You are on page 1of 5

OLIMPIC

• EUROTRAMP TRAMPOLINE
• საქართველოში ბატუტზე ხტომა XX საუკუნის 30-იანი
წლების მიწურულიდან გავრცელდა. ამ ტიპის პირველი
სპორტული იარაღი გიორგი ეგნატაშვილის დავალებით
დაამზადა პავლე აბაშკინმა, რომელსაც გიორგის ვაჟი,
ირაკლი ეგნატაშვილი ეხმარებოდა. პირველი საცდელი
ვარჯიშები თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე
სპორტულ დარბაზში მოეწყო, მერე კი ბატუტისტებმა
მუშთაიდის ბაღში გადაინაცვლეს (1941). მოგვიანებით, უკვე
50-იან წლებში, სპორტის ეს ახალი სახეობა დაინერგა
თბილისის სპორტულ სკოლებში, ფიზკულტურის ინსტიტუტში,
ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, ცხინვალსა და რუსთავში. 

ბატუტს, როგორც დამხმარე საწვრთნელ საშუალებას, იყენებდნენ
წყალში მხტომელები, ტანმოვარჯიშეები, პარაშუტისტები. ბატუტისტების
პირველი ჯგუფი თენგიზ ხუდოევმა ჩამოაყალიბა (1969), საქართველოს
ნაკრების პირველი უფროსი მწვრთნელი კი ოთარ კაკიაშვილი იყო.
საქართველოს ჩემპიონატები იმართება 1970 წლიდან. ქართველ
ბატუტზე მხტომელთაგან პირველ სერიოზულ წარმატებას ფატი
ფირანიშვილმა მიაღწია (1980, ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი, II
ადგილი). 1985 წლიდან ლიდერობდა რუსუდან ხოფერია (მწვრთნელი –
ზაურ სულაშვილი), რომელმაც არაერთხელ გაიმარჯვა მსოფლიოს და
ევროპის ჩემპიონატებში (1988 წელს მსოფლიოს ჩემპიონატში 3 ოქროს
მედალი დაისაკუთრა: ინდივიდუალურ ვარჯიშში, სინქრონულ ხტომებსა
და გუნდური პროგრამით შეჯიბრებაში), ბატუტისტთა სადებიუტო
ოლიმპიურ ტურნირში კი (2000, სიდნეი) VII ადგილი დაიკავა.
საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი გამარჯვება მოიპოვეს ანა
დოღონაძემ (ამჟამად გერმანიის მოქალაქეა), ზაქარია აბრამიშვილმა
და სხვებმა. 2005-2006 წლებში მსოფლიოსა და ევროპის
ახალგაზრდული ჩემპიონატები მოიგო თბილისელმა ლუბა
გოლოვინამ.
• პრეზიდენტი: -  კონსტანტინე ლაშხი
• რუსიკო ხოფერია
• მარიამ რაგიმოვი

You might also like