You are on page 1of 5

I-II კვირა

თემა 1: საჯარო ფინანსების არსი და მნიშვნელობა

განსახილველი საკითხები:

 საჯარო ფინანსების არსი, როლი და ფუნქციები;


 ფინანსები და ეროვნული შემოსავალი;
 ფინანსების კავშირურთიერთობა ეკონომიკურ კატეგორიებთან
ფინანსების არსი და ადგილი ფულად-ეკონომიკურ ურთიერთობებში

ფინანსები წარმოადგენს ფულად-ეკონომიკურ ურთირთობათა ერთობლიობას, რომლის დროსაც ფულადი სახსრების


ფონდების შექმნისა და გამოყენების პროცესში ხდება ეროვნული შემოსავლისა და ეროვნული სიმდიდრის ნაწილის
განაწილება, გადანაწილება და გამოყენება სახელმწიფო ინტერესებიდან და საზოგადოებრივი მოთხოვნილებებიდან
გამომდინარე.
ფინანსები არის მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ მართავენ ადამიანები, ბიზნესები და სახელმწიფო ფულადი რესურსების
მობილიზაციასა და ხარჯვას დროის განსაზღვრულ პერიოდში.
ფინანსები არის განაწილებითი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსების არსებობა ფულის გარეშე
წარმოუდგენელია, ფინანსები ფული არ არის! ფული, თავისი მოძრაობის კვალობაზე, იცვლის ფუნქციურ დანიშნულებას,
რასაც სპეციფიკური ტერმინებით აღნიშნავენ. მაგ.: კრედიტი, მოგება, ხელფასი და ა.შ. აღნიშნული მოძრაობის ფარგლებში,
ფული გადადის ფინანსების კატეგორიაში, რომლის დროსაც, უნდა დაცულ იქნას გარკვეული პირობები. კერძოდ:
 ადგილი უნდა ჰქონდეს ფულის მოძრაობას შემხვედრი ექვივალენტის გარეშე;
 უნდა ხდებოდეს ფულადი სახსრების ფონდების, დაგროვებების ფორმირებას, მომავალში მათი გამოყენების მიზნით;
 ყოველივე ზემოაღნიშნული განაპირობებს ეროვნული შემოსავლისა და ეროვნული სიმდიდრის ნაწილის
განაწილებასა და გადანაწილებას.
განვიხილოთ პირობითი სქემა, თუ როგორ შეიძლება „გადაიქცეს“ ფული ფინანსებად:
მმართველობ
სახელმწიფო / ხარჯები ფინანსები
ა, თავდაცვა, (საოჯახო
- გადასახადები
შემოსავლები უსაფრთხოება მეურნეობათ
ფული - ფული - სახელმწიფო კრედიტი სოციალური ... ა)
ბიზნეს
საჯარო ფინანსები
ფინანსები

სასწავლო კურსის ფარგლებში შესწავლილ იქნება მხოლოდ საჯარო ფინანსების რგოლი.


ფინანსების ფუნქციები

ფინანსები ასრულებს ორ ძირითად ფუნქციას:

 განმანაწილებლობითი - იგი ვლინდება ეროვნული შემოსავლის განაწილებისას. ამ დროს


წარმოებს ძირითადი, ანუ პირველადი შემოსავლების ფორმირება, რომლებსაც იღებენ სამუშაო
ძალის მესაკუთრენი და წარმოების საშუალებების მესაკუთრენი (წარმოების სფერო). მათი
შემოსავლების ხარჯვის პროცესში, ანუ გადანაწილების ეტაპზე, იქმნება წარმოებული შემოსავლები
(არასაწარმოო სფერო), მ.შ. სახელმწიფოს ცენტრლალიზებულ თუ დეცენტრალიზებულ არხებში.
ეროვნული შემოსავლის განაწილება-გადანაწილების სქემა მოცემულია მე-5 სლაიდზე;

 საკოტროლო - იგი ვლინდება ერთობლივი ეროვნული პროდუქტის შესაბამის ფონდებში


მიმოქცევისა და შემდგომში მისი მიზნობრივი ხარჯვის, განაწილების კონტროლში. აღნიშნული ეხება,
როგორც საერთო-სახელმწიფო (მაკრო), ისე სამეურნეო სუბიექტთა და საოჯახო მეურნეობათა
(მიკრო) დონეებზეც;

გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვადასხვა ავტორები ასახელებენ ფინანსების შემდეგ ფუნქციებსაც:


სამეურნეო ანგარიშიანობის (ვ. ჩანტლაძე), შემოსავლების ფორმირების (ვ. გოკიელი), სახელმწიფოს
არსებობის უზრუნველყოფის (ვ. ბოლდირევი) და სხვ.
ეროვნული შემოსავალი და მისი გაანგარიშება
ყველაზე ზოგადი განმარტებით, ეროვნული შემოსავალი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც
ქვეყანაში წლის განმავლობაში წარმოებული პროდუქციის (გაწეული მომსახურების, შესრულებული
სამუშაოების) მთლიანი ღირებულება, რომელსაც გაკლებული აქვს მის წარმოებაზე გაწეული
დანახარჯები. ე.ი., ეროვნული შემოსავალი - ეს არის ახლად შექმნილი ღირებულება.

ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა გაანგარიშების სამი სახის


მეთოდია მიღებული. ესენია წარმოების, შემოსავლებისა და დანახარჯების მეთოდები. შესაბამისად,
ეროვნული შემოსავალიც აღნიშნული მეთოდებით იანგარიშება.
წარმოების მეთოდით მთლიანი ეროვნული შემოსავალი გაიანგარიშება როგორც ეკონომიკური
საქმიანობის ყველა სახის მიხედვით მთლიანი დამატებული ღირებულების ჯამს მიმატებული
„დანარჩენი მსოფლიოდან“ მიღებული პირველადი შემოსავლები და გამოკლებული „დანარჩენი
მსოფლიოსადმი“ გაცემული პირველადი შემოსავლები.
შემოსავლების მეთოდის მიხედვით, ეროვნული შემოსავალი გაიანგარიშება ყველა ინსტიტუციური
ერთეული - რეზიდენტის მიერ წარმოების ფაქტორების მიწოდების სანაცვლოდ მიღებული ერთობლივი
შემოსავლის – შრომის ანაზღაურების, რენტის, მოგების, პროცენტის, გადასახადების – ჯამის სახით.
დანახარჯების მეთოდი მდგომარეობს საბოლოო მოხმარების ხარჯების, მთლიანი კაპიტალის
ფორმირების, წმინდა ექსპორტისა (ექსპორტის და იმპორტის სხვაობა) და საგარეო ოპერაციების
პირველადი შემოსავლების სალდოს სიდიდეთა შეჯამებაში. აღნიშნული მეთოდი გვიჩვენებს, თუ
როგორ ნაწილდება შემოსავლები მოხმარებასა და დანაზოგს შორის.
ეროვნული შემოსავლის განაწილება და გადანაწილება

ეროვნული შემოსავალი
I ეტაპი: განაწილება

სახელმწიფ

შემოსავალი
ეკონომიკის
სახელმწიფ
სამუშაო ძალის (უნარის) წარმოების საშუალებების

სექტორიდა
მესაკუთრე მესაკუთრე

შემოსავალი: ხელფასი შემოსავალი: მოგება


II ეტაპი: გადანაწილება

მედიკამენტები

გადასახადები
გადასახადები

ინვესტიციები

ხელფასი ა.შ.
სახ. კრედიტი
სახ. კრედიტი
ტრანსპორტი

გართობა და

დაზღვევა
წარმოება
სახელმწიფ
კვება


ა.შ.

შემოსავალ

You might also like