You are on page 1of 11

იაპონიის

ინოვაციური
პოლიტიკა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის


თბილისის სახელმწიფო
ლექტორი : გივი ბედიანაშვილი
უნივერსიტეტი
სტუდენტი: მარიამ გვირჯიშვილი
იაპონიის შესახებ

კონსტიტუციური წყობა: კონსტიტუციური მონარქია;


მონარქი: აკიჰიტო (იაპონიის მონარქიის ხაზის 125-ე
მონარქი);
მმართველი პარტია: ლიბერალურ-დემოკრატიული
პარტია;
პრემიერ-მინისტრი: შინზო აბე;
რელიგია: სინტოიზმი და ბუდიზმი;
ტერიტორია: 378 ათასი კვადრატული კილომეტრი (1989
წლის საქართველოს ტერიტორიაზე 5,4-ჯერ დიდი);
მოსახლეობა: 126,045,211 (5 მაისი, 2017)
ერთიანი ეროვნული პროდუქტი: 6 ტრილიონი აშშ
დოლარი
წლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე: 48 ათასი
აშშ დოლარი
იაპონური ინოვაციური
მენეჯმენტის გამოწვევები

იაპონური მენეჯმენტი ღირებული გახდა მსოფლიოში


და მრავალმა უცხოურმა კომპანიამ დაიწყო მისი
მენეჯმენტის სისტემის გადმოღება და დანერგვა.
ინოვაციური იაპონური მენეჯმენტის იმპორტს ხელს
უწყობდა ადგილობრივი ქვეყნების მთავრობები,
რადგან ამ გზით ისინი დაინტერესებულები იყვნენ
სრულყოთ ადგილობრივი წარმოება, შეექმნათ
კონკურენტუნარიანი პროდუქცია და ახალ ბაზარზე
დანერგვით ხელი შეეწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ
გაძლიერებას. ეს პროცესები დღესაც ინტენსიურად
მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში.
იაპონური ინოვაციური მენეჯმენტის
გამოწვევები
იაპონია მცირე ბუნებრივი რესურსების მქონე
ქვეყანაა, ის თავს ირჩენს მხოლოდ თავის
ქვეყანაში წარმოებული მაღალხარისხიანი
პროდუქციის ექსპორტით. 2014 წლის
მონაცემებით, იაპონიას აქვს მესამე უდიდესი
ეროვნული ეკონომიკა მსოფლიოში აშშ-სა და
11 ჩინეთის შემდგომ. იგი არის მსოფლიოს
მეოთხე უდიდესი ექსპორტიორი და
იმავდროულად იმპორტიორი ქვეყანა.
იაპონური ინოვაციური
მენეჯმენტის გამოწვევები
იაპონია პირველ ადგილზეა მსოფლიოში
ურთულესი ინდუსტრიული რობოტების წარმოების მხრივ.
მან მიაღწია ტექნოლოგიურ წარმატებებს ახალი თაობის
ზესწრაფი კომპიუტერების წარმოებაში და დაწინაურდა
კოსმოსური აპარატებისა და სამხედრო აღჭურვილობის
წარმოებაში. მას სულ უფრო მეტი მიღწევები აქვს
კოსმოსური კვლევების, კოსმოსური ზონდების, სარაკეტო
სისტემების, ხელოვნური თანამგზავრების, ავიაციის
წარმოების განვითარების სფეროებში. იაპონია უკვე
აფინანსებს ამბიციურ პროექტს იმ მიზნით, რომ შექმნას
ადამიანთა მუდმივი დასახლება მთვარეზე - ე.წ. „მთვარის
ბაზა“ 2030 წლისათვის.
იაპონური ინოვაციური
მენეჯმენტის გამოწვევები
როგორც მსოფლიო ლიდერი მწარმოებელი ქვეყანა. თანამედროვე იაპონური მართვის
თეორიებით პირველი დიდი დაინტერესება ამერიკის ბიზნეს-წრეებში გამოიწვია ვილიამ
ოუჩის წიგნმა „Z თეორიამ,“ რომლის გამოქვეყნებასაც მალევე მოჰყვა ენ-ბი- სი-ს
სატელევიზიო გადაცემა სათაურით: “თუ იაპონიამ შეძლო, რატომ ჩვენ არა?!“, სადაც
ფართოდ იქნა გაშუქებული იაპონურ საწარმოთა წარმატებები, რომელიც იმ პერიოდში დიდ
ინტერესს აღძრავდა მთელს ამერიკულ საზოგადოებაში. მოგვიანებით რიჩარდ შონბერგერი
წიგნში „იაპონური წარმოების ტექნიკა, სიმარტივის ცხრა გაკვეთილი“, უფრო მეტი
მეცნიერული სიღრმით შეეხო იაპონური მენეჯმენტის თეორიებს. იგი საზოგადოებას
განუმარტავდა „იმ გაკვეთილებს“, რაც მსოფლიოს შეეძლო იაპონელებისაგან ესწავლა. ეს
გაკვეთილები მოიცავდა შემდეგ საყურადღებო დებულებებს:
 მართვის იაპონური ტექნოლოგიები სხვა ქვეყნებში ტრანსპორტაბელური ტექნოლოგიებია;
 ჯასტ-ინ-ტაიმ (just-in-time) წარმოების მეთოდოლოგია ამჟღავნებს იმ პრობლემებს,
რომელიც დაკავშირებულია ჭარბი ნედლეულისა და ზედმეტი პერსონალის არსებობასთან;
 კულტურა არ არის ბარიერი, ხოლო მართვის ახალი ტექნოლოგიები ცვლიან ძველ ქცევებს;
 სიმარტივე და ელასტიურობა ძლევს არსებულ პრობლემებს;
 მეტი მუშაობა საკუთარ თავზე, მცირე ჩარევები გარედან;
 სიმარტივე ბუნებრივი მდგომარეობაა, აირჩიე ის და ყველა პრობლემა მოგვარდება.
იაპონური ბიზნესის ინოვაციური
სახელმწიფო მენეჯმენტი
o იაპონელები არა მარტო იყენებენ უცხოურ ტექნოლოგიებს,
არამედ განუწყვეტლივ აუმჯობესებენ მათ, რაც შესაძლებლობას
აძლევთ დაეუფლონ ტექნოლოგიურ ინიციატივას და საკუთარი
‘ნოუ-ჰაუ“ შესთავაზონ მსოფლიოს. 1957-1962 წლებში
იაპონური კორპორაციების მთლიანი ხარჯების 33 პროცენტი
ხმარდებოდა სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და კვლევით
საქმიანობას.
o იაპონიის მთავრობა, ყველა სახის სტიმულებს, საკანონმდებლო
და საგადასახადო შეღავათებს, ფინანსური სუბსიდიებს და სხვ.,
იყენებს დასახმარებლად, რათა იაპონურმა კეირეცუებმა შექმნან
ინოვაციური, ექსპორტზე ორიენტირებული მოწინავე
ტექნოლოგიები და პროდუქცია, რაც მთელი სახელმწიფოს
კეთილდღეობის უცილობელ გარანტიას წარმოადგენს.
იაპონიის სილიკონის ველი

იაპონია 70-იან წლებში საკუთარი სილიკონის


ველი გაჩნდა იაპონიაში, სადაც დიდი ტემპებით
ვითარდებოდა ელექტრონიკა. ტექნოპოლისების
განვითარების იაპონური სამთავრობო პროგრამა
გამოირჩევა ტექნოპოლისების ორგანიზებისა და
ფუნქციონირების სხვადასხვა მეთოდით.
სახელმწიფო მეცნიერულ ტექნიკურ პროგრამებს
კოორდინაციას უწევს საგარეო ვაჭრობისა და
მრეწველობის სამინისტრო.
იაპონიის ინოვაციური პროდუქტები

ტოკიოს აეროპორტებში მგზავრებს რობოტები


მოემსახურებიან
იაპონიის ინოვაციური პროდუქტები

მსოფლიოში ყველაზე მძლავრი


„სუპერკომპიუტერის“ შექმნას გეგმავს.
გმადლობთ ყურადღებისთვის

You might also like