You are on page 1of 17

პერიკარდიტები

განსაზღვრება
პერიკარდიტი გულის პერანგის
სეროზული ფურცლების ანთებაა
ეტიოლოგია
ეტიოლოგიურად განასხვავებენ ინფექციურ,
ასეპტიკურ და იდიოპათიურ პერიკარდიტს.
ინფექციებიდან მნიშვნელოვანია:
 რევმატიზმი
 ტუბერკულოზი
 სეფსისი
 ტიფები
 კოკური ინფექციები
 ბაცილები
 ვირუსები
 რიკეტსიები
 იშვიათად, სოკოები
ეტიოლოგია (გაგრძელება)
ასეპტიკური პერიკარდიტი შეიძლება
გაჩნდეს ურემიის, ალერგიების,
ჰემორაგიული დიათეზების,
მიოკარდიუმის ინფარქტის,
ავთვისებიანი სიმსივნეების
შემთხვევებში, სტეროიდული
ჰორმონებით მკურნალობის დროს
და გულზე ჩატარებული
ქირურგიული ჩარევის შემდეგ
პათოგენეზი
 გამომწვევი სისხლით ან ლიმფით აღწევს
პერიკარდიუმის ღრუში და იქ იწვევს
პათოლოგიურ პროცესს;
 ან ორგანიზმის სენსიბილიზაციის საპასუხოდ
შესაძლებელია ცილის დაშლის პროდუქტებით
ჰიპერერგიული რეაქციის განვითარება და ამ
გზით მიოკარდიუმის დაზიანება;
 ზოგჯერ კი ანთებითი პროცესები მიოკარდიუმზე
მეზობელი ორგანოებიდან გადმოდის;
 ყველა შემთხვევაში პერიკარდიუმის ღრუში
ხდება დიდი რაოდენობით ექსუდატის
დაგროვება.
პათოგენეზი (გაგრძელება)
 პერიკარდიუმში ექსუდატის დაგროვებას
მოყვება ზეწოლა მეზობელ ორგანოებზე, რაც
იწვევს შესაბამისი კლინიკური ნიშნების
გაჩენას;
 ძნელდება გულის დიასტოლური გაფართოება;
 ირღვევა სისხლის მოდენა მარჯვენა გულთან;
 მცირდება სისტოლური მოცულობა;
 მატულობს ვენური წნევა;
 ჩნდება შეგუბება ღრუ ვენებში;
 ზოგჯერ ვითარდება შეგუბება კარის ვენის
სისტემაში.
კლასიფიკაცია
არსებობს პერიკარდიტის ორი
კლინიკურად განსხვავებული
ფორმა:

1. მშრალი პერიკარდიტი

2. ექსუდაციური პერიკარდიტი
მშრალი პერიკარდიტი
კლინიკა

 სხეულის ტემპერატურა ნორმალური ან სუბფებრილურია;


 გულის საზღვრები უცვლელია;
 მეზოკარდიულად ისმის პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა;
 აღინიშნება ტაქიკარდია და ექსტრასისტოლები;
 რენტგენზე ცვლილებები არ არის;
 ელექტროკარდიოგრამაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები
არ ისახება;
 სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა და ედს შეიძლება
იყოს მომატებული
მკურნალობა
 მკურნალობა მიმართულია მშრალი
პერიკარდიტის მიზეზის წინააღმდეგ
ანუ ძირითადად ტარდება
ეტიოტროპული მკურნალობა;
 პათოგენეზური მკურნალობა,
ძირითადად, მიმდინარეობს
ანალგეზიური საშუალებებით.
ექსუდაციური
პერიკარდიტი
კლინიკა
 დასაწყისში აბსოლუტურად იგივეა რაც მშრალი
პერიკარდიტის დროს;
 ექსუდატის დაგროვებასთან ერთად ვითარდება
გულის ფრიალი, ყრუ ტკივილი გულის არეში,
ზოგჯერ ტკივილს თან ახლავს სიკვდილის შიში;
 აღინიშნება ციანოზი, ქოშინი, წყვეტილი ხველა,
ტემპერატურული რეაქცია;
 დამახასიათებელია იძულებითი მჯდომარე
წინწახრილი მდებარეობა.
მკურნალობა
 ინფექციური გენეზის პერიკარდიტის დროს
ტარდება ანტიბიოტიკთერაპია;
 ტუბერკულოზური ინფექციის დროს ტარდება
სპეციფიკური ანტიტუბეკულოზური თერაპია;
 ვირუსული ინფექციების დროს ტარდება
ანტივირუსული მკურნალობა;
 ყველა შემთხვევაში ტარდება ვიტამინთერაპია;
 იშვიათად საჭირო ხდება ჰორმონთერაპია
(კორტიზოლით);
 სიმპტომურად ხშირად საჭირო ხდება
ანალგეზიური, დიურეზული და ანტიჰისტამინური
საშუალებების გამოყენება.
პერიკარდიუმის
მაკრომორფოლოგია
პერიკარდიუმის
მაკრომორფოლოგია
ფიბრინოიდული
პერიკარდიტი
მიკროფოტოგრაფია
ფიბრინოიდული
პერიკარდიტი
მიკროფოტოგრაფია
მშრალი პერიკარდიტი
რენტგენოგრაფია
ექსუდაციური პერიკარდიტი
რენტგენოგრაფია

You might also like