You are on page 1of 6

პარკინსონის დაავადება

XI კლასი
ბექა ბურჭულაძე
დაავადებეის მიზეზი
• პარკინსონის დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის ნელა
პროგრესირებადი, დეგენერაციული პათოლოგიაა. იგი ხასიათდება
კანკალით კუნთების მოსვენებულ მდგომარეობაში (მოსვენების ტრემორი),
კუნთების ტონუსის გაზრდით (რიგიდობა), ნებითი მოძრაობების
შენელებითა და წონასწორობის დაცვის გაძნელებით (პოსტურული
არასტაბილურობა). ბევრ დაავადებულ ადამიანს დემენცია უვითარდება.
• პარკინსონის დაავადება გამოწვეულია ტვინის ერთ-ერთი ნაწილის,
კერძოდ მოძრაობების კოორდინაციის მაკონტროლებელი უბნის
დეგენერაციით;
• არაერთი კვლევის მიუხედავად, პირველადი, იდიოპათიური
პარკინსონიზმის მიზეზი არ არის დადგენილი. ვარაუდობენ, რომ ის
გენეტიკური და გარეგანი ფაქტორების თანხვედრის შედეგია. მაგალითად,
მისი განვითარების ალბათობა უფრო მეტია, როდესაც ეს დაავადება
სისხლით ნათესავებსაც აქვთ. სტატისტიკის თანახმად, დაავადებულთა 15-
25%-ს ჰყავს ამავე დაავადების მქონე ნათესავები. რისკი კიდევ უფრო
მაღალია, თუ დაავადებულია დედა, მამა, და ან ძმა.
დაავადების მიმდინარეობა და ნიშნები
• განასხვავებენ პარკინსონის მოტორულ და არამოტორულ სიმპტომებს. კლასიკური მოტორული სიმპტომებია :
• კანკალი. ის მოიცავს ხელებს, იშვიათად – ფეხებს, ყბას, მთელ სახეს. მოსვენებისას ძლიერდება , ხოლო მიზანმიმართული მოძრაობის
დროს, ასევე – ძილის დროსაც, სუსტდება ან ქრება. კანკალი უმეტესად ცალმხრივია და ფართო ამპლიტუდა აქვს . თითები ამ დროს ისე
მოძრაობს, თითქოს ადამიანი მონეტებს ითვლის.
• შებოჭილობა – კუნთების რიგიდულობა, დაჭიმულობა. კუნთები დაძაბულია და თავისა თუ კიდურების პასიური მოძრაობის დროს
მუდმივი წინააღმდეგობა შეიგრძნობა. ამის გამო იცვლება სიარულის მანერა – ავადმყოფი დადის წინ წახრილი , მოკლე ნაბიჯებით . ეს
პოზა ხშირად იწვევს თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილს.
• მოძრაობათა შენელება და გაღარიბება. ადამიანს უჭირს კბილების გახეხვა, წვერის გაპარსვა, ეცვლება ხმა , წერის მანერა (პატარავდება
ასოები, რასაც მედიცინაში მიკროგრაფიას ვუწოდებთ), დადის ნელა, მოკლე ნაბიჯებით , განსაკუთრებით უძნელდება პირველი ნაბიჯების
გადადგმა. იშვიათდება თვალების ხამხამი, სახის მიმიკა, რის შედეგადაც იცვლება გამომეტყველება – სახე ამიმიური , ნიღბისებური ,
მოწყენილი ხდება.
• პოსტურალური არამდგრადობა – წონასწორობის დარღვევა, რომელიც დაავადების დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს და
სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვა სიმძიმით ვლინდება. მისი ერთ-ერთი პირველი ნიშანია პროპულსიები – ისეთი შეგრძნება , თითქოს
სიარულის დროს რაღაც წინ ექაჩება. ამის გამო ავადმყოფი შესაძლოა წაიქცეს კიდეც. საზოგადოდ , პარკინსონის დაავადების მქონე
პირები ადვილად იქცევიან სიარულის, მოტრიალების, ესკალატორზე დგომის დროს, მსუბუქი ბიძგის შედეგად და სხვა .
• არამოტორული სიმპტომებია:
• დეპრესია, შიში, შფოთვა, მოტივაციის დაკარგვა;
• მოგვიანებით სტადიაზე – კოგნიტიური დისფუნქცია (ჭკუასუსტობა) და აზროვნების გაძნელება ;
• ყლაპვის გაძნელება, რის გამოც პირში ნერწყვი გროვდება და ნერწყვდენა იწყება;
• ძილის დარღვევა – ავადმყოფს ღამით ხშირად ეღვიძება, დილითაც უთენია იღვიძებს, სამაგიეროდ , დღის განმავლობაში თვლემს ;
• არტერიული წნევის ცვალებადობა – ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ანუ წნევის დაქვეითება წამოდგომის , წამოჯდომის დროს , რაც
თავბრუხვევას და გონების დაკარგვასაც კი იწვევს;
• ოფლიანობა
• ყნოსვის დისფუნქცია – ავადმყოფს ზოგჯერ უჭირს ამა თუ იმ სურნელის აღქმა, ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს სუნებს ;
• დაღლილობა;
• ტკივილი კონკრეტულ მიდამოში ან მთელ სხეულში;
დაავადების ასაკობრივი მაჩვენებლები
• პარკინსონის დაავადება 40 წელზე მეტი ასაკის 250 ადამიანიდან
ერთს ემართება, 65 წელზე უფროს ასაკში 100-დან ერთს, ხოლო 80
წლის ზევით – 10-დან ერთს. იგი ხშირად 50-დან 79 წლამდე ასაკში
იწყება. იშვიათად, დაავადება ბავშვებსა და მოზარდებშიც გვხვდება.
• ავადმყოფები უმეტესად 60 წელს გადაცილებულები არიან, თუმცა
არსებობს იუვენილური ფორმებიც. 65 წლამდე დაწყებული დაავადება
შედარებით მძიმედაც მიმდინარეობს და სწრაფადაც პროგრესირებს.
მეორე რისკფაქტორად მიიჩნევა სქესი – დაავადება უფრო მეტად
მამაკაცებთან გვხვდება.
დაავადების მკურნალობის არსებული
მეთოდები და მათი ეფექტურობა
• სამკურნალოს უმთავრესად გამოიყენება სინთეზური დოფამინის პრეპარატები, რომლებიც ავსებს
დოფამინის დეფიციტს. ლევოდოპა დაავადების დასაწყისში მკვეთრად ასუსტებს დაავადების სიმპტომებს
და აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას, თუმცა წლების შემდეგ მათი ეფექტი იკლებს და ვითარდება
მედიკამენტური გართულებები – ჩართვა-გამორთვის ფენომენები და დოზის პიკის დისკინეზია. პირველ
შემთხვევაში წამლის მოქმედება მთავრდება და პაციენტი თითქოს იყინება, გადაადგილება უძნელდება,
ხოლო მეორეში სისხლში წამლის კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს, რაც უნებლიე მკვეთრ მოძრაობებს
იწვევს.

• იყენებენ დოფამინის აგონისტებსაც – ნივთიერებებს, რომლებსაც დოფამინის მსგავსი მოქმედება და


შედარებით ნაკლები გვერდითი ეფექტები ახასიათებს, თუმცა ისინი ეფექტურია დაავადების ადრეულ
სტადიებზე, საწყის თერაპიად, ან ლევოდოპას პრეპარატებთან კომბინაციაში, ასევე – დაავადების
გართულების დროს.
• ქირურგიულ ჩარევას, ტვინის ღრმა სტიმულაციას, მიმართავენ მაშინ, როდესაც კონსერვატიული თერაპიის
შესაძლებლობები იწურება და დოფამინერგული პრეპარატების გვერდითი ეფექტები მჟღავნდება. თავის
ტვინის ქერქქვეშა ბირთვებში ნერგავენ მცირე ზომის ელექტროდებს. ელექტროდები შეერთებულია
ნეიროსტიმულატორთან, რომელიც კანქვეშ (უმეტესად – მუცელზე) თავსდება. ნეიროსტიმულატორი მუდმივ
ელექტრულ იმპულსს გზავნის თავის ტვინისკენ და ამით დოფამინური უჯრედების სტიმულაციას იწვევს.
სტიმულაციის პარამეტრები: სიხშირე, ამპლიტუდა, – ექიმმა შესაძლოა პერიოდულად ცვალოს. შედეგად
სუსტდება კუნთების დაჭიმულობა, კანკალი, უმჯობესდება საერთო მდგომარეობა. რა თქმა უნდა,
ქირურგიულ ჩარევას უკუჩვენებებიც აქვს – ფსიქიატრიული დარღვევა, თავის ტვინის მძიმე
ათეროსკლეროზული დაზიანება და სხვა.
გამოყენებული რესურსები
• XI კლასი ბიოლოგიის სახელმძღვანელო
• Aversi.ge

You might also like