმაყოფილი ჩანდა.

– მის ბარტლეტ, – წამოიძახა მან, – ოთახების საქმე მოგვარებულია. ისე მიხარია!


მოსაწევ ოთახში მისტერ ემერსონი ისევ მიუბრუნდა ამ თემას და, რადგან საქმის
კურსში ვიყავი, თავს უფლება მივეცი და წავაქეზე, კვლავ შემოეთავაზებინა
თქვენთვის თავისი ოთახები. მან გამომგზავნა, რომ მისი დანაბარები თქვენთვის
გადმომეცა. ძალიან გაუხარდება, თუ დათანხმდებით.

– ოჰ, შარლოტ! – შეეხვეწა ლიუსი, – მოდით, დავთანხმდეთ ამ შემოთავაზებას,


მისტერ ემერსონი ისეთი კეთილი და თავაზიანია, მეტი რომ არ შეიძლება.

მის ბარტლეტი ჩუმად იჯდა.

– ვშიშობ, – პაუზის შემდეგ გააგრძელა მისტერ ბიბმა, – თავი მოგაბეზრეთ,


ზედმეტად ჩავერიე თქვენს საქმეში. ბოდიშს გიხდით.

13
აშკარად განაწყენებული მღვდელი წასასვლელად გატრიალდა. სწორედ ამ დროს
შარლოტმა ხმა ამოიღო:

– ჩემი პირადი სურვილები, ჩემო ძვირფასო ლიუსი, შენს სურვილებთან


შედარებით სრულიად უმნიშვნელოა. ნამდვილად არ იქნებოდა სწორი,
გულისწადილის ასრულება დამეშალა შენთვის, როდესაც აქ მხოლოდ შენი
სიკეთის წყალობით ვიმყოფები. თუ გსურს, რომ ჯენტლმენები მათი
ოთახებიდან გამოვყარო, ასეც მოვიქცევი. თუ შეიძლება, მისტერ ბიბ, გადაეცით
მისტერ ემერსონს, რომ ჩვენ ვიღებთ მის წინადადებას და შემდეგ ჩემთან
გამოაგზავნეთ, რათა პირადად შევძლო მისთვის მადლობის გადახდა.

ლაპარაკისას შარლოტმა თანდათანობით ხმას აუწია, ისე, რომ მთელ ოთახს


გაეგონა მისი და „გველფები“ და „გიბელინებიც“ კი გააჩუმა. მღვდელი, რომელიც
გულში ქალთა მოდგმას წყევლიდა, დანაბარების გადასაცემად გაემართა.

– გახსოვდეს, ლიუსი, მხოლოდ მე ვარ ამ ამბავში გარეული. არ მსურს, რომ ამ


შემოთავაზებას შენ დათანხმდე. დამპირდი, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამას
მაინც გაითვალისწინებ.

მისტერ ბიბი დაბრუნდა და ნერვიულად ჩაილაპარაკა:

– მისტერ ემერსონს არ სცალია, მაგრამ მის მაგივრად მისი ვაჟი მოგგვარეთ.

ახალგაზრდა ემერსონმა თვალი მოავლო ქალბატონებს, რომლებიც იმდენად


დაბალ სავარძლებში მოკალათებულიყვნენ, რომ კაცს ეგონებოდა, იატაკზე
სხედანო.

– მამაჩემი აბაზანაშია, ასე რომ, მას პირადად მადლობას ვერ გადაუხდით, მაგრამ
ყველაფერს, რასაც მეტყვით, აუცილებლად გადავცემ, როგორც კი აბაზანიდან
გამოვა.

აი, აბაზანის თემაზე საუბრისთვის მის ბარტლეტი ნამდვილად არ იყო მზად.


მისი ეკლიანი, გამობრძმედილი თავაზიანობა მასვე შემოუბრუნდა. ახალგაზრდა
მისტერ ემერსონმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რაც მისტერ ბიბს
აშკარად ესიამოვნა, და არანაკლებ – ლიუსის, ოღონდ მალულად.

– საცოდავი ახალგაზრდა! – ჩაილაპარაკა მის ბარტლეტმა მისი წასვლისთანავე.

14
– როგორი გაბრაზებულია მამამისზე ოთახების გამო! ისღა დარჩენია, ზრდილობა
შეინარჩუნოს.

– ნახევარ საათში თქვენი ოთახები მზად იქნება, – გააფრთხილა მისტერ ბიბმა,


შეფიქრიანებულმა გადახედა ბიძაშვილებს და თავისი ოთახისკენ გაემართა,
რათა ფილოსოფიური დღიურის წერა გაეგრძელებინა.

– ო, ღმერთო ჩემო! – ჩაილაპარაკა მოხუცმა ქალბატონმა და ისე აცახცახდა,


თითქოს პანსიონატს ზეციური ქარბუქი დაატყდა თავსო, – ჯენტლმენებს
ხანდახან უბრალოდ არ შეუძლიათ გაგება...

მან სიტყვა აღარ დაამთავრა, მაგრამ მის ბარტლეტი, როგორც ჩანს, მიუხვდა
სათქმელს და საუბარი გაგრძელდა იმის თაობაზე, როგორ არ შეუძლიათ კაცებს
გაგება. ლიუსი, რომელსაც ვერაფერი გაეგო, იძულებული გახდა, კითხვას
მიბრუნებოდა. თაროდან ჩამოიღო ბედეკერის „ჩრდილოეთ იტალიის
გზამკვლევი“ და სცადა, ფლორენციის ისტორიული თარიღები დაემახსოვრებინა.
აპირებდა, მეორე დღეს კარგი დრო გაეტარებინა. ასე რომ, მომდევნო ნახევარ
საათსაც არ ჩაუვლია უქმად. ბოლოს და ბოლოს, მის ბარტლეტი წამოდგა და
ამოიხვნეშა:

– მგონი, წასვლის დროა. არა, ლიუსი, აქ დარჩი, მე თვითონ მივხედავ


გადაბარგების ამბებს.

– მარტო როგორ გაუმკლავდები ყველაფერს?

– არ გამიჭირდება, ეს ხომ ჩემი მოვალეობაა.

– მე კი მინდა, რომ დაგეხმარო.

– არა, ძვირფასო.

რა ენერგიულია შარლოტი! და როგორი უანგარო! მთელი ცხოვრება ასეთი იყო,


მაგრამ ამ მოგზაურობისას საკუთარ თავს გადააჭარბა. ასე ფიქრობდა ლიუსი, ან
ცდილობდა, ასე ეფიქრა. მიუხედავად ამისა, მასში პროტესტი მწიფდებოდა და არ
ასვენებდა კითხვა: რატომ არ შეიძლებოდა, რომ ეს შეთანხმება ნაკლებად
დელიკატური, მაგრამ უფრო ლამაზი ფორმით შემდგარიყო. ასე იყო თუ ისე,
ლიუსი საკუთარი ოთახისაკენ უხალისოდ გაემართა.

15
– მინდა აგიხსნა, რატომ ავირჩიე ჩემთვის უფრო დიდი ოთახი, – დაიწყო
შარლოტმა, – რაღა თქმა უნდა, დიდ ოთახს შენ დაგითმობდი, მაგრამ გავიგე, რომ
ის ახალგაზრდა ემერსონს ეკუთვნოდა და დარწმუნებული ვარ, ეს დედაშენს არ
მოეწონებოდა.

ლიუსის თავგზა აებნა.

– რადგან ჩვენ ამ შეთავაზებას ვიღებთ, აჯობებს, შენ მოხუცი ემერსონის წინაშე


იყო ვალდებული, ვიდრე – მისი ვაჟის. მე ვიცი, როგორცაა სამყარო მოწყობილი,
ასეთი ამბები სადამდე შეიძლება მივიდეს. თუმცა, მისტერ ბიბი ერთგვარი
გარანტია იმისა, რომ მსგავსი არაფერი მოხდება.

– დარწმუნებული ვარ, დედა ამას ყურადღებას არ მიაქცევდა, – უპასუხა


ლიუსიმ, მაგრამ ისევ ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მათ საუბარში იმაზე
მეტი რამ იგულისხმებოდა, ვიდრე ოთახების გაცვლა იყო, რაღაც უფრო
მნიშვნელოვანი და მისთვის წარმოუდგენელი.

პასუხად მის ბარტლეტმა მხოლოდ ამოიხვნეშა, ფრთხილად ჩაიკრა ლიუსი


გულში და ძილი ნებისა უსურვა. ლიუსის უეცრად მოეჩვენა, რომ ოთახში ნესტის
სუნი იდგა. როგორც კი თავის საძინებელში შევიდა, ფანჯარა გამოაღო, ღამის
გამჭვირვალე ჰაერი ჩაისუნთქა და იმ კეთილ მოხუცზე დაფიქრდა, რომელმაც
ასეთი საჩუქარი უძღვნა – საშუალება მისცა, დამტკბარიყო ხედით, არნოს
ნაპირზე მოელვარე შუქით, სან მინიატოს კედლებზე ატუზული
კიპარისებისთვის ეცქირა, ეყურებინა აპენინის დაბლობისთვის, შავად რომ
გაწოლილიყო ამომავალი მთვარის შუქზე.

მის ბარტლეტმა თავის ოთახში დარაბები დახურა და კარი ჩაკეტა. შემდეგ ოთახი
დაათვალიერა; კედლის კარადები საგულდაგულოდ გამოიკვლია – საიდუმლო
გასასვლელი ან ლიუკი ხომ არ იყო სადმე. სწორედ ამ დროს დაინახა ხელსაბანის
თავზე მიმაგრებული ფურცელი, რომელზეც მხოლოდ დიდი კითხვის ნიშანი იყო
გამოსახული.

„ეს რას უნდა ნიშნავდეს?“ – ჩაფიქრდა შარლოტი და სანთლის შუქზე


გულდასმით შეისწავლა ფურცელი. ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო
ნიშანმა თანდათანობით ავბედითი, მუქარით სავსე და ავის მომასწავებელი სახე
მიიღო. უეცრად მის ბარტლეტი მისი განადგურების სურვილმა აიტანა, მაგრამ,

16
საბედნიეროდ, გაახსენდა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან ეს ფურცელი,
სავარაუდოდ, ახალგაზრდა ემერსონის საკუთრება იყო. ამიტომაც ფურცელი
ფრთხილად ჩამოხსნა და საშრობ ქაღალდებს შორის შეაცურა, რომ არ
დასვრილიყო. ოთახის თვალიერებას რომ მორჩა, ჩვეულებისამებრ, მძიმედ
ამოიხვნეშა და დასაძინებლად წავიდა.

II. სანტა კროჩეში ბედეკერის გზამკვლევის


გარეშე
ფლორენციაში გაღვიძება ერთი სიამოვნებაა, თვალს რომ გაახელ და კარგად
განათებულ ცარიელ ოთახს დაინახავ, წითელი ფილებით მოპირკეთებულ
იატაკს, რომელიც ერთი შეხედვით სუფთა ჩანს, მოხატულ ჭერს, რომელზეც
ვარდისფერი გრიფონები ლურჯ ამურებს ეთამაშებიან ოქროცურვილი
ვიოლინოებისა და ფაგოტების ტყეში. კიდევ უფრო სასიამოვნოა ფანჯრის
გამოღება, რომლის სამაგრშიც შესაძლოა ხელიც მოიყოლო, ფანჯრიდან
გადაყუდებული მზის სხივებით განათებული პეიზაჟით, ციცაბო მთებისა და
ზედ შეფენილი ხეების, მარმარილოსავით თეთრი ეკლესიების ცქერით დატკბე;
იქვე, მახლობლად კი, სანაპიროსთან, არნო მოჩუხჩუხებს.

იქვე, ქვიშიან ნაპირზე, ნიჩბებ- და საცერებმომარჯვებული მუშები მუშაობდნენ,


მდინარის გაყოლებით კი, მხოლოდ მისთვის ცნობილი საიდუმლო საქმის
შესასრულებლად, ნავი დინების საწინააღმდეგოდ მიუყვებოდა ნაპირს.
ფანჯარასთან ტრამვაიმ ჩაიგრუხუნა. შიგნით არავინ ჩანდა, ერთი ტურისტის
გარდა, პლატფორმაზე კი იტალიელების ტევა აღარ იყო, მათ ერჩიათ ფეხზე
დამდგრებს ემგზავრათ. ბავშვები ტრამვაიზე უკნიდან აცოცებას ცდილობდნენ,
კონდუქტორი კი, ყოველგვარი ბოროტი ჩანაფიქრის გარეშე, მათ სახეში
აფურთხებდა, ცდილობდა ისინი ძირს ჩაეყარა. საიდანღაც ჯარისკაცები
გამოჩნდნენ – ტანმორჩილები, მაგრამ საკმაოდ მომხიბვლელები; გაქუცული
ბეწვით გაწყობილი ზურგჩანთები მოეგდოთ და გახვეულიყვნენ ფარაჯებში,
რომლებიც აშკარად უფრო მაღალი და ტანადი ჯარისკაცებისთვის იყო შეკერილი.
17
მათ გვერდზე ოფიცრები მოაბიჯებდნენ მძვინვარე, მაგრამ სულელური
გამომეტყველებით. სულ წინ კი პატარა ბიჭები მირბოდნენ და ორკესტრის
ტაქტს აყოლილები ყირაზე გადადიოდნენ. ტრამვაი ჯარისკაცების კოლონაში
გაიჭედა და ძლივს მიიზლაზნებოდა რელსებზე, როგორც ჭიანჭველების გუნდში
აღმოჩენილი მუხლუხი. ერთ-ერთი ბიჭი წაიქცა, თაღოვანი ჭიშკრიდან კი თეთრი
ხარების ჯოგი გამოვარდა. საკერავი წვრილმანების გამყიდველი მოხუცის
ბრძნული რჩევები რომ არა, მოძრაობა ალბათ სამუდამოდ გაიჭედებოდა.

ასეთ უმნიშვნელო დეტალებზე დაკვირვებაში მრავალი ძვირფასი საათი


შეიძლება გაგეპაროს, და მოგზაური, რომელიც იტალიას ჯოტოს პლასტიკური
ოსტატობის შესასწავლად, ან პაპის გარემოცვის კორუმპირებულობის
დასადგენად ესტუმრა, შესაძლოა შინ დაბრუნდეს და ლურჯი ცისა და მის ქვეშ
მცხოვრები ქალებისა და კაცების მეტი არაფერი ახსოვდეს. ასე რომ, მის
ბარტლეტი დროულად გამოჩნდა: კარზე დააკაკუნა, შემოვიდა და აღნიშნა, რომ
ლიუსის კარის ჩაკეტვა დავიწყებოდა და რომ სანამ ის, ჯერ კიდევ ჩაუცმელი,
ფანჯრიდან გადაყუდებულიყო, დღის საუკეთესო ნაწილი გადიოდა. იმ
დროისათვის, როდესაც ლიუსი უკვე მზად იყო, მისი ბიძაშვილი საუზმეს
გამკლავებოდა და ნამცეცებით მოფენილ მაგიდასთან მოკალათებული,
პანსიონატის ყველაზე ჭკვიან ქალბატონს გულისყურით უსმენდა.

საუბარი წინა დღის თემებს შეეხო. აღმოჩნდა, რომ მის ბარტლეტი გადაბარგების
მერე კვლავაც დაღლილი იყო და ერჩივნა, დილა ოთახების მოწესრიგებაში
გაეტარებინა, თუ, რა თქმა უნდა, ლიუსის გარეთ გასვლა არ სურდა. ლიუსის კი
ძალიან უნდოდა გასვლა, ეს ხომ მისი პირველი დღე იყო ფლორენციაში, მაგრამ
შეეძლო მარტოც წასულიყო. მის ბარტლეტს ამის გაგონებაც არ სურდა. სადაც
ლიუსი დააპირებდა წასვლას, ყველგან თან წაჰყვებოდა. ო, არა! ლიუსი
ბიძაშვილთან დარჩებოდა, თუ ის ჯერ კიდევ გადაღლილი იყო მგზავრობის
შემდეგ. ო, არა! არავითარ შემთხვევაში! არა, პირიქით!

ამ დროს საუბარში ყველაზე ჭკვიანი ქალბატონიც ჩაერთო.

– თუ თქვენ ზნეობრივი ნორმების დაცვასა და უსაფრთხოებაზე ნერვიულობთ,


გარწმუნებთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. მის ჰანიჩერჩი ინგლისელია;
ინგლისელებს კი აქ არაფერი ემუქრებათ. იტალიელებს ეს კარგად ესმით. ჩემს
ძვირფას მეგობარს, გრაფინია ბარონჩელის, ორი ქალიშვილი ჰყავს და როდესაც
სკოლაში წასვლისას მათ მოახლეს ვერ აყოლებს, მეზღვაურის ქუდებს ახურავს.

18
გოგონები ყველას ინგლისელები ჰგონია, განსაკუთრებით მაშინ, თუ თმაც
საგულდაგულოდ აქვთ გადაწეული.

მაგრამ მის ბარტლეტი გრაფინიას ქალიშვილების ამბავმა ვერ დაარწმუნა. ის


მაინც აპირებდა, ლიუსის თავად წაჰყოლოდა, თან ამასობაში თავის ტკივილმაც
უკლო. მაშინ, ჭკვიანმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ მთელი დილის გატარებას
სანტა კროჩეს ბაზილიკაში აპირებდა და თუ ლიუსი მასთან ერთად წავიდოდა,
ძალიან გაახარებდა.

– მე შემოვლითი გზით, პატარა, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით წაგიყვანთ, მის


ჰანიჩერჩ, – დაამატა მან, – და თუ გაგვიმართლებს, საინტერესო თავგადასავალიც
გადაგვხდება თავს.

ლიუსიმ მადლობა გადაუხადა ქალბატონს და მაშინვე ბედეკერის გზამკვლევი


გადაშალა, რათა ენახა, სად მდებარეობდა ბაზილიკა.

– ო, არა! მის ლიუსი! უმჯობესია, ბედეკერი გადადოთ. ის მხოლოდ


ზედაპირულად აღწერს ყველაფერს. ნამდვილი იტალია მას სიზმრადაც არ
უნახავს. ნამდვილ იტალიას მხოლოდ გულმოდგინე დაკვირვებით თუ
აღმოაჩენთ.

ეს მართლაც კარგი აზრი იყო. ლიუსიმ ნაჩქარევად ისაუზმა და თავის ახალ


მეგობართან ერთად ხალისიანად გაემართა თავგადასავლების საძიებლად. აი,
ბოლოს და ბოლოს, ნამდვილ იტალიასაც ნახავდა! პანსიონატის მფლობელი
კოკნი სინიორა და მისი საქციელი ცუდი სიზმარივით გადაავიწყდა.

მის ლევიშმა – ასე ერქვა ჭკვიან ქალბატონს – მარჯვნივ, მზიანი სანაპიროს


გასწვრივ შეუხვია. რა სასიამოვნო სითბოა! მაგრამ პატარა ქუჩებიდან ცივი ქარი
ისე უბერავს, რომ ძვალსა და რბილში ატანს, არა?! პონტე ალე გრაციე
განსაკუთრებით ცნობილი ხიდია, დანტეს აქვს მოხსენიებული. სან მინიატო –
იმდენად ლამაზია, რამდენადაც საინტერესო; ჯვარცმა, რომელიც მკვლელს
ეამბორა [სან მინიატო ალ მონტე, ფლორენციის უძველესი, XI საუკუნეში
აგებული ტაძარია. ტაძრის ეკვდერში ინახება ჯვარცმა, რომელმაც, გადმოცემის
თანახმად, შემდგომში წმინდანად შერაცხულ ჯოვანი გუალბერტოს, რომელმაც
საკუთარი ძმის მკვლელი შეიწყალა, მოწიწების ნიშნად თავი დაუხარა. მის
ლევიში სწორედ ამ ისტორიის დამახინჯებულ ვერსიას იხსენებს.]

19
– მის ჰანიჩერჩს ალბათ ახსოვს ეს ისტორია. მდინარეზე მეთევზეები
თევზაობდნენ (იქნებ არც არის მართალი, მაგრამ ინფორმაციის ყველა წყარო ამას
ამბობს). უეცრად მის ლევიში ადგილიდან მოწყდა და შურდულივით გაექანა
თაღოვანი ჭიშკრისკენ, საიდანაც დილით თეთრი ხარები გამორბოდნენ, შეჩერდა
და წამოიძახა:

– სურნელი! ნამდვილი ფლორენციული სურნელი! მინდა გითხრათ, რომ ყველა


ქალაქს თავისი სურნელი აქვს!

– ეს ნამდვილად სასიამოვნო სურნელია? – იკითხა ლიუსიმ, რომელსაც


სიბინძურის მიმართ ზიზღი დედისგან გამოჰყოლოდა.

– იტალიაში სასიამოვნო სურნელის ჩასასუნთქად კი არ ჩამოდიან, – მოკლედ


მოუჭრა ჭკვიანმა ლედიმ, – აქეთ სიცოცხლის შესაგრძნობად ილტვიან, – თან
აქეთ-იქით გამვლელებს თავს უკრავდა და ესალმებოდა, – ბონჯორნო!
ბონჯორნო!

– შეხედე მეღვინის იმ საუცხოო ორთვალას! მეეტლე როგორი თვალებით


გვიყურებს, ძვირფასო! წრფელი და უბრალო ადამიანი!

ასე აგრძელებდა მის ლევიში ფლორენციის ქუჩებში ხეტიალს – საკმაოდ


ტანმორჩილი, მოუსვენარი და კნუტივით ანცი, თუმცა კატის გრაციოზულობას
მოკლებული. რა ბედნიერებაა ახალგაზრდა ქალიშვილისთვის ასეთ ჭკვიან და
მხიარულ ადამიანთან ერთად ყოფნა! იტალიელი ოფიცრების მოსასხამის მსგავსი
მისი ლურჯი მანტია კიდევ უფრო აძლიერებდა საზეიმო განწყობას.

– ბონჯორნო! – არ ცხრებოდა მის ლევიში, – ენდეთ გამოცდილი ქალის სიტყვას,


მის ლიუსი, თქვენ არასოდეს ინანებთ, თუ თქვენზე დაბლა მდგომის მიმართ
გამოიჩენთ თავაზიანობას. სწორედ ეს არის ნამდვილი დემოკრატია. თუმცა მე
პირადად რადიკალებს მივეკუთვნები. ხომ არ გადაგრიეთ?

– არა, რას ამბობთ! – წამოიძახა ლიუსიმ, – ჩვენც თავით ფეხებამდე რადიკალები


ვართ. მამაჩემი ყოველთვის გლადსტონს აძლევდა ხმას, სანამ ის ასე საშინლად
მოიქცეოდა ირლანდიის საკითხთან დაკავშირებით.

– გასაგებია. და ახლა თქვენ მტრის ბანაკში გადახვედით?

– ოჰ, ძალიან გთხოვთ! მამაჩემი რომ ცოცხალი იყოს, ის ისევ რადიკალებს


მისცემდა ხმას; თანაც ახლა ირლანდიაშიც ყველაფერი რიგზეა. სხვათა შორის,
20
წინა არჩევნების დროს ვიღაცამ ჩვენი სადარბაზო კარის ფანჯარა ჩაამტვრია,
ფრედი დარწმუნებულია, რომ ტორები იყვნენ. თუმცა, დედა ფიქრობს, რომ ეს
უბრალოდ მაწანწალის ნამოქმედარია.

– რა საშინელებაა! თქვენი სახლი, ალბათ, სამრეწველო უბანშია?

– არა, სარის საგრაფოში, მთებით გარშემორტყმული ჩვენი სახლი ხუთი მილის


სავალზეა დორკინგიდან, უილდს გადაჰყურებს.

მის ლევიში დაინტერესდა და ნაბიჯი შეანელა.

– რა არაჩვეულებრივი ადგილია, მაგ არემარეს მშვენივრად ვიცნობ! მანდ


საოცრად კარგი ხალხი ცხოვრობს. სერ ჰარი ოტუეის ხომ არ იცნობთ? აი,
ნამდვილი რადიკალი სწორედ ის არის!

– დიახ, კარგად ვიცნობ.

– და მოხუცებულ მისის ბატერუორთს, ფილანტროპს?

– დიახ, როგორ არა, ჩვენგან მიწა აქვს არენდით აღებული. რა დამთხვევაა!

მის ლევიშმა ცის ვიწრო ზოლს ახედა და ჩაილაპარაკა:

– ოჰ, ანუ თქვენ მიწებს ფლობთ სარიში?

– დიდი არაფერი, – უპასუხა ლიუსიმ, შეშინებულმა, რომ სნობი არ ჰგონებოდათ,


– სულ ოცდაათი აკრია. მხოლოდ ბაღი და ბორცვებზე შეფენილი ნაკვეთები.

მაგრამ მის ლევიშს ცხვირი არ აუბზუებია და დაამატა, რომ ზუსტად ამხელა იყო
მისი დეიდის მამულიც საფოლკში. იტალიამ მეორე პლანზე გადაინაცვლა. ისინი
იხსენებდნენ ვინმე ლუიზას გვარს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ სამერ
სტრიტის მახლობლად სახლი იყიდა, მაგრამ არ მოეწონა, რაც ძალიან უცნაური
იყო. როგორც კი მის ლევიშს გვარი გაახსენდა, აქეთ-იქით მიმოიხედა და
წამოიძახა:

– ო, ღმერთო! დაგვიფარე და გვიშველე! დავიკარგეთ.

ისინი კარგა ხნის წინ უნდა მისულიყვნენ სანტა კროჩეს ბაზილიკაში, რომლის
შპილიც პანსიონატის კიბის ბაქნიდან მშვენივრად ჩანდა. მაგრამ მის ლევიში ისე
დარწმუნებით ამბობდა, საკუთარი ხუთი თითივით ვიცნობ ფლორენციასო, რომ
ლიუსი მორჩილად მიჰყვებოდა და არაფერზე ფიქრობდა.
21
– დავიკარგეთ! დავიკარგეთ! მის ლიუსი, ჩვენი პოლიტიკური დებატების დროს
არასწორ შესახვევში შევუხვიეთ. როგორ მასხრად აგვიგდებდნენ ახლა
კონსერვატორები! რა უნდა ვქნათ? ორი ქალი მარტოდმარტო უცნობ ქალაქში! აი,
ზუსტად ამას ვეძახი თავგადასავალს!

ლიუსიმ, რომელსაც სანტა კროჩეს დათვალიერება უნდოდა, შესთავაზა,


გამვლელებისთვის ეკითხათ გზა.

– ოჰ, ეს ხომ ლაჩრის სიტყვებია! არა, არა, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიხედოთ


თქვენს ბედეკერში. მომეცით, არ მოგცემთ ამის ტარების უფლებას. ჩვენ
უბრალოდ ვიხეტიალებთ, დინებას გავყვებით.

ისინი დაუყვნენ მონაცრისფრო-მოყავისფრო ქუჩების რიგებს, რომლებიც არც


სილამაზით გამოირჩეოდნენ და არც სიფართოვით, ქალაქის აღმოსავლეთ
ნაწილის სხვა ქუჩათა მსგავსად. ძალიან მალე ლიუსის აღარ აინტერესებდა
ლედი ლუიზას გასაჭირის ამბები, უკვე თვითონ იყო ამ გასეირნებით
უკმაყოფილო, მაგრამ უეცრად იტალია, მთელი თავისი არაჩვეულებრივი
სილამაზით, მის წინაშე გადაიშალა. ლიუსი სანტისიმა ანუნციატას პიაცაზე იდგა
და ტკბებოდა ღვთაებრივ ყრმათა ტერაკოტის ფიგურებით, რომლებიც თითქოს
თიხაში გაცოცხლებულიყვნენ და რომელთა ეფექტს იაფფასიანი რეპროდუქციაც
კი ვერაფერს აკლებდა. მიუსაფარ ბავშვთა სახლის კედელზე გამოსახული
ფიგურები თითქოს ცდილობდნენ, გაპრიალებული მუხლები სახვევებისგან
გაეთავისუფლებინათ, ძლიერი თეთრი ხელები კი ცისკენ გაეწვდინათ. ლიუსი
ფიქრობდა, რომ ასეთი მშვენიერი რამ ცხოვრებაში არ ენახა, მაგრამ მის ლევიშმა
შეშფოთებით შეჰკივლა, ლიუსი წინ გაათრია და დაარწმუნა, რომ გზას ერთი
მილით მაინც ასცდენოდნენ.

კონტინენტური საუზმის დრო ახლოვდებოდა, უფრო სწორად, დასასრულს


უახლოვდებოდა, ამიტომაც მათ წაბლის ცხელი პაშტეტი იყიდეს პატარა
მაღაზიაში, რომელმაც ისინი თავისი კოლორიტულობით მიიზიდა. პაშტეტს
ნაწილობრივ იმ ქაღალდის გემო ჰქონდა, რომელშიც გაეხვიათ, ნაწილობრივ –
თმის ზეთისა და კიდევ რაღაც ამოუცნობის. მაგრამ მაინც საკმარისი აღმოჩნდა
ქალბატონების მოსაღონიერებლად, რათა კიდევ ერთ ფართო და მტვრიან
მოედნამდე მიეღწიათ. მოედნის ბოლოს განსაკუთრებულად უშნო, შავ-თეთრი
ფასადი აღმართულიყო. მის ლევიშმა დრამატული ჩურჩულით მიმართა
ნაგებობას. ეს სანტა კროჩე იყო. თავგადასავალი დასრულდა.

22
– ერთი წუთი მოვიცადოთ, ეს ორი ადამიანი გავატაროთ, თორემ მათთან
გამოლაპარაკება მომიწევს, – უთხრა მის ლევიშმა ლიუსის, – ვერ ვიტან უაზრო
ყბედობას. ისინიც ჩვენსავით ეკლესიაში მიდიან. ოჰ, ეს ბრიტანელი მოგზაურები!

– გუშინ, სადილის დროს, ისინი ჩვენ პირდაპირ ისხდნენ, – ამცნო ლიუსიმ, – მათ
სიკეთე გამოიჩინეს და თავიანთი ოთახები დაგვითმეს.

– შეხედე მათ ფიგურებს! – გაეცინა მის ლევიშს, – ძროხებივით დააბოტებენ ჩემს


იტალიაში. ჩემი ნება რომ იყოს, ყველა ტურისტს დუვრში გამოცდას
ჩავუტარებდი და ვინც ვერ ჩააბარებდა, უკან გავაბრუნებდი.

– რა საკითხებს შეიტანდით საგამოცდო ბილეთებში?

მის ლევიშმა ლიუსის ნაზად მოუთათუნა მხარზე ხელი, თითქოს არწმუნებდა,


რომ ის, ნებისმიერ შემთხვევაში, უმაღლეს ქულას მიიღებდა. ასეთ ამაღლებულ
განწყობაზე მათ დიდებული ტაძრის კიბემდე მიაღწიეს და ის-ის იყო უნდა
შესულიყვნენ, რომ მის ლევიში უეცრად გაჩერდა, წამოიკივლა, ხელები ჰაერში
აიქნია და შესძახა:

– აი, ჩემი ადგილობრივი კოლორიტით სავსე სკივრი! უნდა გამოველაპარაკო!

თვალის დახამხამებაში ის უკვე მოედნის მეორე ბოლოსკენ მიიჩქაროდა და


თავის სამხედრო მოსასხამს ქარში მიაფრიალებდა. მის ლევიში იქამდე არ
შეჩერებულა, სანამ არ წამოეწია ერთ თეთრბაკენბარდებიან ბერიკაცს, რომელსაც
მეგობრულად უჩქმიტა მხარზე.

ლიუსი დაახლოებით ათი წუთი ელოდებოდა. მერე კი ლოდინით დაიღალა.


მათხოვრებმა გული გაუწყალეს, თვალებში მტვერი ეყრებოდა. თან გაახსენდა,
რომ ქალიშვილები საზოგადოებრივ ადგილებში უმიზნოდ არ უნდა
დაყიალებდნენ და ნელა დაეშვა კიბეზე, რათა დასწეოდა მის ლევიშს, რომელიც,
როგორც გასეირნებამ აჩვენა, ზედმეტად ორიგინალური აღმოჩნდა. ამ დროს მის
ლევიში და მისი „ადგილობრივი კოლორიტით სავსე სკივრი“ გამალებული
ჟესტიკულაციით დაიძრენ და მახლობელ ჩიხში გაუჩინარდნენ.

ლიუსის აღშფოთებისაგან კინაღამ ცრემლები წასკდა – ნაწილობრივ იმის გამო,


რომ მის ლევიშმა ასე მიატოვა, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ მისი ბედეკერიც თან
გაიყოლა. ახლა როგორღა იპოვიდა სახლისკენ მიმავალ გზას? გზამკვლევის
გარეშე როგორ დაათვალიერებდა სანტა კროჩეს? მისი პირველი დილა

23
ფლორენციაში საშინლად წარუმატებელი აღმოჩნდა, არადა, ვინ იცის, კიდევ
მოახერხებდა თუ არა აქ ჩამოსვლას! რამდენიმე წუთის წინ ისეთ ამაღლებულ
განწყობაზე იყო, ისე ლაპარაკობდა, როგორც განათლებულ ქალიშვილს
შეეფერება და თავიც დაირწმუნა, რომ გამორჩეული ადამიანი იყო. ახლა კი
ეკლესიაში დათრგუნვილი და დამცირებული შედიოდა, აღარც კი ახსოვდა, ვინ
ააშენა იგი – ფრანცისკანელებმა თუ დომინიკანელებმა. რა თქმა უნდა, ეს ალბათ
საუცხოო ნაგებობაა, მაგრამ როგორ ჰგავს ბეღელს! და როგორ ცივა! კედლები აქ
თვით ჯოტოს მიერაა მოხატული, რომლის ფრესკებში საოცარი პლასტიკურობით
გამოსახული მშვენიერება მიახვედრებდა, რა არის ცხოვრებასა თუ ხელოვნებაში
ვარგისი და ღირებული. მაგრამ ვინ ეტყვის ახლა, რომელი ფრესკა ეკუთვნის
ჯოტოს და რომელი – არა? ის გულგრილი გამომეტყველებით დაბორიალებდა
ეკლესიაში და არ ინტერესდებოდა იმ ძეგლებით, რომელთა არც ავტორებს
იცნობდა და არც შექმნის თარიღი იცოდა. არავინ იყო, ვინც ეტყოდა, ნავებსა და
ტრანსეპტებზე მოფენილი საფლავის ქვებიდან რომელი იყო სწორედ ის,
რომელსაც ხოტბას ასხამდა ჯონ რესკინი [ჯონ რესკინი (1819-1900) – ინგლისელი
მწერალი, მხატვარი, ხელოვნების თეორეტიკოსი.].

მაგრამ თანდათან იტალიის საბედისწერო მომხიბლაობამ მაინც მოახდინა მასზე


გავლენა და, ცოდნის მიღების ნაცვლად, ლიუსი შეეცადა, უბრალოდ, სიამოვნება
მიეღო. ის ცდილობდა გაეშიფრა იტალიური წარწერები: წარწერა, რომელიც
კრძალავდა შენობაში ძაღლების შემოყვანას; წარწერა, რომელიც სთხოვდა
დამთვალიერებლებს, მათივე ჯანმრთელობისა და იმ წმინდა ადგილის
პატივისცემის გამო, სადაც იმყოფებოდნენ, იატაკზე არ დაეფურთხებინათ. ის
ათვალიერებდა ტურისტებს, რომელთაც ცხვირები ბედეკერის ყდებივით
ასწითლებოდათ, რადგან სანტა კროჩეში საკმაოდ ციოდა. შეესწრო მძიმე სცენას
– სამმა პატარა პაპისტმა – ორმა ბიჭმა და ერთმა გოგონამ, თავიანთი რიტუალი
წმინდა წყლით სავსე ემბაზში განბანით დაიწყეს და შემდეგ სველები, მაგრამ
გასხივოსნებულები გაემართნენ მაკიაველის აკლდამისაკენ. ბავშვები სამარხს
ნელა მიუახლოვდნენ და მას ხელებით, ცხვირსახოცებითა და თავით შეეხნენ.
გამალებით იმეორებდნენ ერთსა და იმავე მოძრაობებს. რას უნდა ნიშნავდეს ეს?
საბოლოოდ ლიუსი მიხვდა, რომ, სავარაუდოდ, ბავშვებს მაკიაველი რომელიღაც
წმინდანი ეგონათ და მის სამარხთან შეხებით მისი წყალობის მიღების იმედი
ჰქონდათ. სასჯელმა არ დააყოვნა. მათ შორის ყველაზე პატარა ბიჭმა ფეხი
წამოჰკრა ერთ-ერთი საფლავის ქვას, რომელსაც ასე აქებდა მისტერ რესკინი, და
რომელზეც რომელიღაცა ეპისკოპოსის რელიეფური გამოსახულება განისვენებდა.
24
მიუხედავად იმისა, რომ ლიუსი პროტესტანტი იყო, მაშინვე მის დასახმარებლად
გაიწია, მაგრამ ვერ მოასწრო – პატარა კათოლიკემ წონასწორობა დაკარგა და
პრელატის ქვის ფეხებზე მოადინა ზღართანი.

– ოჰ, ეს საშინელი ეპისკოპოსი! – ლიუსის უფროსი ემერსონის ხმა მოესმა,


რომელიც ასევე მივარდა ბავშვთან, – ცხოვრებაშიც ქვასავით უგრძნობი იყო და
მის შემდეგაც. შვილო, გადი მზეზე, მზემ დაგხედოს, შენ გარეთ უნდა
თამაშობდე. ოჰ, აუტანელი ეპისკოპოსი!

ბავშვმა ღრიალი მორთო – მას აშკარად არ მოსწონდა არც მათი სიტყვები და არც
ეს საშინელი ადამიანები, რომლებმაც წამოაყენეს, მტვერი ჩამობერტყეს,
დაშავებულ ადგილებზე ხელი მოუთათუნეს და ეუბნებოდნენ, რომ
ცრუმორწმუნე არ უნდა ყოფილიყო.

– ერთი ამას შეხედეთ, – უთხრა ემერსონმა ლიუსის, – ბავშვი დასველდა,


დაშავებული და შეშინებულია. სხვას რას უნდა ელოდო ეკლესიისგან?

ბავშვს ფეხები თითქოს მომჩვარული ჰქონდა – როცა მისტერ ემერსონი და


ლიუსი მის წამოყენებას ცდილობდნენ, ღრიალით ეცემოდა ძირს. საბედნიეროდ,
მათ დასახმარებლად მოვიდა იტალიელი ქალბატონი, რომელიც იქვე
ლოცულობდა. იმ აუხსნელი ძალის წყალობით, რომელსაც მხოლოდ დედები
ფლობენ, მან პატარა ბიჭი ფეხზე მყარად დააყენა, თითქოს მის მუხლებს ძალა
მისცა, და ბავშვიც წამოდგა. ელდანაცემი ბიჭუნა, ჯერ კიდევ გაურკვეველ
ბგერებს რომ გამოსცემდა, თავის გზას დაადგა.

– ჭკვიანი ქალი ხართ, – შეაქო მისტერ ემერსონმა, – თქვენ უფრო მეტი შეძელით,
ვიდრე ყველა ამ რელიკვიამ ერთად აღებულმა. მე სხვა რელიგიური მრწამსის
ვარ, მაგრამ მწამს მათი, ვინც თავის თანამოძმეებს აბედნიერებს. არ არსებობს
სამყაროში სქემა...

ის მოსაფიქრებლად შეჩერდა.

– Niente [Niente (იტალ.) – არა უშავს, არაფერია.], – მიუგო იტალიელმა ქალმა და


თავის ლოცვებს მიუბრუნდა.

– არ ვარ დარწმუნებული, რომ ინგლისური ესმის, – ივარაუდა ლიუსიმ.

გუნებადამძიმებულ ლიუსის ემერსონები აღარ სძულდა. პირიქით, სურდა, რომ


მათ მიმართ კეთილგანწყობილი ყოფილიყო და არა მხოლოდ დელიკატურად,
25
არამედ ფაქიზადაც მოჰქცეოდა. ხოლო, თუ საშუალება მიეცემოდა,
გამოესწორებინა ის უსიამოვნო შთაბეჭდილება, რომელიც, სავარაუდოდ, მათზე
მის ბარტლეტმა მოახდინა და, ამავე დროს, თავაზიანად გადაეკრა სიტყვა იმის
თაობაზე, თუ როგორ მოეწონათ ახალი ოთახები.

– ამ ქალს ყველაფერი ესმის, – უპასუხა მისტერ ემერსონმა, – თქვენ აქ რას


აკეთებთ? ეკლესიას ათვალიერებთ? უკვე მორჩით თვალიერებას?

– არა, – მიუგო ლიუსიმ, რომელსაც საკუთარი გასაჭირი გაახსენდა, – აქ მის


ლევიშთან ერთად მოვედი. მას უნდა აეხსნა ჩემთვის ყველაფერი, მაგრამ
შემოსასვლელიდანვე გაიქცა. ფუჭი ლოდინის შემდეგ, მარტომ გადავწყვიტე
დათვალიერება. წარმოგიდგენიათ, რა საშინელებაა?!

– რატომ? მერედა რა მოხდა? – შეეკითხა მისტერ ემესონი.

– დიახ, რატომაც არ შეიძლება მარტომ დაათვალიეროთ აქაურობა? – ჰკითხა


უმცროსმა ემერსონმაც, რომელმაც პირველად მიმართა ახალგაზრდა ქალს.

– მის ლევიშმა ჩემი ბედეკერის გზამკვლევიც თან წაიღო.

– ბედეკერი? – ჩაეკითხა უფროსი ემერსონი, – მოხარული ვარ, რომ თქვენ


მხოლოდ ამაზე გწყდებათ გული. ბედეკერის დაკარგვა ნამდვილად დიდი
ამბავია. ნამდვილად!

ლიუსი ისევ დაიბნა. მან იგრძნო, რომ რაღაც ახალი და უცნობი შემოიჭრა მის
ცხოვრებაში და წარმოდგენაც არ ჰქონდა, საით წაიყვანდა ეს სიახლე.

– თუ ბედეკერი არ გაქვთ, აჯობებს შემოგვიერთდეთ, – შესთავაზა ახალგაზრდა


ემერსონმა.

ნუთუ იმ რაღაც სიახლეს აქეთ მიჰყავდა? ლიუსი შეეცადა, თავი ღირსეულად


დაეჭირა.

– დიდი მადლობა, მაგრამ არ მინდა, თავი შეგაწყინოთ. მე მხოლოდ მსურდა,


ბავშვს დავხმარებოდი და თქვენთვის მადლობა გადამეხადა სიკეთისათვის.
ვიმედოვნებ, ოთახების გაცვლით ძალიან არ შეგაწუხეთ.

– ჩემო ძვირფასო, – რბილად უთხრა უფროსმა ემერსონმა, – ასე მგონია, იმ


სიტყვებს იმეორებთ, რომლებიც უფროსებისგან გსმენიათ. უკარებას თამაშობთ,
მაგრამ სულაც არ ხართ ასეთი. შევწყვიტოთ ეს უაზრო ლაპარაკი და მითხარით,
26
ეკლესიის რომელი ნაწილის დათვალიერება გსურთ. ამით მხოლოდ სიამოვნებას
მოგვანიჭებთ.

ეს გაუგონარი თავხედობა იყო. ლიუსი აუცილებლად უნდა აღშფოთებულიყო,


მაგრამ ხანდახან ისევე ძნელია წყობიდან გამოსვლა, როგორც სხვა დროს –
სიმშვიდის შენარჩუნება. ლიუსიმ ვერ შეძლო მისტერ ემერსონზე გაბრაზება. ის
ხომ ხნიერი კაცი იყო, ყმაწვილ ქალს მისი ნათქვამი სერიოზულად არ უნდა
მიეღო. მეორე მხრივ, მისი ვაჟი ახალგაზრდა იყო და ლიუსი გრძნობდა, რომ
მასზე გაბრაზების უფლება ჰქონდა; თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და
ამიტომაც, სანამ უპასუხებდა, სწორედ მას მიაპყრო მზერა.

– იმედი მაქვს, არ ვარ უკარება, – ამოღერღა ლიუსიმ, – ჯოტოს დათვალიერება


მინდოდა. თუ შეიძლება, მაჩვენეთ.

ახალგაზრდა ემერსონმა თავი დაუკრა და პირქუში კმაყოფილებით წაიყვანა


ლიუსი პერუცის სამლოცველოსკენ. გოგონას ის რაღაცით სკოლის მასწავლებელს
აგონებდა, თავად კი თავს მოწაფედ გრძნობდა, რომელმაც გაკვეთილზე დასმულ
კითხვას სწორი პასუხი გასცა.

სამლოცველო ხალხით იყო სავსე, საიდანღაც ისმოდა გიდის ხმა, რომელიც


დაინტერესებულ მსმენელებს უხსნიდა, რატომ უნდა ვაფასებდეთ ჯოტოს – არა
მისი პლასტიკური ოსტატობის, არამედ მისი სულიერების გამო.

– დაიმახსოვრეთ, – ამბობდა ის, – სანტა კროჩეს ეკლესიის მთავარი ღირსება ისაა,


რომ ის ღვთის რწმენით აიგო შუა საუკუნეებში, რენესანსის პირველ
ნაბიჯებამდე კარგა ხნით ადრე. შეხედეთ ჯოტოს ფრესკებს – რომლებიც,
სამწუხაროდ, რესტავრაციისას გააფუჭეს – ისინი ჯერ კიდევ არ მოხვედრილან
ანატომიისა და პერსპექტივის მარწუხებში. განა შეიძლება, შექმნილიყო ამაზე
უფრო დიდებული, ამაღლებული, მშვენიერი და ჭეშმარიტი რამ? ჩვენ აქ
ვხედავთ, რაოდენ ცოტას ნიშნავს ცოდნა და ტექნიკა იმ ადამიანის სიდიადესთან
შედარებით, რომელსაც შეუძლია შეიგრძნოს!

– არავითარ შემთხვევაში! – ეკლესიისთვის შეუფერებლად ხმამაღლა წამოიძახა


მისტერ ემერსონმა, – არაფერი მსგავსი! რწმენითა და თავგამოდებით აგებული!
ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მუშებს წესიერად არ უხდიდნენ. რაც შეეხება
ფრესკებს, მათში ვერანაირ ჭეშმარიტებას ვერ ვხედავ. ერთი შეხედეთ ლურჯ

27
სამოსში გამოწყობილ იმ მსუქანას! ჩემზე ნაკლები წონა არ ექნება, მაგრამ
თითქოს საცაა ცაში აფრინდება, საჰაერო ბუშტივით.

ემერსონი „წმინდა იოანეს ამაღლების“ ფრესკაზე მიუთითებდა. გიდს ხმა


ჩაუწყდა, რაც ნამდვილად არ იყო გასაკვირი. შეშფოთებული აუდიტორია
აჩოჩქოლდა. ლიუსიც უხერხულად გრძნობდა თავს. ესმოდა, რომ მისი ადგილი
ამ ორთან არ იყო, მაგრამ მათ თითქოს მოაჯადოეს. იმდენად სერიოზული და
უცნაური ადამიანები იყვნენ, რომ ლიუსიმ უბრალოდ არ იცოდა, როგორ უნდა
მოქცეულიყო მათთან.

– მაშ, ასე იყო ეს ყველაფერი? კი თუ არა? – იკითხა მისტერ ემერსონმა.

– თუ ეს მართლაც მოხდა, მაშინ, ალბათ, ზუსტად ასე, როგორც აქაა გამოსახული,


– უპასუხა ჯორჯმა, – მე კი მირჩევნია, თვითონ ავმაღლდე, ქერუბიმების
დახმარების გარეშე. ამ დროს მინდა, რომ ზემოდან ჩემი მეგობრები
დამყურებდნენ – ისე, როგორც აქ არის გამოსახული.

– შენ არასოდეს ამაღლდები, – მიუგო მამამისმა, – მე და შენ, ჩემო ბიჭუნა, მიწაში


ვიწვებით, რომელმაც გვშვა; ჩვენი სახელები დავიწყებას მიეცემა, მაგრამ ჩვენ
მიერ შექმნილი დარჩება.

– ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ ცარიელ საფლავს ხედავს და არა სულს,


რომელიც ზეცისკენ მიისწრაფვის. თუ ეს მართლაც მოხდა, მაშინ სწორედ ასე
იქნებოდა.

– თუ შეიძლება მაპატიეთ, – უეცრად მოესმათ ვიღაცის ცივი ხმა, – ეს


სამლოცველო მეტისმეტად პატარაა ორი ჯგუფისათვის. ჩვენ აღარ შეგაწუხებთ.

ლექტორი მღვდელი აღმოჩნდა, მისი მსმენელები კი – მრევლი, იმის მიხედვით


თუ ვიმსჯელებთ, რომ ხელში ბედეკერებთან ერთად ლოცვანიც ეჭირათ. მათ
ჩუმად დატოვეს სამლოცველო. მრევლში ლიუსიმ პანსიონატში გაცნობილი
მოხუცი ქალბატონები, მის ტერეზა და კეტრინ ალანებიც, შეამჩნია.

– შეჩერდით! – წამოიძახა მისტერ ემერსონმა, – აქ ყველასთვის საკმარისი


ადგილია.

მაგრამ პროცესია უხმოდ გაიკრიფა. ცოტა ხანში მღვდლის ხმა უკვე მეზობელი
სამლოცველოდან ისმოდა – ის წმინდა ფრანცისკის ცხოვრების შესახებ ჰყვებოდა.

28
– ჯორჯ, – ჩაილაპარაკა უფროსმა ემერსონმა, – ასე მგონია, რომ ეს მღვდელი
ბრიქსტონის ვიკარია.

ჯორჯმა მეორე სამლოცველოში შეიხედა, შემობრუნდა და თავი გააქნია:

– შეიძლება. ვერ ვიხსენებ.

– მაშინ, უმჯობესია, გამოველაპარაკო და შევახსენო, ვინ ვარ. ეს ხომ მისტერ


იგერია. მაინც რატომ წავიდნენ? ნუთუ ასე ხმამაღლა ვლაპარაკობდით? რა
საშინელებაა! მივალ და ბოდიშს მოვუხდი. ასე ჯობია, არა? მაშინ ალბათ
დაბრუნდება.

– არ დაბრუნდება, – უთხრა ჯორჯმა.

ძალიან შეწუხებული მისტერ ემერსონი ღირსი ქათბერტ იგერისთვის ბოდიშის


მოსახდელად გაემართა. ლიუსი ტიმპანის ცქერით ტკბებოდა, მაგრამ მაინც
გაიგო, როგორ შეწყდა ლექცია, მოესმა მოხუცის შეშფოთებული, დაჟინებული
ტონი და მისი მოწინააღმდეგის უკმეხი, შეურაცხმყოფელი პასუხები. ჯორჯი,
რომელიც ნებისმიერ სირთულეს ტრაგედიად აღიქვამდა, ყურადღებით უსმენდა.

– მამაჩემი ყველასთან ასეთია, – აუხსნა მან ლიუსის, – სულ ცდილობს, ყველას


მიმართ კეთილი იყოს.

– ყველანი ვცდილობთ, – ნერვიული ღიმილით უპასუხა ლიუსიმ.

– იმიტომ, რომ ვფიქრობთ, თუ კეთილები ვიქნებით, ეს უკეთეს ადამიანებად


გვაქცევს. მაგრამ მამაჩემი ასე იმიტომ იქცევა, რომ ადამიანები უყვარს. თუმცა,
როცა ადამიანები ამას იგებენ, ან შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, ან ეშინიათ.

– რა სისულელეა! – წამოიძახა ლიუსიმ, თუმცა გულის სიღრმეში ამ ხალხის


თვალსაზრისს იზიარებდა, – ისინი რომ უფრო ტაქტიანად იქცეოდნენ...

– ტაქტი! – ჯორჯმა ზიზღით გააქნია თავი.

ლიუსი მიხვდა, რომ არასწორი პასუხი გასცა. ის აკვირდებოდა ამ უჩვეულო


არსებას, რომელიც სამლოცველოში ბოლთას სცემდა. ასეთი ახალგაზრდა
კაცისთვის, ცოტა არ იყოს, უხეში სახის ნაკვთები ჰქონდა, მკაცრიც კი, სანამ მის
სახეს ჩრდილი არ დაეცემოდა. ჩრდილში კი მისი ნაკვთები საოცარ სინაზეს
იძენდა. ლიუსიმ კიდევ ერთხელ ნახა ის რომში, სიქსტეს კაპელას ჭერზე
გამოსახული, რკოსა და მუხის ფოთლების გირლანდით დამძიმებული;
29
სიცოცხლით სავსე და დაკუნთული, ამასთანავე, მწუხარებით იყო აღსავსე,
თითქოს რაღაც მძიმე ტრაგედია გადაეტანა, რომლის შველაც მხოლოდ ღამეს
შეეძლო. სიჩუმისა და ჯერჯერობით უხილავი გრძნობებისაგან დაბადებულმა ამ
განცდამ მალევე გაუარა. ლიუსის იშვიათად უჩნდებოდა ასეთი დახვეწილი და
ფაქიზი ემოციები და, როგორც კი მისტერ ემერსონი მოვიდა, ახალგაზრდა
ქალიშვილიც მყისვე დაუბრუნდა გაუთავებელი ლაყბობის სამყაროს – სამყაროს,
რომელიც მისთვის ასე კარგად იყო ნაცნობი.

– გამოგიტანეს განაჩენი? – წყნარად ჰკითხა ვაჟიშვილმა მამას.

– არც კი ვიცი, რამდენ ადამიანს ჩავუშხამეთ ექსკურსია, – უპასუხა ემერსონმა, –


ისინი აღარ დაბრუნდებიან.

– ... თანდაყოლილი თანაგრძნობით აღსავსე... სისწრაფე, რომლითაც ის ამჩნევდა


სიკეთეს სხვა ადამიანებში... კაცთა მოდგმის თანამოძმეობის ხედვა... – ფრაზები
ლექციიდან წმინდა ფრანცისკის შესახებ სამლოცველოს კედლის მიღმაც
აღწევდა.

– თქვენ მაინც არ შეგიშლით ხელს სიამოვნების მიღებაში, – მიუბრუნდა მისტერ


ემერსონი ლიუსის, – უკვე დაათვალიერეთ წმინდანები?

– დიახ, – უპასუხა გოგონამ, – მშვენიერია. ხომ არ იცით, რომელ საფლავის ქვას


ასხამდა ხოტბას რესკინი?

ემერსონმა არ იცოდა, მაგრამ შესთავაზა, ერთად გამოეცნოთ. ჯორჯი, ლიუსის


გასახარად, მათ არ წაჰყვა. ლიუსი და მისტერ ემერსონი ერთად გაემართნენ
სანტა კროჩეში სახეტიალოდ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ბეღელს
ჩამოჰგავდა, თავის კედლებში მრავალ მშვენიერ ქმნილებას ინახავდა. მათ
ხვდებოდნენ მათხოვრები, რომელთათვისაც გვერდი უნდა აევლოთ;
ნახულობდნენ ნიშნებს, რომ სვეტების რიგში არ დაკარგულიყვნენ, შეხვდათ
მოხუცი ქალბატონი ძაღლით, მღვდელი, რომელიც ტურისტების ბრბოში
საკუთარი მრევლისკენ მოკრძალებულად მიიწევდა. მისტერ ემერსონი დიდად
არაფრით ინტერესდებოდა. ზოგჯერ იმ მღვდლისკენ აპარებდა თვალს, რომლის
წარმატებული ლექციაც შეაფერხა, და მერე შეშფოთებული გახედავდა ხოლმე
საკუთარ ვაჟიშვილს.

– რატომ მისჩერებია იმ ფრესკას? – იკითხა მან, – მასში ვერაფერი საინტერესო


ვერ დავინახე.
30
– მე მომწონს ჯოტო, – უპასუხა ლიუსიმ, – ტყუილად ხომ არ წერენ მის
პლასტიკურ ოსტატობაზე – მისი ქმნილებები არაჩვეულებრივია. მაგრამ დელა
რობიას ყრმები მირჩევნია.

– ასეც უნდა იყოს. ყრმა ერთ დუჟინ წმინდანს უდრის. ჩემი პირმშო კი მთელ
სამოთხეს მირჩევნია, თუმცა, როგორც ვხედავ, ჯოჯოხეთში ცხოვრობს.

ლიუსიმ ისევ იგრძნო, რომ მისტერ ემერსონის სიტყვები შეუფერებელი იყო,


მაგრამ გაჩუმდა.

– დიახ, ჯოჯოხეთში, – გაიმეორა მისმა თანმხლებმა, – ის უბედურია.

– ო, ღმერთო! – აღმოხდა ლიუსის.

ემერსონი ჩაფიქრდა და დაამატა:

– როგორ შეუძლია იყოს უბედური, როცა ასეთი ახალგაზრდა და ძლიერია? მას


ხომ ყველაფერი აქვს?! დაფიქრდით, რა პირობებში გაიზარდა – ყველა იმ
ცრურწმენისა და ბოროტებისაგან თავისუფალი, რაც აიძულებს ადამიანებს,
ღმერთის სახელით სძულდეთ ერთმანეთი. ისეთი განათლებით, როგორიც მას
აქვს მიღებული, უბრალოდ ვალდებულია, ბედნიერი იყოს!

ლიუსი ნამდვილად არ იყო დიდი თეოლოგი, მაგრამ იმ მცირედი ცოდნითაც, რაც


გააჩნდა, მიხვდა, რომ მის წინაშე უმეცარი და ურწმუნო ადამიანი იდგა. იმასაც
მიხვდა, დედამისს როგორ არ მოეწონებოდა, ამ ადამიანს რომ ელაპარაკებოდა.
შარლოტი კი საერთოდ აღშფოთდებოდა!

– რა მოვუხერხო? – წუხდა ემერსონი, – ჩამოვიდა იტალიაში, გასართობად, და ისე


იქცევა... ისე იქცევა, როგორც ის ბავშვი, საფლავის ქვაზე რომ წაიქცა. რა? რა
მითხარით?

მაგრამ ლიუსის ხმა არ ამოუღია. უეცრად ემერსონმა უთხრა:

– უბრალოდ, რაიმე სისულელე არ ჩაიდინოთ. მე ვერ დაგაძალებთ ჩემი შვილის


შეყვარებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმას მაინც შეძლებთ, რომ გაუგოთ.
თქვენ თითქმის ტოლები ხართ, მაგრამ თუ თქვენს გრძნობებს თავისუფლად
მიუშვებთ, იმედია, მაინც კეთილგონივრულად მოიქცევით. დამეხმარეთ. ის ისე
ცუდად იცნობს ქალებს, თქვენ კი დრო გაქვთ. აქ ხომ რამდენიმე კვირით
ჩამოხვედით? თქვენც არეული გაქვთ გონება, ამას გუშინდელი საღამო

31
მაფიქრებინებს. გაითავისუფლეთ თავი. ამოუშვით თქვენი სიღრმეებიდან ის
ფიქრები, რომლებიც არ გესმით და რომლებშიც ვერ გარკვეულხართ; მზის შუქზე
გამოიტანეთ – ასე ჩასწვდებით მათ არსს. თუ ჯორჯის გაგებას შეეცდებით,
საკუთარ თავსაც უკეთ გაუგებთ. ეს თქვენთვისაც კარგი იქნება და მისთვისაც.

ლიუსიმ არ იცოდა, რა პასუხი გაეცა ამგვარ უცნაურ ტირადაზე.

– უბრალოდ, ვიცი, რა არის მისი პრობლემა, მაგრამ არ ვიცი მიზეზები, –


დაასრულა ემერსონმა.

– და რა არის მისი პრობლემა? – შიშით ჰკითხა ლიუსიმ, რადგან რაღაც


გულშემზარავი ისტორიის მოსმენას ელოდა.

– ძველი ამბავია, – მიუგო ემერსონმა, – ქაოსი. სრული უწესრიგობაა.

– რა ქაოსი?

– ამ სამყაროში სრული უწესრიგობა სუფევს. ჭეშმარიტად ასეა.

ლიუსის საბოლოოდ აებნა თავგზა.

– მისტერ ემერსონ, რას გულისხმობთ?

ემერსონმა ჩვეული ხმით უპასუხა, ამიტომ ლიუსი ძლივს მიხვდა, რომ კაცი
ლექსს ციტირებდა:

„შორი დილიდან, საღამოიდან

თორმეტი ქარით დაბერილ ციდან

სიცოცხლის დვრიტა ჩემს ასაგებად

მოიბერა და აი, მე აქ ვარ“.

[ნაწყვეტი ალფრედ ედუარდ ჰაუსმანის ლექსიდან.]

– მეც და ჯორჯმაც ვიცით ეს, მაგრამ რატომ ტანჯავს ეს ყველაფერი? ვიცით, რომ
ქარისგან ვიშვით და ისევ ქარს შევუერთდებით; რომ ცხოვრება სხვა არაფერია,
თუ არა ხლართი, ხათაბალა, არეულობა, ლაქა სამყაროს მარადიულ, გლუვ

32
ზედაპირზე. მაგრამ ამის გამო სასოწარკვეთილებაში რატომ უნდა ჩავცვივდეთ?
არ ჯობია, ერთმანეთი გვიყვარდეს, ვიშრომოთ და მოვილხინოთ?! მსოფლიო
სევდის გამო თავის მტვრევისა არა მწამს.

მის ჰანიჩერჩი უსიტყვოდ დაეთანხმა.

– მაშ, აიძულეთ ჩემი ბიჭიც, ჩვენსავით იფიქროს. გაიგოს, რომ მარადიულ


კითხვაზე „რატომ?“ პასუხი არის „დიახ“, შეიძლება – დროებითი და ხანმოკლე,
მაგრამ მაინც „დიახ“.

უეცრად ლიუსის სიცილი წასკდა. როგორ არ უნდა გასცინებოდა?! ახალგაზრდა


ყმაწვილი მელანქოლიაშია გადავარდნილი მხოლოდ იმიტომ, რომ სამყაროში
ქაოსია, ხოლო ცხოვრება – ხათაბალაა ან ქარი, ან სულაც „დიახ“, ან რამე კიდევ
ამის მსგავსი! როგორ არ უნდა გაგეცინოს?!

– თუ შეიძლება, მომიტევეთ, – საჩქაროდ მოიბოდიშა მან, – ალბათ, გულქვა


გგონივართ, – და უეცრად ლიუსიმ დარბაისელი მატრონასავით გააგრძელა
ლაპარაკი: – თქვენი შვილი რამით უნდა დაკავდეს. ჰობი არა აქვს? მეც მაწუხებს
ხოლმე ცუდი აზრები და შიშები, მაგრამ როგორც კი ფორტეპიანოსთან ვჯდები,
მაშინვე მავიწყდება. ჩემს ძმას კი მარკების კოლექციონერობა ეხმარება.
შეიძლება, თქვენს ვაჟს იტალიაში ყოფნა მოსწყინდა, და უმჯობესია ალპებში ან
ტბებზე წახვიდეთ...

მოხუცებულმა სევდიანად გადახედა ლიუსის და მხარზე ხელი მოუთათუნა.


ლიუსი ამას არ შეუწუხებია, პირიქით, ეგონა, რომ მისმა რჩევამ შთაბეჭდილება
მოახდინა კაცზე და ეს ჟესტი მადლობის ნიშნად მიიჩნია. საერთოდაც, მასთან
ყოფნის უკვე აღარ ეშინოდა – ის კეთილი ადამიანი იყო, მაგრამ ოდნავ სულელი.
ლიუსი ამაღლებულ გუნებაზე დადგა ისევე, როგორც ერთი საათის წინ, როდესაც
ესთეტიკური გრძნობები მოეძალა, ბედეკერის დაკარგვამდე. ჯორჯი აკლდამების
გავლით მათკენ მოემართებოდა. ლიუსიმ ის უგერგილო და საცოდავ არსებად
აღიქვა. ბიჭი მათ მიუახლოვდა, სახეზე ჩრდილი ეცემოდა.

– მის ბარტლეტი, – თქვა მან.

– ო, ღმერთო ჩემო! – წამოიძახა ლიუსიმ, რომელიც უცბად მოვიდა აზრზე და


ყველაფერს სულ სხვა თვალით შეხედა, – სად? სად არის?

– ცენტრალურ ნეფში.

33
– გასაგებია, იმ ჭორიკანა მის ალანებმა, ალბათ... – უცებ გონს მოეგო და სიტყვა
პირზე შეაცივდა.

– საცოდავი გოგონა! – უცებ წამოიძახა მისტერ ემერსონმა, – საცოდავი გოგონა!

ამას კი ლიუსი უკვე ვეღარ აიტანდა, რადგან თავადაც ზუსტად ასე ფიქრობდა
საკუთარ თავზე.

– საცოდავი გოგონა? საერთოდ არ მესმის, რას გულისხმობთ. გარწმუნებთ, თავს


საკმაოდ იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. ძალიან ბედნიერი ვარ და მშვენივრად
ვატარებ დროს. გთხოვთ, არ არის საჭირო ჩემ გამო ცრემლების ღვრა. ამ
სამყაროში ისედაც ბევრი რამაა

სანაღვლო და ახლის გამოგონება არ ღირს. კარგად ბრძანდებოდეთ! ორივეს


მადლობას გიხდით თქვენი სიკეთისათვის. აი, ჩემი ბიძაშვილიც მოდის.
მშვენიერი დილაა, არა?! სანტა კროჩე კი შესანიშნავი ტაძარია.

და ლიუსი თავის ბიძაშვილს შეუერთდა.

III. მუსიკა, იები და ასო „ს“


ისე ხდებოდა, რომ ლიუსი, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრება საკმაოდ
ქაოსური ეჩვენებოდა, ფორტეპიანოს მიუჯდებოდა თუ არა, სულ სხვა სამყაროში
აღმოჩნდებოდა ხოლმე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანსა და ჰარმონიულში. აქ მას
არც მოწიწების გამოხატვა უწევდა, არც საკუთარი უპირატესობის ხაზგასმა; აქ არ
იყო საჭირო, ყოფილიყავი მონა, ან მეამბოხე. მუსიკის სამეფო არაამქვეყნიურია,
ის იღებს ყველას, ვინც აღზრდამ, ინტელექტმა და კულტურამ დაიწუნა.
სხვებისგან არაფრით გამორჩეული ადამიანი, რომელიც იწყებს დაკვრას,
ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ამაღლდება ემპირეაში [ძველი ბერძნების
წარმოდგენით: ცის ყველაზე მაღალი ნაწილი, სუფთა ცეცხლითა და სინათლით
მოცული, სადაც ცხოვრობენ ღმერთები, წმინდანები.], ჩვენ კი მას ქვემოდან
ვაკვირდებით და გვიკვირს, როგორ დაგვისხლტა ხელიდან; თან ვფიქრობთ,
როგორ შევიყვარებდით და გავაღმერთებდით მას, თავის ხილვებსა და განცდებს
34
ადამიანურ ენასა და საქციელზე თუ „გვითარგმნის“. ზოგს ეს არ შეუძლია, ან არ
უნდა, ან ძალიან იშვიათად იქცევა ასე. ლიუსი ასე არასოდეს იქცეოდა.

ის არ იყო ბრწყინვალე შემსრულებელი, მისი პასაჟები სულაც არ მოგაგონებდათ


მარგალიტების ასხმას, ხოლო სწორად აღებული ნოტების რაოდენობა ზუსტად
შეეფერებოდა მის ასაკსა და მდგომარეობას. არც იმ ტიპის ქალიშვილი გახლდათ,
ზაფხულობით, ღია ფანჯარასთან განსაკუთრებულად ტრაგიკული პიესების
ვნებიანად დაკვრა რომ უყვართ ხოლმე. ლიუსი ვნებიანად უკრავდა, მაგრამ მისი
ემოციის ბუნების დადგენა ადვილი არ იყო; ვნება იკარგებოდა სიყვარულს,
სიძულვილს, ეჭვიანობასა და ხატოვანი სტილისთვის დამახასიათებელ
ნიუანსებს შორის. ტრაგიზმი მის დაკვრაში მხოლოდ ჰეროიკული ან, უფრო
სწორად რომ ვთქვათ, ტრიუმფის სახით გამოსჭვიოდა. სალაპარაკო ენა ვერ
გადმოსცემს იმას, თუ რისი გამარჯვება, ანდა ვისზე გამარჯვება იგულისხმება.
ვერავინ უარყოფს, რომ ბეთჰოვენის ზოგიერთი სონატა ტრაგიკულია, მაგრამ
შემსრულებელზეა დამოკიდებული, საით წაიყვანს ტრაგიზმს –
სასოწარკვეთისკენ თუ ტრიუმფისაკენ. ლიუსი ყოველთვის უკანასკნელს
ანიჭებდა უპირატესობას.

წვიმიანმა შუადღემ ლიუსის საშუალება მისცა, ის ეკეთებინა, რაც მართლა


უყვარდა. მსუბუქი წახემსების მერე მან დრაპირებულ ფორტეპიანოს თავსახური
ახადა. რამდენიმე სტუმარი მის მოსასმენად და ქათინაურების სათქმელად
ჩამოჯდა, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ პიანისტი მათ ყურადღებას არ აქცევდა,
თავ-თავიანთ ოთახებში წავიდ-წამოვიდნენ: ზოგი – დღიურის საწერად, ზოგიც –
დასაძინებლად. ლიუსის ყურადღება არ მიუქცევია მისტერ ემერსონისთვის,
რომელიც თავის ვაჟს ეძებდა, არც მის ბარტლეტისთვის, რომელიც მის ლევიშს
ეძებდა, არც მის ლევიშისთვის, რომელიც თავის პორტსიგარს ეძებდა. როგორც
ყველა ჭეშმარიტი შემსრულებელი, ლიუსიც ნოტებთან უბრალო შეხებას
აღტაცებაში მოჰყავდა: თითქოს ისინი თითებზე ეფერებოდნენ და ამ შეხების
შეგრძნებისაგან, და არა მხოლოდ ბგერებისაგან, აღწევდა გულისწადილს.

მისტერ ბიბი შეუმჩნევლად იჯდა ფანჯარასთან და მის ჰანიჩერჩის


ბუნებისათვის ამ არადამახასიათებელ თვისებაზე ფიქრისას ის საღამო გაახსენდა
ტანბრიჯ უელსში, როდესაც ეს პირველად აღმოაჩინა. ერთ-ერთი ისეთი საღამო
იყო, როდესაც მაღალი კლასის წარმომადგენლები თავისზე დაბალ კლასებს
ართობენ. ეკლესია სავსე იყო პატივცემული აუდიტორიით, ქალბატონები და
ბატონები ვიკარის ხელმძღვანელობით მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ლექსებს
35
კითხულობდნენ ან შამპანურის ბოთლის საცობის გადახატვაში ვარჯიშობდნენ.
ჩამოთვლილ ნომრებს შორის იყო: „მის ჰანიჩერჩი. ფორტეპიანო. ბეთჰოვენი“.
მისტერ ბიბი ცდილობდა გამოეცნო, რას დაუკრავდა შემსრულებელი –
„ადელაიდას“ თუ „ათენის ნანგრევებს“, როდესაც ოცდამეთორმეტე სონატის
(ოპუს 111) შესავალმა აკორდებმა შეძრა. მთელი შესავლის განმავლობაში მისტერ
ბიბი ვერ ისვენებდა, რადგან მსმენელი იქამდე ვერ ხვდება შემსრულებლის
ჩანაფიქრს, სანამ ტემპი არ მოიმატებს. როდესაც ყურში მთავარი თემის გუგუნი
ჩაესმა, მიხვდა, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა, ხოლო ოპუსის ბოლო აკორდებში
აშკარად გამარჯვების მომასწავებელი ყიჟინა იყო ჩაქსოვილი. მას გაუხარდა, რომ
ლიუსიმ მხოლოდ სონატის პირველი ნაწილი შეასრულა, რადგან ჩახლართული
ცხრა-მეთექვსმეტედების მოსმენის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. აუდიტორიამ
კვლავ თავაზიანად დაუკრა ტაში. მისტერ ბიბმა ფეხების ბაკუნი წამოიწყო, –
მეტი რა შეეძლო საკუთარი აღფრთოვანების გამოსახატად?!

– ეს ვინ იყო? – ჰკითხა მან ვიკარს კონცერტის შემდეგ.

– ჩემი მრევლის ერთ-ერთი წევრის ბიძაშვილია. მის მიერ არჩეული ნაწარმოები


სულაც არ იყო დღევანდელი მდგომარეობის შესაფერისი. ბეთჰოვენის
მიმზიდველობა ხომ მის პირდაპირობასა და სიმარტივეშია, ასეთი არჩევანი კი
მხოლოდ შემსრულებლის თავნებობად შეიძლება მივიჩნიოთ; ამან არ შეიძლება,
არ გაგაღიზიანოს.

– გამაცანით, თუ შეიძლება.

– მას ძალიან გაუხარდება! ის და მის ბარტლეტი აღტაცებულნი არიან თქვენი


ქადაგებით.

– ჩემი ქადაგებით? – გაიკვირვა მისტერ ბიბმა, – ნეტავ ჩემი ქადაგება რამ


მოასმენინა...

როდესაც მან ლიუსი გაიცნო, მიხვდა, რომ მუსიკალური ინსტრუმენტის გარეშე


მის ჰანიჩერჩი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალი იყო – სქელი შავი თმითა და
ფერმკრთალი, ლამაზი, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სახის ნაკვთებით –
რომელსაც უყვარდა კონცერტებზე სიარული, თავის ბიძაშვილთან სტუმრობა,
ცივი ყავა და ბეზე. მისტერ ბიბს ეჭვი აღარ შეჰპარვია, რომ გოგონას მისი
ქადაგებაც მოეწონებოდა. მაგრამ, სანამ ტანბრიჯ უელსს დატოვებდა, ვიკარს

36
გაუზიარა ერთი აზრი, რომელიც ახლა გაუმხილა თავად ლიუსისაც, რომელმაც
ფორტეპიანო დახურა და, სიზმარში მყოფივით, მისკენ გაემართა.

– თუ მის ჰანიჩერჩი ოდესმე გადაწყვეტს ისე იცხოვროს, როგორც უკრავს, ეს


ნამდვილად ამაღელვებელი გამოცდილება იქნება, როგორც მისთვის, ასევე –
სხვებისთვისაც.

ლიუსი წამსვე დაუბრუნდა რეალობას:

– რა უცნაურია, – თქვა მან, – ვიღაცამ იგივე უთხრა დედაჩემს, მან კი უპასუხა,


რომ იმედი აქვს, არასოდეს გავრისკავ დუეტში დაკვრას.

– მისის ჰანიჩერჩს მუსიკა არ უყვარს?

– მუსიკის წინააღმდეგი არ არის. უბრალოდ არ მოსწონს, როდესაც ადამიანები


ზედმეტი ენთუზიაზმით ეკიდებიან რამეს. ჰგონია, სისულელეს ჩავდივარ, ასე
გატაცებული რომ ვარ მუსიკით. ის ფიქრობს, რომ... როგორ აგიხსნათ. იცით,
ერთხელ ვუთხარი, რომ ჩემი დაკრული უფრო მომწონს, ვიდრე – ნებისმიერი
სხვისი. ეს ვერაფრით გადაიტანა. რა თქმა უნდა, არ მიგულისხმია, რომ კარგად
ვუკრავ; უბრალოდ ვიგულისხმე, რომ...

– რასაკვირველია, – უპასუხა მღვდელმა, თან იმაზე დაფიქრდა, რატომ იწუხებდა


ლიუსი თავს ახსნა-განმარტებით.

– მუსიკა... – დაიწყო ლიუსიმ ისე, თითქოს რაღაც ზოგადი შენიშვნა უნდოდა


წარმოეთქვა, მაგრამ ვეღარ გააგრძელა და გაფანტული მზერა მიაპყრო „სველ“
იტალიას, ფანჯრიდან რომ მოჩანდა. წვიმამ სამხრეთის ცხოვრება არია, ყველაზე
გრაციოზული ევროპული ნაცია უფორმო ტანსაცმლის მასად ქცეულიყო.

ქუჩა და მდინარე ჭუჭყიანი ყვითელი იყო, ხიდი – ჭუჭყიანი ნაცრისფერი,


გარშემო გორაკები კი ჭუჭყიან იასამნისფრად შეღებილიყო და სადღაც მათ
მიდამოებში ჩამალულიყვნენ მის ლევიში და მის ბარტლეტი, რომელთაც სწორედ
ამ შუადღეს გადაეწყვიტათ ტორე დელ გალოს დათვალიერება.

– რას ამბობდით მუსიკაზე? – ჰკითხა მისტერ ბიბმა.

– საწყალი შარლოტი, ალბათ, მთლად გაიწუწა, – უპასუხა ლიუსიმ.

ამგვარი საქციელი მის ბარტლეტისთვის დამახასიათებელი იყო; ის ყოველთვის


ცივ და უჟმურ ამინდში აიტეხდა ხოლმე სადმე წასვლას და საღამოს სახლში
37
გაყინული, დაღლილი, მშიერი და მოტეხილი ბრუნდებოდა, დასვრილი
ქვედაწელით, დასველებული ბედეკერითა და ყელის ტკივილით. სხვა დღეებში,
როდესაც სამყარო თითქოს ზეიმობდა, ჰაერი კი ღვინოსავით მათრობელა იყო,
მის ბარტლეტი სასტუმრო ოთახიდან ფეხს არ იცვლიდა, ამბობდა, დავბერდი,
სადღა შემიძლია, ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე გოგონას კომპანიონობა
გავუწიოო.

– მის ლევიშმა თქვენი ბიძაშვილი გზას ააცდინა. ალბათ, იმედოვნებს, რომ


ჭეშმარიტ იტალიას მხოლოდ წვიმაში თუ აღმოაჩენს.

– მის ლევიში ისეთი ორიგინალურია, – ჩაიბუტბუტა ლიუსიმ. ეს სტანდარტული


შენიშვნა პანსიონატ „ბერტოლინიში“ დამკვიდრებულ

განსაზღვრებათა შორის ყველაზე აღმატებულს წარმოადგენდა. მის ლევიში


ისეთი ორიგინალური იყო! მისტერ ბიბს ამის თაობაზე საკუთარი მოსაზრება
ჰქონდა, მაგრამ ეს შეიძლებოდა მისი პროფესიისთვის დამახასიათებელი
სწორხაზოვნებისათვის მიეწერათ. ამ და სხვა მიზეზთა გამო მან გაჩუმება
ამჯობინა.

– მართალია, რომ მის ლევიში წიგნს წერს? – მოწიწებით იკითხა ლიუსიმ.

– ასე ამბობენ.

– რის შესახებ?

– ეს იქნება რომანი თანამედროვე იტალიის შესახებ, – მიუგო მისტერ ბიბმა, –


უფრო დაწვრილებით თუ გაინტერესებთ, მიმართეთ მის კათრინ ალანს,
რომელიც, სხვებთან შედარებით, ვისაც ვიცნობ, საუცხოოდ ხმარობს სიტყვებს.

– მინდა, რომ თვითონ მიამბოს. თავიდან ისე დავმეგობრდით. მაგრამ იმ დილით


სანტა კროჩეში ნამდვილად არ უნდა გაქცეულიყო ჩემს ბედეკერთან ერთად.
შარლოტი ძალიან უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ, ფაქტობრივად, მარტო მიპოვა
ეკლესიაში, ამიტომაც მეც, ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი.

– ქალბატონები კი, როგორც ჩანს, შერიგდნენ.

მისტერ ბიბი დაინტერესდა ამ უეცარი მეგობრობით, რომელიც ისეთ


განსხვავებულ ქალებს შორის აღმოცენდა, როგორიც მის ბარტლეტი და მის
ლევიში იყვნენ. ისინი სულ ერთად ატარებდნენ დროს, ლიუსი კი მათთან თავს

38
მუდამ ზედმეტად გრძნობდა. ეგონა, მის ლევიშის ბუნებას იცნობდა, აი, მის
ბარტლეტს კი შეეძლო უცნაურობის უაზრო, მაგრამ უცნობი სიღრმეები
გამოემჟღავნებინა. ნუთუ იტალიამ აიძულა, უარი ეთქვა მკაცრი და
თავდაჭერილი კომპანიონის როლზე, როგორი შთაბეჭდილებაც მან ტანბრიჯ
უელსში დატოვა? მთელი ცხოვრება უყვარდა შინაბერებზე დაკვირვება; ისინი
მისი სპეციალიზაციის სფეროს წარმოადგენდნენ, ხოლო საკუთარი პროფესიის
წყალობით მათ შესასწავლად ხელსაყრელი გარემოებები არ აკლდა.
ლიუსისნაირი გოგონები მომხიბვლელნი კი იყვნენ, მაგრამ მისტერ ბიბს
სერიოზული მიზეზები ჰქონდა საპირისპირო სქესის მიმართ გარკვეული
გულგრილობის შესანარჩუნებლად, ამიტომ ქალებით გატაცებას ერჩია, მათი
ბუნებით დაინტერესებულიყო.

ლიუსიმ მესამედ გაიმეორა, რომ საბრალო შარლოტი გაილუმპებოდა. არნო


ადიდებულიყო და სანაპიროზე პატარა ორთვალების ნაკვალევი გადაერეცხა.
სამხრეთ-დასავლეთით მოყვითალო ბურუსის გამოჩენა შეიძლებოდა უკეთესი
ამინდის მომასწავებელიც ყოფილიყო და უარესისაც. ლიუსიმ შესამოწმებლად
ფანჯარა გამოაღო, ცივი ჰაერი ოთახში შემოიჭრა, რის გამოც მის კათრინ ალანს,
რომელიც ამ დროს ოთახში შემოვიდა, გულსაკლავი კვნესა აღმოხდა.

– ოჰ, ძვირფასო მის ჰანიჩერჩ, გაცივდებით! და მისტერ ბიბიც თქვენთან ერთად!


ვინ იფიქრებდა, რომ იტალიაში ასე აცივდებოდა?! ჩემი და სათბურათი თბება; ამ
პანსიონატში არანაირი კომფორტი და პირობა არ არის.

ის გაუბედავად ჩამოჯდა ლიუსისა და მღვდლის გვერდით; თავს ისევე


უხერხულად გრძნობდა, როგორც ყოველთვის, როცა შედიოდა ოთახში, სადაც
მხოლოდ მამაკაცი, ან ქალი და კაცი იმყოფებოდნენ.

– მესმოდა თქვენი არაჩვეულებრივი დაკვრა, მის ჰანიჩერჩ, მიუხედავად იმისა,


რომ ოთახის კარი მოხურული მქონდა; ეს აუცილებელია. ამ ქვეყანაში პირადი
სივრცის შესახებ წარმოდგენა არავის აქვს. და ეს გადამდებია.

ლიუსიმ შესაფერისი პასუხი გასცა. მისტერ ბიბს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო


ქალბატონებისთვის თავისი თავგადასავალი მოეყოლა, მოდენაში რომ გადახდა
თავს, სადაც მოახლე სააბაზანოში შემოუვარდა და მხიარულად მიაძახა: „არ
ინერვიულოთ, მე უკვე არც ისე ახალგაზრდა ვარ“, და მხოლოდ ამას დასჯერდა:

39
– სრულიად გეთანხმებით, მის ალან. იტალიელები ძალიან არასასიამოვნო
ხალხია. ყველაფერში უყვართ ცხვირის ჩაყოფა, ყველაფერს ხედავენ და ისიც კი
ჩვენზე უკეთ იციან, რა გვინდა. მათ ხელში ვართ. ისინი ჩვენს აზრებს
კითხულობენ, ჩვენი სურვილების წინასწარ გამოცნობა შეუძლიათ. ყველანი –
მეეტლით დაწყებული, ჯოტოთი დამთავრებული – თავით-ფეხებამდე
ამოგატრიალებენ, რაც სულაც არ მსიამოვნებს. თან სინამდვილეში რა
ზედაპირულები არიან! ინტელექტუალურ ცხოვრებაზე წარმოდგენაც კი არა აქვთ.
რა სწორად აღნიშნა სინიორა ბერტოლინიმ ამასწინათ: „მისტერ ბიბ, რომ
იცოდეთ, ბავშვების განათლების გამო ნერვიულობს. ჩემს პატარა ვიქტორიერს არ
უნდა, ვიღაც უმეცარ იტალიელი ასწავლოს, რომელიც არაფრის ახსნა არ
შეუძლია!“

მის ალანმა მთლად კარგად ვერ გაიგო, რისი თქმა უნდოდა მღვდელს, მაგრამ
მიხვდა, რომ ის მსუბუქად მასხრად იგდებდა მას. მის დას კი იმედი გაუცრუვდა,
ის მღვდლისგან, რომელსაც მელოტი თავი და ჟღალი ბაკენბარდები ჰქონდა,
გაცილებით მეტს ელოდა. მართლაც, ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ ასეთი
სამხედრო გარეგნობის მიღმა შემწყნარებლობა, თანაგრძნობა და იუმორის
გრძნობა იმალებოდა?!

მის ალანი კარგად ვერ მოკალათდა სავარძელში და ბოლოს ამის მიზეზიც გაირკვა
– მოხუცი ქალბატონი წამოიწია და გამოიღო წითელი თითბერის პორტსიგარი,
რომელსაც ფირუზისფერი ინიციალები „ე. ლ.“ ჰქონდა ამოტვიფრული.

– ეს მის ლევიშის პორტსიგარია, – აღნიშნა მღვდელმა, – კარგი ტიპია ლევიში,


მაგრამ დროა, ჩიბუხზე გადავიდეს.

– ოჰ, მისტერ ბიბ, – აღმოხდა მის ალანს; მასში მოწიწება მხიარულებას ებრძოდა,
– რა თქმა უნდა, საშინელებაა, რომ მის ლევიში ეწევა, მაგრამ ეს არც ისე ცუდია,
როგორც გგონიათ. ის თამბაქოს მას მერე მიეძალა, რაც მისი ცხოვრების მთავარი
ნაშრომი მეწყერმა გაანადგურა. ეს სავსებით ამართლებს მის მავნე ჩვევას.

– ეს როგორ მოხდა? – იკითხა ლიუსიმ.

მღვდელი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, ამბის მოსასმენად მოემზადა და მის


ალანმაც მოყოლა დაიწყო:

– ეს რომანი იყო, და, თუ რამე გამეგება, არც ისე კარგი. სამწუხაროა, როცა
ნიჭიერი ადამიანები თავიანთ ტალანტს შესაბამისად ვერ იყენებენ, არადა
40
ძირითადად სულ ასე ხდება. ასე იყო თუ ისე, მის ლევიშმა თავისი თითქმის
დამთავრებული რომანი გროტში, სასტუმრო „კაპუჩინისთან“, ამალფიში დატოვა,
თვითონ კი ცოტაოდენი მელნის საყიდლად წავიდა. მელნის ყიდვა გაუგრძელდა,
ხომ იცით, როგორები არიან ეს იტალიელები... ამასობაში კი გროტი გრუხუნით
ჩამოინგრა პლაჟზე, ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ მის ლევიში ვერაფრით
იხსენებს იმას, რაც დაწერა. ამის მერე საცოდავი კარგა ხანს ავადმყოფობდა და
სწორედ მაშინ მიეჩვია მოწევას. ეს დიდი საიდუმლოა, მაგრამ გაგიმხელთ, რომ
ახალი რომანის წერა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ტერეზასა და მის პოულს
უამბო, რომ ადგილობრივი კოლორიტი უკვე საკმარისად შეითვისა – ეს ახალი
რომანი თანამედროვე იტალიაზეა, წინა კი ისტორიული იყო. მაგრამ არ შეუძლია
დაწყება, სანამ იდეა არ მოუვა. შთაგონებისთვის თავიდან პერუჯაში გაემგზავრა,
მაგრამ შემდეგ აქ გადმოინაცვლა; ეს ამბავი აუცილებლად ჩვენ შორის უნდა
დარჩეს. ეს ყველაფერი გადაიტანა და მაინც ასეთი ხალისიანია! სრულიად
გულწრფელად მჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც თვისება, რომელიც
აღფრთოვანებას იმსახურებს – მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი შესაძლოა
საერთოდ არ მოგვწონდეს.

მის ალანს ვინმეს გაკიცხვას ყოველთვის შემწყნარებლობა ერჩია. მის შენიშვნებს


დელიკატური პათოსი გასდევდა, რაც მათ მოულოდნელ სილამაზეს ჰმატებდა,
ისევე, როგორც ბებერ ტყეში ხანდახან დატრიალდება სურნელი, რომელიც
ზაფხულს გვაგონებს ხოლმე. მის ალანი მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და
თითქოს მოიბოდიშა:

– ასეა თუ ისე, ის მაინც, ცოტა არ იყოს... ქალისთვის შეუფერებლად მოიქცა-


მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან უცნაურად კი იქცეოდა, როდესაც ემერსონები
ჩამოვიდნენ.

მისტერ ბიბს გაეღიმა, როცა მის ალანმა იმ ისტორიის მოყოლა დაიწყო, რომელსაც
იცოდა, ჯენტლმენის თანდასწრებით ვერ დაასრულებდა.

– არ ვიცი თუ შეგიმჩნევიათ, მის ჰანიჩერჩ, – დაიწყო მან, – რომ მის პოულს,


ქერათმიან ქალბატონს, სადილობისას ლიმონათის დალევა უყვარს. ეს მისტერ
ემერსონი კი ისეთ უცნაურ შენიშვნებს ისვრის ხოლმე...

მის ალანმა პირი დააღო, მაგრამ ვეღარ გააგრძელა, გაჩუმდა. მღვდელი, რომელიც
საოცარი ტაქტით გამოირჩეოდა, ჩაის შესაკვეთად გავიდა და მის ალანმა
ნაჩქარევი ჩურჩულით გააგრძელა:
41
– სტომაქი! მან მის პოულს ურჩია, სტომაქს გაფრთხილებოდა, კუჭის მჟავიანობა
ახსენა, ალბათ, კეთილი რჩევის მიცემა სურდა. მართალი გითხრათ, იმ წუთას,
ცოტა არ იყოს, დავიბენი და გამეცინა; ეს ისეთი მოულოდნელი იყო! თუმცა
ტერეზამ აღნიშნა, რომ ეს სულაც არ იყო სასაცილო. მაგრამ მის ლევიში მოიხიბლა
იმით, თუ როგორ საუბრობდა უფროსი ემერსონი ს...-ს შესახებ, და საერთოდ,
განაცხადა, რომ ურთიერთობისას უბრალოებას ანიჭებდა უპირატესობას და
უყვარდა ისეთ ხალხთან შეხვედრა, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ და
მეტყველებენ. მან გადაწყვიტა, რომ ემერსონები კომერსანტები არიან,
„კომივოიაჟორები“ – ეს სიტყვა გამოიყენა. შემდეგ კი, სადილობისას, ცდილობდა
დაემტკიცებინა, რომ ინგლისი – ჩვენი დიადი და საყვარელი ქვეყანა – მხოლოდ
და მხოლოდ კომერციაზეა დაფუძნებული. ტერეზა ძალიან გაღიზიანდა.
მაგიდიდან ისე წამოდგა, რომ ყველს არც კი დალოდებია, ლორდ ტენისონის
არაჩვეულებრივ პორტრეტზე მიუთითა და თქვა: „ეს კაცი, მის ლევიშ, თქვენს
სიტყვებს უკეთ უარყოფს, ვიდრე მე“. მის ლევიშმა კი ჩაილაპარაკა: „ოჰ, ეს
ადრეული ვიქტორიანელები! წარმოგიდგენიათ?! ეს ადრეული ვიქტორიანელები!“
ჩემი და წავიდა, მე კი საჭიროდ ჩავთვალე, ჩემი აზრი გამომეთქვა და ვუთხარი:
„მის ლევიშ! მეც ადრეულ ვიქტორიანელებს მივეკუთვნები და არ ვაპირებ ჩვენი
ძვირფასი დედოფლის კიცხვის ან ძრახვის ატანას!“ ასეთი რაღაცების ლაპარაკი
საშინელებაა. მე გავახსენე მის ლევიშს, როგორ გაემგზავრა დედოფალი
ირლანდიაში, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ. მინდა გითხრათ, რომ ჩემმა
სიტყვებმა შთაბეჭდილება მოახდინა – მის ლევიშს თითქოს მეტყველების უნარი
წაერთვა, ხმას არ იღებდა. სამწუხაროდ, მისტერ ემერსონმა გაიგონა ჩემი ბოლო
სიტყვები და თავისი ბოხი ხმით დაამატა: „ნამდვილად ასეა, ნამდვილად!
ვაფასებ მაგ ქალს ირლანდიაში ვიზიტის გამო“. წარმოგიდგენიათ? დედოფლის
ასე მოხსენიება! მე ცუდად ვყვები, მაგრამ ხომ ხვდებით, როგორ ხათაბალაში
აღმოვჩნდი, და თან ეს ამბები ს...-ზე ლაპარაკს მოჰყვა. მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი
არ არის, – გააგრძელა მან, – სადილის შემდეგ მის ლევიში ჩემთან მოვიდა და
განაცხადა: „მოსაწევ ოთახში ვაპირებ გასვლას, იმ ორ სასიამოვნო ჯენტლმენს
მინდა გავესაუბრო. წამოხვალთ ჩემთან ერთად?“ რა თქმა უნდა, ასეთ
შეუფერებელ შეთავაზებაზე უარი ვთქვი, მაგრამ მის ლევიში გაკადნიერდა და
მითხრა, რომ ემერსონებთან ურთიერთობა ჩემს მსოფლმხედველობას
გააფართოებდა. მერე კი იმის მოყოლა დაიწყო, რომ ოთხი ძმა ჰყავს, რომელთაგან
სამმა უნივერსიტეტი დაამთავრა, მეოთხე კი ჯარში მსახურობს, და მისი ძმები
კომერსანტებთან საუბრის შესაძლებლობას ხელიდან არასოდეს უშვებენ.

42
– ნება მომეცით, მე დავასრულო ეს ისტორია, – ჩაერთო მისტერ ბიბი, რომელიც
სასტუმრო ოთახში დაბრუნებულიყო.

– მის ლევიშმა სცადა, მის პოული, მე და კიდევ სხვები რიგრიგობით


დაეყოლიებინა, მერე კი განაცხადა, რომ მოსაწევ ოთახში მარტო წავიდოდა.
წავიდა. ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ იქიდან შეუმჩნევლად გამოვიდა,
პასიანსის მწვანე მაუდის დაფა გამოიტანა და კარტის გაშლა დაიწყო.

– და რა მოხდა მოსაწევ ოთახში? – წამოიძახა ლიუსიმ.

– არავინ იცის, – უპასუხა მღვდელმა, – ვერც ვერასდროს გავიგებთ. მის ლევიში


ვერ ბედავს მოყოლას, მისტერ ემერსონს კი, ალბათ, სალაპარაკოდაც არ მიაჩნია.

– მითხარით, მისტერ ბიბ, – გააგრძელა ლიუსიმ, – უფროსი მისტერ ემერსონი


კარგი ადამიანია?

მღვდელს გაეცინა და ლიუსის ურჩია, ეს თავად გაერკვია.

– მაგრამ ეს ისე რთულია... ხანდახან მეჩვენება, რომ სულელია, მაგრამ ზოგჯერ


სასიამოვნოცაა მასთან ყოფნა. მის ალან! თქვენ რას ფიქრობთ? კარგი ადამიანია?

მოხუცმა ქალბატონმა თავი გააქნია და უკმაყოფილოდ ამოიოხრა. მისტერ ბიბი,


რომელსაც ეს საუბარი ამხიარულებდა, მის ალანს მიუბრუნდა:

– თქვენ მაინც, მის ალან, უბრალოდ ვალდებული ხართ, ის კარგ ადამიანად


მიგაჩნდეთ იების ისტორიის მერე.

– იების? – აღელდა მის ალანი, – ო, ღმერთო! ვინ მოგიყვათ? პანსიონატი ჭორების


ბუდეა. არა, უბრალოდ, არ შემიძლია დავივიწყო, როგორ მოიქცნენ ისინი მისტერ
იგერის ლექციისას სანტა კროჩეში. საცოდავი მის ჰანიჩერჩი! ეს ნამდვილად
საშინელება იყო. მათზე აზრი შევიცვალე. არ მომწონს ემერსონები. სულაც არ
არიან სასიამოვნო ადამიანები.

მისტერ ბიბს უდარდელად გაეღიმა. იგი ფრთხილად ცდილობდა, პანსიონატის


საზოგადოებას ემერსონები თავის წევრებად მიეღო. მაგრამ ეს იდეა აშკარად
კრახს განიცდიდა და ამჟამად მღვდელი იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც მამა-
შვილის მიმართ მეგობრულ განწყობას ამჟღავნებდა. მის ლევიში, რომელიც
ინტელექტის განსახიერება გახლდათ, მათ მტრულად ეკიდებოდა; დები
ალანები, რომლებიც კარგი აღზრდით გამოირჩეოდნენ, იმავეს იზიარებდნენ. მის

43
ბარტლეტი კი, რომელიც თავშეკავებულობის სადარაჯოზე იდგა, ზრდილობის
გამო თუ ესალმებოდა მათ. აი, ლიუსის დამოკიდებულება კი სულ სხვა საქმე
იყო. სანტა კროჩეში მომხდარი სკანდალის შესახებ მისი ბუნდოვანი
მონაყოლიდან მღვდელმა დაასკვნა, რომ ემერსონებმა განზრახ სცადეს ლიუსის
გადაბირება და მისთვის სამყაროს საკუთარი, მეტად უცნაური,
თვალთახედვიდან ჩვენება, თავიანთი სიხარულისა და სადარდებლის თავს
მოხვევა. ეს მათი მხრიდან კადნიერება იყო. მღვდელს ერჩია, მათ ხელი
მოცარვოდათ, არ უნდოდა, ნორჩ გოგონას მათი მხარე დაეჭირა. მან ხომ,
ფაქტობრივად, არაფერი იცოდა ემერსონებზე; საერთოდ, პანსიონატებისთვის
დამახასიათებელი სიხარული და სადარდებელი დროებითი ამბავი იყო, ლიუსი
კი მისი მრევლის წევრი უნდა გამხდარიყო.

ლიუსიმ, რომელიც ფანჯრიდან წვიმიან ფლორენციას გაჰყურებდა, ბოლოს


განაცხადა, რომ ემერსონები კარგ ადამიანებად მიაჩნდა, მაგრამ ისინი დიდი
ხანია აღარ უნახავს – მათი სკამებიც კი აიღეს სასადილო მაგიდიდან.

– მაგრამ ისინი ხომ სულ ცდილობენ, სადმე დაგპატიჟონ, ძვირფასო, – შენიშნა


ცნობისმოყვარე მის ალანმა.

– მხოლოდ ერთხელ სცადეს. შარლოტს ეს არ მოეწონა და შესაბამისი პასუხი


გასცა, რა თქმა უნდა, ზრდილობის ფარგლებში.

– სწორია, – ცხვირი აიბზუა მის ალანმა, – ისინი ჩვენი წრისანი არ არიან,


საკუთარი ადგილი უნდა იცოდნენ.

მისტერ ბიბი ფიქრობდა, რომ ემერსონებისთვის, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა,


საერთოდ გამქრალიყვნენ ამ საზოგადოებიდან და ადგილებიდან. მათ უარი
თქვეს მცდელობაზე, ჩართულიყვნენ პანსიონატის საზოგადოების ცხოვრებაში
და ბოლო ხანებში მამაც ისევე ჩუმად იჯდა, როგორც შვილი. მღვდელს
განეზრახა, წასვლის წინ მაინც მოეწყო მათთვის სასიამოვნო გასეირნება –
ექსკურსია; ლიუსიც, რომელიც, რა თქმა უნდა, თავის კომპანიონთან ერთად
იქნებოდა, გაართობდა მათ. მისტერ ბიბის საყვარელი საქმიანობა იყო,
ადამიანებისთვის მიეცა შესაძლებლობა, კარგი მოგონებები დარჩენოდათ.

სანამ ისინი სასტუმრო ოთახში მასლაათობდნენ, საღამოც მოახლოვდა. ჰაერი


გასუფთავდა და თითქოს განათდა, ხეები და გორაკები უფრო ღია ფერებით
მოიხატა, არნო კი დამშვიდდა, დაიწმინდა და აციმციმდა. ღრუბლებს ალაგ-ალაგ

44
მომწვანო და მოლურჯო ფერი დაჰკრავდა, დედამიწას მკრთალი ნათელი
დასთამაშებდა, სან-მინიატოს ნაწვიმარ შენობაზე კი ჩამავალი მზის სხივები
აბრჭყვიალდა.

– უკვე გვიანია გარეთ გასვლა, – შვებით ამოისუნთქა მის ალანმა, – ყველა


გალერეა დაკეტილია.

– მე კი გავალ, – თქვა ლიუსიმ, – მინდა, წრიული ტრამვაით მთელი ქალაქი


მოვიარო. მძღოლის გვერდზე დავჯდები.

თანამოსაუბრეებმა ლიუსის სერიოზული შეშფოთებით გახედეს. მისტერ ბიბმა,


რომელიც მის ბარტლეტის არყოფნაში ლიუსიზე პასუხისმგებლად თვლიდა
თავს, გადაწყვიტა ჩარეულიყო:

– სიამოვნებით გამოვისეირნებდი თქვენთან ერთად, მაგრამ წერილები


დამიგროვდა. თუ მაინც გსურთ მარტო წასვლა, არ ჯობია ფეხით გაისეირნოთ?

– ტრამვაი სავსეა იტალიელებით. ხომ იცით, ძვირფასო! – მისტერ ბიბს მის


ალანიც აჰყვა.

– შეიძლება ისეთი ადამიანი შემხვდეს, რომელიც ქალაქს დამათვალიერებინებს.

მაგრამ მღვდელი და მოხუცი ქალბატონი თავებს უკმაყოფილოდ აქნევდნენ.


საბოლოოდ ლიუსი დანებდა და მისტერ ბიბს დაპირდა, რომ ცოტა ხნით
გაისეირნებდა და ისიც მხოლოდ იმ ქუჩებში, სადაც ტურისტები მრავლად
იყვნენ.

– აჯობებდა, დღეს საერთოდ არ გასულიყო გარეთ, – თქვა მღვდელმა. იგი


ფანჯრიდან ადევნებდა თვალს ლიუსის, რომელიც პანსიონატს ტოვებდა, – და ეს
მშვენივრად იცის. ეს, ალბათ, ამდენი ბეთჰოვენის ბრალია.

IV. მეოთხე თავი


მისტერ ბიბი მართალი იყო, ლიუსი მხოლოდ მუსიკასთან შეხების შემდეგ
აცნობიერებდა, რა სურდა სინამდვილეში. გოგონამ ვერც მღვდლის
მახვილგონიერება დააფასა, ვერც მის ალანის ორაზროვანი ტიკტიკი; მოსწყინდა
45
ამ საუბრის მოსმენა; სურდა რაიმე დიადი მომხდარიყო, თავგადასავალი
სწყუროდა; სჯეროდა, რომ შეიძლებოდა, ტრამვაის ქარიან ბაქანზე მაინც
გადახდენოდა თავს რამე.

მაგრამ ამ მცდელობაზე ხელი აიღო. მისი წრისა და აღზრდის ქალიშვილებისთვის


ტრამვაით მარტო მგზავრობა შეუფერებელია. რატომ? რატომაა ყველაფერი
მნიშვნელოვანი – ქალისთვის შუფერებელი? შარლოტმა ერთხელ აუხსნა,
რატომაც – იმიტომ კი არა, რომ ქალები კაცებზე დაბლა დგანან, ქალები
უბრალოდ სხვანაირები არიან. მათი დანიშნულება ცხოვრებაში რაიმეს მიღწევა
კი არა, სხვების შთაგონებაა. ირიბად, საკუთარი ტაქტისა და უმწიკვლო სახელის
მეშვეობით, ქალს შეუძლია უამრავ რამეს მიაღწიოს. მაგრამ თუ ის თავად
ჩაებმება პაექრობაში, ჯერ გაკიცხავენ და დაძრახავენ, მერე შეიძულებენ,
საბოლოოდ კი გარიყავენ. ამის შესახებ არაერთი პოემა დაწერილა.

ეს შუა საუკუნეების დონა, ფაქტობრივად, უკვდავ იდეალად იქცა. დრაკონები


გადაშენდნენ, რაინდებიც, მაგრამ „უკვდავი დონა“ მაინც არ კარგავს
მნიშვნელობას. ის მრავალ ადრევიქტორიანულ სასახლეს განაგებდა, მას არაერთი
ადრევიქტორიანელი პოეტი ასხამდა ხოტბას. სასიამოვნოა მისი დაცვა საქმეებს
შორის, მოცალეობის ჟამს; საამურია მისი ქება, მას მერე, რაც გემრიელ სადილს
მოგვიმზადებს. მაგრამ ვაგლახ! დღეს ეს არსება გადაგვარების გზაზეა. მის
გულშიც იღვიძებს უცნაურ სურვილთა ასრულების წადილი. მასაც იზიდავს
ქარბუქი, უკიდეგანო პანორამები, ზღვის უსასრულო, მწვანე სივრცეები. მანაც
აღმოაჩინა ეს სიმდიდრით, მშვენიერებითა და ძალადობით სავსე ამქვეყნიური
სამყარო – ეს შუაცეცხლის მოვარვარე ნაღვერდალი, შორეული ზეცისკენ რომ
მიილტვის. მამაკაცები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დონა შთააგონებს მათ,
დედამიწის გარშემო დახეტიალებენ, სხვა კაცებს ხვდებიან, თავს ბედნიერად
გრძნობენ – არა იმიტომ, რომ რაიმე მამაკაცურს სჩადიან, არამედ იმიტომ, რომ
უბრალოდ სიცოცხლით ტკბებიან. მაგრამ მალე ის „მარადიული ქალის“
დიდებულ ტიტულს მოიშორებს და წარმავალი სახით წარმოგვიდგება.

ლიუსი არ ჰგავდა შუა საუკუნეების ქალბატონს – დონა მისთვის ერთგვარ


იდეალს წარმოადგენდა, რომლისთვისაც კრძალვით უნდა აეხედა სერიოზულ
განწყობაზე ყოფნისას. მაგრამ არც მეამბოხე იყო. დროდადრო მას აღიზიანებდა
რაღაც უმნიშვნელო აკრძალვები და არღვევდა კიდეც მათ, მაგრამ მერე მაინც
ნანობდა ამას. დღეს კი, განსაკუთრებით ურჩ და მოუსვენარ განწყობაზე მყოფს,
შეეძლო ისეთი რამის ჩადენა, რაც მის კეთილისმყოფელებს სულაც არ
46
მოეწონებოდათ. თუ ტრამვაით სეირნობა არ შეიძლებოდა, ალინარის მაღაზიაში
მაინც შევიდოდა.

აქ მან ბოტიჩელის „ვენერას დაბადების“ ფოტოგრაფია იყიდა. ვენერა ამ


ყოველმხრივ თვალწარმტაც სურათს „აფუჭებდა“ და ადრე მის ბარტლეტმა
გოგონას ურჩია, ვენერა არ შეეძინა. (სურათის „გაფუჭებაში“, რა თქმა უნდა,
შიშველი სხეული იგულისხმებოდა.) ლიუსიმ ვენერას ჯორჯონეს „ჭექა-ქუხილი“,
„იდოლინო“, სიქსტეს კაპელას ფრესკები და ლისიპოსის „აპოქსიომენოსი“
დაამატა. ამან ოდნავ დააწყნარა და ფრა ანჯელიკოს „ღვთისმშობლის
კორონაცია“, ჯოტოს „წმინდა იოანეს ამაღლება“, დელა რობიას ყრმები და გვიდო
რენის რამდენიმე მადონაც შეიძინა. მრავალფეროვანი გემოვნება ჰქონდა და
მისთვის სრულიად უცხო იყო ცნობილი სახელების მიმართ კრიტიკული
მიდგომა.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის შვიდი ლირა დახარჯა, მისთვის


თავისუფლების კარიბჭე მაინც დახურული რჩებოდა. თავის უკმაყოფილებას
აცნობიერებდა და ეს სრულიად ახალი შეგრძნება იყო. „სამყარო, – ფიქრობდა ის, –
სავსეა მშვენიერი რაღაცებით; როგორ მინდა, მეც გადავეყარო მათ!“ გასაკვირი არ
არის, რომ მისის ჰანიჩერჩს არ მოსწონდა ქალიშვილის მუსიკით გატაცება –
მუსიკა გოგონას კაპრიზულ, არაპრაქტიკულ და ზედმეტად მგრძნობიარე
არსებად აქცევდა.

„ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება საინტერესო!“ – საკუთარ თავს შესჩივლა


ლიუსიმ, როდესაც სინიორიის მოედანზე გამოვიდა და გულგრილად გადახედა იმ
საოცრებებს, რომლებიც ახლა უკვე აღარ აკვირვებდა. დიდებულ მოედანს
ჩრდილი ეცემოდა – მზე ძალიან გვიან გამოვიდა. ბინდბუნდში ნეპტუნმა
თითქოს დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ნახევრად – ღმერთად, ნახევრად
აჩრდილად იქცა; მისი შადრევანი მსუბუქად ეშხეფებოდა მის კიდეზე უქმად
ჩამომსხდარი ღმერთებისა და სატირების ფიგურებს. ლოჯია ლანცი ჰგავდა
გამოქვაბულს სამი შესასვლელით, სადაც იდუმალებით მოცულ, მაგრამ უკვდავ
ღვთაებებს დაუდვიათ ბინა და იქიდან გულგრილად ადევნებენ თვალს
კაცობრიობას. უცნაური და ჯადოსნური საათი იდგა – საათი, როცა უცხო და
უჩვეულო უეცრად რეალური ხდება.

47
შედარებით ასაკოვანი ადამიანი, ამ დროს ამ ადგილას რომ აღმოჩენილიყო,
მიხვდებოდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება და კმაყოფილი
დარჩებოდა. ლიუსის კი მეტი სურდა.

მან ნაღვლიანი მზერა მიაპყრო სასახლის კოშკს, რომელიც ამ სიბნელეში ოქროს


სვეტივით აღმართულიყო. თითქოს ეს უკვე აღარ იყო კოშკი, თითქოს მიწაზე არ
იდგა; მიუღწეველი საგანძურივით, მოწმენდილ ცაზე ათინათებით ელვარებდა.
მისმა ბრწყინვალებამ ლიუსი მოაჯადოვა. კოშკი ჯერ კიდევ კრთოდა მის
თვალწინ, როდესაც გოგონამ მზერა დახარა და სახლისაკენ გაემართა.

მერე კი რაღაც მოხდა.

ლოჯიასთან ორმა იტალიელმა ვალის გამო კინკლაობა დაიწყო. „Cinque lire


[Cinque lire (იტალ.) – ხუთი ლირა.], – ყვიროდნენ ისინი. – cinque lire!“ უეცრად
ერთი მეორეს დაეტაკა და მკერდში ჩაარტყა. მან წარბები შეჭმუხნა და
ლიუსისკენ შემოტრიალდა, ინტერესით შეჰყურებდა – თითქოს მისთვის რაღაც
მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი. შემდეგ პირი გააღო, ცდილობდა რაღაც
ეთქვა, პირიდან წითელმა სითხემ გადმოხეთქა, გაუპარსავ ნიკაპზე ჩამოუვიდა.

სულ ეს იყო. ბინდს ხალხის ტალღა გამოეყო და ეს უცნაური კაცი მათში ჩაიმალა,
ის შადრევნისაკენ წაიყვანეს. მისტერ ჯორჯ ემერსონი რამდენიმე ნაბიჯში იდგა
და ლიუსის უყურებდა, სწორედ მათ შორის გათამაშდა ეს სცენა. რა უცნაურია!
ახალგაზრდა კაცი მოპირდაპირე მხარეს იდგა და თვალს არ აშორებდა. ლიუსიმ
შეამჩნია იგი, მაგრამ თითქოს მკაფიოდ ვეღარ ხედავდა მას. ირგვლივ ყველაფერი
ჩაბნელდა და დატრიალდა, მერე ნაზად, ნელა, უხმოდ დაეცა ზემოდან და ცაც მას
მიჰყვა.

„ეს რა გავაკეთე?“ – გაიფიქრა მან.

– ეს რა გავაკეთე? – წაილუღლუღა ლიუსიმ და თვალები გაახილა.

ჯორჯ ემერსონი ისევ მას უყურებდა, მაგრამ ზემოდან დაჰყურებდა.


მოწყენილობას უჩიოდა და, აი! ერთი კაცი მის თვალწინ დაჭრეს, მეორეს კი
მკლავებში ჰყავდა მომწყვდეული.

უფიცის გალერეის არკადის კიბეებთან ისხდნენ. ალბათ ხელში აიყვანა და აქ


გადმოიყვანა. როცა ლიუსიმ ხმა ამოიღო, ჯორჯი წამოდგა და მუხლებიდან
მტვერი ჩამოიბერტყა.

48
– ეს რა გავაკეთე? – გაიმეორა ქალიშვილმა.

– გული წაგივიდათ.

– მე... მე ძალიან ვწუხვარ.

– ახლა როგორ გრძნობთ თავს?

– მშვენივრად... ძალიან კარგად – უპასუხა ლიუსიმ, თან დასტურის ნიშნად თავი


დაუქნია და გაიღიმა.

– მაშინ სახლში წავიდეთ. ჩვენ აქ დარჩენას აზრი არა აქვს.

მან ხელი გაუწოდა წამოსაყენებლად. ლიუსიმ თითქოს ვერ შეამჩნია.


შადრევნიდან მომავალი შეძახილები არ წყდებოდა და უშინაარსოდ იფანტებოდა
ჰაერში. მთელი სამყარო თითქოს გაიცრიცა და თავდაპირველი მნიშვნელობა
დაკარგა.

– რამხელა სიკეთე გამოიჩინეთ ჩემ მიმართ. დავარდნისას შეიძლებოდა რამე


მტკენოდა. მაგრამ ახლა კარგად ვარ. შემიძლია სახლში მარტო წავიდე, დიდი
მადლობა.

ჯორჯს ხელი ისევ გაწვდილი ჰქონდა.

– ჩემი ფოტოები! – წამოიძახა უცებ ქალიშვილმა.

– რა ფოტოები?

– ფოტოები ვიყიდე ალინარის მაღაზიაში. ალბათ მოედანზე დამიცვივდა, – მან


ჯორჯს გადახედა, – კიდევ ერთ სიკეთეს ხომ არ იზამთ და ფოტოებს ხომ ვერ
მომიტანთ?

ის ამ სიკეთესაც იზამდა. მაგრამ როგორც კი ზურგი შეაქცია, ლიუსი შეშლილივით


წამოხტა და არნოსკენ გაემართა.

– მის ჰანიჩერჩ! – ლიუსი გაჩერდა, გულზე ხელი მიიდო.

– წყნარად დაჯექით, სახლში მარტო წასასვლელად ჯერ მზად არ ხართ.

– არა, მარტო წასვლაც შემიძლია, გმადლობთ.

– არა, რომ შეგეძლოთ, მაშინ ჩუმად არ გაიპარებოდით.

49
– მაგრამ მირჩევნია...

– მაშინ ფოტოებს არ მოვიტან.

– მაგრამ მარტო ყოფნა მირჩევნია.

ჯორჯმა კატეგორიულად განუცხადა:

– ის კაცი მოკვდა. ის კაცი, ალბათ, მოკვდა. წყნარად იჯექით, სანამ თავს კარგად
არ იგრძნობთ.

შეცბუნებული ლიუსი მას დაემორჩილა.

– და არ გაინძრეთ, სანამ არ დავბრუნდები.

მოშორებით შავი კაპიუშონებით შემოსილი არსებები დაინახა, ისეთები,


სიზმარში რომ გვეცხადებიან ხოლმე. სასახლის კოშკი ჩამავალი მზის სხივებს
აღარ ირეკლავდა, მიწაზე დაეშვა. როგორ უნდა დაელაპარაკოს მისტერ ემერსონს,
როდესაც ის ბინდში გახვეული მოედნიდან დაბრუნდება? ისევ ის აზრი
უტრიალებდა თავში – „ეს რა გავაკეთე?“, აზრი, რომ მან, ისევე, როგორც
მომაკვდავმა კაცმა, რაღაც უხილავი სულიერი ზღვარი გადალახეს.

ჯორჯი დაბრუნდა და ლიუსიმ მკვლელობაზე დაიწყო ლაპარაკი. რაოდენ


უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ამ თემაზე საუბარი გაუადვილდა. იტალიური
ხასიათის შესახებ მსჯელობდა; იმ ინციდენტზე, რომლის გამოც ხუთი წუთის წინ
გული წაუვიდა, ახლა კი ენას ვერ აჩერდებდა. ფიზიკურად ძლიერმა, სისხლის
ხილვით გამოწვეული შიში მალევე დაძლია, ჯორჯის დახმარების გარეშე
წამოდგა და საკმაოდ მტკიცე ნაბიჯით გაემართა არნოსკენ, მაგრამ ისეთი
შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მის გულში უხილავი ფრთები თრთოდნენ. მეეტლემ
ხელი დაუქნია, წაყვანა შესთავაზა, მაგრამ მათ იუარეს.

– და, როგორც თქვენ ამბობთ, მკვლელმა სცადა მისთვის ეკოცნა, რა უცნაურები


არიან ეს იტალიელები! და მერე პოლიციას ჩაბარდა! მისტერ ბიბი ამბობდა, რომ
იტალიელებმა ყველაფერი იციან, მე კი მგონია, რომ, ცოტა არ იყოს, ბავშვურები
არიან. გუშინ, როცა მე და ჩემი ბიძაშვილი პიტის სასახლეში ვიყავით... ეს რა იყო?

ჯორჯმა მდინარეში რაღაც გადაყარა.

– რა გადაყარეთ?

50
– ის, რაც არ მჭირდებოდა, – უპასუხა გაგულისებულმა ემერსონმა.

– მისტერ ემერსონ!

– დიახ?

– სად არის ჩემი ფოტოები?

ის ხმას არ იღებდა.

– ასე მგონია, წყალში ჩემი ფოტოები ჩაყარეთ.

– არ ვიცოდი, მათთვის რა მექნა, – წამოიძახა პატარა ბიჭივით აღელვებულმა


ჯორჯმა. ლიუსის მის მიმართ პირველად გაუჩნდა თბილი გრძნობა, – ისინი
სისხლით იყო დასვრილი! აი! მოვიშორე სათქმელი – მთელი იმ ხნის
განმავლობაში, როცა ვლაპარაკობდით, ვფიქრობდი, რა მომეხერხებინა ამ
ფოტოებისთვის.

მან მდინარისკენ გაიშვირა ხელი.

– აღარ ჩანს.

მორევი ტრიალებდა და ხიდის ქვეშ მიედინებოდა.

– ისე მაწუხებდა ეს ფოტოები, სულელურად გამომივიდა, მაგრამ ასე მგონია,


უკეთესია, რომ წყალმა წაიღო. არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ იმის თქმას
ვცდილობ, რომ ისინი რაღაცით თითქოს მაშინებდნენ.

მერე ბიჭი კაცად იქცა:

– რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა და ისე უნდა გავუსწორო თვალი, რომ


თავგზა არ ამებნეს. მარტო ის არა, რომ კაცი მოკვდა.

ლიუსის თითქოს ინტუიციამ უკარნახა, რომ ჯორჯი უნდა გაეჩერებინა.

– რაღაც მოხდა, – გაიმეორა მან, – და ვაპირებ გავარკვიო, რა არის ეს.

– მისტერ ემერსონ...

შუბლშეჭმუხნილი ჯორჯი მისკენ შემობრუნდა, თითქოს რაღაც აბსტრაქტული


ძიების პროცესი დაურღვიეს.

– რაღაც მინდა გთხოვოთ, სანამ დავბრუნდებით, – უთხრა გოგონამ.

51
ისინი უკვე ახლოს იყვნენ პანსიონატთან. ლიუსი გაჩერდა და იდაყვებით
ჯებირის მოაჯირს დაეყრდნო. ჯორჯიც ასე მოიქცა. არის რაღაც მაგიური ერთნაირ
პოზებში – ეს ერთ-ერთი ისეთი რამაა, რაც მარადიულ ამხანაგობას განაპირობებს.
ლიუსიმ იდაყვები გასწია, ემერსონისკენ მიბრუნდა და დაიწყო:

– სულელურად მოვიქეცი.

ჯორჯი მაინც საკუთარ ფიქრებში ჩაფლულიყო.

– საკუთარი თავის ასე არასოდეს შემრცხვენია; არ ვიცი, რა დამემართა.

– მეც კინაღამ გული წამივიდა, – უთხრა მან, მაგრამ ლიუსი ხვდებოდა, რომ მისი
დამოკიდებულება ჯორჯს აღიზიანებდა.

– თქვენთვის ათასი ბოდიში მაქვს მოსახდელი.

– კარგით რა, არ არის საჭირო.

– ალბათ, ეს მნიშვნელოვანია...ხომ იცით, ხალხს როგორ უყვარს სულელური


ჭორაობა... ქალბატონებს – განსაკუთრებით. მეშინია, რომ... ხომ ხვდებით, რასაც
ვგულისხმობ?

– სამწუხაროდ, ვერ ვხვდები.

– ხომ არავის უამბობთ ჩემი ამ უგუნური საქციელის შესახებ?!

– თქვენი საქციელის? დიახ, რა თქმა უნდა, არავის არაფერს ვეტყვი.

– დიდი მადლობა. და თქვენ...

ლიუსიმ თხოვნა ვეღარ გააგრძელა. ღამის სიბნელეში ჩაშავებული მდინარე მათ


ქვემოთ ხმაურიანად მიედინებოდა. ჯორჯმა ფოტოები წყალში გადაყარა და მერე
მიზეზიც აუხსნა. ლიუსი უცებ მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა რაინდული
კეთილშობილებისა და დიდსულოვნების ძიებას ისეთ კაცში, როგორიც ჯორჯი
იყო. ის არაფერს დაუშავებდა უაზრო ჭორაობით; სანდო, გონიერი, ლამის
კეთილიც ეთქმოდა; შეიძლება, ლიუსიზე მაღალი წარმოდგენაც კი ჰქონდა.
მაგრამ კეთილშობილება აკლდა; მისი აზრები და ქცევა რიდითა და კრძალვით არ
გამოირჩეოდა. აზრი არ ჰქონდა ლაპარაკის დაწყებას – „და თქვენ...“ იმ იმედით,
რომ ის თვითონ დაამთავრებდა წინადადებას და მის სიშიშვლეს თვალს
აარიდებდა, როგორც რაინდი მშვენიერ ნახატში. ლიუსი მის მკლავებში აღმოჩნდა

52
და ეს ისევე ახსოვდა ჯორჯს, როგორც სისხლი ალინარის მაღაზიაში ნაყიდ
ფოტოებზე. მხოლოდ ის კი არ იყო მთავარი, რომ კაცი მოკვდა, ცოცხლებსაც
რაღაც დაემართათ: ისინი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომელშიც
ადამიანის ხასიათი გამოჩნდება ხოლმე, როცა ბავშვობა სიყმაწვილის
დახლართულ ბილიკებზე იწყებს სვლას.

– ძალიან დიდი მადლობა, – გაიმეორა ლიუსიმ, – რა სწრაფად მიეცემა ხოლმე


დავიწყებას ასეთი შემთხვევები, და მერე ადამიანი ძველ ცხოვრებას უბრუნდება!

– მე არა.

შეშფოთებულმა ლიუსიმ ჰკითხა, რას გულისხმობდა.

ჯორჯის პასუხი დამაბნეველი იყო:

– მე ალბათ სიცოცხლეს ვარჩევ.

– კი მაგრამ, რატომ, მისტერ ემერსონ? რას გულისხმობთ?

– სიცოცხლე მომინდა, ამას ვგულისხმობ.

მოაჯირზე დაყრდნობილი ლიუსი აკვირდებოდა არნოს, რომლის ღრიალიც


თითქოს რაღაც უჩვეულო მელოდიას სთავაზობდა მოსასმენად.

V. ქალაქგარეთ სასიამოვნო გასეირნების


პერსპექტივა
ლიუსის ოჯახში ამბობდნენ, არავინ იცის, შარლოტ ბარტლეტი საით
გადაიხრებაო. შარლოტი ბიძაშვილის თავგადასავალს სავსებით მშვიდად და
გონივრულად მიუდგა, შემოკლებული ვერსია ფრიად დამაკმაყოფილებლად
მიიჩნია და მისტერ ჯორჯ ემერსონის თავაზიანობაც ჯეროვნად დააფასა. თურმე
მას და მის ლევიშსაც გადახდენოდათ თავგადასავალი. უკანა გზაზე
ახალგაზრდა, უსაქმურმა და უტიფარმა მოხელეებმა საბაჟოზე გააჩერეს, მათი
რედიკიულების გაჩხრეკა მოინდომეს, რათა გაერკვიათ, რაიმე აკრძალული ხომ

53
არ შემოჰქონდათ. ეს შეიძლებოდა ცუდად დამთავრებულიყო, მაგრამ მის ლევიში
თავს არავის დააჩაგვრინებდა.

ასე იყო თუ ისე, ლიუსი საკუთარი პრობლემის წინაშე მარტო დარჩა. მის არცერთ
მეგობარს ის არ შეუმჩნევია, არც მოედანზე და არც მერე, ჯებირთან. მისტერ
ბიბმა, რომელმაც მის თვალებში შემკრთალი გამომეტყველება ამოიკითხა, ეს
კვლავ „ზედმეტ ბეთჰოვენს“ მიაწერა. ის მიიჩნევდა, რომ ლიუსი უკვე მზად იყო
თავგადასავლისათვის, მაგრამ არ იცოდა, რომ ეს თავგადასავალი ლიუსის
ცხოვრებაში უკვე გათამაშდა. მარტოობა ლიუსიზე დამთრგუნველად
მოქმედებდა; ის მიჩვეული იყო იმას, რომ სხვები ან იზიარებდნენ მის
მოსაზრებებს, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ეწინააღმდეგებოდნენ მაინც; არცოდნა
იმისა, სწორად ფიქრობდა თუ არა, უკიდურესად გაუსაძლისი იყო.

მეორე დილით, საუზმეზე, ლიუსიმ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა. მას ორ გეგმას


შორის ერთ-ერთი უნდა აერჩია. მისტერ ბიბი ემერსონებთან და ამერიკელ
ქალბატონებთან ერთად ტორე დელ გალოს სანახავად გასეირნებას აპირებდა.
ხომ არ შეუერთდებიან მის ჰანიჩერჩი და მის ბარტლეტი? შარლოტმა უარი
განაცხადა, მან წინა დღეს მოინახულა ეს ადგილები, თანაც – წვიმაში; მაგრამ
საუცხოო გეგმად მიიჩნია ლიუსისთვის, რომელიც ვერ იტანდა საყიდლებზე
სიარულს, ფულის გადახურდავებას, წერილების მოტანას და იმ სხვა
მოსაბეზრებელ საქმეებს, რომლებიც მის ბარტლეტს ამ დილით უნდა
მოეგვარებინა და მშვენივრად შეეძლო, მარტოსაც ეთავა.

– არა, შარლოტ, – წამოიძახა ჭეშმარიტი გულთბილობით აღსავსე ლიუსიმ, –


მისტერ ბიბი ძალიან ყურადღებიანია, მაგრამ შენთან ერთად წამოვალ. მხოლოდ
შენთან ერთად.

– ძალიან კარგი, ძვირფასო! – უპასუხა მის ბარტლეტმა და კმაყოფილებისგან


ლოყები შეეფაკლა, რის გამოც ლიუსის შერცხვა და წამოწითლდა. როგორ
საშინლად ექცეოდა შარლოტს ახლა, ისევე, როგორც ყოველთვის! მაგრამ
ამიერიდან შეიცვლება. მთელი დილა მის მიმართ ყურადღებიანი და
გულისხმიერი იქნება.

მან ბიძაშვილს ხელკავი გამოსდო და ისინიც არნოს ნაპირს გაუყვნენ. იმ დილით


მდინარე ხმაურით, ძლიერებითა და შეფერილობით ლომს მოგაგონებდათ. მის
ბარტლეტმა მოაჯირზე გადაყუდება დაიჩემა, სანახაობა კარგად რომ

54
შეეთვალიერებინა, მერე კი ჩვეულებისამებრ აღნიშნა, როგორ მინდა, ფრედი და
დედაშენიც ხედავდნენ ამასო!

ლიუსის მოუსვენრობა დაეტყო – როგორ მოახერხა შარლოტმა მაინცდამაინც იმ


ადგილას გაჩერება, სადაც გუშინ თავად იდგა?!

– შეხედე, ლუჩია! ოჰ, შენ ტორე დელ გალოზე მიმავლების გამოჩენას ელი.
ვშიშობდი, რომ ამ გადაწყვეტილებას ინანებდი.

ლიუსი არ ნანობდა. გუშინდელი დღე უცნაური, უჩვეულო ფათერაკი იყო, ისეთი


ამბავი, მარტივად რომ ვერ გადაიტან ქაღალდზე, მაგრამ გული უგრძნობდა, რომ
შარლოტი და საყიდლებზე სიარული ერჩია ჯორჯ ემერსონსა და ტორე დელ
გალოს მწვერვალს. რადგან ამ ხათაბალის თავსა და ბოლოს ვერ არჩევდა,
ერჩივნა, კვლავ მასში არ გაბმულიყო. ამგვარად, შეეძლო მის ბარტლეტის
გადაკრულ სიტყვებს გულწრფელად შეწინააღმდეგებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი როლის შემსრულებელს გვერდი აუარა,


სამწუხაროდ, დეკორაცია იგივე რჩებოდა. შარლოტმა, ბედად, მაინცდამაინც
სინიორიის მოედანზე გაიყვანა. ლიუსი ვერ იჯერებდა, რომ ლოჯია, შადრევანი
და კოშკი ამხელა მნიშვნელობის მატარებელი შეიძლებოდა ყოფილიყო.
რამდენიმე წუთით თითქოს მოჩვენებათა ბუნებაც კი შეიცნო.

გუშინდელი შემთხვევის სცენა მოჩვენების მაგივრად დაეკავებინა მის ლევიშს,


რომელსაც ხელში დილის გაზეთი ეჭირა. ის ბიძაშვილებს

ენერგიულად მიესალმა. გუშინდელი საშინელი კატასტროფის შედეგად მას


შთაგონება ეწვია – მომხდარი მკვლელობა მისი წიგნის ერთ-ერთი ეპიზოდი
გახდებოდა!

– ნება მიბოძეთ მოგილოცოთ! – წამოიძახა მის ბარტლეტმა, – იღბალმა


გაგიღიმათ! და თანაც, გუშინდელი სასოწარკვეთის შემდეგ...

– ოჰ! მის ჰანიჩერჩ, მოდით, თავიდან ბოლომდე მომიყევით ყველაფერი, რაც


გუშინ ნახეთ. როგორ გამიმართლა!

ლიუსი ქოლგას ქვაფენილზე აკაკუნებდა.

– მაგრამ ნამდვილად გსურთ ამის გახსენება? – შეეკითხა მის ლევიში.

55
– გთხოვთ მომიტევოთ, – უპასუხა ლიუსიმ, – თუ ჩემი მონაყოლის გარეშეც
გაართმევთ თავს ამ ეპიზოდს, მირჩევნია არ გავიხსენო.

უფროსმა ქალბატონებმა ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ მათ მზერაში კიცხვის


ნატამალიც არ შეიმჩნეოდა; ასეთი ემოციური განცდები ქალიშვილისთვის
შესაფერისი იყო.

– პირიქით, მე მომიტევეთ, – უთხრა მის ლევიშმა, – ჩვენ, მჯღაბნელები,


უსირცხვილო არსებები ვართ. ასე გვჩვევია, ადამიანის ყველაზე საიდუმლო
კუთხე-კუნჭულშიც კი გვსურს ცხვირის ჩაყოფა.

ის შადრევნისკენ მხიარულად გაემართა და უკან დაბრუნდა, წიგნისთვის


გათვლებს აწარმოებდა. მერე მათ აცნობა, რომ დილის რვა საათიდან მასალას
აგროვებდა მოედანზე. შეგროვილის დიდი ნაწილი არ გამოადგებოდა, მაგრამ
მწერალმა მაინც ყოველთვის უნდა შეიტანოს ცვლილება, ამბავი გადააკეთოს. იმ
ორმა კაცმა ხუთი ფრანკის გამო იჩხუბა. ის კი ხუთ ფრანკს ახალგაზრდა
ქალიშვილით ჩაანაცვლებდა, რაც ტრაგედიას სულ სხვა ტონს შესძენდა და,
ამასთანავე, არაჩვეულებრივი სიუჟეტის განვითარების საშუალებაც მიეცემოდა.

– რა ჰქვია მთვარ გმირს? – იკითხა მის ბარტლეტმა.

– ლეონორა, – უპასუხა მის ლევიშმა, რომელსაც თავად ელენორი ერქვა.

– იმედი მაქვს, დარბაისელი და მოხდენილი ქალია.

ეს, რაღა თქმა უნდა, გათვალისწინებული იყო.

– სიუჟეტი როგორია? – არ ცხრებოდა შარლოტი.

სიყვარული, სისხლი, მოტაცება, შურისძიება – ასეთი იყო სიუჟეტი. მას


ლაიტმოტივად გასდევდა შადრევნის ჩხრიალი, რომელიც დილის მზეში
სატირებს ეშხეფებოდა.

– იმედი მაქვს, მაპატიებთ, ასე რომ მოგაბეზრეთ თავი, – დაიმორცხვა მის


ლევიშმა, – მაგრამ ისეთი მაცდუნებელია საუბარი ადამიანებთან, რომლებიც
თანაგიგრძნობენ. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ზოგადი მონახაზია. რომანი
გაჯერებული იქნება ადგილობრივი კოლორიტით, ჩავრთავ ფლორენციისა და
მისი შემოგარენის აღწერას, რამდენიმე კომიკური პერსონაჟიც ჩავიფიქრე. ნება

56
მიბოძეთ, სრულიად გულწრფელად გაგაფრთხილოთ: ვაპირებ, ბრიტანელი
ტურისტების მიმართ უმოწყალო ვიყო.

– ოჰ, გაიძვერა ქალბატონო! – წამოიძახა მის ბარტლეტმა, – დარწმუნებული ვარ,


ემერსონებს გულისხმობთ.

მის ლევიშს სახეზე მაკიაველის ღიმილი მოეფინა.

– ვაღიარებ, – თქვა მან, – რომ იტალიაში ჩემი სიმპათია თანამემამულეთა მხარეს


არ იხრება. მე მხიბლავენ ყველასგან მოძულებული იტალიელები, რომელთა
ცხოვრების აღწერასაც ისე ნათლად ვაპირებ, როგორც ამას ჩემი კალამი შეძლებს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუშინდელი მოვლენები ნაკლებად ტრაგიკული
როდია იმის გამო, რომ მასში საზოგადოების დაბალი ფენები მონაწილეობენ.

მის ლევიშმა თავისი მონოლოგი დაამთავრა და შესაფერისი სიჩუმეც ჩამოვარდა.


ბიძაშვილებმა მას ამ არცთუ იოლ საქმეში წარმატება უსურვეს და ნელა
გააგრძელეს გზა მოედნისაკენ.

– აი, სწორედ ამას ვუწოდებ ჭკვიან ქალს, – აღნიშნა მის ბარტლეტმა, როდესაც
ისინი საკმაო მანძილზე დაშორდნენ მწერალს, – მისი ბოლო შენიშვნა სრულიად
სამართლიანი მეჩვენა. ნამდვილად მგზნებარე რომანი გამოუვა.

ლიუსიმ თავი დაუქნია. იმ წამს მისი მთავარი საფიქრალი ის იყო, რომ მის
ლევიშის რომანში ერთ-ერთი პერსონაჟის სახით არ აღმოჩენილიყო. შეგრძნებები
თითქოს გამახვილებოდა და ხვდებოდა, რომ მწერალი ცდილობდა, მისთვის
ინჟენიუს [ინჟენიუ – გულუბრყვილო, მიამიტი ქალის როლის შემსრულებელი
მსახიობის ამპლუა;] კოსტიუმი მოერგო.

– ემანსიპირებულია, – აუჩქარებლად აგრძელებდა შარლოტი, – მაგრამ ამ სიტყვის


საუკეთესო გაგებით. მხოლოდ ძალიან ზედაპირულ ადამიანს თუ ჩააგდებს
შოკში მისი საქციელი. გუშინ დიდხანს ვისაუბრეთ. მას სჯერა სამართლიანობის,
ჭეშმარიტებისა და ადამიანური ცნობისმოყვარეობის. ასევე, მითხრა, რომ ქალის
დანიშნულებაზე მაღალი წარმოდგენისაა... ოჰ, მისტერ იგერ! რა სასიამოვნოა! რა
მშვენიერი მოულოდნელობაა!

– ჩემთვის კი – არა, – თავაზიანად ჩაილაპარაკა კაპელანმა, – რადგან კარგა ხანია


თქვენ და მის ჰანიჩერჩს თვალს გადევნებთ.

– ჩვენ მის ლევიშთან სალაპარაკოდ შევჩერდით.


57
მისტერ იგერმა შუბლი შეჭმუხნა:

– დავინახე. და მერე?... Andate via! Sono occupato! [Andate via! Sono occupato!
(იტალ.) – თავი დამანებეთ! არ მცალია!]– ეს შენიშვნა ეხებოდა პანორამული
ფოტოებით მოვაჭრეს, რომელიც ამ დროს მათ თავაზიანი ღიმილით
მიუახლოვდა.

– გავბედავ და ერთ წინადადებას შემოგთავაზებთ: ამ კვირის რომელიმე დღეს


თქვენ და მის ჰანიჩერჩი მთებში გასასეირნებლად ხომ არ შემომიერთდებოდით?
ფიეზოლეს გზით წავიდოდით და სეტინიანოს მხრიდან დავბრუნდებოდით. იქ
ერთი ადგილია, სადაც შეგვიძლია ეტლი გავაჩეროთ და ბუნებაში ვიხეტიალოთ.
იქიდან ფლორენციის ულამაზესი ხედი იშლება, ფიეზოლეს ბანალურ ხედზე
ბევრად უკეთესია. ეს სწორედ ის ხედია, რომლის ასახვაც ასე უყვარდა ალესიო
ბალდოვინეტის [ალესიო ბალდოვინეტი (1425-1499) – იტალიელი მხატვარი,
ადრეული რენესანსის წარმომადგენელი.] თავის ნახატებში. ამ კაცს აშკარად
ჰქონდა პეიზაჟის აღქმის უნარი. უდავოდ. მაგრამ ვინ უყურებს დღეს ამას?
„სამყარო ჩვენთვის მეტისმეტია“. [მისტერ იგერი უილიამ უორდსვორთის ლექსის
– „The World Is Too Much With Us“ – არასწორ ციტირებას ახდენს.] მის ბარტლეტს
არაფერი სმენოდა ალესიო ბალდოვინეტის შესახებ, მაგრამ იცოდა, რომ მისტერ
იგერი ჩვეულებრივი კაპელანი არ იყო. ის წევრი გახლდათ ინგლისური
კოლონიისა, რომელმაც ფლორენცია საკუთარ სახლად აქცია. იცნობდა ისეთ
ადამიანებს, რომლებიც ქალაქში ხეტიალისას არასოდეს იყენებდნენ ბედეკერს;
ისინი ლანჩის მერე სიესტას იწყობდნენ, სასეირნოდ მიდიოდნენ ისეთ
ადგილებში, რომელთა შესახებაც პანსიონატის მცხოვრებლებს ყურმოკვრითაც კი
არაფერი სმენოდათ, და ნაცნობობით აღწევდნენ ისეთ კერძო გალერეებში,
რომლებიც სხვებისთვის დახურული იყო. ისინი დახვეწილად ცხოვრობდნენ
განმარტოებით, ავეჯით გაწყობილ ბინებსა ან ფიეზოლეს ფერდობზე შეფენილ
რენესანსის ეპოქის ვილებში; ისინი კითხულობდნენ, წერდნენ, ეწაფებოდნენ
მეცნიერებას, ერთმანეთს თავიანთ იდეებს უზიარებდნენ და ამგვარად
ეზიარებოდნენ ფლორენციის იმ ფარულ ცოდნას, უფრო სწორად – აღქმას,
რომელიც მიუწვდომელი იყო მათთვის, ვისაც ჯიბეში კუკის კომპანიის [თომას
კუკი (1808-1892) – ინგლისელი მეწარმე, რომელმაც 1941 წელს პირველი
ტურისტული კომპანია დააარსა. მან შემოიღო ტალონების სისტემა, რომლის
მეშვეობით ტალონის მფლობელს შეეძლო სასტუმროში ღამის გათევა ან

58
რესტორანში სადილობა, იმ შემთხვევაში, თუ ეს დაწესებულებები კუკის სიაში
შედიოდნენ.] სამოგზაურო ტალონები ედო.

ამგვარად, კაპელანის შემოთავაზებით შეიძლებოდა ეამაყათ. ის ერთგვარი


დამაკავშირებელი რგოლი იყო თავისი სამწყსოს ორ ნაწილს შორის. დროდადრო
თავისი მრევლიდან შედარებით ღირსეულ ცხვრებს არჩევდა და საშუალებას
აძლევდა, რამდენიმე საათი გაეტარებინათ მუდმივი სამწყსოს საძოვარზე. ჩაის
დალევა რენესანსის ეპოქის ვილაში! ამის შესახებ ჯერ სიტყვაც არ თქმულა,
მაგრამ თუ აქამდე მივა საქმე – რა ბედნიერი იქნება ლიუსი!

რამდენიმე დღის წინ ლიუსიც იმავეს იგრძნობდა, მაგრამ ცხოვრებისეული


სიამეები ახლა სულ სხვაგვარად ესახებოდა. მთებში გასეირნება მის
ბარტლეტთან და მისტერ იგერთან ერთად – თუნდაც ეს არისტოკრატული ჩაის
სმით დასრულებულიყო – უკვე აღარ შედიოდა მისი სანუკვარი სურვილების
სიაში. ლიუსი საკმაოდ უხალისოდ ცდილობდა, მხარი აება შარლოტის
აღტაცებისათვის და მის მადლიერების გრძნობას მხოლოდ მაშინ შეეპარა
ნამდვილი გულწრფელობა, როდესაც გაიგო, რომ მათ მისტერ ბიბიც
შეუერთდებოდათ.

– ასე რომ, partie carree [Partie carree (ფრანგ.) – ოთხი ადამიანისგან შემდგარი
კომპანია.] გამოგვივა, – აღნიშნა კაპელანმა, – ამგვარი გაჭირვებისა და სულიერი
მღელვარების დღეებში ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებაში გასვლა და იმის
შესმენა, თუ როგორ გვიხმობს იგი სიწმინდისაკენ... Andante via! Andante presto,
presto! [Andante via! Andante presto, presto! (იტალ.) – თავი დამანებეთ! ახლავე,
ახლავე მომწყდით თავიდან!]– შესძახა კაპელანმა, – ოჰ, ეს ქალაქი! – თავი გააქნია
მისტერ იგერმა, – მშვენიერია, მაგრამ მაინც ქალაქია!

ბიძაშვილები დაეთანხმნენ.

– როგორც გავიგე, გუშინ სწორედ ამ მოედანზე საზარელი ტრაგედია


დატრიალდა. მათთვის, ვისაც დანტეს და სავონაროლას [ჯიროლამო სავონაროლა
(1452-1498) – დომინიკელი ბერი, მგზნებარე მქადაგებელი და ფლორენციის
პოლიტიკური ლიდერი.] ფლორენცია უყვარს, ამგვარ წაბილწვაში რაღაც ავის
მომასწავებელია... ავბედითი და შეურაცხმყოფელია.

59
– დიახ, შეურაცხმყოფელია, – დაეთანხმა მის ბარტლეტი. მის ჰანიჩერჩი სწორედ
იმ დროს აღმოჩნდა იქ, როდესაც ეს მოვლენები განვითარდა და ამის შესახებ
ლაპარაკიც კი არ უჭირს, – შარლოტმა ამაყად გადახედა ლიუსის.

– როგორ მოხდა, რომ ასეთ დროს იქ აღმოჩნდით? – მამობრივი ტონით ჩაეკითხა


ლიუსის კაპელანი.

მის ბარტლეტის ლიბერალიზმი ამ კითხვის დასმისთანავე აორთქლდა.

– მისი ბრალი არ არის, მისტერ იგერ. მხოლოდ მე ვარ დამნაშავე – მე დავტოვე


უყურადღებოდ.

– ანუ მარტო იყავით, მის ჰანიჩერჩ? – კაპელანის ხმაში გამოსჭვიოდა მსუბუქი


დატუქსვა და, ამავდროულად, ცუდად დაფარული სურვილი, როგორმე
დაეტყუებინა მომხდარის სულისშემძვრელი დეტალები. მისი შავგვრემანი,
სიმპათიური თავი სევდიანად გადაიხარა ლიუსისკენ, რათა კარგად გაერჩია მისი
პასუხი.

– პრაქტიკულად მარტო ვიყავი.

– ერთ-ერთმა ჩვენმა ნაცნობმა პანსიონატიდან სახლში წამოიყვანა, – უპასუხა მის


ბარტლეტმა და მარჯვედ აარიდა თავი ამ მფარველის სქესის დაკონკრეტებას.

– იმ ქალბატონისთვისაც მძიმედ გადასატანი ამბავი იქნებოდა. იმედია,


უშუალოდ ტრაგედიის ადგილთან ახლოს არ იყავით.

იმ მრავალი რაღაცისგან, რაც დღეს ლიუსის თვალში ხვდებოდა, ერთ-ერთი იყო


პატივსაცემი ადამიანებისთვის დამახასიათებელი საშინელი თვისება –
დაინტერესებულიყვნენ სისხლიანი დეტალებით. ჯორჯ ემერსონი ამ მხრივ
საოცრად დელიკატური აღმოჩნდა.

– როგორც მივხვდი, ის შადრევანთან გარდაიცვალა, – იყო ლიუსის პასუხი.

– და თქვენ და თქვენი მეგობარი...

– ლოჯიასთან ვიყავით.

– ამან გადაგარჩინათ. თქვენ ალბათ არ გინახავთ ის საშინელი ილუსტრაციები,


რომლებიც აქაურმა ყვითელმა პრესამ გაავრცელა... ამ კაცმა თავი მომაბეზრა;

60
მშვენივრად იცის, რომ აქ ვცხოვრობ და მაინც ცდილობს, თავისი ვულგარული
ალბომები მომასაღოს.

ფოტოებით მოვაჭრე იტალიელი აშკარად ლიუსის მხარეს იყო – იტალიამ დიდი


ხანია სამუდამო კავშირი შეკრა ახალგაზრდობასთან. მან თავისი ალბომი მის
ბარტლეტსა და მისტერ იგერს გაუწოდა და ეკლესიების, ნახატებისა და ხედების
პრიალა ბაფთით შეკრული ფოტოები ხელებში შეაჩეჩა.

– ეს უკვე მეტისმეტია! – დაიყვირა კაპელანმა და გაღიზიანებულმა ხელი აუკრა


ფრა ანჯელიკოს ერთ-ერთი ანგელოზის რეპროდუქციაზე. ქაღალდი გაიხა. ვაჭარს
გამკივანი შეძახილი აღმოხდა. როგორც აღმოჩნდა, ალბომი ბევრად უფრო
ძვირფასი იყო, ვიდრე შეიძლებოდა გეფიქრა.

– სიამოვნებით შევიძენ... – დაიწყო მის ბარტლეტმა.

– ყურადღება არ მიაქციოთ, – გააფრთხილა მისტერ იგერმა მკაცრად და ისინი


სწრაფი ნაბიჯით გაშორდნენ მოედანს.

მაგრამ იტალიელის თავიდან მოშორება ასე ადვილი როდია, მითუმეტეს მაშინ,


თუ უკმაყოფილოა. ფოტოების გამყიდველი მისტერ იგერს უმოწყალოდ
ავიწროებდა – მოედნის თავზე ჰაერი ხვეწნითა და მუქარით დამძიმდა. მოვაჭრემ
საშუამდგომლოდ ლიუსის მიმართა. ღარიბია, დიდი ოჯახი ჰყავს შესანახი, პური
კი ისე გაძვირდა! ელოდა და გაუგებრად ბურტყუნებდა, ფული მისცეს –
ეცოტავა; და არ მოშორდა მათ მანამ, სანამ გული არ გაუწყალა და ტვინი არ
გამოულაყა.

საყიდლებზე წასვლის დროც დადგა. კაპელანის დახმარებით მის ბარტლეტმა


უამრავი მდარე ხარისხის საჩუქარი აარჩია: უგემოვნო ჩარჩოები, რომლებიც
შემკული იყო მოოქრული, ცუდად გამომცხვარი ცომის მსგავსი ორნამენტებით;
უფრო მკაცრი, მუხის ჩარჩოები სადგამით, ველენის ქაღალდის დასტა, იმავე
მასალისგან დამზადებული დანტეს პორტრეტი, მოზაიკით მორთული
იაფფასიანი ბროშები – დამდეგ შობაზე მოახლეები ნამდვილისგან რომ ვერ
გაარჩევდნენ. გარდა ამისა: თმის სარჭები, ქოთნები, ჰერალდიკით
დამშვენებული ლამბაქები, ხელოვნების ნიმუშების ყავისფერი ფოტოები,
ალებასტრის ეროსი და ფსიქე, და მათი შესაფერისი წმინდა პეტრე. ამ ყველაფრის
ყიდვა ლონდონშიც შეიძლებოდა, თანაც – გაცილებით იაფად.

61
წარმატებულმა დილამ ლიუსიზე სასიამოვნო შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ის
მის ლევიშმა და მისტერ იგერმა, ცოტა არ იყოს, შეაშინეს, და მან იცოდა, რატომაც.
მაგრამ შეშინებულმა, მათ მიმართ ყოველგვარი პატივისცემა დაკარგა. უკვე ეჭვი
ეპარებოდა, რომ მის ლევიში დიდი მწერალი იყო, მისტერ იგერი კი –
სულიერებისა და კულტურის განსახიერება, როგორც აქამდე არწმუნებდნენ.
თითქოს ლიუსიმ მათ მოუწყო უხილავი გამოცდა, რომელიც ვერ ჩააბარეს. რაც
შეეხება შარლოტს, ის ისევ იმადვე დარჩა, რასაც მანამდე წარმოადგენდა.
შეიძლებოდა მის მიმართ კეთილგანწყობილი ყოფილიყავი, მაგრამ მისი
შეყვარება შეუძლებელი იყო.

– მუშის შვილია, ეს სარწმუნო წყაროებიდან ვიცი. თვითონ ახალგაზრდობაში


რაღაც მექანიკოსის მსგავსი იყო, მერე კი სოციალისტური გაზეთებისთვის
დაიწყო წერა. ბრიქსტონში გავიცანი.

კაპელანი შარლოტს ემერსონების შესახებ უყვებოდა.

– რა საოცარი ხერხებით ხდება დღეს ადამიანების აღზევება! – ამოიოხრა მის


ბარტლეტმა და თითი პიზის დახრილი კოშკის მინიატურულ ასლს მიუკაკუნა.

– ჩვეულებრივ, – მიუგო მისტერ იგერმა, – მათი წარმატება მხოლოდ


მისასალმებელია. განათლებისკენ სწრაფვა და საზოგადოებრივ კიბეზე
დაწინაურება – საკმაოდ საქებარი ამბავია. ზოგიერთი მშრომელის აქ ჩამოყვანაც
შეიძლება, ფლორენციაში. თუმცა არ ვიცი, თავსა და ბოლოს თუ გაუგებენ.

– ანუ ის ჟურნალისტია? – შეეკითხა მის ბარტლეტი.

– არა. სარფიანად იქორწინა.

კაპელანმა უკანასკნელი ფრაზა მრავლისმთქმელი ინტონაციით წარმოთქვა და


ამოიოხრა.

– ანუ მას ცოლი ჰყავს?

– ის გარდაიცვალა, მის ბარტლეტ, გარდაიცვალა. არ მესმის... უბრალოდ არ


მესმის, როგორ ბედავს, საკუთარ ნაცნობად ჩამთვალოს, ან ნაცნობი მიწოდოს!
რამდენიმე დღის წინ სანტა კროჩეში, როდესაც მის ჰანიჩერჩთან ერთად იყო,
იძულებული გავხდი, არად ჩამეგდო. დაე, იცოდეს, რომ ჩემგან უგულებელყოფის
გარდა არაფერს იმსახურებს.

62
– რა ბრძანეთ? რას იმსახურებს? – წამოიძახა წამოწითლებულმა ლიუსიმ.

– მხილებას. – წაისისინა მისტერ იგერმა.

კაპელანი შეეცადა სხვა თემაზე გადაეტანა ლაპარაკი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ


დრამატული ეფექტის მიღწევის მცდელობისას, მან თავისი მსმენელები იმაზე
მეტად დააინტერესა, ვიდრე ჩაფიქრებული ჰქონდა. მის ბარტლეტს სავსებით
ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა აწუხებდა. ლიუსი კი, მიუხედავად იმისა, რომ
მეტჯერ ემერსონების ნახვაც კი არ სურდა, მათ უმიზეზოდ გაკიცხვას არ
აპირებდა.

– გსურთ გვითხრათ, – შეეკითხა გოგონა კაპელანს, – რომ ის არარელიგიური


ადამიანია? ჩვენ ეს უკვე ვიცით.

– ლიუსი, ძვირფასო! – მის ბარტლეტმა რბილად დატუქსა ბიძაშვილი მეტისმეტი


ჩაკირკიტებისათვის.

– გამიკვირდება, ყველაფერი რომ იცოდეთ, – ჩაილაპარაკა კაპელანმა, – ბიჭს,


რომელიც მაშინ უდანაშაულო ჩვილი იყო, ამ ამბავში არ გავრევ. მხოლოდ
ღმერთმა იცის, რად ჩამოყალიბდა ამგვარი განათლებისა და მამისგან
მემეკვიდრეობით მიღებული თვისებების შედეგად.

– როგორც ჩანს, – ჩაერია მის ბარტლეტი, – უმჯობესია, ამის შესახებ არაფერი


ვიცოდეთ, არა?!

– სიმართლე თუ გინდათ, ზუსტად ასეა, – კვერი დაუკარა მისტერ იგერმა, – ამაზე


კრინტსაც აღარ დავძრავ.

ლიუსიმ ცხოვრებაში პირველად შეძლო, მეამბოხე გრძნობები და აზრები


სიტყვიერად ჩამოეყალიბებინა.

– ვალდებული ხართ, ყველაფერი მოგვიყვეთ, – ჩაილაპარაკა მან.

– ეს სულაც არ წარმოადგენდა ჩემს განზრახვას, – ცივად უპასუხა მისტერ იგერმა.

მან გოგონას აღშფოთებულმა გადახედა, მაგრამ მანაც გულისწყრომით აღსავსე


თვალები შეაგება. ის კაპელანის წინ იდგა, მაღაზიის დახლისკენ ზურგშექცევით,
მკერდი ძალუმად ებურცებოდა. მისტერ იგერი შუბლზე მიაშტერდა, მერე მზერა
მიაპყრო ტუჩებს, მოულოდნელ სიძლიერეს რომ გამოხატავდნენ. გაუგონარი
თავხედობა იყო, გოგონა მას არ ენდობოდა.
63
– მკვლელობა, თუ მაინცდამაინც გინდათ იცოდეთ, – ბრაზმორეულმა შესძახა
მან, – ამ კაცმა საკუთარი ცოლი მოკლა!

– რანაირად? – არ მოეშვა ლიუსი.

– ფაქტობრივად, მოკლა... მითხარით, მაშინ, სანტა კროჩეში, ემერსონებმა ჩემზე


რა ილაპარაკეს?

– არც ერთი სიტყვა არ დასცდენიათ, მისტერ იგერ, არც ერთი სიტყვა.

– მე კი მეგონა, ცილი დამწამეს. მაგრამ, ალბათ, მხოლოდ პიროვნული


მომხიბლაობის გამო იცავთ მათ.

– სულაც არ ვიცავ, – უპასუხა ლიუსიმ, გამბედაობა დაკარგა და თავის ძველ,


ქაოსურ მეთოდებს დაუბრუნდა, – ისინი ჩემთვის არაფერს წარმოადგენენ.

– როგორ წარმოიდგინეთ, რომ ის მათ იცავდა? – ჩაერთო მის ბარტლეტი,


რომელიც ამ უსიამოვნო ეპიზოდის გამო თავს უხერხულად გრძნობდა.
შესაძლოა, გამყიდველი მათ ყურს უგდებდა.

– ნამდვილად გაუჭირდება მისი დაცვა, რადგან მაგ კაცმა ღვთის თვალში


საკუთარი ცოლი მოკლა.

ღმერთის ხსენებით კაპელანმა აშკარად შთამბეჭდავ ეფექტს მიაღწია, არადა


მხოლოდ საკუთარი წინდაუხედავი და ნაჩქარევი შენიშვნისთვის
კომპეტენტურობის მინიჭება სურდა. ჩამოვარდა სიჩუმე, რომელიც შეიძლებოდა
დაძაბულად მოგჩვენებოდათ, ასეთი უხერხული რომ არ ყოფილიყო. მის
ბარტლეტმა ნაჩქარევად გადაიხადა პიზის კოშკის ასლის საფასური და მაღაზიის
გასასვლელისკენ გაემართა. სხვებიც მას მიჰყვნენ.

– უნდა დაგტოვოთ, – განაცხადა მისტერ იგერმა, თვალები მოჭუტა და ჯიბიდან


საათი ამოიღო.

მის ბარტლეტმა მადლობა გადაუხადა გულისხმიერებისათვის და მომავალი


გასეირნების შესახებ ენთუზიაზმით დაიწყო ლაპარაკი.

– გასეირნება? ანუ მაინც გავისეირნებთ? – იკითხა ლიუსიმ.

ლიუსის მანერები შეახსენეს და მალევე, ცოტაოდენი ძალისხმევის შედეგად,


მისტერ იგერმა ისევ მისთვის დამახასიათებელი თვითკმაყოფილი სახე მიიღო.

64
– გასეირნებაზე მადარდე! – წამოიძახა ლიუსიმ, როგორც კი კაპელანი თვალს
მიეფარა. – ეს გასეირნება ხომ მისტერ ბიბთან ერთად დავგეგმეთ, ალიაქოთისა
და მთელი ამბის გარეშე და კიდევ ეს გვპატიჟებს? რა აბსურდია. აქეთ შეგვეძლო
დაგვეპატიჟა. ყველა ხომ თვითონ ფარავს თავის ხარჯებს.

ამან მის ბარტლეტი, რომელიც ემერსონების თაობაზე აპირებდა ჩივილს, სულ


სხვა რამეზე დააფიქრა.

– თუ ეს მართლაც ასეა, ძვირფასო და ეს გასეირნება იგივეა, რაც ჩვენ მისტერ


ბიბთან ერთად დავგეგმეთ, მაშინ მგონი ხათაბალში აღმოვჩნდით.

– რატომ?

– იმიტომ, რომ მისტერ ბიბმა ელენორ ლევიშიც დაპატიჟა.

– ანუ დამატებითი ეკიპაჟი დაგვჭირდება?

– უარესი, – თავი გააქნია შარლოტმა, – მისტერ იგერი დასანახად ვერ იტანს


ელენორს. მან ეს თავადაც იცის. საქმე იმაშია, რომ ის კაპელანისთვის
ზედმეტად... უჩვეულოა.

ისინი ახლა ინგლისური ბანკის მოსაცდელში იყვნენ. ლიუსი მაგიდაზე


დალაგებულ „პანჩს“ და „გრაფიკს“ დაუდევრად ფურცლავდა და ცდილობდა
პასუხი გაეცა, ან ჩამოეყალიბებინა მაინც ის კითხვები, რომლებიც მის გონებაში
ირეოდნენ. კარგად ნაცნობი სამყარო დაინგრა და მის ადგილზე გაჩნდა
ფლორენცია, ჯადოსნური ქალაქი, სადაც ადამიანები წარმოუდგენელ რაღაცებს
ფიქრობდნენ და სჩადიოდნენ. ნუთუ აქ ეს ყველაფერი ყოვედღიურობის ნაწილი
იყო: მკვლელობა, მკვლელობაში დადანაშაულება, ქალის მხრიდან ერთ კაცზე
ჩაბღაუჭება, მეორის მიმართ კი – უხეშობა? რისი წარმომქმნელია ამ ქალაქის
მშვენიერება? ძალების, რომლებიც ასეთ ვნებებს აღვიძებს – კარგსაც და ცუდსაც
– და წამიერად აღასრულებს?

ბედნიერი შარლოტი! ნერვიულობს ისეთ რაღაცებზე, რომელთაც არანაირი


მნიშვნელობა არ აქვს, მართლა მნიშვნელოვანს კი ვერ ამჩნევს. მას ენით
აუწერელი დელიკატურობით შეუძლია ივარაუდოს: „კაცმა არ იცის, ამან სადამდე
შეიძლება მიგვიყვანოს!“ – და ამავდროულად მიზანთან მიახლოებისას სრულად
დაკარგოს ის თვალთახედვიდან. აი, ახლა კუთხეში მიმალულა და ცდილობს
აკრედიტივი [აკრედიტივი – სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც

65
ადასტურებს იმ პირის უფლებას, რომელზეც გამოწერილია ფასიანი ქაღალდი,
მიიღოს ბანკში დოკუმენტში მითითებული თანხა.] ამოიღოს ტილოს ქისიდან,
რომელსაც, უსაფრთხოების გამო საგულდაგულოდ დამალულს, კისერზე
ატარებს – ასე დაარიგეს, რომ ეს ერთადერთი საიმედო გზაა იტალიაში ფულის
სატარებლად; და ამ ქისის ამოღება მხოლოდ ბრიტანეთის ბანკის კედლებშია
დასაშვები. შარლოტი აკრედიტივს ეძებდა და ბუტბუტებდა:

– ან მისტერ ბიბს დაავიწყდა, მისტერ იგერისთვის ეთქვა, ან პირიქით, მისტერ


იგერს დაავიწყდა, როდესაც ჩვენ გვპატიჟებდა; ანდა ორივემ ერთად გადაწყვიტა,
ელენორი საერთოდ არ წამოიყვანონ – რაშიც ეჭვი მეპარება – ნებისმიერ
შემთხვევაში, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. სინამდვილეში, შენი
დაპატიჟება უნდოდათ, მე მხოლოდ ზრდილობის გულისთვის დამპატიჟეს. შენ
ორ ჯენტლმენთან ერთად იმგზავრებ, მე და ელენორი კი უკან გამოგყვებით.
ჩვენს ეტლს ერთი ცხენიც ეყოფა. ღმერთო! რა რთულია ყველაფერი!

– ნამდვილად, – დაეთანხმა ლიუსი სერიოზულობით, რომელშიც თანაგრძნობა


გამოსჭვიოდა.

– შენ რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? – შეეკითხა მის ბარტლეტი, რომელიც


ღილებთან ბრძოლას წამოეწითლებინა.

– არ ვიცი, რას ვფიქრობ და არ ვიცი, რა მინდა.

– ოჰ, ლიუსი, ძვირფასო! ნუთუ ფლორენცია მოგბეზრდა? ერთი სიტყვა მითხარი


და ხვალვე წაგიყვან იქ, სადაც მოგინდება – თუნდაც ქვეყნიერების დასალიერში!

– გმადლობ, შარლოტ, – უპასუხა ლიუსიმ და ბიძაშვილის შეთავაზებაზე


ჩაფიქრდა.

ლიუსის ბიუროში წერილები დახვდა: ერთი – ძმისგან, სპორტული ახალი


ამბებისა და ბიოლოგიის შესახებ, მეორე დედისაგან – ისეთი სასიამოვნო,
როგორიც მხოლოდ დედის წერილი შეიძლება იყოს. ლიუსი კითხულობდა
ზაფრანებზე, რომლებიც წესით ყვითლები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ
რატომღაც მოყავისფრო-იისფერი შეფერილობა მიეღოთ; ახალ მოახლეზე,
რომელმაც ბაღში სარეველები ლიმონის ექსტრაქტით მორწყა; იმ მომიჯნავე
იაფფასიანი კოტეჯების შესახებ, რომლებიც მალე დაღუპავდნენ სამერ სტრიტს,
რის გამოც ძლიერ წუხდა სერ ჰარი ოტუეი. ლიუსის გაახსენდა მშობლიური
სახლის სასიამოვნო და თავისუფალი ცხოვრების სტილი – იქ მას ყველაფრის
66
უფლება ჰქონდა და არასოდეს არაფერი გადახდებოდა თავს. გზა, რომელიც
ფიჭვნარს მიუყვებოდა, გაკრიალებული სასტუმრო ოთახი, სასექსის უილდის
ხედი – ეს ჩვენება თითქოს მის წინ გამოეკიდა, ნათელი და მკაფიო, მაგრამ
ერთგვარად სენტიმენტალური – როგორც სურათები გალერეაში, სადაც
გამოცდილების დაგროვების შემდეგ ბრუნდება მოგზაური.

– რა ამბებია? – შეეკითხა მის ბარტლეტი.

– მისის ვაიზი თავის ვაჟთან ერთად რომში გაემგზავრა, – უპასუხა ლიუსიმ,


შარლოტს ის ამბავი გაუზიარა, რომელიც მას თავად ყველაზე ნაკლებად
აინტერესებდა, – იცნობ ვაიზებს?

– სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი, – მიუგო შარლოტმა, მოედანს გახედა და


განაცხადა: – ეს არაჩვეულებრივი სინიორიის მოედანი არასოდეს მოგაბეზრებს
თავს!

– ძალიან კარგი ხალხია ეს ვაიზები, – ისევ ძველ თემას დაუბრუნდა ლიუსი, –


ისეთი ჭკვიანები არიან. ზუსტად ასეთები უნდა იყვნენ ჭკვიანი ადამიანები. შენ
არ გინდა რომში წასვლა?

– როგორ არ მინდა!

სინიორიის მოედანი მეტისმეტადაა ქვაში ჩამჯდარი იმისათვის, რომ ჭეშმარიტად


თვალწარმტაცი იყოს. აქ არც ბალახი იზრდება, არც ყვავილები ამოდის; აქ არც
ფრესკებია, არც თვალისმომჭრელი მარმარილოს კედლები და არც სიმშვიდის
მომგვრელი წითელი აგურის ბილიკები. რაღაც უცნაური მიზეზის წყალობით –
თუ იმ ადგილებში გამეფებულ გენიას ვირწმუნებთ – ქანდაკებები, რომლებიც
მის სიმკაცრეს აქარწყლებენ, ბავშვურ უმანკოებას ან ახალგაზრდულ
ვნებათაღელვას კი არ გამოხატავენ, არამედ მოწიფულობის ჟამს მიღწეულ
ძლევამოსილ გამარჯვებას. პერსევსი და ივდითი, ჰერკულესი და თუსნელდა –
ყოველმა მათგანმა რაღაც ჩაიდინა, ან გადაიტანა; და მიუხედავად იმისა, რომ
ისინი უკვდავებით არიან დაჯილდოებულნი, ეს უკვდავება მათ მხოლოდ
ცხოვრებისეული გამოცდილების შემდეგ მიიღეს, და არა – მანამდე. არამხოლოდ
ბუნების უკაცრიელ ადგილებში, არამედ აქაც, ქალაქში, შესაძლებელია, გმირი
თავის ქალღმერთს შეხვდეს, ხოლო გმირი ქალი კი – თავის ღმერთს.

– შარლოტ! – უეცრად წამოიძახა ლიუსიმ, – ერთი აზრი მომივიდა! რა იქნება,


ხვალ რომ უეცრად რომში გავიქცეთ, პირდაპირ იმ სასტუმროში, სადაც ვაიზები
67
გაჩერდნენ? მივხვდი, რაც მინდა. დამღალა ფლორენციამ. შენ ხომ დამპირდი,
რომ ქვეყნის კიდეზეც კი წამიყვანდი! წამიყვანე, გთხოვ!

მის ბარტლეტმა ხალისიანად უპასუხა:

– შე ჭირვეულო გოგონა! მაშინ მთებში გასეირნებას როგორღა მოვახერხებთ?!

ბიძაშვილებმა პირქუში სილამაზით გამომზირალი მოედანი გადაკვეთეს, თან


ლიუსის ამ არაპრაქტიკულ შეთავაზებაზე იცინოდნენ.

VI. ღირსი ართურ ბიბი, ღირსი ქათბერტ იგერი,


მისტერ ემერსონი, მისტერ ჯორჯ ემერსონი, მის
ელენორ ლევიში, მის შარლოტ ბარტლეტი და
მის ლიუსი ჰანიჩერჩი ეტლით მიემგზავრებიან
ქალაქის შემოგარენის დასათვალიერებლად;
ეკიპაჟს მართავენ იტალიელები
იმ დაუვიწყარ დღეს მათ მიაქროლებდათ თვით ფაეტონი, უპასუხისმგებლო,
გზნებით აღსავსე ჭაბუკი, რომელიც გამეტებით მიაჭენებდა თავისი ბატონის
ცხენებს ქვიან გზაზე. მისტერ ბიბმა უმალვე ამოიცნო ფაეტონი, რომელსაც არც
რწმენის, არც ეჭვის ეპოქა არ შეხებია; ახლა ტოსკანაში მათ ეტლს ფაეტონი
მართავდა. გზად მან ითხოვა, ნება დაერთოთ პერსეფონესთვის, მასთან ერთად
ემგზავრა, ამბობდა, ჩემი დააო; პერსეფონე – მაღალი, ტანწერწეტა და
ფერმკრთალი, გაზაფხულის დადგომისას დედის სახლში რომ ბრუნდებოდა,
მზეს იჩრდილავდა, თვალი ჯერ დღის შუქს არ შესჩვეოდა. მისტერ იგერი
წინააღმდეგი იყო, ამბობდა, იტალიელები თავზე არ უნდა დაისვა, ყალთაბანდები
არიანო. მაგრამ ჭაბუკს ქალები გამოესარჩლნენ და მას მერე, რაც გააგებინეს
ქალღმერთს, რომ ძალიან დიდი პატივი დასდეს, ნება დართეს, თავისი ღმერთის
გვერდზე დაეკავებინა ადგილი.

68
ფაეტონმა მარცხენა სადავე უმალვე პერსეფონეს ზურგს უკან მოაგდო, რითაც
საშულება მიეცა, თან ეტარებინა და თან მისთვის წელზე ხელი მოეხვია.
პერსეფონე წინააღმდეგი არ იყო. მისტერ იგერმა, რომელიც ცხენებისკენ
ზურგშექცევით იჯდა, ეს უწესო საქციელი ვერ შეამჩნია და ლიუსისთან საუბარი
გააგრძელა. დანარჩენი ორი ადგილი ეტლში უფროს მისტერ ემერსონსა და მის
ლევიშს ეკავათ. იქამდე საშინელი ამბავი დაატყდათ თავს: მისტერ ბიბმა მისტერ
იგერთან შეუთანხმებლად გააორმაგა კომპანიის შემადგენლობა. და, მიუხედავად
იმისა, რომ მის ლევიში და მის ბარტლეტი მთელი დილა გეგმავდნენ, ვინ რომელ
ეტლში უნდა გადანაწილებულიყო, კრიტიკულ მომენტში, როდესაც ეკიპაჟმა
მოაკითხათ, თავგზა აებნათ და შედეგად მის ლევიში ლიუსისთან ჩახტა, ხოლო
მის ბარტლეტი ჯორჯ ემერსონთან და მისტერ ბიბთან ერთად მეორე ეტლით
უკან გამოჰყვათ.

კაპელანს გეგმები წყალში ჩაეყარა. რენესანსის სტილის ვილაში ჩაის დალევა


ახლა ნამდვილად შეუძლებელი გამხდარიყო. ლიუსისა და მის ბარტლეტს
ნამდვილად ჰქონდათ სტილის შეგრძნება; და მისტერ ბიბიც, მთლად სანდო არა,
თუმცა მაინც მრავალმხრივი ინტერესების მქონე ადამიანი იყო, მაგრამ
ვულგარული მწერალი ქალი და ჟურნალისტი, რომელმაც ღვთის წინაშე
საკუთარი ცოლი მოკლა – ასეთ ადამიანებს ის არავითარ შემთხვევაში არ
დაპატიჟებდა ტოსკანის არცერთ ვილაში.

ელეგანტურ თეთრ კაბაში გამოწყობილი ლიუსი წელგამართული, ნერვიულად


იჯდა ამ ფეთქებად „ინგრედიენტებს“ შორის, მისტერ იგერს ყურადღებით
უსმენდა, მის ლევიშის მიმართ ცივად განწყობილს, თვალი ეჭირა მისტერ
ემერსონზეც, რომელსაც მსუყე სადილისა და გაზაფხულის ძილის მომგვრელი
ჰაერის გამო ჩასძინებოდა. ლიუსი ამ ექსპედიციას ბედისწერას მიაწერდა; ეს რომ
არა, წარმატებით აარიდებდა თავს ჯორჯ ემერსონს, რომელმაც ღიად მიანიშნა,
რომ მათი სიახლოვის გაგრძელება სურდა. ლიუსიმ უარი უთხრა. არა იმიტომ,
რომ არ მოსწონდა, არამედ იმიტომ, რომ არ იცოდა, რა მოხდა; ეჭვი ჰქონდა, რომ
ჯორჯმა იცოდა და ეს აშინებდა.

მთავარი ხომ არა ლოჯიასთან, არამედ მდინარესთან მოხდა. სავსებით


მისატევებელია, სიკვდილთან შეხებისას უცნაურად იქცეოდე. მაგრამ ამის რაღაც
დროის მერე განხილვა, შემდეგ კი დუმილი და ამ დუმილის ჟამს სიმპათიის
შეგრძნება ადამიანის მიმართ, ვისთანაც სიჩუმეს იზიარებ – დიდი შეცდომაა,
რომელსაც მღელვარებით გამოწვეული ემოციით ვერ გაამართლებ. ლიუსის
69
აზრით, იყო რაღაც მიუღებელი იმაში, რომ ისინი ერთად ჩაშტერებოდნენ ბნელით
მოცულ მდინარეს და მერე სიტყვის უთქმელად, მაგრამ ერთიანი შინაგანი
იმპულსით, უეცრად სახლისკენ გაემართნენ. თავიდან დანაშაულის შეგრძნება
მინიმალური იყო. ლიუსი კინაღამ დათანხმდა ტორე დელ გალოსკენ
გასეირნებაში მონაწილეობას. მაგრამ ყოველთვის, როცა მას ჯორჯისთვის თავის
არიდება უწევდა, უფრო და უფრო ცხადად ხვდებოდა, რომ ისინი ერთმანეთს
მართლაც არ უნდა შეხვედროდნენ. და ახლა, ბედი, რომელიც ორი
ღვთისმსახურისა და მის ბარტლეტის მეშვეობით მოქმედებდა, ლიუსის
ფლორენციიდან წასვლის უფლებას არ აძლევდა ისე, რომ ამ ექსპედიციისას
ჯორჯს არ შეხვედროდა.

ამასობაში მისტერ იგერმა ქალიშვილთან დახვეწილი საუბარი წამოიწყო; მათი


უთანხმოება წარსულს ჩაჰბარდა.

– მის ჰანიჩერჩ, რა მიზნით მოგზაურობთ? ხელოვნებას შეისწავლით?

– ოჰ, არა, რას ამბობთ!

– ან იქნებ ადამიანის ბუნებას სწავლობთ, – ჩაერთო მის ლევიში, – ჩემსავით?

– არა, უბრალოდ, ტურისტი ვარ.

– ნუთუ? – გაიკვირვა მისტერ იგერმა, – თუ უტიფრობაში არ ჩამომართმევთ,


ჩვენ, აქაურ მცხოვრებლებს, ხშირად გვეცოდებით საბრალო ტურისტები,
როდესაც თქვენ საფოსტო ამანათებივით გაგზავნიან ვენეციიდან ფლორენციაში,
ფლორენციიდან – რომში, მიგერეკებიან პანსიონატებსა და სასტუმროებში, და
აზრადაც არ მოგდით, რომ იტალიაში სხვა რამეებიც არსებობს, იმის გარდა, რაზეც
ბედეკერი წერს; ტურისტების ერთადერთი საზრუნავია, დროზე „მოითავონ“
ერთი ადგილის მონახულება, რომ მერე სხვაგან წავიდნენ. შედეგად კი
ქალაქების, მდინარეებისა და სასახლეების სახელების კორიანტელი ერთმანეთში
ერევათ. გახსოვთ ის ისტორია „პანჩიდან“? ახალგაზრდა ამერიკელი გოგონა რომ
კითხულობს: „მამა, გამახსენე, რა ვნახეთ რომში?“ და მამა პასუხობს: „მე მგონი,
რომი ისაა, სადაც ყვითელი ძაღლი ვნახეთ“. აი, ესაა თქვენი მოგზაურობა. ჰა-ჰა!

– გეთანხმებით, – უპასუხა მის ლევიშმა, რომელიც კარგა ხანია ცდილობდა,


კაპელანის ღვარძლიანი მახვილგონიერების ტალღა შეეჩერებინა, – ანგლოსაქსი
ტურისტების შეზღუდულობა და ზედაპირულობა უკვე ყოველგვარ ზღვარს
სცილდება.
70
– ნამდვილად ასეა. ფლორენციის ინგლისური კოლონია, მის ჰანიჩერჩ, საკმაოდ
დიდი, მაგრამ არაერთგვაროვანია – ზოგიერთი სავაჭროდაა ჩამოსული. თუმცა,
უმეტესობა აქ ხელოვნებისა და მეცნიერების შესასწავლად არის. ლედი ჰელენ
ლევერსტოკი ამჟამად ფრა ანჯელიკოს სურათებზე მუშაობს. იმიტომ ვახსენე,
რომ ახლა მის ვილას ჩავუარეთ. ის ჩვენგან მარცხნივაა. მაგრამ ვერ დაინახავთ,
თუ ფეხზე არ დადგებით... არა, გთხოვთ, არ წამოიწიოთ, თორემ დაეცემით. ამ
განმარტოებულ ვილაში შესანიშნავი სიმყუდროვეა; ისევე, როგორც შვიდასი
წლის წინ. ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ მისი ბაღი სწორედ ის ადგილია,
სადაც „დეკამერონის“ სცენები თამაშდება – ეს დამატებით ხიბლს მატებს ვილას,
არა?!

– წარმომიდგენია! – შესძახა მის ლევიშმა, – მითხარით, რომელ ადგილს


მიიჩნევენ მეშვიდე დღის მშვენიერი ნოველების სცენად?

მაგრამ მისტერ იგერი უკვე ლიუსის უყვებოდა, რომ მარჯვნივ მისტერ ესა და ეს
ცხოვრობდა, საუცხოო ამერიკელი, რაც ასე იშვიათია! ხოლო ამას და ამას კი
ქვევით დაედო ბინა. ეჭვი არ მეპარება, გეცოდინებათ მისი მონოგრაფიები
სერიიდან „უცნობი შუა საუკუნეები“. ის კი გემისტუს პლეთოზე [გეორგიუს
გემისტუსი ასევე პლეთონი ან პლეთო (დ. 1355-გ. 1452/1454) – ნეოპლატონური
ფილოსოფიის ბერძენი მეცნიერი. ბერძნული აღორძინების ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. ბიზანტიის იმპერიის დასასრულის
პერიოდში გამოდიოდა იდეით, დაბრუნებოდნენ ანტიკური სამყაროს ოლიმპიურ
ღმერთებს.]

წერს ნაშრომს. ხანდახან, როდესაც მათ მშვენიერ ბაღში ჩაის მივირთმევ, კედლის
მიღმა ჩამესმის ტრამვაის ღმუილი, რომელსაც დასიცხული, მტვრიანი, უგუნური
ტურისტების კიდევ ერთი ჯგუფი მიჰყავს ერთ საათში ფიეზოლეს
„მოსათავებლად“, მხოლოდ იმისთვის, რომ მერე მოსაყოლი ჰქონდეთ, აქა და აქ
ვიყავითო. მე კი ვზივარ და ვფიქრობ... ვფიქრობ, რა იცის ამ ხალხმა, მათგან ორ
ნაბიჯში რა იმალება...

ამ ტირადის განმავლობაში კოფოზე შემომჯდარი წყვილი სამარცხვინოდ


ერთობოდა. ლიუსიმ შურის შემოტევა იგრძნო. მათ უნდოდათ ცელქობა და
ხელსაც არაფერი უშლიდათ. მხოლოდ ისინი იღებდნენ სიამოვნებას ამ
გასეირნებით. ეტლი საშინელი ჯაყჯაყით გამორიხინდა ფიეზოლეს მოედანზე და
სეტინიანოს გზას დაადგა.

71
– Piano! Piano! [Piano! Piano! (იტალ.) – ნელა! ნელა!]– ხელის ელეგანტური
მოძრაობით ანიშნა მისტერ იგერმა მეეტლეს.

– Va bene, signore, va bene, va bene [Va bene, signore, va bene, va bene (იტალ.) –
კარგით, სინიორ, კარგით.], – მიუგო მეეტლემ და ცხენებს მათრახი გადაუჭირა.

მისტერ იგერი და მის ლევიში ალესიო ბალდოვინეტის შემოქმედების განხილვას


მოჰყვნენ. რენესანსის წინამორბედი იყო, თუ მისი ერთ-ერთი გამოვლინება?
მეორე ეტლი უკან ჩამოიტოვეს. ცხენები დაოთხილები გარბოდნენ, მისტერ
ემერსონის ზორბა, მთვლემარე სხეული მექანიკური რეგულარობით ეხეთქებოდა
კაპელანს.

– Piano! Piano! – ჩაიბურტყუნა მან და ლიუსის ტანჯული მზერით გადახედა.

ძლიერი შეჯანჯღარების გამო, მისტერ იგერი გაბრაზებული შებრუნდა


მეეტლისაკენ. ფაეტონმა, რომელიც კარგა ხანია ცდილობდა პერსეფონესთვის
ეკოცნა, ბოლოს და ბოლოს, მოახერხა ეს.

ამას პატარა სცენა მოჰყვა, რომელიც, როგორც მის ბარტლეტმა შემდგომ აღნიშნა,
მეტად უსიამოვნო იყო. ცხენები გააჩერეს და შეყვარებულები აიძულეს,
ერთმანეთს დაშორებოდნენ, ჭაბუკს შეეძლო, ფეხის ქირაზე აღარ ეფიქრა, გოგონა
კი საერთოდ უნდა ჩაბრძანებულიყო.

– ის ჩემი დაა, – ამბობდა მეეტლე, თან საწყალობელი თვალები მიეპყრო


მათთვის.

მისტერ იგერმა თავს ნება მისცა, მისთვის მატყუარა ეწოდებინა. ფაეტონმა,


ნაწყენმა არა იმდენად ბრალდების შინაარსით, არამედ – ფორმით, თავი
ჩაქინდრა. ამ გაჩერების მომენტში გამოღვიძებულმა მისტერ ემერსონმა
განაცხადა, რომ შეყვარებულების დაშორება არაფრით არ შეიძლებოდა და
კეთილგანწყობის ნიშნად ჭაბუკს ზურგზე ხელი დაუტყაპუნა. მის ლევიშმა,
რომელსაც გულზე არ ეხატებოდა ემერსონთან მოკავშირეობა, თავი მაინც
ვალდებულად ჩათვლა, ბოჰემური ცხოვრების მხარეს დამდგარიყო.

– არა მგონია, ვინმემ მხარი დამიჭიროს, – დაიწყო მან, – მაგრამ, ჩემი აზრით,
შეყვარებულებს თავი უნდა დავანებოთ. მე თვითონ მთელი ცხოვრების
მანძილზე ვუპირისპირდებოდი წეს-ჩვეულებებს. აი, ამას ვეძახი
თავგადასავალს.

72
– არ უნდა წავაქეზოთ, – აღშფოთდა მისტერ იგერი, – ერთი რომ გაუვათ, მერე
უარესს იზამენ. ისე გვექცევიან, თითქოს კუკის კომპანიის ტურისტები ვიყოთ.

– არავითარ შემთხვევაში! – შეშფოთებული მის ლევიშის მგზნებარებამ


საგრძნობლად იკლო.

ამასობაში მეორე ეკიპაჟი წამოეწიათ, გონიერმა მისტერ ბიბმა დაასკვნა, ამგვარი


გაფრთხილების მერე წყვილი, რა თქმა უნდა, წესიერად მოიქცევაო.

– დაანებეთ თავი, – ეხვეწებოდა მისტერ ემერსონი კაპელანს, რომელიც ისედაც


არ აღუძრავდა დიდ მოწიწებას, – სამყაროში არც ისე მრავლადაა ბედნიერება, რომ
გავაძევოთ, თუნდაც მაშინ, როდესაც ის ჩვენს კოფოზე მოკალათებულა. ჩვენ
შეყვარებულებს მივყავართ – მეფეებსაც კი უნდა შურდეთ ჩვენი! მათი დაშორება
– ამაზე მეტი მკრეხელობა რა უნდა იყოს!

ამ დროს მის ბარტლეტის ხმა გაისმა, რომელმაც მათ ამცნო, რომ ხალხი უკვე
შეგროვებულიყო.

მისტერ იგერს, რომელსაც ურყევ ნებისყოფაზე მეტად ზედმეტი ენაწყლიანობა


ახასიათებდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ხმა აემაღლებინა. მან კვლავ
მეეტლეს მიმართა. იტალიური ენა იტალიელების ბაგეებიდან მომდინარე
მორაკრაკე ნაკადულია, რომელსაც მოულოდნელი ჩანჩქერები და ჯებირები
მონოტონური დინების საშუალებას არ აძლევს. მისტერ იგერის ბაგეებიდან კი
იტალიური ენა შადრევნის გესლიან სტვენას წააგავდა, რომელიც რაც უფრო
მაღალ ტონალობას აღწევს, მით უფრო სწრაფი და გამკივანი ხდება მანამ, სანამ
უეცარი ჩხაკუნით არ გამორთავენ.

– სინიორინა! – მიმართა ჭაბუკმა ლიუსის, როდესაც მისტერ იგერი დადუმდა.


რატომ მიმართა მან მაინცდამაინც გოგონას?

– სინიორინა! – გაისმა პერსეფონეს ჯადოსნური ხმაც. მანაც ლიუსის მიმართა.


რატომ?

ერთი წუთით გოგონებმა ერთმანეთს თვალი გაუსწორეს. მერე კი პერსეფონე


კოფოდან ჩამოხტა.

– გამარჯვება ტკბილია! – ხელების ფშვნეტით ჩაილაპარაკა მისტერ იგერმა,


როდესაც ეკიპაჟი კვლავ გზას გაუდგა.

73
– ეს გამარჯვება არ არის, – უპასუხა მისტერ ემერსონმა, – ეს დამარცხებაა. თქვენ
დააშორეთ ორი ადამიანი, რომლებიც ერთად ბედნიერები იყვნენ.

მისტერ იგერმა თვალები დახუჭა. ის იძულებული იყო მისტერ ემერსონის


გვერდზე მჯდარიყო, მაგრამ არ იყო ვალდებული, მას დალაპარაკებოდა.
გამოძინებულმა მისტერ ემერსონმა ფაეტონის ამბავი გულთან ახლოს მიიტანა.
მან ჯერ ლიუსის მოუწოდა, მისი შეხედულება გაეზიარებინა, შემდეგ შვილს
უხმო მეზობელი ეკიპაჟიდან, რათა მისთვის დაეჭირა მხარი.

– ჩვენ შევეცადეთ გვეყიდა ის, რისი ყიდვაც შეუძლებელია. ჩვენ მას


შევუთანხმდით, რომ წაგვიყვანდა და ისიც ასრულებს ვალდებულებას. მაგრამ
ჩვენ არ გვაქვს უფლება, მის სულში ვაფათუროთ ხელები.

მის ლევიშმა შუბლი შეჭმუხნა. რთულია, როდესაც ადამიანი, რომელსაც ტიპური


ბრიტანელის იარლიყი მიაკერე, მისთვის არადამახასიათებლად იქცევა.

– ცუდად გვატარებდა, – მოიმიზეზა მის ლევიშმა, – მივჯაყჯაყებდით.

– არ გეთანხმებით. მშვენივრად გამოვიძინე. აჰა! აი, ახლა კი შეგვანჯღრია. განა


გასაკვირია? ალბათ უნდა, საერთოდ გადაგვყაროს და ნამდვილად აქვს ამის
მიზეზი. ცრუმორწმუნე რომ ვიყო, გოგოსიც შემეშინდებოდა. ახალგაზრდების
განაწყენებას კარგი არაფერი მოაქვს. გსმენიათ ლორენცო დე მედიჩის შესახებ?

მის ლევიში აიჯაგრა.

– რა თქმა უნდა. რომელს გულისხმობთ: ლორენცო ბრწყინვალეს, ლორენცო –


ურბინოს ჰერცოგს, თუ ლორენცინოს, რომელსაც ეს მეტსახელი პატარა ტანის
გამო შეარქვეს?

– ღმერთმა უწყის. ღმერთმა ალბათ მართლა უწყის, რომ პოეტ ლორენცოს


ვგულისხმობ. მან დაწერა ასეთი სტრიქონი, რომელიც გუშინ მოვისმინე: „ნუ
დაუწყებთ გაზაფხულს ბრძოლას!“

მისტერ იგერმა თავი ვერ შეიკავა, რომ საკუთარი ერუდიცია არ


გამოემჟღავნებინა.

– „Non fate Guerra al Maggio“, – ჩაიბუტბუტა მან. – „ნუ შეებრძოლებით მაისს“ – აი,
ასე ჟღერს სინამდვილეში.

74
– დიახ, საქმე აქ იმაშია, რომ ჩვენ ვებრძვით მაისს. შეხედეთ, – მან ხელი
გაიწვდინა არნოს ხეობისკენ, რომელიც აყვავებულ ხეებს შორის მოჩანდა, –
ხუთასი მილი გაზაფხულისა, რომლით დასატკბობად საგანგებოდ მოვედით აქ.
თქვენ რა, გგონიათ, ბუნებისა და ადამიანის გაზაფხულს შორის არსებითი
განსხვავებაა? და ჩვენ რას ვაკეთებთ? პირველს ვადიდებთ, ხოლო მეორეს
განვსჯით, როგორც შეუფერებელს, და კიდევ გვრცხვენია ვაღიაროთ, რომ ერთი
და იგივე კანონები ბატონობენ როგორც ბუნებაზე, ისე – ჩვენზე.

მისტერ ემერსონს მხარი არავინ დაუჭირა. ამასობაში, მისტერ იგერმა ეკიპაჟს


გაჩერება უბრძანა და კომპანია მთებში სახეტიალოდ გაანწესა. მათსა და
ფიეზოლეს მაღლობებს შორის გადაშლილიყო ამფითეატრის მსგავსი დაბლობი,
რომელსაც ტერასებად მიუყვებოდა დაცვარული ზეთისხილის ხეები. გზა,
რომელიც დაბლობის პროფილს იმეორეობდა, ვაკეზე ამობურცული მაღლობისკენ
უხვევდა. სწორედ ამ ველურმა და ცვრიანმა ბორცვმა, ალაგ-ალაგ ბუჩქებითა და
ხეებით დაფარულმა, მიიპყრო ალესიო ბალდოვინეტის ყურადღება ხუთასი წლის
წინ. ის ავიდა ამ ბორცვზე, მუყაითი და გამოუცნობი ხელოვანი, შეიძლება –
საქმის გამო, ან შეიძლება, უბრალოდ, აღმასვლით მიღებული სიამოვნებისათვის.
იქ მდგარმა დაინახა არნოს ხეობისა და შორეული ფლორენციის ხედი, რომელიც
შემდგომ თავის ნამუშევრებში არც მთლად საინტერესოდ გადმოსცა. მაგრამ
ზუსტად სად იდგა მაესტრო? სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტა სურდა ახლა
მისტერ იგერს. მის ლევიში, რომლის ბუნებაც ესწრაფოდა ყველაფერს, რაც
სირთულეებით იყო სავსე, ასევე ენთუზიაზმით მიუდგა პრობლემას.

მაგრამ ალესიო ბალდოვინეტის ნახატების დამახსოვრება სულაც არ არის


ადვილი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ წამოსვლის წინ დახედეთ. თან ხეობაში
ჩამოწოლილმა ბურუსმა კიდევ უფრო გაართულა საქმე.

კომპანია ერთი მინდვრიდან მეორეზე ინაცვლებდა მანამ, სანამ მათი ერთად


ყოფნის სურვილი თანდათანობით სხვადასხვა მხარეს წასვლის სურვილმა არ
ჩაანაცვლა. საბოლოოდ ისინი ჯგუფებად დაიყვნენ. ლიუსი მის ბარტლეტთან და
მის ლევიშთან ერთად დარჩა, ემერსონებმა მეეტლეებთან გულითადი საუბარი
გააბეს, და მოხდა ისე, რომ ორივე ღვთისმსახური, რომელთაც, სავარაუდოდ,
სასაუბრო თემები არ დაელეოდათ, ერთმანეთს შეატოვეს.

მალე ორმა უფროსმა ქალბატონმა ნიღბები ჩამოიხსნა და ლიუსისთვის უკვე


კარგად ნაცნობი ხმამაღალი ჩურჩულით შეუდგა არა ალესიო ბალდოვინეტის,

75
არამედ მათი ექსპედიციის ამბების განხილვას. როგორც აღმოჩნდა, მის
ბარტლეტი ჯორჯ ემერსონის პროფესიით დაინტერესდა, მან კი უპასუხა:
„რკინიგზა“. შარლოტი ნანობდა, საერთოდ რომ დასვა ეს კითხვა, მაგრამ რას
წარმოიდგენდა, რომ პასუხი ასეთი საშინელი იქნებოდა. ეს რომ სცოდნოდა,
საერთოდ არაფერს იკითხავდა. მისტერ ბიბმა ისე მოხერხებულად გადაიტანა
საუბარი სხვა თემაზე, რომ იმედია, ყმაწვილი არ გაუნაწყენდებოდა.

– რკინიგზა! – ამოიქშინა მის ლევიშმა, – არა, ახლა ნამდვილად მოვკვდები! რა


თქმა უნდა, რკინიგზა!

მის ლევიში სიხარულს ვერ მალავდა.

– ის ხომ ზედგამოჭრილი მებარგულია... სამხრეთ-აღმოსავლეთის ექსპრესზე...

– ელენორ! ჩუმად! – შარლოტი ცდილობდა, თავისი მეგობრის მხიარულება


დაეოკებინა, – ჩუ, ემერსონები გაიგონებენ...

– ვერ ვჩერდები! რა მოვუხერხო ჩემს საშინელ ხასიათს? მებარგული!

– ელენორ!

– არა უშავს, – ჩაერია ლიუსი, – დარწმუნებული ვარ, ემერსონები ვერ გაიგებენ,


და რომც გაიგონონ, მათთვის სულ ერთია.

მის ლევიშს ლიუსის შენიშვნა არ ესიამოვნა.

– მის ჰანიჩერჩი ყურს გვიგდებდა! – ბრაზიანად ჩაილაპარაკა მან, – უჰ! შე ურჩო


გოგო! წადი აქედან!

– ოჰ, ლიუსი, დარწმუნებული ვარ, რომ მისტერ იგერთან ერთად უნდა იყო, –
ჩაერთო შარლოტი.

– ახლა მას ვეღარ ვიპოვი, და თან არც მინდა.

– მისტერ იგერს ეწყინება. ეს გასეირნება ხომ შენთვის მოაწყო.

– გთხოვ, მირჩევნია შენთან დავრჩე.

– გეთანხმები, – დაამატა მის ლევიშმა, – ეს ყველაფერი სასკოლო ზეიმს მაგონებს;


ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე გადანაწილდნენ. მის ლიუსი, აუცილებლად

76
უნდა წახვიდეთ. გვინდა, ისეთი ამაღლებული საკითხები განვიხილოთ,
რომელიც თქვენი ყურებისთვის არ არის განკუთვნილი.

გოგონა გაჯიუტდა. მისი ფლორენციაში ყოფნის დრო იწურებოდა და მხოლოდ


იმათთან სურდა ყოფნა, ვის მიმართაც გულგრილი იყო. ასეთი იყო მის ლევიში
და, ასევე, შარლოტი. ლიუსი ნანობდა, ნეტავ ყურადღება არ მიმექციაო; მისმა
შენიშვნამ ორივე ქალბატონი გააღიზიანა, ჩანდა, მისი თავიდან მოშორება
გადაეწყვიტათ.

– მაინც როგორ იღლება ადამიანი ხანდახან, – თქვა მის ბარტლეტმა, –


სამწუხაროა, რომ ფრედი და დედაშენი აქ არ არიან.

ალტრუიზმმა სავსებით განდევნა მის ბარტლეტის პიროვნებიდან ენთუზიაზმი.


ლიუსისაც დიდად არ აინტერესებდა ქვემოთ გაშლილი ხედი. არაფერი
გაახარებდა იქამდე, სანამ რომში უსაფრთხოდ არ დაიგულებდა თავს.

– მოდი, ჩამოვსხდეთ, – შესთავაზა მის ლევიშმა, – ნახეთ, რა წინდახედული ვარ.

ელენორმა ღიმილით ამოაძვრინა ორი კვადრატული ფორმის გარეზინებული


ქსოვილი, რომელიც ტურისტს ნესტიან ბალახზე ანდა ცივი მარმარილოს
კიბეებზე ჯდომისას გაციებისგან იცავს. თავად ერთზე მოთავსდა; ვინ უნდა
დამჯდარიყო მეორეზე?

– ლიუსი, რა თქმა უნდა, ლიუსი. ჩემთვის მიწაზე ჯდომაც შეიძლება.


რევმატიზმს უკვე რამდენიმე წელია არ შემოუტევია. თუ ვიგრძნობ, რომ ისევ
მეწყება, მაშინვე წამოვდგები. წარმოიდგინე, რას იფიქრებს დედაშენი, როცა
გაიგებს, რომ სველ ბალახზე დაჯდომის ნება მოგეცი, თანაც – თეთრი კაბით, – და
შარლოტი მძიმედ ჩაჯდა ყველაზე სველ ადგილას, – აი, მშვენივრად მოვეწყვეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კაბა უფრო თხელია, არაფერი დაეტყობა,
ყავისფერია. დაჯექი, ძვირფასო, ჩემზე ნუ იფიქრებ, – შარლოტმა ჩაახველა და
ლაქლაქი გააგრძელა: – არ ინერვიულოთ, ეს გაციება არაა. უბრალოდ მსუბუქი
ხველაა, უკვე სამი დღეა ასე ვარ. არანაირი კავშირი არა აქვს ამ სველ ბალახში
ჯდომასთან.

ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობდა. ხუთი წუთის შემდეგ,


გარეზინებული ქსოვილისათვის ბრძოლაში დამარცხებული ლიუსი მისტერ
ბიბისა და მისტერ იგერის საძებნელად გაეშურა.

77
ლიუსიმ მეეტლებს მიმართა, რომლებიც, ეტლში გადაწოლილები, მისაყუდებელ
ბალიშებს სიგარის სურნელით ჟღენთდნენ. შეუფერებელ საქციელში
გამოჭერილი არამზადა – ძვალმსხვილი, მზისგან გაშავებული ახალგაზრდა, –
წამოდგა და ლიუსის მასპინძლის თავაზიანობითა და ნათესაური
თავდაჯერებულობით მიეგება.

– Dove? [Dove? (იტალ.) – სად არიან?]– ხანგრძლივი ფიქრის მერე შეეკითხა


ლიუსი.

ყმაწვილს სახე თითქოს შიგნიდან წამოენთო. რა თქმა უნდა, მან იცის, სად. არც
ისე შორს. მან ხელი აიქნია და ჰორიზონტის სამი მეოთხედი მოიცვა. მან იცის,
სადაც. მერე თითის წვერები შუბლზე მიიბჯინა და თითქოს იქიდან ცოდნის
ხილული ნაგლეჯით სავსე ხელისგული ლიუსის გაუწოდა.

მხოლოდ კითხვის დასმა არ იყო საკმარისი, კიდევ რამის თქმა იყო საჭირო.
როგორ არის იტალიურად „მღვდელი“?

– Dove buoni uomini? [Dove buoni uomini? (იტალ.) – სად არიან კარგი ადამიანები?]–
როგორც იქნა, ამოღერღა ლიუსიმ.

კარგი? ამ კეთილშობილი ადამიანებისათვის „კარგი“ არც მთლად შესაფერისი


ზედსართავია. მეეტლემ ლიუსის სიგარაზე მიუთითა.

– Uno – piu – piccolo [Uno – piu – piccolo (იტალ.) – უფრო პატარამ.], – გააგრძელა
ლიუსიმ, იგულისხმა: „ეს სიგარა მისტერ ბიბმა, კარგი ადამიანებიდან უფრო
ტანმორჩილმა, მოგცათ?“

როგორც ყოველთვის, სწორად მიხვდა. იტალიელმა ცხენი ხეზე მიაბა, წიხლიც


უთავაზა, რომ წყნარად ყოფილიყო, ეტლს მტვერი გადაწმინდა, თმაზე ხელი
გადაისვა, ქუდი მოირგო, ულვაშები შეისწორა, და ერთი წუთიც არ გასულიყო,
რომ უკვე მზად იყო, მას გასძღოლოდა. იტალიელები გზის გაკვლევის უნარით
იბადებიან. თითქოს მთელი დედამიწა გადაშლილა მათ წინაშე, არა როგორც
რუკა, არამედ როგორც ჭადრაკის დაფა, რომელზეც ისინი მუდმივად ფლობენ
მოძრავ ფიგურებს, ასევე უჯრედებს. ადგილის პოვნა ყველას შეუძლია, მაგრამ
ადამიანების პოვნა ღვთისგან ბოძებული ნიჭია.

მეეტლე მხოლოდ ერთხელ გაჩერდა, რათა ლიუსისთვის დიდი ლურჯი იები


დაეკრიფა. გოგონამ გულწრფელი მადლობა გადაუხადა. ამ უბრალო ადამიანის

78
კომპანიაში სამყარო მშვენიერი და მარტივი ეჩვენებოდა. ლიუსიმ პირველად
შეიგრძნო გაზაფხულის ზემოქმედება. იტალიელის მკლავი მოხდენილად
უთითებდა ჰორიზონტისკენ; იები, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, აქ მრავლად
იყო; ხომ არ უნდოდა მათი ნახვა?

– Ma buoni uomini[Ma buoni uomini (იტალ.) – ჯერ კარგი ადამიანები.], –


შეეწინააღმდეგა ლიუსი.

ყმაწვილმა თავი დაუკრა. უდავოდ. ჯერ კარგი ადამიანები, მერე იები. ისინი
სწრაფად მიიწევდნენ წინ ბუჩქნარის გავლით, რომელიც სულ უფრო და უფრო
ხშირდებოდა. ნელნელა უახლოვდებოდნენ ბორცვის კიდეს, საიდანაც იშლებოდა
ხეობის არაჩვეულებრივი ხედი, რომელიც ჯერჯერობით ბუჩქებს მიღმა
მიმალულიყო. მეეტლე თავისი სიგარით იყო გართული, მაგრამ ეს ხელს არ
უშლიდა იმაში, რომ უკან მიმავალი ლიუსისთვის გზად ხის დამყოლი ტოტები
გადაეწია. გოგონას უხაროდა, იმ ნაცრისფერ და მოსაწყენ ხალხსა და მათ
საუბრებს რომ დააღწია თავი და ახლა ყოველი ნაბიჯი სიამოვნებას ჰგვრიდა,
ყოველ ტოტს შეჰხაროდა.

– ეს რა იყო?

ტყეში, მათ უკან, რაღაც ხმა გაისმა. მისტერ იგერის ხმა იყო? ყმაწვილმა მხრები
აიჩეჩა. ხანდახან იტალიელის უმეცრება უფრო საოცარია, ვიდრე ცოდნა. გოგონა
ვერ აგებინებდა, რომ შესაძლოა მათ მღვდლებს ჩაუარეს. საბოლოოდ პეიზაჟიც
გამოჩნდა; ლიუსი უკვე არჩევდა მდინარეს, ოქროსფერ ვაკეს, მთებს.

– Eccolo! [Eccolo! (იტალ.) – ის აქ არის!]– წამოიძახა იტალიელმა.

ამ დროს ლიუსის ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, შეჰყვირა და უეცრად ტყისპირა


მოლზე აღმოჩნდა. გოგონა სინათლესა და უჩვეულო სილამაზეში მოხვდა. თავი
ამოჰყო პატარა, ღია ტერასაზე, რომელიც კიდით კიდემდე იებით იყო მოფენილი.

– გამბედაობა! – დაიყვირა მისმა თანხმლებმა, რომელიც ახლა მასთან შედარებით


ექვსი ფუტით მაღლა იდგა, – გამბედაობა და სიყვარული!

ლიუსის არ უპასუხებია. მდელო მის ფეხქვეშ მკვეთრად იყო დაქანებული და


მასზე იების ნაკადულები, მდინარეები და ჩანჩქერები ღვარად მოედინებოდა,
რათა გორაკი ლურჯად მოერწყა; იები ხის ძირებთან მორევებს ქმნიდნენ,
ღრმულებში გუბდებოდნენ, ბალახს ლაჟვარდოვანი ქაფის ლაქებად ედებოდნენ.

79
ასეთი სიუხვით სხვაგან არ იყვნენ მოდებულნი; ეს ტერასა იყო თავდაპირველი
წყარო, დასაბამი სილამაზისა, რომელმაც დედამიწის დასარწყულებლად
ამოხეთქა.

ბორცვის კიდესთან ნახტომისთვის მომზადებული მოცურავესავით იდგა კარგი


ადამიანი. მაგრამ ეს ის კარგი ადამიანი არ იყო, რომელსაც ქალიშვილი ელოდა, და
ის მარტო იყო.

მისი ხმის გაგონებისას ჯორჯი მოტრიალდა. ცოტა ხანი აკვირდებოდა გოგონას,


როგორც ციდან ჩამოვარდნილ მშვენიერებას. ჯორჯმა მის გაცისკროვნებულ
სახეზე სიხარული ამოიკითხა, თვალი შეავლო ყვავილებს, ლიუსის ქათქათა
კაბის ირგვლივ ლურჯ ტალღებად რომ ქაფდებოდნენ. ბორცვი გაუვალი
ჯაგნარით იყო გარშემორტყმული. ჯორჯი სწრაფად მიუახლოვდა ქალიშვილს და
აკოცა მას.

სანამ გოგონა ხმის ამოღებას ან რამის შეგრძნებას მოასწრებდა, გაისმა ძახილი:

– ლიუსი! ლიუსი! ლიუსი!

ყოფიერების სიმშვიდე დაარღვია მის ბარტლეტმა, რომელიც პეიზაჟის ფონზე


ყავისფერ ლაქად მოჩანდა.

VII. ისინი ბრუნდებიან


მთელი დღე გორაკის ფერდობებზე რაღაც რთული თამაში ვითარდებოდა. რა
თამაში იყო ეს და როგორ გადანაწილდნენ მისი მოთამაშეები, ლიუსის ბოლომდე
ვერ გაეგო. მისტერ იგერი მათ კითხვის გამომხატველი მზერით შეეგებათ.
შარლოტმა ის უმნიშვნელო თემებზე ლაყბობით მოიგერია. მისტერ ემერსონს,
რომელიც თავის შვილს ეძებდა, მისი ადგილსამყოფელი მოახსენეს. მისტერ ბიბი,
რომელიც მიუკერძოებლობის შენარჩუნებას ცდილობდა, იძულებული იყო,
წასვლის წინ კომპანიის წევრები ერთად შეეკრიბა. ყველა დაბნეული იყო,
არეულ-დარეულობა და უწესრიგობა სუფევდა. მათ ქცევას ღმერთი პანი
განაგებდა, არა ის პანი, რომელიც ორი ათასი წლის წინ დამარხეს, არამედ პატარა
ღმერთუკა პანი, რომელიც საზოგადოებრივ უთანხმოებებსა და წარუმატებელ

80
პიკნიკებს უძღვება ხოლმე. მისტერ ბიბმა ყველა დაკარგა და პიკნიკისთვის
განკუთვნილი, ტკბილეულით სავსე მთელი კალათი, რომელიც სიურპრიზად
წამოუღო დანარჩენებს, მარტომ გაანადგურა. მის ლევიშმა მის ბარტლეტი
დაკარგა, ლიუსიმ – მისტერ იგერი, მისტერ ემერსონმა – ჯორჯი, მის ბარტლეტმა
– გარეზინებული ქსოვილის ნაჭერი, ფაეტონი კი წაგებული დარჩა.

ამ უკანასკნელი ფაქტის უარყოფა შეუძლებელი იყო; აკანკალებული ყმაწვილი


კოფოზე აძვრა, საყელო აიწია და განაცხადა, რომ მალე ამინდი გაფუჭდებოდა.

– ახლავე უნდა წავიდეთ, – თქვა მან, – ახალგაზრდა სინიორი ფეხით წამოვა.

– ასეთ შორ მანძილზე? ქალაქამდე ფეხით რამდენიმე საათის სასიარულოა, –


შეწუხდა მისტერ ბიბი.

– გავაფრთხილე, რომ წინდაუხედავად იქცეოდა.

ფაეტონი თვალებში არავის უყურებდა. ალბათ, დამარცხება მისთვის


განსაკუთრებით დამამცირებელი იყო. მხოლოდ მან ითამაშა ოსტატურად,
საკუთარ ინსტინქტებზე დაყრდნობით, მაშინ, როცა დანარჩენები მარტო
თავიანთ ინტელექტს იყენებდნენ. ერთადერთი ის ჩასწვდა მოვლენების არსს და
იმას, როგორ განვითარებას ისურვებდა თავად. მხოლოდ მან გაშიფრა ის
გზავნილი, რომელიც ლიუსიმ ხუთი დღის წინ მომაკვდავი კაცის ბაგეებიდან
მიიღო. პერსეფონესაც, რომელიც თავისი ცხოვრების ნაწილს მიწისქვეშ
ატარებდა, შეეძლო ამის გაგება. მაგრამ არა ამ ინგლისელებს. ისინი ცოდნას
ძალიან ნელა და ძალიან გვიან ითვისებენ.

მეეტლის ფიქრებს, რაგინდ სამართლიანიც არ უნდა იყოს ისინი, იშვიათად თუ


აქვს გავლენა მის დამქირავებელზე. ფაეტონი მის ბარტლეტის
მოწინააღმდეგეებს შორის ყველაზე მრავლის მცოდნე, მაგრამ ყველაზე ნაკლებ
საშიში იყო. როდესაც ისინი ქალაქში დაბრუნდებოდნენ, ის, მისი გაჭრიახობა და
ცოდნა უკვე აღარ შეაწუხებდა ინგლისელ ქალბატონებს. ფრიად უსიამოვნო
ამბავია: შარლოტმა ხომ მისი შავთმიანი თავი ბუჩქებში დალანდა; ხომ შეიძლება,
მან ეს ამბავი ტავერნაში ყველას მოსდოს?! მაგრამ, საბოლოო ჯამში,
ტავერნებთან რა ხელი გვაქვს? ნამდვილი საფრთხე სასტუმრო ოთახებიდანაა
მოსალოდნელი. მის ბარტლეტი სწორედაც რომ სასტუმრო ოთახების
ბინადრებზე ფიქრობდა, როდესაც ეკიპაჟმა გეზი ქვევით, ჩამავალი მზისაკენ
აიღო. ლიუსი მის გვერდზე იჯდა; მის პირდაპირ კი მოთავსდა მისტერ იგერი,

81
რომელსაც ბუნდოვანი ეჭვები აწუხებდა და ცდილობდა გოგონასთვის თვალებში
ჩაეხედა. ისინი ალესიო ბალდოვინეტის განიხილავდნენ.

სიბნელე და წვიმა ერთდროულად დააცხრათ თავს. ქალბატონები ერთმანეთს


მიეყუჟნენ პატარა ქოლგის ქვეშ, რომელიც მათ ძლივს იფარავდა. მეხი გავარდა,
პირველი ეკიპაჟიდან ნერვიული მის ლევიშის შეშინებული შეკივლება გაისმა.
ისევ გავარდა მეხი და ამჯერად ლიუსის შეეშინდა. მისტერ იგერმა პროფესიულ
ენაზე დაუწყო დამშვიდება.

– მეტი სიმამაცე, მის ჰანიჩერჩ! სიმამაცე და რწმენა. სიმართლე გითხრათ,


სტიქიების მიმართ ასეთ შიშში არის რაღაც მკრეხელური. ნუთუ გჯერათ, რომ
მთელი ეს შავი ღრუბლები, ეს ციური ელექტრობის გიგანტური სპექტაკლი
მხოლოდ იმისთვის დადგეს, რომ მე და თქვენ გავენადგურებინეთ?

– არა... რა თქმა უნდა.

– მეცნიერულად თუ მივუდგებით, – აგრძელებდა კაპელანი, – იმის ალბათობა,


რომ მეხი ჩვენ დაგვეცემა, ძალიან მცირეა. რკინის დანები, ერთადერთი საგანი,
რომელიც ციურ ელექტრობას ჩვენკენ მოიზიდავდა, მეორე ეტლში დევს.
ნებისმიერ შემთხვევაში, უფრო უსაფრთხოდ ვართ, ვიდრე ფეხით მოსიარულენი.
აბა, სიმამაცე და რწმენა! სიმამაცე და რწმენა!

პლედის ქვეშ, რომელშიც ბიძაშვილები გახვეულიყვნენ, ლიუსიმ შარლოტის


გულთბილი ხელის მოჭერა იგრძნო. ხანდახან ისე გვჭირდება თანაგრძნობის
გამომხატველი ჟესტი, რომ არ ვინტერესდებით, რას გამოხატავს ის და შემდგომ
რამდენის გადახდა მოგვიწევს ამისთვის. მის ბარტლეტმა, კუნთების ამ
დროული „გავარჯიშებით“, ბევრად მეტი მოიგო, ვიდრე ამას საათობით ჭკუის
დარიგებითა თუ გამოკითხვით მიაღწევდა.

მან კვლავ გაიმეორა ეს ჟესტი, როდესაც უკვე თითქმის ფლორენციაში შესული


ეტლები გაჩერდნენ.

– მისტერ იგერ! – დაუძახა მისტერ ბიბმა, – თქვენი დახმარება გვჭირდება. ხომ


ვერ გვითარგმნით?

– ჯორჯი! – დაუყვირა მისტერ ემერსონმა, – ჰკითხეთ მეეტლეს, რა გზით წავიდა


ჯორჯი. ბიჭი შეიძლება დაიკარგოს, უბედურებას გადაეყაროს!

82
– წადით, მისტერ იგერ, – ჩაილაპარაკა მის ბარტლეტმა, – მაგრამ ჩვენს მეეტლეს
ნურაფერს ჰკითხავთ. ის ვერ დაგვეხმარება. მიდით, საცოდავ მისტერ ბიბს
დაეხმარეთ, ემერსონმა ჭკუიდან გადაიყვანა.

– ის ხომ შეიძლება მოკვდეს! – ყვიროდა უფროსი ემერსონი, – შეიძლება


მოკვდეს!

– ტიპური ქცევაა, – აღნიშნა კაპელანმა, სანამ ჩავიდოდა, – რეალობასთან


პირისპირ აღმოჩენილი ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ტყდებიან.

– მან რამე იცის? – დაიჩურჩულა ლიუსიმ, როგორც კი მარტონი დარჩნენ, –


შარლოტ, რა იცის მისტერ იგერმა?

– არაფერი, ძვირფასო. მან არაფერი იცის. მაგრამ მან, – და მეეტლეზე მიანიშნა, –


მან ყველაფერი იცის. ძვირფასო, საჭირო ხომ არ არის?.. დაიცა, ამას მე
მოვაგვარებ...

მის ბარტლეტმა საფულე ამოიღო.

– რა საშინელებაა, დაბალი კლასის ადამიანებში რომ ხარ გარეული, მაგრამ მან


ყველაფერი დაინახა.

შარლოტმა ფაეტონს გზამკვლევი ზურგზე დაუტყაპუნა, ფრანკი გაუწოდა და


უთხრა:

– Silenzio! [Silenzio (იტალ.) – დუმილი.]

– Va bene, – უპასუხა მან და ფული გამოართვა. სამუშაო დღის ასეთი


დასასრული მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაგრამ ლიუსის, მოკვდავ
ქალიშვილს, „ღმერთმა“ იმედი გაუცრუა.

უცებ მათ წინ გზაზე რაღაც აფეთქდა. ელვა ტრამვაის ხაზს დაეცა; ერთ-ერთი
ბურჯი ჩამოვარდნილიყო. რომ არ გაჩერებულიყვნენ, შესაძლოა
დაშავებულიყვნენ. კომპანიის წევრებმა ეს სასწაულებრივ ხსნად მიიჩნიეს, და
სიყვარულისა და გულწრფელობის ტალღამ, რომელსაც ჩვენი ცხოვრების ყოველი
საათი შეუძლია ნაყოფიერი გახადოს, იქაურობა წალეკა. ეტლებიდან გადმოსული
მგზავრები ერთმანეთს ეხუტებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მიტევება იმაზე ნაკლები
სიამოვნება როდია, ვიდრე როცა მოგიტევებენ. რამდენიმე წუთით მათ ირწმუნეს
სიკეთის უსაზღვრო შესაძლებლობები.

83
ასაკოვანი მგზავრები ახალგაზრდებზე მალე მოეგნენ გონს. უფროსები ემოციური
პიკის დროსაც კი მიხვდნენ, რომ ასეთი საქციელი კარგად აღზრდილ ადამიანს არ
შეეფერებოდა. მის ლევიშმა გულდასმით დაათვალიერა გზა და დაასკვნა, რომ
ბურჯი მათ არცერთ შემთხვევაში არ დაეცემოდათ, მაშინაც კი, საერთოდ რომ არ
გაჩერებულიყვნენ. მისტერ იგერმა მოკლე ლოცვა წაიკითხა. მეეტლები მთელ ამ
ჩაბნელებულ, ატალახებულ გზაზე თავიანთ სულს დრიადებისა და წმინდანების
მიმართ ღაღადში აქსოვდნენ, ლიუსიმ კი თავის ბიძაშვილს გადაუშალა გული.

– ოჰ, ძვირფასო შარლოტ, მაკოცე! კიდევ ერთხელ მაკოცე! მხოლოდ შენ გესმის
ჩემი. შენ ხომ მარიგებდი, რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი. მე კი... მე
მეგონა, გავიზარდე, მზად ვიყავი.

– არ იტირო, ძვირფასო. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

– ჯიუტი და სულელი ვარ... იმაზე უარესი, ვიდრე შენ წარმოგიდგენია, ბევრად


უარესი. ერთხელ მდინარესთან... მაგრამ მას ხომ არაფერი დაემართება, ხომ არ
მოკვდება, არა?

ფიქრმა გოგონას მონანიების გრძნობა აღუძრა. სხვათა შორის, ქარიშხლისგან


ყველაზე მეტად ის გზა დაზარალებულიყო, რომელსაც მათი ეკიპაჟი
მიუყვებოდა, მაგრამ, რადგან თავად ლიუსის ბეწვზე ასცდა საფრთხე, ეგონა, რომ
ყველა ამ დღეში იყო ჩავარდნილი.

– არა მგონია. თან ყოველთვის შეგვიძლია, ვილოცოთ მისთვის, – დაამშვიდა


ბიძაშვილმა.

– მისთვის... მე ვფიქრობ, რომ მისთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო, როგორც


მაშინ – ჩემთვის. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი ბრალი საერთოდ არაფერი
ყოფილა. მინდა, რომ დამიჯერო. მე უბრალოდ უეცრად იებში აღმოვჩნდი. არა,
ბოლომდე სიმართლე რომ ვთქვა, ცოტათი ჩემი ბრალიც იყო. სულელური აზრები
გამიჩნდა. ხომ გესმის, ცა ისეთი ოქროსფერი იყო, მიწა კი – ლურჯი, და რაღაც
მომენტში მომეჩვენა, რომ ის რომელიღაცა წიგნის პერსონაჟს ჰგავდა.

– წიგნის?

– ჰო! გმირები, ღმერთები – სკოლის ასაკის გოგონების უაზრო წარმოდგენები.

– და მერე?

84
– მაგრამ, შარლოტ, ხომ იცი, მერე რაც მოხდა.

მის ბარტლეტი დუმდა. მართლაც, მეტი რაღა იყო გასაგები. საქმეში ჩახედული
ადამიანის გამჭრიახობით მან ბიძაშვილი კიდევ უფრო ნაზად ჩაიკრა გულში.
მთელი დარჩენილი გზა ლიუსი ღრმად ოხრავდა და ვერაფრით იგრძნო შვება.

– მინდა, გულმართალი ვიყო! – დაიჩურჩულა მან, – რა რთულია, ადამიანი


სავსებით გულმართალი იყოს!

– თავს ნუ იტანჯავ, ძვირფასო. დაიცადე, სანამ დაწყნარდები. ძილის წინ ჩემს


ოთახში ყველაფერზე დავილაპარაკებთ.

ქალაქში შესვლისას ბიძაშვილები ხელიხელჩაკიდებულები ისხდნენ. ლიუსი


გააოცა იმან, რომ სხვების ემოციები კალაპოტში ჩამდგარიყო. ქარიშხალი ჩადგა
და მისტერ ემერსონი შვილზე იმდენად აღარ ნერვიულობდა. მისტერ ბიბს
ჩვეული იუმორი დაბრუნებოდა, მისტერ იგერი კი მის ლევიშს უკვე ზედაც აღარ
უყურებდა. მხოლოდ შარლოტი იყო უცვლელი, მისი გარეგნული სიმშვიდის
მიღმა იმდენი სიყვარული და თანაგრძნობა იმალებოდა!

მთელი ამ გრძელი საღამოს განმავლობაში ლიუსი ბედნიერად გრძნობდა თავს


იმის გამო, რომ აღსარების თქმის ფუფუნება ეღირსებოდა.

იმაზე კი არ ფიქრობდა რაც მოხდა, არამედ იმაზე, თუ როგორ მოუყვებოდა ამას


ბიძაშვილს. თავის გრძნობებს – სიმამაცის შემოტევას, უმიზეზო სიხარულის
განცდას, აუხსნელი უკმაყოფილების შეგრძნებას – დაუფარავად გაუზიარებდა
მას და ისინი, განდობილები, ამ ყველაფერს ერთად გაარჩევდნენ და
განმარტავდნენ.

„ბოლოს და ბოლოს, გავუგებ საკუთარ თავს“, – ფიქრობდა ლიუსი, – „აღარ


შემაწუხებს ისეთი აუხსნელი ფიქრები, რომ ვერ გაიგებ, საიდან ჩნდებიან და
სახელსაც ვერ დაარქმევ“.

მის ალანმა სთხოვა, დაეკრა. ლიუსიმ კატეგორიული უარი განაცხადა. მუსიკა


ახლა ბავშვურ გართობად ეჩვენებოდა. ახლოს მიუჯდა ბიძაშვილს, რომელიც
სანიმუშო მოთმინებით უსმენდა ისტორიას დაკარგული ბარგის შესახებ.
როდესაც დაასრულეს, მის ბარტლეტმა თავად დაიწყო მსგავსი ამბის მოყოლა,
რომელიც უსაშველოდ გაიწელა; ლიუსი განერვიულდა. ტყუილუბრალოდ
ცდილობდა, რამენაირად შეემოკლებინა ან დაეჩქარებინა ამბის დასასრული. უკვე

85
საკმაოდ გვიანი იყო, როდესაც მის ბარტლეტმა, როგორც იქნა, დაამთავრა
მოყოლა და თავისი ჩვეული ტონით, რომელსაც თითქოს მსუბუქი საყვედური
ერია, ქალიშვილს მიმართა:

– აბა, საყვარელო, უკვე ჩემი ძილისპირულის დროა. წავიდეთ ჩემს ოთახში; ერთი
კარგად დაგვარცხნი თმას.

შარლოტმა ერთგვარი ცერემონიული ჟესტით შიგნიდან ჩაკეტა კარი, ლიუსის


მოწნული სავარძელი დაუდგა და ჰკითხა:

– აბა, რა უნდა ქნა ახლა?

ლიუსი ამგვარი კითხვისთვის სულაც არ იყო მზად. მას თავში აზრადაც არ


მოსვლია, რომ რამე უნდა მოემოქმედა. თავისი განცდების დეტალური აღწერა –
სულ ეს იყო, რაც სურდა.

– აბა, რა უნდა ქნა? ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც თავად უნდა გადაწყვიტო.

ჩაშავებულ ფანჯრებზე წვიმა ღვარად მოედინებოდა, დიდი ოთახი ნესტიანი და


გაუმთბარი იყო. შარლოტის შლაპის გვერდზე, კომოდის თავზე, ერთადერთი
სანთლის ალი თრთოდა და დაკეტილ კარზე შემზარავ და ფანტასტიკურ
ჩრდილებს სცემდა. სიბნელეში ტრამვაიმ ჩაიგრუხუნა და ლიუსის საოცარი სევდა
შემოაწვა, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია შეეშრო ცრემლები. მან თვალები
მიაპყრო ჭერს, სადაც განვლილი ბედნიერების ჩვენებებივით ჩახლართულიყვნენ
ერთმანეთში გაუფერულებული გრიფონები და ფაგოტები.

– უკვე ოთხი საათია წვიმს, – თქვა ბოლოს გოგონამ.

მის ბარტლეტმა მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია.

– როგორ აპირებ აიძულო, რომ ხმა არ ამოიღოს? – ჰკითხა მან.

– ვინ? მეეტლემ?

– არა, ჩემო საყვარელო. მისტერ ჯორჯ ემერსონმა.

ლიუსი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.

– არ მესმის, – როგორც იქნა თქვა მან.

86
ყველაფერი მშვენივრად ესმოდა, მაგრამ რაღაც აღარ უნდოდა, სავსებით
გულმართალი ყოფილიყო.

– რა უნდა ქნა, რომ ხმა არ ამოიღოს? – არ ეშვებოდა შარლოტი.

– ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მომხდარის შესახებ არავის მოუყვება.

– მეც მინდა, მის მიმართ კეთილგანწყობილი ვიყო, – დაიწყო მის ბარტლეტმა, –


მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ტიპის ადამიანებს კარგად ვიცნობ. ისინი იშვიათად
ინახავენ თავისთვის თავიანთ საგმირო საქმეებს.

– საგმირო საქმეებს? – წამოიძახა ლიუსიმ, რომელსაც მრავლობითი რიცხვი


მწარედ მოხვდა გულზე.

– ჩემო საბრალო პატარავ! აბა რა გეგონა, შენ პირველი იქნებოდი? მოდი აქ და


კარგად მომისმინე. ამ დასკვნებს მხოლოდ იმის საფუძველზე ვაკეთებ, რაც
თავად ილაპარაკა. გახსოვს ის დღე, როდესაც სადილის დროს მის ალანს
არწმუნებდა, სიმპათია ერთი ადამიანის მიმართ დამატებითი მიზეზია იმისა,
რომ სხვის მიმართაც იგივე იგრძნოო?

– მახსოვს, – უპასუხა ლიუსიმ, რომელიც მაშინ მისი მოსაზრებით მოიხიბლა.

– მორალისტი ნამდვილად არ ვარ. არცაა საჭირო უზნეოდ შევრაცხოთ, მაგრამ ის


სულაც არ არის რაფინირებული და დახვეწილი მანერების მქონე ახალგაზრდა.
თუ გსურს, შეგვიძლია ეს მის წინაპრებს ან მის ცუდ განათლებას მივაწეროთ.
მაგრამ ჩვენი მთავარი კითხვა მაინც უპასუხოდ გვრჩება – რა უნდა ვქნათ?

უეცრად ლიუსის ერთი აზრი დაებადა – ოდნავ ადრე რომ მოსვლოდა, ალბათ
შეძლებდა კიდეც თავისის გატანას.

– დაველაპარაკები, – თქვა მან.

მის ბარტლეტს სავსებით გულწრფელი შეძახილი აღმოხდა.

– შარლოტ, შენს სიკეთეს... არასოდეს დავივიწყებ. მაგრამ... როგორც მითხარი...


ეს ჩემი საქმეა. ჩემი და მისი.

– და რა უნდა ქნა, ხვეწნა-მუდარას დაუწყებ?

87
– არავითარ შემთხვევაში. მასთან დალაპარაკება არ გამიჭირდება. რაც არ უნდა
ჰკითხო, მისი პასუხი ყველაფერზე ან „ჰოა“, ან – „არა“. ადრე მისი მეშინოდა. ახლა
– სულაც აღარ.

– მაგრამ ჩვენ გვეშინია, საყვარელო. შენ ისეთი ახალგაზრდა და გამოუცდელი


ხარ, მხოლოდ კარგ ადამიანებთან გქონია ურთიერთობა, და ვერ წარმოგიდგენია,
როგორები შეიძლება იყვნენ კაცები. როგორ შეუძლიათ მათ მიიღონ მხეცური
სიამოვნება ქალის დამცირებით, რომელსაც საკუთარი სქესი არ იცავს. აი,
მაგალითად, დღეს: რა შეიძლება მომხდარიყო, დროულად რომ არ
გამოვჩენილიყავი?

– ამაზე ფიქრიც არ მინდა, – უპასუხა დაღონებულმა ლიუსიმ.

რაღაცამ გოგონას ხმაში აიძულა მის ბარტლეტი, ისევ გაემეორებინა შეკითხვა,


მაგრამ უფრო ენერგიული ინტონაციით:

– რა მოხდებოდა, რომ არ მოვსულიყავი?

– არც კი ვიცი, – იყო ლიუსის პასუხი.

– მან შეურაცხყოფა მოგაყენა. როგორ პასუხს გასცემდი?

– ამაზე ფიქრის დრო არ მქონდა. ამ დროს შენ მოხვედი.

– ჰო, მაგრამ არ მეტყვი, რას იზამდი?

– მე მას... – დაიწყო ლიუსიმ, მაგრამ თავი შეიკავა და აღარ დაამთავრა


წინადადება. გოგონა სველ ფანჯარასთან მივიდა და სიბნელეს ჩააშტერდა. ვერ
მოიფიქრა, რა შეიძლებოდა ექნა.

– მოშორდი ფანჯარას, ძვირფასო, – უთხრა მის ბარტლეტმა, – გზიდან


დაგინახავენ.

ლიუსი დაემორჩილა. ის თავისი ბიძაშვილის ძალაუფლების ქვეშ იყო მოქცეული


და ვერაფრით ცვლიდა იმ საწყის პოზიციას, რომელშიც თავს იმცირებდა.
არცერთს აღარ უხსენებია ლიუსის შეთავაზება – ამ საკითხის მოსაგვარებლად
ჯორჯ ემერსონს დალაპარაკებოდა.

მის ბარტლეტმა გულის მომკვლელი ტონით გააგრძელა:

88
– ოჰ, სად არიან ახლა ნამდვილი მამაკაცები? მე და შენ – მხოლოდ ორი ქალი
ვართ. მისტერ ბიბის იმედი არ უნდა გვქონდეს. შეგვიძლია, მისტერ იგერს
მივმართოთ, მაგრამ მას შენ არ ენდობი. აი, შენი ძმა რომ აქ იყოს! კი
ახალგაზრდაა, მაგრამ საკუთარი დის შეურაცხყოფის ამბავი რომ გაეგო,
დარწმუნებული ვარ, ლომად იქცეოდა. მადლობა ღმერთს, დიდსულოვნება და
რაინდული სულისკვეთება ჯერ არ მომკვდარა და კიდევ არსებობენ ისეთი
კაცები, რომელთაც შეუძლიათ ქალის მიმართ პატივისცემისა და მოწიწების
გამოხატვა!

ამ ტირადის განმავლობაში შარლოტი იხსნიდა ბეჭდებს, რომლებიც არც ისე ცოტა


იყო, და ქინძისთავების ბალიშზე აწყობდა. მერე თავის ხელთათმანებს ჩაბერა და
თქვა:

– ძნელი იქნება დილის მატარებელზე მოხვედრა, მაგრამ უნდა ვცადოთ.

– რა მატარებელზე?

– რომში მიმავალ მატარებელზე.

შარლოტმა კრიტიკულად შეათვალიერა ხელთათმანები. ლიუსიმ ისე მარტივად


აღიქვა ბიძაშვილის ნათქვამი, როგორც მან ეს წარმოთქვა.

– რომელ საათზე გადის მატარებელი? – იკითხა მან.

– რვაზე.

– სინიორა ბერტოლინი გაგვინაწყენდება.

– ამას უნდა შევეგუოთ, – უპასუხა მის ბარტლეტმა და არ გაამხილა, რომ


პანსიონატის დიასახლისი წასვლის თაობაზე უკვე გაფრთხილებული ჰყავდა.

– მთელი კვირის ფულს გადაგვახდევინებს.

– არ არის გამორიცხული. მაგრამ, სამაგიეროდ, ვაიზების სასტუმროში ბევრად


უფრო კომფორტულად ვიქნებით. თან, მგონი, იქ შუადღისას ჩაი უფასოა, არა?

– ჰო, მაგრამ, სამაგიეროდ, ღვინოში დამატებით იხდი ფულს, – ჩაილაპარაკა


ლიუსიმ და დადუმდა, გახევდა.

მის დაღლილ თვალებში შარლოტის ფიგურა თითქოს თრთოდა და


იდღაბნებოდა, როგორც სიზმარეული ჩვენება.
89
ბიძაშვილები ნივთების ჩალაგებას შეუდგნენ. დასაკარგი დრო არ ჰქონდათ, თუ
უნდოდათ, რომ დილითვე რომის მატარებლისთვის მიესწროთ. შარლოტის
მითითებების მიხედვით, ლიუსი ოთახიდან ოთახში წინ და უკან სიარულს
მოჰყვა და მთავარი პრობლემის ნაცვლად, იმაზე გადაიტანა ყურადღება, თუ რა
მოუხერხებელი იყო სანთლის შუქზე ბარგის ჩალაგება. შარლოტი, რომელიც
პრაქტიკული ადამიანი კი იყო, მაგრამ შესაბამისად მოხერხებული არ გახლდათ,
ცარიელ ჩემოდანთან დაჩოქილიყო და ამაოდ ცდილობდა სხვადასხვა სისქისა და
სიდიდის წიგნები ჩაელაგებინა. ერთი-ორჯერ ამოიოხრა, მოკუზვა ზურგს
ატკივებდა; თავისი მოხერხებულობისა და ხრიკების მიუხედავად, გრძნობდა,
რომ ასაკი ემატებოდა. გოგონამ მისი ოხვრა რომ გაიგონა, ისეთი ემოციური
იმპულსი იგრძნო, რომლის მიზეზსაც ვერასდროს ხვდებოდა. იგრძნო, რომ
სანთელი უფრო კარგად გაანათებდა, ჩალაგება უფრო მარტივი გახდებოდა და
სამყაროც უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუ ის სიყვარულისა და ადამიანური
სითბოს გაცემასა და მიღებას შეძლებდა. ასეთი მისწრაფება ლიუსის ადრეც
გასჩენია, მაგრამ ასე ძლიერად – არა, როგორც ამ საღამოს. მან ბიძაშვილის
გვერდზე დაიჩოქა და მოეხვია.

მის ბარტლეტი თავადაც ნაზად და თბილად ჩაეხუტა. მაგრამ ის არ იყო სულელი


ქალი და მშვენივრად ხვდებოდა, რომ ლიუსის ის არ უყვარდა, მაგრამ მისი
სიყვარული სჭირდებოდა. ამიტომაც, ხანგრძლივი პაუზის მერე, ავის
მომასწავებელი ტონით დაიწყო:

– ძვირფასო ლიუსი, ნეტავ ოდესმე მაპატიებ?

ლიუსი დაიძაბა, რადგან მწარე გამოცდილებით კარგად იცოდა, რას ნიშნავდა


შარლოტისთვის პატიება. ემოციები დაიოკა, მკლავებიც ოდნავ მოადუნა და
უთხრა:

– შარლოტ, რას გულისხმობ, ძვირფასო? რა გაქვს საპატიებელი!

– ძალიან ბევრი რამ, საკუთარი თავისთვისაც ბევრი რამე მაქვს მისატევებელი.


განა არ ვიცი, ყოველ წუთს როგორ გაღიზიანებ.

– არა, რას ამბობ...

მის ბარტლეტი თავის საყვარელ როლში შეიჭრა – უდროოდ დაბერებული


მოწამის.

90
– ასეა! ვხვდები, რომ ჩვენი ერთობლივი მოგზაურობა ისეთი წარმატებული არ
გამოდგა, როგორიც წარმომედგინა. ამას ადრევე უნდა მივმხვდარიყავი. შენ
გვერდით ვინმე უფრო ახალგაზრდა და ენერგიული გჭირდება, ვინც უფრო
თანაგიგრძნობს და გაგიგებს. მე ძალიან ძველმოდური და უინტერესო ვარ,
მხოლოდ იმისთვის თუ გამოვდგები, რომ შენი ნივთები ჩავალაგო და
ამოვალაგო.

– გთხოვ...

– ერთადერთი ის მამშვიდებს, რომ ისეთი ადამიანები იპოვე, რომლებიც შენს


გემოვნებას პასუხობენ და ხშირად შეგეძლო სახლში მარტო დაგეტოვებინე. მე
ჩემი პრიმიტიული წარმოდგენები მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ
უნდა იქცეოდეს ნამდვილი ლედი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს შენთვის თავს არ
მომიხვევია. თავად წყვეტდი, როგორ უნდა მოქცეულიყავი.

– ასე ნუ ლაპარაკობ, – რბილად უთხრა ლიუსიმ.

მას ჯერ კიდევ ის აზრი ასულდგმულებდა, რომ მას და შარლოტს ერთმანეთი


მთელი სულითა და გულით უყვარდათ. ჩემოდნების ჩალაგება მდუმარედ
გააგრძელეს.

– არაფერი გამომივიდა, – დაიწყო მის ბარტლეტმა, თან ლიუსის ჩემოდნის


საკეტებს ებრძოდა, იმის მაგივრად, რომ საკუთარი ჩემოდანი დაეკეტა, – ვერც
შენ გაგაბედნიერე, ვერც დედაშენის წინაშე მოვიხადე ჩემი ვალი. არადა როგორი
გულუხვი იყო ჩემ მიმართ. ამ კატასტროფის მერე თვალებში როგორღა ჩავხედავ.

– ჰო, მაგრამ დედა გაგიგებს. ეს ხათაბალა სულაც არ არის კატასტროფა, თან შენ
რა შუაში ხარ.

– ჩემი ბრალია; დიახ, ეს კატასტროფაა. არასოდეს მაპატიებს და მართალიც


იქნება. მაგალითად, რა უფლება მქონდა მის ლევიშთან დამეგობრების?

– ყველანაირი უფლება.

– მაშინ, როცა აქ შენი გულისთვის ვარ ჩამოსული? თავი მოგაბეზრე და თან


სათანადო ყურადღებაც ვერ მოგაქციე. როცა ყველაფერს მოუყვები, დედაშენი
ამას მაშინვე მიხვდება, როგორც მე ვხვდები ახლა.

ლიუსის სურვილმა, გამოესწორებინა სიტუაცია, დაუფიქრებლად წამოაცდენინა:

91
– დედამ საერთოდ რატომ უნდა გაიგოს?

– შენ ხომ მას ყველაფერს უყვები?

– ჰო, ზოგადად ასეა.

– არ მინდა, ჩემ გამო თქვენი ურთიერთნდობა დაირღვეს. ამაში არის რაღაც


წმინდა. თუ, რა თქმა უნდა, შენ თვითონ არ ფიქრობ, რომ არის რაღაც-რაღაცები,
რაც ჯობია არ იცოდეს.

მაგრამ გოგონა თავს ასეც არ დაიმცირებდა.

– ბუნებრივია, ყველაფერს ვეტყოდი. მაგრამ იმის გამო, რომ მან რამეში არ


დაგადანაშაულოს, მზად ვარ პირობა დავდო, რომ არაფერს ვეტყვი. არც მას და
არც არავის. ამაზე ხმას არასოდეს ამოვიღებ.

ამ დაპირების შემდეგ მათი საუბარი მოულოდნელად სწრაფად დასრულდა. მის


ბარტლეტმა მას ორივე ლოყაზე აკოცა, ძილი ნებისა უსურვა და ოთახში გაუშვა
დასაძინებლად.

ცოტა ხნით ლიუსის მთავარმა სადარდებელმა მეორე პლანზე გადაინაცვლა.


ჯორჯს მთელი ამ ამბების გამო უღირს და უტიფარ ადამიანად ჩათვლიდნენ;
საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველა ამ მოსაზრებას გაიზიარებდა. თავად ლიუსი მას
არც ამართლებდა, არც ადანაშაულებდა, ჯერ არ შეეძლო განაჩენის გამოტანა. იმ
მომენტში, როდესაც გოგონას მისი საქციელი უნდა შეეფასებინა, მის ბარტლეტის
ხმამ შეუშალა ხელი და მას მერე მუდმივად მის ბარტლეტი დომინირებდა. ახლაც
კი მისი ხვნეშა ესმოდა ტიხრის მიღმა; მის ბარტლეტისა, რომელიც არც
თავმდაბალი აღმოჩნდა, არც დამთმობი და არც მერყევი. ის დიდი ხელოვანივით
მოქმედებდა: გარკვეული ხანი, მთელი წლები, ისე იქცეოდა, როგორც არსება,
რომელიც ყურადღებას არ იმსახურებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაუშალა
გოგონას სრული და დამაჯერებელი სურათი უსიხარულო, უსიყვარულო
სამყაროსი, რომელშიც ახალგაზრდა მუდმივად თვითგანადგურებისკენ
ისწრაფვის, სანამ ჭკუას არ ისწავლის. სანამ არ აღმოაჩენს „სიმორცხვის“
სამყაროს, სადაც მუდმივად წინდახედულება და სიფრთხილე გმართებს; სადაც
მუდმივი ბარიერებია, რომელთაც შეუძლიათ ბოროტება თავიდან აგარიდონ,
მაგრამ ვერც სიკეთეს მოგიტანენ – იმათ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვინც ამ
დადგენილ წესებს საგულდაგულოდ მისდია.

92
ლიუსი იტანჯებოდა ამქვეყნად არსებული ყველაზე დიდი ბოროტებით: მისი
გულწრფელობით, თანაგრძნობითა და სიყვარულით ისარგებლეს. ასეთ
უსამართლობას ადვილად არ ივიწყებენ. ის აღარასოდეს გადაუშლის ვინმეს
გულს, დიდი სიფრთხილისა და აწონ-დაწონის გარეშე. ასეთ უსამართლობას
ადამიანის სულისათვის სავალალო შედეგები მოაქვს.

ზარის ხმა გაისმა, გოგონა ფანჯარას მივარდა. მერე ოდნავ შეყოყმანდა,


მობრუნდა და სანთელი ჩააქრო. ამგვარად, მას თავად ფანჯრიდან წვიმაში
მდგომის დანახვა შეეძლო, მაგრამ ჯორჯს (და ეს სწორედ ის იყო), მიუხედავად
იმისა, რომ ზევით იხედებოდა – არა.

თავის ოთახში შესასვლელად მას დერეფანი უნდა გაევლო. ლიუსი ჯერ კიდევ
ჩაცმული იყო. უცებ მოისაზრა, რომ შეეძლო დერეფანში გასულიყო და მისთვის
ეთქვა, რომ ხვალ დილით მიემგზავრება და ამით მათ უცნაურ ურთიერთობას
წერტილი დაესმება.

მართლა გაბედავდა თუ არა გოგონა ამას, ვერასდროს გავიგებთ, რადგან


კრიტიკულ მომენტში მის ბარტლეტმა თავისი ოთახის კარი გააღო და მისი ხმა
გაისმა:

– მისტერ ემერსონ, თუ შეიძლება, სასტუმრო ოთახში მობრძანდით, თქვენთვის


ორი სიტყვა მაქვს სათქმელი.

მალე კვლავ გაისმა მათი ნაბიჯებისა და მის ბარტლეტის ხმა:

– ღამე მშვიდობისა, მისტერ ემერსონ.

პასუხად მხოლოდ ჯორჯის გახშირებული, დაღლილი სუნთქვა ისმოდა.


კომპანიონმა თავისი მოვალეობა შეასრულა.

ლიუსიმ ხმამაღლა შეჰყვირა:

– ეს უსამართლობაა! არ შეიძლება, ყველაფერი ასე ხდებოდეს! არ მინდა,


თავგზააბნეული ვიყო! მალე მინდა გავიზარდო!

მის ბარტლეტმა კედელზე მიუკაკუნა.

– ახლავე დაწექი, ძვირფასო. ხვალისთვის დასვენება გჭირდება.

დილით რომში გაემგზავრნენ.

93
ნაწილი მეორე

VIII. თაყვანისმცემელი შუა საუკუნეების


ეპოქიდან
„უინდი კორნერის“ სასტუმრო ოთახში ფარდები გადაწეული იყო, რათა ახალი
ხალიჩა აგვისტოს მზისგან დაეცვათ. ეს სქელი ნაჭრის ფარდები იატაკს
სწვდებოდა და ოთახში მხოლოდ მკრთალი ნათელი აღწევდა. სასტუმრო ოთახში
პოეტი რომ ყოფილიყო, უთუოდ იტყოდა: „ცხოვრება თითქოს ვიტრაჟებით
გაწყობილი გუმბათია [Life like a dome of many coloured glass – ნაწყვეტი პერსი
ბიში შელის პოემა „ადონისიდან“.]“ – ან ფარდებს შეადარებდა რაბების კარებს,
რომელიც ზეციდან მჩქეფარე მძლავრ ნაკადს აკავებდა. გარეთ სინათლის კაშკაშა
ზღვა მოედინებოდა; შიგნით კი ბრწყინვალება ხილული, მაგრამ ადამიანის
თვალისთვის ასატანი იყო.

ოთახში ორი მეტად სასიამოვნო ადამიანი იმყოფებოდა. ერთი მათგანი –


ცხრამეტი წლის ბიჭი – ანატომიის სახელმძღვანელოს კითხულობდა და ხანდახან
ფორტეპიანოზე შემოდებულ ძვალს გახედავდა ხოლმე. ყმაწვილი დროდადრო
სკამზე წრიალებდა, ქშენდა და ოხრავდა, რადგან დღე ძალიან ცხელი იყო,
ნაბეჭდი – მეტისმეტად წვრილი, წიგნში გამოსახული ადამიანის ჩონჩხი კი –
შიშის მომგვრელი. დედამისი, რომელიც წერილს წერდა, პერიოდულად
უკითხავდა იმას, რაც დაწერა; ზოგჯერ დგებოდა, ფარდებს სწევდა, რათა
ხალიჩაზე სინათლის წყარო დაღვრილიყო და თანაც ეცნობებინა, რომ ისინი ჯერ
კიდევ იქ იყვნენ.

– სად აღარ არიან! – შესძახა ბიჭმა, რომელიც ლიუსის ძმა, ფრედი გახლდათ, –
უკვე გული მერევა ამ ყველაფერზე.

– ღვთის გულისათვის, მაშინ სასტუმრო ოთახიდან გაბრძანდი, – უპასუხა მისის


ჰანიჩერჩმა, რომელიც ცდილობდა, შვილები სლენგისთვის გადაეჩვია, და თავს
ისე აჩვენებდა, თითქოს მათ ყველა ნათქვამს პირდაპირი მნიშვნელობით იგებდა.

94
ფრედი არ განძრეულა და არც ხმა ამოუღია.

– მგონი, ამბავი დასასრულს უახლოვდება, – აღნიშნა მისის ჰანიჩერჩმა,


რომელსაც ძალიან უნდოდა, შექმნილ ვითარებაზე თავისი ვაჟის აზრიც გაეგო,
მაგრამ – ზედმეტი ხვეწნის გარეშე.

– უკვე დროა.

– მიხარია, რომ სესილი ისევ ხელს სთხოვს.

– ეს უკვე მესამე მცდელობაა, არა?

– ფრედი, როგორ შეგიძლია, ასეთი გულქვა იყო?

– ცუდად არ მითქვამს, – უპასუხა ფრედიმ, მერე კი დაამატა: – უბრალოდ,


ვფიქრობ, რომ ლიუსის შეეძლო, ეს ამბავი ჯერ კიდევ იტალიაში გაერკვია. არ
ვიცი, გოგონები როგორ აგვარებენ ამგვარ რამეებს ცხოვრებაში. მაგრამ იქ რომ
გარკვევით ეთქვა „არა“, ახლა მეორედ უარის თქმა აღარ მოუწევდა. ამ ყველაფრის
გამო, არც ვიცი, როგორ აგიხსნა, თავს უხერხულად ვგრძნობ.

– მართლა, ძვირფასო? რა საინტერესოა!

– ვგრძნობ... ჰო, არაფერი...

ფრედიმ მუშაობა განაგრძო.

– ნახე, რა მივწერე მისის ვაიზს. ასე ვიწყებ: „ძვირფასო მისის ვაიზ“...

– ჰო, დედა, უკვე წამიკითხე. ძალიან კარგი წერილია.

– „ძვირფასო მისის ვაიზ, სესილმა ახლახან მთხოვა ლიუსის ხელი, ბედნიერი


ვიქნები, თუ ის დათანხმდება. მაგრამ...“

მისის ჰანიჩერჩმა კითხვა შეწყვიტა და შვილს მიუბრუნდა:

– კმაყოფილი ვარ, რომ სესილმა საერთოდ ითხოვა ჩემი თანხმობა. ის ხომ სულ
ეწინააღმდეგება ტრადიციებს, თვლის, რომ მშობლები არ უნდა ჩაერიონ
ახალგაზრდების ცხოვრებაში. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ჩემ გარეშე მაინც
ვერაფერი გააწყო.

– ვერც ჩემ გარეშე.

95
– შენ?

ფრედიმ თავი დაუქნია.

– რას გულისხმობ?

– ჩემი ნებართვაც ითხოვა.

– რა უცნაური საქციელია მისი მხრიდან! – წამოიძახა მისის ჰანიჩერჩმა.

– რატომ? – იკითხა შვილმა და მემკვიდრემ, – ჩემგან ნებართვა რატომ არ უნდა


აეღო?

– რა იცი შენ ლიუსის, ან გოგოების, ან საერთოდ რამის შესახებ? რა უპასუხე?

– როგორც გინდა, ისე მოიქეცი, ეს ჩემი საქმე არაა-მეთქი.

– რა ღირსეული პასუხია!

თავად მისის ჰანიჩერჩის პასუხი უფრო ფრთხილი, მაგრამ იმავე აზრის


მატარებელი იყო.

– ისე ხდება, რომ... – დაიწყო ფრედიმ.

მაგრამ მერე ისევ თავის წიგნს მიუბრუნდა, ზედმეტად მორცხვი იყო იმისთვის,
რომ ეთქვა, რა ხდებოდა. მისის ჰანიჩერჩი ისევ ფანჯარასთან მივიდა.

– ფრედი, მოდი აქ! ისინი ისევ იქ დგანან!

– რა საჭიროა მათი ფანჯრიდან თვალთვალი?!

– თვალთვალი! ჩემი საკუთარი ფანჯრიდანაც აღარ გავიხედო?!

მისის ჰანიჩერჩი მაინც მოშორდა ფანჯარას და საწერ მაგიდას დაუბრუნდა. გზად


კი შვილს გადახედა:

– ისევ სამას ოცდამეორე გვერდზე ხარ?

ფრედიმ დაიფრუტუნა და ორი ფურცელი ერთდროულად გადაშალა. ცოტა ხნით


სიჩუმე ჩამოვარდა. იქვე, ფარდებს მიღმა, მოსაუბრეთა ხმადაბალი ბუტბუტი არ
წყდებოდა.

96
– მგონი, სესილი საშინლად გავაღიზიანე, – ფრედიმ ნერვიულად გადაყლაპა
ნერწყვი, – ის არ დაკმაყოფილდა თანხმობით, რომელიც მივეცი, როცა ვუთხარი,
ეს ჩემი საქმე არაა-მეთქი. ამით უკმაყოფილო, დაინტერესდა, სიხარულისგან
ჭკუიდან ხომ არ შევიშალე. ზუსტად ასე მომმართა: „განა არაჩვეულებრივი ამბავი
არ იქნება ლიუსისთვის, და ზოგადად „უინდი კორნერისთვის“, თუ მას ცოლად
შევირთავ?“ და დაჟინებით მოითხოვდა პასუხს... მითხრა, რომ ეს
თავდაჯერებულობას შემატებდა.

– იმედი მაქვს, წინდახედული პასუხი გაეცი, ძვირფასო.

– ვუპასუხე, არა-მეთქი, – კბილები გააღრჭიალა ბიჭმა, – ჰოდა, ჩაუვარდა კოვზი


ნაცარში! რა მექნა?! სხვა გამოსავალი არ მქონდა. საერთოდ რას მეკითხებოდა!

– უგუნურო ბავშვო! – წამოიძახა დედამისმა, – გგონია, რომ გულწრფელი და


მართალი ხარ, მაგრამ სინამდვილეში ეს საზიზღარი ამპარტავნობაა. რა გგონია,
სესილისნაირი ადამიანი შენს აზრს მიაქცევს ყურადღებას? იმედი მაქვს, ერთი
მაინც წაგითაქა. როგორ გაბედე უარის თქმა?

– ოჰ, დაწყნარდი, რა, დედა! „არა“ უნდა მეთქვა, იმიტომ რომ „ჰო-ს“ ვერ
ვეტყოდი. შევეცადე, ყველაფერი ხუმრობაში გამეტარებინა, სესილიც იცინოდა,
მერე კი წავიდა. ასე მგონია, ყველაფერი კარგად იქნება. ცუდად გამოვეჩხირე ამ
ამბავში, მაგრამ გთხოვ, გაჩუმდი, ადამიანს მუშაობას არ დააცლი!

– არა, არ გავჩუმდები! – უპასუხა მისის ჰანიჩერჩმა იმ ადამიანივით, რომელმაც


უკვე მიიღო გადაწყვეტილება, – კარგად იცი, მათ შორის რაც მოხდა რომში; იცი,
აქ რატომაც ჩამოვიდა, მაგრამ მაინც გამიზნულად ცდილობ, მას შეურაცხყოფა
მიაყენო და ჩვენი სახლიდან გააძევო.

– არაფერიც! – თავი იმართლა ფრედიმ, – უბრალოდ მივახვედრე, რომ გულზე არ


მეხატება. კი არ მძულს, მაგრამ დიდად არც მომწონს. მე ის მანერვიულებს, რომ
ლიუსის მოუყვება ყველაფერს.

დაღვრემილმა ფრედიმ ფარდებს გახედა.

– მე კი მომწონს სესილი, – უპასუხა მისის ჰანიჩერჩმა, – ვიცნობ დედამისს;


თავად კარგი და ჭკვიანი ადამიანია, მდიდარი, გავლენიანი ოჯახიდან. ნუ
ურტყამ წიხლებს პიანინოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ის გავლენიანი
ოჯახიდანაა.

97
მისის ჰანიჩერჩი გაჩერდა, თითქოს თავის სახოტბო სიტყვას იმეორებსო, მაგრამ
სახეზე მაინც უკმაყოფილება ეტყობოდა.

– და კარგი მანერები აქვს, – დაამატა ბოლოს.

– აქამდე არაფერს ვერჩოდი. ალბათ, იმის ბრალია, რომ ლიუსის სახლში


დაბრუნების პირველი კვირა ჩამაშხამა; და კიდევ რაღაცის, რაც მისტერ ბიბმა
თქვა გაუცნობიერებლად.

– მისტერ ბიბმა? – ჩაეძია დედა, თან ცდილობდა, ცნობისმოყვარეობა დაეფარა, –


არ მესმის, მისტერ ბიბი რაღა შუაშია.

– ხომ იცი, მისტერ ბიბმა ისე იცის თქმა, ბოლომდე ვერ გაიგებ, რას გულისხმობს.
ასე მითხრა: „მისტერ ვაიზი იდეალური მარტოხელა კაციაო“. მეც ვითომ სხვათა
შორის ჩავეკითხე, რას გულისხმობდა. მიპასუხა, სესილი, ჩემი არ იყოს,
უმჯობესია თუ თავისთვის იქნებაო. მერე სიტყვა ვეღარ დავაცდენინე, მაგრამ
მისმა ნათქვამმა დამაფიქრა. მას მერე, რაც ლიუსიმ მისი ყურადღება მიიპყრო,
თითქოს სესილი შეიცვალა და მასთან ურთიერთობა სასიამოვნო აღარაა... ვერც კი
ვხსნი.

– შენ ვერასოდეს ვერაფერს ხსნი, ძვირფასო, მაგრამ მე აგიხსნი: შენ სესილზე


ეჭვიანობ, გგონია, რომ შეიძლება ლიუსის შენთვის აბრეშუმის ყელსახვევების
ქსოვა აუკრძალოს.

დამაჯერებელი ახსნა-განმარტება იყო და ფრედი შეეცადა ერწმუნა, მაგრამ


გულის სიღრმეში მაინც ეჭვის ჭია ღრღნიდა. სესილი ზედმეტად აქებდა
ადამიანებს მათი სპორტული მიღწევებისათვის. ნუთუ ეს იყო მიზეზი? სესილი
ყველას აიძულებდა მხოლოდ მის ენაზე ლაპარაკს, რაც ძალიან დამღლელი იყო –
იქნებ ეს? სესილი ისეთი ტიპი იყო, სხვის ქუდს რომ არასოდეს დაიხურავდა და
სხვის ტყავში არ შეძვრებოდა. ფრედიმ, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა,
რაოდენ ღრმა აზრებს ავითარებდა, გადაწყვიტა, რომ ალბათ მაინც ეჭვიანობდა,
აბა, როგორ შეიძლებოდა ასეთი სულელური მიზეზების გამო ადამიანის
ათვალწუნება?!

– ასე კარგია? – დაუძახა დედამ, – „ძვირფასო მისის ვაიზ, სესილმა ახლახან


მთხოვა ლიუსის ხელი, ბედნიერი ვიქნები, თუ ის დათანხმდება“. მერე ჩავამატე –
„ლიუსისაც ასე ვუთხარი“. თავიდან უნდა გადავწერო წერილი... „ლიუსისაც ასე
ვუთხარი. მაგრამ ლიუსი ყოყმანობს, დღეს კი ახალგაზრდები თავად უნდა
98
იღებდნენ გადაწყვეტილებას“. ეს იმიტომ ჩავწერე, რომ მისის ვაიზს
ძველმოდურები არ ვეგონოთ. ის ლექციებზე დადის და თვითგანვითარებას
ცდილობს, მაგრამ ამასობაში მის სახლში, საწოლების ქვეშ, მტვრის სქელი ფენა
გროვდება, ელექტროჩამრთველებზე მოახლეების ჭუჭყიანი თითების კვალი ჩანს.
მისი ბინა საშინლად მოუვლელია...

– ლიუსი რომ სესილს ცოლად გაჰყვეს, ბინაში იცხოვრებს, თუ სოფლად?

– ასეთი სულელური კითხვებით ნუ მაწყვეტინებ. სად ვიყავი? ჰო...


„ახალგაზრდები თავად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას. ვიცი, რომ ლიუსის
თქვენი ვაჟი მოსწონს, იმიტომ, რომ ის ყველაფერს მიყვება, მომწერა კიდევაც
რომიდან, როდესაც თქვენმა ვაჟმა პირველად სთხოვა ხელი“. არა, ბოლო ფრაზას
წავშლი – ზედმეტად ქედმაღლურად ჟღერს. აქ გავჩერდები – „იმიტომ, რომ ის
ყველაფერს მიყვება“. ესეც ხომ არ წავშალო?

– ეგეც წაშალე, – უთხრა ფრედიმ.

მისის ჰანიჩერჩმა ეს ფრაზა მაინც დატოვა.

აი, რა გამოვიდა: „ძვირფასო მისის ვაიზ, სესილმა ახლახან მთხოვა ლიუსის ხელი,
ბედნიერი ვიქნები, თუ ის დათანხმდება, ლიუსისაც ასე ვუთხარი. მაგრამ ლიუსი
ყოყმანობს, დღეს კი ახალგაზრდები თავად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას.
ვიცი, რომ თქვენი ვაჟი მოსწონს, იმიტომ, რომ ყველაფერს მიყვება. მაგრამ არ
ვიცი...

– ფრთხილად! – წამოიძახა ფრედიმ.

ფარდები გადასწიეს.

სესილის პირველივე მოძრაობა გაღიზიანებაზე მეტყველებდა. ის ვერ იტანდა


ჰანიჩერჩების ჩვევას – ავეჯის გაფრთხილების მიზნით სიბნელეში მსხდარიყვნენ.
მან ინსტინქტურად შეარხია ფარდები და ისინიც კარნიზის გასწრივ საპირისპირო
მიმართულებით გადაიშალნენ. ოთახში სინათლე შემოვიდა. გამოჩნდა მსგავსი
ვილებისთვის ტიპური ტერასა, ორივე მხარეს ხეებით გარშემორტყმული, ხისგან
გამოჩორკნილი სკამითა და ყვავილების კლუმბებით. მაგრამ ეს ტერასა
სხვებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ განსაკუთრებული ხედი ჰქონდა –
„უინდი კორნერი“ სასექსის უილდს გადაჰყურებდა. სკამზე მჯდომი ლიუსი

99
თითქოს მოკალათებულიყო ჯადოსნურ მწვანე ხალიჩაზე, რომელიც აყვავებული
სამყაროს თავზე, ჰაერში ლივლივებდა.

სესილი ოთახში შემოვიდა.

რადგან სესილი ასე გვიან გამოჩნდა ჩვენს ისტორიაში, სათანადო აღწერას


იმსახურებს. ის შუა საუკუნეებიდან იყო, გოტიკური ქანდაკების მსგავსი.
მაღალსა და დახვეწილს, ისეთი მხრები ჰქონდა, რომელთა მკვრივი აგებულება
თითქოს მხოლოდ ნებისყოფის

ძალით დაჭიმულიყო, თავი ოდნავ უფრო მაღლა ჰქონდა აწეული, ვიდრე ეს


ჩვეულებრივი თვალთახედვისთვისაა საჭირო. იმ ქედმაღალ წმინდანებს
მოგაგონებდათ, რომლებიც ფრანგული საკათედრო ტაძრების პორტალებს
იცავენ. შესანიშნავ განათლებამიღებული, ნიჭითაც დაჯილდოებული და
ფიზიკურად ბრგე, ის იმ დემონს ჰყავდა შეპყრობილი, რომელსაც თანამედროვე
სამყარო თავშეკავებულობას უწოდებს, შუა საუკუნეებში კი არცთუ ისე
გამჭრიახი გონების მქონენი ასკეტიზმის სახელით ადიდებდნენ. გოტიკური
ქანდაკება დაუქორწინებლობის იდეას გამოხატავს, მაშინ, როცა ბერძნული –
ნაყოფიერებისას; შესაძლოა, სწორედ ეს იგულისხმა მისტერ ბიბმა. ფრედიც,
რომელიც ისტორიასა და ხელოვნებაში ვერ ერკვეოდა, ალბათ, ამას
გულისხმობდა, როცა ამბობდა, რომ სესილი სხვისი თვალით ვერაფერს
დაინახავდა.

მისის ჰანიჩერჩმა წერილის წერა შეწყვიტა და ახალგაზრდა სტუმრისკენ


გაეშურა.

– ოჰ, სესილ! – წამოიძახა მან, – ოჰ, სესილ, მითხარით...

– I promessi sposi, [I promessi sposi (იტალ.) – დანიშნული.]– მიუგო მან.

დედა-შვილი შეშფოთებით მიშტერებოდნენ.

– ის თანახმაა, – თქვა მან, ინგლისურ ენაზე ამის თქმამ წამოაწითლა და


სიამოვნებისგან ჩაეღიმა, რამაც უფრო ადამიანური იერი შესძინა.

– ისეთი ბედნიერი ვარ... – დაიწყო მისის ჰანიჩერმა, ფრედიმ კი სესილს


ქიმიკატებისგან გაყვითლებული ხელი გაუწოდა. ისინიც ისურვებდნენ,
იტალიური სცოდნოდათ, რადგან ჩვენი ფრაზები, რომლებსაც კმაყოფილებისა
თუ განცვიფრების გამოსახატავად ვხმარობთ, იმდენად დაკავშირებულია
100
უმნიშვნელო შემთხვევებთან, რომ თითქოს გვეშინია, დიადი ამბების
აღსანიშნავად გამოვიყენოთ. ვალდებულნი ვხდებით ან ბუნდოვნად პოეტურები
ვიყოთ, ან საღვთო წერილის რემინისცენციებს მივმართოთ.

– კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში! – მისის ჰანიჩერჩმა ჟესტიკულაციით


ავეჯს მიმართა, – ეს მართლაც სასიხარულო დღეა! ასე მგონია, ჩვენს ძვირფას
ლიუსის გააბედნიერებ.

– იმედი მაქვს, – მიუგო ახალგაზრდა კაცმა და თვალები ჭერს მიაპყრო.

– ჩვენ, დედები... – სულელურად გაიღიმა მისის ჰანიჩერჩმა და მიხვდა, რომ


მანერული, სენტიმენტალური და მაღალფარდოვანი იყო, რასაც ყველაზე მეტად
ვერ იტანდა. რატომ არ შეეძლო ფრედივით მოქცევა, რომელიც გახევებული იდგა
ოთახში?! საკმაოდ გაღიზიანებული გამომეტყველებით, თუმცა – მაინც
სიმპათიური.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და სესილმა გოგონას უხმო:

– ლიუსი!

ლიუსი წამოდგა. გაზონს მოუყვებოდა და ისე უღიმოდა მათ, თითქოს


ჩოგბურთის პარტიის შეთავაზებას ცდილობსო. მერე ძმის სახე შენიშნა. ტუჩები
გახსნა და ფრედი გულში ჩაიკრა.

– დამშვიდდი! – უთხრა მას ძმამ.

– მე არ მაკოცებ? – ჰკითხა დედამ.

ლიუსიმ დედასაც აკოცა.

– იქნებ მისის ჰანიჩერჩთან ერთად ბაღში გახვიდე და ყველაფერი დაწვრილებით


უამბო? – შესთავაზა სესილმა, – მე კი დედაჩემს მივწერ წერილს.

– ლიუსის გავყვეთ? – შეეკითხა ფრედი, თითქოს მისგან განკარგულებას იღებდა.

– ჰო, ლიუსის გაჰყევი.

ისინი მზის შუქზე გავიდნენ. სესილმა თვალი გააყოლა, როგორ გადაკვეთეს


ტერასა და გაუჩინარდნენ. მან იცოდა, რასაც იზამდნენ – ბუჩქნარს
გასცდებოდნენ, ჩოგბურთის კორტებსაც, გეორგინების კლუმბებსაც და ბოსტანს

101
რომ მიაღწევდნენ, სწორედ იქ, კარტოფილისა და ბარდის გარემოცვაში
დაიწყებდნენ ამ დიადი ამბის განხილვას.

სესილმა სიგარეტს შემწყნარებლური ღიმილით მოუკიდა და გაიხსენა იმ


მოვლენათა ჯაჭვი, რომელმაც ასეთ ბედნიერ დასასრულამდე მიიყვანა.

ის უკვე რამდენიმე წელია იცნობდა ლიუსის, როგორც არაფრით გამორჩეულ,


მუსიკის მოყვარულ გოგონას. ჯერ კიდევ ახსოვდა ის შუადღე რომში, ლამის
დეპრესიაში რომ ჩააგდეს, როდესაც ლიუსი და მისი საშინელი ბიძაშვილი
თითქოს ციდან ჩამოცვივდნენ და მაშინვე წმინდა პეტრეს ტაძრის
მოსანახულებლად წაყვანა მოსთხოვეს. იმ დღეს ის ნამდვილი ტურისტი იყო –
უსიამოვნო, გაუთლელი, მოგზაურობით გადაღლილი. მაგრამ იტალიამ რაღაც
სასწაული გავლენა მოახდინა მასზე. თითქოს ნათელი შემატა, და, რაც
სესილისთვის კიდევ უფრო ძვირფასი იყო – ჩრდილი. მალე მან გოგონაში
საოცარი თავშეკავებულობა აღმოაჩინა. ის ჰგავდა ლეონარდო და ვინჩის ქალებს,
რომლებიც თავიანთი მშვენიერების გამო კი არ მოგვწონს, არამედ იმ
საიდუმლოსი, რომელსაც გვიმალავენ. ეს საიდუმლო, რაღა თქმა უნდა,
არაამქვეყნიურია; შეუძლებელია ლეონარდოს ნამუშევრებში ასახულ რომელიმე
ქალს ვულგარული „თავგადასავალი“ გადახდენოდა თავს. ლიუსი დღითი დღე
კიდევ უფრო მშვენდებოდა და საოცრად ვითარდებოდა.

ისე მოხდა, რომ სესილის მედიდური თავაზიანობა ვნებით თუ არა,


საფუძვლიანი მოუსვენრობით შეიცვალა. ჯერ კიდევ რომში შეეცადა
გოგონასთვის მიენიშნებინა, რომ ისინი ერთმანეთს შეეფერებოდნენ. მასზე
ძლიერ იმოქმედა იმან, რომ ამის გაგონებისას ლიუსის მისთვის თავის არიდება
არ უცდია. ქალიშვილმა მკაფიო და რბილი უარი უთხრა. გოგონას მას შემდეგ –
რაც ის თავზარდამცემი წინადადება წარმოითქვა – ზუსტად ისეთივე
დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ, როგორიც მანამდე. სამი თვის შემდეგ,
იტალიის საზღვარზე, ყვავილებით მოფენილი ალპების ფონზე, მან კვლავ
სთხოვა ხელი ქალიშვილს – პირდაპირ და უბრალოდ. გოგონა ისე აგონებდა
ლეონარდოს ტილოს, როგორც არასდროს; მზისგან დამწვარ ნაკვთებზე ჩრდილი
ეცემოდა; მისი სიტყვების გაგონებისას ქალიშვილი მობრუნდა და მასა და
სინათლეს შორის გაჩერდა, უკიდეგანო ველების ფონზე. გოგონას სახლში
გაცილებისას სესილი სულაც არ გრძნობდა თავს შეურაცხყოფილად, უარყოფილ
თაყვანისმცემლად. ის, რაც მართლა მნიშვნელოვანი იყო, უცვლელი დარჩა.

102
და აი, მან კვლავ სთხოვა ხელი, და ისიც დაეთანხმა, ადრინდელ უარზე
ყოველგვარი მოკრძალებული ახსნა-განმარტების გარეშე. უბრალოდ უთხრა, რომ
უყვარდა ის და შეეცდებოდა გაებედნიერებინა. დედაც კმაყოფილი იქნება;
სწორედ მან ურჩია ამ ნაბიჯის გადადგმა; გრძელი წერილი უნდა მისწეროს.

ხელზე დაიხედა – შეამოწმა, ფრედის ქიმიკატების კვალი ხომ არ ემჩნეოდა – და


საწერ მაგიდას მიუახლოვდა. მაგიდაზე წერილი შენიშნა, რომელიც ასე
იწყებოდა: „ძვირფასო მისის ვაიზ“, შემდგომ ნაწერი მრავალჯერ ჩასწორებული
და გადახაზული იყო. სესილმა თვალი მოაშორა წერილს, ისე, რომ მეტი არაფერი
წაუკითხავს, ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ სხვაგან დაჯდა, მუხლზე ფურცელი
დაიდო და ფანქრით მოკლე ბარათი დაწერა.

მერე ისევ მოუკიდა სიგარეტს, რომელიც ისე ღვთაებრივად აღარ ეჩვენა, როგორც
პირველი, და იმაზე დაფიქრდა, რა შეიძლებოდა ეღონა, „უინდი კორნერის“
სასტუმრო ოთახს რომ განსაკუთრებული ხიბლი შესძენოდა. ასეთი ხედით,
წესით, არაჩვეულებრივი ოთახი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერს „ტოტენჰემ
კორტ როუდის“ მაღაზიების კვალი აჩნდა. სესილი თითქოს ცხადად ხედავდა,
როგორ ტვირთავდნენ შულბრედისა და მეიპლის სავაჭრო სახლების
ფურგონიდან ამ სავარძელს, წიგნის გალაქულ კარადებსა და საწერ მაგიდას.
საწერმა მაგიდამ მისის ჰანიჩერჩის წერილი გაახსენა. არ უნდოდა წერილის
წაკითხვა – არასოდეს ჰქონია მიდრეკილება მსგავსი ქმედებებისკენ;
მიუხედავად ამისა, წერილი მაინც ანერვიულებდა. მისი შეცდომა იყო, მისის
ჰანიჩერჩი ახლა მის ამბებს დედამისთან

რომ განიხილავდა. ხელის თხოვნის მესამე მცდელობისას ლიუსის დედის


მხარდაჭერა სჭირდებოდა, უნდოდა ეგრძნო, რომ დანარჩენები, ვინც არ უნდა
ყოფილიყვნენ ისინი, ეთანხმებოდნენ – სწორედ ამიტომ ითხოვა მათი ნებართვა.
მისის ჰანიჩერჩი კორექტული კი იყო, მაგრამ მნიშვნელოვან საქმეებში –
საზრიანობას მოკლებული. „ფრედი კი... ის მხოლოდ პატარა ბიჭია“, – თავისთვის
ფიქრობდა სესილი. „მისთვის მე განვასახიერებ ყველაფერ იმას, რასაც ვერ იტანს.
რატომ უნდა უნდოდეს, რომ მისი სიძე გავხდე?“

ჰანიჩერჩებს ღირსეული ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ სესილი მალევე მიხვდა, რომ


ლიუსი სულ სხვა ჩამოსხმისა იყო. ალბათ საჭიროა, – ჯერ მტკიცედ ვერ
გადაეწყვიტა – რაც შეიძლება მალე შეიყვანოს გოგონა მისთვის შესაფერის
წრეებში.

103
– მისტერ ბიბი! – გამოაცხადა მოახლემ, და ოთახში სამერ სტრიტის სამრევლოს
ახალდანიშნული მღვდელი შემოვიდა. ჰანიჩერჩების ოჯახთან მან უმალვე
მეგობრული ურთიერთობები დაამყარა ფლორენციიდან ლიუსის გამოგზავნილი
წერილების წყალობით, რომლებშიც გოგონა სულ აქებდა მას.

სესილი მას საკმაოდ კრიტიკულად შეხვდა.

– ჩაის დასალევად გეწვიეთ, მისტერ ვაიზ. როგორ გგონიათ, შეიძლება ამის იმედი
მქონდეს?

– ეჭვიც არ მეპარება. რას რას და საჭმელს ამ სახლში ნამდვილად მიიღებთ... არ


დაჯდეთ მაგ სკამზე, ახალგაზრდა ჰანიჩერჩმა მანდ ძვალი დატოვა.

– ტფუი!

– დიახ, – გააგრძელა სესილმა, – არ მესმის, რატომ აძლევს მისის ჰანიჩერჩი ამის


უფლებას.

სესილი ამ ძვალსა და მეიპლის ფირმის ავეჯს ერთმანეთს ვერ უკავშირებდა და


არ ესმოდა, რომ ერთად აღებული ეს ნივთები ოთახს იმ ცხოვრების ნაწილად
აქცევდა, რომელში ჩართვაც თავად სურდა.

– ჩაის დასალევად და სამასლაათოდ მოვედი, – აცნობა მისტერ ბიბმა, – ახალი


ამბავი გავიგე!

– ახალი ამბავი? – ჩაეკითხა სესილი, – რა ახალი ამბავი?

მისტერ ბიბმა, რომლის ახალი ამბავიც სულ არ ეხებოდა იმას, რასაც სესილი
ვარაუდობდა, ყბედობა გააგრძელა.

– აქ რომ მოვდიოდი, გზად სერ ჰარი ოტუეი შემხვდა. იმედი მაქვს, პირველი ვარ,
ვინც ამ ამბავს გატყობინებთ. მან მისტერ ფლეკისგან „სისი“ და „ალბერტი“
შეიძინა!

– ნუთუ? – სესილი ცდილობდა, გონს მოსულიყო. რა გროტესკულ შეცდომაში


შეიყვანეს! როგორ წარმოიდგინა, რომ მღვდელი და თანაც – ჯენტლმენი, მისი
ნიშნობის ამბავს ასე უპატივცემულოდ მოიხსენიებდა? მაგრამ ის მაინც
დაძაბული იყო. ჰკითხა, ვინ იყვნენ სისი და ალბერტი, მაგრამ მისტერ ბიბზე
შთაბეჭდილება მაინც არ შეუცვლია და უწინდებურად ფიქრობდა, უტიფარი
ადამიანიაო.
104
– მიუტევებელი კითხვაა! ორი კვირის გატარება „უინდი კორნერში“ ისე, რომ არ
იცნობდეთ „სისისა“ და „ალბერტს“ – ორ მომიჯნავე ვილას, რომელიც ეკლესიის
წინ ააშენეს?! ამას მისის ჰანიჩერჩს მოვახსენებ.

– ადგილობრივ ამბებში საერთოდ ვერ ვერკვევი, – უსიცოცხლოდ მიუგო


ახალგაზრდა კაცმა, – ისიც კი არ ვიცი, რა განსხვავებაა სამრევლო საბჭოსა და
ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტს შორის. შესაძლოა, არც არსებობს
რაიმე განსხვავება ან, შესაძლოა, საერთოდ არასწორად მოვიხსენიებ ამ
დაწესებულებებს. სოფელში მხოლოდ იმიტომ ჩავდივარ, რომ მეგობრები
მოვინახულო და

პეიზაჟით დავტკბე. ვაღიარებ, ჩემი მხრიდან უგულისყურო საქციელია, მაგრამ


იტალია და ლონდონი – მხოლოდ ამ ორ ადგილას მეჩვენება ცხოვრება ასატანი.

მისტერ ბიბი შეაწუხა „სისისა“ და „ალბერტის“ გაყიდვის თაობაზე ასეთმა მძიმე


რეაქციამ და გადაწყვიტა, თემა შეეცვალა.

– თუ შეიძლება, დავინტერესდები, მისტერ ვაიზ, სულ გადამავიწყდა, რა


პროფესიის ბრძანდებით?

– მე არა მაქვს პროფესია, – უპასუხა სესილმა, – ეს ჩემი დეკადენტობის კიდევ


ერთი გამოვლინებაა. ჩემი დამოკიდებულება – საკმაოდ გაუმართლებელი – ის
არის, რომ იქამდე, სანამ არავის ვაწუხებ, მსურს ისე ვიცხოვრო, როგორც თავად
მესიამოვნება. ვიცი, რომ ხალხისგან ფულის გამოძალვას უნდა ვცდილობდე, ან
საკუთარი თავი მივუძღვნა ისეთ რამეებს, რაც ერთი ბეწოთიც კი არ მაღელვებს,
მაგრამ ვერაფრით შევუდექი ამ საქმეს.

– იღბლიანი ბრძანდებით, – მიუგო მისტერ ბიბმა, – გქონდეს თავისუფალი დრო


და არაფერი აკეთო – არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა.

მისი ტონი სამრევლო მღვდლისთვის დამახასიათებელი გახლდათ, მაგრამ


სხვაგვარად – ბუნებრივად – ამაზე პასუხის გაცემა არ გამოდიოდა. მისტერ ბიბი,
ისევე, როგორც ყველა ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი საქმითაა დაკავებული,
მიიჩნევდა, რომ სხვებიც ასე უნდა მოქცეულიყვნენ.

– მოხარული ვარ, რომ იწონებთ ჩემს საქციელს. ყველა ასე როდია ჩემ მიმართ
განწყობილი, მაგალითად, ფრედი ჰანიჩერჩი.

– ფრედი კარგი ვინმეა, არა?


105
– საუცხოო. სწორედ ისეთი ადამიანია, რომლის წყალობითაც ინგლისი
დღევანდელ სახეს ინარჩუნებს.

სესილს თვითონვე უკვირდა საკუთარი თავის. რაღა მაინცდამაინც დღეს იყო


ისეთ ახირებულ ხასიათზე, რომ ყველას უპირისპირდებოდა? მდგომარეობის
გამოსწორება სცადა და მეტისმეტად გულთბილად მოიკითხა მისტერ ბიბის
დედა, მოხუცებული ქალბატონი, რომელიც სინამდვილეში სულაც არ
ადარდებდა. მერე თავად მღვდელს ეპირფერა, აქო მისი ლიბერალური
შეხედულებები, მისი, განათლებული ადამიანის, მოსაზრებები ფილოსოფიასა და
მეცნიერებაზე.

– სად არიან მასპინძლები? – ჰკითხა ბოლოს მისტერ ბიბმა, – იქნებ ჩაი


მომიტანონ, სანამ საღამოს მსახურებას დავიწყებ.

– სავარაუდოდ, ენს არც უცნობებია მათთვის თქვენი მოსვლის ამბავი. აქ


ჩამოსვლის დღიდან მივეჩვიე, რომ აქაური მოახლეები ასეთები არიან. ენის
ნაკლი ის არის, რომ გამუდმებით კითხვას გისვამს, როცა მშვენივრად ესმის ის,
რაც უთხარი, და გამუდმებით სკამის ფეხებს ედება, ქუსლებს ურტყამს. მერის
ნაკლი კი ისაა, რომ... დამავიწყდა მერის ნაკლოვანებები, მაგრამ ისინიც მეტად
სერიოზულია. ბაღში ხომ არ გავიდეთ?

– ვიცი, მერის ნაკლი რაც არის. ის აქანდაზს მუდმივად კიბეებზე ტოვებს.

– ეუფემიას ნაკლი კი ის არის, რომ ბადექონს არაფრის დიდებით არ ჭრის


საკმარისად წვრილად.

ორივეს გაეცინა, საუბარი აეწყო.

– ფრედის ნაკლი კი... – გააგრძელა სესილმა.

– ოჰ, ვინ მოთვლის. დედამისის გარდა ვერავინ ჩამოთვლის ფრედის


ნაკლოვანებებს. მის ჰანიჩერჩის უარყოფითი თვისებების ჩამოთვლა სცადეთ, არც
ისე ბევრია.

– მას ნაკლი არა აქვს! – სერიოზული გულწრფელობით უპასუხა ახალგაზრდა


კაცმა.

– სრულიად გეთანხმებით. ამჟამად არა აქვს.

– ამჟამად?
106
– ცინიკურად არ ვამბობ. უბრალოდ, მის ჰანიჩერჩის შესახებ ჩემს საყვარელ
თეორიას ვუბრუნდები. უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ასე კარგად უკრავს
ფორტეპიანოზე, მაგრამ ასე ჩუმად და შეუმჩნევლად ცხოვრობს? ეჭვი მაქვს, რომ
ერთ დღეს ორივე ასპექტში გამოავლენს თავს. მისი ნებისყოფის ჰერმეტული
წყალგამყოფი გაირღვევა და მუსიკა და ცხოვრება ერთმანეთს შეერევა. მაშინ ის
ალბათ ჰეროიკულად კარგი ან ჰეროიკულად ცუდი გახდება; ან ზედმეტად
ჰეროიკული იმისთვის, რომ კარგი ან ცუდი იყოს.

სესილი მისმა თანამოსაუბრემ დააინტერესა.

– და ამჟამად, – შეეკითხა ის, – მას შესანიშნავად არ მიიჩნევთ?

– მინდა გითხრათ, რომ ლიუსი მინახავს მხოლოდ ტანბრიჯ უელსში, სადაც


ნამდვილად არ ეთქმოდა შესანიშნავი, და ფლორენციაში. რაც სამერ სტრიტზე
დავსახლდი, ის სამოგზაუროდ იყო. თქვენ ხომ ნახეთ ის რომსა და ალპებში, არა?
სულ გადამავიწყდა, თქვენ მას ადრეც იცნობდით. ის არც ფლორენციაში ყოფილა
შესანიშნავი, მაგრამ იმედი მქონდა, რომ გახდებოდა.

– რა მიმართულებით?

საუბარი ორივესთვის სასიამოვნოდ აეწყო და ისინი ტერასაზე ბოლთის ცემას


მოჰყვნენ.

– მარტივად შემეძლო გამომეცნო, რა მელოდიას დაუკრავდა შემდეგ ჯერზე. ისეთ


შეგრძნებას გიქმნიდა, თითქოს ფრთები იპოვა და მათ გამოყენებას აპირებსო.
შემიძლია მშვენიერი ნახატი გაჩვენოთ ჩემს იტალიურ დღიურში: მის ჰანიჩერჩი
ფრანის სახით, და მის ბარტლეტი, რომელსაც ძაფი უჭირავს. მეორე სურათი:
ძაფი წყდება.

ნახატი მართლაც იყო მის დღიურში, მაგრამ ბევრად მოგვიანებით


შეესრულებინათ, როცა მისტერ ბიბმა მომხდარ ამბებს მხატვრის თვალით
შეხედა. იმ დროს კი თავადაც მალულად ექაჩებოდა ამ ძაფს.

– მაგრამ ძაფი მაინც არ გაწყდა?

– არა. მის ჰანიჩერჩის გაფრენას ვერ შევესწარი, მაგრამ მის ბარტლეტის დაცემის
ხმა კი ნამდვილად გავიგონე.

– ახლა კი ძაფი გაწყდა, – უთხრა ახალგაზრდა კაცმა დაბალი, მთრთოლარე ხმით.

107
როგორც კი ეს თქვა, იმწუთასვე მიხვდა, რომ ნიშნობის გამოცხადების
ამპარტავნულ, სასაცილო და მდაბალ გზებს შორის ყველაზე უარესი აირჩია.
წყევლიდა მეტაფორის მიმართ თავის სიყვარულს; ამით რა, იმაზე მიანიშნა, რომ
თავად ვარსკვლავი იყო, ლიუსი კი ცაში აიჭრა, რათა მას მისწვდომოდა?!

– გაწყდა? რას გულისხმობთ?

– იმას ვგულისხმობ, რომ ის ცოლად მომყვება, – დაძაბული ხმით უპასუხა


სესილმა.

– მომიტევეთ, ბოდიში უნდა მოგიხადოთ, – მიუგო მღვდელმა, თან მწარე


იმედგაცრუებას გრძნობდა, რაც ხმაზეც ეტყობოდა, – არ

ვიცოდი, რომ თქვენ და ლიუსის ასეთი ახლო ურთიერთობა გქონდათ, თორემ


არაფრით მივცემდი თავს უფლებას, ასე დაუდევრად და არასერიოზული ტონით
მესაუბრა მის შესახებ. მისტერ ვაიზ, უნდა გაგეჩერებინეთ.

ამის თქმა იყო და მღვდელმა ბაღში ლიუსი შენიშნა. დიახ, ის ნამდვილად


იმედგაცრუებული გახლდათ.

სესილს, რომელსაც, ბუნებრივია, ბოდიშებს მოლოცვა ერჩია, ტუჩები მოეღრიცა.


ნუთუ სამყარო ასე შეხვდებოდა მის საქციელს? რასაკვირველია, მას მთელი
ქვეყნიერება სძულდა, როგორც ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს – ეს
ფაქტობრივად დახვეწილობის საზომიც გახლდათ – მაგრამ ამ სამყაროს
თანმდევი ნაწილაკების მიმართ, რომელთაც აწყდებოდა, მაინც მგრძნობიარე
იყო.

ხანდახან სესილს შეეძლო საკმაოდ უხეშიც ყოფილიყო.

– ძალიან ვწუხვარ, რომ გაგაოგნეთ, – უთხრა მღვდელს მშრალად, – ვშიშობ,


ლიუსის არჩევანს არ იწონებთ.

– არა, რას ამბობთ. უბრალოდ, უნდა გაგეჩერებინეთ. მის ჰანიჩერჩს არც ისე
დიდი ხანია ვიცნობ. მის შესახებ ასე თავისუფლად არ უნდა მესაუბრა, მით
უმეტეს – თქვენთან.

– გგონიათ, დაუფიქრებლად მითხარით რამე?

108
მისტერ ბიბმა გონება მოიკრიბა. მისტერ ვაიზს მართლაც ეხერხებოდა ადამიანის
უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება. იძულებული იყო, გამოეყენებინა ის
პრივილეგიები, რომელთაც საკუთარი პროფესიის წყალობით ფლობდა.

– არა, დაუფიქრებლად არაფერი მითქვამს. ფლორენციაში ვიწინასწარმეტყველე,


რომ მის ჰანიჩერჩის მშვიდი, არაფრით გამორჩეული ბავშვობა უნდა
დასრულებულიყო და მართლაც დასრულდა. ბუნდოვნად ვაცნობიერებდი, რომ
მას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადაედგა და მანაც გადადგა.
გაიგო (ნება მიბოძეთ თავისუფლად ვილაპარაკო, როგორც დავიწყე), მან გაიგო,
რას ნიშნავს სიყვარული. როგორც ზოგიერთები ამბობენ, ეს ყველაზე დიდი
გაკვეთილია, რასაც მიწიერი ცხოვრება გვაძლევს.

ახლა უკვე დრო იყო, მათკენ მომავალი ტრიოსთვის ქუდი დაექნია, და მისტერ
ბიბი ასეც მოიქცა.

– მან ეს თქვენი მეშვეობით გაიგო, – გააგრძელა მისტერ ბიბმა კლერიკალური


ტონით, რომელსაც უკვე გულწრფელობაც შეერია, – ახლა მხოლოდ თქვენზეა
დამოკიდებული, რომ ამ ცოდნამ მას სიკეთე მოუტანოს.

– Grazie tante! [Grazie tante (იტალ.) – დიდი მადლობა.]– უპასუხა სესილმა,


რომელსაც სასულიერო პირები არ უყვარდა.

– უკვე გაიგეთ? – დაუყვირა მისის ჰანიჩერჩმა, რომელიც გაჭირვებით ამოდიოდა


აღმართზე, – ოჰ, მისტერ ბიბ, უკვე იცით სასიხარულო ამბავი?

ახლა უკვე კეთილგანწყობით აღსავსე ფრედი საქორწინო მარშს უსტვენდა.


ახალგაზრდობა იშვიათად აკრიტიკებს მომხდარ ფაქტს.

– გავიგე! – გასძახა მღვდელმა. მან ლიუსის გახედა. მასთან მღვდლის როლის


შესრულება აღარ შეეძლო, ყოველ შემთხვევაში, მობოდიშების გარეშე, – მის
ჰანიჩერჩ, ახლა ის უნდა გავაკეთო, რასაც საერთოდ უნდა ვაკეთებდე, მაგრამ,
ძირითადად, ვერ ვბედავ. მსურს დაგლოცოთ, რათა კურთხეულ იყოთ ღვთის
მიერ – დიდსა თუ პატარა საქმეში, გასაჭირსა თუ სიხარულში. გისურვებთ
განვლოთ უაღრესად კარგი და ბედნიერი ცხოვრება, როგორც ცოლმა და ქმარმა,
როგორც დედამ და მამამ. ახლა კი ჩაი მინდა.

– დროულად მოითხოვეთ, – მიუგო მისის ჰანიჩერჩმა, – როგორ ბედავთ, „უინდი


კორნერში“ ასე სერიოზული იყოთ?

109
მღვდელი დიასახლისის ტონს აჰყვა. აღარც დალოცვა და ღვთის წყალობა
უხსენებია შემდგომში ვინმეს, არც ის უცდიათ, სიტუაცია პოეზიითა და საღმრთო
წერილის ციტატებით შეემკოთ. ვერცერთი მათგანი ვეღარ ბედავდა და არც
შეეძლო, სერიოზულობა შეენარჩუნებინა.

ნიშნობა ისეთი მძლავრი მოვლენაა, რომ ადრე თუ გვიან მასთან დაკავშირებულ


ყველა ადამიანს საზეიმო მოწიწების მდგომარეობაში ითრევს. ამ
ღირსშესანიშნავი მოვლენისგან თავდაღწეული, თავთავიანთ ოთახებში
განმარტოებული, მისტერ ბიბი და, შესაძლოა, ფრედიც კი, ისევ კრიტიკულ
აზროვნებას დაუბრუნდებიან. მაგრამ ამ ამბის შემსწრენი, ერთად გულწრფელად
მხიარულობდნენ. ნიშნობას საოცარი ძალა აქვს და მხოლოდ ჩვენს სიტყვებზე კი
არ ახდენს გავლენას, არამედ გულზეც. შეგვიძლია პარალელი გავავლოთ და
შევადაროთ უცხო რელიგიის ტაძრის გავლენას ჩვენზე. როდესაც მის გარეთ
ვართ, ვეწინააღმდეგებით ან დავცინით, ან პატივს მივაგებთ მას. შიგნით თუ
აღმოვჩნდებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს წმინდანები და ღმერთები ჩვენი არაა,
ნამდვილი მორწმუნეები ვხდებით, იმის შიშით, რომ ტაძარში შეიძლება
მართლაც ჭეშმარიტი სარწმუნოება სუფევდეს.

ამგვარად, შუადღის ხათაბალისა და ცუდი წინათგრძნობის მერე, ყველანი


დამშვიდდნენ და ერთად დასხდნენ ჩაის დასალევად. თუკი ისინი
ფარისევლობდნენ, ამას ვერ აცნობიერებდნენ, და მათ ფარისევლობას ჰქონდა
შანსი, გულწრფელობაში გადაზრდილიყო. ენი თითოეულ თეფშს საქორწინო
საჩუქარივით დებდა მაგიდაზე და ამით სუფრას ამხიარულებდა. თვალს ვერ
ასწრებდნენ მის ღიმილს, რომელიც სახეზე ეფინებოდა ყოველთვის, როცა კი
სასტუმრო ოთახის კარს ფეხით გამოედებოდა ხოლმე. მისტერ ბიბი მხიარულად
ჟღურტულებდა. ფრედი გონებამახვილობის განსახიერებად ქცეულიყო და
სესილს „Fiasco-ს [Fiasco (იტალ.) – წარუმატებლობა, მარცხი.] “ უწოდებდა, რაც
ოჯახის საყვარელი კალამბური იყო სიტყვაზე – „Fiancé [Fiancé (ფრანგ.) –
საქმრო.]“. მისის ჰანიჩერჩს, ხალისიანსა და დარბაისელს, ისეთი პირი უჩანდა,
რომ მშვენიერი სიდედრი იქნებოდა. ლიუსი და სესილიც – რომელთათვისაც ეს
ტაძარი აიგო – უერთდებოდნენ საზეიმო რიტუალს, მაგრამ, როგორც ჭეშმარიტი
მორწმუნეები, ელოდებოდნენ მათთვის უფრო ამაღლებული, წმინდა
სიხარულის საკუთხევლის კარის გაღებას.

110
IX. ლიუსი, როგორც ხელოვნების ნიმუში
ნიშნობიდან რამდენიმე დღეში მისის ჰანიჩერჩმა ლიუსი და მისი „ფიასკო“
მეზობლებთან მოკრძალებულ წვეულებაზე დაპატიჟა – უნდოდა ყველასთვის
ეჩვენებინა, რომ მისი ქალიშვილი რიგიან ადამიანს მიჰყვებოდა ცოლად.

სესილს მხოლოდ რიგიანი როდი ეთქმოდა; ის დახვეწილი და წარმოსადეგი იყო;


თვალს ახარებდა, როგორ მიაბიჯებდა მისი მოხდენილი ფიგურა ლიუსის
გვერდით, საუბრისას როგორ იხრებოდა საცოლისკენ მისი გრძელი, სიმპათიური
სახე. შეკრებილები მისის ჰანიჩერჩს ულოცავდნენ, რაც ერთგვარ უხერხულობას
კი ქმნიდა, მაგრამ მას სიამოვნებდა და ამიტომაც ბევრი ფიქრის გარეშე
წარუდგინა სესილი ძველმოდურ და უინტერესო ქვრივებს.

ჩაის სმისას ერთი უსიამოვნო შემთხვევა მოხდა: ლიუსის ორნამენტებიან


აბრეშუმის კაბაზე ყავა გადაასხეს. თავად ლიუსიმ თავი ისე დაიჭირა, თითქოს
მისთვის სულ ერთი იყო, დედამისი კი თავის მოჩვენებას სულაც არ აპირებდა,
ლიუსი სახლში შეიყვანა და კეთილგანწყობილ მოახლეს კაბის მოწესრიგება
დაავალა. ამ დროს სესილი ქვრივებთან მარტო დარჩა. როდესაც დედა-შვილი
დაბრუნდა, „ფიასკო“ არც ისე სასიამოვნო გუნებაზე დახვდათ.

– ხშირად დადიხართ ამ ტიპის წვეულებებზე? – იკითხა მან, როდესაც შინ


ბრუნდებოდნენ.

– დროდადრო, – უპასუხა ლიუსიმ, რომელიც წვეულებაზე კარგად გაერთო.

– და ეს წვეულება აქაური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა?

– ალბათ. დედა, შენ როგორ ფიქრობ?

– ჰო, მთელი აქაური საზოგადოება იყო შეკრებილი, – გაუაზრებლად უპასუხა


მისის ჰანიჩერჩმა, რომელიც ვიღაცის კაბის თარგის დამახსოვრებას ცდილობდა.

როდესაც მიხვდა, რომ მისის ჰანიჩერჩი სხვა რამეზე ფიქრობდა, სესილი


ლიუსისკენ გადაიხარა და გადაულაპარაკა:

– ჩემი აზრით, ნამდვილი საშინელება იყო, შემაძრწუნებელი, კატასტროფა.

– ძალიან ვწუხვარ, რომ ამის გამოვლა მოგიწია.


111
– არა, საქმე წვეულებაში კი არ არის, ამ მილოცვებშია, რომლებიც აუცილებლად
უნდა მოგვესმინა. აუტანელია, რომ ნიშნობა საჯარო საკუთრებად მიიჩნევა,
რაღაც საერთო ნაგავსაყრელის მსგავსად, სადაც ნებისმიერს შეუძლია თავისი
ვულგარული მილოცვები ჩაყაროს. ეს მოხუცი ქალბატონები თავიანთი
ხელოვნური ღიმილით!

– ამ ერთხელ მოგვიწია ამის გამოვლა, მაგრამ შემდეგ წვეულებაზე უკვე


ყურადღებას აღარ მოგვაქცევენ.

– მაგრამ მე მგონია, – არ ნებდებოდა სესილი, – რომ მათი დამოკიდებულება


ნიშნობის მიმართ არასწორია. ნიშნობა – თან რა საშინელი სიტყვაა – პირადი
საქმეა, და მას სწორედ ასე უნდა მიუდგნენ.

შესაძლებელია, ეს სულელურად მოღიმარი ქალბატონები ცალ-ცალკე ცდებოდნენ


კიდეც, მაგრამ ყველანი ერთად მართლები იყვნენ. მათში ხარობდა მათი თაობის
სული, რომელიც სესილისა და ლიუსის ნიშნობას დედამიწაზე სიცოცხლის
გაგრძელების მორიგ შესაძლებლობად მიიჩნევდა. თავად ახალგაზრდებისათვის
ეს ნიშნობა სულ სხვა რამეს მოასწავებდა – სიყვარულს. სწორედ აქედან
მომდინარეობდა გაღიზიანება, რომელსაც გრძნობდა სესილი და ლიუსის რწმენა,
რომ კაცის გაღიზიანება სამართლიანი იყო.

– ჰო, მომაბეზრებელია, – დაეთანხმა ლიუსი, – ვერ გამოეპარე ჩოგბურთის


სათამაშოდ?

– ჩოგბურთს არ ვთამაშობ, ყოველ შემთხვევაში – ხალხში. აქაური ადგილები


საკმარისად რომანტიკული არ არის იმისათვის, რომ ამგვარი საქმიანობით
დავკავდე. ისეთი რომანტიზმი, როგორიც მე მახასიათებს, Inglese Italianato.

– Inglese Italianato?

– E un diavolo Incarnato! [Inglese Italianato e un diavolo incarnato! (იტალ.) –


გაიტალიელებული ინგლისელი ხორცშესხმული ეშმაკია. მეთოთხმეტე
საუკუნეში იტალიაში დამკვიდრებული გამოთქმა, რომელიც ინგლისელი
კონდოტიერის, იტალიაში ჯოვანი აკუტოს სახელით ცნობილი, სერ ჯონ
ჰოკვუდის (1320-1394) და მისი მოქირავნეთა ე.წ. “თეთრი რაზმის” სისასტიკით
იქნა შთაგონებული.] ხომ გაგიგია ეს გამონათქვამი?

112
ლიუსის არ ახსოვდა. თანაც ახალგაზრდა კაცს, რომელმაც დედასთან ერთად
წყნარად გაატარა ზამთარი რომში, ეს გამონათქვამი დიდად არ შეეფერებოდა.
მაგრამ ნიშნობის შემდეგ სესილმა რატომღაც თავის თავაშვებულ
კოსმოპოლიტად წარმოჩენა დაიწყო, რაც მას სულაც არ შვენოდა.

– თუ ისინი ჩემ მიმართ არაკეთილგანწყობილები იქნებიან, ვერაფერს გავაწყობ, –


თქვა სესილმა, – უნდა ვაღიარო, რომ ჩემსა და მათ შორის გადაულახავი
ბარიერები არსებობს.

– ყველას ჩვენ-ჩვენი შეზღუდვები გვაქვს, – ბრძნულად შენიშნა ლიუსიმ.

– მაგრამ ხანდახან მათ თავს გვახვევენ, – უპასუხა სესილმა, რომელიც მიხვდა,


რომ ლიუსის მისი პოზიცია მთლად კარგად არ ესმოდა.

– როგორ?

– ვერ ხედავ განსხვავებას იმ ღობეებს შორის, რომლებსაც თვითონ ვიშენებთ


ჩვენი თავის გარშემო, და იმ ბარიერებს შორის, რომლებსაც სხვები გვიშენებენ.

ლიუსი ცოტა ხანს ჩაფიქრდა და დაეთანხმა.

– განსხვავება? – უცებ ჩერთო მისის ჰანიჩერჩი, – მე ვერანაირ განსხვავებას ვერ


ვხედავ. ღობეები ღობეებია, მით უმეტეს, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილასაა.

– ჩვენ მოტივებზე ვლაპარაკობთ, – უთხრა სესილმა, რომელიც ამ ჩარევამ


გააღიზიანა.

– ჩემო ძვირფასო სესილ, შეხედეთ!

მისის ჰანიჩერჩმა თავისი პორტმონე მუხლებზე დაიდო.

– ეს მე ვარ და „უინდი კორნერი“, – დაიწყო მან, – ეს კი – სხვა დანარჩენები.


მოტივები, რა თქმა უნდა, მშვენიერია, მაგრამ ღობე, აი, აქ გადის.

– ჩვენ ნამდვილ ღობეებზე არ ვლაპარაკობდით, – სიცილით აღნიშნა ლიუსიმ.

– ა, მესმის, ძვირფასო, გადატანითი მნიშვნელობით.

მისის ჰანიჩერჩი აუღელვებლად მიეყრდნო ბალიშებს. სესილს ვერ გაეგო, რამ


გაამხიარულა ლიუსი.

113
– არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ არანაირი ღობეები, –
აღნიშნა ლიუსიმ, – ერთი-ერთი ასეთი ადამიანი მისტერ ბიბია.

– მთავარია, თვითონ არ იქცეს დაბალ ღობედ.

ლიუსი მაშინვე ვერ ხვდებოდა ხოლმე, რას ამბობდნენ სხვები, მაგრამ კარგად
ესმოდა, რას გულისხმობდნენ. გოგონამ სესილის მახვილგონივრული ფრაზა ვერ
შეაფასა, მაგრამ შეუცდომლად მიხვდა, რა გრძნობამ წარმოათქმევინა ის.

– მისტერ ბიბი არ მოგწონს? – ჰკითხა ლიუსიმ ფიქრიანად.

– ასე არ მითქვამს, – უპასუხა სესილმა, – ვფიქრობ, საშუალო დონეზე


საგრძნობლად მაღლა დგას. უბრალოდ, არ ვეთანხმები... – მან კვლავ წაიკითხა
გრძელი მონოლოგი ღობეების შესახებ და ეს მშვენივრად გამოუვიდა.

– აი, მღვდელი, რომელიც არ მომწონს, ვისაც მართლა ღობეები აქვს აშენებული


და თანაც საშინელი – მისტერ იგერია, ინგლისელი კაპელანი ფლორენციაში, –
თქვა ლიუსიმ, რომელსაც უნდოდა, როგორმე მხარი აება სესილისთვის, – ის
საერთოდ არ არის გულწრფელი, ნამდვილი სნობია, ძალიან ამპარტავანია და
საშინელ რაღაცებს ამბობს ადამიანებზე.

– როგორ რაღაცებს?

– იქ, პანსიონატ „ბერტოლინიში“, ერთი მოხუცი კაცი იყო და მისტერ იგერმა თქვა,
რომ მან საკუთარი ცოლი მოკლა.

– შეიძლება მოკლა კიდეც.

– არა!

– რატომ არა?

– ის ძალიან კეთილი ადამიანია, დარწმუნებული ვარ.

სესილს გაეცინა მის ქალურ არათანმიმდევრულობაზე.

– შევეცადე, ყველაფერი გულდასმით გამომეკვლია. მისტერ იგერს დაზუსტებით


არაფერი უთქვამს, ბუნდოვნად თქვა, რომ ამ კაცმა „პრაქტიკულად“ ცოლი
მოკლა, რომ მან თითქოს ღვთის წინაშე ჩაიდინა ეს.

114
– დამშვიდდი, ძვირფასო, – უგულისყუროდ უთხრა მისის ჰანიჩერჩმა
ქალიშვილს.

– განა საშინელება არ არის, რომ მღვდელი, რომლისგანაც მაგალითს უნდა


ვიღებდეთ, სხვას ცილს სწამებს? მისტერ იგერის წყალობით, ეს კაცი ყველამ
გარიყა. გადაწყვიტეს, რომ ვულგარული იყო, არადა, სულაც არ ჩანდა ასეთი.

– საწყალი ბერიკაცი, რა ერქვა?

– ჰარისი, – დაუფიქრებლად უპასუხა ლიუსიმ.

– იმედი ვიქონიოთ, რომ მისის ჰარისი [მისის ჰარისი – ჩარლზ დიკენსის რომანის
“მარტინ ჩეზლვიტის” ერთ-ერთი პერსონაჟის, ლოთი ექთნის, მისის სარა გემპის
წარმოსახვითი მეგობარი, რომელსაც სარა მუდმივად ელაპარაკება. სარა გემპი
ვიქტორიანულ ხანაში მეტად პოპულარული პერსონაჟი იყო და სწორედ მასზე
ალუზიაა მისის ჰანიჩერჩის ფრაზა.] საერთოდ არარსებული ადამიანია, – აღნიშნა
მისის ჰანიჩერჩმა.

სესილმა ჭკვიანური გამომეტყველებით დაუკრა კვერი.

– მისტერ იგერი კულტურული და განათლებული მღვდელია? – ჰკითხა მან


ლიუსის.

– არ ვიცი. მძულს. მომისმენია მისი ლექცია ჯოტოზე, მაგრამ მაინც მძულს. სულ
ერთია, შეზღუდულ ბუნებას ვერაფრით დაფარავ. მძულს!

– ღმერთო ჩემო, შვილო! – ისევ ჩაერია მისის ჰანიჩერჩი, – ჭკუიდან გადამიყვან!


რა გაყვირებს? საერთოდ გიკრძალავთ შენ და სესილს იმაზე ლაპარაკს, თუ
როგორ ვერ იტანთ მღვდლებს.

სესილს გაეღიმა. მართლაც, მისტერ იგერის გამო ლიუსის ასეთ აფეთქებაში იყო
რაღაც ისეთივე შეუსაბამო, როგორც, დავუშვათ, სიქსტეს კაპელა ლეონარდოს
რომ მოეხატა. სესილს უნდოდა, როგორმე მიენიშნებინა ლიუსისთვის, რომ მისი
მოწოდება ეს არ იყო; ქალის ძალა და მომხიბლაობა მის საიდუმლოებით მოცულ
ბუნებაშია და არა მძაფრ და გაცხარებულ აღშფოთებაში. მაგრამ აღშფოთება
სასიცოცხლო ძალის ნიშანიცაა: ის ფარავს მშვენიერ ქმნილებას, მაგრამ
ამასთანავე გვიჩვენებს, რომ ის სიცოცხლითაა სავსე. ცოტა ხნის შემდეგ, სესილი
უკვე ერთგვარი კეთილგანწყობით უყურებდა ლიუსის წამოწითლებულ სახეს და

115
აღელვებულ ჟესტიკულაციას და თავი შეიკავა ახალგაზრდული მგზნებარების
დათრგუნვისაგან.

ისინი მშვენიერი ბუნების გარემოცვაში ცხოვრობენ და ეს ყველაზე მარტივი


სალაპარაკო თემააო, ფიქრობდა სესილი. ის არ მალავდა აღფრთოვანებას და
ხოტბას ასხამდა ფიჭვის ტყეს, გვიმრით დაფარულ მდელოებსა და ბუჩქნარის
მოწითალო ფოთლებს, მთის მშვენიერ ბილიკს. ის კარგად არ იცნობდა ბუნებას
და ხანდახან შეცდომებსაც უშვებდა. მისის ჰანიჩერჩმა ღიმილი ვერ შეიკავა, როცა
მან ლარიქსის [ლარიქსი (ლათ. Larix) – წიწვოვანი მცენარის გვარი ფიჭვისებრთა
ოჯახისა. სხვა მარადმწვანე წიწვოვანებისაგან განსხვავებით, ლარიქსს წიწვები
უყვითლდება, სცვივა და ზამთრობით ხე მთლიანად შიშვლდება.] მარადიული
სიმწვანის შესახებ დაიწყო ლაპარაკი.

– თავი იღბლიან ადამიანად მიმაჩნია, – დაასკვნა სესილმა, – როდესაც ლონდონში


ვარ, ასე მგონია, რომ სხვაგან ვერ ვიცხოვრებდი, მაგრამ, როდესაც სოფელში
ჩამოვდივარ, იმავეს ვფიქრობ. ასეა თუ ისე, ჩიტები, ხეები და ცა ყველაზე
არაჩვეულებრივი რაღაცებია ამ ცხოვრებაში, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც აქ
ცხოვრობენ, უთუოდ საუკეთესონი უნდა იყვნენ. თუმცა, ათიდან ცხრა ვერ
ამჩნევს იმ სილამაზეს, რომლის გარემოცვაშიც ცხოვრობს. თანაც სოფლელი
ჯენტლმენები ან მშრომელები ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი თანამოსაუბრენი
არიან, მათ შორის, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი
ენით გამოუთქმელ სიმპათიას გრძნობენ ბუნების მიმართ – სიმპათიას,
რომელსაც ჩვენ, ქალაქის მცხოვრებლები, მოკლებულნი ვართ. გრძნობთ ამას,
მისის ჰანიჩერჩ?

მისის ჰანიჩერჩი შეკრთა და სესილს გაუღიმა. კაცს ყურს არ უგდებდა. სესილი,


რომელიც ეტლში მოუხერხებლად იჯდა, გაღიზიანდა და მტკიცედ გადაწყვიტა,
მთელი გზა არაფერი საინტერესო აღარ ეთქვა.

ლიუსიც არ უსმენდა სესილს. შუბლი შეჭმუხნვოდა და ჯერ კიდევ მრისხანე


სახით იჯდა, რაც სესილმა მეტისმეტად ღრმა და ჭკვიანურ ფიქრებს მიაწერა.
სევდიანი სანახავი იყო ლიუსი, რომელიც აგვისტოს ტყის სილამაზეს ვერ
ამჩნევდა.

– ჩამო, ასულო, მაღალ მთას ასულო, [ჩამო, ასულო, მაღალ მთას ასულო –
ნაწყვეტი ვიქტორიანული ეპოქის ინგლისელი პოეტის, ლორდ ალფრედ
ტენისონის (1809-1892) პოემიდან „პრინცესა“.]
116
– უთხრა სესილმა და თავისი მუხლით ლიუსის მუხლს შეეხო.

ლიუსი კვლავ წამოწითლდა და შეეკითხა:

– რა სიმაღლიდან?

– „ჩამო, ასულო, მაღალ მთას ასულო: ან რა სიამე იპოვე, სულო, (დამღერდა


მწყემსი) ცასასულ სუსხსა და სიმაღლეში, ამ გორაკების ბრწყინვალებაში?“ მოდი,
მისის ჰანიჩერჩს დავუჯეროთ და აღარ ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ არ
გვიყვარს მღვდლები. ეს რა ადგილია?

– ეს სამერ სტრიტია, რა თქმა უნდა, – უპასუხა ლიუსიმ და ეცადა


გამოცოცხლებულიყო.

ტყე შუაზე იყოფოდა, რათა დაქანებული სამკუთხა მდელოსთვის დაეთმო


ადგილი. ორივე მხარეს ლამაზი კოტეჯები ჩამწკრივებულიყო, მესამე მხარეს კი
ქვის ახალი ეკლესია იდგა, რომელიც ძვირად ღირებული სისადავით
გამოირჩეოდა და თვალწარმტაცი ყავარის შპილით იყო მორთული. ეკლესიასთან
მოჩანდა მისტერ ბიბის სახლი, რომელიც სიმაღლით კოტეჯებს არ აღემატებოდა.
შორიახლოს, ნაძვებში მდიდრული სახლებიც ჩამალულიყვნენ. შემოგარენი
ინგლისზე მეტად შვეიცარიულ ალპებს მოგაგონებდათ – შეძლებული კლასის
სავანესა და სამყოფელს, სადაც ისინი მოცალეობის ჟამს ატარებენ დროს. პეიზაჟს
მხოლოდ ორი შეუხედავი ვილა აფუჭებდა – სწორედ ისინი, ახალი ამბების სიაში
კინაღამ სესილისა და ლიუსის ნიშნობის ამბავი რომ გადაფარეს. ისინი სერ ჰარი
ოტუეიმ სწორედ იმ დილას შეიძინა, როდესაც სესილმა – ლიუსი.

ერთ ვილას „სისი“ ერქვა, მეორეს – „ალბერტი“. ეს სახელები არამხოლოდ ბაღის


კარებზე გამოესახათ დაშტრიხული გოტიკური შრიფტით, არამედ პარმაღზეც,
სადაც წარწერა დიდი ასოებით თაღების ნახევარმთვარის ფორმას იმეორებდა.
ვილა „ალბერტში“ ვიღაცები ცხოვრობდნენ. მის გაუბედურებულ ბაღში ფერად-
ფერადი ნემსიწვერები, ლობელიები და გაპრიალებული ზღვის ნიჟარები
მოჩანდა. პატარა ფანჯრები მოკრძალებულად იყო დრაპირებული ნოტინგემის
მაქმანიანი ფარდებით. „სისი“ ქირავდებოდა. მის ღობეზე დორკინგის უძრავი
ქონებით მოვაჭრე აგენტების სამი სხვადასხვა აბრა ირხეოდა, რომლებიც ამ
არცთუ გასაოცარ ამბავს გვამცნობდნენ. სახლისაკენ მიმავალი ბილიკები
სარეველებით იყო სავსე, გაზონი კი, ცხვირსახოცის ზომის ძლივს რომ იქნებოდა,
ბაბუაწვერებს გადაეყვითლებინათ.

117
– რა ადგილი გაფუჭდა! – ავტომატურად ჩაილაპარაკეს ქალბატონებმა, – სამერ
სტრიტი ისეთი აღარასოდეს იქნება.

როდესაც მათმა ეკიპაჟმა ვილა „სისის“ ჩაურა, კარი გაიღო და გარეთ ჯენტლმენი
გამოვიდა.

– გაჩერდით! – შესძახა მისის ჰანიჩერჩმა და მეეტლეს ქოლგის წვერით შეეხო, –


აი, სერ ჰარიც. ახლა ყველაფერს გავიგებთ. სერ ჰარი! ახლავე დაანგრიეთ ეს
საშინელებები!

სერ ჰარი ოტუეი, რომლის აღწერაც არ არის აუცილებელი, ეკიპაჟს მიუახლოვდა


და აწუწუნდა:

– მისის ჰანიჩერჩ! სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ არ შემიძლია, არ


შემიძლია, მისის ფლეკი გამოვაგდო.

– ანუ მართალი ვიყავი? მას ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა დაეტოვებინა


ვილა. ისევ არენდის გადაუხდელად ცხოვრობს, როგორც ძმისშვილის დროს?

– რა შეიძლება ვიღონო? – ხმას დაუწია სერ ჰარიმ, – მოხუცი ქალია, ვულგარული,


თან თითქმის ლოგინადაა ჩავარდნილი.

– გამოასახლეთ! – გაბედულად შესთავაზა სესილმა.

სერ ჰარიმ ამოიოხრა და სევდიანად გადახედა ვილებს. მას კარგა ხნის წინ
აფრთხილებდნენ მისტერ ფლეკის გეგმებზე. შეეძლო მაშინ ეყიდა მიწა, სანამ
მშენებლობა დაიწყებოდა, მაგრამ ზანტი და აპათიური იყო და საქმეც
გაჭიანურდა. იმდენი ხანი ცხოვრობდა სამერ სტრიტზე, წარმოუდგენლად
ეჩვენებოდა, რომ ვინმეს შეიძლებოდა ხედი გაეფუჭებინა. მანამ არ
შეშფოთებულა, სანამ მისის ფლეკმა საძირკველი არ ამოთხარა და კრემისფერი
და წითელი აგურის „მოჩვენების“ წამოჭიმვა არ დაიწყო. ის ესტუმრა მისტერ
ფლეკს, ადგილობრივ მშენებელს, სავსებით გონიერ და რესპექტაბელურ
ადამიანს, რომელიც დაეთანხმა, რომ კრამიტით გადახურული სახურავი
მხატვრის თვალს მეტად ესიამოვნებოდა, მაგრამ შიფერი ბევრად უფრო იაფი
ღირდა. თან დაიჩემა, რომ კორინთული სვეტები, რომლებიც წურბელებივით
მიეკვრებოდნენ ერკერული ფანჯრების რაფებს, მისი აზრით, ფასადს
შეამსუბუქებდა. სერ ჰარიმ სცადა მიენიშნებინა, რომ სვეტები, სასურველია,
არამხოლოდ დეკორატიულ, არამედ კონსტრუქციულ ფუნქციასაც ატარებდნენ.

118
მისტერ ფლეკმა უპასუხა, რომ სვეტები უკვე შეკვეთილი ჰქონდა, და რომ ყველა
კაპიტელი სხვადასხვა სტილში იყო გადაწყვეტილი: ერთი დრაკონებითა და
მცენარეული ორნამენტებით იქნებოდა მორთული, მეორე – იონიური სტილის,
მესამეზე კი მისის ფლეკის ინიციალები იქნებოდა გამოსახული. ჩანდა, რომ მას
კარგად წაეკითხა რესკინი. ვილებს თავის გემოზე აშენებდა; და იქამდე, სანამ მან
ერთ-ერთ ვილაში თავისი „უძრავი“ დეიდა არ შეასახლა, მანამდე არ შეიძინა ისინი
სერ ჰარიმ.

ეს უაზრო და წაგებიანი გარიგება რაინდს სევდას ჰგვრიდა. ახლა მისის


ჰანიჩერჩის ეტლზე ჩამოყრდნობილი იოხებდა გულს. ვერც სოფლის წინაშე
შეასრულა მოვალეობა და ახლა მასხრად იგდებდნენ. ფული დახარჯა, სამერ
სტრიტს კი ეს საშინელი ნაგებობები მაინც ლაქად აჩნდა. ერთადერთი, რაც ახლა
შეეძლო მოემოქმედებინა, ვილა „სისისთვის“ შესაფერისი მდგმურები ეშოვნა,
მართლაც რომ სასურველი ადამიანები.

– არენდის ფასი სასაცილოა, – უხსნიდა მათ სერ ჰარი, – მე კი მშვენიერი


მეპატრონე ვარ. მაგრამ ისეთი მოუხერხებელი ზომის ვილებია! გლეხებისთვის
ზედმეტად დიდია, ჩვენი წრის ხალხისთვის კი – მეტისმეტად პატარა.

სესილს ვერ გადაეწყვიტა, საით მიემართა თავისი სიძულვილი – ვილებისადმი


თუ სერ ჰარისადმი, რადგან მას თავისი სახლები სძულდა. მეორე უფრო
ნაყოფიერი ეჩვენა.

– სასწრაფოდ უნდა იშოვოთ მდგმურები, – უთხრა მან ღვარძლიანად, – ეს ვილა


ნამდვილი სამოთხე იქნება ბანკის კლერკისათვის.

– სწორედაც! – უპასუხა აღელვებულმა სერ ჰარიმ, – სწორედ ამის მეშინია,


მისტერ ვაიზ. ვილა არასასურველ ხალხს მოიზიდავს. მატარებლის სერვისი
გაუმჯობესდა და, მე თუ მკითხავთ, ეს საბედისწერო ამბავია. რა არის ხუთი
მილი დღეს, როცა ყველას აქვს ველოსიპედები?

– ეს კლერკი საკმაოდ ენერგიული უნდა იყოს, – აღნიშნა ლიუსიმ.

სესილმა, რომელიც შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მავნე


ენამახვილობით გამოირჩეოდა, აღნიშნა, რომ დაბალი კლასის ფიზიკური
მონაცემების გაუმჯობესება თავზარდამცემი ტემპით მიმდინარეობდა. ლიუსი
მიხვდა, რომ სესილი მათ უწყინარ მეზობელს დასცინოდა და შეეცადა,
რამენაირად შეეჩერებინა საქმრო.
119
– სერ ჰარი! – წამოიძახა მან, – ერთი იდეა მომივიდა. რას იტყოდით შინაბერა
ქალბატონებზე?

– ოჰ, ჩემო ძვირფასო ლიუსი! ეს არაჩვეულებრივი იქნებოდა. იცნობთ ასეთებს?

– დიახ, საზღვარგარეთ გავიცანი.

– ჩვენი წრის ხალხია?

– დიახ, დიახ, და ამჟამად უბინაოდ დარჩნენ. ერთი კვირის წინ მომწერეს. მის
ტერეზა და კათრინ ალანები. არ ვხუმრობ. ისინი ზუსტადაც რომ შესაფერისი
ხალხია. თან მისტერ ბიბიც იცნობს მათ. შეიძლება მივწერო, რომ
დაგიკავშირდნენ?

– დიახ, რა თქმა უნდა! – წამოიძახა სერ ჰარიმ. აი, პრობლემაც მოგვარდა.


მშვენიერია! მისწერეთ, რომ დამატებით მომსახურებას გავუწევ, რადგან
აგენტისთვის ფული არ მექნება გადასახდელი. ოჰ, ეს უძრავი ქონებით მოვაჭრე
აგენტები! ისეთი საშინელი ადამიანები გამომიგზავნეს! ერთმა ქალბატონმა,
რომელსაც ტაქტიანი წერილი მივწერე, რათა მისი სოციალური მდგომარეობა
გამეგო, მიპასუხა, რომ წინასწარ გადაიხდიდა არენდას. თითქოს ეს ვინმეს
ადარდებს! რამდენიმე რეკომენდაცია, რაც წარმოადგინა, სრულიად
არადამაკმაყოფილებელი იყო – ვიღაც ყალთაბანდები, არარესპექტაბელური
ადამიანები. ეს ტყუილები! ამ ბოლო კვირებში ცხოვრების შავბნელი მხარეები
ვნახე. ტყუილები, თან ერთი შეხედვით წესიერი ხალხის მხრიდან. გესმით, ჩემო
ძვირფასო ლიუსი? ტყუილები!

ლიუსიმ თავი დაუქნია.

– მე გირჩევთ, – ჩაერია მისის ჰანიჩერჩი, – ლიუსისთან და მის ხავსმოდებულ


შინაბერებთან საქმე არ დაიჭიროთ. ვიცნობ ეგეთ ტიპებს. მირჩევნია თავი შორს
დავიჭირო ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც უკეთესი დღეები უნახავთ და
სახლს უცნაურსუნიანი საგვარეულო ნივთებით ავსებენ. სევდის მომგვრელია,
მაგრამ ისეთ ადამიანებთან მირჩევნია ურთიერთობა, რომლებიც ამ სამყაროში
ზევით მიიწევენ, და არა ქვევით.

– მგონი მესმის თქვენი, – უპასუხა სერ ჰარიმ, – ეს მართლაც სევდის


მომგვრელია.

– მაგრამ მის ალანები ასეთები სულაც არ არიან! – შეეწინააღმდეგა ლიუსი.


120
– არიან, არიან, – თქვა სესილმა, – მართალია, მათ არ შევხვედრივარ, მაგრამ
ვიტყოდი, რომ ისინი აქაური სამეზობლოს შესაფერისი წევრები ვერ იქნებიან.

– არ მოუსმინოთ, სერ ჰარი, – უთხრა ლიუსიმ, – თავს მოგაბეზრებთ.

– არა, ეს მე გაბეზრებთ თავს, – მიუგო სერ ჰარიმ, – ჩემი პრობლემებით


ახალგაზრდებს თავი არ უნდა შეგაწყინოთ. მაგრამ ისე ვარ შეწუხებული, ლედი
ოტუეი კი სულ იმას მეუბნება, რომ წინდახედულობა მმართებს, რაც, რაღა თქმა
უნდა, მართალია, მაგრამ დიდად არაფერში მეხმარება.

– ანუ შეიძლება მის ალანებს მივწერო?

– დიახ, გთხოვთ. – უპასუხა სერ ჰარიმ, მაგრამ ცოტა არ იყოს შეყოყმანდა,


როდესაც მისის ჰანიჩერჩმა დაამატა:

– ფრთხილად იყავით! ნამდვილად ეყოლებათ კანარის ჩიტები. სერ ჰარი, კანარის


ჩიტებს ერიდეთ: გალიიდან მარცვლებს ყრიან და მერე თაგვები ჩნდება.
საერთოდ, ერიდეთ ქალებს, ვილა მხოლოდ კაცებს მიაქირავეთ.

– რას ამბობთ? – ჩაიბუტბუტა სერ ჰარიმ გალანტურად, თუმცა მაშინვე მიხვდა,


რამდენად ბრძნულ რჩევას აძლევდა მისის ჰანიჩერჩი.

– კაცები ფინჯან ყავაზე საჭორაოდ არ დადიან. თუ დათვრებიან – ეს არის და ეს,


დაწვებიან და გამოიძინებენ. თუ მამაკაცი ვულგარულია, ამას რაღაცნაირად
თავისთვის ინახავს, მთელ სამეზობლოში არ ავრცელებს. მე კაცებს ვამჯობინებ –
თუმცა, რა თქმა უნდა, სისუფთავის მოყვარულებს.

სერ ჰარი გაწითლდა. არც მასა და არც სესილს არ სიამოვნებდათ ასეთი ღია
ქათინაურები მათი სქესის წარმომადგენლების მიმართ. არც ჭუჭყიანი
მამაკაცების გამორიცხვამ მოახდინა მათზე დადებითი შთაბეჭდილება.

სერ ჰარიმ მისის ჰანიჩერჩს შესთავაზა, თუ გცალიათ, ვილას თავად ხომ არ


დაათვალიერებდითო. ამ წინადადებას მისის ჰანიჩერჩის აღტაცება მოჰყვა. მას
ყოველთვის იზიდავდა სახლის მოწყობის ამბები, განსაკუთრებით, თუ ეს მცირე
მასშტაბებს მოიცავდა.

ლიუსიმ დააპირა დედას გაჰყოლოდა, მაგრამ სესილმა შეაჩერა.

– მისის ჰანიჩერჩ, – თქვა მან, – ჩვენ აქ რომ დაგტოვოთ და სახლამდე ფეხით


გავისეირნოთ?
121
– რა თქმა უნდა! – გულთბილად უთხრა მისის ჰანიჩერჩმა.

სერ ჰარიც ისეთი ენთუზიაზმით დაეთანხმა ქალს, რომ ეტყობოდა, წყვილის


თავიდან მოშორება დიდად არ სწყენია; მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და
ჩაილაპარაკა:

– ოჰ, ეს ახალგაზრდები! ოჰ, ეს ახალგაზრდები!

და საჩქაროდ კარის გასაღებად გაემართა.

– უიმედოდ ვულგარულია, – შესძახა სესილმა, როგორც კი ისინი თვალს


მიეფარნენ.

– ოჰ, სესილ!

– თავს ვერაფერს ვუხერხებ. არასწორიც კი იქნებოდა, ამ კაცის მიმართ


სიძულვილით რომ არ ვიყო გამსჭვალული.

– შეიძლება დიდი ჭკუით არ გამოირჩევა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო კაცია.

– არა, ლიუსი! ის ყველაფერ იმის განსახიერებაა, რაც შეიძლება სოფლის


ცხოვრებაში ცუდი იყოს. ლონდონში თავისი ადგილი ეცოდინებოდა. რომელიმე
სულელური კლუბის წევრი იქნებოდა, მისი ცოლი კი ასეთივე სულელურ
წვეულებებს მოაწყობდა. აქ კი პატარა ღმერთს თამაშობს თავისი
არისტოკრატული მანერებითა და ყალბი ესთეტიკით, ვითომ აქაურობას
პატრონობს; თან ყველას გაცურებას ახერხებს, მათ შორის – დედაშენისაც.

– ყველაფერი, რასაც ამბობ, სიმართლეა, – ჩაილაპარაკა ლიუსიმ, თუმცა მხნეობა


დაკარგა, – უბრალოდ, ნუთუ ეს მართლა ასე მნიშვნელოვანია?

– უაღრესად მნიშვნელოვანია. სწორედ სერ ჰარი წარმოადგენს კვინტესენციას იმ


წვეულებისა, საიდანაც ახლა მოვდივართ. ოჰ, ღმერთო, რა გაბრაზებული ვარ!
იმედი მაქვს, ვინმე ვულგარულ მდგმურს იშოვის იმ თავისი ვილისთვის,
იმდენად ვულგარულ ქალს, რომ თავადაც შეამჩნევს ამას. სოფლის
არისტოკრატია! უჰ! იმ თავისი მელოტი თავითა და შევარდნილი ნიკაპით! მოდი,
საერთოდ დავივიწყოთ ის.

ლიუსი სიხარულით დაჰყვა სესილის ნებას. მაგრამ, თუ მის საქმროს არც სერ
ჰარი მოსწონდა, არც მისტერ ბიბი, რა გარანტია ჰქონდა, რომ ადამიანები,
რომლებიც მართლა მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყვნენ მისთვის, სესილის
122
კეთილგანწყობას დაიმსახურებდნენ? მაგალითად, ფრედი. ფრედი არც ჭკვიანი
იყო, არც დახვეწილი, არც სიმპათიური. ხელს რა შეუშლიდა სესილს, ერთხელაც
ეთქვა: „არასწორი იქნებოდა, ფრედის მიმართ სიძულვილით რომ არ ვიყო
განწყობილიო?“ თავად რა პასუხს გასცემდა ამაზე? ლიუსის ფიქრები ფრედის არ
გასცდენია, მაგრამ ამის აზრად გავლებაც კი უკვე მოსვენებას უკარგავდა.
მხოლოდ ის შეეძლო, თავი დაერწმუნებინა, რომ სესილი უკვე კარგა ხანია
იცნობდა ფრედის და ისინი მუდამ პოულობდნენ საერთო ენას, ამ ბოლო დღეებს
თუ არ ჩავთვლით, რაც, ალბათ, შემთხვევითობის ბრალი იყო.

– რა გზით წავიდეთ? – შეეკითხა ლიუსი სესილს.

მშვენიერი ბუნების გარემოცვაში ვართ, ბუნება კი ყველაზე მარტივი სალაპარაკო


თემააო, ფიქრობდა გოგონა. სამერ სტრიტი ტყეში იყო ჩაფლული. ლიუსი იქ
გაჩერდა, საიდანაც ბილიკი გზიდან ტყისკენ უხვევდა.

– განა ორი სხვადასხვა გზა არსებობს?

– ალბათ, მთავარი გზით წასვლა ჯობია, სეირნობისთვის ზედმეტად კოხტად


ვართ გამოწყობილები.

– მე ტყით მირჩევნია, – თქვა სესილმა. მის ხმაში გამოსჭვიოდა ფარული


გაღიზიანება, რომელსაც ლიუსი მთელი შუადღის განმავლობაში გრძნობდა, –
მუდამ მთავარ გზას რატომ ანიჭებ უპირატესობას? მას მერე, რაც დავინიშნეთ,
არც ერთხელ არ ყოფილხარ ჩემთან ერთად არც მინდორში და არც ტყეში.

– ნუთუ? კარგი, მაშინ ტყე იყოს, – უპასუხა ლიუსიმ, რომელიც, ცოტა არ იყოს,
განაცვიფრა სესილის ამგვარმა უცნაურმა გამოხტომამ. მაგრამ, ალბათ, მერე
ყველაფერს აუხსნის – სესილს არ ახასიათებდა თავისი საქციელის აუხსნელად
დატოვება.

ლიუსი მოჩურჩულე ფიჭვებში მიუძღოდა საქმროს და მართლაც, ათიოდე იარდიც


არ ჰქონდათ გავლილი, რომ სესილმა თავის საქციელს ნთელი მოჰფინა.

– ასე მგონია, თუმცა შესაძლოა ვცდები, რომ ჩემთან ერთად თავს კარგად
მხოლოდ მაშინ გრძნობ, როდესაც ოთახში ვართ.

– ოთახში? – ჩაეკითხა უკიდურესად თავგზააბნეული ლიუსი.

123
– ჰო. ან, უკეთეს შემთხვევაში, გზაზე ან ბაღში, მაგრამ არა – ველურ ბუნებაში,
როგორშიც ახლა ვართ.

– ოჰ, სესილ! რას გულისხმობ? მსგავსი არასდროს არაფერი მიგრძნია. ისე


ლაპარაკობ, თითქოს ვიღაც პოეტესა ვიყო.

– რატომაც არა. მე შენ ხედთან გაკავშირებ – გარკვეული ტიპის ხედთან. შენ


რატომ არ უნდა დამაკავშირო ოთახთან?

ლიუსი ცოტა ხნით ჩაფიქრდა და მერე გაეცინა:

– იცი, მართალი ხარ. სწორედ ასე ვიქცევი. ალბათ, მაინც არის ჩემში რაღაც
პოეტური. როდესაც შენზე ვფიქრობ, ყოველთვის ოთახში წარმოგიდგენ ხოლმე.
რა უცნაურია!

მისდა გასაკვირად, სესილი კვლავ გაღიზიანდა.

– ალბათ, სასტუმრო ოთახში, რომელსაც ხედი არა აქვს?

– ჰო, მგონი ხედი არა აქვს. რატომაც არა?

– მერჩივნა, შენს წარმოსახვაში ღია ცის ქვეშ ვყოფილიყავი, – საყვედურით


აღსავსე ხმით უთხრა სესილმა.

– ოჰ, სესილ, მაინც რას გულისხმობ? – კვლავ ჰკითხა გოგონამ.

რადგან მის კითხვას არანაირი ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია, ლიუსიმ ეს


საკითხი გვერდზე გადადო, როგორც ზედმეტად რთული გოგოსთვის, და სესილი
ტყის სიღრმეში შეიყვანა. ხანდახან განსაკუთრებით ლამაზ ან ნაცნობ ხეთა
რიგთან ჩერდებოდა. მან ხომ მას მერე, რაც ფეხი აიდგა, ზეპირად იცოდა „უინდი
კორნერიდან“ სამერ სტრიტისკენ მიმავალი ტყის გზები. ამ ტყეში ჯერ კიდევ
მაშინ თამაშობდა ფრედისთან ერთად, როცა ფრედი წითელლოყება ბიჭუნა იყო:
ვითომ კარგავდა და მერე კვლავ პოულობდა მას, ხეებში ჩამალულს. მიუხედავად
იმისა, რომ ლიუსი უკვე იტალიაში იყო ნამყოფი, ამ ტყეს თავისი
მომხიბვლელობა მაინც არ დაეკარგა.

ბოლოს და ბოლოს, ფიჭვებს შორის მოტიტვლებული ადგილი გამოჩნდა –


ალპური სიმწვანის კიდევ ერთი პატარა კუნძული, რომლის შუაგულშიც არც ისე
ღრმა გუბურა მოჩანდა.

124
– წმინდა ტბა! – წამოიძახა ლიუსიმ.

– ასე რატომ ეძახი?

– აღარ მახსოვს. ალბათ, რომელიღაც წიგნში ამოვიკითხე. ახლა ეს მხოლოდ


გუბეა, მაგრამ ხედავ იმ ნაკადულს, მასში რომ ჩაედინება? წვიმების შემდეგ
ბლომად წყალი ჩამოდის და აქ დროებით გროვდება, და გუბურა – ტბად ქცეული
– ბევრად დიდი და ლამაზი ხდება. მერე ფრედი აქ ბანაობს ხოლმე. ძალიან
უყვარს ეს ადგილი.

– და შენ?

სესილმა იგულისხმა – შენ თუ მოგწონსო? ლიუსიმ კი სიზმარში მყოფივით


უპასუხა:

– მეც ვბანაობდი, სანამ არ გამიგეს. ერთი ამბავი ატყდა!

სხვა შემთხვევაში სესილს თავზარი დაეცემოდა, რადგან გულის სიღრმეში


ზედმეტად წესიერი და პედანტური იყო. მაგრამ ახლა, როდესაც ისინი ტყეში
აღმოჩნდნენ და თავად სუფთა ჰაერსა და ბუნებას ასხამდა ხოტბას, გოგონას
არაჩვეულებრივი უბრალოებით მოიხიბლა. ის უყურებდა ლიუსის, რომელიც
გუბურის ნაპირას იდგა, როგორც თვითონ აღნიშნა, ზედმეტად კოხტად
გამოწყობილი; და ის აგონებდა შესანიშნავ ყვავილს, რომელსაც საკუთარი
ფოთლები არ გააჩნია და ტყის სიმწვანიდან მოულოდნელად არის ამოხეთქილი.

– ვინ აღმოგაჩინა?

– შარლოტმა, – ჩაიბუტბუტა ლიუსიმ, – მაშინ ჩვენთან რჩებოდა. შარლოტი...

– საბრალო გოგონა!

ლიუსიმ მდუმარედ შეხედა. გარკვეული განზრახვა, რომელსაც სესილი აქამდე


გაურბოდა, ახლა ჭკუაში დაუჯდა.

– ლიუსი!

– ჰო, ჩვენი წასვლის დროა, – იყო პასუხი.

– ლიუსი, მინდა რაღაც გთხოვო, რაც აქამდე არ მითხოვია.

125
სესილის სერიოზული ტონის გაგონებაზე გოგონა მისკენ წამოვიდა – გულღიად
და კეთილგანწყობით.

– რა, სესილ?

– აქამდე... იმ დღესაც კი, როდესაც ხელი გთხოვე და თანხმობა მომეცი...

უეცრად მან თავი უხერხულად იგრძნო და აქეთ-იქით დაიწყო ცქერა, ვინმე ხომ
არ გვიგდებს ყურსო. გამბედაობა არ ჰყოფნიდა.

– დიახ?

– აქამდე შენთვის ერთხელაც არ მიკოცნია.

ლიუსი ისე გაწითლდა, თითქოს ეს ყველაფერი სესილს დელიკატურად არ


ეთქვას.

– არა... არ გითხოვია, – ამოღერღა ლიუსიმ.

– გთხოვ... შეიძლება, ახლა ასე მოვიქცე?

– რა თქმა უნდა, სესილ. ადრეც შეგეძლო. ხომ იცი, რომ არ გავბრაზდები.

ამ უზენაეს მომენტში სესილი ვერაფერს გრძნობდა, სიტუაციის აბსურდულობის


გარდა. გოგონას პასუხი შეუსაბამო იყო. მან ისე საქმიანად აიწია პირბადე!
როდესაც სესილი მიუახლოდა, ისიც კი იფიქრა, პირი ხომ არ ებრუნებინა. როცა
ლიუსის შეეხო, ოქროს პენსნე ცხვირიდან ჩამოუცურდა და მათ შორის
მოუხერხებლად გაიჩხირა.

ასეთი გამოდგა მათი ალერსი. სესილი სწორად მიხვდა – მან მარცხი განიცადა.
ვნება დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ დაუოკებლობასა და
უძლეველობაში. ის ვალდებულია დაივიწყოს თავაზიანობა, კორექტულობა და
დახვეწილობის მიერ თავსმოხვეული ყველა სხვა მსგავსი წყევლა. რაც მთავარია,
მან არასდროს უნდა ითხოვოს ნებართვა, როდესაც გზა ისედაც ხსნილია. რატომ
არ შეეძლო სესილს ისე მოქცეულიყო, როგორც ნებისმიერი უბრალო კაცი, შავი
მუშა ან თუნდაც რიგითი ახალგაზრდა მოიქცეოდა? მან სცენა წარმოსახვაში
გადაათამაშა: ყვავილივით მშვენიერი ლიუსი წყლის პირას იდგა, ის
დაუფიქრებლად მიეჭრა და მკლავებში მოიწყვდია; ქალიშვილმა საყვედურით
აღსავსე თვალებით, მაგრამ მაინც დართო კოცნის ნება და ამის შემდეგ

126
ყოველთვის პატივს სცემდა მას მამაკაცურობის გამო. სესილს ეგონა, რომ ქალები
კაცებს სწორედ ასეთი მამაკაცურობის გამო სცემენ პატივს.

მათ მდუმარედ დატოვეს იქაურობა. ის ელოდა, რომ ლიუსი რაიმე ისეთს


იტყოდა, რაც მას ქალიშვილის ფარულ ფიქრებს გაანდობდა. ბოლოს, ლიუსიმ
სიტუაციის შესაფერისი სერიოზულობით უთხრა:

– მას ემერსონი ერქვა, და არა ჰარისი.

– ვის?

– იმ მოხუც კაცს.

– რომელ მოხუც კაცს?

– იმ მოხუც კაცს, რომელზეც გიყვებოდი. მისტერ იგერი ასე ცუდად რომ მოექცა.

სესილი ვერ მიხვდა, რომ ეს იყო ყველაზე ინტიმური საუბარი, რაც კი აქამდე
ლიუსისთან ჰქონია.

X. სესილი – იუმორისტი
საზოგადოება, რომლისგანაც სესილს ლიუსის დახსნა სურდა, ინგლისში
შეიძლება არ იყო ყველაზე დახვეწილი, მაგრამ საიდანაც ლიუსის წინაპრები
იყვნენ წარმოშობით, იმას ნამდვილად აღემატებოდა. მამამისმა, წარმატებულმა
და შეძლებულმა სოლისიტორმა [სოლისიტორი – დიდ ბრიტანეთში ადვოკატი,
რომელიც ოსტატდება დამოუკიდებელი საქმეების საწარმოებლად ანდა
უმზადებს მასალებს ბარისტერს.], „უინდი კორნერი“, მოგების მიღების მიზნით,
ჯერ კიდევ მაშინ ააშენა, როდესაც ეს რაიონი განვითარებას იწყებდა, მაგრამ,
საკუთარ ქმნილებაზე შეყვარებულმა, ამ სახლში თავად დაიდო ბინა.
დაქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ, იქაური ატმოსფერო თანდათანობით
შეიცვალა. ახალი სახლები აშენდა სამხრეთით, ციცაბო ფერდობის გასწვრივ;
კიდევ სხვები – ფიჭვნარსა და ჩრდილოეთის მხარეს, დაღმართზე, ცარცის
დაშრევებისგან წარმოქმნილ ბუნებრივ გამყოფთან. ამ სახლების უმეტესობა
„უინდი კორნერზე“ დიდი იყო და იქ არა ადგილობრივი, არამედ ლონდონიდან
ჩამოსული ხალხი დასახლდა, რომელთაც ჰანიჩერჩები ადგილობრივი
არისტოკრატიის შთამომავლებად მიიჩნიეს. ლიუსის მამა ამან თავიდან შეაშინა,
127
მაგრამ მისის ჰანიჩერჩი სიტუაციას წყნარად შეხვდა და არსებული ვითარება
ყოველგვარი სიამაყისა თუ ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე მიიღო. „არ ვიცი, ეს
ხალხი რაზე ფიქრობს, – ამბობდა ის, – მაგრამ ბავშვებისთვის კი მშვენიერი
შესაძლებლობაა“. მისის ჰანიჩერჩი მუდმივად სტუმრობდა მეზობლებს, ისინიც
სიამოვნებით მოდიოდნენ მასთან სტუმრად, და როდესაც აღმოაჩინეს, რომ ის
მათ წრეს არ ეკუთვნოდა, უკვე იმდენად კარგად იყვნენ განწყობილნი მის
მიმართ, რომ ქალის წარმოშობას მათთვის აღარანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია.
როდესაც მისტერ ჰანიჩერჩი გარდაიცვალა, მას ჰქონდა ბედნიერება იმისა, რაზეც
არც ერთი პატიოსანი სოლისიტორი არ იტყოდა უარს – მან ოჯახი საუკეთესო
საზოგადოებაში ფესვგადგმული დატოვა.

საუკეთესო საზოგადოება. რა თქმა უნდა, ამ ლონდონელი მოსახლეებიდან ბევრი


მოსაწყენი ადამიანი იყო, იტალიიდან დაბრუნების შემდეგ ლიუსი ამას უფრო
ნათლად ამჩნევდა. აქამდე ის უსიტყვოდ იღებდა სამერ სტრიტის ბინადართა
იდეალებს – მათთვის ჩვეულ სიმდიდრეს, მათ ანტიპათიას ქაღალდის
პაკეტების, ფორთოხლის ქერქებისა და დამსხვრეული ბოთლების მიმართ.
სულით ხორცამდე რადიკალი ლიუსი გარეუბნის მცხოვრებლებზე ზიზღით
ლაპარაკს დაეჩვია. ცხოვრება, რამდენადაც მან სცადა მის არსს ჩასწვდომოდა,
შემოიფარგლებოდა შეძლებული და სასიამოვნო ადამიანების წრით, რომელთაც
საერთო ინტერესები აერთიანებდათ და საერთო მტრები ჰყავდათ. ამ წრეში
მოიაზრებდა თავს რიგიანი ადამიანი, პოულობდა ცხოვრების თანამგზავრს და
ასრულებდა სიცოცხლეს. ამ წრის მიღმა გამეფებულიყო სიღარიბე და
ვულგარულობა, რომლებიც გამუდმებით ცდილობდნენ აქ შემოჭრას ისევე,
როგორც ლონდონური ნისლი ცდილობს ხოლმე აქაურ ფიჭვნარში შეღწევას,
ჩრდილოეთით მდებარე მაღლობთა ნაპრალებიდან.

მაგრამ იტალიაში, სადაც მზის სხივები ყველას თანაბრად ათბობს, ნებისმიერს


შეუძლია თავი სხვა ადამიანის თანასწორად იგრძნოს და ამგვარი წარმოდგენა
ცხოვრების შესახებ ქრება. იტალიაში ლიუსის მსოფლმხედველობა გაფართოვდა;
გოგონა მიხვდა, რომ არ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთა მიმართაც
სიმპათიით ვერ განეწყობი, და რომ სოციალური ბარიერები, რა თქმა უნდა,
ძნელად დასანგრევია, მაგრამ არც ისე მაღალია, რომ მათ ვერ გადაახტე – ისევე,
როგორც აპენინებში ახტები პატარა ღობეს; მის მიღმაც ზეთისხილის ბაღებია
ვიღაც გლეხისა, რომელსაც შენი დანახვა ნამდვილად უხარია. ლიუსი ინგლისში

128
ახალი ცხოვრებისეული ხედვით დაბრუნდა, სულ სხვა თვალით დაუწყო
ყველაფერს ყურება.

თითქმის იგივე დაემართა სესილსაც, მაგრამ იტალიამ მასში შემწყნარებლობა კი


არ გამოაღვიძა, არამედ გაღიზიანება გაუმძაფრა. ის ხედავდა, რომ ადგილობრივი
საზოგადოება შეზღუდულად, სწორხაზოვნად აზროვნებდა, მაგრამ იმის
ნაცვლად, რომ დაესვა კითხვა: „ნუთუ ეს მართლა ასე მნიშვნელოვანია?“,
აჯანყდა და ცდილობდა, ეს საზოგადოება ჩაენაცვლებინა ისეთით, რომელსაც
თავად ფართო მსოფლმხედველობის მქონედ მიიჩნევდა. ის ვერ აცნობიერებდა,
რომ ლიუსის ამ გარემოსთან უამრავი რამ აკავშირებდა, რამაც დროთა
განმავლობაში თბილი დამოკიდებულება წარმოშვა, და, მიუხედავად იმისა, რომ
გოგონა ამ ადამიანთა ნაკლოვანებებს ამჩნევდა, გული არ უშვებდა, ისინი
შესძულებოდა. სესილს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არ ესმოდა: თუ ლიუსიმ
განვითარებით ამ საზოგადოებას გაუსწრო, მან, ასევე, ყველა სხვა
საზოგადოებასაც გაუსწრო და იმ ეტაპს მიაღწია, როდესაც მისთვის მხოლოდ
პირადი ურთიერთობა იყო დამაკმაყოფილებელი. ლიუსიც ამბოხებული იყო,
მაგრამ, სესილისგან განსხვავებით, მას მხოლოდ დიდი სასტუმრო ოთახი კი არ
სჭირდებოდა, არამედ საყვარელ მამაკაცთან თანასწორობასაც ითხოვდა. იტალიამ
მას ყველაზე ძვირფასი რამ უბოძა – მისივე სული.

ლიუსი ცამეტი წლის მინი ბიბთან, მღვდლის ძმისშვილთან, „ბამბლ-პაპის“


თამაშობდა – ერთ-ერთ უძველეს და კეთილშობილ თამაშს, რომლის დროსაც
ჩოგბურთის ბურთები ისე მაღლა უნდა ააგდო, რომ ბადის იქით აღმოჩნდნენ და
რაც შეიძლება მაღლა ახტნენ; ზოგიერთი ბურთი მისის ჰანიჩერჩს ხვდებოდა,
ზოგიც იკარგებოდა. არც ისე გამართული წინადადება გამოგვივიდა, მაგრამ,
სამაგიეროდ, კარგად აჩვენებს, რა მდგომარეობაში იყო ლიუსი, რომელიც თან
თამაშობდა და თან მისტერ ბიბს ესაუბრებოდა.

– ოჰ, ისე მომაბეზრეს თავი! ჯერ სერ ჰარიმ და მერე კი მათ, არც ერთმა მათგანმა
არ იცოდა, რა უნდოდა, თან ყველა ისე შემაწუხებელად იქცეოდა...

– ისინი მართლა აპირებენ ჩამოსვლას, – შეატყობინა მისტერ ბიბმა, – რამდენიმე


დღის წინ მივწერე მის ტერეზას, მას აინტერესებდა, რამდენ ხანში ერთხელ
დადიოდა ჩვენთან ყასაბი. მე მივწერე, რომ თვეში ერთხელ და ეტყობა, ჩემმა
პასუხმა მასზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი ჩამოდიან, დღეს
დილით მივიღე მათი წერილი.

129
– უკვე წინასწარ ვიცი, რომ ეს მის ალანები გულზე არ დამეხატებიან, – ჩაერთო
მისის ჰანიჩერჩი, – აღტაცებით უნდა შევხდეთ და ყველაფერზე „რა საყვარელია“
ვიძახოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ მოხუცები და გამოჩერჩეტებულები არიან? ვერ
ვიტან მათ ამ გაუთავებელ „თუს“, „მაგრამსა“ და „თუმცას“! საცოდავი ლიუსი –
უკვე საკუთარი თავის აჩრდილად იქცა. თავის თავს დააბრალოს, ღირსია!

მისტერ ბიბი ხედავდა, როგორ დარბოდა და ყვიროდა ეს „აჩრდილი“ ჩოგბურთის


მოედანზე. სესილი იქ არ იყო – მისი თანდასწრებით არავინ თამაშობდა „ბამბლ-
პაპის“.

– თუ ისინი ჩამოდიან... არა, მინი, „სატურნი“ არ აიღო...

„სატურნი“ ჩოგბურთის ერთ-ერთ ბურთს დაარქვეს, რომლის ტყავიც სანახევროდ


გახეულიყო და მისი ტრიალისას ისე ჩანდა, თითქოს რგოლებით იყო
გარშემორტყმული.

– თუ ჩამოვლენ, სერ ჰარი მათ ოცდაცხრამდე შეუშვებს ვილაში და


ხელშეკრულებიდან ჭერის შეთეთრების პუნქტს ამოიღებს. ამან რატომღაც ისინი
გაანერვიულა. სამაგიეროდ, დაამატებს პუნქტს ამორტიზაციის შესახებ... ეს არ
ითვლება. ხომ გითხარი, მინი, „სატურნი“ არ აიღო-მეთქი!

– „სატურნი“ გამოდგება „ბამბლ-პაპისთვის“ – წამოიძახა ფრედიმ, რომელიც მათ


იმ წუთას შეურთდა, – მინი, არ დაუჯერო ლიუსის!

– „სატურნი“ არ ხტის.

– მშვენივრად ხტის!

– არა!

– უფრო კარგად, ვიდრე „მშვენიერი თეთრი ეშმაკი“.

– ცოტა ჩუმად, ძვირფასო! – უთხრა მისის ჰანიჩერჩმა ფრედის.

– ერთი ლიუსის შეხედეთ! „სატურნზე“ ჩივის, არადა თვითონ ამდენი ხანია


ხელში „მშვენიერი თეთრი ეშმაკი“ უჭირავს, რომ ჩააწოდოს. მიდი, მინი, ერთი
აჩვენე სეირი! ფეხში ჩაარტყი რაკეტა... ფეხში!

ლიუსი წაიქცა და „მშვენიერი თეთრი ეშმაკი“ ხელიდან გაუვარდა. ბურთი


მისტერ ბიბმა აიღო და თქვა:

130
– ამ ბურთის სახელი ვიტორია კორომბონაა [ვიტორია კორომბონა – ინგლისელი
დრამატურგის ჯონ უებსტერის (1580-1625) პიესის, „თეთრი ეშმაკის“
პერსონაჟი.].

მაგრამ მას არავინ მიაქცია ყურადღება.

ფრედის პატარა გოგონების გაშმაგების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა და ერთი


წუთიც არ დასჭირვებია იმისათვის, რომ მინი კარგად აღზრდილი ბავშვიდან
მოღრიალე ველურად გადაექცია. სესილი სახლში იყო, მათი ხმაური ესმოდა და,
მიუხედავად იმისა, რომ თავშესაქცევი ახალი ამბები იცოდა, არ ჩქარობდა ქვევით
ჩასვლას და მათთვის გაზიარებას, არ უნდოდა დაშავებულიყო. მშიშარა არ იყო
და ტკივილს ისე იტანდა, როგორც ნებისმიერი მამაკაცი, მაგრამ ვერ იტანდა
ახალგაზრდობისთვის დამახასიათებელ ფიზიკურ ძალმომრეობას. სწორიც იყო!
ძალიან მალე ყველაფერი, რა თქმა უნდა, ტირილით დამთავრდა.

– ნეტავ, მის ალანები ხედავდნენ ამას, – შენიშნა მისტერ ბიბმა, როდესაც ლიუსი,
რომელიც მინის ამშვიდებდა, ფრედიმ ხელში აიტაცა.

– ვინ არიან მის ალანები? – იკითხა აქოშინებულმა ფრედიმ.

– მათ ვილა „სისი“ იქირავეს.

– მე რაღაც სხვა გვარი გავიგე...

ამ დროს ფრედის ფეხი აუსრიალდა და ყველამ უმტკივნეულოდ ბალახზე


გაადინა ზღართანი.

– რა სხვა გვარი? – მცირეოდენი პაუზის შემდეგ ჩაეკითხა ლიუსი ძმას, რომელსაც


თავი მის კალთაში ჩაედო.

– ალანი კი არა, რაღაც სხვა გვარი იყო, იმათი, ვისაც სერ ჰარიმ ვილა მიაქირავა.

– რას ამბობ, ფრედი! არაფერიც არ იცი.

– შენ თვითონ არ იცი! ამ წუთას ვნახე სერ ჰარი. მან მითხრა: „ჰმ, ჰანიჩერჩ! –
ფრედის არც ისე კარგად გამოსდიოდა მიბაძვა – ჰმ, ჰმ! ძლივს ვიპოვე
ნამდვილად სა-სუურ-ველი და შესა-ფეე-რისი მდგმურები“. მე ვუთხარი: „ვაშა,
მეგობარო!“ და ზურგზე ხელი დავუტყაპუნე.

– ზუსტად. მის ალანები.

131
– არა მგონია. უფრო ანდერსონი, თუ რაღაც ეგეთი გვარი იყო.

– ოჰ, ღმერთო, კიდევ ახალი ხათაბალა! – წამოიძახა მისის ჰანიჩერჩმა, – ხომ


ხედავ, ლიუსი?. ხომ გითხარი, არ გინდა მაგ საქმეში გარევა-მეთქი. მე ხომ
ყოველთვის მართალი ვარ და ეს უკვე მაწუხებს.

– ფრედის აქვს თავგზა აბნეული. არც კი იცის იმისი გვარი, ვინც, როგორც
თვითონ იგონებს, ვილა იქირავა.

– როგორ არ ვიცი. გამახსენდა. ემერსონი.

– როგორ?

– ემერსონი. რაზეც გინდა დაგენაძლევები.

– რა არასაიმედო ადამიანია ეს სერ ჰარი, – თავისთვის ჩაილაპარაკა ლიუსიმ, –


საერთოდ არ უნდა ჩავრეულიყავი ამ საქმეში.

ლიუსი ზურგზე დაწვა და უღრუბლო ცას ახედა. მისტერ ბიბმა, რომელსაც


დღითი დღე უფრო მაღალი წარმოდგენა ექმნებოდა ლიუსიზე, თავის ძმისშვილს
გადაუჩურჩულა, რომ სწორედ ასე უნდა იქცეოდეს ადამიანი, როცა რამე ისე არ
გამოვა, როგორც მას უნდა.

ამასობაში, ახალი მდგმურების გვარმა საკუთარ შესაძლებლობებზე ჩაფიქრებულ


მისის ჰანიჩერჩს ყურადღება გადაატანინა:

– ემერსონი... ფრედი, ხომ არ იცი, რომელი ემერსონები არიან?

– არ ვიცი, რომელი ემერსონები არიან, – უპასუხა ფრედიმ, რომელიც თავის


დასავით დემოკრატი იყო. როგორც ახალგაზრდების უმეტესობას, ბუნებრივია,
მასაც იზიდავდა თანასწორობის იდეა და ის უდავო ფაქტი, რომ არსებობენ
სხვადასხვანაირი ემერსონები, საშინლად აღიზიანებდა.

– იმედია, ჩვენი წრის ხალხია, – წამოიწყო მისის ჰანიჩერჩმა, – კარგი, ლიუსი, –


მიმართა ქალიშვილს, რომელიც ბალახზე წამომჯდარიყო, – ვხედავ, როგორ
იბზუებ ცხვირს და ფიქრობ, რომ დედაშენი სნობია; მაგრამ არსებობენ ჩვენი წრის
წესიერი ადამიანები და სხვები, რომლებიც ჩვენი შესაფერისნი არ არიან;
უბრალოდ, ფარისევლობაა ისე ფიქრი, ვითომ მათ შორის განსხვავება არ
არსებობს.

132
– ემერსონი საკმაოდ გავრცელებული გვარია, – აღნიშნა ლიუსიმ.

ის გვერდზე იხედებოდა. შემაღლებიდან, სადაც იჯდა, ფიჭვნარით დაბურული


სხვა მაღლობები და ბორცვები მოჩანდა, უილდისკენ მიმავალ გზაზე
ერთმანეთის მიყოლებით რომ ჩარიგებულიყვნენ. რაც უფრო ქვევით ჩადიოდი
ბაღში, მით უფრო მშვენიერი ხედი იშლებოდა.

– უბრალოდ, ვაპირებდი დამეზუსტებინა, ფრედი, ეს ემერსონები ფილოსოფოს


რალფ უოლდო ემერსონის [რალფ უოლდო ემერსონი (1803-1882) – ამერიკელი
პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.], მეტად უსიამოვნო ადამიანის, ნათესავები
ხომ არ არიან-მეთქი, გასაგებია?

– გასაგებია, – ჩაიბურტყუნა ფრედიმ, – ალბათ, გესიამოვნება იმის გაგება, რომ


ისინი სესილის ნაცნობები არიან და ამიტომაც... – აი, ირონია, თუ გინდა – ჩვენს
ოჯახსა და მეზობლებს თავისუფლად შეეძლებათ, ემერსონებს ესტუმრონ.

– სესილის? – წამოიკივლა ლიუსიმ.

– ნუ უზრდელობ, ძვირფასო, – წყნარად უთხრა მისის ჰანიჩერჩმა ლიუსის, – ეს


წამოკივლება რა ახალი ჩვევაა?

– კი, მაგრამ სესილის...

– სესილის მეგობრები არიან, – გაიმეორა ფრედიმ და კვლავ სერ ჰარი გამოაჯავრა:


„სა-სუურ-ველი და შესა-ფეერისი მდგმურები. ჰმ! ჰანიჩერჩ, ახლახან გავუგზავნე
მათ ტელეგრამა!“

ლიუსი წამოდგა.

გოგონას ეს ამბავი გულზე მოხვდა. მისტერ ბიბი მას თანაუგრძნობდა. სანამ


ფიქრობდა, რომ მის ალანების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება სერ
ჰარის ბრალი იყო, ლიუსი ამას მშვიდად იტანდა, როგორც ეს კარგად აღზრდილ
ქალიშვილს შეეფერებოდა. წამოკივლება კი ეპატიებოდა, რადგანაც გაიგო, რომ
ამაში მისი სატრფოს ხელი ერია. მისტერ ვაიზს ადამიანების გაღიზიანება
უყვარდა, უფრო მეტიც – სხვა ადამიანების გეგმების ჩაფუშვით სიამოვნებას
იღებდა. მღვდელმა ეს იცოდა და ამიტომ მის ჰანიჩერჩს გაორმაგებული
თანაგრძნობით აღსავსე მზერა მიაპყრო.

133
როდესაც ლიუსიმ წამოიძახა, „მაგრამ სესილის ემერსონები შეუძლებელია ის
ემეროსნები იყვნენ, რომლებიც...“, მღვდელს გოგონას სიტყვები უცნაურად
სულაც არ მოსჩვენებია, პირიქით, იმის შესაძლებლობა დაინახა, რომ საუბარი
სხვა თემაზე გადაეტანა, რათა ლიუსის შეძლებოდა, თავი ხელში აეყვანა. მან ეს
შემდეგნაირად მოახერხა:

– იმ ემერსონებს გულისხმობთ, რომლებიც ფლორენციაში იყვნენ ჩვენთან


ერთად? არა, არა მგონია, რომ ისინი აღმოჩნდნენ. მათ, ალბათ, ბევრი უკლიათ
მისტერ ვაიზის ნაცნობობამდე. ოჰ, მისის ჰანიჩერჩ, ის ემერსონები ძალიან
უცნაური ადამიანები იყვნენ! მეტად უჩვეულო! მაგრამ ჩვენ ისინი მოგვეწონა,
არა? – მიმართა მან ლიუსის, – ერთი საოცარი ეპიზოდი გათამაშდა იებთან
დაკავშირებით. მათ ბევრი ია დაკრიფეს და ყველა ლარნაკი გაავსეს სწორედ იმ
მის ალანების ოთახში, რომლებსაც ვილა „სისი“ უნდა ექირავათ. საცოდავი
მოხუცი ქალბატონები! სახტად დარჩნენ და თან ესიამოვნათ! ეს მის კათრინის
საყვარელი ისტორია იყო, რომელიც ასე იწყებოდა: „ჩემს ძვირფას დას ძალიან
უყვარს ყვავილები“. მთელი მათი ოთახი იების სილურჯეში ჩაფლულიყო,
ყვავილებით გაევსოთ ყველა ლარნაკი თუ დოქი. და ისტორია შემდეგი
სიტყვებით სრულდებოდა: „როგორი არაჯენტლმენური, მაგრამ ლამაზი
საქციელია“. მოკლედ, რთული შემთხვევა იყო. და მეც იმ ფლორენციელ
ემერსონებზე ყოველთვის იები მახსენდება.

– უკვე ტვინი წაიღო შენმა ფიასკომ, – ჩაილაპარაკა ფრედიმ, რომელიც დის


აწითლებულ სახეს ვერ ხედავდა. გოგონა თავს ხელში ვერ იყვანდა. მისტერ
ბიბმა ეს შეამჩნია და ყურადღების გადასატანად ლაქლაქი გააგრძელა:

– ეს ემერსონები მამა-შვილი იყვნენ. შვილი, კარგი თუ არა, მეტად სასიამოვნო


ადამიანია; ჩემი აზრით, უტვინო არ ეთქმის, მაგრამ ჯერ კიდევ უმწიფარია –
პესიმიზმი და ასე შემდეგ. ჩვენი რჩეული მამა იყო – მეტად სენტიმენტალური
არსება. ხალხი კი ამბობდა, თითქოს მან საკუთარი ცოლი მოკლა.

ჩვეულებრივ, მისტერ ბიბი ასეთ ჭორს არ გაიმეორებდა, მაგრამ ახლა, როცა


ლიუსის დაცვას ცდილობდა, ნებისმიერ სისულელეს როშავდა, რაც თავში
მოსდიოდა.

– საკუთარი ცოლი მოკლა? – ჩაეკითხა მისის ჰანიჩერჩი, – ლიუსი, არ წახვიდე...


გააგრძელეთ თამაში. ეს პანსიონატი „ბერტოლინი“ მართლა ძალიან უცნაური
ადგილი უნდა იყოს. უკვე მეორეჯერ ვიგებ, რომ იქ ვიღაც მკვლელი ცხოვრობდა.
134
რამ გადააწყვეტინა ნეტავი შარლოტს იქ გაჩერება? სხვათა შორის, ერთხელ უნდა
დავპატიჟოთ შარლოტი ჩვენთან.

მისტერ ბიბმა მეორე მკვლელი ვერ გაიხსენა. მან ივარაუდა, რომ მის მასპინძელს
რაღაც ეშლებოდა. მისის ჰანიჩერჩი გაცხარდა, როგორც კი საწინააღმდეგო აზრი
გაიგონა. ის სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მეორე ტურისტის შესახებაც
მოისმინა ზუსტად ასეთი ისტორია. სახელი არ ახსოვდა. რა ერქვა? რა ერქვა?
მუხლებზე ხელებს ირტყამდა. თეკერეის რომელიღაც პერსონაჟის სახელია. ახლა
თავის დარბაისლურ შუბლზე შემოიკრა ხელი.

ლიუსიმ ძმას ჰკითხა, სახლში იყო თუ არა სესილი.

– ოჰ, არ წახვიდე! – შეეხვეწა ძმა და სცადა, კოჭებზე ხელები ეტაცა.

– უნდა წავიდე! – სერიოზულად უპასუხა ლიუსიმ, – ნუ სულელობ. თამაშის


დროს მუდამ ზედმეტი მოგდის.

წასული არ იყო, რომ დედამისის ყვირილმა სიჩუმე შეძრა:

– ჰარისი!

ამან გაახსენა ლიუსის, რომ ტყუილი თქვა ისე, რომ მერე ვეღარ შეძლო ნათქვამის
გამოსწორება. უაზრო ტყუილი, რომელმაც ახლა ნერვები მოუშალა და სესილის
მეგობრები ამ ემერსონებთან, არაფრით გამორჩეულ ტურისტებთან,
დააკავშირებინა. აქამდე სიმართლის თქმა მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო.
მიხვდა, რომ მომავალში უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო... და სრული
სიმართლე ეთქვა? ყოველ შემთხვევაში, ტყუილი არა. სირცხვილისგან
აჭარხლებული სახლისკენ გაეშურა. დარწმუნებული იყო, როგორც კი სესილის
ერთ სიტყვას გაიგონებდა, დამშვიდდებოდა.

– სესილ!

– სალამი! – გამოეხმაურა სესილი და მოსაწევი ოთახის ფანჯრიდან გამოიხედა.


ეტყობოდა, რომ მშვენიერ გუნებაზე იყო.

– გელოდებოდი, როდის მოხვიდოდი. მესმოდა თქვენი ღრიანცელი, მაგრამ მე


უფრო სასაცილო ამბავი მაქვს. მე, დიახ მე, მოვიპოვე გამარჯვება კომედიის
მუზის მსახურებაში. ჯორჯ მერედიტი მართალი იყო: კომედიასა და
ჭეშმარიტებას ერთი და იგივე მიზნები აქვთ, და მე, სწორედ მე, ვიპოვე

135
მდგმურები საძულველი ვილა „სისისთვის“. არ გაბრაზდე! არ გაბრაზდე!
მაპატიებ, როცა ყველაფერს გაიგებ!

სესილი, როდესაც სახე სიხარულით ენთებოდა, ძალიან სიმპათიური ხდებოდა.


მის შემხედვარე ლიუსის სულელური, ცუდი წინათგრძნობა მაშინვე გაუქრა.

– უკვე გავიგე, – უპასუხა გოგონამ, – ფრედიმ გვითხრა. უსინდისო სესილ!


ალბათ, უნდა გაპატიო. მაგრამ გიფიქრია, რამდენი ვიწვალე ამ საქმისთვის – და
სულ ამაოდ! რა თქმა უნდა, დები ალანები, ცოტა არ იყოს, მომაბეზრებლები
არიან და მირჩევნია, შენი სასიამოვნო მეგობრები იყვნენ აქ, მაგრამ ასე მასხრად
მაინც არ უნდა აგეგდე.

– ჩემი მეგობრები? – გაეცინა სესილს, – ლიუსი, სასაცილო სწორედ ეს არის. მოდი


აქ.

გოგონამ ფეხი არ მოიცვალა.

– იცი, სად შევხვდი ამ სასურველ მდგმურებს? ეროვნულ გალერეაში, წინა


კვირას, როცა დედაჩემის სანახავად ვიყავი წასული.

– რა უცნაური ადგილია ხალხის გასაცნობად, – ნერვიულად უპასუხა ლიუსიმ, –


ვერაფერი გამიგია.

– უმბრიულ ოთახში, სრულიად უცნობი ადამიანები ლუკა სინიორელის ცქერით


ტკბებოდნენ. სულელურად გამოიყურებოდნენ. მიუხედავად ამისა,
გამოველაპარაკე და მინდა გითხრა, საკმაოდ ვისიამოვნე. იტალიიდან
დაბრუნებულიყვნენ.

– კი მაგრამ, სესილ...

– საუბრისას გამომიტყდნენ, რომ სახლს ეძებდნენ სოფლად. მამა მუდმივად იქ


ცხოვრებას აპირებდა, შვილი კი შაბათ-კვირას ჩააკითხავდა ხოლმე. გავიფიქრე:
„ეს ნამდვილი შანსია სერ ჰარისთვის“. მისამართი გამოვართვი და გავარკვიე, რას
წარმოადგენდნენ, აღმოჩნდა, რომ მთლად წყალწაღებულები არ არიან. კარგად კი
გავერთე... და სერ ჰარის მივწერე, რათა...

– სესილ, რა უსამართლობაა. მგონი, ვიცნობ ამ ადამიანებს.

სესილმა უკან არ დაიხია.

136
– სავსებით სამართლიანია! ყველაფერი სამართლიანია, რაც საშუალებას
გვაძლევს, იმ სნობს ჭკუა ვასწავლოთ. ეს მოხუცებული ჯენტლმენი ჩვენს
სამეზობლოს ბევრ სიკეთეს გაუკეთებს. სერ ჰარი კი სრულიად აუტანელია
თავისი ხავსმოდებული „ჩვენი წრის ქალბატონებით“. ისედაც ვაპირებდი
მისთვის ერთი გაკვეთილი ჩამეტარებინა. არა, ლიუსი, საზოგადოების
სხვადასხვა ფენები ერთმანეთში უნდა ირეოდნენ. ძალიან მალე შენც
დამეთანხმები ამაში. შერეული ქორწინებებიც უნდა ხდებოდეს, და კიდევ სხვა
რამეებიც. მე მჯერა დემოკრატიის...

– არა, არ გჯერა, – მკვახედ მიუგო გოგონამ, – ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ


იცი.

სესილი დააკვირდა და კვლავ იგრძნო, რომ ქალიშვილმა დაკარგა ის, რაც


ლეონარდოს ქალებს ახასიათებთ.

– არ იცი! – არ ცხრებოდა ლიუსი.

მის გამომეტყველებას ნატიფი არტისტიზმი დაეკარგა და ჭირვეულ მეგერას


დამსგავსებოდა.

– ეს უსამართლობაა, სესილ! შენ დამნაშავე ხარ, დამნაშავე! არ გქონდა იმის


უფლება, რომ მის ალანებთან დაკავშირებული ჩემი გეგმები ჩაგეშალა. ყველას
დასაცინი გამხადე. შენ ამას სერ ჰარის გამასხარავებად მიიჩნევ, მაგრამ ხვდები კი
იმას, რომ ეს ჩემს ხარჯზე მოხდა? შენი მხრიდან ეს ღალატის ტოლფასია.

და ლიუსი წავიდა.

„აი, ხასიათი!“ – გაიფიქრა სესილმა და წარბები აწკიპა.

არა, ეს წონასწორობის დაკარგვაზე უარესი იყო. სნობიზმი. იქამდე, სანამ


ლიუსის ეგონა, რომ მისი სასიამოვნო მეგობრები ჩაანაცვლებდნენ მის ალანებს,
მისთვის სულ ერთი იყო. სესილი ფიქრობდა, რომ ეს ახალი მდგმურები
საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოადგებოდნენ. გულთბილი
დამოკიდებულება ექნება მამასთან, მდუმარე შვილს კი აალაპარაკებს...
ამგვარად, კომედიის მუზისა და ჭეშმარიტების ხათრით, ის მათ „უინდი
კორნერში“ მოიყვანს.

137
XI. მისის ვაიზის კეთილმოწყობილ ბინაში
კომედიის მუზას თავისი ინტერესების მოგვარება თვითონაც მშვენივრად
შეეძლო, მაგრამ მისტერ ვაიზის დახმარება მაინც არ უგულებელყო. სესილის
იდეა, „უინდი კორნერში“ მოეყვანა ემერსონები, მუზას ფრიად თავშესაქცევი
ეჩვენა და სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა შესაბამის მოლაპარაკებებში. სერ
ჰარი ოტუეიმ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, შეხვდა მისტერ ემერსონს და
ძალიან იმედგაცრუებული დარჩა. შეურაცხყოფილმა დებმა ალანებმა კი ერთობ
დახვეწილი წერილი მისწერეს ლიუსის, რომელსაც ისინი ამ წარუმატებლობის
მიზეზად მიიჩნევდნენ. მისტერ ბიბი ცდილობდა, ახალმოსულებისათვის
სასიამოვნო გარემო შეექმნა და მისის ჰანიჩერჩს სთხოვა, როგორც კი ემერსონები
ჩამოვიდოდნენ, ფრედი მათთან სტუმრად გაეშვა. კომედიის მუზის
შესაძლებლობები იმდენად უსაზღვრო იყო, რომ მან ნება დართო მისტერ ჰარისს,
რომელიც არც მანამდე იყო ჯანმაგარი, თავი ჩაექინდრა, დავიწყებას მისცემოდა
და მომკვდარიყო.

ლიუსი, რომელიც ზეციდან დაეშვა მიწაზე, სადაც ნათელის გარდა ჩრდილებიცაა,


თავიდან სასოწარკვეთილებას მიეცა, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ არაფერი
ჰქონდა სანერვიულო. ახლა, როდესაც ის დანიშნული იყო, ემერსონები ვეღარ
გაბედავდნენ მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. თავისუფლად შეეძლოთ
ჩამოსულიყვნენ და ეცხოვრათ. სესილს კი ჰქონდა უფლება, როცა უნდოდა, ვინც
უნდოდა, ის დაეპატიჟებინა! მაგრამ ამ დასკვნამდე მისვლას ფიქრი დასჭირდა –
ასეთია გოგონების ლოგიკა – ამ ფიქრმა და განსჯამ იქამდე მიიყვანა, რომ თავად
ეს მოვლენა უფრო მნიშვნელოვნად და საშინლად ეჩვენებოდა, ვიდრე
სინამდვილეში იყო. ამიტომაც გაუხარდა, რომ ეს ყველაფერი მისის ვაიზთან
სტუმრობას დაემთხვა. ახალი მდგმურები ვილა „სისიში“ მაშინ შესახლდნენ,
როდესაც ის უსაფრთხოდ იყო ლონდონში.

– სესილ! სესილ, ძვირფასო, – ჩაიჩურჩულა ახალჩამოსულმა ლიუსიმ და საქმროს


მკლავებში გაიტრუნა.

სესილმაც დემონსტრაციულად დაიწყო ქცევა. მან შენიშნა, რომ ლიუსიში მის


მიერ ნანატრმა ცეცხლმა გამოიღვიძა. ბოლოს და ბოლოს, ქალიშვილსაც
138
მოსწყურდა მისი ყურადღება, როგორც ეს ქალს შეეფერება, და მას
პატივისცემითა და აღტაცებით შესციცინებდა.

– ანუ გიყვარვარ, ჩემო პატარავ? – ჩასჩურჩულა მან.

– ოჰ, სესილ, ჰო, ჰო! არ ვიცი, უშენოდ რას ვიზამდი.

რამდენიმე დღის შემდეგ ლიუსიმ მის ბარტლეტისგან წერილი მიიღო.


ბიძაშვილებს თითქოს გული აუცრუვდათ ერთმანეთზე და აგვისტოს მერე
მიმოწერა აღარ ჰქონიათ. ეს გულაცრუება იმ ამბავს მოჰყვა, რასაც შარლოტი
„რომში გაქცევას“ უწოდებდა და რომში საგრძნობლად გამძაფრდა. კომპანიონი,
რომელიც შუა საუკუნეების სამყაროში შეუფერებელი აღმოჩნდება, კლასიკურში
სრულიად აუტანელი ხდება. ჯერ ფორუმზე ყოფნისას წაკინკლავდნენ; ლიუსი
გაცხარდა და კარაკალას თერმებში ყოფნისას ორივე დაეჭვდა, საერთოდ ღირდა
თუ არა მათი მოგზაურობის გაგრძელება. ლიუსიმ განაცხადა, რომ ის ვაიზებს
შეურთდებოდა – მისის ვაიზი დედამისის ნაცნობი იყო, ასე რომ ამ გეგმაში
მიუღებელი ვერაფერი იქნებოდა. მის ბარტლეტმა უპასუხა, რომ ის მოულოდნელ
მიტოვებებს მიჩვეული იყო. საბოლოოდ, არაფერი მომხდარა, მაგრამ ლიუსის,
როდესაც შარლოტის წერილის კითხვა დაიწყო, ეს გულაცრუება გაუმძაფრდა.
წერილი „უინდი კორნერიდან“ იყო გადმომისამართებული.

შარლოტი წერდა:

„ტანბრიჯ უელსი

სექტემბერი

ძვირფასო ლუჩია,

აი, ძლივს გავიგე შენი ახალი ამბები! მის ლევიში ველოსიპედით მოგზაურობდა
თქვენს მხარეში, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, რამდენად

სასურველი იქნებოდა მისი სტუმრობა. სამერ სტრიტის მახლობლად საბურავი


გაეხვრიტა და სანამ შეუკეთებდნენ, შეწუხებული ჩამოჯდა თქვენი მშვენიერი
ეკლესიის ეზოში. ამ დროს მოპირდაპირე სახლის კარი გაიღო და მისდა
გასაკვირად, იქიდან ახალგაზრდა ემერსონი გამოვიდა. მან შეატყობინა, რომ
მამამისმა სახლი იქირავა. არც იცოდა, მეზობლად რომ ცხოვრობდი. მან ელენორი

139
ფინჯან ჩაიზეც კი არ მიიპატიჟა. ძვირფასო ლიუსი, ძალიან შეშფოთებული ვარ
და გირჩევ, ყველაფერი უამბო მის წარსულ ქცევაზე დედაშენს, ფრედის და
მისტერ ვაიზს, რომელიც ემერსონს თქვენს სახლში გამოჩენას აუკრძალავს.
მისტერ ვაიზი ისეთი მგრძნობიარეა! მახსოვს, როგორ ვუშლიდი მას ნერვებს
რომში.

მომენდე.

შენი მზრუნველი და მოსიყვარულე,

შარლოტი“.

ლიუსი ძალიან გაღიზიანდა და პასუხად მისწერა:

„ბიუკემპი, სამხრეთ-დასავლეთი ლონდონი

ძვირფასო შარლოტ,

დიდი მადლობა გაფრთხილებისათვის. როდესაც მთაში მისტერ ემერსონმა


ქცევის ნორმები დაივიწყა, შენ პირობა დამადებინე, რომ დედას არაფერს
ვეტყოდი, რადგან ის შენ დაგადანაშაულებდა იმის გამო, რომ მუდამ ჩემ
გვერდით არ იყავი. მე პირობა შევასრულე და ახლა დედას ვერაფერს ვეტყვი.
მასაც და სესილსაც ვუთხარი, რომ ემერსონები ფლორენციაში გავიცანი და
პატივსაცემი ადამიანები არიან, და ასეც ვფიქრობ. ის, რომ ჯორჯმა მის ლევიშს
ჩაი არ შესთავაზა, ალბათ იმის ბრალია, რომ მას უბრალოდ არ ჰქონდა ჩაი.
ელენორს მღვდელთან უნდა ეცადა ბედი. უაზრობა იქნება, ზედმეტად
ავფორიაქდე ემერსონების გამო. ემერსონებმა რომ გაიგონ, მათზე დავიჩივლე,
თავს ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებად ჩათვლიან; ეს კი სინამდვილეს არ
შეესაბამება. მე მომწონს მოხუც მამასთან ურთიერთობა და მას კვლავაც
სიამოვნებით შევხვდები. რაც შეეხება მის შვილს, მგონია, სიბრალულს ის უფრო
იმსახურებს, ვიდრე მე. ემერსონებს იცნობს სესილიც, რომელიც მშვენივრად
გრძნობს თავს და სწორედ ამ დღეებში გახსენა. ჩვენი ქორწილი, სავარაუდოდ,
იანვარში გაიმართება.

140
მის ლევიში ჩემზე ბევრს ვერაფერს მოგიყვებოდა, რადგან ახლა „უინდი
კორნერში“ კი არა, ლონდონში ვარ. თუ შეიძლება, კონვერტს „პირადი“ აღარ
დააწერო, ჩემს წერილებს არავინ კითხულობს.

სიყვარულით, შენი

ლ. მ. ჰანიჩერჩი“.

საიდუმლოს შენახვას ერთი უარყოფითი მხარე აქვს: ზომიერების შეგრძნებას


ვკარგავთ, ვერ ვხვდებით, ჩვენი საიდუმლო მნიშვნელოვანია თუ არა. იყო კი
ლიუსისა და შარლოტის საიდუმლო იმდენად მნიშვნელოვანი, რომ
სესილისთვის ცხოვრება დაენგრია, თუ პირიქით, იმდენად უმნიშვნელო, რომ
ამის გაგონებაზე სესილს უბრალოდ გასცინებოდა? მის ბარტლეტი პირველი
ვარიანტისკენ იხრებოდა. შესაძლოა, სწორიც იყო. მაგრამ მისი წყალობით ეს
პატარა საიდუმლო დიდ ამბად იქცა. მისი ბიძაშვილი რომ არ ჩარეულიყო, ლიუსი
მისთვის ჩვეული მახვილგონიერებით ამ ამბავს დედასა და საქმროს გაუმხელდა
და საიდუმლოც ამხელა მნიშვნელობას არ შეიძენდა. „ემერსონი, ჰარისი კი არა“ –
ეს სულ რამდენიმე კვირის წინ იყო. გოგონამ სცადა, თავისი ფლორენციული
ისტორია მოეყოლა მაშინ, როდესაც ის და მისი საქმრო იმაზე იცინოდნენ, თუ
როგორ დაიპყრო სესილის გული ერთმა ქალბატონმა, როდესაც ის ჯერ კიდევ
სკოლაში სწავლობდა. მაგრამ რაღაცამ აიძულა გაჩუმებულიყო.

ლიუსიმ ათი დღე გაატარა დაცარიელებულ მეტროპოლისში და ესტუმრა იმ


ადგილებს, სადაც მომავალში ხშირად მოუწევდა სიარული. არა უშავს, თუ
ლიუსი გაეცნობა საზოგადოების ჩარჩოს, სანამ თავად საზოგადოება
ქალაქგარეთაა ანდა გოლფის სათამაშო მოედნებზეა გაკრეფილიო, ფიქრობდა
სესილი. ლონდონში გრილოდა, მაგრამ ლიუსი ამას არ შეუწუხებია. სეზონის
მიუხედავად, მისტერ ვაიზმა მაინც მოახერხა სადილად სტუმრების დაპატიჟება;
უკლებლივ ყველანი ცნობილ ადამიანთა შვილიშვილები იყვნენ. კერძები დიდი
ვერაფერი იყო, მაგრამ საუბრებმა თავიანთი დახვეწილი მომაბეზრებლობით
გოგონაზე შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს ყველა გადაღლილი იყო,
ყველაფერი მობეზრებოდა და ადამიანს მხოლოდ მაშინ იპყრობდა ენთუზიაზმი,
თუ რაიმე შეეშლებოდა და თანაგრძნობით აღსავსე სიცილს გამოიწვევდა. ამ
საზოგადოების თვალთახედვით „უინდი კორნერი“ და პანსიონატი „ბერტოლინი“

141
ერთნაირად უბადრუკი ჩანდა. ლიუსის ესმოდა, რომ მისი ლონდონური
ცხოვრება კიდევ უფრო დააშორებდა იმას, რაც წარსულში უყვარდა.

ცნობილი ადამიანების შვილიშვილებმა სთხოვეს, რაიმე დაეკრა. მან შუმანი


დაუკრა. „ახლა კი ბეთჰოვენი“, – სთხოვა სესილმა, როდესაც მშვენიერი ჰანგები
შეწყდა და შემდეგ ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. ლიუსიმ თავი გააქნია და
კვლავ შუმანი დაუკრა. ჰაერში ჯადოსნური მელოდია გაისმა, გაწყდა და კვლავ
გაგრძელდა, მუსიკა თითქოს მთელი თავისი სისრულით არ გამოვლინდა.
დაუმთავრებლობაში არის რაღაც განსაკუთრებით სევდიანი – ეს ცხოვრებისეული
სევდაა და მას არაფერი აქვს საერთო ხელოვნებასთან; ის პულსირებს გაფანტულ
ფრაზებში და აუდიტორიის ნერვებს უნისონში ტოკვას აიძულებს. ლიუსი ასე არ
დაუკრავდა პატარა დრაპირებულ პიანინოზე პანსიონატ „ბერტოლინიში“, და არა
მგონია, მისი ახლანდელი შესრულება რომ მოესმინა, მისტერ ბიბს თავისთვის
გაეფიქრა, „მეტისმეტად ბევრი შუმანიო“.

სტუმრები წავიდნენ, ლიუსი დაწვა, მისის ვაიზი სასტუმრო ოთახში ბოლთას


სცემდა და წვეულებას შვილთან ერთად განიხილავდა. მისის ვაიზი სასიამოვნო
ქალი იყო, მაგრამ ის, ისევე როგორც მრავალი სხვა, ლონდონური ცხოვრების
ჭაობში იყო ჩაფლული, და ამდენ ადამიანთან ურთიერთობისთვის, ცხადია,
ძლიერი ხასიათია საჭირო. სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობდა, მისთვის
მეტისმეტად დიდი აღმოჩნდა და მისი ინდივიდუალობა დათრგუნა; მან
საკუთარი შესაძლებლობებისთვის მეტად ბევრი სეზონი გამოიარა, მეტად ბევრი
ქალაქი ნახა, მეტად ბევრი ადამიანი გაიცნო, სესილთანაც კი მექანიკურად
ლაპარაკობდა და ისე იქცეოდა, თითქოს საკუთარ შვილს კი არა, შთამომავლების
მთელ ჯგუფს მიმართავდა.

– ლიუსი ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა გახადო, – უთხრა მან შვილს. ყოველი


წინადადების დასრულების შემდეგ ჭკვიანურ გამომეტყველებას იღებდა და
ახალი წინადადების დაწყებამდე ტუჩებს კუმავდა, – ლიუსი არაჩვეულებრივი
გახდა, არაჩვეულებრივი.

– ის ყოველთვის არაჩვეულებრივად უკრავდა.

– ჰო, მაგრამ ჰანიჩერჩების „ნადებს“ კარგავს. მათ არაფერს ვერჩი, ძალიან კარგი
ოჯახია, მაგრამ ხომ იცი, რასაც ვგულისხმობ. გამუდმებით მსახურების სიტყვებს
აღარ იმეორებს; პუდინგი როგორ კეთდებაო, აღარ კითხულობს.

142
– ეს იტალიამ ქნა.

– შესაძლოა, – ჩაიბუტბუტა მისის ვაიზმა, იმ მუზეუმზე ჩაფიქრებულმა,


რომელიც მისთვის იტალიას წარმოადგენდა, – შეიძლება ასეცაა. სესილ, იცოდე,
არა უგვიანეს იანვრისა ცოლად უნდა მოიყვანო. ის უკვე ერთ-ერთი ჩვენგანია!

– მაგრამ მისი მუსიკა! – წამოიძახა სესილმა, – მისი დაკვრის სტილი! როგორ არ


იშლიდა თავისას, მაშინ, როდესაც მე იდიოტივით ბეთჰოვენის დაკვრას
ვთხოვდი. ამ საღამოს ზუსტად შუმანი შეეფერებოდა. იცი რა, დედა, ჩვენი
შვილები ლიუსის მსგავსად უნდა აღვზარდო! თავიდან პატიოსანი სოფლელი
ხალხის გარემოცვაში გავზრდი, რათა ხალასები გამოვიდნენ; მერე იტალიაში
გავუშვებ, რომ დაიხვეწონ. მერე, და მხოლოდ მერე მივცემ ლონდონში
ჩამოსვლის ნებას. არ მჯერა ამ ლონდონური განათლების... – სესილს სიტყვა
გაუწყდა, გაახსენდა, რომ თავად სწორედ ასეთი განათლება ჰქონდა მიღებული;
ბოლოს დაამატა, – ყოველ შემთხვევაში, ქალებისთვის არა.

– ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა გახადო, – გაიმეორა მისის ვაიზმა და დასაძინებლად


წავიდა.

ის-ის იყო, უნდა ჩასძინებოდა, რომ შეკივლება გაიგონა – თითქოს ვიღაცა


კოშმარულმა სიზმარმა გამოაღვიძაო. ხმა ლიუსის საძინებლიდან მოდიოდა.
გოგონას შეეძლო, მოახლის დასაძახებლად ზარი დაერეკა, მაგრამ მისის ვაიზმა
ამჯობინა, თავად მისულიყო. ლიუსი საწოლში წამომჯდარი დახვდა, ხელი
ლოყაზე მიედო.

– ბოდიშს გიხდით, მისის ვაიზ, ეს სიზმრები...

– ცუდი სიზმარი ნახე?

– უბრალოდ სიზმრები.

ასაკოვანმა ქალბატონმა გაუღიმა, აკოცა და გარკვევით უთხრა:

– უნდა მოგესმინა, შენზე რომ ვლაპარაკობდით, ძვირფასო. შენით ისეა


მოხიბლული, როგორც არასდროს. დაე, სწორედ ეს დაგესიზმროს.

ლიუსიმაც აკოცა, მაგრამ ცალი ხელით მაინც ლოყას იფარავდა. მისის ვაიზი
კვლავ დასაძინებლად წავიდა. სესილი, რომელსაც ლიუსის ხმა არ გაუგია,
ხვრინავდა. ბინა სიბნელემ მოიცვა.

143
XII. მეთორმეტე თავი
უხვი წვიმების შემდეგ ნათელი და მშვენიერი შაბათი დღე გათენდა და,
მიუხედავად იმისა, რომ უკვე შემოდგომა იდგა, მასში ახალგაზრდულ სულს
დაევანა. სიკეთე და სიფაქიზე ზეიმობდა. სამერ სტრიტზე ჩამვლელი მანქანები
თითქმის არ ტოვებდნენ მტვრის ბუღს, გამონაბოლქვის სიმყრალეს კი ქარი
ფანტავდა და ნაწვიმარი არყის ხისა და ფიჭვის სურნელი მოჰქონდა. ეკლესიის
ეზოს ჭიშკარზე ჩამოყრდნობილი მისტერ ბიბი სიცოცხლის სიამით ტკბებოდა.
იქვე, ასევე ჭიშკარს ჩამოყრდნობილი ფრედი ჩიბუხს ეწეოდა.

– რა იქნება, ახალმოსახლეებს ხელი რომ შევუშალოთ?

– მმ...

– გაგვართობენ.

ფრედიმ, რომელსაც თანამემამულეებთან ურთიერთობა არასოდეს ართობდა,


ივარაუდა, რომ ახალი მდგმურები დაკავებულები იქნებოდნენ, რადგან ახლახან
გადმობარგდნენ.

– მე მაინც მგონია, რომ ხელი უნდა შევუშალოთ, – არ დაიშალა მისტერ ბიბმა, –


ისინი ამად ღირან.

მისტერ ბიბმა ჭიშკარი გააღო და სამკუთხა გაზონის გავლით ვილა „სისისკენ“


გაემართა.

– გამარჯობა! – შესძახა მან მეზობლებს ღია კარიდან, საიდანაც დიდი არეულობა


მოჩანდა.

– გამარჯობა! – გაისმა დინჯი, დაბალი ხმა.

– სტუმარი მოგიყვანეთ გასაცნობად.

– ახლავე ჩამოვალ.

შესასვლელი ჩაეხერგა კარადას, რომელიც, ეტყობა, მტვირთავებმა კიბეებზე ვერ


აიტანეს. მისტერ ბიბმა ძლივს მოახერხა მისთვის გვერდის ავლა. მისაღები ოთახი
კი წიგნებით იყო გაძეძგილი.

144
– კითხვა უყვართ? – გადაუჩურჩულა ფრედიმ, – ეგეთი ტიპები არიან?

– ასე მგონია, კითხვა იციან. ეს კი იშვიათი უნარია. აბა, რა აქვთ აქ? ბაირონი.
ზუსტად! „შროპშირელი ყმაწვილი“ [„შროპშირელი ყმაწვილი“ – ინგლისელი
მეცნიერისა და პოეტის ალფრედ ედუარდ ჰაუსმანის (1859-1936) პოეზიის
კრებული, რომელიც 1896 წელს გამოქვეყნდა.]. არ გამიგია. „ყოველგვარი ხორცის
გზა“ [„ყოველგვარი ხორცის გზა“ – ინგლისელი მწერლის, სემუელ ბატლერის
(1835-1902) ნახევრად ავტობიოგრაფიული აღმზრდელობითი ხასიათის რომანი,
რომელიც 1903 წელს გამოქვეყნდა.]. არ გამიგია. გიბონი [გიბონი ედუარდ (1737-
1794) – ინგლისელი ისტორიკოს-განმანათლებელი, ავტორი ექვსტომეულის
„რომის იმპერიის დაცემა და დამხობა“.]. ოჰ, ჩვენს ჯორჯს გერმანული სცოდნია!
შოპენჰაუერი, ნიცშე და ასე შემდეგ. ასე მგონია, ახალმა თაობამ იცის თავისი
საქმე, ჰანიჩერჩ.

– მისტერ ბიბ, ერთი ამას შეხედეთ, – უთხრა განცვიფრებულმა ფრედიმ.

კარადის კარნიზზე მოყვარულის ხელით გაკეთებული წარწერა მოჩანდა: „არ


ენდოთ არცერთ ისეთ საქმეს, რომელიც ახალი სამოსის შეძენას ითხოვს“. [ოდნავ
სახეცვლილი ფრაზა ამერიკელი ესეისტის, პოეტის, ფილოსოფოსისა და მწერლის
ჰენრი დევიდ თოროს (1817-1862) წიგნიდან „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება“,
სადაც ეს ფრაზა შემდეგი სახით გვხვდება: „თავი შორს დაიჭირეთ საქმეებისაგან,
რომელიც ახალი სამოსის შეძენას ითხოვს“.]

– ჩინებულია, არა? დარწმუნებული ვარ, ეს მამის ნამოქმედარია.

– რა უცნაურია!

– არ ეთანხმებით, ჰანიჩერჩ?

ფრედი დედამისის შვილი იყო და თვლიდა, რომ ავეჯის გაფუჭება არ


შეიძლებოდა.

– ნახატები! – აგრძელებდა ოთახის თვალიერებას მღვდელი, – ჯოტო!


რეპროდუქციები, ალბათ, ფლორენციიდან ჩამოიტანეს.

– ლიუსიმაც ეს ჩამოიტანა.

– ამ გახსენებაზე, მის ჰანიჩერჩი კმაყოფილია ლონდონით?

– გუშინ ჩამოვიდა.
145
– კარგი დრო გაატარა?

– დიახ, მშვენიერი, – უპასუხა ფრედიმ და ხელში წიგნი აიღო, – ის და სესილი ისე


დაახლოვდნენ, როგორც არასდროს.

– მოხარული ვარ.

– ნეტავ, ასეთი სულელი არ ვიყო, მისტერ ბიბ.

მღვდელმა ეს არ შეიმჩნია.

– ადრე ლიუსი თითქმის არაფრით მჯობდა, მაგრამ დედაჩემი ფიქრობს, რომ


ახლა ყველაფერი შეიცვლება. ის სხვადასხვაგვარი წიგნების კითხვას დაიწყებს.

– ისევე, როგორც შენ.

– მე მხოლოდ სამედიცინო წიგნებს წავიკითხავ, – დააზუსტა ფრედიმ, – მაგრამ


ისეთებს არა, რომლებზეც მერე შეგიძლია ილაპარაკო. სესილი ლიუსის
იტალიურს ასწავლის და ამბობს, რომ ის არაჩვეულებრივად უკრავს. მის
დაკვრაში ისეთი რამეებია, რასაც ადრე ვერ ვამჩნევდით. სესილი ამბობს...

– მაინც რას აკეთებს ეს ხალხი ზევით? ემერსონ, სხვა დროს შემოგივლით.

ზევიდან ჯორჯმა ჩამოირბინა და ისინი ხმის ამოუღებლად შეათრია ოთახში.

– მინდა წარმოგიდგინოთ მისტერ ჰანიჩერჩი, თქვენი მეზობელი.

მერე კი ფრედიმ უეცრად რაღაც წამოაყრანტალა, ისე, როგორც ეს ახალგაზრდებს


სჩვევიათ ხოლმე. შესაძლოა, უხერხულობისგან ან სულაც მეგობრული განწყობის
გამოხატვა სურდა; ანდა, უბრალოდ მოეჩვენა, რომ ჯორჯს ბანაობა არ აწყენდა.
ასე იყო თუ ისე, ფრედი ამგვარად შეეგება მას:

– სალამი. წამოდით საბანაოდ.

– ოჰ, კარგი, – უპასუხა ჯორჯმა აუღელვებლად.

მისტერ ბიბი ამან ძალიან გაართო.

– სალამი? სალამი? წამოდით საბანაოდ, – ჩაიფხუკუნა მან, – ეს საუბრის


საუკეთესო დასაწყისია, რაც კი ოდესმე მსმენია. მაგრამ მხოლოდ კაცების
შემთხვევაში თუ იმუშავებს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ქალბატონმა

146
მეორე ქალბატონს, რომელიც მას მესამემ წარუდგინა, ასე მიმართოს: „გამარჯობა!
წამოდით საბანაოდ“. თქვენ კი მიმტკიცებთ, რომ სქესები თანასწორნი არიან.

– გეუბნებით, რომ ეს ასე იქნება, – უპასუხა მოხუცმა ემერსონმა, რომელიც ამ


დროს ნელ-ნელა ჩამოდიოდა კიბეზე, – შუადღე მშვიდობისა, მისტერ ბიბ.
გეუბნებით, ჩვენ და ისინი ნამდვილი ამხანაგები გავხდებით, ჯორჯიც ასე
ფიქრობს.

– ქალბატონები ჩვენს დონემდე უნდა ავამაღლოთ? – იკითხა მღვდელმა.

– ედემის ბაღი, – გააგრძელა მისტერ ემერსონმა, რომელიც ისევ კიბეს


მოუყვებოდა, – რომელიც თქვენ წარსულში მოათავსეთ, ჯერ კიდევ გველის წინ.
მხოლოდ მაშინ მოვხვდებით იქ, როდესაც საკუთარ სხეულს აღარ შევიზიზღებთ.

მისტერ ბიბი ედემის ბაღის რომელიმე კონკრეტულ ადგილზე განთავსებას არ


დაეთანხმა.

– მხოლოდ ამ საკითხში წავიდნენ კაცები წინ, სხვა არაფერში. ჩვენ საკუთარი


სხეული ნაკლებად გვძაგს, ვიდრე ქალებს. მაგრამ ედემის ბაღში მხოლოდ მაშინ
აღმოვჩნდებით, როდესაც ამხანაგები გავხდებით.

– აბა, საბანაოდ აღარ მივდივართ? – ჩაიბურტყუნა ამდენი ფილოსოფიით


დამფრთხალმა ფრედიმ.

– ადრე ბუნებასთან დაბრუნების შესაძლებლობის მჯეროდა, – წამოიწყო მისტერ


ემერსონმა, – მაგრამ როგორ უნდა დავუბრუნდეთ ბუნებას, როცა არასდროს
გვიცხოვრია ისე, რომ მისი ნაწილი ვყოფილიყავით? ახლა მწამს, რომ ჩვენ ბუნება
უნდა აღმოვაჩინოთ. ამდენი დაპყრობების შემდეგ უშუალობა უნდა მოვიპოვოთ.
ეს ჩვენი მთავარი მემკვიდრეობაა.

– ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ მისტერ ჰანიჩერჩი, რომლის დაც ალბათ


ფლორენციიდან გეხსომებათ, – ძლივს ჩაურთო სიტყვა მისტერ ბიბმა.

– გამარჯობა, მოხარული ვარ თქვენი გაცნობით და იმით, რომ ჯორჯი საბანაოდ


მიგყავთ. ძალიან მიხარია, რომ თქვენი და თხოვდება. ქორწინება სერიოზული
მოვალეობაა. დარწმუნებული ვარ, ბედნიერი იქნება, რადგან ჩვენ მისტერ
ვაიზსაც ვიცნობთ. ძალიან დაგვეხმარა. შემთხვევით შეგვხვდა ეროვნულ
გალერეაში და ამ არაჩვეულებრივ სახლში გადმოსასვლელად ყველაფერი
მოგვიგვარა. იმედია, სერ ჰარი ოტუეი არ შევაწუხეთ. იმდენად ცოტა ლიბერალი
147
მიწათმფლობელი მინახავს, რომ ერთი სული მაქვს, მისი დამოკიდებულება
ნადირობის კანონის მიმართ კონსერვატორებისას შევადარო. ოჰ, ეს ქარი! კარგია,
რომ საბანაოდ მიდიხართ. დიდებულ ადგილას ცხოვრობთ, ჰანიჩერჩ!

– არც ისე! – ჩაილუღლუღა ფრედიმ, – დარწმუნებული ვარ... უფრო სწორად...


მგონია, რომ მოგვიანებით თქვენი მონახულების სიამოვნება მექნება, როგორც
დედაჩემი ამბობს, და მეც ვიმედოვნებ.

– მონახულების? ყმაწვილო, ვინ გასწავლათ ეს სალონური უაზრო ყბედობა?


„მონახულება“ ბებიებისთვის შემოინახეთ. გესმით, როგორ ქრის ქარი ფიჭვნარში?
ჭეშმარიტად დიდებული ადგილია.

მისტერ ბიბი შეეცადა, უხერხულობა განემუხტა.

– მისტერ ემერსონ, ის მოგინახულებთ, მეც მოგინახულებთ; მერე თქვენ ან


თქვენი შვილი გვესტუმრებით და ასე გაგრძელდება, სანამ ათი დღე არ გავა.
იმედი მაქვს, ამ ათდღიანი პერიოდის ამბავს ნათელი მოვფინე. ოღონდ, ის არ
ითვლება, გუშინ რომ კიბის ამბებზე დაგეხმარეთ. არც ის, დღეს რომ ჯორჯი და
ფრედი საბანაოდ მიდიან.

– ჰო, ჯორჯ! წადი საბანაოდ! უაზრო ლაპარაკში დროს ნუ დაკარგავ. მერე ჩაიზე
მოიპატიჟე სტუმრები. რძე, თაფლი და ნამცხვრები წამოიღე. ეს ცვლილება
შენთვის კარგი იქნება. ჯორჯი იმდენს მუშაობს თავის ოფისში! მგონია, რომ
მთლად ჯანმრთელად არ არის.

ჯორჯმა თავი დაუქნია. პირქუშსა და მტვრიანს, ის სპეციფიკური სუნი


დაჰკრავდა, ავეჯის გადაზიდვის შემდეგ რომ ასდის ადამიანს.

– ნამდვილად გინდათ ბანაობა? – ჰკითხა ფრედმა, – რომ იცოდეთ, სულ პატარა


გუბურაა. თქვენ ალბათ რამე უკეთესს ხართ მიჩვეული.

– უკვე გითხარით, დიახ-მეთქი.

მისტერ ბიბმა თავი ვალდებულად იგრძნო, თავის ახალგაზრდა მეგობარს


დახმარებოდა და მათ ფიჭვნარისკენ გაუძღვა. აქ მართლაც ყველაფერი
დიდებული იყო! ცოტა ხნით მისტერ ემერსონის ხმა მიაცილებდათ – კეთილი
სურვილებისა და ფილოსოფიურ შეგონებათა ნაზავი. მისი ხმაც მიწყდა და
მხოლოდ ხეებსა და გვიმრის ბუჩქნარში მოშრიალე ქარის ხმაღა ესმოდათ.
მისტერ ბიბი, რომელსაც გაჩუმება შეეძლო, მაგრამ სიჩუმეს ვერ უძლებდა,
148
იძულებული იყო, თავად ელაქლაქა, რადგან მათ ექსპედიციას წარუმატებლობის
სუნი ასდიოდა, მისი კომპანიონები კი მთელი გზა დუმდნენ. მღვდელი
ფლორენციაზე ლაპარაკობდა. ჯორჯი სერიოზულად უსმენდა და თანხმობასა თუ
უარყოფას ძლივს შესამჩნევი, მაგრამ მეტყველი ჟესტიკულაციით გამოსახავდა,
რომლის მნიშვნელობის გაგება ისეთივე რთული იყო, როგორც ხის კენწეროების
მოძრაობისა, მათ თავს ზემოთ რომ ირხეოდნენ.

– რა საოცარი დამთხვევაა, რომ მისტერ ვაიზი შეგხვდათ! იცოდით, რომ აქ მთელი


პანსიონატი „ბერტოლინი“ დაგხვდებოდათ?

– არა, მაგრამ მის ლევიშმა მითხრა.

– როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მინდოდა, „დამთხვევათა ისტორია“ დამეწერა.

ჯორჯს ენთუზიაზმი არ დასტყობია.

– თუმცა, სინამდვილეში დამთხვევები იმაზე იშვიათად ხდება, ვიდრე


წარმოგვიდგენია. ანუ, თუ დავფიქრდებით, თქვენი აქ მოხვედრა მთლად
დამთხვევაც არ არის.

მისტერ ბიბმა შვებით ამოისუნთქა, როცა ამის გამგონე ჯორჯმა წამოიწყო:

– პირიქით, ზუსტად ასეა. მიფიქრია ამაზე. ეს ბედისწერაა. ყველაფერს ბედი


განაგებს. სწორედ ბედისწერის წყალობით ვხვდებით ერთმანეთს და მერე ისევ
ვშორდებით, ვხვდებით და ვშორდებით.

– ეტყობა, კარგად არ დაფიქრებულხართ ამაზე, – უსაყვედურა მისტერ ბიბმა, –


ნება მიბოძეთ, სასარგებლო რჩევა მოგცეთ, ემერსონ: ბედისწერას ნურაფერს
მიაწერთ. ნუ იტყვით „ეს მე არ გამიკეთებია“, რადგან, სავარაუდოდ, ეს სწორედ
თქვენი ნამოქმედარია. აი, ახლა ყველაფერს გამოგკითხავთ. პირველად სად
გაგვიცანით მე და მის ჰანიჩერჩი?

– იტალიაში.

– და სად შეგხვდათ მისტერ ვაიზი, რომელიც მის ჰანიჩერჩს ირთავს ცოლად?

– ეროვნულ გალერეაში.

– იტალიური ხელოვნების თვალიერებისას. აი, ახსნაც! თქვენ კი დამთხვევასა და


ბედისწერაზე მელაპარაკებით. თქვენ ბუნებრივად ესწრაფვით ყველაფერ

149
იტალიურს, ისევე, როგორც ჩვენ და ჩვენი მეგობრები. ეს კი მოქმედების არეალს
საგრძნობლად ამცირებს და ჩვენ კვლავ ვხვდებით ერთმანეთს მის ფარგლებში.

– აქ ბედისწერის წყალობით მოვხვდი, – არ შეეპუა ჯორჯი, – მაგრამ თქვენ თუ


ასე გირჩევნიათ, შეგიძლიათ, მას იტალია უწოდოთ.

მისტერ ბიბმა თავი აარიდა ამ საკითხის ასეთ მძიმე ინტერპრეტაციას. საერთოდ,


მას უსაზღვროდ შემწყნარებლური დამოკიდებულება ჰქონდა ახალგაზრდების
მიმართ და თან ჯორჯის განაწყენებაც არ სურდა.

– სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, მაინც ვაპირებ, „დამთხვევათა ისტორია“


დავწერო.

სიჩუმე.

დიალოგი სასიამოვნოდ რომ დაესრულებინა, მღვდელმა დაამატა:

– მოხარულები ვართ, რომ ჩამოხვედით.

სიჩუმე.

– მოვედით! – შესძახა ფრედიმ.

– მშვენიერია! – წამოიძახა მისტერ ბიბმა, შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და


მოიბოდიშა:

– აი, გუბურაც. საწუხაროა, რომ უფრო დიდი არაა.

ისინი ფიჭვის წიწვებით მოფენილ გლუვ ნაპირზე ჩავიდნენ. გუბურა ალპურ


სიმწვანეში ჩამალულიყო. საკმაოდ დიდი იყო იმისთვის, რომ ადამიანის სხეული
დაეტია, და საკმაოდ სუფთა, რომ მის ზედაპირზე ცა არეკლილიყო.
ბოლოდროინდელი წვიმების გამო ტბას ბალახიანი ნაპირები დაეტბორა და
წყალს გარს ერტყა ზურმუხტისფერი არშია, რომელიც ტბაში შესვლისკენ
მაცდუნებლად გიბიძგებდა.

– გუბურის კვალობაზე არაფერი დაეწუნება, – აღნიშნა მისტერ ბიბმა.

ჯორჯი ნაპირზე, მშრალ ადგილას ჩამოჯდა და უხალისოდ დაიწყო თასმების


შეხსნა.

150
– რა საუცხოოდაა მოდებული ეს ნემსიყუნწები, არა? მიყვარს, ნემსიყუნწები
თესლს რომ იკეთებენ. ამ სურნელოვან მცენარეს რა ჰქვია?

არავინ იცოდა და არც არავის აინტერესებდა.

– შენიშნეთ მცენარეული საფრის მკვეთრი მონაცვლეობა?! წყალმცენარეების ეს


პატარა ღრუბლისებური მონაკვეთი, ორივე მხარეს კი შამბნარი და ეკალბარდები:
ველური მანანა, გვიმრა, კუნელი და ფიჭვი.

– მისტერ ბიბ, თქვენ არ ბანაობთ? – ჰკითხა ფრედიმ, რომელიც ტანსაცმელს


იხდიდა.

მისტერ ბიბმა იუარა.

– არაჩვეულებრივი წყალია! – ტბაში ჩახტომისთანავე დაიყვირა ფრედიმ.

– წყალი წყალია, – ჩაიბუტბუტა ჯორჯმა. ჯერ თმა დაისველა – უხალისობის


უტყუარი ნიშანი – და ფრედის ღვთაებრივ ტბაში შეჰყვა, იმდენად გულგრილად,
თითქოს ქანდაკება იყო, ტბა კი – საპნიანი წყლით სავსე აბაზანა. აუცილებელი
იყო, კუნთები გაევარჯიშებინა.

აუცილებელი იყო, მტვერი ჩამოებანა. მისტერ ბიბი თვალს ადევნებდა მათ და


ნემსიყუნწებს, რომლებიც წყლის პირას რიტმულად ირხეოდნენ.

– ფშუუ, ფშუუუ! – ქოშინებდა ფრედი, რომელმაც ორი ხელის მოსმით აქეთ-იქით


გადაცურა გუბურა, ტალახში ამოიგანგლა და ლერწამში გაიხლართა.

– ღირს ჩამოსვლა? – იკითხა დატბორილ ნაპირას გაჩერებულმა ჯორჯმა,


რომელიც მიქელანჯელოს ქმნილებას მოგაგონებდათ.

კითხვა დასმული არ ჰქონდა, რომ ნაპირის კიდე ჩამოიშალა და ჯორჯი წყალში


ჩავარდა.

– ჰეი, ტფუ, თავკომბალა გადამეყლაპა. მისტერ ბიბ, ძალიან კარგი წყალია,


საუცხოო, – არ ცხრებოდა ფრედი.

– წყალი მართლა არ არის ურიგო, – თქვა ჯორჯმა, რომელმაც თავი ამოყო და


გადმოაფურთხა.

– საუცხოოა, მისტერ ბიბ, ჩამოდით.

151
მღვდელმა ირგვლივ მიმოიხედა. სცხელოდა და, როგორც წესი,
შესაძლებლობების ფარგლებში, ერჩივნა ხოლმე, შეთავაზებები მიეღო. მისი
მრევლის წევრები არსად ჩანდნენ, იქაურობა მხოლოდ ფიჭვებით იყო
გარშემორტყმული, რომლებიც ცის ფონზე ირწეოდნენ, თითქოს ერთმანეთს
რაღაცას ანიშნებენო. რა მშვენიერი იყო ყველაფერი! მანქანებისა და სოფლის
დეკანოზების სამყარო სადღაც გაქრა. წყალი, ცა, მარადმწვანე მცენარეები, ქარი –
მათ წინაშე წელიწადის დროთა ცვალებადობაც კი უძლურია და, ცხადია, არც
ადამიანს ძალუძს მათი ხელყოფა.

– კარგი, მეც ვიბანავებ, – სულ მალე წყლის პირას მისტერ ბიბის ტანსაცმლის
მესამე პატარა ფუთა გაჩნდა, და მღვდელმაც აღიარა წყლის სასწაულებრივი
ძალა.

ჩვეულებრივი წყალი იყო, თან გასაქანიც არ ჰქონდათ. როგორც ფრედიმ თქვა,


წყალმცენარეებიან ტბაში ცურვა სალათში ცურვას ჰგავდა. სამი ჯენტლმენი
დგაფუნობდა წყალში, რომელიც მკერდამდე სწვდებოდათ. ისინი
მოგაგონებდნენ ნიმფებს „ღმერთების აღსასრულიდან“ [გერმანელი
კომპოზიტორის რიხარდ ვაგნერის (1813-1883) მუსიკალური დრამის
ტეტრალოგიის „ნიბელუნგების ბეჭედის“ მეოთხე ნაწილი.]. მაგრამ იმის გამო,
რომ წვიმებმა ტბას განსაკუთრებული სიგრილე შემატა, ან კიდევ იმიტომ, რომ
მზე სასიამოვნოდ აცხუნებდა, ანდა იმიტომ, რომ ჯენტლმენთაგან ორი
ახალგაზრდა იყო ასაკით, მესამე კი – სულით, ან რაიმე სხვა მიზეზით მათ
უეცარი ცვლილება განიცადეს: დაივიწყეს იტალია, ბოტანიკა, ბედისწერა და
თამაში წამოიწყეს. მისტერ ბიბი და ფრედი ტბაში დგაფუნობდნენ, ერთმანეთს
წყალს ასხამდნენ. მერე ჯორჯიც მოკრძალებულად გაწუწეს. თავიდან ემერსონი
წყანარად იდგა და ისინი შეწუხდნენ, ეგონათ, რომ სტუმარი გაანაწყენეს. მერე
კი ახალგაზრდობამ მთელი ძალით იფეთქა – ჯორჯმა გაიღიმა და მათკენ გაექანა;
წყალს აშხეფებდა, აყურყუმელავებდა, ურტყამდა და ატალახიანებდა მათ;
ბოლოს კი ტბიდან ნაპირზე ამოყარა.

– მაშინ ტბის გარშემო სირბილში შეგეჯიბრები, – დაიყვირა ფრედიმ და ისინიც


გაექანენ, მზით განათებული ტბის გარშემო გაქროლდნენ. ჯორჯმა გზა
დაიმოკლა, მაგრამ ფეხები გაუტალახიანდა და მეორედ მოუწია ბანაობა. მერე
მისტერ ბიბიც დაითანხმეს სირბილზე – დაუვიწყარი სანახაობა იყო.

152
გასაშრობად დარბოდნენ, მერე გასაგრილებლად ისევ წყალში ხტებოდნენ,
გვიმრებსა და ნემსიყუნწას ბუჩქნარში ჩამალულები ინდიელობანას
თამაშობდნენ და მერე ისევ ბანაობდნენ ტალახის ჩამოსარეცხად. მთელი ამ ხნის
განმავლობაში ტანსაცმლის სამი პატარა ფუთა თავისთვის იდო ტბის ნაპირას და
აცხადებდა: „ჩვენ! ჩვენ ვართ აქ ყველაზე მთავარი! ჩვენ გარეშე არც ერთი საქმე არ
დაიწყება! ნებისმიერი ადამიანი საბოლოოდ მაინც ჩვენ მოგვმართავს“.

– დარტყმა! – იყვირა ფრედიმ, ჯორჯის ტანსაცმლის გროვას ხელი დაავლო და


წარმოსახვითი კარის ძელთან დადო.

– ფეხბურთი დავცხოთ! – პასუხად დაუყვირა ჯორჯმა და ფრედის ტანსაცმლის


ფუთას ამოჰკრა ფეხი.

– გოლ!

– გოლ!

– პასი!

– ფრთხილად, ჩემი საათი! – დაიყვირა მისტერ ბიბმა.

ტანსაცმელი ყველა მიმართულებით დაფრინავდა ჰაერში.

– ფრთხილად, ჩემი ქუდი! არა, საკმარისია, ფრედი! ჩაიცვი. არა-მეთქი!

მაგრამ ორი ახალგაზრდა თავს ვერ იოკებდა. ხეებში გაუჩინარდნენ, ფრედის


მღვდლის ჟილეტი ამოეიღლიავებინა, ჯორჯს კი სველ თმაზე მისი შლაპა
ჩამოეფხატა.

– საკმარისია! – კიდევ ერთხელ დაუყვირა მისტერ ბიბმა, რომელსაც გაახსენდა,


რომ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ სამრევლოში იმყოფებოდა. მერე კი მისი ხმა
ისე შეიცვალა, თითქოს ყოველი ხე სოფლის დეკანოზად გადაქცეულიყო:

– ჰეი, დაწყნარდით! ხალხი მოდის, ბიჭებო!

მაგრამ შეძახილები არ წყდებოდა და ჩრდილებით აფორაჯებული მიწის კიდევ


უფრო დიდ წრეზე ვრცელდებოდა.

– ჰეი, ჰეი, ქალბატონები მოდიან!

153
არც ჯორჯი და არც ფრედი ფლობდნენ საკმარისად დახვეწილ მანერებს. თანაც,
მისტერ ბიბის გაფრთხილება არც გაუგიათ, თორემ მისის ჰანიჩერჩს, სესილსა და
ლიუსის, რომლებიც მისის ბატერუორთის მოსანახულებლად მიდიოდნენ, არ
შეეჩეხებოდნენ. ფრედის მღვდლის ჟილეტი მათ ფეხებთან დაუვარდა, თვითონ
კი გვიმრებისკენ გაექანა. ჯორჯმა მათ დანახვაზე ერთი შეჰყვირა, მოტრიალდა
და, მისტერ ბიბის ქუდით თავზე, ტბისკენ მოკურცხლა.

– ღმერთო ჩემო! – წამოიძახა მისის ჰანიჩერჩმა, – ვინ იყვნენ ეს უბედური


ადამიანები? ოჰ, ჩემო ძვირფასებო, იქით არ გაიხედოთ! საბრალო მისტერ ბიბი,
ისიც აქ ყოფილა! რა მოხდა?

– დაუყოვნებლივ წამოდით ამ გზით, – ბრძანება გასცა სესილმა, რომელიც


ყოველთვის საჭიროდ მიიჩნევდა, გასძღოლოდა ქალებს, თუმცა არ იცოდა – საით,
და დაეცვა ისინი, თუმცა არ იცოდა – რისგან. მან ისინი წაიყვანა იმ გვიმრებისკენ,
რომლებშიც ფრედი იმალებოდა.

– საწყალი მისტერ ბიბი! მისი ჟილეტი ბილიკზე დაგდებული დავტოვეთ? სესილ,


მისტერ ბიბის ჟილეტი...

სესილმა უპასუხა, რომ ეს არ იყო მათი საქმე და ლიუსის გადახედა, რომელიც


ქოლგის ქვეშ იმალებოდა და აშკარად წუხდა.

– მე მგონი, მისტერ ბიბი ისევ გუბურაში ჩახტა.

– მისის ჰანიჩერჩ, გთხოვთ, აქეთ მობრძანდით.

ისინი სესილის მითითებით ნაპირს ზევით აუყვნენ და ცდილობდნენ, მიეღოთ


დაძაბული და ამავდროულად უდარდელი გამომეტყველება – როგორც
ქალბატონებს ასეთ სიტუაციებში შეეფერებათ.

– სხვა გზა არ მაქვს! – გვიმრის ფოთლებიდან ფრედის ჭორფლიანი სახე და


თოვლივით თეთრი მხრები გამოჩნდა, – ახლა ფეხს დამადგამთ!

– ღმერთო ჩემო! – წამოიძახა მისის ჰანიჩერჩმა. – ეს შენ ხარ? ეს რა უბედურებაა?!


ნუთუ არ შეიძლება, აბაზანა სახლში, კომფორტულად მიიღო, ცხელი და ცივი
წყლით?

– მისმინე, დედა! კაცმა უნდა დაიბანოს და უნდა გაშრეს, და თუ სხვა კაცს...

154
– ძვირფასო! რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, მართალი ხარ. მაგრამ ისეთ
მდგომარეობაში არ ხარ, რომ იკამათო. წამოდი, ლიუსი!

მათ პირი იბრუნეს.

– შეხედე... არა, არ შეხედო. ოჰ, საწყალი მისტერ ბიბი! ისევ არ გაუმართლა...

მისტერ ბიბი გუბურიდან ამოძრომას ცდილობდა. წყლის ზედაპირზე მისი


ინტიმური დანიშნულების სამოსი ტივტივებდა. ჯორჯი კი, ის ჯორჯი, რომელსაც
სულ ცოტა ხნის წინ სამყაროს სევდა აწვა მხრებზე, ფრედის უყვიროდა, თევზი
დავიჭირეო.

– მე კი გადავყლაპე, – გვიმრებიდან გასძახა ფრედიმ, – თავკომბალა გადავყლაპე!


ვგრძნობ, როგორ მიღიტინებს მუცელში. ახლა მოვკვდები... ემერსონ, შე მხეცო,
ჩემი შარვალი ამოიცვი?

– დაწყნარდი, ძვირფასო! – უთხრა მისის ჰანიჩერჩმა, რომელიც სერიოზულობას


ვეღარ ინარჩუნებდა, – აუცილებლად კარგად გაიმშრალეთ. ყველა იმის გამო
ცივდება, რომ წესიერად არ იმშრალებს.

– დედა, წამოდი! – ჩაილაპარაკა ლიუსიმ, – ღვთის გულისათვის, წამოდი!

– სალამი! – დაიყვირა ჯორჯმა და ქალები კიდევ ერთხელ შეჩერდნენ.

ჯორჯს, როგორც ჩანს, მიაჩნდა, რომ ჩაცმული იყო – ფეხშიშველი, მოღეღილი


გულმკერდით, ჩრდილიანი ტყის ფონზე წარმოსადეგი და გაცისკროვნებული
იდგა.

– სალამი, მის ჰანიჩერჩ! – დაიყვირა მან.

– თავი დაუკარი, ლიუსი. ვინ შეიძლება იყოს? მე მაინც დავუკრავ თავს.

მის ჰანიჩერჩმა თავი დაუკრა.

იმ საღამოს და მთელი ღამის განმავლობაში ტბაში წყალმა იკლო. მეორე დღეს


გუბურა ისევ თავის ჩვეულ ზომას დაუბრუნდა და დიდებული იერი დაკარგა,
მაგრამ ის კი მოასწრო, რომ მოწოდებად ქცეულიყო სისხლისა და მოდუნებული
ნებისყოფისთვის – წამიერ კურთხევად, რომლის ზემოქმედებაც ხანგრძლივი
აღმოჩნდა; სიწმინდედ, ჯადოდ, ზიარების ბარძიმად მოვლენილიყო
ახალგაზრდებისათვის.

155
XIII. მის ბარტლეტის ბოილერის სამწუხარო
ამბავი
[ბოილერი – ქვაბი, რომელშიც წყალი ცხელდება სპეციალურ მილებში
გატარებული ორთქლის საშუალებით.]

რამდენჯერ გაუვლია ლიუსის ამ თავის დაკვრის, ამ შეხვედრის რეპეტიცია!


მაგრამ ყოველთვის წარმოიდგენდა, რომ ეს დახურულ სივრცეში მოხდებოდა, და
სრული უფლება გვაქვს ვივარაუდოთ, სხვანაირ გარემოსა და მორთულ-
მოკაზმულობაში. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ის ჯორჯს შეხვდებოდა იქ, სადაც
თავად ცივილიზაციამ მარცხი განიცადა, სადაც მზით განათებულ მიწაზე
ჟილეტების, საყელოებისა და ყელიანი ფეხსაცმელების დაჭრილი არმია
მიმოფანტულიყო? ლიუსის წარმოსახვაში ახალგაზრდა ემერსონი მორცხვი,
პირქუში, გულგრილი ან შეფარულად უტიფარი იქნებოდა. მაგრამ ვერასდროს
იფიქრებდა, რომ ბედნიერი ჯორჯი მას აღტაცებული შეძახილით შეხვდებოდა.

ლიუსი უკვე მისის ბატერუორთთან იჯდა, ჩაის სვამდა და ფიქრობდა, რომ


მომავლის ზუსტად წინასწარმეტყველება შეუძლებელია, ისევე, როგორც უაზროა
ცხოვრების რომელიმე ეპიზოდისათვის წინასწარი რეპეტიციის გავლა.
დეკორაციის რაიმე ხარვეზი, ვიღაცის სახე დარბაზში, მაყურებლების შემოჭრა
სცენაზე და მთელი ჩვენი კარგად დასწავლილი ჟესტები მნიშვნელობას კარგავს
ან ზედმეტ აზრს იძენს. „თავს დავუკრავ“, – ფიქრობდა გოგონა, – „ხელს არ
ჩამოვართმევ. ეს უფრო შესაფერისი იქნება“. მან თავი დაუკრა, მაგრამ ვის?
გმირებს, ღმერთებს, სკოლის მოწაფე გოგონათა სისულელეებს! მან თავი დაუკრა
იმ ნაგვის მიღმა, რომელიც სამყაროს ამძიმებს.

მისი გონება ამ ფიქრებს მოეცვა, მაგრამ ამავე დროს სესილიც ადარდებდა. ისინი
ნიშნობის აღსანიშნავად კიდევ ერთ მეზობელს ესტუმრნენ. მისის ბატერუორთს
უნდოდა სესილის ნახვა, სესილს კი არ უნდოდა, რომ ის ენახათ. არ უნდოდა
ჰორტენზიებზე საუბარი, არც ის აინტერესებდა, რატომ იცვლიან ისინი ფერს

156
ზღვის ნაპირას, არ სურდა საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი გამხდარიყო.
გაბრაზებისას სესილი ყოველთვის გრძელ, საგულდაგულოდ მოფიქრებულ,
ჭკვიანურ ტირადებს კითხულობდა მაშინ, როცა პასუხად „კი“ ან „არა“ საკმარისი
იქნებოდა. ლიუსი ცდილობდა, საქმროს ფარული აგრესია შეერბილებინა და
ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებას შეძლებდა.
არავინაა უნაკლო და ამიტომაც გონივრულია, მომავალი მეუღლის
ნაკლოვანებები ქორწილამდე აღმოვაჩინოთ. მის ბარტლეტმა საქმით დაუმტკიცა
გოგონას, რომ ამ სამყაროში სრულყოფილი არაფერია. ლიუსიმ, მიუხედავად
იმისა, რომ მასწავლებელი არ მოსწონდა, ეს გაკვეთილი კარგად აითვისა და
თავის გულისსწორს მიუსადაგა.

– ლიუსი, – ჰკითხა დედამ, როცა სახლში დაბრუნდნენ, – სესილს რამე ხომ არ


სჭირს?

ეს კითხვა კარგს არაფერს მოასწავებდა. აქამდე მისის ჰანიჩერჩის


დამოკიდებულება ახალგაზრდების მიმართ შემწყნარებლური და
თავშეკავებული იყო.

– არა, არა მგონია, დედა. სესილი კარგადაა.

– იქნებ გადაიღალა?

ლიუსიმ დაუთმო:

– ალბათ, შესაძლოა ცოტათი დაიღალა.

– იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, – მისის ჰანიჩერჩი ქუდიდან ქინძისთავებს


მზარდი უკმაყოფილებით აძრობდა, – სხვა შემთხვევაში, არ ვიცი, რით ავხსნა
მისი საქციელი.

– ასე მგონია, მისის ბატერუორთი, ცოტა არ იყოს, დამღლელი და


მომაბეზრებელია, თუ ამას გულისხმობ.

– ეს სესილმა განგაწყო მის წინააღმდეგ. პატარაობაში სულ კუდში დაჰყვებოდი;


მუცლის ტიფი რომ დაგემართა, იმხელა სიკეთე გამოიჩინა შენ მიმართ, სიტყვები
არ მყოფნის. არა... ყველაფრის მიმართ ასეა.

– თუ ნებას მომცემ, შენს ქუდს შევინახავ, კარგი?

157
– სესილს რა, არ შეეძლო, ნახევარი საათი ზრდილობიანი პასუხები გაეცა
მისთვის?!

– სესილს ადამიანებისთვის ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს დაწესებული, –


ენის ბორძიკით დაიწყო ლიუსიმ, რადგან პრობლემების მოახლოება იგრძნო, – ეს
მისი იდეალების სისტემის ნაწილია... და ამიტომაც ხანდახან შეიძლება
მოგეჩვენოს, რომ ის...

– რა სისულელეა! თუ მაღალი იდეალები ახალგაზრდას უზრდელობისკენ


უბიძგებს, უმჯობესია, მათგან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს, –
ჩაილაპარაკა მისის ჰანიჩერჩმა და ქალიშვილს ქუდი მიაწოდა.

– დედა! შენ თვითონაც გაბრაზებულხარ მისის ბატერუორთზე!

– არა, სესილივით – არა. ხანდახან მეც მდომებია მისთვის კისრის მოგრეხა,


მაგრამ სესილის შემთხვევაში სულ სხვა ამბავია.

– სხვათა შორის, შენთვის არ მითქვამს, რომ ლონდონში ყოფნისას შარლოტის


წერილი მივიღე.

თემის შეცვლის ამ მეტისმეტად ბავშვურმა და აშკარა მცდელობამ მისის


ჰანიჩერჩი გააღიზიანა.

– რაც სესილი ლონდონიდან დაბრუნდა, მისი გული ვერაფრით მოვიგეთ. რაც არ


უნდა ვთქვა, სახეზე უკმაყოფილება აწერია. ტყუილად ნუ შემეკამათები, ლიუსი,
ყველაფერს ვხედავ. რა თქმა უნდა, შორს ვარ თქვენი ხელოვნების, მუსიკის,
ლიტერატურისა და ჭკვიანური საუბრებისაგან, მაგრამ ავეეჯი სასტუმრო
ოთახისათვის მამაშენმა შეიძინა და რამენაირად უნდა ავიტანოთ; კარგი იქნება
თუ სესილი ამას გაითავისებს.

– მესმის შენი, დედა... სესილი ასე არ უნდა იქცეოდეს. მაგრამ ხანდახან, როდესაც
თავაზიანობას ვერ იჩენს, ასე განგებ კი არ იქცევა... ერთხელ ამიხსნა, რომ მას
ადამიანები კი არა, მახინჯი რაღაცები აღიზიანებს... მახინჯსა და ულაზათოს
ვერაფერს იტანს.

– როცა ფრედი მღერის – რაღაცა აღიზიანებს, თუ ადამიანი?

– მუსიკის ჭეშმარიტი მოყვარული, რა თქმა უნდა, ისე ვერ გაერთობა სახუმარო


სიმღერებით, როგორც ჩვენ.

158
– მაშინ რატომ არ გადის ოთახიდან? ზის, წრიალებს, დამცინავად იღიმება და
სხვებსაც ხელს უშლის სიამოვნების მიღებაში.

– უსამართლოდ არ უნდა მოვექცეთ ადამიანებს, – წაილუღლუღა ლიუსიმ,


რომელიც თითქოს რაღაცამ დაასუსტა და ძალ-ღონე გამოაცალა. სესილის მიმართ
კეთილგანწყობას, რაც ასე შესანიშნავად გამოსდიოდა ლონდონში, რატომღაც
ახლა ვეღარ ინარჩუნებდა. ერთმანეთს დაეჯახა ორი ცივილიზაცია, როგორც
სესილმა ადრევე მიანიშნა, ასე მოხდებაო. ლიუსი დაბრმავებული და
თავგზააბნეული იყო, თითქოს ელვარებამ, რომელიც ყველანაირი ცივილიზაციის
უკან დგას, თვალი მოსჭრა. კარგი გემოვნება და ცუდი გემოვნება ხომ მხოლოდ
ფრაზებია, სხვადასხვა თარგზე შეკერილი სამოსი.

ლიუსი ჯერ ისევ დაბნეული იყო და სანამ დედამისი სადილისთვის კაბას


იცვლიდა, ცდილობდა რაიმე ეთქვა, მაგრამ სიტუაცია მაინც ვერ გამოასწორა.
აშკარა იყო, რომ სესილი განგებ მოიქცა ქედმაღლურად და წარმატებასაც მიაღწია.
ლიუსის კი, თვითონაც არ იცოდა – რატომ, ერჩია, ეს ოღონდ ახლა არა და
ნებისმიერ სხვა დროს მომხდარიყო.

– წადი, ჩაიცვი, ძვირფასო, დაგაგვიანდება.

– კარგი, დედა...

– რაღას უდგახარ, წადი!

ლიუსი დაემორჩილა, მაგრამ კიბის ბაქანზე შეყოვნდა და სევდიანი მზერა


შეავლო ფანჯარას, რომელიც ჩრდილოეთით გადიოდა. ცა არ ჩანდა, მხოლოდ –
ფიჭვნარი. ეს ფანჯარა ადამიანს სევდიან ფიქრებს აღუძრავდა. ლიუსი საფრთხეს
თითქოს არ გრძნობდა, მაგრამ მაინც თავისთვის ოხრავდა:

– ოჰ, ღმერთო, რა ვქნა? რა ვიღონო?

ეჩვენებოდა, რომ მის გარშემო ყველა ცუდად იქცეოდა. მის ბარტლეტის წერილი
დედასთან საერთოდ არ უნდა ეხსენებინა. უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყო –
დედა ცნობისმოყვარე იყო და შეიძლებოდა ეკითხა, რას იწერებოდა შარლოტი.
ოჰ, ღმერთო, ნეტავ იკითხავს? ამ დროს ფრედიმ კიბეზე ჩამოირბინა და
შეუერთდა იმათ რიგებს, ვინც ცუდად იქცეოდა.

– მისტერ ემერსონი და მისტერ ბიბი – რა ჩინებული კომპანიაა!

159
– ძვირფასო ძამიკო, როგორ დამღალე! ისინი წმინდა ტბაში საბანაოდ არ უნდა
წაგეყვანა, იქ უამრავმა ადამიანმა შეიძლება გამოიაროს. შენთვის კიდევ არა
უშავს, მაგრამ სხვები ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. გთხოვ,
უფრო ფრთხილად იყავი. ნუ გავიწყდება, რომ სამერ სტრიტი უკვე ქალაქის
შემოგარენად ითვლება.

– რამე გეგმები გვაქვს შემდეგ კვირას?

– მგონი, არაფერი.

– მაშინ, კვირას ემერსონები ჩოგბურთის სათამაშოდ მინდა დავპატიჟო.

– არა, ფრედი, შენს ადგილას ამას არ ვიზამდი. მით უმეტეს, იმ ხათაბალის მერე.

– ჩოგბურთის კორტებს რა უჭირს? ერთ-ორ ამოშვერილს ყურადღებას არ


მიაქცევენ, თან ახალი ბურთები შევუკვეთე.

– სერიოზულად გეუბნები, ჯობია არ დაპატიჟო, გესმის?

ფრედიმ დას მხრებში ხელი ჩაავლო და დერეფანში ცეკვა-ცეკვით დააბზრიალა.


ლიუსიც აჰყვა, თუმცა გაბრაზებისგან თავს ძლივს იკავებდა. სესილმა დაინახა
ისინი და მზერა გააყოლა. და-ძმა ხელს უშლიდა მოახლე მერის, რომელსაც
დერეფანში ცხელი წყლით სავსე ტოლჩები მოჰქონდა. მერე მისის ჰანიჩერჩმა
კარი გამოაღო და ქალიშვილს გამოსძახა:

– ლიუსი! რას ხმაურობ?! რაღაც მინდოდა მეკითხა. შარლოტისგან წერილი


მიიღე?

ფრედი გაიქცა.

– ჰო, მაგრამ უნდა წავიდე, ჯერ არ გამომიცვლია.

– როგორ არის შარლოტი?

– მშვენივრად.

– ლიუსი!

საცოდავი გოგონა მობრუნდა.

– ეს რა ცუდი ჩვევა გაქვს: გარბიხარ, როცა წინადადება ჯერ არ დამიმთავრებია.


შარლოტმა თავისი ბოილერის ამბავი გიამბო?

160
– რისი?

– არ გახსოვს, მისი ბოილერი ოქტომბერში რომ უნდა მოეხსნათ, სააბაზანო


ცისტერნა გაეწმინდათ და კიდევ სხვა მსგავსი საშინელი პროცედურები
ჩაეტარებინათ?

– შარლოტის ყველა საზრუნავს ვერ დავიმახსოვრებ, – გესლიანად უპასუხა


ლიუსიმ, – ჩემიც მეყოფა, მით უმეტეს ახლა, როცა სესილზე გაბრაზებული ხარ.

მისის ჰანიჩერჩს შეეძლო გაცეცხლებულიყო, მაგრამ ასე არ მოიქცა და ქალიშვილს


უთხრა:

– მოდი ჩემთან, ჩემო ბებერო ქალბატონო! მადლობა, რომ ჩემი ქუდი დააბინავე,
მაკოცე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სამყაროში სრულყოფილი არაფერია, ლიუსის იმ


წუთას მოეჩვენა, რომ დედამისი, „უინდი კორნერი“ და ტყის ფონზე ჩამავალი
მზე სრულყოფილების განსახიერება იყო.

უეცრად ყოველგვარი ყოფითი სიმქისე სადღაც გაქრა. ასე ხდებოდა ხოლმე


„უინდი კორნერში“ – სულ ბოლო მომენტში, როდესაც ურთიერთობის მექანიზმი
იჭედებოდა და ჭრიალს იწყებდა, ოჯახის რომელიმე წევრი ზეთს დააწვეთებდა.
სესილს ეზიზღებოდა მათი მეთოდები, და შესაძლოა სწორიც იყო. ყოველ
შემთხვევაში, ეს ნამდვილად არ იყო მისი მეთოდები.

სადილი რვის ნახევარზე იწყებოდა. ფრედიმ ლოცვა ჩაილუღლუღა, მძიმე სკამები


მაგიდასთან მისწიეს და ჭამას შეუდგნენ. საბედნიეროდ, კაცებს მოშიებოდათ.
პუდინგამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. მერე ფრედიმ იკითხა:

– ლიუსი, ემერსონი როგორი ტიპია?

– ფლორენციაში ვნახე, – მიუგო გოგონამ, იმ იმედით, რომ ეს პასუხად


ჩაეთვლებოდა.

– ჭკვიანი ტიპია, თუ კარგი ტიპია?

– სესილს ჰკითხე, მან ჩამოიყვანა აქ.

– ჭკვიანია, ჩემსავით, – უპასუხა სესილმა.

ფრედიმ მას ეჭვის თვალით გადახედა.


161
– ემერსონები პანსიონატში ახლოს გაიცანით? – იკითხა მისის ჰანიჩერჩი.

– არც ისე. შარლოტს კიდევ უფრო ნაკლები ურთიერთობა ჰქონდა მათთან,


ვიდრე მე.

– ოჰ, მაგაზე გამახსენდა, რომ არ გითქვამს, რას იწერებოდა შარლოტი იმ


წერილში.

– ისეთს არაფერს, – უპასუხა ლიუსიმ, თავისთვის კი ფიქრობდა, ნეტავ სადილი


ტყუილის თქმის გარეშე თუ ჩაივლისო, – თურმე ერთი მისი ყოვლად აუტანელი
მეგობარი სამერ სტრიტზე ველოსიპედით სეირნობდა, ჩვენს მონახულებას
ფიქრობდა და საბედნიეროდ გადაიფიქრა.

– ლიუსი, არ შეიძლება ადამიანებზე ასე ლაპარაკი.

– ის ქალბატონი რომანებს წერს, – ეშმაკურად ჩააწვეთა ლიუსიმ. მიზანში


მოარტყა, მისის ჰანიჩერჩს არაფერი ისე არ აღელვებდა, როგორც ქალები,
რომლებიც ლიტერატურულ ნაწარმოებებს ქმნიდნენ. ნებისმიერ თემას
დაივიწყებდა, რათა გაეკიცხა და ეძაგებინა ქალები, რომლებიც სახლისა და
შვილების მოვლის ნაცვლად, სახელის მოხვეჭას ნაბეჭდი გამოცემებით
ცდილობდნენ. მისი დამოკიდებულება ასეთი იყო: „თუ წიგნები უნდა დაიწეროს,
დაე, ისინი კაცებმა წერონ“. მან ისე სიღრმისეულად განავრცო ეს თემა, რომ
სესილს მთქნარება აუტყდა, ფრედიმ ქლიავის კურკებით დაიწყო თამაში,
ლიუსიმ კი დედის რისხვის ცეცხლს მარჯვედ დაასხა ნავთი. მაგრამ ხანძარმა
ჩაქრობა დაიწყო და სიბნელეში წარსულის ჩვენებები წამოიშალნენ, თანაც –
მრავლად. თავდაპირველად – ტუჩების შეხება ლოყაზე. ეს იმდენად დიდი ხნის
წინ მოხდა, რომ ახლა ალბათ აღარაფერს ნიშნავდა გოგონასთვის ის, რომ მთებში
ყოფნისას კაცმა მას ერთხელ აკოცა. მაგრამ ამან ჩვენებათა მთელი წყება შვა –
მისტერ ჰარისი, მის ბარტლეტის წერილი, მისტერ ბიბის მოგონებები იებზე –
ამათგან რომელიმე აუცილებლად წამოყოფდა თავს და სესილის თვალწინ
გაცოცხლდებოდა. ამჯერად ლიუსის თავზარდამცემი სიცხადით გამოეცხადა მის
ბარტლეტის აჩრდილი.

– ლიუსი, ისევ შარლოტის იმ წერილზე ვფიქრობ. როგორ არის?

– წერილი დავხიე.

– არ მოუწერია, როგორ არის? როგორ შეატყვე, მხიარულ გუნებაზეა?

162
– ჰო, ალბათ... თუმცა, არა, არც ისე.

– ნამდვილად ბოილერის ამბავი იქნება. ჩემი გამოცდილებით ვიცი, როგორ


შეიძლება დაგტანჯოს უწყლობამ. ყველაფერს შეიძლება შევეგუო, მაგალითად,
ხორცის გაფუჭებას, მაგრამ წყალი?!

სესილმა თვალებზე ხელი აიფარა.

– მეც, – მხარი აუბა დედას ფრედიმ, მაგრამ უფრო მისი შენიშვნის შემართებას
დაუჭირა მხარი, ვიდრე შინაარსს.

– იცით, რა ვიფიქრე, – ნერვიულად გააგრძელა მისის ჰანიჩერჩმა, – იქნებ შემდეგ


კვირას როგორმე ჩვენთან შარლოტიც დავატიოთ; სასიამოვნო არდადეგები
მოვუწყოთ, სანამ ზეინკლები ტანბრიჯ უელსში თავიანთ საქმეს დაამთავრებენ.
საბრალო შარლოტი რამდენი ხანია არ მინახავს!

ლიუსის ნერვებმა ამას ვეღარ გაუძლო, მაგრამ სადილამდე დედისგან


გამოჩენილი სითბოს მერე, თავგამოდებით შეწინააღმდეგებაც აღარ შეეძლო.

– გთხოვ, დედა! არა! – შეეხვეწა გოგონა, – ეს შეუძლებელია, შარლოტის თავი არ


გვექნება, ისედაც ძლივს ვეტევით! სამშაბათს ფრედის მეგობარი ჩამოდის,
სესილიც აქ არის, და მინი ბიბის დატოვებასაც ხომ დაპირდი მისიანებს,
დიფთერიის საშიშროების გამო. უბრალოდ, არ გამოვა!

– სისულელეა! დავეტევით.

– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინი აბაზანაში დაიძინებს.

– მინის შენთან დავაწვენთ.

– ჩემთან არ დავიტოვებ.

– თუ ასეთი ეგოისტი ხარ, მაშინ მისტერ ფლოიდს ფრედის ოთახში მოუწევს


დარჩენა.

– მის ბარტლეტი, მის ბარტლეტი, მის ბარტლეტი! – ოხრავდა თვალებზე


ხელაფარებული სესილი.

– ეს შეუძლებელია, – გაიმეორა ლიუსიმ, – მე საქმეს კი არ ვართულებ, უბრალოდ,


სახლის ასე გადავსება მოახლეების მიმართ დიდი უსამართლობაა.

163
– რას იზამ! სიმართლე ისაა, ძვირფასო, რომ შარლოტი არ მოგწონს.

– არა, არ მომწონს. არც სესილს მოსწონს. ნერვებს გვიშლის. შენ დიდი ხანია არ
გინახავს და არ იცი, სიკეთის მიუხედავად, როგორ შეიძლება მოგაბეზროს თავი.
დედა, გთხოვ, ნუ ჩაგვიშლი უკანასკნელ ზაფხულს, პატივი გვეცი და არ
მოიპატიჟო შარლოტი.

სესილმაც ლიუსის აუბა მხარი.

მისის ჰანიჩერჩმა ქალიშვილს უფრო სერიოზულად და გზნებით უპასუხა, ვიდრე


სჩვეოდა:

– ეს თქვენი მხრიდან არაგულისხმიერებაა. თქვენ ერთმანეთი გყავთ და გაქვთ ეს


ტყე, რომელიც სავსეა მშვენიერებით, სადაც შეგიძლიათ ისეირნოთ; საცოდავ
შარლოტს კი წყალი გამორთული აქვს და ზეინკლები ადგანან თავზე. თქვენ,
ძვირფასებო, ახალგაზრდები ხართ, და რა ჭკვიანებიც არ უნდა იყვნენ
ახალგაზრდები, რამდენი წიგნიც არ უნდა წაიკითხონ, მაინც ვერ მიხვდებიან, რას
ნიშნავს სიბერე.

სესილმა პურის დანამცეცება დაიწყო.

– შარლოტმა ძალიან კარგად მიმიღო მაშინ, როცა ველოსიპედით დავადექი თავს,


– ჩაერთო ფრედი, – იმდენჯერ გადამიხადა მადლობა სტუმრობისთვის, სანამ
თავი უხერხულად არ ვიგრძენი. ჩემთვის კვერცხის რიგიანად მოსახარშად
საშინელი ფუსფუსი ატეხა.

– ვიცი, ძვირფასო. ის ძალიან კეთილია ყველას მიმართ, მაგრამ ლიუსი


ყოველთვის ართულებს საქმეს, როცა გვინდა, სიკეთე რამით გადავუხადოთ.

მაგრამ ლიუსიმ გული გაიქვავა. მის ბარტლეტის მიმართ სიკეთეს აზრი არ


ჰქონდა. მან ეს არაერთხელ სცადა, თან არც ისე დიდი ხნის წინ. ზეციურ ქულებს
თუ დაიგროვებდი, თორემ მის ბარტლეტს ვერაფერს არგებდი.

სხვა ვეღარაფერი თქვა:

– თავს ვერაფერს ვუხერხებ, დედა. არ მომწონს შარლოტი. ეს, რა თქმა უნდა,


ჩემი მხრიდან საშინელი საქციელია.

– შენი მონაყოლით თუ ვიმსჯელებთ, ეს მისთვის არ დაგიმალავს.

164
– ის ისე სულელურად გაემგზავრა ფლორენციიდან. ისეთი ფაციფუცით...

ჩვენებები დაბრუნდნენ, აავსეს იტალია, ის ადგილებიც კი დაიპყრეს, რომლებსაც


ბავშვობიდან იცნობდა. წმინდა ტბას იმავე თვალით

ვეღარასოდეს შეხედავდა და კვირას „უინდი კორნერშიც“ რაღაც მოხდებოდა.


როგორ უნდა შებრძოლებოდა ამ ჩვენებებს? რამდენიმე წამით ხილული სამყარო,
რეალობა გაფერმკრთალდა და მხოლოდ მოგონებები და ემოციები დარჩა.

– ალბათ, მის ბარტლეტი უნდა ჩამოვიდეს, თუ კვერცხს მართლა ასე კარგად


ხარშავს, – თქვა სესილმა, რომელსაც ჩინებული მზარეულების წყალობით გუნება
გაცილებით გამოუკეთდა.

– არ მითქვამს, რომ კვერცხი კარგად იყო მოხარშული, – დააზუსტა ფრედიმ, –


იმიტომ, რომ ამდენ ფუსფუსში კვერცხი სულაც გადაავიწყდა. ისე, საერთოდ არ
მიყვარს კვერცხი. ის ვიგულისხმე, რომ კეთილად მომექცა.

სესილი მოიღუშა. ოჰ, ეს ჰანიჩერჩები! კვერცხები, ბოილერები, ჰორტენზიები,


მოახლეები – აი, რით არის სავსე მათი ცხოვრება!

– შეიძლება, მე და ლიუსიმ დაგტოვოთ? – იკითხა მან ძლივს დაფარული


უტიფრობით. – დესერტი არ გვინდა.

XIV. ლიუსი გარე ვითარებებს ყოჩაღად


უმკლავდება
რასაკვირველია, მის ბარტლეტმა უარი არ თქვა მიპატიჟებაზე და თან, რაღა თქმა
უნდა, არ უნდოდა მათი შეწუხება, ამიტომ ყველაზე პატარა, სათადარიგო ოთახი
მოითხოვა, ხედის გარეშე. ლიუსი კი დიდი სიყვარულით მოიკითხა. და, რა თქმა
უნდა, კვირას მათთან ჯორჯ ემერსონიც მობრძანდებოდა ჩოგბურთის
სათამაშოდ.

ლიუსი მამაცურად შეხვდა არსებულ ვითარებას, მაგრამ, როგორც უმეტესობა


ჩვენგანი, ისიც მხოლოდ იმ გარეგან სიტუაციაზე ამახვილებდა ზედაპირულ

165
ყურადღებას, რომლის გარემოცვაშიც იმყოფებოდა. საკუთარი სულის
სიღრმეებში არ ჩაუხედავს. ხანდახან, როდესაც ამ სიღრმეებიდან უცნაური
ხატება ამოტივტივდებოდა, ამას ნერვებს მიაწერდა. როდესაც სესილმა
ემერსონები სამერ სტრიტზე საცხოვრებლად გადმოიყვანა, ამან მის ნერვებზე
იმოქმედა. შარლოტიც რომ ჩამოვიდოდა და მათი ურთიერთობის გამოსწორებას
მეტისმეტი მონდომებით შეეცდებოდა, ესეც ნერვებს მოუშლიდა. ლიუსი
ღამითაც ნერვიულობდა. როცა ჯორჯს გამოელაპარაკა (ისინი ძალიან მალე
შეხვდნენ ერთმანეთს მღვდლის სახლთან) მისმა ხმამ იმდენად იმოქმედა
გოგონაზე, რომ მის გვერდით დარჩენა მოუნდა. რა საშინელება იქნებოდა,
მართლა რომ ნდომებოდა ჯორჯის გვერდით ყოფნა! ეს, თქმა არ უნდა, ნერვების
ბრალი იყო, ასეთ ახირებულ ოინებს რომ გვიწყობენ ხოლმე. ადრე ლიუსი
იტანჯებოდა „ისეთი აუხსნელი ფიქრებით, რომ ვერ გაიგებ, საიდან ჩნდებიან და
სახელსაც ვერ დაარქმევ“. მერე, ერთ წვიმიან შუადღეს სესილმა მას
ფსიქოლოგიის საფუძვლები აუხსნა და ახლა ამ შეუცნობელ სამყაროში
განცდილი ყმაწვილური შფოთვა და შიში შეეძლო მშვიდად დაევიწყებინა.

მკითხველისთვის ალბათ ცხადია: „ლიუსის ახალგაზრდა ემერსონი უყვარს“.


მაგრამ ლიუსის ადგილას თავად მკითხველი იმავე დასკვნას ვერ გამოიტანდა.
სხვისი ცხოვრების აღწერა მარტივია, მაგრამ რთულია, თავად ისე განვლო
სიცოცხლე, თავგზა არ აგებნეს; და ჩვენც ვცდილობთ, ჩვენი პირადი სურვილები
შევნიღბოთ და „ნერვებს“ ან რომელიმე ასეთ ყავლგასულ ცნებას მივაწეროთ.
ლიუსის სესილი უყვარს, ჯორჯი კი ნერვებს უშლის. შეძლებს კი მკითხველი
აუხსნას ლიუსის, რომ მან ეს ფრაზები უნდა გადაანაცვლოს?

გარეგან ვითარებებში კი ლიუსი მედგრად იდგა.

შეხვედრამ მღვდლის სახლთან საკმაოდ კარგად ჩაიარა. მისტერ ბიბსა და სესილს


შორის მდგომმა ლიუსიმ რამდენიმე თავშეკავებული ფრაზა წარმოთქვა იტალიის
შესახებ. ჯორჯმაც უპასუხა. გოგონას დაუოკებელი სურვილი ჰქონდა
დაემტკიცებინა, რომ არ მორცხვობდა და უხაროდა, რომ ჯორჯიც არ ჩანდა
დარცხვენილი.

– მშვენიერი ყმაწვილია, – აღნიშნა მისტერ ბიბმა, – დროთა განმავლობაში


დაიხვეწება. არ ვენდობი ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრებას ადვილად
ერგებიან.

– როგორც ჩანს, გუნება გამოუკეთდა. ხშირად იცინის, – უპასუხა ლიუსიმ.


166
– ჰო, – დაეთანხმა მღვდელი, – გამოღვიძებას იწყებს.

სულ ეს იყო. მაგრამ კვირის გამავლობაში ლიუსის თავდაცვის მექანიზმები


შესუსტდა და მას ხორციელი სილამაზით აღსავსე ზმანება ეწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დაწვრილებით აუხსნეს, ჩამოსვლისას მის


ბარტლეტმა მაინც მოახერხა და ხათაბალაში გაება. ის დორკინგის სამხრეთ-
აღმოსავლეთ სადგურზე უნდა ჩამოსულიყო და მისის ჰანიჩერჩიც ეტლით
გაემართა მის დასახვედრად. შარლოტი კი შეცდომით ლონდონისა და ბრაიტონის
სადგურზე ჩამოვიდა და იძულებული გახდა, კები აეყვანა. სახლში არავინ იყო
ფრედისა და მისი მეგობრის გარდა და მათ შარლოტის თავშესაქცევად მთელი
საათის განმავლობაში ჩოგბურთის თამაშის შეწყვეტა მოუწიათ. სესილი და
ლიუსი ოთხი საათისთვის დაბრუნდნენ და მთელი ეს კომპანია მინი ბიბთან
ერთად მოღუშული სახით ჩამოსხდა მინდორზე ჩაის დასალევად.

– ამას თავს ვერასდროს ვაპატიებ, – იმეორებდა მის ბარტლეტი და ყოველ წუთს


წამოდგომას ცდილობდა. ყველა ეხვეწებოდა, ფეხი არ

მოეცვალა, – ყველაფერი ავურ-დავურიე, ახალგაზრდებს თავზე დავადექი! მაგრამ


ჩემი კების საფასურს თვითონ გადავიხდი. ამის ნება მაინც უნდა მომცეთ.

– ჩვენი სტუმრები ასე არასოდეს იქცევიან, – უთხრა ლიუსიმ.

მისმა ძმამ კი, რომლისთვისაც მოხარშული კვერცხის ამბავმა წარსული ხიბლი


დაკარგა, გაღიზიანებულმა წამოიძახა:

– ბოლო ნახევარი საათია სწორედ ამის ახსნას ვცდილობ ჩვენი ბიძაშვილი


შარლოტისთვის.

– თავს ჩვეულებრივ სტუმრად არ მივიჩნევ, – უპასუხა მის ბარტლეტმა და


გაცვეთილ ხელთათმანებზე დაიხედა.

– კარგი, თუ არ იშლით, – დაეთანხმა ფრედი, – ხუთი შილინგი და კიდევ ფეხის


ქირად შილინგი დავუმატე.

მის ბარტლეტმა საფულეში ჩაიხედა. იქ მხოლოდ სოვერენები და პენსები იყო.


ვინმე ხომ ვერ დაუხურდავებდა ფულს? ფრედის ნახევარი ფუნტი ჰქონდა, მის
მეგობარს – ოთხი ექვსპენსიანი მონეტა. მის ბარტლეტმა ფული გამოართვა და
მერე იკითხა:

167
– კი მაგრამ, სოვერენი ვის უნდა მივცე?

– მოდი, დედას მოსვლამდე დავიცადოთ, – შესთავაზა ლიუსიმ.

– არა, ძვირფასო, დედაშენს მე აღარ ვაფერხებ და შეიძლება კიდევ დიდხანს


ისეირნოს ეტლით. ყველას ჩვენ-ჩვენი ახირება გვაქვს, ჩემი – ანგარიშების
დროული და ზუსტი გასტუმრებაა.

მერე ფრედის მეგობარმა, მისტერ ფლოიდმა, ერთი წინადადება წამოაყენა,


რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს: იმის გადასაწყვეტად, თუ ვის
შეხვდებოდა სოვერენი, მან ფრედის მონეტის აგდება შესთავაზა. საქმეს
მოგვარების პირი გამოუჩნდა და სესილმაც კი, რომელიც ხაზგასმით
ზურგშექცევით იჯდა და განცალკევებით სვამდა ჩაის, შემთხვევითობის
მარადიული ხიბლის გავლენით, მათკენ გამოიხედა.

მაგრამ ამანაც არ გაჭრა.

– გთხოვთ, ვიცი, რომ გართობას გაშხამებთ, მაგრამ წაგებულის მიმართ


უსამართლობას ვერ ავიტან. ჩემი მხრიდან, ეს პრაქტიკულად მისი გაძარცვა
იქნება.

– ფრედის ჩემი თხუთმეტი შილინგი მართებს, – ჩაერია სესილი, – ამგვარად,


სწორი იქნება, თუ მაგ სოვერენს მე მომცემთ.

– თხუთმეტი შილინგი? – ჩაეკითხა დაეჭვებული მის ბარტლეტი, – ასე რა გამოვა,


მისტერ ვაიზ?

– როგორ არ გესმით? ფრედიმ კების ფული გადაგიხადათ. მომეცით სოვერენი და


თავიდან ავიცილებთ ამ აუტანელ აზარტულ თამაშებს.

მის ბარტლეტს, რომელსაც ანგარიში დიდად არ ეხერხებოდა, თავგზა აებნა და


ახალგაზრდების თავშეკავებული ფხუკუნის თანხლებით, სოვერენი დათმო.
ცოტა ხნით სესილი ბედნიერად გრძნობდა თავს. ის თანატოლებს შორის
ერთობოდა. მაგრამ მერე ლიუსის გადახედა – მის სახეზე ღიმილი შეშფოთებას
შეეცვალა. სესილი იანვარში იხსნიდა თავის ლეონარდოს ამ გონების
დამაჩლუნგებელი უბადრუკობისგან.

168
– მე მაინც არ მესმის! – წამოიძახა მინი ბიბმა, რომელიც მთელ ამ უსამართლო
ფინანსურ გარიგებას გულდასმით ადევნებდა თვალს, – არ მესმის, რატომ უნდა
ერგოს სოვერენი მისტერ ვაიზს!

– იმიტომ, რომ თხუთმეტი შილინგი და ხუთი შილინგი გვქონდა, –


დამაჯერებლად არწმუნებდნენ მას, – თხუთმეტ შილინგს რომ ხუთი
მივუმატოთ, მივიღებთ ერთ ფუნტს, მიხვდი?

– მაგრამ მაინც ვერ გავიგე...

ბავშვს რომ ხმა გაეკმინდა, შეეცადნენ, მისთვის პირში ნამცხვარი ჩაეჩარათ.

– არა, დიდი მადლობა. მეტი აღარ მინდა. მაინც არ მესმის... ფრედი, ნუ მირტყამ.
მის ჰანიჩერჩ, თქვენი ძმა მტკენს! მისტერ ფლოიდის ათი შილინგი? არა, მაინც არ
მესმის მის არ-მახსოვს-რა-ჰქვიამ რატომ არ უნდა გადაუხადოს შილინგი
მეეტლეს?

– ოჰ, მეეტლე სულ გადამავიწყდა, – თქვა გაწითლებულმა მის ბარტლეტმა.


მადლობა, ძვირფასო, რომ შემახსენე. შილინგი იყო, არა? ვინმეს შეუძლია,
სოვერენი დამიხურდავოს?

– მე მოვაგვარებ, – თქვა ახალგაზრდა მასპინძელმა და მიზანდასახულად


წამოდგა.

– სესილ, მომეცი ეგ სოვერენი. არა, მომეცი სოვერენი. ეუფემიას


დავახურდავებინებ და ყველაფერს თავიდან დავიწყებთ.

– ლიუსი, ლიუსი... როგორ შეგაწყინე თავი! – გააპროტესტა მის ბარტლეტმა და


აედევნა მასპინძელს, რომელიც სახლისკენ მიმავალ გაზონს მიუყვებოდა. გოგონა
მოჩვენებითი ხალისით აგრძელებდა გზას. როგორც კი ისინი თვალს მოეფარნენ,
მის ბარტლეტმა მოთქმა შეწყვიტა და პირდაპირ ჰკითხა:

– უკვე მოუყევი სესილს „იმის“ შესახებ?

– არა, არ მომიყოლია, – უპასუხა ლიუსიმ და უმალვე ინატრა, ენა მოკვნეტოდა,


რადგან იმწამსვე მიხვდა, რას გულისხმობდა მისი ბიძაშვილი.

– მოდი, სოვერენის დახურდავება ხომ გვჭირდება, – გოგონა სამზარეულოში


გაუჩინარდა.

169
ფრიად საოცარი იყო მის ბარტლეტის უეცარი გარდასახვები. ხანდახან შეიძლება
მოგჩვენებოდა, რომ ის ყოველ სიტყვას წინასწარ წონიდა და სხვების რეაქციასაც
საზღვრავდა; თითქოს, მთელი ეს ნერვიულობა კებსა და ხურდაზე ფანდი იყო
იმისთვის, რომ ადამიანი მოულოდნელად გამოეჭირა.

– არა, არ მითქვამს სესილისთვის, არც – სხვებისთვის, – უთხრა სამზარეულოდან


დაბრუნებულმა ლიუსიმ, – ხომ შეგპირდი, რომ არავის ვეტყოდი. აი, შენი ფული
– სულ შილინგებია და ორი ექვსპენსიანი. დაითვლი? ახლა მშვენივრად შეძლებ
ვალის გასტუმრებას.

მის ბარტლეტი სასტუმრო ოთახში იდგა და ათვალიერებდა „წმინდა იოანეს


ამაღლებას“, რომელიც ჩარჩოში ჩაესვათ.

– რა საშინელებაა, – ჩაიბუტბუტა მან, – რა საშინელება იქნება, მისტერ ვაიზმა ეს


ყველაფერი სხვა წყაროდან რომ შეიტყოს.

– არა, შარლოტ, – შეეწინააღმდეგა ლიუსი, რომელიც მასთან ბრძოლაში ჩაება, –


ჯორჯ ემერსონი ხმას არ ამოიღებს, და სხვა რა წყარო არსებობს?

მის ბარტლეტი ჩაფიქრდა.

– მაგალითად, მეეტლე. ის ბუჩქებიდან გითვალთვალებდათ, თან კბილებში ია


ჰქონდა გარჭობილი.

ლიუსის გააჟრჟოლა.

– ასე თუ გავაგრძელებთ, ეს სულელური ისტორია ნერვებს დაგვაწყვეტს. აქ სად


უნდა ნახოს სესილმა ის ფლორენციელი მეეტლე?

– ყველა შესაძლებლობა უნდა გავითვალისწინოთ.

– არა, ეს გამორიცხულია.

– ან, შესაძლოა, მოხუცმა მისტერ ემერსონმა იცის. სავარაუდოდ, ყველაფერი


ეცოდინება.

– ჩემთვის სულ ერთია, იცის თუ არა. მადლობელი ვარ, წერილი რომ მომწერე,
მაგრამ ეს ამბავი რომც გაირკვეს, დარწმუნებული ვარ, სესილს ამაზე უბრალოდ
გაეცინება.

– არ დაიჯერებს?
170
– არა, უბრალოდ გაეცინება.

მაგრამ, გულის სიღრმეში, ლიუსის სესილის იმედი არ ჰქონდა, რადგან იცოდა,


რომ მას სურდა, წმინდა და ხელშეუხებელი საცოლე ჰყოლოდა.

– ძალიან კარგი, საყვარელო, შენ უკეთ იცი. შესაძლოა, ჩემი ახალგაზრდობის მერე
ჯენტლმენები შეიცვალნენ. ქალბატონები კი ნამდვილად შეცვლილან.

– აბა, შარლოტ! – ლიუსიმ მხიარულად დაუტყაპუნა მხარზე ხელი, – ჩემო


კეთილო და შფოთიანო ბიძაშვილო! რას მეტყვი, რა გზას დავადგე? ჯერ
მეუბნებოდი – „არაფერი თქვა“, მერე – „თქვიო“. როგორ მოვიქცე? სწრაფად
მითხარი!

მის ბარტლეტმა ამოიოხრა:

– მე ლაპარაკში ვერ გაჯობებ, ძვირფასო. ახლაც ვწითლდები, რომ მახსენდება,


შენს საქმეში როგორ ჩავერიე მაშინ, ფლორენციაში. შენ ხომ თავადაც მშვენივრად
შეგიძლია საკუთარ თავზე ზრუნვა და ყოველმხრივ ჩემზე ჭკვიანიცა ხარ. შენ
არასოდეს მაპატიებ.

– კარგი, გარეთ ხომ არ გავიდეთ? თორემ ამასობაში მთელ ფაიფურს


დაამტვრევენ.

გარედან ისმოდა მინის კივილი, რომელსაც კოვზით ხდიდნენ სკალპს.

– საყვარელო, ერთი წუთით... მერე შეიძლება ლაპარაკის საშუალება აღარც


მოგვეცეს. ახალგაზრდა ემერსონი ნახე?

– დიახ, ვნახე.

– და რა მოხდა?

– ჩვენ მღვდლის სახლთან შევხვდით ერთმანეთს.

– როგორ იქცეოდა?

– ჩვეულებრივად. იტალიის შესახებ ვისაუბრეთ და სულ ეს იყო. ყველაფერი


კარგადაა. აბა დაფიქრდი, როგორ გამოიყენებს თავის სასარგებლოდ იმას, რომ
არამზადასავით მოიქცა? ნეტავ, სიტუაციის ჩემი თვალით დანახვა შეგეძლოს.
შარლოტ, ის მართლა არ გაგვიჩენს თავსატეხს.

171
– ის, ვინც ერთხელ არამზადასავით მოიქცა, მუდამ არამზადად დარჩება. ასეთია
ჩემი მოკრძალებული აზრი.

ლიუსი გაჩუმდა და მერე გააგრძელა:

– ერთხელ სესილმა მითხრა – და მე ეს მეტად ღრმააზროვნად მეჩვენა – რომ


არსებობენ ორი ტიპის არამზადები – ცნობიერი და არაცნობიერი.

ლიუსი კვლავ დადუმდა, თითქოს სურდა, სესილის ღმა აზროვნებისათვის


პატივი მიეგო. ფანჯრიდან ხედავდა თავად სესილს, რომელიც წიგნს
ფურცლავდა. ახალი წიგნი იყო, სმითის ბიბლიოთეკიდან. დედა, როგორც ჩანს,
სადგურიდან უკვე დაბრუნებულიყო.

– არამზადა არამზადად დარჩება, – მონოტონურად იმეორებდა მის ბარტლეტი.

– არაცნობიერში იმას ვგულისხმობ, რომ ემერსონმა თავი დაკარგა. მე იმ იებში


თითქოს ციდან ჩამოვვარდი. ისიც მოულოდნელობისგან გაოგნდა და
სულელურად მოიქცა. არა მგონია, რომ მაინცდამაინც უნდა დავადანაშაულოთ.
ისე სხვანაირად აღიქვამ ყველაფერს, როდესაც ადამიანს განსაკუთრებული
სილამაზის ფონზე ხედავ! მართლა ასეა; უზარმაზარი სხვაობაა, და მანაც თავი
დაკარგა: სულაც არ მოვწონვარ, არც მსგავსი რამე სისულელე. ფრედის კი ძალიან
მოეწონა ჯორჯი და კვირას ჩვენთან მოიპატიჟა, თვითონ შეგიძლია ნახო და
განსაჯო. ის შეიცვალა; აღარ ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს საცაა
ცრემლები წასკდებაო. რკინიგზის გენერალური მმართველის ოფისში მუშაობს
კლერკად – მებარგულად კი არა! შაბათ-კვირას მამასთან ჩამოდის ხოლმე
სტუმრად. მამა ჟურნალისტი იყო, მაგრამ რევმატიზმმა შეაწუხა და პენსიაზე
გავიდა. აი, ასე. ახლა კი – ბაღში!

ლიუსიმ სტუმარს ხელი ჩაჰკიდა.

– მოდი, აღარ ვილაპარაკოთ იტალიაში მომხდარზე. გვინდა, რომ „უინდი


კორნერში“ კარგად დაისვენო და არაფერზე ინერვიულო.

ლიუსი საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი დარჩა. მკითხველმა შესაძლოა


შენიშნა, რომ მას ერთი დაუდევრობა გაეპარა. შეამჩნია თუ არა ეს მის
ბარტლეტმა, ძნელი სათქმელია, რადგან შეუძლებლია იმის ამოცნობა, თუ რა
ხდება ასაკოვანი ადამიანის ტვინში. ისინი კიდევ გააგრძელებდნენ საუბარს, რომ
არა უფროსი დიასახლისი, რომელიც ამ დროს შემოვიდა. დაიწყო ახსნა-

172
განმარტებები სადგურზე მომხდარი გაუგებრობის გამო და ლიუსიც გაეპარა მათ.
ახლა უფრო მკაფიოდ ამოუტივტივდა გონებაში ის ჩვენება და უფრო
ცოცხლადაც, ვიდრე ადრე, და მოსვენება აღარ მისცა.

XV. შინაგანი კატასტროფა


შესანიშნავი კვირა დღე იდგა – იმ წელიწადს დღეების უმეტესობა ასეთი იყო.
ტყეს შემოდგომა შეჰპარვოდა, ზაფხულის მწვანე მონოტონურობას არღვევდა და
პარკებს ნაცრისფერი ნისლის საბურველში ხვევდა, წიფელი მოწითალოდ
შეეღება, მუხა კი – ოქროსფრად. მთებზე შემოჯარული შავი ფიჭვები, თავად
უცვლელნი, ამ ცვალებადობის მოწმენი ხდებოდნენ. ამ პეიზაჟის თავზე
უღრუბლო ცა გადმოშლილიყო, იქაურობა ეკლესიის ზარების გუგუნს მიჰქონდა.

„უინდი კორნერის“ ბაღში არავინ იყო, მხოლოდ ვიღაცის წითელყდიანი წიგნი


იღებდა მზის აბაზანებს ხრეშიან ბილიკზე. სახლიდან გაურკვეველი ხმები
ისმოდა, თითქოს ქალები ომში წასასვლელად ემზადებოდნენ.

– კაცებმა განაცხადეს, არ მოვდივართო...

– ვერ გაამტყუნებ...

– მინი კითხულობს, მეც უნდა წამოვიდეო?

– უთხარი, სისულეები არ გავიგონო-თქო...

– ანა, მერი! კაბის უკანა შესაკრავები შემიკარით...

– ძვირფასო ლუჩია! შეიძლება ქინძისთავის სათხოვნელად შეგაწუხო?

მის ბარტლეტმა გამოაცხადა, რომ ის უსიკვდილოდ წამოვიდოდა ეკლესიაში.

მზემ გააგრძელა თავისი მოგზაურობა ცის კამარაზე, მაგრამ მას უკვე ფაეტონი კი
არა, აპოლონი უწევდა მეგზურობას – მარჯვე, შეუდრეკელი, ღვთაებრივი. მზის
სხივები ეცემოდა ქალებს, როცა ისინი ფანჯრებთან მიდიოდნენ; მისტერ ბიბს,
რომელიც ეკლესიის კარებთან ღიმილმორეული კითხულობდა მის კათრინ
ალანის წერილს; ჯორჯ ემერსონს, რომელიც მამამისის ფეხსაცმელებს წმენდდა,
და ბოლოს, ამ აღსანიშნავი საგნების კატალოგი რომ დავასრულოთ, იმ
წითელყდიან წიგნს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. ქალები მოძრაობენ, მისტერ
173
ბიბიც მოძრაობს, ჯორჯიც, და მათი მოძრაობა ჩრდილს წარმოქმნის. წიგნი კი
გაუნძრევლად დევს; დილის მზე ეალერსება და ისიც, პასუხად, ქარის
დახმარებით ოდნავ სწევს ყდას.

ლიუსი სასტუმრო ოთახიდან მინდორზე გამოვიდა. მისმა ახალმა


ალუბლისფერმა კაბამ ვერ ივარგა, გოგონას იაფფასიან და უფერულ იერს
აძლევდა. ყელზე – ძოწის ბროში, ხელზე კი – საქორწინო ბეჭედი ლალის
თვლებით. ის ტყეს გასცქერის. მოღუშულია, მაგრამ არა გაბრაზების გამო, არამედ
იმ მამაცი ბავშვივით, რომელიც ცდილობს, არ იტიროს. მთელი ეს სივრცე
უკაცრიელია, არავინ ადევნებს მას თვალს, დატუქსვისა არ ეშინია, შეუძლია
მოღუშული იყოს და მშვიდად დატკბეს მის წინ გადაშლილი პეიზაჟით –
თვალით გაზომოს ადგილები დასავლეთ გორაკებამდე, სადაც აპოლონს ჯერ არ
მიუღწევია.

– ლიუსი! ლიუსი! ეს რა წიგნია? ვინ გამოიღო თაროდან და მზეზე დააგდო


გასაფუჭებლად?

– ეს ბიბლიოთეკის წიგნია, რომელსაც სესილი კითხულობდა.

– აიღე და ნუ დგახარ მანდ უსაქმოდ, ფლამინგოსავით.

ლიუსიმ წიგნი აიღო და გულგრილად დახედა სათაურს „ლოჯიის თაღის ქვეშ“.


თავად რომანებს აღარ კითხულობდა, მთელ დროს სერიოზულ ლიტერატურას
უთმობდა, რათა როგორმე სესილს არ ჩამორჩენოდა. გოგონამ აღმოაჩინა, რომ
საშინლად ცოტა რამ იცოდა და

ისეთი რამეებიც კი, რაც ეგონა, რომ იცოდა – მაგალითად, იტალიური ფერწერა –
მალევე ავიწყდებოდა. ამ დილით ფრანჩესკო ფრანჩია პიერო დელა ფრანჩესკაში
აერია. სესილი აღშფოთდა: „რა, უკვე გავიწყდება შენი იტალია?“ ამ ამბავმა კიდევ
ერთი სადარდებელი შემატა გოგონას და ისიც უფრო ნაღვლიანად უმზერდა
მისთვის ძვირფას, მშობლიურ ველებს, მისი ბაღის ფონს რომ ქმნიდნენ, და მათ
თავზე დაკიდებულ მზეს, რომლის მსგავსიც ძნელად წარმოსადგენია, სადმე
სხვაგან ყოფილიყო.

– ლიუსი, გაქვს ექვსპენსიანი მინისთვის და შილინგი შენთვის?

ლიუსი საჩქაროდ სახლში შებრუნდა, დედასთან, რომელიც კვირა დღისთვის


დამახასიათებელ ფორიაქს აეტანა.

174
– შესაწირს აგროვებენ, მაგრამ არ მახსოვს, რისთვის. გთხოვ, ნახევარპენსიანების
ვულგარული წკარუნი არ გამაგონო. მოახერხე, რომ მინის ბრჭყვიალა
ექვსპენსიანი ჰქონდეს. სად არის ეს ბავშვი? მინი! წიგნი სულმთლად დაიბრიცა.
ღმერთო ჩემო, რა უბრალოდ გამოიყურები! ატლასი დაადე თავზე ამ წიგნს, ეგება
გასწორდეს. მინი!

– ოჰ, მისის ჰანიჩერჩ, – გაისმა ზემოდან მინის ხმა.

– მინი, არ დააგვიანო. ცხენი უკვე აქ არის.

მისის ჰანიჩერჩი ყოველთვის „ცხენს“ ამბობდა, და არა „ეტლს“.

– შარლოტი სად არის? ადი და დააჩქარე. ამდენ ხანს რას შვრება? ბევრი არაფერი
აქვს გასაკეთებელი. ბლუზების მეტი არაფერი მოაქვს ხოლმე. საცოდავი
შარლოტი... როგორ ვერ ვიტან ბლუზებს! მინი!

წარმართობა გადამდებია, უფრო გადამდები, ვიდრე დიფთერია ან


ღვთისმოსაობა, და მღვდლის ძმისშვილი ლამის ძალით წაიყვანეს ეკლესიაში. მას
არ ესმოდა, რა საჭირო იყო ეს, რატომ არ შეეძლო დარჩენილიყო და მზეს
მიფიცხებოდა ახალგაზრდა კაცებთან ერთად. ამასობაში თავად ეს ახალგაზრდა
კაცებიც გამოჩნდნენ და მას გამასხარავება დაუწყეს. მისის ჰანიჩერჩმა
ტრადიციული რწმენის დაცვა დაიწყო და ამ არეულობაში, კიბეზე ბოლო მოდაზე
გამოპრანჭული მის ბარტლეტი გამოჩნდა.

– ძვირფასო მერიენ, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ წვრილი ხურდა არ მაქვს... მხოლოდ


სოვერენები და ექვსპენსიანი მონეტები. ვინმეს ხომ არ შეუძლია...

– შეგვიძლია. მოდი, ჩახტი! ღმერთო ჩემო, რა კარგად გამოიყურები! რა ლამაზი


კაბა გაცვია! ყველა დაგვჩრდილე!

– ახლა თუ არ ჩავიცვი ჩემი ძონძები და ჭინჭები, აბა როდისღა? – საყვედურით


ჩაილაპარაკა მის ბარტლეტმა. ის ეტლში ავიდა და ცხენისკენ ზურგშექცევით
დაიკავა ადგილი. მეეტლემ ერთი შემოსძახა და ისინიც გზას გაუდგნენ.

– ნახვამდის! აბა, კარგად მოიქეცით! – გასძახა სესილმა.

საქმროს დამცინავი ტონის გაგონებაზე ლიუსიმ ტუჩი მოიკვნიტა. „ეკლესიისა და


ასეთების“ შესახებ მას და სესილს საკმაოდ უსიამოვნო საუბარი ჰქონდათ.
სესილი მიიჩნევდა, რომ ადამიანმა თავისი თავი გულდასმით უნდა

175
გამოიკვლიოს, გოგონას კი ამის გაკეთება არ სურდა. სესილი პატივის სცემდა
ჭეშმარიტ რწმენას, მაგრამ თვლიდა, რომ ჭეშმარიტება სულიერი კრიზისის
შედეგი გახლდათ, და ვერ წარმოედგინა, რომ ჭეშმარიტება დაბადებით გვეძლევა
და იზრდება, როგორც ყვავილი, რომელიც ცისკენ ისწრაფვის. სესილის სიტყვები
გოგონას გულზე ხვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმრო ყოველი
ნაკვთიდან შემწყნარებლობას ასხივებდა. ემერსონები სულ სხვანაირები იყვნენ.

ლიუსი ემერსონებს ეკლესიიდან დაბრუნებისას შეხვდა. ეტლები გზის გასწვრივ


ჩაემწკრივებინათ და ჰანიჩერჩების ეკიპაჟი ზუსტად ვილა „სისის“ წინ
გაეჩერებინათ. დროის დასაზოგად, ისინი გაზონის გავლით გაემართნენ
ეტლისაკენ და გადააწყდნენ მამა-შვილს, რომლებიც ეზოში ეწეოდნენ.

– წარმადგინე, – უთხრა ლიუსის დედამ, – თუ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა


ყმაწვილს არ მიაჩნია, რომ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს.

ჯორჯი ალბათ ასეც ფიქრობდა, მაგრამ ლიუსიმ წმინდა ტბის ინციდენტი


უგულებელყო და ისინი ერთმანეთს ოფიციალურად წარუდგინა. მოხუცი მისტერ
ემერსონი მათ თბილად შეხვდა, ლიუსის უთხრა, რომ მისი გათხოვების ამბავმა
ძალიან გაახარა. გოგონამ უპასუხა, რომ თავადაც უხაროდა ეს ამბავი და მერე,
რადგან მის ბარტლეტი და მინი მისტერ ბიბთან შეჩერებულიყვნენ, საუბარი
მისთვის ნაკლებად ამაღელვებელ თემაზე გადაიტანა – ჰკითხა, როგორ
მოსწონდა ახალი სახლი.

– მშვენიერია, მომწონს, – უპასუხა კაცმა, მაგრამ მის ხმაში შეცბუნება


იგრძნობოდა. გოგონას შემცბარი მოხუცი ემერსონი აქამდე არ ენახა.

– გავიგეთ, რომ დები ალანები აპირებდნენ ჩამოსვლას და ჩვენ გაგვიძევებია.


ქალები ასეთ რამეებს მნიშვნელობას ანიჭებენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე
გამოვიდა, – დაამატა მოხუცმა.

– მგონი, რაღაც გაუგებრობა მოხდა, – უხერხულად ჩაილაპარაკა მისის


ჰანიჩერჩმა.

– ჩვენი სახლის პატრონს ეგონა, რომ სულ სხვა ტიპის ადამიანები


ჩამოვიდოდნენ, ხელოვანები, – ჩაერია ჯორჯი, რომელიც აშკარად აპირებდა ამ
თემის გაღრმავებას, – ის იმედგაცრუებულია.

176
– ვფიქრობ, ხომ არ მივწეროთ მათ და სახლის დათმობა ხომ არ შევთავაზოთ?
თქვენ რას იტყვით? – მიმართა მოხუცმა ემერსონმა ლიუსის.

– არა, რადგან ჩამოხვედით, დარჩით, – უპასუხა გოგონამ. მას სურდა, თავიდან


აეცილებინა სესილის გაკიცხვა. სწორედ სესილმა ითამაშა მთავარი როლი ამ
საქმეში, თუმცა, მისი სახელი არავის უხსენებია.

– ჯორჯიც ამას მეუბნება, – თქვა მოხუცმა ემერსონმა, – ამბობს, თუნდაც იმის


იქით წასულანო. მაგრამ ეს კეთილი საქციელი სულაც არ არის.

– სამყაროში არც ისე ბევრი სიკეთეა, – თქვა ჯორჯმა, რომელიც მიმავალი


ეტლების ფანჯრებზე მოკიაფე მზის სხივებს აყოლებდა თვალს.

– ზუსტად ასეა! – წამოიძახა მისის ჰანიჩერჩმა, – მეც ზუსტად ამას ვამბობდი.


ღირს კი ასეთი აურზაურისა და ალიაქოთის ატეხა დები ალანების გამო?

– სამყაროში არც ისე ბევრი სიკეთე და არც ისე ბევრი სინათლეა, – გააგრძელა
ჩაფიქრებულმა ჯორჯმა, – სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ჩრდილი ყველგან
რაღაცას ეცემა, აზრი არა აქვს ამის გამო ადგილის მუდმივ ცვლას, რადგან
ჩრდილიც მუდამ თან დაგვყვება. აირჩიეთ ისეთი ადგილი, საიდანაც არც ისე დიდ
ზიანს მიაყენებთ ვინმეს, აირჩიეთ ასეთი ადგილი და იქ დადექით, მთელი
შემართებით, პირით მზისკენ.

– ოჰ, მისტერ ემერსონ, ვხედავ, ჭკვიანი ბრძანდებით!

– რა?

– ვხედავ, თქვენგან ჭკვიანი ახალგაზრდა დადგება. იმედია, ჩემს საცოდავ


ფრედისთან ამგვარი ფილოსოფოსობა არ დაგიწყიათ.

ჯორჯს თვალებზე ეტყობოდა, რომ ეცინებოდა და ლიუსი მიხვდა, რომ ის და


დედამისი ერთმანეთს კარგად გაუგებდნენ.

– არა, მე არა, – უპასუხა ჯორჯმა, – სწორედ ის იქცევა ასე. ეს მისი ფილოსოფიაა.


ოღონდ, მან ცხოვრება თავიდანვე ასე დაიწყო, მე კი თავიდან კითხვის ნიშნები
მაწუხებდა.

– რას გულისხმობთ? ანდა, დაივიწყეთ. არ ამიხსნათ. ფრედი შუადღისას გელით.


ჩოგბურთს თამაშობთ? კვირა დღეს ჩოგბურთზე რას იტყვით...?

177
– ჯორჯმა კვირას ჩოგბურთი არ ითამაშოს! მისი განათლების მქონე ადამიანმა,
გამოარჩიოს კვირა დღე...

– ძალიან კარგი, ესე იგი, კვირა დღეს ჩოგბურთის თამაში ჯორჯისთვის


მისაღებია. ჩემთვისაც. მაშინ, საქმე მოგვარებულია. მისტერ ემერსონ, თქვენს
შვილთან ერთად თუ გვეწვევით, ძალიან გაგვახარებთ.

მოხუცმა ემერსონმა დიდი მადლობა გადაუხადა მიწვევისათვის, მაგრამ დაამატა,


რომ მათ სახლამდე საკმაო მანძილი იყო გასავლელი, მას კი ჯანმრთელობის გამო
მხოლოდ სახლში ფუსფუსის თავიღა ჰქონდა. მისის ჰანიჩერჩი ჯორჯს
მიუბრუნდა:

– და კიდევ უნდოდა, სახლი დები ალანებისთვის დაეთმო!

– ჰო, ვიცი, – უპასუხა მან და მამას კისერზე ხელი მოჰხვია. ამ სინაზემ, რომლის
არსებობის შესახებ ლიუსისა და მისტერ ბიბს მანამდეც ჰქონდათ ეჭვი, უეცრად
ისე გამოანათა, როგორც მზემ – თვალუწვდენელ ველებზე, როგორც დილის მზის
სხივმა. ლიუსის გაახსენდა, რომ მიუხედავად თავისი უცნაური წარმოდგენებისა,
ჯორჯი არასდროს ყოფილა სათუთი გრძნობების აშკარად გამოხატვის
წინააღმდეგი.

მათ მის ბარტლეტი მიუახლოვდათ.

– თქვენ ხომ იცნობთ ჩვენს ბიძაშვილს, მის ბარტლეტს, – უთხრა მისის


ჰანიჩერჩმა თავაზიანად, – ფლორენციაში ჩემს ქალიშვილთან ერთად
შეხვედრიხართ.

– დიახ! – უპასუხა მოხუცმა ემერსონმა და ის იყო, ქალბატონის მისასალმებლად


წამოიწია, რომ მის ბარტლეტმა სასწრაფოდ დაიკავა ეტლში ადგილი და იქიდან,
უსაფრთხო მანძილზე მყოფმა, ცივად დაუკრა თავი. ლიუსიმ უცებ ნათლად
გააცნობიერა: ისინი კვლავ პანსიონატ „ბერტოლინიში“ იყვნენ, მაგიდასთან,
რომელზეც წყლითა და ღვინით სავსე გრაფინები ეწყო და კვლავ გრძელდებოდა
ეს ძველთაძველი ბრძოლა ოთახისთვის, რომელსაც აქვს ხედი.

ჯორჯმა შარლოტის სალამს არ უპასუხა. მან პატარა ბიჭივით დაიმორცხვა და


წამოწითლდა; იცოდა, კომპანიონს ყველაფერი ახსოვდა.

– თუ მოვახერხე, მოვალ ჩოგბურთის სათამაშოდ, – თქვა ჯორჯმა და სახლში


შებრუნდა.
178
ჯორჯს რაც არ უნდა გაეკეთებინა, ლიუსის ალბათ ყველაფერი მოეწონებოდა,
მაგრამ მისი მოუქნელობა მაშინვე გულზე მოხვდა: ანუ კაცები ღმერთები არ
ყოფილან, ისეთივე მიწიერი არსებები არიან და ისეთივე მოუხერხებლები,
როგორც გოგონები. მათაც შეიძლება აუხსნელი სურვილები აწუხებდეთ და
დახმარება სჭირდებოდეთ. მისი წრისა და აღზრდის ქალიშვილისთვის მამაკაცის
მხრიდან სისუსტის გამომჟღავნება არნახული ამბავი იყო, მაგრამ მას უკვე
შეექმნა წარმოდგენა ამის თაობაზე, მას შემდეგ, რაც ჯორჯმა გოგონას ფოტოები
მდინარე არნოში ჩაყარა.

– ჯორჯ, არ წახვიდე! – შესძახა მამამისმა, რომელსაც ეგონა, რომ მისი შვილი დიდ
პატივს დასდებდა სხვებს, თუ მათთან საუბარს მოინდომებდა, – ისეთ კარგ
ხასიათზე იყო დღეს, დარწმუნებული ვარ, შუადღისას გესტუმრებათ.

ლიუსიმ ბიძაშვილის მრავალმნიშვნელოვანი მზერა დაიჭირა. ამ უტყვმა თხოვნამ


გოგონას თავზე ხელაღებული საქციელისკენ უბიძგა.

– დიახ, – ხმას აუწია გოგონამ, – იმედი მაქვს, აუცილებლად მოვა.

მერე კი ეტლისკენ გაეშურა და შარლოტს ჩუმად გადაულაპარაკა:

– მოხუცმა არაფერი იცის. ასეც ვიცოდი.

მათ მისის ჰანიჩერჩიც შეუერთდა და გზას გაუდგნენ.

ნამდვილად კარგია, რომ ჯორჯმა არაფერი უამბო მამას თავისი ფლორენციული


თავგადასავლის შესახებ, მაგრამ რატომ აუჩქროლა ამან ლიუსის გული ისე,
თითქოს ზეციური საგანძურისთვის მოეკრას თვალი? ძალიან კარგი ამბავი იყო,
მაგრამ გოგონა გადამეტებული სიხარულით შეხვდა ამას. სახლისკენ მიმავალ
გზაზე ცხენების ფლოქვები მას გამუდმებით ერთ მელოდიას უმღეროდნენ: „მას-
არაფერი-უთქვამს-მას-არაფერი-უთქვამს“. მის გონებაში კი მელოდია
რთულდებოდა და იშლებოდა: „მას არ უთქვამს მამისთვის, რომელსაც
ყველაფერს ეუბნება. ესე იგი, მისთვის ეს უბრალოდ „საგმირო საქმე“ არ ყოფილა.
ის არ დამცინოდა, როცა მივემგზავრებოდი“. ლიუსიმ ხელი ლოყასთან მიიტანა.
„მას მე არ ვუყვარვარ. არა. რა საშინელება იქნებოდა, ასე რომ იყოს! მაგრამ მას
არაფერი უთქვამს. ის არაფერს იტყვის“.

უნდოდა ეყვირა: „ყველაფერი რიგზეა! ეს საიდუმლო სამუდამოდ ჩვენ ორს


შორის დარჩება. სესილი ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს!“ გოგონას უხაროდა, რომ

179
იმ უკანასკნელ პირქუშ საღამოს ფლორენციაში, როდესაც ისინი დაჩოქილები
ალაგებდნენ ბარგს, მის ბარტლეტმა აიძულა, ეს ამბავი საიდუმლოდ შეენახა.
საიდუმლო, დიდი იყო ის თუ პატარა, დაცული იყო. მთელ ინგლისში მხოლოდ
სამმა ადამიანმა იცოდა მის შესახებ.

სწორედ ასე ახსნა ლიუსიმ თავისი სიხარულის მიზეზი. სესილს ის


განსაკუთრებული აღტყინებით შეხვდა, რადგან თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.

– ემერსონები ისეთი კარგი ხალხია! ჯორჯ ემერსონი კი ბევრად უკეთესი


გამხდარა.

– როგორ არიან ჩემი პროტეჟეები? – იკითხა სესილმა, რომელსაც ემერსონები


სინამდვილეში სულაც არ აინტერესებდა და თავისი გეგმა – საგანმანათლებლო
მიზნით ისინი „უინდი კორნერში“ მიეყვანა – საერთოდ აღარ ახსოვდა.

– პროტეჟეები! – თბილად წამოიძახა ლიუსიმ.

ურთიერთობის ერთადერთი ფორმა, რომელსაც სესილი აღიარებდა, ფეოდალური


ურთიერთობა იყო – მფარველის და მფარველობის ქვეშ მყოფის
დამოკიდებულება. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ამხანაგურ ურთიერთობებზე,
რისკენაც ლიუსი ისწრაფვოდა.

– თვითონ ნახავ, როგორც არიან. ჯორჯ ემერსონი შუადღისას გვესტუმრება. ის


ძალიან საინტერესო მოსაუბრეა. ოღონდ...

გოგონას კინაღამ წამოსცდა: „მფარველობა არ გაუწიოო“, მაგრამ ამ დროს დარეკა


ზარმა, რომელიც სადილად იხმობდა მათ, და როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე,
სესილს ყურადღება არ მიუქცევია ქალიშვილის სიტყვებისთვის. ლიუსის ძლიერი
მხარე მომხიბლაობა იყო, და არა – არგუმენტები.

სადილმა ხალისიანად ჩაიარა. ჭამის დროს ლიუსი ძირითადად


გულდამძიმებული იყო ხოლმე. სულ ვიღაც იყო დასამშვიდებელი – ხან სესილი,
ხან მის ბარტლეტი, ხან კიდევ – მოკვდავი თვალისათვის უხილავი არსება,
რომელიც ჩასჩურჩულებდა: „ეს მხიარულება დიდხანს არ გასტანს. იანვარში
ლონდონში უნდა წახვიდე და ცნობილ ადამიანთა შვილიშვილები გაართო“.
მაგრამ დღეს ისე გრძნობდა თავს, თითქოს გარკვეული გარანტია ჰქონდა
მიღებული. დედამისი ყოველთვის აქ იჯდება, მისი ძმა – იქ. მზემ დილის მერე

180
ადგილი კი იცვალა, მაგრამ დროის ამ მონაკვეთში დასავლეთის მთებს არასოდეს
მიეფარება.

სადილის მერე ლიუსის სთხოვეს დაეკრა. ცოტა ხნის წინ გოგონამ გლიუკის
„არმიდე“ ნახა და მეხსიერებით შეასრულა მოჯადოებული ბაღის ეპიზოდი,
მუსიკა სცენიდან, როდესაც მარადიული განთიადის ნათელით გასხივოსნებული
რენო ბაღში იპარება, მუსიკა, რომელიც არც შეტევაზე გადადის, არც ცხრება,
უბრალოდ, ტალღების გარეშე ლივლივებს, როგორც ჯადოსნური სამყაროს ზღვა.
ეს არ იყო მუსიკა ფორტეპიანოსთვის, აუდიტორიასაც მალევე დაეტყო
მოუსვენრობა და სესილმა, რომელიც მათ უკმაყოფილებას იზიარებდა, ლიუსის
დაუძახა:

– ახლა სხვა ბაღის მუსიკა დაგვიკარი, „პარციფალიდან“.

გოგონამ ინსტრუმენტი დახურა.

– არც ისე დამჯერი შემსრულებელი გვყავს, – გაისმა მისის ჰანიჩერჩის ხმა.

ამის გაგონებაზე, შეშინებული ლიუსი, სესილს ხომ არ ვაწყენინეო, მკვეთრად


შემობრუნდა. მის წინ ჯორჯი იდგა. ისე შემოპარულიყო სასტუმრო ოთახში, რომ
მისთვის დაკვრა არ შეუწყვეტინებია.

– ოჰ, წარმოდგენაც არ მქონდა! – წამოიძახა გოგონამ, საშინლად გაწითლდა და


მერე, ისე, რომ ჯორჯს არც მისალმებია, კვლავ ახადა ინსტრუმენტს თავი.
სესილი მიიღებს „პარციფალს“ და ყველაფერს, რაც მოუნდება.

– ჩვენმა შემსრულებელმა გადაიფიქრა და გეგმები შეცვალა, – თქვა მის


ბარტლეტმა, რითაც შესაძლოა იმაზე მიანიშნა, რომ გოგონა მისტერ
ემერსონისთვის დაუკრავდა. ლიუსიმ არ იცოდა, რა ექნა, ისიც არ იცოდა, თუ რა
უნდოდა, რომ ექნა. რამდენიმე ტაქტი საკმაოდ ცუდად დაუკრა „ყვავილების
ქალწულთა სიმღერიდან“ და გაჩერდა.

– მე ჩოგბურთს ვაძლევ ხმას! – გამოაცხადა ფრედიმ, რომელსაც ეს ქაოსური


გართობა მობეზრდა.

– მეც! – კვერი დაუკრა ლიუსიმ.

მან კიდევ ერთხელ დახურა საცოდავი ფორტეპიანო.

– კაცებმა ორი-ორზე ითამაშონ.


181
– კარგი.

– ოჰ, ოღონდ მე არ ვითამაშებ! – თქვა სესილმა, – მთელ თამაშს გავაფუჭებ.

მას არ ესმოდა, რომ ცუდმა მოთამაშემ შეიძლება ითამაშოს მხოლოდ იმიტომ,


რომ სხვებისთვის სასიკეთო საქმე გააკეთოს.

– კარგი რა, სესილ! – გააპროტესტა ფრედიმ, – მეც ცუდად ვთამაშობ. ფლოიდი –


ჩემზე უარესად. ვფიქრობ, ემერსონიც არ უნდა იყოს ჩვენზე უკეთესი.

ჯორჯმა შეუსწორა:

– მე არც ისე ცუდად ვთამაშობ.

მან დანარჩენებს თითქოს ზემოდან დაუწყო ყურება.

– მაშინ ნამდვილად არ ვითამაშებ, – თქვა სესილმა.

მის ბარტლეტმა ჩათვალა, რომ ამით ემერსონს დაამცირებდა და დაამატა:

– გეთანხმებით, მისტერ ვაიზ. უმჯობესია, არ ითამაშოთ. ასე ჯობია.

მინი თავისუფლად შემოიჭრა იმ სივრცეში, სადაც სესილი ნაბიჯის გადადგმას


ვერ ბედავდა, და გამოაცხადა, მე ვითამაშებო:

– ვერც ერთ ბურთს ვერ ავიღებ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?

მაგრამ თვით კვირა დღემ აიღო ხელში ძალაუფლება და ხელი შეუშალა მინის
კეთილ შეთავაზებას.

– მაშინ ლიუსიმ უნდა ითამაშოს, – თქვა მისის ჰანიჩერჩმა, – ლიუსის უნდა


დასჯერდეთ. სხვა გზა არ არის. ლიუსი, წადი, კაბა გამოიცვალე.

ზოგადად, ლიუსისგან უქმეს დაცვა ორმაგი ბუნებისა იყო – ის ფარისევლობის


გარეშე იცავდა წმინდა დღეს დილით და ადვილად არღვევდა მას სადილის
შემდეგ. სანამ კაბას იცვლიდა, ფიქრობდა, ნეტავ, სესილი თუ დამცინისო.
მართლაც, კარგად უნდა გაერკვეს საკუთარ თავში, სანამ მას გაჰყვება ცოლად.

პარტნიორად მისტერ ფლოიდი ერგო. გოგონას უყვარდა მუსიკა, მაგრამ


რამდენად უკეთესი იყო ჩოგბურთი! რამდენად სჯობს მოხერხებული
ტანსაცმლით სირბილი ფორტეპიანოსთან კორსეტით შებოჭილი სამოსით
ჯდომას! მას მუსიკა კვლავ ბავშვურ გართობად მოეჩვენა. ჯორჯმა ჩააწოდა და

182
გოგონა მოგების საოცარი სურვილით გააოცა. ლიუსის გაახსენდა, როგორ
ოხრავდა ჯორჯი სანტა კროჩეში სამყაროს ქაოსურობაზე; და მერე, იმ უცნობი
იტალიელის სიკვდილის შემდეგ, არნოს ნაპირას, ჯებირის მოაჯირზე
ჩამოყრდნობილმა როგორ უთხრა: „მე ალბათ სიცოცხლეს ვარჩევ“. ახლაც უნდოდა
სიცოცხლე, უნდოდა ჩოგბურთის პარტიის მოგება, უნდოდა მთელი შემართებით
დამდგარიყო მზის სინათლეში, მზისა, რომელიც თანდათანობით ჩადიოდა და
ლიუსის თვალებში უჭყიტინებდა. ჯორჯმა მოიგო.

რა თვალწარმტაცი იყო უილდი! მის ბრწყინვალებას აგვირგვინებდნენ მთები,


ისევე, როგორც ფიეზოლეს ტოსკანის ველის თავზე; სამხრეთის ქედის
განტოტება კი შეიძლებოდა კარარის მთებად წარმოგედგინა. ლიუსი იქნებ
იტალიას ივიწყებდა, მაგრამ უფრო მეტს ამჩნევდა მშობლიურ ინგლისში.
შეიძლებოდა ამ ხედის ცქერისას სხვა თამაშიც გეთამაშა და ლანდშაფტის
აურაცხელ ხვეულებში სოფელი ან ქალაქი გეპოვა, რომელიც ძალიან ჰგავდა
ფლორენციას! ოჰ, რა თვალწარმტაცი იყო უილდი!

მაგრამ ახლა სესილი ითხოვდა მის ყურადღებას. ის კრიტიკის გუნებაზე


დამდგარიყო და საერთო აღტყინებას არ იზიარებდა. ჩოგბურთის თამაშის დროს
ლიუსის გამუდმებით თავს აბეზრებდა, რადგან რომანი, რომელსაც
კითხულობდა, იმდენად ცუდი აღმოჩნდა, რომ თავს ვალდებულად თვლიდა, ის
ყველასთვის ხმამაღლა წაეკითხა. სესილი კორტების შემოგარენში დასეირნობდა
და დროდარო გოგონას გასძახებდა ხოლმე:

– ლიუსი, ერთი ამას დაუგდე ყური! სამი გახლეჩილი ინფინიტივი.

– რა საშინელებაა! – უპასუხა გოგონამ და ბურთს ააცილა.

მოთამაშეებმა ერთი პარტია დაასრულეს, სესილი კი კვლავ აგრძელებდა


კითხვას. წიგნში აღწერილი იყო მკვლელობის სცენა, რომელიც აუცილებლად
ყველას უნდა მოესმინა. ფრედი და მისტერ ფლოიდი ბუჩქნარში ბურთების
საძებნელად უნდა წასულიყვნენ, დანარჩენები კი უხალისოდ დანებდნენ.

– მოქმედება ფლორენციაში ხდება.

– მართლა? წაგვიკითხე, სესილ! მოდით, მისტერ ემერსონ, ამხელა ენერგიის


დახარჯვის მერე დაისვენეთ.

183
ლიუსიმ ჯორჯს მისი საქციელი „აპატია“ – ასე გადაწყვიტა თავისთვის გოგონამ
და შეეცადა, მის მიმართ ხაზგასმით კეთილგანწყობილი ყოფილიყო.

ჯორჯი ბადეს გადაახტა, მის ფერხთით ჩამოჯდა და ჰკითხა:

– თქვენ არ დაიღალეთ?

– რა თქმა უნდა, არა.

– გეწყინათ, რომ წააგეთ?

გოგონა აპირებდა, უარყოფითი პასუხი გაეცა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ მართლაც
ეწყინა და უთხრა, დიახო, მერე კი სიცილით დაამატა:

– მაგრამ თქვენ არც ისეთი კარგი მოთამაშე ხართ. მზე თქვენ უკან იყო და მე
მიჭყიტინებდა თვალებში.

– არ მითქვამს, კარგი მოთამაშე ვარ-მეთქი.

– როგორ არა, თქვით.

– ყურს არ მიგდებით.

– ოჰ, ამ სახლში სიზუსტეს ნუ ითხოვთ. ყველა ყველაფერს ვაზვიადებთ და


ძალიან ვბრაზობთ იმათზე, ვინც ამას არ აკეთებს.

– მოქმედება ფლორენციაში ხდება, – გაიმეორა სესილმა, თან ხმას აუწია.

ლიუსი მისკენ მიბრუნდა.

– „მზის ჩასვლა. ლეონორა მოედნის გადაღმა...“

უეცრად ლიუსიმ შეაწყვეტინა:

– ლეონორა? მთავარ გმირს ლეონორა ჰქვია? წიგნი ვისი დაწერილია?

– ვინმე ჯოზეფ ემერი პრენკის. „ლეონორა მოედნის გადაღმა მიიჩქაროდა. ის


ყველა წმინდანს ევედრებოდა, რომ არ დაეგვიანა. მზის ჩასვლა – იტალიური
მზის ჩასვლა! ორქანიას ლოჯიის თაღქვეშ, ანუ ლოჯია დე ლანცის, როგორც მას
ახლა ვეძახით...“

ლიუსის სიცილი აუტყდა:

184
– ჯოზეფ ემერი პრენკი? ნუთუ! ეს ხომ მის ლევიშია! ეს მის ლევიშის რომანია,
მან ის სხვისი სახელით გამოაქვეყნა.

– ვინ არის მის ლევიში?

– ოჰ, საშინელი ადამიანია! მისტერ ემერსონ, გახსოვთ მის ლევიში?

აღგზნებულმა ლიუსიმ ტაში შემოჰკრა.

ჯორჯმა გოგონას გამოხედა:

– რა თქმა უნდა, მახსოვს. იმ დღეს ვნახე, როცა სამერ სტრიტზე დავსახლდით.


სწორედ მან მითხრა, რომ აქ ცხოვრობდით.

– გაგიხარდათ?

ლიუსიმ იგულისხმა, მის ლევიშის ნახვა თუ გაგიხარდათო, მაგრამ როცა ჯორჯმა


არ უპასუხა და თავი დახარა, გოგონა მიხვდა, რომ შეიძლებოდა ეს სიტყვები სხვა
მნიშვნელობითაც გაგეგო. ლიუსი დაჰყურებდა ჯორჯის თავს, რომელიც ბიჭს
ლამის მის მუხლებთან ედო და შეამჩნია, რომ მას ყურები ასწითლებოდა.

– გასაკვირი არაა, რომ ასეთი ცუდი რომანია, – დაამატა გოგონამ, – არასდროს


მომწონდა მის ლევიში. მაგრამ რომანი ალბათ უნდა წავიკითხოთ, რადგან მას
ვიცნობთ.

– მთელი თანამედროვე ლიტერატურა საშინელებაა, – ჩაილაპარაკა სესილმა,


რომელიც, ლიუსის უყურადღებობით გაბრაზებული, ჯავრს ლიტერატურაზე
იყრიდა:

– დღეს ყველა მხოლოდ ფულის გამო წერს.

– ოჰ, სესილ!

– ზუსტად ასეა. ამიტომაც თავს აღარ შეგაწყენთ ჯოზეფ ემერი პრენკით.

ამ დღეს სესილი მოჟღურტულე ბეღურასავით იქცეოდა. მისი ხმის ინტონაცია


შესამჩნევად ადიოდა ხან ზევით, ხან ქვევით იწევდა, მაგრამ ლიუსიზე ეს სულაც
არ მოქმედებდა. ის სადღაც სხვაგან, მელოდიასა და მოძრაობას შორის იყო და
მისი ნერვები უარს ამბობდნენ სესილის ხმისა და მისი ინტონაციების აღქმაზე.
დაე, იყოს გაღიზიანებული. ლიუსი ჯორჯის შავთმიან თავს აკვირდებოდა.

185
სულაც არ უნდოდა ამ თავს მოფერებოდა, მაგრამ თითქოს გვერდიდან ხედავდა,
როგორ სურდა ამის გაკეთება და ამ შეგრძნებამ ფრიად გააკვირვა.

– როგორ მოგწონთ ჩვენი ხედი, მისტერ ემერსონ? – ჰკითხა ლიუსიმ.

– ხედებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ ყველა ერთნაირია. მათში მთავარი და მნიშვნელოვანი მხოლოდ


მანძილი და ჰაერია.

– ჰმ, – თქვა სესილმა, არ იცოდა, ეს დაკვირვება ყურადღების ღირსად ჩაეთვალა


თუ არა.

– მამაჩემი ამბობს, – ოდნავ წამოწითლებულმა ჯორჯმა გოგონას ახედა, – რომ


მხოლოდ ერთი შესანიშნავი ხედი არსებობს – ცის ხედი ჩვენს თავზე და სხვა
დანარჩენი დედამიწაზე მხოლოდ მისი უხარისხო ასლია.

– ალბათ, მამათქვენი დანტეს კითხულობს, – უთხრა სესილმა და გააგრძელა


რომანის ფურცვლა, რომელიც საუბრის წარმართვის შესაძლებლობას აძლევდა.

– მან ერთხელ გვითხრა, რომ ხედები სინამდვილეში ბრბოა – ხეების, სახლებისა


და მთების. ისინი, ადამიანთა ბრბოს მსგავსად, მიილტვიან, რომ ერთმანეთს
დაემსგავსონ, და ამ მიზეზით ჩვენზე, გარკვეულწილად, ზებუნებრივი გავლენა
აქვთ.

ლიუსიმ პირი დააღო.

– ბრბო იმაზე მეტია, ვიდრე მისი შემადგენელი წევრები. მას რაღაც ემატება,
არავინ იცის, რა და როგორ; ისევე, როგორც რაღაც ემატება ამ მთებსაც.

და მან ჩოგნით მიანიშნა სამხრეთის ქედის განტოტებაზე.

– რა ბრწყინვალე იდეაა! – წაილუღლუღა ლიუსიმ, – კიდევ სიამოვნებით


მოვუსმენდი მამათქვენს. ძალიან ვწუხვარ, რომ არ არის კარგად.

– ჰო, არ არის კარგად.

186
– ამ წიგნში პეიზაჟის სრულიად აბსურდული აღწერაა, – დაიწყო სესილმა, –
ასევე, ადამიანები აქ ორ ჯგუფადაა დაყოფილი – ისინი, ვინც ნანახ ხედებს
ივიწყებენ, და ვისაც პატარა ოთახების ხედიც კი არ ავიწყდება.

– მისტერ ემერსონ, ძმები ან დები გყავთ?

– არა. რატომ მეკითხებით?

– თქვენ თქვით „გვითხრაო“.

– დედაჩემი ვიგულისხმე.

სესილმა მკვეთრი მოძრაობით დახურა რომანი.

– ოჰ, სესილ, შიშისგან კინაღამ შევხტი.

– ჯოზეფ ემერი პრენკით გულს აღარ გაგიწყალებთ.

– ერთხელ სამივე ერთად წავედით სოფელში და ძალიან შორს ვხედავდი –


ჰინდჰედიც კი ჩანდა. ეს პირველი მოგონებაა, რომელიც მახსოვს.

სესილი წამოდგა. ეს ახალგაზრდა კაცი ცუდად იყო აღზრდილი. ჩოგბურთის


შემდეგ პიჯაკი უნდა ჩაეცვა, მაგრამ ასე არ მოქცეულა. სესილი საერთოდ
წავიდოდა, ლიუსის რომ არ შეეჩერებინა.

– სესილ, წაგვიკითხე ის ნაწყვეტი ხედის შესახებ.

– არა. სანამ ჩვენ გასართობად მისტერ ემერსონია აქ, არ წავიკითხავ.

– არა, წაიკითხე. სულელური რაღაცების ხმამაღლა კითხვაზე სასაცილო არაფერია.


თუ მისტერ ემერსონი იფიქრებს, რომ ქარაფშუტები ვართ, შეუძლია დაგვტოვოს.

სესილს ძლივს შესამჩნევი კმაყოფილება დაეტყო, რადგანაც ლიუსიმ სტუმარი


სნობად გამოაჩინა. დამშვიდებული, ისევ დაჯდა.

– მისტერ ემერსონ, წადით, ჩოგბურთის ბურთები მოძებნეთ.

გოგონამ წიგნი გადაშალა. დაე, სესილმა წაიკითხოს და საერთოდ ყველაფერი


ქნას, რაც სურს. მაგრამ ლიუსის ყურადღება გადაერთო ჯორჯის დედაზე,
რომელიც, მისტერ იგერის თანახმად, ღვთის წინაშე მოკლეს, ხოლო შვილის
ვერსიით კი მას თურმე ძალიან შორს – ჰინდჰედამდე მიუწვდებოდა თვალი.

187
– მართლა წავიდე? – ჰკითხა ჯორჯმა.

– არა, რა თქმა უნდა, არა! – უპასუხა გოგონამ.

– მეორე თავი, – მთქნარებით თქვა სესილმა, – თუ შეგიძლია, მეორე თავი


მაპოვნინე.

ლიუსიმ მეორე თავი იპოვა და პირველ რამდენიმე წინადადებას გადახედა.

და უცებ იგრძნო, რომ გიჟდებოდა.

– მომაწოდე წიგნი.

ლიუსიმ გაიგონა საკუთარი ხმა, რომელიც ამბობდა:

– არ ღირს ამის წაკითხვა... ძალიან დიდი სისულელეა... ასეთი ნაგავი არ მინახავს,


ამის დაბეჭდვის უფლება არ უნდა მიეცათ.

სესილმა წიგნი გამოართვა.

– „ლეონორა... – დაიწყო მან, – ჩაფიქრებული იჯდა მარტოდმარტო. მის წინ


პატარ-პატარა სოფლებით მოფენილი ტოსკანის ვაკე გადაშლილიყო. გაზაფხული
იდგა“.

მის ლევიშმა საიდანღაც ყველაფერი იცოდა და წარსული აღებეჭდა უხეირო


პროზაში, რათა სესილს წაეკითხა და ჯორჯს მოესმინა.

„შორს, ოქროსფერ ნისლში“, – გააგრძელა სესილმა, – „გახვეულიყო ფლორენციის


კოშკები, ხოლო ფერდობი, სადაც ის ჩამომჯდარიყო, იების ხალიჩით იყო
მოფენილი. ანტონიო ზურგიდან შეუმჩნევლად მიეპარა...“

სესილს რომ არ დაენახა მისი გამომეტყველება, ლიუსი ჯორჯისკენ მიბრუნდა და


მის სახეს შეეფეთა.

სესილი აგრძელებდა: „მის ბაგეებს საყვედური არ დასცდენიათ, როგორც ეს


შეყვარებულებს სჩვევიათ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მჭევრმეტყველება არ
აკლდა, მან ქალი სიტყვის უთქმელად მოიქცია თავის მამაკაცურ მკლავებში...“

– ეს ის ნაწყვეტი არ არის, რომელსაც ვეძებდი, – თქვა სესილმა, – კიდევ ერთია


შემდეგ, ის უფრო სასაცილოა.

მან წიგნი გადაფურცლა.

188
– ჩაი ხომ არ დაგველია? – მტკიცე ხმით იკითხა ლიუსიმ.

ის ბაღიდან სახლისკენ გაუძღვა მათ, უკან სესილი მოსდევდა, ბოლოში – ჯორჯი.


ლიუსის ეგონა, რომ კატასტროფა თავიდან აიცილა. მაგრამ, როდესაც ბუჩქნარში
შევიდნენ, ეს მაინც მოხდა: წიგნი, რომელმაც უკვე საკმარისი უხერხულობა
შექმნა, დარჩათ და სესილი მის მოსატანად მიბრუნდა. მგზნებარედ
შეყვარებული ჯორჯი ვნებით ანთებული თვალებით ამ ვიწრო ბილიკზე შეეჩეხა
ლიუსის.

– არა... – უთხრა თითქმის სუნთქვაშეკრულმა ქალიშვილმა, მაგრამ ჯორჯმა მას


მაინც აკოცა, უკვე მეორედ.

ჯორჯი უკან ჩამორჩა, რადგან სხვა არაფერი შეეძლო. მალე სესილიც გამოჩნდა და
ისინი ერთად ავიდნენ ზედა გაზონთან.

XVI. ლიუსი ატყუებს ჯორჯს


ზაფხულის მერე ლიუსი საკმაოდ შეიცვალა და გაიზარდა. მას ახლა უკეთ
შეეძლო იმ ემოციების შეკავება, რომლებსაც საზოგადოება შეუფერებლად
მიიჩნევდა. ამხელა საფრთხის მიუხედავად, გოგონას მოთქმა არ დაუწყია.
სესილს დაუბარა, დედისთვის გადაეცა, რომ ჩაის არ დალევდა, რადგან
წერილები ჰქონდა დასაწერი, და თავის ოთახში ავიდა. იქ კი სამოქმედოდ
მოემზადა. სიყვარული დაბრუნდა და გოგონას თავი შეახსენა – სიყვარული,
რომელსაც ჩვენი სხეული ითხოვს, გული კი გარდაქმნის; სიყვარული – ყველაზე
უფრო ნამდვილი და ჭეშმარიტი, რაც ცხოვრებაში შეიძლება შეგვხვდეს – ახლა
მტრის სახით ხელახლა გამოჩენილიყო და ლიუსის ის უნდა ჩაეხშო.

ლიუსიმ მის ბარტლეტი იხმო.

მაგრამ ეს ბრძოლა სიყვარულსა და მოვალეობას შორის არ იმართებოდა.


შესაძლოა, ასეთი დაპირისპირება არც არასდროს არსებობდა; ჭეშმარიტება და
თვალთმაქცობა – სწორედ ისინი შერკინებოდნენ ერთმანეთს ლიუსის არსებაში:
გოგონას მთავარი მიზანი საკუთარი თავის დამარცხება იყო. გონებაამღვრეული
189
ქალიშვილის თავში ხედების მოგონებები გაფერმკრთალდა, წიგნში ამოკითხული
სიტყვები განქარდა და ლიუსიმ ძველებურად ნერვები მოიმიზეზა. მაგრამ მან
დაამარცხა „ნერვული აშლილობა“. სიმართლის გაყალბებისას დაავიწყდა, რომ
სიმართლე ოდესღაც არსებობდა. გაახსენდა, რომ სესილზე იყო დანიშნული,
ამიტომ ლიუსიმ თავი აიძულა, ჯორჯზე ამგვარად დაფიქრებულიყო: ის მისთვის
არაფერს წარმოადგენდა არც ახლა და არც არასოდეს; ის საძაგლად მოიქცა, თავად
არასოდეს მიუცია ამის საბაბი. სიცრუის აბჯარი წყვდიადისგან არის ნაჭედი და
ადამიანს არამხოლოდ სხვებისაგან, არამედ საკუთარი თავისგანაც მალავს.
რამდენიმე წუთში ლიუსი საბრძოლველად მზად იყო.

– რაღაც საშინელება მოხდა, – დაიწყო გოგონამ მაშინვე, როგორც კი მისი


ბიძაშვილი გამოჩნდა, – რამე ხომ არ იცი მის ლევიშის რომანის შესახებ?

მის ბარტლეტი გაოცებული ჩანდა და თქვა, რომ წიგნი არ წაუკითხავს, არც კი


იცოდა, რომ გამოაქვეყნეს; ელენორი სულის სიღრმეში საკმაოდ
გულჩათხრობილი ქალი იყო.

– იქ ერთი სცენაა, სადაც გმირები ერთმანეთს ეალერსებიან, კოცნიან. იცი რამე


ამაზე?

– ძვირფასო...

– იცი რამე ამაზე? – გაუმეორა გოგონამ, – ისინი გორაკზე დგანან, უკან კი


ფლორენცია მოჩანს.

– ჩემო ძვირფასო ლუჩია, თავგზააბნეული ვარ. საერთოდ არაფერი ვიცი ამის


შესახებ.

– იქაურობა იებითაა მოფენილი. ვერ დავიჯერებ, რომ ეს დამთხვევაა. შარლოტ,


როგორ მოუყევი მას ყველაფერი? სანამ რამეს გეტყოდი, კარგად ვიფიქრე – ეს შენ
იყავი!

– რა მოვუყევი? – ჰკითხა შეშფოთებულმა შარლოტმა.

– თებერვლის იმ საშინელ დღეზე.

მის ბარტლეტი მართლა აღელდა.

– ოჰ, ლიუსი, ძვირფასო, ეს წიგნში ხომ არ გამოიყენა?

190
ლიუსიმ თავი დაუქნია.

– ისე არა, რომ ვინმე მიმხვდარიყო, მაგრამ ასე მოიქცა.

– არასოდეს, აღარასოდეს აღარ ჩავთვლი ელენორ ლევიშს ჩემს მეგობრად!

– ანუ მოუყევი?

– ეს თავისთავად მოხდა, რომში, ჩაის ვსვამდით და...

– კი მაგრამ, შარლოტ, შენ ხომ პირობა დამიდე, მაშინ, როდესაც ბარგს


ვალაგებდით? რატომ მოუყევი მის ლევიშს, როცა დედაჩემისთვის მოყოლის
ნებაც კი არ მომეცი?

– არასოდეს ვაპატიებ ელენორს. მან მიღალატა, ჩემი ნდობა ვერ გაამართლა.

– მაგრამ მაინც, რატომ მოუყევი? ეს ხომ ძალიან სერიოზული ამბავია.

რატომ ვუყვებით ერთმანეთს რაღაცებს? ეს მარადიული კითხვაა და გასაკვირი


არაა, რომ პასუხად მის ბარტლეტმა მხოლოდ ამოიოხრა. ის ცუდად მოიქცა, ამას
აღიარებდა კიდეც, მაგრამ იმედოვნებდა, რომ ამით არავის დააზარალებდა. მან
ელენორს ეს ამბავი გაანდო, როგორც უაღრესად დიდი საიდუმლო.

გაღიზიანებულმა ლიუსიმ ფეხები დააბაკუნა.

– სესილმა ეს ეპიზოდი ხმამაღლა წაგვიკითხა მე და მისტერ ემერსონს და მან


კვლავ შეურაცხყოფა მომაყენა. სესილის ზურგს უკან! როგორ შეუძლიათ კაცებს
ასეთი ცხოველები იყვნენ? სესილის ზურგს უკან, როცა ბაღიდან სახლისკენ
მოვსეირნობდით.

მის ბარტლეტი საკუთარი თავის დადანაშაულებას მოჰყვა და მწარედ ინანიებდა.

– რა უნდა ვქნათ? – ჰკითხა ლიუსიმ, – შეგიძლია მითხრა?

– ოჰ, ლიუსი, საკუთარ თავს ამას ვერასოდეს ვაპატიებ, სიცოცხლის ბოლო


წუთამდე. შენი გეგმები რომ ჩაიშალოს...

– ვიცი, – თქვა ლიუსიმ, რომელიც ამ სიტყვების გაგონებაზე შეკრთა, – ახლა


მესმის, რატომ გინდოდა, რომ ეს ყველაფერი სესილისთვის მომეყოლა და რას
გულისხმობდი „სხვა წყაროებში“. იცოდი, რომ მის ლევიშის იმედი არ უნდა
გქონოდა.

191
ახლა მის ბარტლეტის შეკრთომის ჯერი დადგა.

– ასე თუ ისე, – გააგრძელა გოგონამ, რომელიც ბიძაშვილის უპატიოსნობით


გამოწვეულ ზიზღს ძლივს მალავდა, – რაც მოხდა, მოხდა. შენ ძალიან უხერხულ
მდგომარეობაში ჩამაყენე. როგორ უნდა დავიძვრინო ახლა თავი?

მის ბარტლეტს არაფრის მოფიქრება არ შეეძლო. მისი ენერგიული მმართველობის


დღეები წარსულს ჩაბარდა. ის ახლა უბრალოდ სტუმარი იყო და არა –
კომპანიონი, თანაც სტუმარი, რომელსაც პატივს აღარ სცემდნენ. სანამ ლიუსის
ბრაზი ერეოდა, შარლოტი გულხელდაკრეფილი იდგა.

– ამ ადამიანს ისე უნდა დაველაპარაკოთ, რომ კარგად დაამახსოვრდეს. მაგრამ


ვინ უნდა დაელაპარაკოს? დედას ახლა ვეღარ ვეტყვი, შენი წყალობით. შენივე
წყალობით სესილსაც ვერაფერს ვეტყვი. ყველა გზა მოჭრილი მაქვს. მგონი
გავგიჟდები. არავინ მყავს, ვინც დამეხმარება. ამიტომაც გიხმე. არადა,
მათრახიანი მამაკაცი გვჭირდება.

მის ბარტლეტი დაეთანხმა.

– ჰო, მაგრამ მხოლოდ დათანხმება არ კმარა. რამე უნდა ვიღონოთ! ქალები


ჩვენსას გავიძახით, მხოლოდ ვლაყბობთ. მაგრამ რა უნდა ქნას გოგონამ, როცა
ასეთ უღირს ადამიანს გადაეყრება?

– ყოველთვის ვამბობდი, რომ უღირსი და უტიფარი იყო, ძვირფასო. ამას მაინც


ნუ დამიკარგავ. სულ პირველი წუთიდან, როცა მითხრა, რომ მამამისი აბაზანას
იღებდა.

– ოჰ, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას, ვინ იყო მართალი ან მტყუანი! ეს


ხათაბალა ორივეს ბრალია. ჯორჯ ემერსონი ისევ იქ არის, ქვევით, ბაღში. უნდა
დავსაჯოთ თუ არა? ეს მინდა ვიცოდე.

მის ბარტლეტი სრულიად უმწეო მდგომარეობაში იყო. მხილებამ მხნეობა


დააკარგვინა; მის გონებაში ფიქრები ირეოდნენ და ერთმანეთს მტკივნეულად
ეჯახებოდნენ. ის, მისუსტებული და ფერმიხდილი, ძლივს მივიდა ფანჯარასთან,
რათა იქიდან დაფნის ბუჩქებს შორის ამ უღირსი ადამიანის თეთრი ფლანელის
კოსტიუმი შეეთვალიერებინა.

– შენ ამისათვის მზად იყავი მაშინ, „ბერტოლინიში“, როცა რომში გამაქროლე. არ


შეგიძლია, ახლა დაელაპარაკო?
192
– შენ გამო დედამიწას შევძრავ...

– რამე უფრო კონკრეტული მჭირდება, – აგდებულად უთხრა ლიუსიმ, –


დაელაპარაკები? ეს ყველაზე ცოტაა, რაც შეგიძლია გააკეთო, იმის
გათვალისწინებით, რომ ყველაფერი შენი სიტყვის გატეხის გამო მოხდა.

– ელენორ ლევიში აღარასოდეს იქნება ჩემი მეგობარი.

– კი თუ არა? მიპასუხე!

– ეს მხოლოდ ჯენტლმენმა შეიძლება ითავოს.

ფანჯრიდან ჯორჯ ემერსონი მოჩანდა, ჩოგბურთის ბურთი ეჭირა და გაზონს


მოუყვებოდა.

– მშვენიერია! – ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა ლიუსიმ, – არავის შეუძლია ჩემი


დახმარება. მე თვითონ დაველაპარაკები.

და უცებ მიხვდა, რომ მისი ბიძაშვილიც სწორედ ამას ელოდა.

– სალამი, ემერსონ! – დაუყვირა ქვევიდან ფრედიმ, – იპოვეთ დაკარგული


ბურთი? კარგი! ჩაი არ გინდათ?

ქვემოთ, ტერასაზე ხმაური ატყდა.

– ოჰ, ლიუსი! რა გაბედული ხარ! შენით აღფრთოვანებული ვარ... – წამოიწყო მის


ბარტლეტმა.

ლიუსის ესმოდა, რომ ემერსონი მასში უცნაურ აზრებს აღძრავდა, საიდუმლო


სურვილებს, ყველანაირ სისულელეს, რომელიც თითქმის დაეპატრონა მის
სულს. ქალიშვილს ამისთვის ბოლო უნდა მოეღო. მაგრამ ჯორჯის
დანახვისთანავე მისი სიბრაზე სადღაც გაქრა. ბოლოს და ბოლოს, ეს ემერსონები
თავისებურად არაჩვეულებრივი ხალხია. ლიუსის სისხლი მოაწვა, მაგრამ სანამ
ხმას ამოიღებდა, თავი მოთოკა.

– ფრედიმ ის სასადილო ოთახში შეიყვანა. დანარჩენები ბაღში ბრუნდებიან.


წავიდეთ და მალე მოვათავოთ ეს ამბავი. წამოდი. რა თქმა უნდა, მინდა, რომ
საუბარს დაესწრო.

– ლიუსი, ამის გაკეთება არ გეხამუშება?

193
– როგორ შეგიძლია ასეთი სულელური კითხვა დამისვა?

– საბრალო ლიუსი, – ხელი გაუწოდა შარლოტმა, – ყველგან, სადაც მივდივარ,


უბდურება მიმაქვს.

ლიუსიმ თავი დაუქნია. გაახსენდა მათი უკანასკნელი საღამო ფლორენციაში –


ბარგის ჩალაგება, სანთელი, მის ბარტლეტის შლაპის ჩრდილი კარებზე. არა,
მეორეჯერ თანაგრძნობის ხაფანგში აღარ აღმოჩნდება. ბიძაშვილის ალერსი
თავიდან აიცილა და მას ქვედა სართულისკენ გაუძღვა.

– ჯემი გასინჯეთ, – ამბობდა ფრედი, – მართლა გემრიელია.

ჯორჯი, უზარმაზარი და თმაგაჩეჩილი, სასადილო ოთახში ბოლთას სცემდა.


როდესაც ლიუსი შემოვიდა, ის შეჩერდა და ჩაილაპარაკა:

– საჭმელი არ გვაქვს?

ლიუსიმ ფრედის გადახედა.

– შენ წადი, სხვებს შეუერთდი, მე და შარლოტი მისტერ ემერსონს ყველაფერს


მივცემთ, რასაც მოინდომებს. დედა სად არის?

– წერილებს წერს. სასტუმრო ოთახშია.

– კარგი. წადი.

ფრედი ღიღინით გაუდგა გზას.

ლიუსი მაგიდას მიუჯდა. საკმაოდ შეშინებულმა მის ბარტლეტმა წიგნი


მოიმარჯვა, თავი ისე მოაჩვენა, ვითომ კითხულობდა.

ჯორჯი წინასწარ საგულდაგულოდ მომზადებულ სიტყვას ვერ მიიღებდა.


ამიტომაც გოგონამ უბრალოდ უთხრა:

– ამას ვერ ავიტან, მისტერ ემერსონ. თქვენთან ლაპარაკიც კი არ შემიძლია.


დატოვეთ ეს სახლი და აღარ დაბრუნდეთ, სანამ მე აქ ვცხოვრობ... –
წამოწითლებულმა ლიუსიმ კარისკენ მიუთითა:

– ვერ ვიტან სკანდალებს. გთხოვთ, წადით.

– რა?

194
– საკითხი არ განიხილება.

– მე არ შემიძლია...

ლიუსიმ თავი ჩაქინდრა:

– წადით, არ მინდა, მისტერ ვაიზს ვუხმო.

– თქვენ ხომ არ აპირებთ, – უთხრა ჯორჯმა, რომელიც შარლოტს საერთოდ არ


აქცევდა ყურადღებას, – ხომ არ აპირებთ, ცოლად გაჰყვეთ იმ ადამიანს?

ეს ფრაზა სრულიად მოულოდნელი იყო. გოგონამ მხრები აიჩეჩა, თითქოს მისი


სიტყვების ვულგარულობა ეჩოთირა.

– თქვენ უბრალოდ სასაცილო ხართ, – უთხრა მან წყნარად.

უცებ ჯორჯმა მთელი სერიოზულობით წარმოთქვა:

– თქვენ ვერ შეძლებთ ვაიზთან ცხოვრებას. ის ნაცნობად თუ გამოდგება. ის


მხოლოდ საზოგადოებას და დახვეწილ საუბრებს ესწრაფვის. მაგრამ მას არ
შეუძლია სიახლოვე, მით უმეტეს – ქალთან.

ეს სესილის ხასიათს სრულიად ახალ ჭრილში წარმოაჩენდა.

– ოდესმე გისაუბრიათ მასთან ისე, რომ არ მოგეწყინათ?

– არა მგონია, რომ თქვენთან უნდა განვიხილო...

– ყოფილა ასეთი შემთხვევა? – ჯორჯმა თითქოს ყურადღება არ მიაქცია ლიუსის


პროტესტს, – ის ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ნივთებთან კარგად გრძნობს თავს –
წიგნებთან, ნახატებთან. მაგრამ როცა საქმე ადამიანს ეხება, ის
მომაკვდინებელია. სწორედ ამიტომ გელაპარაკებით ამაზე ასეთ დროს. თქვენი
დაკარგვა ჩემთვის ნებისმიერ შემთხვევაში გაუსაძლისი იქნება, მაგრამ რას იზამ,
ასეა დაწესებული, კაცმა თავის თავს მრავალ სიამეზე უნდა უთხრას უარი.
გვერდზე გავდგებოდი, სესილი რომ სხვა ადამიანი იყოს. საერთოდ გავქრებოდი
და თვალით არ დაგენახვებოდით. მაგრამ როდესაც ის პირველად ვნახე
ეროვნულ გალერეაში და მამაჩემმა არასწორად წარმოთქვა რომელიღაც მხატვრის
სახელი, ის შეიშმუშნა. მერე კი აქ მოგვიყვანა და აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ
იმიტომ გააკეთა, რათა მეზობელი გაემასხარავებინა. აი, როგორი კაცია – ის
მხოლოდ დასცინის ადამიანებს – სიცოცხლის ამ უმაღლეს, წმინდა ფორმას. მერე

195
ის თქვენთან ერთად შემხვდა და მივხვდი, რომ ის გმფარველობთ, გასწავლით
თქვენ და დედათქვენს, როდის და რაზე რანაირი რეაქცია უნდა გქონდეთ. აი,
როგორია ეს თქვენი სესილი. ის არავითარ შემთხვევაში არ მისცემს ქალს
უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ის ადამიანთა იმ ტიპს
განეკუთვნება, რომელმაც ევროპა ათასი წლით უკან დახია. თავისი სიცოცხლის
ყოველ წამს ცდილობს თქვენს აღზრდას, გასწავლით, რა მიიჩნიოთ
მომხიბლავად, თავშესაქცევად, დახვეწილად, რა მიაჩნია მამაკაცს ქალისთვის
შესაფერისად. და თქვენ... ამას თქვენ გარდა ყველა სხვა ქალისგან მოველოდი –
საშუალებას აძლევთ, თავს მოგახვიოთ თავისი აზრები და უსმენთ, იმის
ნაცვლად, რომ შინაგან ხმას დაუგდოთ ყური. ასე მოხდა ეკლესიასთან, როდესაც
თქვენ შეგხვდით და გრძელდებოდა დღესაც, მთელი დღის განმავლობაში.
ამიტომაც... არა, არ იფიქროთ, თითქოს იმის თქმა მინდა, რომ ამიტომ გაკოცეთ.
ეს წიგნის გამო მოხდა. უფრო თავშეკავებული უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ არ
მრცხვენია. არც პატიებას ვითხოვ. მაგრამ ჩემმა კოცნამ შეგაშინათ, და შესაძლოა
ვერ შეამჩნიეთ, რომ მიყვარხართ. სხვა შემთხვევაში, წასვლას ხომ არ მთხოვდით,
და ასეთ უზარმაზარ პრობლემას ასე მსუბუქად ხომ არ მიუდგებოდით?
ამიტომაც, ამიტომაც გადავწყვიტე, მას შევებრძოლო.

ლიუსის მარჯვე რეპლიკა მოუვიდა თავში.

– თქვენი სიტყვებით, მისტერ ვაიზს სურს, რომ მას ვუგდო ყური, მისტერ
ემერსონ. მომიტევეთ, მაგრამ თქვენც იგივე ჩვევა ხომ არ გადაიღეთ მისგან?

ჯორჯმა ეს ყურით მოთრეული საყვედური მოისმინა და იმწამსვე საკადრისი


პასუხით გააბათილა:

– დიახ, – მან უცებ ჩაიმუხლა, თითქოს დაიღალა, – გულის სიღრმეში მეც ისეთივე
პირუტყვი ვარ. ქალის გაკონტროლების სურვილი

საკმაოდ ღრმადაა ჩამარხული ჩვენში, და ქალები კაცებთან ერთად უნდა


შეეცადონ ამის დამარცხებას, რათა ერთად შევიდნენ ედემის ბაღში. მაგრამ მე
სესილისგან განსხვავებულად მიყვარხართ, უფრო უკეთესად, – ჯორჯი
დაფიქრდა, – დიახ, უკეთესად. მე მინდა, რომ თქვენ თქვენი ფიქრები და
გრძნობები გქონდეთ, მაშინაც კი, როცა ჩემს მკლავებში ხართ მოქცეული, – მან
უეცრად ლიუსის ხელი გაუწოდა: – ლიუსი, დროზე! არ შეიძლება დროის
დახარჯვა ლაპარაკზე! მოდი ჩემთან, როგორც მაშინ, გაზაფხულზე, და მერე
აგიხსნი ყველაფერს. იმ წუთიდან მიყვარხარ, როცა ის იტალიელი მოკვდა. არ
196
შემიძლია უშენოდ ცხოვრება. ვფიქრობდი – „შეუძლებელია, ის სხვას მიჰყვება
ცოლად“, მაგრამ ისევ შეგხვდი – მაშინ, როდესაც არაფერი არსებობდა ამ
სამყაროში ჯადოსნური მზისა და წყლის გარდა. როდესაც ტყეში მომავალი
დაგინახე, მივხდი, რომ ქვეყნად სხვა არაფერი არსებობს. მე გიხმე. მინდოდა
მეცხოვრა და მეცადა, ბედნიერების ჩემი წილი მეპოვა.

– და მისტერ ვაიზი? – ჰკითხა ლიუსიმ, რომელიც სანაქებო სიმშვიდეს


ინარჩუნებდა, – ის ყურადღების მიქცევასაც არ იმსახურებს? მე რომ სესილი
მიყვარს და ცოტა ხანში მისი ცოლი გავხდები? ეს რა, უმნიშვნელო დეტალია?

ჯორჯმა კვლავ მისკენ გაიწოდა ხელები.

– შეიძლება გკითხოთ, რის მიღწევას აპირებთ ამგვარი დემონსტრაციით? –


ჰკითხა ლიუსიმ.

– ეს ჩვენი უკანასკნელი შანსია. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია.

და თითქოს სხვა ყველაფერი უკვე ნაცადი ჰქონდა, ჯორჯი მის ბარტლეტს


მიუბრუნდა, რომელიც საღამოს ცაზე ავის მომასწავებელი ნიშანივით იჯდა.

– ამჯერად თქვენ არ შეგვაჩერებდით, რომ გესმოდეთ, – უთხრა ჯორჯმა, – მე


სიბნელეში ვიყავი და კვლავ მას დავუბრუნდები, თუ ჩემს გაგებას არ ეცდებით.

მის ბარტლეტის წვრილი და წაგრძელებული თავი ნელა, რიტმულად ირწეოდა


აქეთ-იქით, თითქოს უხილავი დაბრკოლების განადგურებას ცდილობსო. მას
პასუხი არ გაუცია.

– რასაც მნიშვნელობა აქვს, ესაა ახალგაზრდობა, – თქვა ჯორჯმა წყნარად და


თავისი ჩოგბურთის ჩოგანი აიღო, – იმაში დარწმუნება, რომ ლიუსის მართლა
ვუყვარვარ. ის, რომ სიყვარული და ახალგაზრდობაა მნიშვნელოვანი
ინტელექტუალური თვალსაზრისით.

ქალები უსიტყვოდ მისჩერებოდნენ ჯორჯს. ესმოდათ, რომ მისი ბოლო ფრაზა


სრულიად უაზრო იყო, მაგრამ ამით დაამთავრებდა კი ლაპარაკს? ნუთუ ეს
უღირსი, უტიფარი შარლატანი უფრო დრამატულად არ დაასრულებდა
ყველაფერს? არა. როგორც ჩანდა ის ამით დაკმაყოფილდა. მან ქალები დატოვა და
წინა კარი ფრთხილად გაიხურა. და როდესაც მათ ჰოლის ფანჯრიდან
გადაიხედეს, დაინახეს, როგორ სწრაფად გაუყვა გზას და გამხმარი სარეველებით

197
დაფარულ გორაკებს შეუდგა. ქალებმა ენა ამოიდგეს და ფარული ზეიმი
წამოიწყეს.

– ო, ლუჩია, მოდი აქ, ეს რა საშინელი ადამიანია!

ლიუსი არაფერს გრძნობდა – ჯერჯერობით არაფერს.

– კარგად გამართო, – უპასუხა გოგონამ, – ან მე ვარ გიჟი, ან ის, თუმცა


უკანასკნელისკენ ვიხრები. აი, ესეც გადავაგორეთ, შარლოტ. ეს ალბათ ბოლო
ეპიზოდი იყო. არა მგონია, ჩემმა თაყვანისმცემელმა კიდევ შემაწუხოს.

მის ბარტლეტმაც ეშმაკურად აუბა მხარი:

– ვის შეუძლია იამაყოს ასეთი გამარჯვებით, ძვირფასო! არ ღირს ამაზე სიცილი!


ეს ყველაფერი შეიძლებოდა სერიოზულად დამთავრებულიყო. მაგრამ შენ
გონიერი და მამაცი იყავი – სრულებით არ ჰგავხარ ჩემი დროის გოგონებს.

– წამოდი, ქვევით ჩავიდეთ, დანარჩენებთან.

როგორც კი სუფთა ჰაერზე აღმოჩნდა, ლიუსი შედგა. უეცრად რაღაც გრძნობამ


მოიცვა. სიბრალულმა, სიყვარულმა, შიშმა – ზუსტად არ იცოდა. ეს გრძნობა
იმდენად ყოვლისმომცველი იყო, რომ გოგონამ უეცრად შემოდგომის სუნთქვა
შეიგრძნო. ზაფხული მთავრდებოდა და საღამომ ლპობის სუნი მოიტანა, გულის
ამაჩუყებელი, რადგან გაზაფხულს აგონებდა. რაღაცას ინტელექტუალური
მნიშვნელობა აქვს? ფოთოლი ბზრიალით ფარფატებდა ჰაერში, მის წინ ცეკვავდა,
სანამ სხვა ფოთლები გაუნძრევლად ეყარა ძირს. ნუთუ მიწა კვლავ სიბნელეს
დაუბრუნდებოდა და „უინდი კორნერი“ ამ ხეების ჩრდილში ჩაინთქმებოდა?

– ეი, ლიუსი, ჯერ კიდევ საკმაო სინათლეა სათამაშოდ, თუ შენ და ჯორჯი


დაუჩქარებთ!

– მისტერ ემერსონს წასვლა მოუხდა.

– რა სამწუხაროა. წყვილები აღარ გამოგვივა. ეი, სესილ, ჩვენთან ერთად ხომ არ


ითამაშებთ? ეს ფლოიდის ბოლო დღეა. ერთი პარტია მაინც ითამაშეთ.

პასუხად სესილის ხმა გაისმა:

198
– ჩემო ძვირფასო ფრედი! მე სპორტსმენი არა ვარ. როგორც თქვენ ამ დილით
აღნიშნეთ: „არსებობენ ადამიანები, რომლებსაც წიგნების კითხვის გარდა
არაფერი ეხერხებათ“. ვაღიარებ, რომ ზუსტად ასეთი ადამიანი ვარ.

და ლიუსის თითქოს თვალი აეხილა. როგორ იტანდა სესილს ერთი წუთითაც კი?
ის ხომ სრულიად აუტანელი იყო.

იმავე საღამოს ლიუსიმ ნიშნობა ჩაშალა.

XVII. ლიუსი ატყუებს სესილს


სესილი გაოგნებული იყო. არ იცოდა, რა ეთქვა. გაბრაზებაც კი ვერ შეძლო,
უბრალოდ იდგა ვისკით სავსე ჭიქით ხელში და ცდილობდა გაეგო, რამ მიიყვანა
ლიუსი ასეთ გადაწყვეტილებამდე.

ლიუსიმ ის მომენტი შეარჩია, როცა, ვიდრე ყველა დასაძინებლად გაიკრიფებოდა,


თავად, მათი ბურჟუაზიული ჩვეულების თანახმად, მამაკაცებს სასმლით
უმასპინძლდებოდა. ფრედი და მისტერ ფლოიდი თავიანთი ჭიქებით
მოსასვენებლად მიდიოდნენ, სესილი კი ყოველთვის ყოვნდებოდა და სანამ
ლიუსი ბუფეტს კეტავდა, სასმელს წრუპავდა.

– ძალიან ვწუხვარ, – დაიწყო ლიუსიმ, – მაგრამ ყველაფერი კარგად ავწონ-


დავწონე. ჩვენ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. უნდა გთხოვო, რომ
გამათავისუფლო და ეცადო დაივიწყო, რომ ასეთი სულელი გოგონა საერთოდ
არსებობდა.

ეს სავსებით შესაფერისი სიტყვები იყო, მაგრამ მათში ბრაზი უფრო მეტი იყო,
ვიდრე სინანული და ეს გოგონას ხმაში იგრძნობოდა.

– განსხვავებულები... როგორ...

– პირველ რიგში, მე არც ისე კარგი განათლება მაქვს მიღებული, – გააგრძელა


ლიუსიმ, რომელიც კვლავ ბუფეტთან ჩამუხლულიყო, – ჩემი იტალიაში
მოგზაურობა დაგვიანებული აღმოჩნდა და რაც იქ ვისწავლე, უკვე თითქმის
199
დამავიწყდა. მე ვერასოდეს შევძლებ შენს მეგობრებთან ისეთი საუბრის გაბმას,
ან ისე მოქცევას, როგორც ეს შენს ცოლს შეეფერება.

– არ მესმის შენი! – წამოიძახა სესილმა, – საკუთარ თავს არ ჰგავხარ. ლიუსი, ხომ


არ გადაიღალე?

– გადავიღალე?! – შეეპასუხა ლიუსი და უეცრად წამოენთო, – ზუსტად შენთვის


დამახასიათებელი წარმოდგენაა! ყოველთვის ფიქრობ, რომ ქალები არ
გულისხმობენ იმას, რასაც ამბობენ.

– რა ვიცი, დაღლილი ჩანხარ, თითქოს რაღაცამ გაგანერვიულა.

– ასეც რომ იყოს, ეს სიმართლის დანახვაში ხელს არ მიშლის. არ შემიძლია შენ


გამოგყვე ცოლად, და ოდესმე მადლობას მეტყვი ამ სიტყვებისთვის.

– გუშინ ისე გტკიოდა თავი... – დაიწყო სესილმა, მაგრამ აღარ გააგრძელა, რადგან
ლიუსის გულისწყრომით აღსავსე შეძახილი აღმოხდა, – კარგი... ვხვდები, რომ ეს
უფრო მეტია, ვიდრე თავის ტკივილი. ერთი წუთი მომეცი დასაფიქრებლად, –
სესილმა თვალები დახუჭა, – მომიტევე, თუ რაიმე სისულელეს ვამბობ, მაგრამ
ლამისაა ტვინი ამიდუღდეს. მისი ერთი ნაწილი ჯერ კიდევ ხუთი წუთის
წინანდელ დროშია ჩარჩენილი, როცა დარწმუნებული ვიყავი, რომ გიყვარდი...
მეორე ნაწილი კი... რა რთულია გამოვხატო... მეშინია, რომ რაღაცას ისე არ
ვიტყვი.

ლიუსი მიხვდა, რომ სესილს არც ისე ცუდად ეჭირა თავი, რამაც კიდევ უფრო
გააღიზიანა. მას ბრძოლა სწყუროდა და არა მსჯელობა და ამიტომაც საუბარი
კულმინაციისკენ წაიყვანა:

– ზოგჯერ დგება დღე, როცა ყველაფერს ნათლად ხედავ და დღეს სწორედ ასეთი
დღეა. ზოგჯერ რაღაცამ კრიტიკულ წერტილს უნდა მიაღწიოს და აი, ასეც მოხდა.
თუ გინდა იცოდე, სულ უმნიშვნელო რამემ მაიძულა, რომ დღეს
დაგლაპარაკებოდი – იმან, რომ ფრედის ჩოგბურთის თამაშზე უარი უთხარი.

– მე ხომ არასდროს ვთამაშობ ჩოგბურთს, – უპასუხა საშინლად თავგზააბნეულმა


სესილმა, – არც არასოდეს ვთამაშობდი. არც ერთი სიტყვა არ მესმის იქიდან,
რასაც ამბობ.

– საკმაოდ კარგად თამაშობ იმისთვის, რომ წყვილებში ითამაშო. ეს საშინლად


ეგოისტური საქციელი იყო.
200
– არ შემიძლია თამაში... კარგი, დავივიწყოთ ჩოგბურთი. რატომ არ
გამაფრთხილე, თუ გრძნობდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო? სადილის დროს
ქორწილზე ლაპარაკობდი... უფრო სწორად, ნება დამრთე, ქორწილზე
მელაპარაკა.

– ვიცოდი, რომ ვერ გაიგებდი, – გაღიზიანდა ლიუსი, – უნდა მცოდნოდა, რომ


ჩემს გადაწყვეტილებას ეს აუტანელი ახსნა-განმარტება მოჰყვებოდა. რა თქმა
უნდა, ჩოგბურთში არაა საქმე – ეს უბრალოდ ბოლო წვეთი იყო იმისა, რასაც
მთელი ამ კვირების განმავლობაში ვგრძნობდი. აჯობებდა, არაფერი მეთქვა
მანამ, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდებოდი, – ლიუსი უფრო შორს წავიდა, –
ადრე ხშირად ვუსვამდი ჩემს თავს კითხვას: შევძლებდი თუ არა შენს ცოლობას?
მაგალითად, ლონდონში. ან შენ კი შეძლებ ჩემს ქმრობას? არა მგონია. შენ არც
ფრედი გიყვარს, არც დედაჩემი. ბევრი რამ უშლიდა ხელს ჩვენს ნიშნობას; მაგრამ
ნათესავები ბედნიერები იყვნენ, ბევრ დროს ვატარებდით ერთად და არ ღირდა
ამაზე ლაპარაკი, იქამდე, სანამ ეს ყველაფერი გარკვეულ წერტილამდე არ
მივიდოდა. დღეს კი ასე მოხდა. ახლა ყველაფერს ნათლად ვხედავ. ეს უნდა
მეთქვა. სულ ეს არის.

– არა მგონია, მართალი იყო, – რბილად უთხრა სესილმა, – არ ვიცი, რატომ, მაგრამ
იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი, რასაც ამბობ, დამაჯერებლად ჟღერს,
ვგრძნობ, რომ არც ისე სამართლიანად მექცევი. რა საშინელებაა.

– რა აზრი აქვს სცენის გამართვას?

– არანაირი. მაგრამ ხომ მაქვს უფლება, ცოტა უფრო მეტი გავიგო.

სესილმა ჭიქა დადგა და ფანჯარა გამოაღო. ლიუსის იმ ადგილიდან, სადაც


ჩამუხლულიყო და გასაღებების აცმას ხელში ათამაშებდა, შეეძლო დაენახა
ღამეული შავი ცის ფონზე სესილის მოგრძო, ჩაფიქრებული სახე, რომელიც
ზემოთ იყურებოდა, თითქოს ზეცას შეეძლო მისთვის „ცოტა უფრო მეტი“ ეთქვა.

– ჯობია ფანჯარა არ გააღო, და ფარდაც გადაწიე, – უთხრა გოგონამ, – იქ


შეიძლება ფრედი ან სხვა ვინმე იყოს.

სესილი დაემორჩილა.

– ვფიქრობ, – გააგრძელა ლიუსიმ, – აჯობებს დასაძინებლად წავიდეთ, თუ შენ არ


ხარ წინააღმდეგი, თორემ შეიძლება რამე ისეთი ვთქვა, რის გამოც ხვალ თავს

201
ცუდად ვიგრძნობ. მართალი ხარ, ეს ყველაფერი საშინელებაა და აზრი არა აქვს
ამაზე ლაპარაკს.

მაგრამ სესილისთვის, რომელიც სადაც იყო, ქალიშვილს დაკარგავდა, მასთან


ურთიერთობის ყოველი წუთი სულ უფრო და უფრო ძვირფასი ხდებოდა.
ამჯერად კაცი მის მიღმა კი არ იყურებოდა, არამედ მას ხედავდა – პირველად, მას
მერე, რაც ისინი დაინიშნენ. ლეონარდოს ნატურის ნაცვლად მის თვალწინ
ცოცხალი ქალი იდგა – აღსავსე საიდუმლოებითა და ძალით, რომელიც მხოლოდ
მას ეკუთვნოდა; თვისებებით, რომლებიც თვით ხელოვნებაზე მაღლა დგას.
სესილის გონება შოკიდან გამოვიდა და მან, წრფელი გრძნობით შეპყრობილმა,
წამოიძახა:

– მაგრამ მიყვარხარ და მეგონა, შენც გიყვარდი!

– არა, – უპასუხა ქალიშვილმა, – თავიდან მეც ასე მეგონა. ვწუხვარ, ბოლო ხელის
თხოვნაზეც უარი უნდა მეთქვა.

სესილი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ლიუსის მისი ღირსეული საქციელი სულ
უფრო აღიზიანებდა. გოგონას იმედი ჰქონდა, რომ ის უმნიშვნელო დეტალებს
გამოედევნებოდა, რაც საქმეს უფრო გაუადვილებდა. მაგრამ სასტიკი ირონიის
წყალობით, მომხდარმა სესილის საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა.

– არ გიყვარვარ, ეს ცხადია, – უთხრა სესილმა, – უნდა გითხრა, სწორიც ხარ, ასე


რომ იქცევი. მაგრამ მიზეზის ცოდნა ტკივილს ოდნავ შემიმსუბუქებდა.

– იმიტომ, რომ... – ლიუსის უეცრად ერთი ფრაზა წამოუტივტივდა და უმალვე


დაუფიქრებლად გამოიყენა, – შენ ისეთი ტიპი ხარ, ვისაც სიახლოვე არ შეუძლია.

სესილს თვალები შეშფოთება ედგა.

– ზუსტად ეს არ მიგულისხმია. მაგრამ შენ კითხვებს მისვამ მაშინ, როცა მე


გთხოვ, ასე არ მოიქცე და რაღაც ხომ უნდა გიპასუხო. აი, ესაა, რასაც მივხვდი –
როდესაც მხოლოდ ნაცნობები ვიყავით, შემეძლო, ჩემი პიროვნება
შემენარჩუნებინა; ახლა კი შენ სულ ჩემს დაცვას და მფარველობას ცდილობ, –
ლიუსის ხმაში სიმტკიცე შეემატა, – მაგრამ მე მფარველობა არ მჭირდება.
თვითონაც შემიძლია გადავწყვიტო, რა შემეფერება და რა – არა. ჩემი ამგვარი
დაცვა შეურაცხმყოფელია. ნუთუ არ შემიძლია, თვითონ მივიდე
ჭეშმარიტებამდე? ყველაფერი შენი ხელიდან უნდა მივიღო? „ქალმა თავისი

202
ადგილი უნდა იცოდეს!“ – აი, ეს დგას ამ ყველაფრის უკან, რასაც აკეთებ ან
ამბობ. შენ აითვალწუნე დედაჩემი, იმიტომ, რომ ის უბრალო, ჩვეულებრივი
ქალია; იმიტომ, რომ პუდინგის გამო ნერვიულობს... ღმერთო!

ლიუსი წამოდგა.

– ეს შენ ხარ ჩვეულებრივი, სესილ! შენ ყველაფერი იცი მშვენიერი,


არაჩვეულებრივი რამეების შესახებ, მაგრამ არ იცი, ისინი როგორ გამოიყენო. შენ
ცდილობ, მუსიკასა და ხელოვნებაში ჩაეფლო და გინდა, რომ მეც იგივე მომახვიო
თავს. მაგრამ მე არ მინდა, თუნდაც ყველაზე მშვენიერი მუსიკით ვიყო მოცული,
იმიტომ, რომ ადამიანები უფრო მშვენიერები არიან, შენ კი მათ ჩემგან მალავ.
ამიტომაც ჩავშალე ჩვენი ნიშნობა. სანამ შენ მხოლოდ რაღაც საგნებთან გაქვს
ურთიერთობა – ყველაფერი რიგზეა, მაგრამ როცა საქმე ადამიანებზე მიდგება...

ლიუსი გაჩერდა. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს, როგორც იქნა, სესილმა


გრძნობით აღსავსე ხმით წარმოთქვა:

– ეს სიმართლეა.

– საერთო ჯამში სიმართლეა, – შეუსწორა გოგონამ, რომელსაც რაღაც


გარკვეველმა სირცხვილის გრძნობამ დაუწყო ქენჯნა.

– ყოველი სიტყვა სიმართლეა. ეს აღმოჩენაა. ეს მე ვარ...

– ასეა თუ ისე, ესაა ის მიზეზები, რის გამოც შენი ცოლი ვერ გავხდები.

– „შენ საერთოდ არ შეგიძლია ადამიანებთან სიახლოვე“, – სესილმა ლიუსის


სიტყვები გაიმეორა, – ზუსტად ასეა. სულ პირველ დღეს, ნიშნობის შემდეგ,
კონტროლი დავკარგე საკუთარ თავზე. შენს ძმასა და მისტერ ბიბთან უტიფრად
მოვიქეცი. იმაზე უკეთესი ხარ, ლიუსი, ვიდრე შემეძლო წარმომედგინა.

ლიუსიმ ნაბიჯით უკან დაიხია.

– მაგრამ მე არ შეგაწუხებ, შენ მეტისმეტად კარგი ხარ ჩემთვის. არასოდეს


დავივიწყებ შენს სიტყვებს. მხოლოდ იმაში გადანაშაულებ, რომ შეგეძლო
თავიდანვე გაგეფრთხილებინე, იქამდე, სანამ მიხვდებოდი, რომ არ შეგეძლო
ცოლად გამომყოლოდი. შანსი მექნებოდა, ნაკლი გამომესწორებინა, უკეთესი
გავმხდარიყავი. ამ საღამომდე თითქოს საერთოდ არ გიცნობდი. აქამდე
უბრალოდ იმისთვის გიყენებდი, რომ ჩემი სულელური შეხედულებები, როგორი

203
უნდა იყოს ქალი, შენზე გამომეცადა. მაგრამ დღეს საღამოს შენ სულ სხვა
ადამიანი ხარ: ახალი აზრები... თითქოს ახალი ხმა გაქვს.

– ახალ ხმაში რას გულისხმობ? – ჰკითხა ლიუსიმ, რომელიც უეცრად საშინელმა


ბრაზმა შეიპყრო.

– თითქოს შენი პირით სხვა ადამიანი მელაპარაკება, – უპასუხა სესილმა.

ამის გაგონებაზე ლიუსი წყობიდან გამოვიდა.

– თუ გგონია, რომ ვინმე სხვა შემიყვარდა, – დაიყვირა გოგონამ, – ძალიან ცდები.

– რა თქმა უნდა, ასე არ ვფიქრობ. შენ ასეთი არა ხარ, ლიუსი.

– არა, ზუსტადაც რომ ასე ფიქრობ! ეს შენი მოძველებული აზრია, აზრი,


რომელმაც ევროპა უკან დახია – თითქოს ქალებს კაცების მეტი საფიქრალი
არაფერი აქვთ. თუ გოგონა ნიშნობას ჩაშლის, ყველა იმას იტყვის, ვიღაც სხვაზე
აქვს თვალი დადგმული, სხვაზე გათხოვების იმედი აქვსო. ეს საშინელებაა,
სისასტიკეა! თითქოს არ შეიძლება, მან ეს უბრალოდ საკუთარი თავისუფლების
გამო გააკეთოს.

– ადრე, შესაძლოა, ასეც მეფიქრა, – მოწიწებით თქვა სესილმა, – მაგრამ ამას


აღარასოდეს გავიმეორებ. შენ კარგი გაკვეთილი ჩამიტარე.

ლიუსი მიხვდა, რომ წითლდებოდა და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ფანჯრით


დაინტერესდა.

– რა თქმა უნდა, თავშიც არ გამივლია, რომ შეიძლება „ვინმე სხვა“ არსებობდეს,


„მიმატოვო“, „მიღალატო“ ან რამე ასეთი გულის ამრევი ცილისწამება. ბოდიშს
გიხდი, თუ ჩემმა სიტყვებმა ეს გაფიქრებინა. უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა,
რომ შენში აღმოვაჩინე ძალა, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდი.

– საკმარისია, არ გინდა, სესილ. ბოდიშის მოხდა საჭირო არ არის. ეს ჩემი შეცდომა


იყო.

– ეს იდეალების საკითხია, ჩემი და შენი... სრულიად აბსტრაქტული იდეალების.


შენი ბევრად უფრო კეთილშობილი აღმოჩნდა. მე დრომოჭმული, პირუტყვული
წარმოდგენებით ვიყავი მოცული, შენ კი მთელი ამ ხნის განმავლობაში უფრო
მშვენიერი და კეთილშობილი გახდი, – სესილს ხმა აუკანკალდა, – მადლობა
უნდა გადაგიხადო იმისთვის, რაც გამიკეთე, დამანახვე, სინამდვილეში ვინ ვარ.
204
და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მაჩვენე, როგორი უნდა იყოს ნამდვილი
ქალი. ხელს ჩამომართმევ?

– რა თქმა უნდა, – უთხრა ლიუსიმ, რომელიც თავისუფალი ხელით ფარდის


კუთხეს ჩაბღაუჭებოდა, – ღამე შვიდობისა, სესილ. მშვიდობით. ძალიან ვწუხვარ.
მადლობას გიხდი ასეთი თავაზიანობისთვის.

– ნება მომეცი, სანთელი აგინთო.

ისინი ჰოლში გავიდნენ.

– მადლობელი ვარ. ღამე მშვიდობისა. ღმერთმა დაგლოცოს, ლიუსი!

– ღამე მშვიდობისა, სესილ.

გოგონამ თვალი გააყოლა, როგორ ფეხაკრეფით ადიოდა სესილი კიბეზე, როგორ


ირეკლებოდა მის სახეზე კიბის მოაჯირის ჩრდილი, ფრინველის ფრთის ლანდის
მსგავსად. სესილი კიბის ბაქანზე შეჩერდა, ლიუსისკენ მობრუნდა და მას ერთი,
ენითაუწერელი სილამაზით აღსავსე მზერა სტყორცნა. მიუხედავად თავისი
დახვეწილობისა, გულის სიღრმეში სესილი ასკეტი იყო და მას, შეყვარებულს,
არაფერი ისე არ შვენოდა, როგორც სიყვარულისგან განდგომა.

არასოდეს გათხოვდება – ეს ლიუსიმ სრულიად ნათლად გააცნობიერა, მის


სულში გამეფებული მღელვარების მიუხედავად. სესილს მისი სჯეროდა; ეგებ
ერთ დღეს თავადაც გაუჩნდეს საკუთარი თავის რწმენა. ის ისეთი ქალი უნდა
გახდეს, რომელთაც თავად ასეთი მჭევრმეტყველებით ასხამდა ხოტბას,
რომლებიც ყველაზე მეტად თავისუფლებას აფასებენ და არა კაცებს. მან უნდა
დაივიწყოს, რომ ჯორჯს უყვარს, რომ ზუსტად მან შთააგონა ეს ახალი აზრები,
რომელთა წყალობით ასე კეთილშობილურად მოიპოვა თავისუფლება, რომ
ჯორჯი... რას უბრუნდებოდა?.. სიბნელეს.

ლიუსიმ ლამპა ჩააქრო.

ფიქრი მის ამ მდგომარეობას არ შეეფერებოდა, არც გრძნობა. ლიუსიმ უარი თქვა


თავისი თავის შეცნობის ყოველგვარ მცდელობაზე და შეუერთდა წყვდიადში
მყოფთა უზარმაზარ არმიას, რომლებიც არც საკუთარ გულს უგდებენ ყურს, არც
გონებას და თავიანთ ცხოვრებას პოპულარული ფრაზებისა თუ ლოზუნგების
მიხედვით აწყობენ. ამ არმიაში ძალიან ბევრი კეთილშობილი და ღვთისმოსავი
ადამიანია. მაგრამ ისინი ერთადერთ ყველაზე მნიშვნელოვან მტერს – შინაგან
205
მტერს, საკუთარ თავს, დანებდნენ. მათ შესცოდეს ვნებებისა და ჭეშმარიტების
წინაშე და ამდენად, მათი სათნოებისკენ სწრაფვა ამაო იქნება. წლებთან ერთად
ისინი დაისჯებიან; მათ ღვთისმოსაობასა და კეთილმოსურნეობას ბზარები
გაუჩნდება, მათი მახვილგონიერება ცინიზმად იქცევა, ალტრუიზმი კი –
ფარისევლობად. სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველას დაურღვევენ სიმყუდროვეს,
და თავადაც ვერსად ჰპოვებენ სიმშვიდეს. მათ შესცოდეს ეროსსა და ათენა
პალადას და მოკავშირე ღვთაებები შურს იძიებენ მათზე, არა ზეციური ჩარევის,
არამედ ბუნების ჩვეული კანონზომიერების მეშვეობით.

ლიუსი ამ არმიას შეუერთდა მაშინ, როდესაც ჯორჯს თავი ისე მოაჩვენა, თითქოს
ის არ უყვარდა, სესილს კი ისე, თითქოს არავინ უყვარდა. ღამემ მიიღო ის,
როგორც ამ ოცდაათი წლის წინ – მის ბარტლეტი.

XVIII. ლიუსი ატყუებს მისტერ ბიბს, მისის


ჰანიჩერჩს, ფრედის და მსახურებს
„უინდი კორნერი“ არა მთის ქიმზე, არამედ რამდენიმე ასეული ფუტით დაბლა,
მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობდა, კლდის ერთ-ერთი შვერილის ძირას,
რომელიც მთას საყრდენის მაგივრობას უწევდა. შვერილის ორივე მხარეს
გადაჭიმულიყო არც ისე ღრმა ხეობები, რომლებსაც გვიმრა და ფიჭვნარი
მოსდებოდა; ხეობის მარცხენა მხარეს მიმავალი გზატკეცილი უილდისკენ
მიემართებოდა.

ყოველთვის, როდესაც მისტერ ბიბი მთაგრეხილს გადმოლახავდა და ამ


მშვენიერი ლანდშაფტის შუაგულში ჩადგმულ „უინდი კორნერს“ მოჰკრავდა
თვალს, სიცილი უტყდებოდა, იმდენად დიდებული იყო ადგილი, სახლი კი
მასთან შეუფერებელი თუ არა, მეტად ჩვეულებრივი კი ნამდვილად გახლდათ.
მისტერ ჰანიჩერჩმა კუბის ფორმას იმიტომ მიანიჭა უპირატესობა, რომ ასე
ყველაზე მეტი სარგებლის ნახვა შეეძლო. ერთადერთი ცვლილება, რაც სახლის
არქიტექტურაში მისმა ქვრივმა შეიტანა, მარტორქის რქის მოყვანილობის კოშკი
იყო, საიდანაც წვიმიანი ამინდის დროს დიასახლისს შეეძლო თვალყური
ედევნებინა ეტლებისათვის, გზაზე აღმა-დაღმა რომ მიმოდიოდნენ. სახლი,
206
მართალია, არ შეეფერებოდა გარემოს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ჯდებოდა
მასში, რადგან იქ მცხოვრებ ადამიანებს მთელი გულით უყვარდათ ლანდშაფტი,
რომლითაც სახლი იყო გარშემორტყმული. სამეზობლოში სხვა სახლები ძვირად
ღირებულმა არქიტექტორებმა ააგეს, სხვა დანარჩენთა აშენებაზე მობინადრეებმა
გულმოდგინედ იზრუნეს, მაგრამ, მიუხედავად მათი ძალისხმევისა, იქმნებოდა
შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი და წარმავალი იყო, მაშინ, როცა
„უინდი კორნერი“ ისეთი უცვლელი და მუდმივი ჩანდა, როგორც თავად ბუნების
მიერ შექმნილი სიმახინჯე. მის დანახვაზე შეიძლებოდა გაგცინებოდა, მაგრამ არ
შეკრთებოდი.

ამ ორშაბათ შუადღეს მისტერ ბიბი ველოსიპედით მოსეირნობდა, თან ერთი


პატარა ამბავი ჰქონდა მოსაყოლი. მას დებმა ალანებმა წერილი მოსწერეს.
როგორც ჩანს, ამ ჩინებულმა მოხუცმა ქალბატონებმა, რომლებმაც ვილა „სისი“
ვერ დაისაკუთრეს, გეგმები შეცვალეს და ამის ნაცვლად საბერძნეთში
მიემგზავრებოდნენ.

„რადგანაც ფლორენციამ ასეთი დადებითი გავლენა მოახდინა ჩემს საბრალო


დაზე, – წერდა მის კათრინი, – არაფერი გვიშლის ხელს, რომ ამ ზამთარს ათენს
ვესტუმროთ. რა თქმა უნდა, ათენი სარისკო გადაწყვეტილებაა; ექიმმა ხომ მას
საჭმლის მოსანელებლად სპეციალური პური დაუნიშნა, მაგრამ, ბოლოს და
ბოლოს, შეგვიძლია, პური თან წავიღოთ. თან მხოლოდ გემით და შემდეგ
მატარებლით უნდა ვიმგზავროთ. ნეტავ იქ ანგლიკანური ეკლესია თუ არის?“
წერილი შემდეგნაირად გრძელდებოდა: „არა მგონია, ათენს გავცდეთ, მაგრამ
დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ შეგიძლიათ კონსტანტინოპოლში
რომელიმე მყუდრო პანსიონატი გვირჩიოთ“.

ლიუსის ეს წერილი ეამებოდა და ღიმილი, რომლითაც მისტერ ბიბი „უინდი


კორნერს“ მიუახლოვდა, ნაწილობრივ გოგონას ეკუთვნოდა. ის უთუოდ
მიხვდებოდა, რა სასაცილო იყო ეს წერილი და ამავდროულად – რა მშვენიერი. ის
აუცილებლად შენიშნავდა ამ წერილის თავისებურ ხიბლს. მიუხედავად იმისა,
რომ გოგონა მხატვრობაში უიმედო შემთხვევა იყო და ჩაცმაშიც მოიკოჭლებდა –
ოჰ, ის ალუბლისფერი კაბა გუშინ ეკლესიაში! – ცხოვრებისეულ მშვენიერებას
უთუოდ შეამჩნევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფორტეპიანოზე ასე დაკვრას ვერ
შეძლებდა. მღვდელს მუსიკოსთა თაობაზე ერთგვარი თეორია ჰქონდა
ჩამოყალიბებული, რომლის თანახმად ისინი მეტად რთული არსებები იყვნენ და
მათ, სხვა ხელოვანებთან შედარებით, ბევრად ნაკლებად ჰქონდათ
207
გაცნობიერებული, ვინ არიან ან რა სურთ. ისინი აბნევენ საკუთარ თავსაც და
მეგობრებსაც, მათი ფსიქოლოგია კი ჯერ კიდევ შეუსწავლელი ფენომენია. ის,
რომ მისი თეორია სულ ახლახან ფაქტებით დადასტურდა, მისტერ ბიბმა ჯერ არ
იცოდა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა წინა დღის მოვლენებზე და უბრალოდ ჩაის
დასალევად მიდიოდა, ძმისშვილის მოსანახულებლად და იმის გასარკვევად,
დაინახავდა თუ არა მის ჰანიჩერჩი ორი მოხუცი ქალბატონის გადაწყვეტილებაში
– ათენი მოენახულებინათ – თავისებურ ხიბლს.

„უინდი კორნერთან“ გაჩერებული ეკიპაჟი მღვდლის სახლთან


მიახლოებისთანავე დაიძრა, შემდეგ ხრეშიან გზას გაუყვა და როცა მთავარ
გზამდე მიაღწია, უეცრად გაჩერდა. ეს ალბათ ის ცხენი იყო, რომელიც ყველას
აიძულებდა აღმართზე ასვლას, თავად რომ არ დაღლილიყო. კარი გაიღო და
ეტლიდან ორი კაცი გადმოვიდა; მისტერ ბიბმა ფრედი და სესილი იცნო.
ერთობლივი მგზავრობისთვის უცნაური წყვილი იყო, მაგრამ მერე მღვდელმა
მეეტლის ფეხებთან ჩემოდანი შეამჩნია. სესილი, რომელსაც შლაპა ეხურა,
ალბათ, მიემგზავრებოდა, ფრედი კი, კეპით, როგორც ჩანდა, მას სადგურამდე
აცილებდა. ისინი სწრაფად მიდიოდნენ, მოკლეზე ჭრიდნენ გზას და მთის
წვერსაც მიაღწიეს, როდესაც ეტლი ჯერ კიდევ მიხვეულ-მოხვეულ გზას
მიუყვებოდა.

კაცებმა ხელი ჩამოართვეს მღვდელს, მაგრამ კრინტი არ დაუძრავთ.

– გადაწყვიტეთ, ცოტა ხნით დაგვტოვოთ, მისტერ ვაიზ? – ჰკითხა მღვდელმა.

სესილი დაეთანხმა, ფრედი კი განზე გადგა.

– თქვენთან მოვდიოდი, მის ჰანიჩერჩის მეგობრების ამ არაჩვეულებრივი


წერილის საჩვენებლად, – დაიწყო მღვდელმა და წერილიდან რამდენიმე
ამონარიდი წაიკითხა, – მშვენიერია, არა? რა რომანტიკაა! ისინი აუცილებლად
წავლენ კონსტანტინოპოლში. ისეთ ხაფანგში აღმოჩნდნენ, რომელსაც თავს
ვეღარ დააღწევენ. ალბათ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გამოუვათ.

სესილი თავაზიანად უსმენდა და უთხრა, რომ ლიუსის ეს ამბავი აუცილებლად


დააინტერესებდა და გაართობდა.

– რა ახირებული რამაა რომანტიკა! ახალგაზრდებში ეს არასდროს შემიმჩნევია,


თქვენ ხომ ჩოგბურთის თამაშის გარდა არაფერს აკეთებთ. თქვენ ამბობთ, რომ
რომანტიკა მკვდარია, მაშინ, როცა დები ალანები მთელი ძალით იბრძვიან
208
საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად. „რაიმე მყუდრო პანსიონატი
კონსტანტინოპოლში“! ასე ზრდილობის გამო მწერენ, გულის სიღრმეში კი სურთ
პანსიონატი ჯადოსნური ფანჯრებით, რომლებიც ჯადოსნური კუნძულების
ნაპირებთან ხიფათით აღსავსე ოკეანის მოქცევას გადაჰყურებენ! [ნაწყვეტი
ინგლისელი პოეტის ჯონ კიტსის ლექსიდან „ოდა ბულბულს“.] დებ ალანებს
ჩვეულებრივი პანსიონატი არ დააკმაყოფილებთ. მათ თვით კიტსის [ჯონ კიტსი
(1795-1821) – ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი.] პანსიონატი სურთ.

– ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მისტერ ბიბ, – ჩაერია ფრედი, – მაგრამ


შემთხვევით ასანთი ხომ არ გაქვთ?

– მე მაქვს, – უპასუხა სესილმა და მღვდელს არ გამოჰპარვია, რომ ის ამჯერად


ფრედის მიმართ შედარებით კეთილგანწყობილი იყო.

– თქვენ არასდროს შეხვედრიხართ დებ ალანებს, მისტერ ვაიზ? – ჰკითხა მისტერ


ბიბმა.

– არა, – უპასუხა სესილმა.

– მაშინ თქვენ ვერ ჩასწვდებით საბერძნეთში მოგზაურობის მთელ ამ ხიბლს. მე


თვითონ არასდროს ვყოფილვარ საბერძნეთში, არც ვაპირებ და ვერ წამომიდგენია
ჩემი მეგობრებიდან ვინმე გაემგზავროს. ჩვენი გაქანების ადამიანებისთვის
საბერძნეთი მეტისმეტად დიდი რამაა. არ მეთანხმებით? იტალიას კიდევ
შეიძლება გავუმკლავდეთ. იტალია ეპიკურია, მაგრამ საბერძნეთი ღვთაებრივია,
ან სატანური – ზუსტად არ ვიცი, რომელი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი
პროვინციული მსოფლმხედველობის ფარგლებს სცდება. კარგი, ფრედი, არ
ვცდილობ ჭკვიან კაცად მოგაჩვენოთ თავი, ამ იდეასაც სხვას დავესესხე, მომეცი
ასანთი, როცა შენს საქმეს მორჩები.

მღვდელმა სიგარეტს მოუკიდა და გააგრძელა:

– აი, რას ვამბობდი: თუ ჩვენს პატარა, საცოდავ კოკნის ცხოვრებას რაიმე ფონი
უნდა ჰქონდეს, დაე, ეს იტალია იყოს. ის საკმაოდ დიადია. მე სიქსტეს კაპელას
ჭერიც დამაკმაყოფილებდა. მისი კონტრასტები შემიძლია გავითავისო, მაგრამ
არა – პართენონი, ფიდიასის ფრიზები! აი, თქვენი ეტლიც.

– სავსებით მართალი ბრძანდებით, – უპასუხა სესილმა, – საბერძნეთი ჩვენი


გაქანების ადამიანებისთვის არ არის.

209
სესილი ეტლში ჩაჯდა, ფრედიმ თავი დაუკრა მღვდელს და ისიც სესილს მიჰყვა.
მაგრამ ათეული იარდიც არ ჰქონდათ გავლილი, რომ ფრედი ეტლიდან ჩამოხტა
სესილის ასანთისათვის, რომელიც მისტერ ბიბს შერჩა ხელში. მან მღვდელს
ასანთი გამოართვა და უთხრა:

– კიდევ კარგი, რომ მხოლოდ წიგნებზე ილაპარაკეთ. სესილი დარდისგან


განადგურებულია. ლიუსიმ ცოლობაზე უარი უთხრა. ამდენი ჩემს დაზე რომ
გელაპარაკათ, ალბათ ვერ გაუძლებდა.

– კი მაგრამ, როდის...

– წუხელ, გვიან ღამით. უნდა წავიდე.

– იქნებ, არ ღირს თქვენთან ჩასვლა?

– არა, მიდით. ნახვამდის!

„მადლობა ღმერთს! – გაიფიქრა მისტერ ბიბმა და ველოსიპედის დასაჯდომს


კმაყოფილმა დაჰკრა ხელი, – ეს იყო ერთადერთი სისულელე, რომელიც ლიუსიმ
ჩაიდინა. რა ბედნიერებაა სესილის თავიდან მოცილება!“

ცოტაოდენი ფიქრის მერე მღვდელი გულდამშვიდებული ჩაუყვა „უინდი


კორნერისკენ“ მიმავალ დაღმართს. სახლი ისევ ისეთი იყო, როგორც ყოველთვის –
სესილის პრეტენზიული სამყაროსგან სამუდამოდ მოკვეთილი.

მის მინი ბაღში ეგულებოდა.

სასტუმრო ოთახში ლიუსი მოცარტის სონატას უკრავდა. მისტერ ბიბი ოდნავ


შეყოყმანდა – ხომ არ შესულიყო მასთან, მაგრამ ბოლოს მაინც ბაღში ჩავიდა. იქ
მგლოვიარეთა საზოგადოება დახვდა. ქარიანი დღე იყო, უამინდობას გეორგინები
ემსხვერპლა, სულ დაემტვრია. აშკარად გაღიზიანებული და წყობიდან
გამოსული მისის ჰანიჩერჩი ცდილობდა, ისინი სარებით გაემაგრებინა. ამ
საქმიანობისთვის შეუფერებლად ჩაცმული მის ბარტლეტი დახმარებას
სთავაზობდა, მაგრამ ამით ხელს უშლიდა და ფეხებში ებლანდებოდა. ოდნავ
მოშორებით მინი და მებაღის დამხმარე ბავშვი იდგნენ, ხელში დაგრეხილი
ლაფნისგან დაწნული თოკის თითო ბოლო ეჭირათ.

– გამარჯობა, მისტერ ბიბ! ღმერთო, რა არეულობაა! შეხედეთ ჩემს მეწამულ


პომპონებს

210
[პომპონი – გეორგინის ერთ-ერთი სახეობა.], ქარი კაბის კალთებს გვიფრიალებს,
მიწა კი ისეა გამაგრებული, რომ სარსაც ვერ ჩაარჭობ, და ეტლიც მაინდამაინც
ახლა უნდა წასულიყო, როცა პაუელის დახმარების იმედი მქონდა, რომელსაც –
დასაფასებელი უნდა დავუფასო – მართლაც ეხერხება გეორგინების ახვევა-
გამაგრება.

აშკარა იყო, მომხდარს მისის ჰანიჩერჩი გაენადგურებინა.

– გამარჯობა, – მიესალმა მის ბარტლეტი მრავალმნიშვნელოვანი


გამომეტყველებით, რომელიც, სავარუდოდ, იმაზე მიანიშნებდა, რომ
შემოდგომის ქარიშხალმა არამხოლოდ გეორგინები გაანადგურა.

– ლენი, მომაწოდე ლაფანი! – გასძახა მისის ჰანიჩერჩმა მებაღის დამხმარეს.


ბავშვი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იყო ლაფანი, შიშისაგან
ზარდაცემული, ადგილზე გაშეშებულიყო. მინი ჩუმად მივიდა ბიძასთან და
ჩაუჩურჩულა, დღეს ყველა უხასიათოდაა და ჩემი ბრალი არ არის, გეორგინების
ასახვევი თოკები რომ სიგრძეზე იხვევა და არა სიგანეზეო.

– წამო, სასეირნოდ წავიდეთ, – უთხრა მღვდელმა ძმისშვილს, – ყველას იმდენად


აქვს მოშლილი ნერვები, მეტის ატანა აღარ შუძლიათ. მისის ჰანიჩერჩ, ისე
შემოგიარეთ. შეიძლება, მინი ტავერნა „ბიჰაივში“ [„ბიჰაივი“ – Beehive (ინგლ.) –
ფუტკრის სკა.] წავიყვანო ჩაის დასალევად?

– ოჰ, აპირებთ? დიახ, წადით. არა, მაკრატელი არ მჭირდება, შარლოტ, როცა


ორივე ხელი უკვე დაკავებული მაქვს... მგონი, ფორთოხლისფერი კაქტუსიც
დაიღუპება, სანამ იქამდე მივაღწევ.

მისტერ ბიბმა, რომელიც სიტუაციის განმუხტვის სპეციალისტი იყო, მის


ბარტლეტს შესთავაზა, მასა და მინის შეერთებოდა ამ თავშესაქცევი
გასეირნებისას.

– ჰო, შარლოტ, წადი... არ მჭირდები... მიდი, წადი. რატომ უნდა დარჩე? არც
სახლშია რაიმე გასაკეთებელი და არც გარეთ.

მის ბარტლეტმა დაიჩემა, რომ მისი მოვალეობა გეორგინების კლუმბებთან


დარჩენა იყო, და მხოლოდ მაშინ, როცა, მინის გარდა, ყველა

წყობიდან გამოიყვანა თავისი უარით, დათანხმდა მიპატიჟებას, რითაც ამჯერად


უკვე მინიც გამოიყვანა წყობიდან. ბაღიდან რომ გადიოდნენ, ნახეს, რომ
211
ფორთოხლისფერი კაქტუსიც მოტეხილიყო და ბოლო სურათი, რომელიც მისტერ
ბიბმა დაინახა, იყო მებაღის დამხმარე ბავშვი, რომელსაც მცენარე სატრფოსავით
გულში ჩაეკრა, მისი შავგვრემანი თავი კი გაფურჩქნულ კვირტებში
ჩამალულიყო.

– რა საშინელებაა ყვავილების ასე გაპარტახება! – შენიშნა მღვდელმა.

– საშინელებაა, როცა ერთ წამში ნადგურდება იმედი, რომლითაც თვეების


განმავლობაში საზრდოობდი, – განაცხადა მის ბარტლეტმა.

– მის ჰანიჩერჩი დედამისთან ხომ არ გავგზავნოთ? თუ ჩვენთან ერთად წამოვა?

– ვფიქრობ, აჯობებს, ლიუსი საკუთარ თავთან მარტო დავტოვოთ.

– ისინი მის ჰანიჩერჩზე გაბრაზებულები არიან, – ჩასჩურჩულა მინიმ, – იმიტომ,


რომ საუზმეზე დააგვიანა. მისტერ ფლოიდი წავიდა, მისტერ ვაიზიც, ფრედის
კიდევ ჩემთან თამაში არ უნდა. იცით რა, ბიძია ართურ, სახლი გუშინდელს მერე
სულ სხვანაირი გახდა.

– გეყოფა სიბრძნის ფრქვევა, – უთხრა ბიძია ართურმა, – წადი, ფეხზე ჩაიცვი.

მღვდელი სასტუმრო ოთახში შევიდა, სადაც ლიუსი კვლავ ყურადღებით


ცდილობდა მოცარტის სონატების დაკვრას. მისი შესვლისთანავე გოგონამ
დაკვრა შეწყვიტა.

– გამარჯობა! მის ბარტლეტი და მინი ჩემთან ერთად ჩაის დასალევად მოდიან


„ბიჰაივში“. ხომ არ შემოგვიერთდებით?

– არა მგონია, გმადლობთ.

– ასეც ვფიქრობდი, რომ დარჩენას ამჯობინებდით.

ლიუსი კვლავ ფორტეპიანოს მიუბრუნდა და რამდენიმე აკორდი აიღო.

– რა მშვენიერია ეს სონატები! – თქვა მისტერ ბიბმა, რომელსაც გულის სიღრმეში


ისინი უმნიშვნელო სისულელეებად მიაჩნდა.

ლიუსიმ შუმანის დაკვრა დაიწყო.

– მის ჰანიჩერჩ!

– დიახ.

212
– ისინი გორაკთან შემხვდნენ. თქვენმა ძმამ მითხრა.

– მართლა?

გოგონას ხმაში გაღიზიანება იგრძნობოდა. მისტერ ბიბს გული ეტკინა – ეგონა,


რომ ლიუსი ამ ამბის მისთვის გაზიარებას მოინდომებდა.

– ალბათ, საჭირო არ არის იმის თქმა, რომ ჩემგან ეს ამბავი არ გავა.

– დედა, სესილი, შარლოტი, ფრედი, თქვენ, – ჩაილაპარაკა ლიუსიმ და


თითოეული სახელის წარმოთქმისას თითო ნოტს იღებდა. მერე მეექვსე ნოტი
აიღო.

– ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ძალიან მახარებს ის, რაც მოხდა და სრულიად


დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მოიქეცით.

– იმედი მქონდა, რომ სხვებიც ასე იფიქრებდნენ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

– ალბათ, მის ბარტლეტს მიაჩნია, რომ გონივრულად არ მოიქეცით?

– დედაც ასე ფიქრობს. ძალიან გაბრაზებულია.

– ვწუხვარ, – გრძნობით წარმოთქვა მისტერ ბიბმა.

მისის ჰანიჩერჩი, რომელიც ვერ იტანდა ცვლილებებს, მართლაც გაბრაზებული


იყო, მაგრამ არა იმდენად, როგორც ამას მისი ქალიშვილი მღვდელს უხატავდა.

ლიუსის მხრიდან ეს მხოლოდ ხრიკი იყო იმისათვის, რომ თავისი დარდი


გაემართლებინა. ხრიკი, რომელიც თავადაც არ ჰქონდა გაცნობიერებული, რადგან
ის წყვდიადში მყოფთა არმიას შეერთებოდა.

– ფრედიც გაბრაზებულია.

– მაგრამ ფრედი და მისტერ ვაიზი დიდად ვერ უგებდნენ ერთმანეთს, ხომ ასეა?
როგორც მახსოვს, ის უკმაყოფილო იყო თქვენი ნიშნობით, ეგონა, რომ მისტერ
ვაიზი თქვენ შორის ჩადგებოდა.

– ბიჭები ასეთი უცნაურები არიან.

ზედა სართულიდან მინისა და მის ბარტლეტის კამათი ისმოდა. როგორც ჩანს,


„ბიჰაივში“ ჩაის დასალევად წასვლა მთელი აღკაზმულობის გამოცვლას
საჭიროებდა. მისტერ ბიბმა შეამჩნია, რომ ლიუსის არ სურდა თავისი საქციელის

213
განხილვა – რაც სავსებით გასაგები იყო – ამიტომაც, გულწრფელი სიმპათიის
გამოხატვის შემდეგ, მღვდელმა თქვა:

– ყოვლად აბსურდული წერილი მივიღე მის ალანისგან. სწორედ ამის გამო


გესტუმრეთ. ვიფიქრე, რომ ყველას გაგახალისებდათ.

– რა სასიამოვნოა, – უსიცოცხლოდ მიუგო ლიუსიმ.

მღვდელმა წერილის კითხვა დაიწყო, მხოლოდ იმიტომ, რომ უქმად არ


მჯდარიყო. მაგრამ რამდენიმე წინადადების გაგონების შემდეგ ლიუსი
გამოცოცხლდა და მღვდელს კითხვა გააწყვეტინა:

– საზღვარგარეთ მიემგზავრებიან? როდის?

– შემდეგ კვირას, როგორც გავიგე.

– ფრედის არ უთქვამს, შინ დაბრუნებას აპირებდა თუ არა?

– არა.

– იმედი მაქვს, საჭორაოდ არ აპირებს წასვლას.

ესე იგი, გოგონას მაინც სურდა გაუქმებული ნიშნობის შესახებ ლაპარაკი.


დახმარებისთვის ყოველთვის მზად მყოფმა მისტერ ბიბმა წერილი გადადო.
მაგრამ ლიუსიმ ხმამაღლა წამოიძახა:

– ოჰ, კიდევ მომიყევით დები ალანების შესახებ! რა შესანიშნავია, რომ ისინი


საზღვარგარეთ მიემგზავრებიან!

– მე შევთავაზე, ვენეციიდან დაეწყოთ და სატვირთო გემით ილირიის სანაპიროს


გაჰყოლოდნენ.

ლიუსიმ გულიანად გაიცინა.

– ჩინებულია! ნეტავ თან წამიყვანონ!

– ნუთუ იტალიამ მოგზაურობის ციებ-ცხელებით დაგაავადათ? შესაძლოა, ჯორჯ


ემერსონი მართალია, როცა ამბობს, რომ იტალია ბედისწერის ევფემიზმია.

– ოჰ, იტალიამ კი არა, კონსტანტინოპოლმა. ყოველთვის მინდოდა


კონსტანტინოპოლში წასვლა. კონსტანტინოპოლი, ფაქტობრივად, აზიაა, არა?

214
მისტერ ბიბმა შეახსენა, რომ კონსტანტინოპოლში ჩასვლა ნაკლებ სავარაუდო
იყო, მის ალანები ჯერჯერობით მხოლოდ ათენს უმიზნებდნენ და შესაძლოა
„დელფოსაც, თუ გზები უსაფრთხო იქნებოდა“. მაგრამ ამან ლიუსის ენთუზიაზმი
ვერ დააცხრო. მას, როგორც ჩანდა, საბერძნეთში წასვლა კიდევ უფრო მეტად
მოუნდა. მღვდელი, მისდა გასაოცრად, მიხვდა, რომ გოგონა სრულიად
სერიოზულად ლაპარაკობდა.

– არ ვიცოდი, რომ თქვენ და დები ალანები ვილა „სისის“ ამბის შემდეგ კიდევ
მეგობრობდით.

– ოჰ, ეგ არაფერია, ვილა „სისი“ საერთოდ გადამავიწყდა; ყველაფერს გავიღებდი,


მათთან ერთად წასვლა რომ შემეძლოს.

– მაგრამ დედათქვენი გადაიტანს ასე მალე თქვენთან განშორებას? სამი თვეც არ


გასულა, რაც სახლში დაბრუნდით.

– უნდა შეძლოს! – წამოიძახა აღგზნებულმა ლიუსიმ, – უნდა გავემგზავრო. ეს,


უბრალოდ, აუცილებელია.

გოგონამ ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი.

– თქვენ რა, ვერ ხვდებით, როგორ მჭირდება წასვლა? თავიდან არ მესმოდა... თან
ისე მინდა კონსტანტინოპოლის ნახვა...

– გინდათ თქვათ, რომ ნიშნობის ჩაშლის შემდეგ, თავს გრძნობთ...

– დიახ, დიახ. ვიცოდი, რომ გამიგებდით.

მისტერ ბიბს მთლად კარგად არ ესმოდა, რატომ არ შეეძლო მის ჰანიჩერჩს


ახლობლებში, ოჯახურ წრეში მოეპოვებინა შვება. სესილი, როგორც ჩანს,
ღირსეულად შეხვდა ქალიშვილის გადაწყვეტილებას და მას თავს არ
მოაბეზრებდა. მერე მღვდელი მიხვდა, რომ ლიუსის თავად ოჯახი არ აძლევდა
მოსვენებას. მან ლიუსის ამაზე სიტყვა გადაუკრა და ისიც ენთუზიაზმით
დაეთანხმა.

– ზუსტად ასეა! კონსტანტინოპოლში გავემგზავრები, სანამ ისინი მომხდარს


შეეგუებიან და ყველაფერი მიწყნარდება.

– ეს ამბავი, ალბათ, ძნელი გადატანი იყო, – რბილად უთხრა მღვდელმა.

215
– არა, სულაც არა! სესილი ძალიან კარგად მოიქცა. უბრალოდ... სრული სიმართლე
უნდა გითხრათ, რადგან ნაწილი უკვე იცით: მას ისეთი მბრძანებლური ხასიათი
აქვს! მივხვდი, რომ ისე ცხოვრების საშუალებას არ მომცემდა, როგორც მე
მსურდა. სესილს უნდოდა, ჩემი ისეთი მხარეები გამოესწორებინა, რომლებსაც,
უბრალოდ, ვერ გამოასწორებ. სესილი ქალს საშუალებას არ მისცემს, თავად
მიიღოს გადაწყვეტილება, ამას ვერ გაბედავს. რა სისულელეებს გეუბნებით!
მაგრამ მართლა ასეა.

– სწორედ ამ დასკვამდე მივედი მეც, როცა მისტერ ვაიზს ვაკვირდებოდი და ეს


სრულად ემთხვევა იმასაც, რაც თქვენ შესახებ ვიცი. სრულიად გეთანხმებით და
გულწრფელად თანაგიგრძნობთ. იმდენად გეთანხმებით, რომ ერთი პატარა
შენიშვნის ნება უნდა დამრთოთ: ღირს კი ეს ყველაფერი საბერძნეთში
გაქცევად?!

– მაგრამ სადმე უნდა წავიდე! – წამოიძახა გოგონამ, – მთელი დილა ამაზე


ვნერვიულობდი და, აი, შესაძლებლობაც გამოჩნდა, – ლიუსი მუშტებს
მუხლებზე ირტყამდა და იმეორებდა: – უნდა წავიდე! უნდა წავიდე! დედაჩემთან
ერთად სახლში დარჩენა გამიჭირდება მას მერე, რაც ზაფხულში ამდენი ფული
დამახარჯა. თქვენ ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვთ ჩემზე! არა მგონია, ამას
ვიმსახურებდე.

ამ დროს ოთახში მის ბარტლეტი შემოვიდა და ლიუსიმ კიდევ უფრო ნერვიულად


წამოიძახა:

– უნდა გავემგზავრო და რაც შეიძლება შორს. საკუთარ თავში უნდა გავერკვე და


იმაში, თუ სად მინდა წასვლა.

– წამოდით, ჩაი, ჩაი, ჩაი! – დაუძახა მისტერ ბიბმა თავის თანამგზავრებს და


ისინი ფართხაფურთხით გარეთ გაიყვანა. იმდენად სწრაფად მოახერხა ეს, რომ
ქუდი ოთახში დარჩა. როდესაც უკან მიბრუნდა, მისდა გასაკვირად, ისევ
მოცარტის სონატის ხმა შემოესმა.

– ისევ უკრავს, – უთხრა მღვდელმა მის ბარტლეტს.

– ლიუსი ყოველთვის უკრავს, – იყო გესლიანი პასუხი.

– რა კარგია, რომ ასე შეუძლია გულის გადაყოლება, – ჩაილაპარაკა მისტერ ბიბმა,


– ცხადია, ძალიან შეწუხებულია, ასეც უნდა იყოს. ყველაფერი ვიცი. ქორწილი ისე

216
ახლოს იყო, რომ ალბათ საკმაოდ დიდი შინაგანი ბრძოლის გადატანა მოუხდა,
სანამ ხმის ამოღებას შეძლებდა.

მის ბარტლეტი თითქოს შეკრთა, მღვდელი კი საკამათოდ მოემზადა. ის


ვერაფრით ჩასწვდა მის ბარტლეტის ხასიათს. ის ჯერ კიდევ ფლორენციაში
ხვდებოდა, რომ „მას შეეძლო უცნაურობის უაზრო, მაგრამ უცნობი სიღრმეები
გამოემჟღავნებინა“. შარლოტი იმდენად არაკეთილგანწყობილი იყო, რომ
ნამდვილად შეიძლებოდა მასზე დაყრდნობა. ამგვარ დასკვნამდე მისულმა
მღვდელმა უყოყმანოდ წამოიწყო ლიუსის საქციელის შესახებ ლაპარაკი.
საბედნიეროდ, მინი ამ დროს გვიმრის ფოთლებს აგროვებდა.

შარლოტმა მსჯელობა შემდეგი სიტყვებით დაიწყო:

– უმჯობესია, ამ თემას არ შევეხოთ.

– კი მაგრამ, რატომ?

– უმნიშვნელოვანესია, რომ სამერ სტრიტზე ხმები არ გავრცელდეს. ამ დროს


მისტერ ვაიზის უარყოფის შესახებ ჭორები შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.

მისტერ ბიბმა წარბები ასწია. „დამღუპველი“ ძალიან მძაფრი სიტყვა იყო,


ზედმეტად მძაფრიც კი. აქ ხომ ტრაგედია არ გათამაშებულა.

– რა თქმა უნდა, მის ჰანიჩერჩი მაშინ გაახმაურებს ამ ამბავს, როცა თვითონ


ჩათვლის საჭიროდ. ფრედიმ მხოლოდ იმიტომ მითხრა, რომ იცოდა, ლიუსის არ
ეწყინებოდა, – თქვა მან.

– ვიცი, – უპასუხა მის ბარტლეტმა თავაზიანად, – მიუხედავად ამისა, ფრედის


მაინც არ უნდა ეთქვა თქვენთვის. მსგავს სიტუაციაში სიფრთხილეს თავი არ
სტკივა.

– სრულიად გეთანხმებით.

– ამიტომაც მოვითხოვ სრულ გასაიდუმლოებას. შემთხვევით ნათქვამი სიტყვა


ლაყბობის მოყვარულ მეგობართან და...

მღვდელი კარგად იცნობდა ამ ნერვიულ შინაბერა ქალბატონებს და იცოდა, რა


გაზვიადებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ისინი სიტყვებს. სამრევლოს მღვდელი
უმნიშვნელო საიდუმლოების, ნდობისა და გაფრთხილებების ქსელში ცხოვრობს
და რაც უფრო ბრძენია, მით უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს მათ. პასტორი
217
ასეთ შემთხვევაში თემას ცვლის, მისტერ ბიბიც სწორედ ასე მოიქცა და
მხიარულად წამოიწყო:

– რამე ხომ არ გსმენიათ „ბერტოლინიში“ შეძენილი ჩვენი მეგობრებისგან?


როგორც ვიცი, მის ლევიშთან ურთიერთობა გააგრძელეთ. რა უცნაურია, რომ
იტალიაში შემთხვევით შეხვედრილი ადამიანების ცხოვრება ასე დაუკავშირდა
ერთმანეთს, არა? ორი, სამი, ოთხი, ექვსი ჩვენგანი... არა, რვა, ემერსონების
ჩათვლით, ასე თუ ისე, ერთმანეთთან ურთიერთობას ინარჩუნებს. სინიორა
ბერტოლინი ნამდვილად იმსახურებს ჩვენგან საჩუქარს პატივისცემის ნიშნად.

მის ბარტლეტს არ მოეწონა მიმართულება, საითაც მღვდელმა დიალოგი წაიყვანა


და ამიტომ დანარჩენი გზა სიჩუმეში გაიარეს, რომელსაც ხანდახან თავად მისტერ
ბიბი არღვევდა, როცა რომელიმე იშვიათი სახის გვიმრას შეამჩნევდა. მწვერვალს
რომ მიაღწიეს, შეჩერდნენ. ერთი საათი გავიდა მას მერე, რაც მისტერ ბიბი
ზუსტად ამ ადგილას გაჩერდა. ცა უკვე მოქუფრულიყო და არემარეს ტრაგიკულ
სიდიადეს სძენდა, რაც სულაც არ იყო დამახასიათებელი სარის საგრაფოს
პეიზაჟებისთვის. შავი ღრუბლები ფლეთდნენ თეთრ ღრუბელთა ქულებს,
რომლებიც იწელებოდნენ და ნელ-ნელა ნაკუწებად იქცეოდნენ, სანამ მათ შორის
ცის სილურჯემ არ გამოანათა. ზაფხული უკან იხევდა. ქარი ღმუოდა, ხეები
კვნესოდნენ და მაინც, ეს ხმაური ვერ ასახავდა იმ ძლიერ ძვრებს, რაც ცაში
ხდებოდა. ამინდი იცვლებოდა; ამინდი შეიცვალა და ზეციური არტილერიის ხმა
უკვე არაამქვეყნიურ კი არა, ქარის ზუზუნისა და ხეების კვნესის ერთობ
ჩვეულებრივ აკომპანემენტად ისმოდა. მისტერ ბიბმა მზერა „უინდი კორნერზე“
შეაჩერა, სადაც ლიუსი მოცარტის სონატას უკრავდა. მღვდელს არ გაღიმებია, ისე
შეცვალა სალაპარაკო თემა:

– არ იწვიმებს, მაგრამ ჩამობნელდება, ჯობია ვიჩქაროთ. გუშინ ღამით საშინელი


უკუნეთი ჩამოწვა.

ხუთი საათისთვის მათ ტავერნა „ბიჰაივს“ მიაღწიეს. ამ სასიამოვნო ადგილს


ჰქონდა ვერანდა, სადაც ახალგაზრდებსა და წინდაუხედავებს უყვარდათ ჯდომა,
ხოლო უფრო მოწიფული ასაკის სტუმრები უხეშად შელესილ, მყუდრო ოთახში,
კომფორტულად ამჯობინებდნენ ჩაის დალევას. მისტერ ბიბი მიხვდა, რომ მის
ბარტლეტს გარეთ შესცივდებოდა, მინის კი შიგნით მოსწყინდებოდა, ამიტომაც
მათ ძალების გადანაწილება შესთავაზა. ისინი ფანჯრიდან მიაწვდიდნენ ბავშვს

218
საჭმელს. ამგვარად, სრულიად შემთხვევით, მღვდელს ისევ მიეცა საშუალება,
ლიუსის ბედ-იღბალი განეხილა.

– ვიფიქრე, – დაიწყო მღვდელმა, – რომ შეგვიძლია ჩვენს ძველ საუბარს


მივუბრუნდეთ ლიუსის შესახებ, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით.

მის ბარტლეტმა თავი დაუქნია.

– არც ერთი სიტყვა წარსულის შესახებ, – გააგრძელა მისტერ ბიბმა, – მე ცოტა რამ
ვიცი წარსულზე და ნაკლებადაც მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ეს თქვენი
ბიძაშვილის დამსახურებაა. ის მაღალი იდეალების შესაბამისად, სწორად მოიქცა
და მხოლოდ საკუთარმა თავმდაბლობამ ათქმევინა, რომ ჩვენ მასზე მეტისმეტად
დიდი წარმოდგენა გვაქვს. და მაინც, მომავალზე რას ფიქრობთ? ან მისი
საბერძნეთში გამგზავრების გეგმაზე?

მისტერ ბიბმა კვლავ ამოიღო წერილი.

– არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ თქვენი ბიძაშვილი აპირებს, დები ალანების


გიჟურ წამოწყებას შეუერთდეს. ეს ყველაფერი... არც კი ვიცი, როგორ ავხსნა,
რაღაცნაირად, არასწორი მგონია.

მის ბარტლეტმა ჩუმად გადაიკითხა წერილი, გვერდზე გადადო, ჩაფიქრდა და


მერე კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი.

– მე თვითონ ვერ ჩავწვდი ამ ყველაფრის აზრს, – შეაგულიანა მღვდელმა.

მისდა გასაკვირად, შარლოტმა უპასუხა:

– ამაში ვერ დაგეთანხმებით. ეს გამგზავრება ლიუსისთვის ნამდვილი ხსნა


იქნება.

– ნუთუ? და რატომ?

– მას „უინდი კორნერის“ დატოვება სურს.

– ვიცი, მაგრამ ეს სურვილი ისეთი უცნაური მეჩვენება... ეს ლიუსის სრულებით


არ ჰგავს. ასე მგონია, ამ სურვილის მიღმა გარკვეული... ეგოიზმი იმალება.

– ეს ბუნებრივი სურვილია. ასეთი მტკივნეული სცენების შემდეგ, მას გარემოს


გამოცვლა სწყურია.

219
აქ, როგორც ჩანს, მისტერ ბიბი ისეთ რაღაცას დაეჯახა, რასაც მამაკაცის
ინტელექტი ვერ სწვდება:

– თვითონაც სწორედ ამას ამბობს და რადგანაც მას მხარს კიდევ ერთი


ქალბატონი უჭერს, უნდა ვაღიარო, რომ სანახევროდ დამარწმუნეთ. ალბათ,
ცვლილება სჭირდება. მე არ მყავს დები, ანდა... და არც ისე კარგად მესმის ასეთი
რამეები. მაგრამ რა აუცილებელია ასე შორს წასვლა? ბოლოს და ბოლოს,
საბერძნეთზე ვლაპარაკობთ.

– მეც მაგას არ ვკითხულობ?! – უპასუხა მის ბარტლეტმა, რომელიც აშკარად


დაინტერესებული ჩანდა და მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკის მანერასაც თავი
ანება.

– რატომ საბერძნეთი? რა იყო, მინი, საყვარელო? ჯემი მოგაწოდო?.. რატომ არა


ტანბრიჯ უელსი? ოჰ, მისტერ ბიბ! დღეს დილით ლიუსისთან ხანგრძლივი და
მძიმე საუბარი მქონდა. არ შემიძლია, მას დავეხმარო. შესაძლოა, უკვე ზედმეტიც
ვთქვი. ხმა აღარ უნდა ამოვიღო. ექვსი თვით ჩემთან დარჩენა შევთავაზე, მაგრამ
უარი მითხრა.

მღვდელი ჩანგლით პურის ნამცეცებს ფშვნეტდა.

– რა თქმა უნდა, ჩემი გრძნობები არაფერს ნიშნავს, – გააგრძელა მის ბარტლეტმა,


– ძალიან კარგად ვიცი, რომ ლიუსის ნერვებს ვუშლი. ჩვენი მოგზაურობა
იტალიაში კატასტროფით დამთავრდა. მას ჯერ ფლორენციის დატოვება სურდა
და რომში რომ ჩავედით, აღარც იქ მოუნდა გაჩერება... და მთელი ამ დროის
განმავლობაში ვწუხდი, რომ დედამისის ფულს ვხარჯავდი...

– მოდით, მაინც მომავალს დავუბრუნდეთ, – შეაწყვეტინა შარლოტს მისტერ


ბიბმა, – თქვენი რჩევა მჭირდება.

– კარგი, – მკვახედ მოუჭრა მის ბარტლეტმა. შარლოტის ეს სრულიად ახალი სახე


უცხო იყო მღვდლისთვის, მაგრამ კარგად ნაცნობი ლიუსისთვის, – მე
აუცილებლად დავეხმარები გამგზავრებაში... თქვენ?

მისტერ ბიბმა სიტუაცია აწონ-დაწონა.

– ეს აუცილებელია, – თქვა შარლოტმა. პირბადე ჩამოიფარა და ჩურჩულით


გააგრძელა, მაგრამ მის ხმაში ისეთი ემოცია და დაძაბულობა იგრძნობოდა, რომ
მღვდელი გაოცდა, – მე ვიცი, ვიცი.
220
ჩამობნელდა და მისტერ ბიბს მოეჩვენა, რომ ამ უცნაურმა ქალმა მართლა რაღაც
იცოდა.

– ის აქ ერთი წუთითაც არ უნდა გაჩერდეს, ჩვენ საიდუმლო უნდა შევინახოთ,


სანამ არ წავა. ასე მგონია, მსახურებმა არაფერი იციან. შემდეგ... მაგრამ მგონი,
უკვე ზედმეტად ბევრი ვილაპარაკე. ოღონდ, მარტო მე და ლიუსი მისის
ჰანიჩერჩის წინაშე უძლურნი ვართ. თქვენ თუ დაგვეხმარებით, შეიძლება
წარმატებას მივაღწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში...

– წინააღმდეგ შემთხვევაში?

– წინააღმდეგ შემთხვევაში, – გაიმეორა მის ბარტლეტმა ისე, თითქოს თვით ამ


სიტყვებით ყველაფერი იყო ნათქვამი.

– დიახ, დავეხმარები, – უპასუხა მღვდელმა და მტკიცედ გადაწყვიტა, ასეც


მოქცეულიყო, – წამოდით, წავიდეთ და ეს ამბავი მოვაგვაროთ.

მის ბარტლეტი მადლიერების მაღალფარდოვან გამოხატულებად იქცა. მის


სიტყვებს თან ტავერნის აბრის ჭრიალი ერთვოდა; აბრაზე ფუტკრის სკის
გარშემო კოხტა არშიად შემოვლებული ფუტკრები გამოესახათ. მისტერ ბიბს
მთლად კარგად არ ესმოდა შექმნილი ვითარება და არც ცდილობდა გაგებას, არც
„სხვა კაცის“ არსებობა დაუსკვნია, რასაც უფრო უხამსი გონების პატრონი
აუცილებლად გაიფიქრებდა. ის მხოლოდ გრძნობდა, რომ მის ბარტლეტმა იცოდა
გარკვეული ბუნდოვანი გავლენის შესახებ, რომლისგანაც გოგონას
გათავისუფლება სურდა, და, რომელსაც, სავარაუდოდ, ხორციელი ფორმა
ჰქონდა. სწორედ ამ გავლენის ბუნდოვანებამ გააღვიძა მასში რაინდული
სულისკვეთება. მისი თავშეკავებული რწმენა დაუქორწინებლობისა –
კულტურისა და შემწყნარებლობის სარჩულის ქვეშ რომ დამალულიყო – ახლა
ზედაპირზე ამოტივტივდა და ფაქიზი ყვავილივით გაიფურჩქნა. „ისინი, ვინც
ქორწინდებიან, კარგს სჩადიან, მაგრამ ვინც არ ქორწინდება – კიდევ უკეთესს“ –
სწამდა მღვდელს და როდესაც იგებდა ვინმეს ჩაშლილი ნიშნობის შესახებ,
ყოველთვის ერთგვარ მსუბუქ სიამოვნებას გრძნობდა. ლიუსის შემთხვევაში ეს
გრძნობა ორმაგდებოდა, რადგან მას სესილი გულზე არ ეხატებოდა. მისტერ ბიბს
სურდა, უფრო შორს წასულიყო, ყველანაირი საფრთხე თავიდან აეცილებინა
ქალიშვილისთვის იქამდე, სანამ ის თავად არ დარწმუნდებოდა საკუთარ
გადაწყვეტილებაში – ქალწულობა შეენარჩუნებინა. ეს ძალიან ფაქიზი გრძნობა
იყო და მას დოგმასთან არაფერი ჰქონდა საერთო, და მღვდელს არასდროს
221
დაუკავშირებია ის სხვა პერსონაჟებთან, რომლებიც ამ ხათაბალაში
გაბმულიყვნენ. მიუხედავად ამისა, ეს გრძნობა არსებობდა და სწორედ ამან
უბიძგა მღვდელს შემდგომში ასე ემოქმედა და სხვების ქმედებებზე მოეხდინა
გავლენა. კავშირი, რომელიც მან მის ბარტლეტთან შეკრა, არამხოლოდ ლიუსის,
არამედ რელიგიასაც უნდა დახმარებოდა.

სიბნელით მოცული, რუხი ფერებით შეღებილი მიდამოს გავლით ისინი


სახლისკენ გაემართნენ. მისტერ ბიბი სხვადასხვა თემაზე ესაუბრებოდა
შარლოტს: ემერსონებს ახალი შინამოსამსახურე სჭირდებოდათ, მსახურები,
იტალიელი მსახურები, რომანები იტალიის შესახებ, ტენდენციური რომანები,
შეუძლია ლიტერატურას გავლენა მოახდინოს ცხოვრებაზე? შორს „უინდი
კორნერის“ შუქი ციალებდა. მისის ჰანიჩერჩი, რომელსაც ამჯერად ფრედი
ეხმარებოდა, კვლავ თავისი ყვავილების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა.

– უკვე ძალიან მალე ბნელდება, – დაიჩივლა ქალმა, – აი, რა მოსდევს


გადადებულ საქმეს. უნდა გვცოდნოდა, რომ ამინდი მალე გაფუჭდებოდა; ახლა
კიდევ ლიუსის საბერძნეთში წასვლა უნდა. არ ვიცი, საით მიექანება სამყარო!

– მისის ჰანიჩერჩ, – წამოიწყო მღვდელმა, – ის აუცილებლად უნდა გაემგზავროს


საბერძნეთში. შევიდეთ სახლში და მისი გეგმები განვიხილოთ. ჰო, მართლა –
თქვენ მისი და მისტერ ვაიზის დაშორების წინააღმდეგი ხართ?

– მისტერ ბიბ, უბრალოდ, მადლიერი ვარ, უბრალოდ, მადლიერი.

– მეც ასევე, – მხარი აუბა ფრედიმ.

– ჩინებულია. მაშინ სახლში შევიდეთ.

თათბირი სასტუმრო ოთახში ნახევარ საათს გაგრძელდა.

თავად ლიუსი მარტო ვერ გაიტანდა საბერძნეთის ამბავს, ძვირად ღირებულსა და


დრამატიზმით აღსავსეს – თვისებებს, რომლებსაც მისის ჰანიჩერჩი ერთნაირად
ვერ იტანდა. ვერც შარლოტი მიაღწევდა წარმატებას. დღის გმირი მისტერ ბიბი
იყო. ტაქტის, საღი აზრისა და მისი პროფესიული გავლენის მეშვეობით
(ნებისმიერი მღვდელი, რომელიც სულელი არ იყო, მისის ჰანიჩერჩზე დიდ
გავლენას მოახდენდა) მან დიასახლისი გადაიბირა.

222
– ვერ ვხვდები, რა საჭიროა მაინცდამაინც საბერძნეთში წასვლა, – საბოლოოდ
დასძინა მისის ჰანიჩერჩმა, – მაგრამ, თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ასე ჯობია, არ
შეგეკამათებით. ალბათ, მე ვერ ვიგებ. ლიუსი! მოდი, ვუთხრათ. ლიუსი!

– ის ფორტეპიანოზე უკრავს, – თქვა მღვდელმა. კარი გამოაღო და სიმღერის


ნაწყვეტები შემოესმა:

„თვალს ნუ მოგტაცებს ლამაზის ეშხი“.

[შოტლანდიელი პოეტის, დრამატურგისა და მწერლის, სერ უოლტერ სკოტის


ლექსი „ლიუსი ეშტონის სიმღერა“.]

– არ ვიცოდი, რომ მის ჰანიჩერჩი მღეროდა.

„ლაშქრის შეყრის ხმას გულგრილად შეხვდი,

ყელს ნუ ჩაიტკბობ კრიალა ღვინით“.

– ეს სიმღერა სესილმა უსახსოვრა. რა უცნაურები არიან გოგონები!

– რა ხდება? – იკითხა ლიუსიმ და სიმღერა შეწყვიტა.

– ყველაფერი კარგადაა, ძვირფასო, – რბილად უთხრა მისის ჰანიჩერჩმა და


სასტუმრო ოთახში გავიდა. მისტერ ბიბმა გაიგონა, როგორ აკოცა მან ქალიშვილს
და უთხრა:

– ძალიან ვწუხვარ, რომ საბერძნეთზე ასე გავცხარდი, მაგრამ ეს ყველაფერი


გეორგინების ამბავს დაემთხვა.

საკმაოდ უხეშმა ხმამ უპასუხა:

– მადლობა, დედა, არა უშავს.

– მართალი იყავი, საბერძნეთში უნდა წახვიდე. შეგიძლია გაემგზავრო, თუ დები


ალანები წაგიყვანენ.

223
– ოჰ, მშვენიერია! დიდი მადლობა!

მისის ჰანიჩერჩს მისტერ ბიბიც მიჰყვა. ლიუსი ინსტრუმენტთან იჯდა, ხელები


კლავიატურაზე ეწყო და გახარებული ჩანდა, თუმცა მღვდელი მეტ სიხარულს
მოელოდა. დედამისი მისკენ დახრილიყო. ფრედი, რომელსაც ლიუსი უმღეროდა,
იატაკზე იჯდა, თავი

დისთვის მიეყრდნო, კბილებში კი ჩამქრალი ჩიბუხი ჰქონდა გაჩრილი. უცნაური


კი იყო, მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ. ძველი ხელოვნების
მოყვარულ მისტერ ბიბს გაახსენდა საყვარელი თემა – Santa Conversazione, სადაც
ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, მაღალ მატერიებზე საუბრისას
არიან გამოსახულნი. ეს თემა არც სენსაციური იყო და არც სენსუალური და
ამიტომაც – უგულებელყოფილი გახლდათ თანამედროვე ხელოვნების მიერ.
რატომ უნდა სდომებოდა ლიუსის მოგზაურობა ან დაქორწინება, როცა სახლში
ასეთი მეგობრები ჰყავდა?

„ყელს ნუ ჩაიტკბობ კრიალა ღვინით,

თუნდაც გისმენდნენ, ნურაფერს იტყვი“,

გააგრძელა სიმღერა გოგონამ.

– აქ მისტერ ბიბია.

– ის მიჩვეულია ჩემს უზრდელურ ქცევას.

– ეს მშვენიერი სიმღერაა, თანაც ბრძნული, – უთხრა მღვდელმა, – განაგრძეთ.

– არც ისე კარგია, – გულგრილად უპასუხა ლიუსიმ, – დამავიწყდა, რატომ,


ალბათ, ჰარმონიის გამო.

– ტრადიციული წყობა არა აქვს, მაგრამ მშვენიერია.

– მელოდია არ არის ცუდი, მაგრამ სიტყვები არ ვარგა. რატომ უნდა ანებო


ყველაფერს თავი?

– რა სულელურად ლაპარაკობ! – უსაყვედურა დედამ.

224
Santa Conversazione დაირღვა. მღვდელი წამოდგა. ბოლოს და ბოლოს, რატომ
უნდა ილაპარაკოს ლიუსიმ საბერძნეთის შესახებ, ან რატომ უნდა უთხრას მას
მადლობა იმისთვის, რომ დედამისი დაიყოლია? მისტერ ბიბი მათ დაემშვიდობა
და გავიდა.

ფრედიმ პარმაღზე მას ველოსიპედის ფანარი აუნთო, და მისთვის ჩვეული


მხიარულებით აღნიშნა:

– რა გრძელი დღე იყო, არა?

„ყურს ნუ მიაპყრობ ტკბილხმოვან ქოროს...“

ერთი წუთით, სიმღერას ამთავრებს.

„თითი არ ახლო ბრჭყვიალა ოქროს:

ცარიელ გულით, თვალით და ხელით

მარტივად ცხოვრობ, სიმშვიდით კვდები“.

– მიყვარს ასეთი ამინდი, – უთხრა ფრედიმ.

მისტერ ბიბი სიბნელეში გაუჩინარდა.

ორი რამ ცხადი იყო: ლიუსი არაჩვეულებრივად მოიქცა და მღვდელი ამაში


დაეხმარა. მას არ შეეძლო, გაეცნობიერებინა გოგონას ცხოვრებაში მომხდარი
ამხელა ცვლილების დეტალები, ამიტომ, თუ გარკვეულწილად დაბნეული ან
უკმაყოფილო იყო, ამას უნდა შეჰგუებოდა, მთავარი ის იყო, რომ ლიუსი სწორ
გზაზე იდგა.

„ცარიელ გულით, თვალით და ხელით...“

225
შესაძლოა, სიმღერა ამ „სწორ გზას“ ზედმეტად მკაცრად უსვამდა ხაზს. მისტერ
ბიბმა წარმოიდგინა, რომ ეს ლაღი აკომპანემენტი, რომელიც მას ქარიშხლის
ზუზუნშიც კი არ გამოჰპარვია, ფრედის ეთანხმებოდა და რბილად აკრიტიკებდა
იმ სიტყვებს, რომლებსაც ახლდა:

„ცარიელ გულით, თვალით და ხელით

მარტივად ცხოვრობ, სიმშვიდით კვდები“.

ასე იყო თუ ისე, მღვდელი იმ დღეს უკვე მეოთხედ დასცქეროდა „უინდი


კორნერს“... ახლა უკვე როგორც წყვდიადის მოღრიალე ტალღებში ჩაკარგულ
მოკიაფე შუქურას.

XIX. ლიუსი ატყუებს მისტერ ემერსონს


ლიუსიმ დები ალანები ბლუმსბერის მახლობლად, მათ საყვარელ სასტუმროში
აღმოაჩინა. ამ სუფთა, უჰაერო დაწესებულებაში, რომლის მუდმივ
კლიენტურასაც ინგლისელი პროვინციული საზოგადოება წარმოადგენდა,
ალკოჰოლური სასმელები აკრძალული იყო. დები ალანები აქ ძირითადად მაშინ
ჩერდებოდნენ, როცა „დიდი ზღვების“ [დიდი ზღვები – იგულისხმება შავი და
ხმელთაშუა ზღვა.] გადალახვას აპირებდნენ და ერთი-ორი კვირის განმავლობაში
მშვიდად ფუსფუსებდნენ, რათა ეყიდათ ტანსაცმელი, გზამკვლევები,
გარეზინებული ქსოვილები (ბალახზე ან ცივ ქვაზე ჩამოსაჯდომად), საჭმლის
მონელებისათვის დანიშნული პური, და მოეგვარებინათ სხვა კონტინენტური
საჭიროებანი. თავში აზრად არ მოსდიოდათ, რომ სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში –
მათ შორის ათენშიც – იყო მაღაზიები. ისინი ისე უდგებოდნენ მოგზაურობას,
როგორც საომარ ოპერაციას, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაივლიდა
წარმატებით, თუ „ჰეიმარკეტის“ მაღაზიებში აღიჭურვებოდნენ. დებმა მის
ჰანიჩერჩსაც ურჩიეს, ყველაფერი დროულად მოემარაგებინა. ახლა უკვე
შეიძლებოდა ქინაქინის ტაბლეტების სახით შეძენა; ერთჯერადი საპონი კი

226
მატარებელში სახის დასაბანად გამოდგებოდა. ცოტა არ იყოს გულდამძიმებული
ლიუსი დაჰპირდა, რომ ყველაფერს შეიძენდა.

– მაგრამ თქვენ, ალბათ, ისედაც იცით ამ წვრილმანების შესახებ, თან მისტერ


ვაიზიც დაგეხმარებათ. მამაკაცის გვერდით ყოფნა ასეთ დროს ნამდვილი ხსნაა.

მისის ჰანიჩერჩმა, რომელიც ქალაქში ლიუსისთან ერთად იყო ჩამოსული,


პორტმონეზე თითები ნერვიულად აათამაშა.

– დასაფასებელია, რომ მისტერ ვაიზი შეგელიათ და ჩვენთან ერთად გიშვებთ, –


გააგრძელა მის კათრინმა, – ყველა ახალგაზრდა კაცი როდი მოიქცეოდა ასე.
მაგრამ, ალბათ, მოგვიანებით შემოგიერთდებათ, არა?

– იქნებ სამუშაოს გამო ლონდონში უწევს დარჩენა? – ჰკითხა მის ტერეზამ,


დებიდან უფრო გამჭრიახმა, მაგრამ ნაკლებ გულისხმიერმა.

– მაგრამ მაშინ ხომ ვნახავთ, როცა გაგაცილებთ, ისე მინდა მისი ნახვა!

– ლიუსის არავინ გააცილებს, – ჩაერია მისის ჰანიჩერჩი, – ასეთები არ უყვარს.

– დიახ, ვერ ვიტან გაცილებას, – დაეთანხმა ლიუსი.

– მართლა? რა უცნაურია! მეგონა, რომ ამ შემთხვევაში...

– ოჰ, მისის ჰანიჩერჩ, ნუთუ მიდიხართ? სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა!

როგორც იქნა, დებს გამოექცნენ და ლიუსიმ შვებით ამოისუნთქა:

– კიდევ კარგი, ამჯერად ბეწვზე გადავრჩით.

მაგრამ დედამისი გაღიზიანებული იყო.

– ძვირფასო, შეიძლება მითხრა, რომ არ თანაგიგრძნობ, მაგრამ არ მესმის, ნუთუ


არ ჯობდა, გეთქვა შენი მეგობრებისთვის სესილის ამბავი და ბარემ თავიდან
მოგეშორებინა? მთელი იქ ყოფნის დროს პასუხების გაცემისთვის თავის არიდება
და ტყუილების თქმა გვიწევდა, თანაც ყველაფერს მიგვიხვდნენ, რაც, მინდა
გითხრა, სულაც არ არის სასიამოვნო!

ლიუსის ამის საწინააღმდეგო საბუთი ნამდვილად ჰქონდა. მან მოკლედ


დაუხასიათა დედას დები ალანები: ისეთი ჭორიკნები არიან, რამეს თუ ეტყვი,
მაშინვე ყველას მოსდებენო.

227
– მაგრამ რატომ არ უნდა მოსდონ ყველას?

– იმიტომ, რომ სესილს შევპირდი, ინგლისის დატოვებამდე არ გავამჟღავნებ ამ


ამბავს-მეთქი. მათაც მერე ვეტყვი. ასე ჯობია. რა წვიმიანი ამინდია! მოდი, აქ
შევიდეთ.

„აქ“ ბრიტანული მუზეუმი იყო. მაგრამ მისის ჰანიჩერჩმა იქ შესვლა არ ისურვა.


წვიმაში თავის შესაფარებლად მაღაზია ერჩია. ლიუსი ირონიულად განეწყო
დედის მიმართ, გოგონა ბერძნული ქანდაკებით იყო დაინტერესებული და
მისტერ ბიბისთვის უკვე გამოერთმია მითოლოგიური ლექსიკონი, ღმერთებისა
და ქალღმერთების სახელების დასამახსოვრებლად.

– კარგი, მაღაზია იყოს. „მიუდის“ წიგნის მაღაზიაში შევიდეთ. გზამკვლევი უნდა


ვიყიდო.

– იცი რა, ლიუსი, შენ, შარლოტი და მისტერ ბიბი, ყველანი მეუბნებით, რომ
სულელი ვარ. შეიძლება, ასეც არის. მაგრამ ვერაფრით ვიგებ, რა აზრი აქვს
გასაიდუმლოებას. თავიდან მოიშორე სესილი? – ძალიან კარგი! მეც მადლიერი
ვარ, რომ მოგვშორდა, თუმცა თავიდან კი ვბრაზობდი. მაგრამ რატომ არ გინდა ეს
ამბავი გამოაცხადო? რა საჭიროა ეს მიჩუმათება და თითის წვერებზე სიარული?

– სულ რამდენიმე დღის ამბავია.

– მაგრამ რატომ?

ლიუსი ხმას არ იღებდა. ის სულ უფრო და უფრო შორდებოდა დედას. ძალიან


მარტივი იყო ეთქვა, „ჯორჯ ემერსონი თავს მაბეზრებდა, და რომ გაიგოს, სესილს
დავშორდი, შესაძლოა, თავისი არ დაიშალოს“. ამის თქმა ნამდვილად არ იყო
რთული და თან, ბედნიერი დამთხვევის წყალობით, სიმართლეც გახლდათ.
მაგრამ ლიუსის ეს არ შეეძლო. მას არ უყვარდა გულის გადაშლა, რადგან
შეიძლებოდა ამას საკუთარი თავის უკეთ შეცნობა მოჰყოლოდა და, შესაბამისად,
მიახლოება ნათელთან – საშინელების მეუფესთან. ფლორენციაში ყოფნის ბოლო
საღამოს შემდეგ, საკუთარი სულის გაშიშვლება ლიუსის უგუნურებად მიაჩნდა.

მისის ჰანიჩერჩიც ჩუმად იყო. ის ფიქრობდა: „ჩემი ქალიშვილი არ მპასუხობს,


ჩემთან და ფრედისთან ერთად ყოფნას, ვიღაც ცნობისმოყვარე შინაბერებთან
ყოფნა ურჩევნია. ნებისმიერ ნაყარნუყარ საზოგადოებასაც კი აეტორღიალება,

228
ოღონდ სახლიდან გაიქცეს“. და რამდენადაც მისის ჰანიჩერჩის არცერთი აზრი
დიდხანს არ რჩებოდა გამოუთქმელი, ამანაც ამოხეთქა:

– შენ უბრალოდ „უინდი კორნერმა“ დაგღალა.

ეს სრული სიმართლე იყო. როდესაც ლიუსიმ სესილს თავი დააღწია, იმედი


ჰქონდა, რომ „უინდი კორნერს“ დაუბრუნდებოდა, მაგრამ მერე აღმოაჩინა, რომ
სახლი აღარ ჰქონდა. „უინდი კორნერი“ შესაძლოა კვლავ წარმოადგენდა სახლს
ფრედისთვის, რომელიც სწორად ცხოვრობდა და აზროვნებდა, მაგრამ არა
იმისთვის, ვინც გონება ძალით დაიმახინჯა. ლიუსი ვერ აცნობიერებდა, რომ მისი
გონება დამახინჯებულიყო, რადგან ამ დასკვნამდე თავად გონება უნდა
მისულიყო, მან კი ცხოვრების სწორედ ეს ინსტრუმენტი გამოიყვანა წყობიდან.
ქალიშვილი ასე ფიქრობდა: „ჯორჯი არ მიყვარს; ჩემი ნიშნობა იმიტომ ჩავშალე,
რომ ჯორჯი არ მიყვარდა; საბერძნეთში იმიტომ უნდა წავიდე, რომ ჯორჯი არ
მიყვარს; ღმერთების სახელების ლექსიკონში მოძიება უფრო მნიშვნელოვანია,
ვიდრე დედის დახმარება; ყველანი, ჩემ გარდა, საშინლად იქცევიან“. გოგონა
ნაწყენი და გაღიზიანებული იყო და სულაც არ უნდოდა იმის კეთება, რასაც
მისგან მოელოდნენ და, ასეთ სულიერ მდგომარეობაში მყოფმა, საუბარი
გააგრძელა.

– ოჰ, დედა! – წამოიძახა მან, – რა სისულელეს ამბობ! „უინდი კორნერი“ სულაც


არ მომბეზრებია.

– აბა, მაშინვე რატომ არ მითხარი ეს, ნახევარი საათი რაზე ფიქრობდი?

ლიუსის ჩუმად ჩაეცინა:

– ალბათ, უფრო – ნახევარი წუთი.

– იქნებ, სახლიდან საერთოდ გინდა წასვლა?

– ჩუმად, დედა! ხალხი გაიგონებს.

ისინი უკვე წიგნის მაღაზიაში შესულიყვნენ. ლიუსიმ „ბედეკერი“ იყიდა და


გააგრძელა:

– რა თქმა უნდა, სახლში მინდა დავრჩე. მაგრამ, რადგან ამ თემაზე ჩამოვარდა


ლაპარაკი, გეტყვი, რომ მომავალში უფრო ხშირად ვიქნები წასული, ვიდრე
აქამდე დავდიოდი. შემდეგ წელს ხომ მემკვიდრეობის ჩემს წილს მივიღებ.

229
მისის ჰანიჩერჩს თვალებზე ცრემლები მოადგა.

შეშლილობის უცნობი ფორმით მართულ ლიუსის (რასაც ასაკოვანი ხალხი


ექსცენტრიკულობას უწოდებს) მტკიცედ გადაეწყვიტა, რომ ეს საკითხი ნათლად
აეხსნა.

– სამყარო საერთოდ არ მინახავს... იტალიაში სრულიად უადგილოდ ვგრძნობდი


თავს. ცხოვრებას არ ვიცნობ. უფრო ხშირად უნდა ჩამოვიდე ლონდონში, ერთი
დღით კი არა – როგორც ახლა, არამედ დიდი ხნით. შეიძლება, რაღაც დროით
ვინმე სხვა გოგონასთან ერთად ბინაც ვიქირაო.

– რომ საბეჭდი მანქანები და საკეტის გასაღებები გაიხადო საქმედ! – აფეთქდა


მისის ჰანიჩერჩი, – აგიტაციისა და ყვირილისათვის, რომ მერე პოლიციამ
წიხლების ცემით წაგათრიოს. და ამას მერე უწოდებ „მისიას“... როცა არავის
სჭირდები! და ამას დაარქმევ „ვალდებულებას“... როცა საკუთარ სახლს ვერ იტან!
დაარქმევ „მუშაობას“... როცა ათასობით კაცი შიმშილობს ასეთი კონკურენციის
პირობებში! და საბოლოოდ ორ დაჩაჩანაკებულ მეგობარ ქალს იშოვი და მათთან
ერთად საზღვარგარეთ წახვალ!

– მეტი დამოუკიდებლობა მინდა! – თქვა ლიუსიმ ენის ბორძიკით. მან იცოდა,


რომ რაღაც უნდოდა და დამოუკიდებლობა მშვენიერი საბაბი იყო – ყოველთვის
შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმარისად არა გვაქვს. ლიუსი შეეცადა, გაეხსენებინა,
რას გრძნობდა იქ, ფლორენციაში. მაშინ მისი გრძნობები გულწრფელი და
მგზნებარე იყო, იგი სილამაზისკენ ილტვოდა და არა – მოკლე ქვედაწელისა და
საბეჭდი მანქანებისკენ. მაგრამ დამოუკიდებლობა ნამდვილად იყო მისი მიზანი.

– ძალიან კარგი. მიიღე ეს შენი დამოუკიდებლობა და წადი. აქეთ-იქით იხეტიალე


მსოფლიოს გარშემო და მერე სახლში დაბრუნდი, ცუდი კვების გამო ჩხირივით
გამხდარი. მოიძულე სახლი, რომელიც მამაშენმა ააგო და ბაღი, რომელიც მან
გააშენა და ჩვენი არაჩვეულებრივი ხედი... და მერე ვიღაც გოგოსთან ერთად
იქირავე ბინა!

ლიუსის ტუჩები მოეღრიცა:

– ალბათ, დაუფიქრებლად ვთქვი.

– ოჰ, ღმერთო! – წამოენთო დედამისი, – როგორ მაგონებ შარლოტ ბარტლეტს!

– შარლოტს?! – ახლა ლიუსი წამოენთო და გამჭოლი ტკივილი იგრძნო.


230
– სულ უფრო მეტად.

– არ მესმის, რას გულისხმობ, დედა; მე და შარლოტი საერთოდ არ ვგავართ


ერთმანეთს!

– მე ვხედავ მსგავსებას. იგივე მუდმივი მღელვარება და წუხილი, იგივე


სიტყვების უკან წაღება. შარლოტი, რომელიც გუშინ საღამოს ორი ვაშლის სამად
გაყოფას ცდილობდა, ღვიძლი დასავით გგავს.

– რა სისულელეა! თუ ასე ვერ იტან შარლოტს, რატომ შესთავაზე ჩვენთან


დარჩენა? მე გაგაფრთხილე მის შესახებ, გეხვეწე, გემუდარე, მაგრამ, რა თქმა
უნდა, ყური არავინ მათხოვა!

– აი, ზუსტად.

– უკაცრავად, ვერ მივხვდი.

– ისევ შარლოტი, ძვირფასო, ეს ზუსტად მისი სიტყვებია.

ლიუსიმ კბილი კბილს დააჭირა.

– შარლოტი არ უნდა დაგეპატიჟებინა. კარგი იქნება, თუ თემას არ გადაუხვევ.

და საუბარი კინკლაობით დამთავრდა.

მაღაზიები ისე მოიარეს, ხმა არ ამოუღიათ. სიჩუმე არც მატარებელში


დაურღვევიათ, არც ეტლში, რომელიც მათ დორკინგის სადგურზე დახვდათ.
მთელი დღე კოკისპირულად წვიმდა და როცა სარის ოღროჩოღრო გზებს
შეუყვნენ, წიფლის გამოშვერილი ტოტებიდან წყალი მოჟონავდა და ეტლის
სახურავზე მოწანწკარებდა. ლიუსიმ დაიჩივლა, რომ შიგნით ძალიან დახუთული
იყო. გოგონამ გარეთ გაიხედა, დაორთქლილ ბინდბუნდში. ეტლის ფანარი
პროჟექტორივით დაჰნათოდა ტალახსა და ფოთლებს, თვალისათვის საამური
არაფერი მოჩანდა.

– როდესაც შარლოტი შემოგვიერთდება, საშინელი სივიწროვე იქნება, – აღნიშნა


ლიუსიმ.

გზად, სამერ სტრიტზე, უნდა ჩაესვათ შარლოტი, რომელიც აქეთობისას ეტლმა


მისტერ ბიბის მოხუცებული დედის მოსანახულებლად დატოვა.

231
– სამნი უნდა დავსხდეთ ერთ რიგზე, იმიტომ, რომ ტოტებიდან წყალი ჩამოდის,
მიუხედავად იმისა, რომ აღარ წვიმს. ოჰ, როგორ მინდა სუფთა ჰაერის
ჩასუნთქვა!

მერე გოგონამ ცხენის ფლოქვების მელოდიას დაუგდო ყური: „მას-არაფერი-


უთქვამს-მას-არაფერი-უთქვამს“. მელოდია სველი გზის გამო ძნელი გასარჩევი
იყო.

– არ შეიძლება, გადასახსნელი ზედი გადავწიოთ? – მოითხოვა გოგონამ, რაზეც


მისის ჰანიჩერჩმა მოულოდნელი სინაზით უპასუხა:

– კარგი, ბებრუხანა, გააჩერე ცხენი.

ცხენი გააჩერეს, ლიუსი და პაუელი ეტლის ზედს დაეჭიდნენ, მისის ჰანიჩერჩს კი


კისერში წყალი ჩაუვიდა. ახლა, როდესაც ეტლი გადახდილი იყო, ლიუსიმ ისეთი
რამ დაინახა, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ შეამჩნევდა: ვილა „სისის“ ფანჯრები
ჩაბნელებულიყო, ბაღის ჭიშკარს კი ბოქლომი ედო.

– ამ სახლს ისევ აქირავებენ, პაუელ? – გასძახა გოგონამ.

– დიახ, მის, – უპასუხა მან.

– მდგმურები წავიდნენ?

– ახალგაზრდა ჯენტლმენისთვის ქალაქიდან ძალიან შორს არის, მამამისს კი


რევმატიზმმა შეუტია, ამიტომაც მარტო აქ ვერ დარჩებოდა. ავეჯით გაწყობილ
ბინას ეძებენ, – იყო პასუხი.

– ანუ წავიდნენ?

– დიახ, მის, წავიდნენ.

ლიუსი საზურგეს მიეყრდნო. ეტლი მღვდლის სახლთან გაჩერდა. გოგონა


გადავიდა, რომ მის ბარტლეტისთვის ეხმო. ანუ ემერსონები წასულან და
საბერძნეთში წასვლა და ამ ხათაბალაში თავის გაყოფა სულაც არ იყო საჭირო.
ფუჭად! ეს სიტყვა თითქოს მთელი მისი ცხოვრების შინაარსს გადმოსცემდა.
ფუჭი გეგმები, ფუჭად დახარჯული ფული, ფუჭად ჩავლილი სიყვარული. და
ახლა კიდევ დედასაც აწყენინა! ნუთუ ეს ყველაფერი მან აურია? სრულიად
შესაძლებელია. ასეთი რამ სხვებსაც ხომ ემართებათ. როდესაც მოახლემ კარი
გააღო, ლიუსიმ ხმა ვერ ამოიღო და სულელურად მიაშტერდა ჰოლს.
232
მის ბარტლეტი მაშინვე გამოვიდა და გრძელი შესავლის შემდეგ, ერთი
სამსახურის გაწევა ითხოვა: თუ შეიძლებოდა, რომ ეკლესიაში წასულიყო?
მისტერ ბიბი და დედამისი უკვე იქ იყვნენ, მაგრამ ის არ წავიდოდა, სანამ
მასპინძლის თანხმობას არ მიიღებდა, რადგან ამ შემთხვევაში ცხენი კიდევ ათი
წუთით უნდა დალოდებოდა.

– რა თქმა უნდა, – უპასუხა მასპინძელმა დაქანცული გამომეტყველებით, –


დამავიწყდა, რომ პარასკევია. ყველანი წავიდეთ. პაუელს შეუძლია, პირდაპირ
საჯინიბოში დაბრუნდეს.

– ლიუსი, ძვირფასო...

– გმადლობთ, მე არ წამოვალ, – უთხრა ლიუსიმ.

გოგონამ გაიგონა, როგორ ამოიოხრეს მის ბარტლეტმა და მისის ჰანიჩერჩმა და


გზას გაუდგნენ. ასეთ უკუნეთში ეკლესიის დანახვა ადვილი არ იყო, მათ
მხოლოდ სინათლის პატარა წერტილი უჩვენებდათ გზას. ვიტრაჟიდან სუსტი
შუქი იღვრებოდა, ლიუსიმ მისტერ ბიბის ხმა გაიგონა, რომელიც უაღრესად მცირე
მრევლისათვის ლოცვებს კითხულობდა. მათმა ეკლესიამაც კი, რომელიც ასე
ოსტატურად იყო აგებული მთის კალთაზე, თავისი მშვენიერი განივი ნეფით და
ვერცხლისფრად მოელვარე შპილით, ლიუსის თვალში დაკარგა ძველი ხიბლი, და
რელიგიაც – რომელზეც ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე – ისევე გაუუფასურდა,
როგორც სხვა ყველაფერი.

გოგონა მოახლეს მღვდლის სახლში შეჰყვა.

წინააღმდეგი ხომ არ იყო მის ჰანიჩერჩი, მისტერ ბიბის კაბინეტში მოეცადა?


მხოლოდ იქ ენთო ცეცხლი. ლიუსის საწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა.
კაბინეტში ვიღაც იყო, ლიუსიმ მოახლის სიტყვები გაიგონა:

– ქალბატონი აქ დაიცდის, სერ.

ბუხართან უფროსი ემერსონი იჯდა და ფეხები ტაბურეტზე შემოეწყო.

– ოჰ, მის ჰანიჩერჩ, ნუთუ ეს თქვენ ხართ! – წამოიძახა მან აკანკალებული ხმით.
ემერსონი ძალიან შეცვლილიყო მას მერე, რაც ის გოგონამ წინა კვირას ნახა.
ლიუსიმ ხმა ვერ ამოიღო. თუ ჯორჯს კვლავ შეხვდებოდა პირისპირ, იცოდა,
როგორც უნდა მოქცეულიყო მასთან, მაგრამ მამამისთან – არა.

233
– მის ჰანიჩერჩ, ძვირფასო, ჩვენ ისე ვწუხვართ! ჯორჯი ისე წუხს! ის ფიქრობდა,
რომ უფლება ჰქონდა, ბედი ეცადა. ჩემს ბიჭს ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ
ნეტავ ჯერ ჩემთვის ეთქვა. მას არ უნდა ეცადა. ამის შესახებ საერთოდ არაფერი
ვიცოდი.

ოჰ, ნეტავ მოეფიქრებინა, როგორ უნდა მოქცეულიყო, როგორ დაეჭირა თავი!

ემერსონმა თავი გააქნია:

– მაგრამ თქვენ ის არ უნდა გაკიცხოთ.

ლიუსიმ ემერსონს ზურგი შეაქცია და თაროებზე წიგნების თვალიერებას შეუდგა.

– მე მას ვასწავლე, – ხმის კანკალით გააგრძელა მოხუცმა, – რომ სიყვარულის


რწმენა ჰქონოდა. ვეუბნებოდი: „როდესაც სიყვარული გეწვევა, ეს იქნება შენი
რეალობა“. ვეუბნებოდი: „ვნება არ აბრმავებს. არა! ვნება საღად განსჯის უნარია,
და ქალი, რომელიც გიყვარს, ერთადერთი ადამიანია, რომელსაც გაუგებ“, –
ემერსონმა ამოიოხრა, – ეს სიმართლეა, სამარადჟამოდ, მიუხედავად იმისა, რომ
ჩემი დრო წავიდა და შედეგი სახეზეა. საცოდავი ბიჭი! ისე განიცდის იმას, რაც
მოხდა. როგორც მითხრა, მაშინ მიმხვდარა, რომ ეს სიგიჟე იყო, როცა თქვენი
ბიძაშვილი დატოვეთ ოთახში; რომ რასაც გრძნობდით, იმას არ გულისხმობდით.
თუმცა... – მის ხმას ძალა შეემატა, – მის ჰანიჩერჩ, იტალია თუ გახსოვთ?

ლიუსიმ წიგნი შეარჩია – ძველი აღთქმის კომენტარები. ტომი თვალებთან


მიიტანა და უპასუხა:

– არ მაქვს იტალიაზე ლაპარაკის სურვილი, ან სხვა ნებისმიერ თემაზე, რომელიც


თქვენს შვილთან არის დაკავშირებული.

– მაგრამ ხომ გახსოვთ?

– თქვენი შვილი თავიდანვე უღირსად იქცეოდა.

– მხოლოდ წინა კვირას გავიგე, რომ მას უყვარდით. მიჭირს მისი ქცევის
შეფასება. ალბათ, ასეც იყო.

ლიუსის თავდაჯერება მოემატა, წიგნი თაროზე დააბრუნა და ემერსონისკენ


შეტრიალდა. კაცს გატანჯული სახე შეშუპებოდა, მაგრამ ღრმად ჩაცვენილ
თვალებში ახალგაზრდული შემართების ცეცხლი ენთო.

234
– ის საძაგლად მოიქცა. კარგია, თუ ნანობს. იცით, რა გააკეთა?

– „საძაგლად“ არა, – რბილად შეუსწორა მოხუცმა, – მან უბრალოდ სცადა, მაშინ,


როცა არ უნდა ეცადა. თქვენ ყველაფერი გაქვთ, მის ჰანიჩერჩ; ცოლად მიჰყვებით
ადამიანს, რომელიც გიყვართ. ნუ წახვალთ ჯორჯის ცხოვრებიდან ისე, რომ მას
„საძაგელი“ უწოდოთ.

– რა თქმა უნდა, „საძაგელი“ ზედმეტად მძაფრი სიტყვაა, – თქვა, ცოტა არ იყოს,


დარცხვენილმა ლიუსიმ, – მაპატიეთ, რომ ის თქვენს შვილთან დაკავშირებით
ვიხმარე. ალბათ, მაინც წავალ ეკლესიაში. დედაჩემი და ჩემი ბიძაშვილი იქ არიან.
არ მინდა დავაგვიანო.

– განსაკუთრებით ახლა, როცა ჯორჯი ამ ქვეყანას აღარაა, – თქვა მისტერ


ემერსონმა წყნარად.

– რას გულისხმობთ?

– ბუნებრივია, ხელიდან მეცლება, – მან სიჩუმეში ხელები მოიფშვნიტა და თავი


ჩაქინდრა.

– არ მესმის.

– ისევე, როგორც დედამისი.

– მაგრამ, მისტერ ემერსონ! მისტერ ემერსონ! რაზე ლაპარაკობთ?

– იმაზე, ჯორჯი რომ არ მოვანათლინე, – უპასუხა მან.

ლიუსი შეშინდა.

– ჩემი ცოლი მეთანხმებოდა, რომ ნათლობა არ იყო მნიშვნელოვანი. მაგრამ


ერთხელ, როდესაც ჯორჯი თორმეტი წლის იყო, ტიფი დაემართა და ის კვლავ
რელიგიას მიუბრუნდა. გადაწყვიტა, რომ ეს ღვთისგან მოვლენილი სასჯელი
იყო, – მოხუცს გააჟრჟოლა, – საშინელება ტრიალებდა. იმის მერე, რაც ჩვენ
უარვყავით ცრურწმენები და კავშირი გავწყვიტეთ ჩემი ცოლის მშობლებთან.
საშინელებაა, ყველაფერზე, სიკვდილზე უარესია, როდესაც პატარა მიწის
ნაკვეთს გაწმენდ შუაგულ ტყეში, პატარა ბაღს გაიშენებ, მზის სხივებს შეუშვებ
და მერე ისევ სარეველები დაიწყებენ შემოძრომას! ღვთისგან მოვლენილი
სასჯელი! ჩვენს პატარა ბიჭუნას თურმე იმიტომ დაემართა მუცლის ტიფი, რომ

235
მღვდელმა მას წყალი არ აპკურა ეკლესიაში! განა ეს შესაძლებელია, მის
ჰანიჩერჩ? ნუთუ კვლავ სამუდამოდ წყვდიადს დავუბრუნდებით?

– არ ვიცი, – ამოიოხრა ლიუსიმ, – ასეთი რაღაცები არ მესმის, ეს ჩემს ძალებს


აღემატება.

– ერთხელ, როდესაც სახლში არ ვიყავი, მისტერ იგერი მოვიდა და საკუთარი


პრინციპების მიხედვით იმოქმედა. მას ან ვინმე სხვას არ ვადანაშაულებ... მაგრამ
იმ დროისთვის, როცა ჯორჯი გამოჯანმრთელდა, ჩემი ცოლი ავად იყო. მღვდელმა
უბიძგა, რომ ცოდვაზე ეფიქრა და ამაზე ფიქრში ხელიდან გამომეცალა.

აი, თურმე ასე მოუკლავს მისტერ ემერსონს ღვთის წინაშე საკუთარი ცოლი.

– ოჰ, რა საშინელებაა! – თქვა ლიუსიმ, რომელმაც, როგორც იქნა, დაივიწყა


საკუთარი ამბები.

– ჯორჯი მაინც არ მოვანათლინე, – თქვა მოხუცმა, – ჩემსაზე მტკიცედ დავდექი.

და მან შეუდრეკელი მზერით მოათვალიერა წიგნის თაროები, თითქოს მათზე


გამარჯვება შეძლო. მაგრამ რის ფასად!

– ჩემი ბიჭი მიწას შეურყვნელი დაუბრუნდება.

ქალიშვილმა ჰკითხა, ახალგაზრდა ემერსონი ავად ხომ არ არისო.

– ოჰ, წინა კვირას... – რეალობას დაუბრუნდა მოხუცი, – არა, ავად არ არის,


უბრალოდ, ხელიდან მეცლება. ის არასდროს ავადმყოფობს. მაგრამ დედამისის
შვილია. დედამისის თვალები აქვს და ეს შუბლი, რომელიც ასეთი მშვენიერია. ის
ფიქრობს, რომ ცხოვრებას ფასი არა აქვს. ის არასოდეს აღარაფერს ჩათვლის
ღირებულად. გახსოვთ ის ეკლესია ფლორენციაში?

ლიუსის ახსოვდა, და ისიც გაახსენდა, როგორ სთავაზობდა მისტერ ემერსონს,


რომ ჯორჯს საფოსტო მარკების შეგროვება დაეწყო.

– მას მერე, რაც თქვენ ფლორენცია დატოვეთ, საშინლად იყო. მერე ეს სახლი
ვიქირავეთ, თქვენს ძმასთან ერთად საბანაოდ წავიდა და მომჯობინდა. ხომ
ნახეთ ბანაობისას?

– უკაცრავად, მაგრამ მგონი, ამაზე ლაპარაკი არ ღირს. ძალიან ვწუხვარ ამის გამო.

236
– მერე რაღაც მოხდა იმ რომანთან დაკავშირებით. ყველაფერი არ ვიცი. ვთხოვე
მოეყოლა, მაგრამ უარი მითხრა. ის თვლის, რომ მეტისმეტად ბებერი ვარ. რას
იზამ, ყველას ჩვენი წილი წარუმატებლობა გვხვდება. ჯორჯი ხვალ დაბრუნდება,
რომ თავის ბინაში წამიყვანოს, ლონდონში. მას აქ ყოფნა არ შეუძლია, მე კი იქ
უნდა ვიყო, სადაც ის არის.

– მისტერ ემერსონ, – შესძახა გოგონამ, – ჩემ გამო არ წახვიდეთ. მე საბერძნეთში


მივდივარ. არ დატოვოთ თქვენი მყუდრო სახლი.

მთელი საღამოს განმავლობაში ლიუსის ხმაში პირველად შეეპარა გულწრფელი


კეთილგანწყობა და მისტერ ემერსონმა გაუღიმა.

– ყველა რა კარგად გვექცევა! მისტერ ბიბმა, საერთოდ, შემიფარა – დღეს ჩვენთან


იყო გადმოსული და რომ გაიგო, მივემგზავრებოდი, თავისთან დამპატიჟა. აქ,
ცეცხლთან ყოფნა ისეთი სასიამოვნოა.

– არ დაბრუნდეთ ლონდონში, ეს არ არის სწორი.

– აუცილებლად ჯორჯთან ერთად უნდა ვიყო. უნდა ვაიძულო, რამენაირად ისევ


მიანიჭოს ცხოვრებას მნიშვნელობა, აქ კი ეს არ გამოუვა. მითხრა, რომ მუდმივად
თქვენ ნახვაზე ან თქვენი ხმის გაგონებაზე ფიქრობს. არ ვამართლებ, უბრალოდ,
გიყვებით, რა მოხდა.

– ოჰ, მისტერ ემერსონ! – ლიუსიმ მას ხელზე ხელი მოუჭირა, – არ უნდა


წახვიდეთ. ისედაც საკმარისად შევაწუხე ყველა. ახლა კი სახლის დატოვება
გიწევთ, რომელიც გიყვართ და ალბათ, ფულსაც კარგავთ და ეს ყველაფერი ჩემ
გამო! ამის უფლებას არ მოგცემთ. აქ უნდა დარჩეთ. მე კი საბერძნეთში
მივემგზავრები.

– ასე შორს?

ლიუსის არსებაში რაღაც შეიცვალა.

– მაშ, საბერძნეთში?

– დარჩით. ვიცი, რომ არავის მოუყვებით ჩვენი ურთიერთობის შესახებ. მჯერა


თქვენი.

– რა თქმა უნდა. სხვა გზა არ არსებობს: ან ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდებით, ან


ჩვენ განებებთ თავს და აგრძელებთ იმ ცხოვრებას, რომელიც თავად აირჩიეთ.
237
– მე არ მენდომებოდა...

– მისტერ ვაიზი, ალბათ, ძალიან გაბრაზებულია ჯორჯზე. რა თქმა უნდა, ჯორჯი


ასე არ უნდა მოქცეულიყო. ჩვენ ჩვენი რწმენა ზედმეტად მოგახვიეთ თავს.
ვშიშობ, რომ სანაცვლოდ ეს მწუხარება დავიმსახურეთ.

გოგონამ ისევ წიგნებს გადახედა – შავი, ყავისფერი და ეს შხამიანი ლურჯი –


თეოლოგიის ტომეულები. წიგნები ყოველი მხრიდან გარს ერტყმოდნენ
სტუმრებს; ისინი მაგიდაზე დაეხვავებინათ, მათი სვეტები ჭერს მიბჯენოდა.
ლიუსის, რომელიც ვერ ხვდებოდა, რომ მისტერ ემერსონი ღრმად რელიგიური
იყო, და მისტერ ბიბისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ ვნებას
აღიარებდა, საშინელებად ეჩვენებოდა ის, რომ მოხუცებული, მწუხარების ჟამს,
ასეთ თავშესაფარს შეჰფარებოდა და მღვდლის კეთილგანწყობაზე იყო
დამოკიდებული.

მისტერ ემერსონმა შეამჩნია, რომ ლიუსი ძალიან დაღლილი იყო და მას თავისი
სავარძელი შესთავაზა.

– არა, თუ შეიძლება, წყნარად იჯექით. ჯდომა ეტლშიც მეყოფა.

– მის ჰანიჩერჩ, მართლა დაღლილი ხმა გაქვთ.

– სულაც არა, – ტუჩები აუცახცახდა ლიუსის.

– არა, ეს ნამდვილად ასეა, ზუსტად ჯორჯივით გამოიყურებით. რას ამბობდით


საზღვარგარეთ წასვლაზე?

გოგონა ხმას არ იღებდა.

– საბერძნეთი, – ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა ემერსონმა, – საბერძნეთი; მაგრამ


თქვენ ხომ წელს გათხოვებას აპირებდით.

– იანვრამდე არა, – ლიუსი ხელების მტვრევას მოჰყვა. ნუთუ ახლა, ასეთ


კრიტიკულ მომენტში, ის კვლავ იცრუებს?!

– ალბათ, მისტერ ვაიზიც თქვენთან ერთად მოდის, არა? იმედია, ეს ჯორჯის გამო
არ ხდება.

– არა.

– ვიმედოვნებ, კარგ დროს გაატარებთ მისტერ ვაიზთან ერთად მოგზაურობისას.


238
– გმადლობთ.

ამ დროს ეკლესიიდან მისტერ ბიბი დაბრუნდა. მისი ანაფორა წვიმის წვეთებით


იყო დაწინწკლული.

– რა კარგია, – თქვა მღვდელმა გულთბილად, – იმედი მქონდა, რომ ერთმანეთს


საუბრით გაართობდით. ისევ გაწვიმდა. მთელი ჩემი მრევლი, რომელიც დღეს
თქვენი ბიძაშვილის, დედათქვენისა და დედაჩემისგან შედგებოდა, ეკლესიაში
დგას და იცდის, როდის მიაკითხავთ ეტლი. პაუელი საჯინიბოშია?

– მგონი, – უპასუხა ლიუსიმ, – გავალ, ვნახავ.

– არა, ამას თავად მოვაგვარებ. როგორ არიან დები ალანები?

– მშვენივრად.

– მისტერ ემერსონს უკვე მოუყევით თქვენი მომავალი მოგზაურობის შესახებ?

– დიახ.

– მისტერ ემერსონ, არ გგონიათ, რომ მის ჰანიჩერჩის მხრიდან ძალიან გაბედული


ნაბიჯია, ორივე მის ალანს საკუთარ თავზე რომ იღებს? არა, მის ჰანიჩერჩ, არ
გახვიდეთ, სითბოში დარჩით. მე მგონია, რომ საერთოდ, ეს სამეული ძალიან
გაბედულად იქცევა.

და მღვდელი საჯინიბოსკენ გაემართა.

– ის არ მოდის, – თქვა ლიუსიმ ჩახლეჩილი ხმით, – შემეშალა, მისტერ ვაიზი


ინგლისში რჩება.

რაღაცნაირად შეუძლებელი იყო ამ მოხუცი კაცის მოტყუება. ჯორჯს ან სესილს


გოგონა კიდევ ერთხელ მოატყუებდა, მაგრამ უფროს ემერსონს – ვერა. ის ისე
ახლოს იყო ცხოვრების დასასრულთან, ისე ღირსეულად უახლოვდებოდა
უფსკრულს, რომელზეც მას სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდა, ვინემ იმ წიგნებს,
რომლებიც გარს ერტყათ. ისე ლმობიერად უდგებოდა ცხოვრებისეული გზის
უსწორმასწორობას, რომ ჭეშმარიტმა რაინდობამ – არა იმ გაცვეთილმა
რაინდობამ, რომელიც საპირისპირო სქესთა შორის არსებობს, არამედ ნამდვილმა
რაინდობამ, რომელსაც ყველა ახალგაზრდა ყოველი ასაკოვანის მიმართ უნდა
იჩენდეს – გაიღვიძა ქალიშვილში, და დიდი რისკის

239
ფასად, მოხუცს გაუმხილა, რომ სესილი მას საბერძნეთში არ მიჰყვებოდა; თან
ისეთი სერიოზული ხმით, რომ რისკი გარდაუვალი აღმოჩნდა; მისტერ ემერსონმა
გოგონას ამოხედა და ჰკითხა:

– თქვენ მას ტოვებთ? ტოვებთ ადამიანს, რომელიც გიყვართ?

– ასე უნდა მოვქცეულიყავი.

– რატომ, მის ჰანიჩერჩ, რატომ?

ლიუსი შიშმა შეიპყრო, და ისევ ტყუილი თქვა. მან ისევ ის გრძელი და


დამაჯერებელი სიტყვა წარმოთქვა, რაც მისტერ ბიბთან ჰქონდა ნათქვამი და
რომლის თქმასაც აპირებდა ყველასთვის, როცა ნიშნობის ჩაშლას შეატყობინებდა
მათ. მოხუცმა ისე მოუსმინა, რომ კრინტი არ დაუძრავს და მერე უთხრა:

– ჩემო ძვირფასო, თქვენზე ვღელავ. მეჩვენება, რომ... – მისი სიტყვები ლიუსის


თითქოს სიზმარში ჩაესმოდა და ამიტომ სულ არ აღელვებულა, – ...თავგზა
აგებნათ.

გოგონამ თავი ჩაქინდრა.

– დაუჯერეთ ხნიერ ადამიანს. ცხოვრებაში თავგზის არევაზე უარესი არაფერია.


უფრო ადვილია სიკვდილს ან ბედისწერას გაუსწორო თვალი, ან სხვა რამეებს,
რაც შიშს იწვევს ჩვენში. მაგრამ ცხოვრების მხოლოდ ის ეპიზოდები მახსენდება
საშინლად, როდესაც თავგზა მქონდა აბნეული; არადა, ხომ შემეძლო, ეს თავიდან
ამეცილებინა. ჩვენ შეგვიძლია, ცოტათი ერთმანეთს დავეხმაროთ. მე მეგონა, რომ
შემეძლო ახალგაზრდებისთვის ცხოვრების არსი დამენახვებინა, მაგრამ მერე
ჭკუა ვისწავლე და ჯორჯს მხოლოდ ამას ვეუბნებოდი: თავი აარიდე ხათაბალას.
გახსოვთ, ეკლესიაში თავი რომ მომაჩვენეთ, თითქოს გაღიზიანდით, მაგრამ
სინამდვილეში ასე არ იყო? გახსოვთ, მანამდე უარს რომ მეუბნებოდით ოთახზე
ხედით? აი, ეს იყო ხათაბალა, უმნიშვნელო, მაგრამ ავის მომასწავებელი – აი,
ახლაც ხათაბალაში ხართ გაბმული და თავგზა აგებნათ.

გოგონა ხმა არ იღებდა.

– დამიჯერეთ, მის ჰანიჩერჩ. ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ – რთული.

ლიუსი მაინც ჩუმად იყო.

240
– „ცხოვრება, – წერდა ჩემი ერთი მეგობარი, – მაყურებლის წინაშე ვიოლინოზე
დაკვრაა, როცა შესრულებას გზადაგზა სწავლობ“. მგონი კარგი ნათქვამია.
ადამიანმა გზადაგზა უნდა ისწავლოს თავისი ვალდებულებების შესრულება,
განსაკუთრებით კი – სიყვარულის ვალდებულების.

და უეცრად მან მღელვარედ შესძახა:

– აი, ამას ვგულისხმობ: თქვენ გიყვართ ჯორჯი!

ასეთი ხანგრძლივი შესავლის მერე, ეს სამი სიტყვა ზღვის ტალღებივით დაეჯახა


ლიუსის.

– ეს ასეა! – გააგრძელა ემერსონმა ისე, რომ შეკამათებას არც დალოდებია, – თქვენ


ის მთელი გულითა და სულით გიყვართ, უბრალოდ და პირდაპირ – როგორც მას
თქვენ, და აქ სიტყვები სრულიად ზედმეტია. სწორედ მის გამო არ გაჰყევით
ცოლად სხვა კაცს!

– როგორ ბედავთ! – სული შეეხუთა ლიუსის, ყურებში კი ტალღების გუგუნი


ედგა.

– ოჰ, როგორ გახასიათებთ ეს კაცებს... სულ გგონიათ, რომ ქალი მხოლოდ


თქვენზე ფიქრობს!

– მაგრამ ეს ასეა, თქვენ სულ ჯორჯზე ფიქრობთ.

ლიუსიმ თითქმის ფიზიკური ზიზღი იგრძნო.

– თქვენ თავზარდაცემული ხართ, მაგრამ სწორედ ეს იყო ჩემი მიზანიც. ხანდახან


მხოლოდ ასე შეიძლება მიაღწიო შენსას, სხვანაირად თქვენს ყურამდე ამას ვერ
მოვიტანდი. ძალიან შორს დაიხიეთ უკან. მე არ მაქვს სინაზის, ამხანაგობის,
პოეტურობის და იმ რაღაცების დრო, რაც მართლა მნიშვნელოვანია, რის გამოც
ვქორწინდებით. ვიცი, რომ ყველაფერ ამას ჯორჯთან იპოვით და რომ ის
გიყვართ. გახდით მისი ცოლი. ის უკვე თქვენი ნაწილია. საბერძნეთში რომც
გაიქცეთ და ის ვეღარასოდეს ნახოთ, მისი სახელიც რომ დაივიწყოთ, ჯორჯი
სიცოცხლის ბოლომდე თქვენს ფიქრებში დარჩება. სიყვარული და დაშორება
შეუთავსებელი ცნებებია. ინატრებთ, რომ ასე არ იყოს. თქვენ შეიძლება
გარდაქმნათ სიყვარული, არად ჩააგდოთ, თავგზა აუბნიოთ, მაგრამ მას ვერ
გაექცევით. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ პოეტები მართლები არიან:
სიყვარული მარადიულია.
241
ლიუსიმ აღშფოთებისაგან ტირილი დაიწყო, და, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზმა
მალე გაუარა, ცრემლები მაინც მოსდიოდა.

– მხოლოდ ის მინდა, პოეტები იმასაც ამბობდნენ, რომ სიყვარული სხეულს


ეკუთვნის, სხეული კი არ არის, არამედ სხეულს ეკუთვნის. რამდენ ტანჯვას
გადავურჩებოდით, ეს რომ გვეღიარებინა! ჩვენში რომ მეტი პირდაპირობა იყოს,
ჩვენი სული უფრო თავისუფალი იქნებოდა. თქვენი სული, ძვირფასო ლიუსი.
ახლა ეს სიტყვა მძულს – იმ ტყუილების წყალობით, რომელშიც ის ცრურწმენამ
გაახვია. მაგრამ ჩვენ გვაქვს სული. არ ვიცი, ის საიდან გაჩნდა ან სად მიდის,
მაგრამ ჩვენ გვაქვს სული. და თქვენ, ლიუსი, თქვენსას ანადგურებთ. ჩემთვის ეს
აუტანელია. ეს წყვდიადის დადგომას ჰგავს. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია, –
ემერსონი გაჩუმდა და თავი გაიქნია, – აბსტრაქტულად და გაუგებრად
გელაპარაკებით! ამასობაში აგატირეთ! ჩემო ძვირფასო! მომიტევეთ ბანალურობა.
გაჰყევით ცოლად ჩემს ბიჭს. როდესაც ცხოვრების არსზე ვფიქრობ და იმაზე, თუ
რა იშვიათად პოულობს ერთი სიყვარული მეორეს... გაჰყევით მას; ზუსტად
ასეთი კავშირების გამო არსებობს სამყარო.

გოგონას არ ესმოდა ემერსონის, მისი სიტყვები მართლაც მეტისმეტად


აბსტრაქტული იყო. მიუხედავად ამისა, სანამ ის ლაპარაკობდა, ლიუსის გარშემო
წყვდიადი ფენა-ფენა გაიფანტა და მან საკუთარი სულის ფსკერი დაინახა.

– და მაშინ, ლიუსი...

– მაშინებთ, – დაიკვნესა გოგონამ, – თქვენ, სესილი, მისტერ ბიბი. ბილეთები


უკვე ნაყიდია, ყველაფერი...

ლიუსი სავარძელში ჩავარდა და მოთქმა დაიწყო.

– საერთოდ ამებნა თავგზა. მე ჩემი საწუხარი უნდა გადავხარშო და სულიერად


გავიზარდო, მაგრამ – მისგან შორს. არ შემიძლია მის გამო გავიფუჭო ცხოვრება,
რომლითაც ვცხოვრობ. ისინი ხომ მენდობიან.

ამ დროს კარებთან ეტლი გაჩერდა.

– უთხარით ჯორჯს ჩემი სიყვარულის შესახებ. მხოლოდ ერთხელ. გადაეცით,


რომ ყველაფერში გავერკვევი.

ლიუსიმ პირბადე ჩამოიფარა, რომლის ქვეშაც კვლავ ცრემლი სდიოდა.

242
– ლიუსი...

– არა! ისინი უკვე ჰოლში არიან. გთხოვთ, მისტერ ემერსონ, არ არის საჭირო. მათ
ჩემი სჯერათ.

– როგორ უნდა სჯეროდეთ თქვენი, როცა ისინი უკვე მოატყუეთ?

ამ დროს მისტერ ბიბმა კარი გააღო და თქვა:

– აი, დედაჩემიც.

– შენ არ ხარ მათი ნდობის ღირსი.

– რა ხდება? – იკითხა მისტერ ბიბმა მკაცრად.

– ვამბობდი, – უთხრა ემერსონმა, – რომ მისი ნდობა არ შეიძლება, რადგან


გატყუებდათ.

– ერთი წუთით, დედა, – მღვდელი შემოვიდა და კარი დახურა, – ვერ გავიგე,


მისტერ ემერსონ, ვის გულისხმობთ? ვის დაჯერებას?

– იმას ვგულისხმობ, რომ ლიუსი თავს ისე გაჩვენებდათ, თითქოს ჯორჯი არ


უყვარდა. არადა, მათ თავიდანვე უყვარდათ ერთმანეთი.

მისტერ ბიბმა ატირებულ გოგონას გადახედა. ხმა არ გაუღია, მაგრამ


ჟღალბაკენბარდებიანი თეთრი სახე ულმობელი გაუხდა. მაღალი, შავი სვეტივით
იდგა და ქალიშვილის პასუხს ელოდებოდა.

– მე მას არასოდეს გავყვები ცოლად, – აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა


ლიუსიმ.

მღვდელს სახეზე ზიზღი გამოესახა:

– რატომ?

– მისტერ ბიბ, მე შეცდომაში შეგიყვანეთ... საკუთარი თავიც შეცდომაში


შევიყვანე.

– სისულელეა, მის ჰანიჩერჩ.

– სულაც არ არის სისულელე! – გაცხარდა მოხუცი ემერსონი, – ეს სწორედ ის


არის, რაც თქვენ არ გესმით.

243
მისტერ ბიბმა მეგობრულად დაადო მხარზე ხელი.

– ლიუსი! ლიუსი! – დაიძახეს ეტლიდან.

– მისტერ ბიბ! ხომ ვერ დამეხმარებით?

მისტერ ბიბი, როგორც ჩანს, გააოცა თხოვნამ და ხმადაბლა, მაგრამ მკაცრად


უპასუხა:

– იმაზე მეტად ვარ დამწუხრებული, ვიდრე შემიძლია გამოვხატო. სამწუხაროა,


სამწუხარო და დაუჯერებელი.

– რას უწუნებთ ჩემს ბიჭს? – გაისმა ემერსონის ხმა.

– არაფერს, მისტერ ემერსონ. უბრალოდ, მე ის აღარ მაინტერესებს. გაჰყევით


ჯორჯს ცოლად, მის ჰანიჩერჩ! ის მშვენიერი მეუღლე იქნება.

მღვდელი გავიდა და ისინი მარტო დატოვა. ისმოდა, როგორ ეხმარებოდა დედას


კიბეზე ასვლაში.

– ლიუსი! – უხმობდნენ ეტლიდან.

სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ლიუსი მისტერ ემერსონს მიუბრუნდა,


მაგრამ როგორც კი მას შეხედა, მოსულიერდა და თავი უკეთ იგრძნო. ეს იყო
წმინდანის სახე, რომელსაც ყველაფერი ესმის.

– ახლა ჩვენ მაინც ბნელით ვართ მოცულნი. გვეჩვენება, რომ სილამაზე და ვნება
არასოდეს არსებობდა. მაგრამ გაიხსენეთ ფლორენციის მთები და ხედები. ოჰ,
ძვირფასო, მე რომ ჯორჯი ვიყო, ერთს გაკოცებდით და ეს გამბედაობას
შეგმატებდათ. თქვენ ცივი ხართ, მაშინ, როცა ბრძოლას, რომელშიც უნდა ჩაებათ,
ცეცხლი სჭირდება; თქვენ უნდა გაერკვეთ იმ ქაოსში, რომელიც თვითონ
შექმენით. დედათქვენი და თქვენი მეგობრები მოგიძულებენ, და მართლებიც
იქნებიან, ძვირფასო, თუ შეიძლება, რომ ვინმეს მოძულება სწორი იყოს. ჯორჯი
ჯერ ისევ წყვდიადშია, თქვენ ეს ბრძოლა მისი თანაგრძნობის გარეშე უნდა
გადაიტანოთ. გესმით ჩემი? – მოხუც ემერონს თვალებზე ცრემლები მოადგა, –
ჩვენ უფრო მეტისთვის ვიბრძვით, ვიდრე სიყვარული და სიამოვნებაა. ჩვენ
ჭეშმარიტებისთვის ვიბრძვით. ჭეშმარიტება მართლაც რომ მნიშვნელოვანია.

– მაკოცეთ, – უთხრა გოგონამ, – მაკოცეთ და შევეცდები.

244
ემერსონის შემხედვარეს, ლიუსის დაეუფლა განცდა, რომ ურიგდებოდა მთელი
სამყაროს ღვთაებებს და რომ იმ მამაკაცის მიღებით, რომელიც უყვარდა,
მიაღწევდა რაღაცას, რაც არამხოლოდ მისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის
იყო მნიშვნელოვანი. ამ განცდას ლიუსი შინისკენ გზაზეც არ მიუტოვებია. მან
ეტლშივე გაამხილა ყველაფერი. ემერსონმა დაანახვა მას, რომ სხეული უზადოა,
ხოლო ამ სამყაროში არსებული სარკაზმი და დაცინვა სისულელეა და არ არის
საშიში; მან გააგებინა ლიუსის, რომ სუფთა ვნება წმინდაა. წლების მერე ლიუსი
იტყვის, რომ ბოლომდე ვერაფრით გაიგო, როგორ მოახერხა ემერსონმა მისი
გაძლიერება. ის თითქოს დაეხმარა მას, სამყარო ერთ დიდ მთლიანობად დაენახა.

XX. შუა საუკუნეების დასასრული


დები ალანები მართლაც წავიდნენ საბერძნეთში, მაგრამ ლიუსის გარეშე. ამ ჩვენი
პატარა კომპანიიდან მხოლოდ ისინი შემოუვლიან გარს მალეას კონცხს და
გააპობენ სარონიის ყურის ტალღებს. მხოლოდ ისინი შეძლებენ ათენისა და
დელფოს მონახულებას, და ინტელექტუალების იმ ორ საკურთხეველს ეწვევიან,
რომელთაგან ერთი აკროპოლისზეა აღმართული, ლურჯი ზღვებით
გარშემორტყმული, მეორე კი პარნასის მთის ქვეშაა, სადაც არწივებს დაუდვიათ
ბუდე და ბრინჯაოსფერი მეეტლე აუღელვებლად მიქრის უსასრულობის
შესახვედრად. აცახცახებულები, აღელვებულები, საჭმლის მონელებისთვის
საჭირო პურით დატვირთულები, ისინი მაინც გაემართებიან კონსტანტინოპოლს,
და მსოფლიოსაც გარს შემოუვლიან. დანარჩენები კი ნაკლებ ამბიციური, მაგრამ
არანაკლებ კეთილშობილი მიზნებით უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩვენ გვიხმობს
იტალია და პანსიონატ „ბერტოლინის“ უნდა დავუბრუნდეთ.

ჯორჯმა თქვა, რომ ეს მისი ძველი ოთახი იყო.

– არა, – შეეწინააღმდეგა ლიუსი, – იმიტომ, რომ ეს ჩემი ოთახი იყო; მე ხომ


მამაშენის ოთახში გადავედი. შარლოტმა მაიძულა რაღაც მიზეზით, აღარ მახსოვს,
რატომ.

ჯორჯმა მოპირკეთებულ იატაკზე დაიჩოქა და ლიუსის თავი კალთაში ჩაუდო.

– ჯორჯ, ბავშვი ხომ არა ხარ, ადექი.


245
– და რატომ არ უნდა ვიყო ბავშვი? – ჩაილაპარაკა ჯორჯმა.

ამ კითხვას ლიუსიმ პასუხი ვერ გასცა, ჯორჯის წინდა, რომლის დაკემსვასაც


ცდილობდა, გადადო და ფანჯრიდან გაიხედა. საღამოვდებოდა, კვლავ
გაზაფხული იდგა.

– ოჰ, ისევ ეს შარლოტი გამახსენდა! – თქვა ჩაფიქრებულმა გოგონამ, – ნეტავ


რისგან აკეთებენ ასეთ ადამიანებს?

– იმ მასალისგან, რომლისგანაც – მღვდლებს.

– რა სისულელეა.

– სწორია. ნამდვილად სისულელეა.

– ადექი ამ ცივი იატაკიდან, თორემ რევმატიზმი დაგემართება. მორჩი სიცილსა


და სულელობას.

– რატომ არ უნდა ვიცინო? – იკითხა ბიჭმა, მკლავებში მოიქცია და სახე სახესთან


ახლოს მიუტანა, – რა მაქვს სატირალი? აი, აქ მაკოცე.

და მან სახეზე ის ადგილი მიუთითა, სადაც კოცნის მიღება სურდა.

ბოლოს და ბოლოს, ის ხომ პატარა ბიჭივით იყო. როცა საქმე საქმეზე მიდგა,
სწორედ გოგონას გაახსენდა წარსული, მისი სული განგმირეს, მას ახსოვდა, ვისი
ოთახი იყო ეს შარშან. მაგრამ, როცა ჯორჯი რამეში ცდებოდა, ლიუსის ამის გამო
კიდევ უფრო მეტად უყვარდებოდა.

– წერილები ხომ არ მოსულა?

– მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ფრედისგან.

– მაშინ ჯერ აქ მაკოცე და მერე აქ.

როცა ლიუსიმ კვლავ რევმატიზმით დაუწყო დაშინება, ჯორჯი წამოდგა, ფანჯარა


გამოაღო (ისე, როგორც ეს ბრიტანელებს სჩვევიათ) და გარეთ გაიხედა. აი,
პარაპეტი, აი, მდინარე, მარცხნივ კი მთები მოჩანდა. მეეტლე, რომელმაც
გველივით წაისისინა „გამარჯობა“, შესაძლოა სწორედ ის ფაეტონი ყოფილიყო,
რომელმაც ამ ბედნიერებას დაუდო დასაბამი თორმეტი თვის წინ. უცებ ჯორჯი
მადლიერების მძლავრმა გრძნობამ აიტანა – სამხრეთში ნებისმიერი გრძნობა
ძლიერ ემოციას იწვევს – და მან დალოცა ის ადამიანები თუ საგნები, რომლებმაც
246
მის ბედისწერაში გარკვეული როლი ითამაშეს. რა თქმა უნდა, თვითონაც
ეხმარებოდა საკუთარ თავს, მაგრამ სულელურად! ყველაზე რთულ ფრონტებზე
ბრძოლას სხვები აწარმოებდნენ – იტალია, მამამისი, მისი ცოლი.

– ლიუსი, მოდი და კიპარისებს შეხედე. ეკლესიაც ისევ მოჩანს, აღარ მახსოვს, რა


ჰქვია.

– სან მინიატო, დაიცა, შენს წინდას მოვრჩე.

– Signorino, domani faremo uno giro [Signorino, domani faremo uno giro (იტალ.) –
სინიორ, ხვალ ჩვენ აუცილებლად გავისეირნებთ ეტლით.], – დაუძახა მტკიცედ
დარწმუნებულმა მეეტლემ.

ჯორჯმა უპასუხა, რომ ცდებოდა, მათ არ ჰქონდათ ქარისთვის გასატანებელი


ფული.

და ის ადამიანები, რომლებიც სულაც არ აპირებდნენ დახმარებას?! ეს მის


ლევიშები თუ მის ბარტლეტები და სესილები! ჯორჯმა, რომელსაც ბედისწერის
როლის გაზვიადება სჩვეოდა, გონებაში თვალი გადაავლო მათ, ვისაც
დღევანდელ ბედნიერებას უმადლოდა.

– ფრედი რამე კარგს იწერება?

– ჯერჯერობით არა.

ჯორჯი ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ ლიუსის ბედნიერებას სიმწარეც


დაჰკრავდა – ჰანიჩერჩებმა მათ არ აპატიეს, ისინი ქალიშვილის ფარისევლობით
აღშფოთებულნი იყვნენ; ლიუსიმ, შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგა „უინდი
კორნერი“.

– რას გვწერს?

– სულელი ბიჭია! თავი დიდი ვინმე ჰგონია. იცოდა, რომ გაზაფხულზე


გავემგზავრებოდით, მთელი ექვსი თვის განმავლობაში იცოდა ეს. ისიც იცოდა,
რომ, თუ დედა არ მოგვცემდა თანხმობას, ჩვენს საქმეს ჩვენ თვითონ
მოვკიდებდით ხელს. ჩვენ ხომ ისინი პატიოსნად გავაფრთხილეთ, ის კი ამას
გაპარვას უწოდებს. ჩერჩეტი!

– Signorino, domani faremo uno giro...

247
– ბოლოს ყველაფერი დალაგდება. მოუწევს ჩვენს ახალ მდგომარეობას შეეგუოს.
რაც შეეხება სესილს, სამწუხაროა, რომ ქალების მიმართ ასეთი ცინიკური გახდა.
საგრძნობლად შეიცვალა, თან უკვე მეორედ. რატომა აქვთ კაცებს თეორიები
ქალებთან დაკავშირებით? მე კაცებთან დაკავშირებით არ მაქვს. ნეტავ, მისტერ
ბიბი...

– ნეტავ...

– ის არასოდეს გვაპატიებს... იმას ვგულისხმობ, რომ მისთვის საინტერესოები


არასოდეს ვიქნებით. კარგი იქნებოდა, „უინდი კორნერზე“ ამხელა გავლენა რომ
არ ჰქონდეს, სულ მას უგდებენ ყურს. თუ ჩვენ სამართლიანად და გულის
კარნახით მოვიქეცით, მაშინ ისინი, ვისაც მართლა ვუყვარვართ, საბოლოოდ
აუცილებლად დაგვიბრუნდებიან.

– ალბათ, – უპასუხა ჯორჯმა. მერე კი უფრო რბილად დაამატა:

– აი, მე სამართლიანად მოვიქეცი და შენ დამიბრუნდი. ამიტომაც სწორად


მსჯელობ.

ახალგაზრდა კაცი შემობრუნდა.

– შეეშვი ამ წინდას!

ჯორჯმა ლიუსი ხელში აიყვანა და ფანჯარასთან მიიყვანა, რათა მასაც დაენახა


მშვენიერი ხედი. ფანჯარასთან ჩაჩოქილები, ჩურჩულით იმეორებდნენ
ერთმანეთის სახელებს. ეს ისეთი კარგი იყო! ეს ზუსტად ის დიდი ბედნიერება
იყო, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდნენ, წინ კი უამრავი პატარა
სიხარული ელოდათ, როგორზეც არც კი უოცნებიათ. ისინი მიყუჩდნენ.

– Signorino, domani faremo...

– ტვინი წაიღო ამ კაცმა! – აღშფოთდა ჯორჯი.

მაგრამ ლიუსის ფოტოების გამყიდველი კაცი გაახსენდა და უთხრა:

– უხეშად ნუ დაელაპარაკები.

მერე სული მოითქვა და ჩაიბუტბუტა:

– ასე მისტერ იგერი და შარლოტი იქცევიან ხოლმე. საცოდავი, სულგაყინული


შარლოტი. რა სასტიკი შეიძლება იყოს ის ასეთ უბრალო ადამიანებთან!
248
– შეხედე იმ განათებებს ხიდზე, – უთხრა ქმარმა.

– რა ვქნა, ეს ოთახი შარლოტს მაგონებს. რა საშინელებაა, როცა ასე ბერდები. რა


იქნებოდა, მას რომ სცოდნოდა, მისტერ ბიბთან სახლში მამაშენი რომ იყო! ის
აუცილებლად ხელს შემიშლიდა, მამაშენი კი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც
ჩემი გონს მოყვანა შეეძლო. შენ ამას ვერ შეძლებდი. როცა აქ ასეთი ბედნიერი
ვარ, – გოგონამ მას აკოცა, – სულ იმას ვფიქრობ, რა წვრილმანებზეა ეს
ყველაფერი აგებული. შარლოტს რომ სცოდნოდა, შემაჩერებდა, სულელურ
საბერძნეთში წავიდოდი და სამუდამოდ შევიცვლებოდი.

– მაგრამ მან იცოდა, – უთხრა ჯორჯმა, – მან მამაჩემი ნახა, მამამ ასე მითხრა.

– არა, არ უნახავს. ის ზედა სართულზე იყო მოხუც მისის ბიბთან, არ გახსოვს? და


მერე პირდაპირ ეკლესიაში წავიდა. ასე მითხრა.

ჯორჯი არ დანებდა.

– მამამ დაინახა და მის სიტყვას უფრო ვენდობი. მამა მისტერ ბიბის კაბინეტში
ცეცხლთან თვლემდა, თვალები რომ გაახილა, მის ბარტლეტი დაინახა.
რამდენიმე წუთით ადრე, სანამ შენ შეხვიდოდი ოთახში. შარლოტი უკვე
მიდიოდა, როცა მამამ გაიღვიძა. მათ ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ.

მერე სხვა რაღაცებზე გააბეს საუბარი – აბნეული ლაპარაკი ორი ადამიანისა,


რომლებმაც დიდხანს იბრძოლეს იმისთვის, რომ ერთად ყოფილიყვნენ და მათი
ჯილდო ერთმანეთის მკლავებში მშვიდად წოლა იყო. კარგა ხნის შემდეგ ისევ
მის ბარტლეტს მიუბრუნდნენ, მაგრამ მისი საქციელი ახლა ბევრად უფრო
საინტერესო ეჩვენათ. ჯორჯმა, რომელიც ვერ იტანდა გაურკვევლობას, თქვა:

– აშკარაა, რომ მამაჩემის იქ ყოფნის ამბავი იცოდა. მაგრამ, მაშინ, როგორ გარისკა,
თქვენი შეხვედრა როგორ დაუშვა? იცოდა, რომ ის იქ იყო და თვითონ ეკლესიაში
წავიდა.

ისინი ცდილობდნენ, როგორმე აღედგინათ მთლიანი სურათი.

ამ საუბრისას, ლიუსის თავში ერთმა წარმოუდგენელმა აზრმა გაუელვა, მაგრამ


მყისვე მოიშორა და თქვა:

– შარლოტი ყოველთვის ასე იქცევა. ბოლო წუთს ყველაფერს ხათაბალაში ხვევს


ხოლმე.

249
მაგრამ მილეული საღამო, მდინარის ხმაური ან სულაც მათი ალერსი თითქოს
აფრთხილებდათ, რომ ქალიშვილის სიტყვები სიმართლესთან ახლოს არ იყო და
ჯორჯმა ლიუსის ჩასჩურჩულა:

– და თუ ეს სპეციალურად გააკეთა?

– რა გააკეთა?

ლიუსი ფანჯრიდან გადაიხარა და მეეტლეს თავაზიანად სთხოვა:

– Lascia, prego, lascia. Siamo sposati [Lascia, prego, lascia. Siamo sposati (იტალ.) –
თუ შეიძლება, წადით. ჩვენ დაქორწინებულები ვართ.].

– Scusi tanto, signora [Scusi tanto, signora (იტალ.) – დიდი ბოდიში, სინიორა.], –
მანაც ასევე თავაზიანად უპასუხა და ცხენს მათრახი გადაუჭირა.

– Buena sera... e grazie [Buena sera... e grazie (იტალ.) – ღამე მშვიდობისა... და


გმადლობთ.].

– Niente [Niente (იტალ.) – არაფერს.].

მეეტლემ ღიღინით გააგრძელა გზა.

– რა გააკეთა სპეციალურად?

ჯორჯმა ჩასჩურჩულა:

– ნუთუ ეს არის ახსნა? ნუთუ ეს შესაძლებელია? ასეთი საოცარი ახნა მაქვს: შენი
ბიძაშვილი სულ იმედოვნებდა, რომ ერთად ვიქნებოდით. პირველივე წუთიდან,
გულის სიღრმეში, ძალიან ღრმად, იმედი ჰქონდა, რომ ასე იქნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად გვებრძოდა, იმედს მაინც არ კარგავდა.
სხვანაირად მის საქციელს ვერ ავხსნი. შენ? გაიხსენე, მთელი ზაფხულის
განმავლობაში როგორ გახსენებდა მუდმივად ჩემს თავს, როგორ არ გაძლევდა
მოსვენებას, ყოველ ჯერზე როგორი ექსცენტრიკული და არასანდო ხდებოდა.
ჩვენი ხატება მას მოსვენებას არ აძლევდა, სხვა შემთხვევაში თავის მეგობარს ასე
ვერ აღუწერდა იმ სცენას. ისეთი დეტალები აქვს ნახსენები, პირდაპირ გულზე
მომხვდა. მერე ის წიგნი წავიკითხე. ის არ არის სულგაყინული, ლიუსი, ის
ბოლომდე არ დამჭკნარა. მან ერთხელ დაგვაშორა ერთმანეთს, მაგრამ იქ,
მღვდლის სახლში, მეორე შანსი მიეცა. ჩვენ მას ვერასდროს დავუმეგობრდებით

250
და ვერც მადლობას ვეტყვით. მაგრამ მჯერა, რომ გულის სიღრმეში, მიუხედავად
მთელი მისი თავდაჭერილობისა და ლაპარაკისა, ის გახარებულია.

– ეს შეუძლებელია, – წაილუღლუღა ლიუსიმ; მერე კი გაიხსენა საკუთარი


გამოცდილება და თავი დაუქნია, თუმცა, სავსებით შესაძლებელია.

ახალგაზრდულმა გზნებამ ისინი თავის მკლავებში მოიმწყვდია; ფაეტონი ვნების


ზეობასა და სიყვარულის მოპოვებას უმღეროდა. მაგრამ ისინი უფრო იდუმალი
სიყვარულის არსებობას გრძნობდნენ. სიმღერა მიწყდა და მხოლოდ მდინარის
ხმაური ისმოდა, რომელიც ზამთრის თოვლს ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისკენ
მიაქანებდა.

251

You might also like