You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილი გიგი უგულავას და კობა სუბელიანს მიმართვას

უგზავნის

სახალხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის


ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი, თბილისის მერს
გიგი უგულავას და დევნილთა და განსახლების მინისტრს
ბატონ კობა სუბელიანს, სასტუმრო “უშბაში” მცხოვრები
დევნილბის პრობლემების მოგვარებას სთხოვს.

საკითხთან დაკავშირებით ნიკა ივანიშვილმა დღეს


სასტუმრო “უშბაში” პრესკონფერენცია გამართა, სადაც
მოსახლებას და ადგილზე მცხოვრებ დევნილებს მიმართვის
ტექსტი გააცნო.

ივანიშვილი ამბობს, რომ სასტუმროში ანტისანიტარია და სინესტეა, დევნიელები


არ იღებენ არანაირ დახმარებას, მათ შორის არც პირველი ჯგუფის მწოლიარე
ინვალიდები.

“სასტუმროში გამრიცხველიანება არ არის ჩატარებული, რაც იწვევს მობინადრეთა


შორის მუდმივ დაძაბულობას და დავებს, შენობის ინფრასტრუქტურა
განადგურებულია, ეზო სავსეა ნაგვით, ახლომახლო არ არსებობს არანაირი
სკვერი და ელემენტარული გასართობი საშუალებები ბავშვებისათვის,”_ აცხადებს
ივანიშვილი.

მისი თქმით, `უშბას~ ბინადრებს არასდროს უსარგებლიათ შეღავათებით


ჯანმრთელობის დაცვის ან მედიკამენტების შეღავათიან ფასებში მიღების კუთხით,
რის გამოც ის ხელისუფლებას `უშბას~ შენობაში მცხოვრები დევნილებისათვის
ელემენტარული პირობების შექმნას და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას
სთხოვს.

You might also like