You are on page 1of 16

ყველაზე ხშირად გავრცელებული

შეცდომები და მათი სწორი ფორმები


არსებითი სახელი
 კალამმა, ქათამმა, გემმა - სახელის ფუძე ბოლოვდება მ-ზე,
მოთხრობითში ორი „მ“ მოიყრის თავს.
 თასს, კლასს, ხავსს - სახელის ფუძე ბოლოვდება ს-ზე,
მიცემითში ორი „ს“ მოიყრის თავს.
 ბიოლოგიის/ბიოლოგიით, ტყვიის/ტყვიით- სახელის ფუძე
ბოლოვდება ია-ზე, ნათესაობითსა და მოქმედებითში ორი „ი“
მოიყრის თავს.
 ბრძენნი/ბრძენნო, - სახელის ფუძე ბოლოვდება ნ-ზე, ნარიანი
მრავლობითის სახელობითსა და წოდებითში ორი „ნ“
მოიყრის თავს.
 საათთა, კალათთა, - სახელის ფუძე ბოლოვდება თ-ზე,
თანიანი მრავლობითის მოთხრობითში, მიცემითსა და
ნათესაობითში ორი „თ“ მოიყრის თავს.
კუმშვა - გამონაკლისები
 ლიმონის ჩაი X ლიმნის ჩაი
 ამბის, ამბით, ამბად X ამბავის, ამბავით, ამბავად
 წელის ტკივილი X წლის ტკივილი
 თვალის ტკივილი X თვლის ტკივილი
 2020 წლის X 2020 წელის
 ურმის თვლის X ურმის თვალის
კვეცა - გამონაკლისები
 ღვინის/ღვინით X ღვინოსი/ღვინოთი
 დედას ნაჩუქარი ბეჭედი X დედის ნაჩუქარი ბეჭედი /დედას
(საკუთარი) /დედის ამაგი ამაგი
(საზოგადო) X ტაქსს გამოვიძახებ/ტაქსში ჩავჯექი
 ტაქსის გამოვიძახებ/ტაქსიში X კაფის, ჟელის, კაშნის, ატელიის
ჩავჯექი
 კაფეს, ჟელეს, კაშნეს, ატელიეს
კუმშვად-კვეცადი სახელები : ბეგარა, ქარხანა,
(ნათ, მოქმ არ იკვეცება)
პეპელა, წიფელა, სიმწარე, ტომარა, მოყვარე.
საკუთარ სახელთა მართლწერა

! ადამიანის საკუთარი სახელი არ იკუმშება, არ


იკვეცება, არ აქვს მრავლობითი რიცხვი, წოდებითში
 მერაბ
ფუძის სახითაა წარმოდგენილი:
და არა მერაბო, ნანა და არა ნანავ

 ფსევდონიმთან და პროფესია-წოდების აღმნიშვნელ


სახელთან საკუთარი სახელი სრულად უნდა
დაიწეროს
X ი. ხუცესი, თ. მეფე, შ. რუსთაველი
 იაკობ ხუცესი, თამარ მეფე, შოთა რუსთაველი
სახ. ექიმ-ი ნინო გუდაძე სახ. ქალბატონ-ი მარიამ-
მოთხრ. ექიმ-მა ნინო გუდაძე-მ მოთხრ. ქალბატონ-მა მარიამ-
მიც. ექიმ ნინო გუდაძე-ს მიც. ქალბატონ მარიამ
ნათ. ექიმ ნინო გუდაძ-ის ნათ. ქალბატონ-ი მარიამ-
მოქმ. ექიმ ნინო გუდაძ-ით მოქმ. ქალბატონ-ი მარიამ-
ვით. ექიმ ნინო გუდაძე-დ ვით. ქალბატონ მარიამ
წოდ. ექიმ-ო ნინო გუდაძე წოდ. ქალბატონ-ო მარიამ

 ქალბატონი და ბატონი საკუთარ სახელთან ბრუნებისას ბრუნვის


ნიშნებს სრულად დაირთავს სახელობითში, მოთხრობითსა და
წოდებითში. ნაწილობრივ დაირთავს ნათესაობითსა და
მოქმედებითში.
გვარების ბრუნება
სახ. იაშვილი შანიძე შანიძეები მებუკე გოეთე
მოთხრ. იაშვილმა შანიძე-მ შანიძეებმა მებუკემ გოეთემ
მიც. იაშვილს შანიძე-ს შანიძეებს მებუკეს გოეთეს
ნათ. იაშვილის შანიძ-ის შანიძეების მებუკის გოეთესი
მოქმ. იაშვილით შანიძ-ით შანიძეებით მებუკით გოეთეთ

ვით. იაშვილად შანიძე-დ შანიძეებად მებუკედ გოეთედ
წოდ. იაშვილო შანიძე შანიძეებო მებუკე გოეთე
           
 "შვილზე"- დაბოლოებული გვარები არ იკუმშება, არ იკვეცება, წოდებითში დაირთავს "ო"-
ბრ. ის ნიშანს
 ძე-სა და ე-ზე დაბოლოებული ქართ. გვარები კვეცადია მხ. რიცხვის ნათესაობითსა და
მოქმედებითში. ებ-იან მრავლობითში ორი "ე" მოიყრის თავს. უცხოური გვარები უკვეცელია
სახ. გაბისონია გაბისონიები თოდუა თოდუები

მოთხრ. გაბისონიამ გაბისონიებმა თოდუამ თოდუებმა

მიც. გაბისონიას გაბისონიებს თოდუას თოდუებს

ნათ. გაბისონიას(ი) გაბისონიების თოდუას(ი) თოდუების

მოქმ. გაბისონიათ(ი) გაბისონიებით თოდუათ(ი) თოდუებით

ვით. გაბისონიად გაბისონიებად თოდუად თოდუებად

წოდ. გაბისონიაx გაბისონიებო თოდუა x თოდუებო

 ია, ავა, უა, ა-ზე დაბოლოებული გვარები არ იკვეცება მხ. რიცხვში და


წოდებითში არ დაირთავს ბრ.-ის ნიშანს.

 -ებიან მრავლობითში იკვეცება და წოდებითში დაირთავს "ო"-ს.


 კუმშვადია რამდენიმე გვარი: წერეთელი, მაჩაბელი,
მატაბელი, ამილახვარი.

სახ. წერეთელი
მოთხრ. წრეთელმა
მიც. წერეთელს
ნათ. წერეთლის
მოქმ. წერეთლით
ვით. წერეთლად
წოდ. წერეთელო
ზედსართავი სახელი

 კარგი-უკეთესი X კარგი-უკარგესი
 ცუდი-უარესი X ცუდი-უცუდესი
 გრძელი-მოგრძო-უგრძესი
 სქელი-მოსქო-უსქესი
 წითელი-მოწითალო-უწითლესი
 ყვითელი-მოყვითალო-უყვითლესი
 ვარდისფერი-მოვარდისფრო-
უვარდისფრესი
 ყველაზე ლამაზი/ულამაზესი X ყველაზე/ძალიან ულამაზესი
 ოდნავ დიდი/მოდიდო X ოდნავ მოდიდო
თანხმ. ფუძიანი ხმ. ფუძიანი
ზედს. სახელი ზედს. სახელი

სახ. დიდ-ი სახლ-ი სახ. მწვანე ვაშლ-ი


მოთხრ. დიდ-მა სახლ-მა მოთხრ. მწვანე ვაშლ-მა
მიც. დიდ სახლ-ს მიც. მწვანე ვაშლ-ს
ნათ. დიდ-ი სახლ-ის ნათ. მწვანე ვაშლ-ის
მოქმ. დიდ-ი სახლ-ით მოქმ. მწვანე ვაშლ-
ვით. დიდ სახლ-ად ვით. ით
წოდ. დიდ-ო სახლ-ო წოდ. მწვანე ვაშლ-ად
მწვანე ვაშლ-ო
რიცხვითი სახელი
 ნული X ნოლი
 ოცდასამი, ორმოცდასამი X ოც და სამი, ორმოცდა სამი
 ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი X ათასცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი
 ათივე, ხუთივე X ათთავე, ხუთნივე
 70-იანი, 3-სართულიანი X 70-ანი, 3 სართულიანი
 სამოცდაათიანი, სამსართულიანი X სამოცდა ათიანი, სამ სართულიანი
 ორი კაცი, ბევრი ვაშლი X ორი კაცები, ბევრი ვაშლები

 რიცხვით სახელს არ აქვს მრავლობითი რიცხვი და


წოდებითი ბრუნვა
 მე-2, მე-8, მე-18, მე-20, მე-40, მე- მე-21-ე
60,მე-80, მე-100, მე-200 ...
მე-2-ე
 21-ე, 67-ე, 155-ე, 368-ე, 462-ე...

 1-ლი, 1-ლმა, 1-ლს, 1-ლის, 1-ლით, მე-V-ე


1-ლად მე-V
V-ე
 V, XX, XIV, XXI …
 V-მ, XX-ში, XIV-სთან, XXI-ზე …
 მე-5-მ, მე-20-ში, მე-14-სთან, 21-
ეზე...
 მეორეული X მეორადი
 ერთი მესამედი, სამი მერვედი X ერთიმესამედი, სამიმერვედი
 სამ-ნახევარი, კილო-ნახევარი X სამ ნახევარი, კილონახევარი
 3-ნახევარი, 5-ნახევარი X 3 ნახევარი, 5 ნახევარი
 სამლარ-ნახევარი X სამ ლარ-ნახევარი
 ხუთკოლო-ნახევარი X ხუთ - ნახევარი კოლო
 ერთ-ერთი, თითო-თითო, X ერთ ერთი, თითოთითო,
 სამ-სამი, ორმოცი-სამოცი... X სამ სამი, ორმოცი სამოცი...
 2-2, 5-5, 40-60 ... X 2 2, 5 5, 40 60 ...
თანდებული
ვისგან? -გან საიდან?
რისგან? რა დროიდან? -დან
 დედისგან (ვისგან?) გამოგზავნილი წერილი.
 ძველი ამბებიდან (საიდან?) მხოლოდ მოგონებები დამრჩა.
 ქალაქსა და სოფელში.
 მაგიდაზე, კედელსა და ფანჯარაზე.
 კოვზზე, ნახაზზე - ფუძე ბოლოვდება „ზ“-ზე, დაემატება -ზე
თანდებული და გვექნება ორი „ზ“ ;
 ხალათთან, ბარათთან- ფუძე ბოლოვდება „თ“-ზე,
დაემატება -თან თანდებული, გვექნება ორი „თ“ ;
 კომშში, ქარქაშში - ფუძე ბოლოვდება „შ“-ზე, დაემატება -
ში თანდებული, გვექნება ორი „შ“ ;
 თუ ფუძე ბოლოვდება „ს“-ზე, -ში და -ზე თანდებულის
დართვისას ფუძისეული „ს“ ნარჩუნდება-
ქუთაისზე/ქუთაისში, თბილისზე/ თბილისში და ა.შ.

 თავქვეშ X თავ ქვეშ


 ცხვირწინ X ცხვირ წინ
 მოსვლისთანავე X მოსვლის თანავე
 წასვლისთანავე X წასვლის თანავე
 ჩემ გამო X ჩემს გამო
 შენ გამო X შენს გამო
 ჩემ მიერ X ჩემს მიერ
 შენ მიერ X შენს მიერ
 ჩემ შესახებ X ჩემს შესახებ
 შენ შესახებ X შენს შესახებ
ნაწილაკი
• მიგებითი ნაწილაკები (ჰო, კი, დიახ, არა, ვერა ...)
გამოიყოფა მძიმით:
 დიახ, მეც სწორედ ამაზე გესაუბრებოდით.
 არა, არა, ამაზე ხმა მეორედ არ დაძრათ.
• -მეთქი (მე ვთქვი) I პირი იმეორებს საკუთარ ნათქვამს
(გამოიყოფა დეფისით):
 დავალება შეასრულეთ-მეთქი.
• -თქო - I პირი II პირს აბარებს რაღაცას III პირთან
(გამოიყოფა დეფისით):
 ნინო, გიორგის გადაეცი დავალება დაწერე-თქო.
• ო - I პირი იმეორებს III პირის ნათქვამს:
 ნანამ თქვა: დავალება აუცილებლად დაწერეთო.

You might also like