You are on page 1of 8

Kendrick Lamar

პრეზენტაცია მუსიკაში
 კენდრიკ ლამარ დაკუორთი, ამერიკელი ჰიპ-
ჰოპ შემსრულებელი კომპტონიდან, კალიფორნიიდა
ნ.
 იგი დაიბადა 1987 წლის 17 ივნისს. 2004 წელს
ლამარმა კონტრაქტი
გააფორმა კარსონულდამოუკიდებელ ხმის ჩამწერ
კომპანია Top Dawg Entertainment-თან (TDE). 2012 წელს
ლამარმა კონტრაქტი ისეთ დიდ ჩამწერ
კომპანიებთან მოიპოვა, როგორებიცაა Aftermath
Entertainment და Interscope Records. სოლო კარიერის
გარდა, ლამარი ასევე ცნობილია,
როგორც დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-
ჰოპ სუპერჯგუფის, Black Hippy-ს წევრი. ჯგუფის
შემადგენლობაში ასევე შედიან მისი TDE ლეიბლის
წევრები და სამხრეთ ლოს-ანჯელესელი
რეპერები Ab-Soul, Jay Rock და Schoolboy Q.
 ლამარმა თავისი მუსიკალური კარიერა მოზარდობისას,
მეტსახელით K-Dot წამოიწყო და მიქს-ფირი გამოუშვა, რომელმაც
ადგილობრივი ყურადღება მოუტანა. დიდი წარმატება 2010 წელს,
თავისი პირველი გასაყიდი ჩანაწერის, Overly Dedicated-ის
გამოშვების შემდეგ მოიპოვა. მომდევნო წელს iTunes-ში
ექსკლუზიურად გამოუშვა Section.80, პირველი დამოუკიდებელი
ალბომი. ალბომმა კრიტიკოსებისგან მოწონება დაიმსახურა და
ჩარტებში მაშინვე წლის ერთ-ერთ საუკეთესო ციფრულ ჰიპ-ჰიპ
გამოშვებად იქცა.ალბომმა ლამარს პირველი სინგლი, "HiiiPoWeR"
მოუტანა. თავის ადრეულ კარიერაში, პირველ დიდი ხმის ჩამწერი
კოპმანიის სადებიუტო ალბომამდე, ლამარმა ბევრი ინტერნეტ
მიმდევარი მოაგროვა და უკვე ნამუშევარი ჰქონდა ჰიპ-ჰიპ
ინდუსტრიაში რამდენიმე გამოჩენილ შემსრულებელთან,
როგორიცაა The Game, სნუპ დოგი, Wiz Khalifa, Drake, Talib
Kweli, ბასტა რაიმზი, E-40, უორენ ჯი, ლილ უეინი და სხვანი.
 წამყვან ლეიბლზე ლამარის პირველი სადებიუტო
ალბომი, good kid, m.A.A.d city გამოვიდა 2012 წლის
ოქტომბერში და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა .
ალბომი შეიცავდა ტოპ 40-ში მოხვედრილ ჰიტებს "Swimming
Pools (Drank)", "Bitch, Don't Kill My Vibe" და "Poetic Justice".
გამოშვებისას, ალბომმა შეერთებული შტატების Billboard 200-
ის ჩარტში მეორე ადგილს მიაღწია და მოგვიანებით ამერიკის
ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA) პლატინის
სერტიფიკატი მიიღო. გრემის 56-ე დაჯილდოებაზე (2014)
ლამარი შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი, მათ შორის
საუკეთესო ახალი მომღერლის, წლის ალბომის და
საუკეთესო რეპ სიმღერის კატეგორიებში. ერთი წლის
შემდეგ, გრემის 57-ე დაჯილდოებაზე (2015) ლამარმა
სინგლისთვის, "i" საუკეთესო რეპ შესრულების და საუკეთესო
რეპ სიმღერის ჯილდო მოიპოვა.
 2015 წლის მარტს ლამარმა მესამე ალბომი
გამოუშვა, სახელწოდებით To Pimp a Butterfly,
რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა.
ალბომმა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის
შეერთებულ შტატებში და გაერთიანებულ
სამეფოში, ჩარტებში პირველ ადგილამდე
მიაღწია.
გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like