You are on page 1of 6

თემა:

ფინანსური სისტემა

განსახილველი საკითხები:

 ფინანსური სისტემის არსი და მნიშვნელობა


 ფინანსური სისტემის ფუნქციები
 ფინანსური სისტემის რგოლები და მათ შორის
ურთიერთკავშირი
 საქართველოს ფინანსური სისტემა
ფინანსური სისტემის არსი და მნიშვნელობა

საფინანსო სისტემა წარმოადგენს ფინანსურ ურთიერთობათა


სხვადასხვა სფეროების ერთობლიობას, რომლის პროცესში წარმოებს
ფულადი საშუალებების ფონდების, დაგროვებების ფორმირება და
გამოყენება.
ეს არის სახელმწიფოს, სამეურნეო სუბიექტებისა და საოჯახო
მეურნეობების ფულად საშალებათა ფონდების წარმოქმნის,
განაწილებისა და გამოყენების ფორმებისა და მეთოდების სისტემა.

საფინანსო სისტემა, როგორც კომპლექსური ფენომენი, ინსტიტუციურად


მოიცავს: ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრებს, საფინანსო შუამავლებს,
ფინანსური მომსახურების კომპანიებს; აღნიშნულ ორგანიზაციათა
საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოებს, რომელთა საქმიანობა
სათანადო კანონმდებლობას ეყრდნობა.
ფინანსური სისტემის ფუნქციები
საფინანსო სისტემის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ფინანსური რესურსების ეფექტიანი და ოპტიმალური
განაწილება. გარდა აღნიშნულისა, ფინანსური სისტემა ასრულებს 6 საბაზო ფუნქციას:
1. ეკონომიკური რესურსები გეოგრაფიული და დარგობრივი გადაადგილების ფინანსური უზრუნველყოფა ;
2. რისკის მართვის წესებით უზრუნველყოფა;
3. ვაჭრობის განვითარებისათვის კლირინგისა და ანგარიშსწორებათა განხორციელების წესებით
უზრუნველყოფა;
4. კომპანიებში ფინანსური რესურსების გაერთიანებისა და განაწილების მექანიზმით უზრუნველყოფა ;
5. ფასების შესახებ ინფორმაციით უზრუნველყოფა;
6. სტიმულირების პრობლემების გადაწყვეტის წესებით უზრუნველყოფა ;
თუმცა, ზემოაღნიშნული ფუნქციები, შეიძლება გაერთიანდეს ორ ძირითად მიმართულებაში:
1. ლიკვიდურობის უზრუნველყოფა. ფინანსური სისტემის მთავარი დანიშნულებაა ფულითა და
ფულადი აქტივებით წარმოებისა და მომსახურების უზრუნველყოფა. სწორედ აღნიშნული
განაპირობებს სხვადასხვა აქტივების ლიკვიდურობას. ზოგადად, ფინანსური სისტემის შიგნით
მიმდინარე ყველა აქტივობა დაკავშირებულია ან ლიკვიდურობასთან, ან ლიკვიდურობის
უზრუნველყოფასთან, ან ლიკვიდურობით ვაჭრობასთან;
2. დანაზოგების მობილიზება. ფინანსური სისტემის საშუალებით ხდება დანაზოგების მობილიზება
და მათი მიმართვა სხვადასხვა არხებით მწარმოებლურ აქტივებში, ე.ი., იგი ხელს უწყობს
დანაზოგების ტრანსფორმაციას ინვესტიციებსა და საწარმოო მოხმარებაში. აღსანიშნავია, რომ ამ
ფუნქციის შესრულებაში გადამწყვეტ როლს ფინანსური შუამავლები ასრულებენ.
ფინანსური სისტემის რგოლები და მათ შორის ურთიერთკავშირი

საფინანსო სისტემა აერთიანებს სამ ძირითად რგოლს:


ხელფასები, პენსიები, დახმარებები, სერვისები, სახელმწიფო ფასიანი ქაღალედები ...

გადასახადები, ფული საოჯახო


სახელმწიფ
ფინანსური ბაზრები:
მეურნეობათ
ო ფინანსები
 ფინანსური ინსტიტუტები ა ფინანსები
 ფინანსური შუამავლები
 ფინანსური ინსტრუმენტები

სახელმწიფო ფასიანი, ქაღალდები


სუბსიდიები,
დოტაციები, ფასიანი ქაღალდები
სახელმწიფო დაკვეთები ... ხელფასები ... ფული,

გადასახადები, ფული ინვესტიციები ...

ბიზნეს
ორგანიზაცი
ათა
ფინანსები
საქართველოს ფინანსური სისტემა
საქართველოს საფინანსო სისტემას გააჩნია შემდეგი სტრუქტურა:

ბიზნეს-
სახელმწიფ საოჯახო
ორგანიზაცი
ო (საჯარო) მეურნეობათ
ათა
ფინანსები ა ფინანსები
ფინანსები

 სახელმწიფო ბიუჯეტი
 ცენტრალური ბიუჯეტი
 სახელმწიფო სპეციალური ფონდები
 ადგილობრივი ფინანსები
 ადგილობრივი ბიუჯეტები
 ადგილობრივი სპეციალური ფონდები
 მუნიციპალურ საწარმოთა ფინანსები
 სახელმწიფო საწარმოთა ფინანსები
დავალება:

მოამზადეთ სემინარისათვის შემდეგი საკითხები:

 ფინანსური სისტემის არსი, მნიშვნელობა და ფუნქციები


 ფინანსური სისტემის რგოლები და მათ შორის ურთიერთკავშირი

You might also like