You are on page 1of 46

საქართველოს

კონსტიტუციური
სამართალი - სახელმწიფო
მოწყობის სამართალი

მარი მარინაშვილი
საქართველოს პარლამენტის
უფლებამოსილებები
საკანონმდებლო უფლებამოსილებები
კონტროლის უფლებოსილებები
საფინანსო-საბიუჯეტო უფლებამოსილებები
უფლებამოსილებები საგარეო პოლიტიკის
ფორმირებაში
თანამდებობის პირთა არჩევისა და
დანიშვნის უფლებამოსილებები
უფლებამოსილებები სახელმწიფოს
თავდაცვისა და უსაფრთხოების
უზრუნველყოფის სფეროში
პარლამენტის
საკანონმდებლო
უფლებამოსილებები
საკანონმდებლო პროცესი გულისხმობს:
საკანონმდებლო ინიციატივის უფლების
მქონე სუბიექტების მიერ კანონპროექტის
მომზადებასა და პარლამენტში წარდგენა
პარლამენტის მიერ კანონპროექტის
განხილვა
კანონპროექტის მიღება
პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაცემა
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერა
კანონის გამოქვეყნება
საკანონმდებლო ინიციატივის
უფლების მქონე სუბიექტები
 საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ:
მთავრობას, პარლამენტის წევრს,
საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის
კომიტეტს, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს
წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ
25000 ამომრჩეველს.
მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს
მისივე მოთხოვნით პარლამენტი განიხილავს
რიგგარეშე.
კანონპროექტის განხილვა
 კანონპროექტი რეგისტრაციისათვის გადაეცემა პარლამენტის
აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს ;
 პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი
კანონპროექტს გადასცემს პარლამენტის აპარატის იურიდიულ
დეპარტამენტს და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს , რომელთა
დასკვნებთან ერთად გადასცემს პარლამენტის
ბიუროს უახლოეს სხდომას;
 პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას
კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ ,
ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომიტეტს , სხვა
კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას , ოპოზიციას აგრეთვე
მთავრობას;
 წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების მიერ განხილვის შემდეგ
კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა პარლამენტის
ბიუროს პირველი მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის
პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატ
ანად.
სამი მოსმენა
 კანონპროექტის პირველი მოსმენისას პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განიხილება მისი ზოგადი
პრინციპები და ძირითადი დებულებები .
 კანონპროექტის მეორე მოსმენისას პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე იგი განიხილება ქვეპუნქტების ,
პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების
მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას
მისი განხილვის ფორმის (ქვეპუნქტების, პუნქტების
(ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით
განხილვის) შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის
წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე .
 კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია
მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა .
პირველი მოსმენა
 პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით
განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა
წამყვან კომიტეტს პირველი მოსმენისას გათვალისწინებული
შენიშვნების კანონპროექტში ასახვისათვის და პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა
და კენჭისყრისათვის მოსამზადებლად;
 პირველი მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი
განიხილავს კანონპროექტს ქვეპუნქტების, პუნქტების
(ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით,
პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად;
 კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ
დააგროვებს მისი მიღებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას,
უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება
კანონპროექტის უარყოფის შესახებ.
მეორე მოსმენა
 წამყვანი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ
კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებითა და
ალტერნატიული წინადადებებით გადაეცემა
პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას
მეორე მოსმენით განხილვისა და
კენჭისყრისათვის პარლამენტის პლენარული
სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
 პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე
მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ
კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს მ
ესამე მოსმენისათვის მოსამზადებლად;
მეორე მოსმენის შედეგები
კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას
ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის დადგენილ ხმათა
საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება და
ფორმდება დადგენილება
კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.
თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე
მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო
პერიოდში 1 თვის განმავლობაში მისი ინიციატორის
მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე
კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე
უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც
განმეორებით ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობ
ას.
მესამე მოსმენა
 მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი
პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით განხილვისას
გათვალისწინებულ შენიშვნებს ასახავს
კანონპროექტში, განიხილავს კანონპროექტს და
გადასცემს მას პარლამენტის ბიუროს მესამე
მოსმენით განხილვისათვის პარლამენტის
პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით
განხილვის შემდეგ კანონპროექტის საბოლოო
რედაქტირებული ვარიანტი დგება კენჭისყრაზე საბო
ლოო რედაქციით მისაღებად;
მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კანონი ხელმოსაწე
რად გადაეცემა პრეზიდენტს.
მესამე მოსმენის შედეგები
კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით
კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი
მიღებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას,
ჩავარდნილად ითვლება და ფორმდება
დადგენილება კანონპროექტის მესამე
მოსმენით მიუღებლობის შესახებ.
 მეორე და მესამე მოსმენებისას უარყოფილ
კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს
მისი ახალი
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგე
ნის შემთხვევაში.
კანონპროექტის განხილვის წინა მოს
მენაზე დაბრუნება
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
კანონპროექტის განხილვისას აუცილებლობის
შემთხვევაში, კანონპროექტზე მომხსენებლის
ან თანამომხსენებლის მოტივირებული
წინადადების საფუძველზე პარლამენტმა
შეიძლება დადგენილებით მიიღოს
გადაწყვეტილება კანონპროექტის მესამე
მოსმენიდან
მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხი
ლვისათვის დაბრუნების შესახებ.
კანონპროექტის
გამოთხოვა
 კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს , სათანადო
მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღე
ბამდე.
 კანონპროექტის ორი ან ორზე მეტი პარლამენტის წევრის მიერ
ინიციირების შემთხვევაში კანონპროექტი პარლამენტიდან
გათხოვილად ჩაითვლება კანონპროექტის ინიციატორი ყველა
პარლამენტის წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის ს
აფუძველზე.
 პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარდგენილ და განხილვის პროცესში მყოფ
კანონპროექტებზე, რომლებიც პირველი მოსმენით არის
მიღებული, მომხსენებელს დანიშნავს წამყვანი კომიტეტი .
კანონპროექტის მიღება
კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს
დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ
არანაკლებ პარლამენტის სრული
შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ
კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული
კანონის მიღების სხვა წესი.
ორგანული კანონი მიღებულად ითვლება, თუ
მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობა, თუ
კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული
ორგანული კანონის მიღების სხვა წესი.
რეგლამენტის მიღება
პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება
პარლამენტის რეგლამენტით, რომელსაც
პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან
საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივის
საფუძველზე სრული შემადგენლობის
უმრავლესობით იღებს პარლამენტი.
რეგლამენტს აქვს კანონის ძალა და მას ხელს
აწერს და აქვეყნებს პარლამენტის
თავმჯდომარე.
პრეზიდენტისათვის გადაცემა
პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10
დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს.
პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და
აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული
შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს.
პრეზიდენტის შენიშვნების მიღება
შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა
იგივე რაოდენობა, რაც ამ რანგის
საკანონმდებლო აქტის პირვანდელი
მიღებისათვის არის დადგენილი.
გამონაკლისია სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონი, მის მიმართ პრეზიდენტის მიერ
გამოთქმული შენიშვნების გაზიარება
დასაშვებია მხოლოდ მთავრობის
თანხმობით.
თუ მიიღებს შენიშვნებს 5 დღის ვადაში
გადაეცემა პრეზიდენტს რომელიც 5 დღეში
ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.
პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა
თუ პარლამენტმა არ მიიღო საქართველოს
პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის
პირვანდელ რედაქციას.
ორგანული კანონი ან კანონი მიღებულად ჩაითვლება ,
თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობა, გამონაკლისია
ორგანული კანონი, რომელიც ეხება სასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელის
საკუთრების უფლებას, რომელიც მიღებულად
ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის
სრული შემადგენლობის სულ მცირე ორი მესამედი.
კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს,
რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას .
კანონის გამოქვეყნება და
ამოქმედება
თუ პარლამენტმა ვერც ვეტო გადალახა და
ვერც შენიშვნები მიიღო კანონპროექტი
უარყოფილად ითვლება.
თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ
გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5
დღეში აქვეყნებს პარლამენტის
თავმჯდომარე.
კანონი ამოქმედდება მისი ოფიციალური
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვით
კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა
 კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება
გულისხმობს მის სამივე მოსმენით განხილვასა და მიღებას
პარლამენტის პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში.
 პლენარული სხდომის 1 დღეს კანონპროექტის ერთზე მეტი
მოსმენით, მაგრამ არაუმეტეს ორისა, განხილვა და მიღება
დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით.
 ერთსა და იმავე
დღეს დასაშვებია კანონპროექტის მხოლოდ მეორე და მესამე მოს
მენებით განხილვა და მიღება.
 კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება იმ შემთხვევაში,
თუ იგი ითვალისწინებს მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანას.
 დაუშვებელია კონსტიტუციისა და კონსტიტუციურ
კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება.
კანონპროექტის გამარტივებული
წესით მიღება
 კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
კანონპროექტი, აგრეთვე იმ კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ კანონპროექტი, რომელიც შეეხება კანონით
გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური
ხასიათის ცვლილებას, პარლამენტის სხდომაზე განიხილება
და მიიღება გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით.
 დაუშვებელია გამარტივებული წესით კონსტიტუციისა და
კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება.
 კანონპროექტის (გარდა კანონის ძალადაკარგულად
გამოცხადების შესახებ კანონპროექტისა, რომელიც
განიხილება პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გარეშე)
გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან
წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე.
საკანონმდებლო წინადადება
საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო
ინიციატივის უფლების არ მქონე სუბიექტის მიერ
პარლამენტისათვის მატერიალურად ან ელექტრონულად
წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული,
დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების,
კანონში ცვლილების შეტანის ან
კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
საკანონმდებლო წინადადება შეიძლება წარდგენილ
იქნეს კანონპროექტის ანდა მოსამზადებელი
კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული
წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება
უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ
დასაბუთებას, ავტორის ხელმოწერას და მისამართს.
საკანონმდებლო წინადადების
სუბიექტი
 საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ :
საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს
(გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების
სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირებისა), ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებს , კანონით დადგენილი
წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და
საზოგადოებრივ გაერთიანებებს , სხვა იურიდიულ პირებს .
 საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს , გამოი
თხოვოს იგი საკომიტეტო განხილვამდე .
 საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში
საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე
სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი .
სამართალშემოქმედების სხვა
ფორმები
კონსტიტუციური შეთანხმება მიღებულად
ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სრული
შემადგენლობის არანაკლებ 3/5;
პარლამენტის სხვა გადაწყვეტილება
მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს
დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ
არანაკლებ პარლამენტის სრული
შემადგენლობის 1/3, თუ კონსტიტუციით ან
კანონით არ არის განსაზღვრული
გადაწყვეტილების სხვა წესი.
კონტროლის უფლებამოსილებები -
აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ
მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება.
პარლამენტის წევრის კითხვა.
ინტერპელაციის უფლება.
პრემიერ-მინისტრის ანგარიში.
პრემიერ-მინისტრის მოხსენება.
პარლამენტის წევრის კითხვა
პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით
მიმართოს:
 პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ
ორგანოს;
 მთავრობას;
მთავრობის წევრს;
ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს
ხელმძღვანელს;
სახელმწიფო დაწესებულებას და მათგან მიიღოს
პასუხი.
პარლამენტის წევრის კითხვა
 კითხვა შეიძლება დასმულ იქნეს მხოლოდ
წერილობითი ფორმით.
თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი,
რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია
პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში
წარუდგინოს წერილობითი პასუხი.
 შესაბამის თანამდებობის პირს კითხვის
ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის
გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10
დღით.
ინტერპელაცია
ფრაქციას და არანაკლებ 7 კაციან ჯგუფს
უფლება აქვთ ინტერპელაციის წესით
შეკითხვით მიმართოს:
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ
ორგანოს;
მთავრობას;
მთავრობის წევრს.
შეკითხვის არსი
 შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი. შეკითხვის შინაარსი უნდა
იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს
ადრესატის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხს .
 შეკითხვა ბარდება პარლამენტის აპარატს, რომელიც
აღრიცხავს მას და გადასცემს ადრესატს არაუგვიანეს 1 დღისა .
 ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე
პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ
სხდომას.
 შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს
გამოითხოვოს შეკითხვა. ამ შემთხვევაში
ადრესატი პარლამენტის წინაშე აღარ წარდგება .
 განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება .
პრემიერ-
მინისტრის ყოველწლიური მოხსენება
პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში
ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული
სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს
მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული მოხსენება
წერილობითი ფორმით პარლამენტს
წარედგინება 1 ივნისამდე.
პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების
შემდეგ მოხსენების განხილვა გრძელდება
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის
პროცედურის შესაბამისად.
განხილვის
შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება .
პრემიერ-მინისტრის ანგარიში
 პარლამენტს უფლება აქვს, პრემიერ -მინისტრს
მოსთხოვოს სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა .
 ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ
გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს კომიტეტის ან
ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე , პლენარულ
სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით , მაგრამ
არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი
მესამედისა.
 ანგარიში განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით
განხილვის პროცედურის შესაბამისად .
 განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილებ
ა.
თანამდებობის პირების დაბარება
პარლამენტი კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის
საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა
ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ
პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი
მესამედის გადაწყვეტილებით პლენარულ
სხდომაზე იწვევს მთავრობის წევრს,
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ
თანამდებობის პირს, პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს.
 თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ პარლამე
ნტმა შეიძლება მიიღოს დადგენილება.
მთავრობის წევრებისა და სხვა
თანამდებობის პირთა მოსმენა
მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს,
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
ორგანოს ხელმძღვანელს, სახალხო დამცველს
მოთხოვნისთანავე მოუსმენს პარლამენტი.
კონტროლის სხვა
ფორმები
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
საქმიანობის შეჩერებაზე ან დათხოვნაზე თანხმობა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის
კონტროლი
ეროვნული ბანკის საქმიანობის კონტროლი
სახალხო დამცველის ანგარიში
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის
ანგარიში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიან
ობის ანგარიში
 პროკურატურის საქმიანობის ანგარიში და სხვ.
თანამდებობის პირთა იმპიჩმენტი
პრეზიდენტი
მთავრობის წევრი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მათ
შორის თავმჯდომარე
გენერალური პროკურორი
გენერალური აუდიტორი
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები
საფინანსო-საბიუჯეტო
უფლებამოსილებები
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება და მისი
შესრულების საპარლამენტო კონტროლი;
ყოველი კვარტლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 20
დღისა მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას;
საგადასახადო კანონმდებლობის შემუშავება ,
გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების წესების
დადგენა და გადასახადებისა და მოსაკრებლებისგან
განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ;
მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების
განსაზღვრა;
პარლამენტის ბიუჯეტის ფორმირება.
ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღება
პარლამენტი სრული შემადგენლობის
უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონს.
პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების
გაზიარება დასაშვებია მხოლოდ მთავრობის
თანხმობით.
უფლებამოსილებები საგარეო
პოლიტიკის ფორმირებაში
საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და
შეთანხმებების რატიფიცირება , დენონსირება და
გაუქმება;
უფლებამოსილია დადგენილებით დააფიქსიროს
საკუთარი პოზიცია საერთაშორისო სამართლის
სხვადასხვა სუბიექტების საქმიანობის ან მათ მიერ
განხორციელებული კონკრეტული აქტების მიმართ ;
უშუალოდ საერთაშორისო ურთიერთობების
მონაწილედ გამოსვლა სხვა სახელმწიფოთა
პარლამენტებთან და სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციებთან.
საერთაშორისო აქტების
რატიფიცირება, დენონსირება ან
გაუქმება
პარლამენტი სრული შემადგენლობის
უმრავლესობით ახორციელებს
საერთაშორისო ხელშეკრულებების
რატიფიცირებას, დენონსირებას და
გაუქმებას.
პარლამენტი საერთაშორისო
ხელშეკრულებას, რომელიც
ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანო
ბას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას
რატიფიცირებას, დენონსირებას და
გაუქმებას ახორციელებს სრული
შემადგენლობის სამი მეოთხედის
საერთაშორისო ხელშეკრულებების
რატიფიცირების სავალდებულოობა
იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც
ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე
ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება,
რომელიც:
 ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან
სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;
 ბ) სამხედრო ხასიათისაა;
 გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან
სახელმწიფო საზღვრის შეცვლას;
 დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასთან ან
გაცემასთან;
 ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის
შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა
შესასრულებლად აუცილებელი კანონების მიღებას.
თანამდებობის პირთა არჩევისა და
დანიშვნის უფლებამოსილებები
 მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის მიზნით შექმნილ
საარჩევნო კოლეგიაში.
 პრეზიდენტის წარდგინებით სრული შემადგენლობის
უმრავლესობით 7 წლის ვადით ირჩევს ეროვნული ბანკის
საბჭოს წევრებს;
 პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით სრული
შემადგენლობის უმრავლესობით 5 წლის ვადით ირჩევს
გენერალურ აუდიტორს
 პარლამენტის ფრაქციის ან პარლამენტის 7 კაციანი ჯგუფის
წარდგინებით სრული შემადგენლობის 3/5 უმრავლესობით 6
წლის ვადით ირჩევს სახალხო დამცველს
 სრული შემადგენლობის 3/5 უმრავლესობით 10 წლის ვადით
ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს და სხვ.
თანამდებობის პირთა არჩევა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი
სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით სრული
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით სრული
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეებს უვადოდ.
პარლამენტი სრული შემადგენლობის 3/5 მიერ ირჩევს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს 4 წლის ვადით.
საპროკურორო საბჭოს წარდგინებით 6 წლის ვადით
სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს
გენერალურ პროკუროს და სხვ.
უფლებამოსილებები სახელმწიფოს თავდაცვისა და
უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში

 სრული შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს პრეზიდენტის


გადაწყვეტილებას საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შესახებ;
 სრული შემადგენლობის უმრავლესობით აძლევს პრეზიდენტს თანხმობას
საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა
შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენებაზე ;
 პრეზიდენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს პარლამენტს
გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის ,
გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ ;
 პარლამენტი ამტკიცებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ომის
გამოცხადების ან სათანადო პირობების არსებობისას ზავის დადების
შესახებ;
 პარლამენტი ამტკიცებს საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს
გამოცემულ პრეზიდენტის დეკრეტს;
 მთავრობის წარდგინებით თავდაცვის ძალების რაოდენობას
დამტკიცება;
 სახელმწიფო საზღვრის დადგენა , ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის
დამტკიცება და სხვ.
სხვა უფლებამოსილებები

რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის


უფლება (აღძვრა სრული შემადგენლობის 1/5-
ით და სრული შემადგენლობით მიიღება);
საკონსტიტუციო სასამართლოში
კონსტიტუციური წარდგინებისა ან
კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება;
ამნისტიის გამოცხადება და სხვ.
საშინაო დავალება
საქართველოს კონსტიტუცია მე-3 თავი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მ.
99-128
ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, გვ.
153-182
მადლობა ყურადღებისათვის

You might also like