You are on page 1of 250
საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა

საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის და არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების კვლევა

რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ანგარიში

მომზადებულია ქეა ინთერნეშენალისთვის კავკასიაში

პროექტის საქართველოს მხარის პარტნიორი სამოქალაქო განვითარების სააგენტო(CiDA)

აგვისტო-ოქტომბერი, 2009 თბილისი, საქართველო

სარჩევი:

სარჩევი : 1. კვლევის დიზაინი 5 1.1 რაოდენობრივი

1. კვლევის დიზაინი

5

1.1 რაოდენობრივი კვლევა

5

1.1.1

კვლევის მიზანი და ამოცანები

5

1.1.2 კვლევის მეთოდოლოგია

6

1.1.3 რაოდენობრივი კველვის მეთოდის არწერა

6

1.1.4 ტექნიკა და ინსტრუმენტი

6

1.1.5 პრე-ტესტი (საპილოტაჟო კვლევა)

7

1.1.6 სამიზნე ჯგუფი და შერჩევის დიზაინი

7

1.2 თვისებრივი კვლევა

11

1.2.1

მიზნები და ამოცანები

11

1.2.2

კვლევის დიზაინი

11

1.2.3 საველე სამუშაოების აღწერა

13

1.2.4 ველის სირთულეები

13

2. შემაჯამებელი დასკვნები

15

3. საკვლევი რეგიონების მიმოხილვა

25

3.1.

საქართველო

25

3.1.1 ქვემო ქართლი

25

3.1.2 სამცხე-ჯავახეთი

35

3.2.

სომხეთი

40

3.2.1

ლორის მარზა

40

3.2.2

შირაქის მარზა

43

3.2.2

თავუშის მარზა

45

4. რაოდენობრივი კვლევის ანგარიშის ზოგადი ნაწილი

48

4.1

საქართველოს კომპონენტი

48

4.1.1 საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობის სოციო-დემოგრაფიული პროფილი

48

4.1.2 საზღვრისპირა რაიონების პრობლემები და მიმართვიანობა სხვადასხვა

( )

60

4.1.3 ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან

64

4.1.4 საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის ნდობა სხვადასხვა სოციალური

ინსტიტუტების, ქვეყნებისა და ეთნიკური ჯგუფების მიმართ

67

4.1.5

საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობის

მაჩვენებელი

74

4.1.6

საკვლევ რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო სექტორის შეფასება, მათი

76

4.1.7

გენდერული მგრძნობელობა

81

4.1.8

ადგილობრივი წარმოება და სარეალიზაციო ბაზარი

83

4.1.9

სხვადასხვა სერვისების, მომსახურებებისა და ინფორმაციის საჭიროება

89

4.2

სომხეთის კომპონენტი

92

4.2.1

საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების მოსახლეობის სოციო-დემოგრაფიული პროფილი92

4.2.2 საზღვრისპირა მაზრების პრობლემები და

4.2.2 საზღვრისპირა მაზრების პრობლემები და მიმართვიანობა სხვადასხვა

 

ინსტიტუციებისადმი (მათი გადაჭრის გზები)

104

4.2.3 ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან

109

4.2.4 საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის ნდობა სხვადასხვა სოციალური

ინსტიტუტების, ქვეყნებისა და ეთნიკური ჯგუფების მიმართ

113

4.2.5

საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობის

 

მაჩვენებელი

118

 

4.2.6

საკვლევ რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო სექტორის შეფასება, მათი

122

4.2.7 გენდერული მგრძნობელობა

127

4.2.8 ადგილობრივი წარმოება და სარეალიზაციო ბაზარი

129

4.2.9 სხვადასხვა სერვისების, მომსახურებებისა და ინფორმაციის საჭიროება

133

5.

თვისებრივი კვლევის ანგარიშის ზოგადი ნაწილი

135

 

5.1 არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობები

135

5.2 არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები\თანამშრომლები

137

5.3 არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების ტექნიკური აღჭურვილობა

139

5.4 არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები და ფინანსური

მდგრადობა

 

140

5.5 არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა 141

5.6 ურთიერთობები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან

143

5.7 არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების წინაშე მდგარი პრობლემები

146

5.8 ურთიერთობები ორი ქვეყნის არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის

150

5.9 მოსახლეობის პრობლემები ორი ქვეყნის სამიზნე რეგიონებში

151

5.10 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები საქართველოში

154

5.11 ურთიერთობები საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობას შორის

158

6

არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების აღწერილობები

161

 

6.1

რეკომენდებული ორგანიზაციები

162

 

6.1.1.

ახალი ფერმერები(ქვემო ქართლი, საქართველო)

162

6.1.2

და სამყარო(ქვემო ქართლი, საქართველო)

168

6.1.3

ფერმერთა კავშირი ლორე(ქვემო ქართლი, საქართველო)

174

6.1.4 საქართველოს თესლის მწარმოებელ ფერმერთა ასოციაცია ჯავახეთი(სამცხე-ჯავახეთი,

 

)

181

6.1.5 სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია ფარეზი(სამცხე-ჯავახეთი, საქართველო)

185

6.1.6 არასამთავრობო ორგანიზაცია ფაროსი(სამცხე-ჯავახეთი, )

191

6.1.7

ფერმერთა ასოციაცია ანლუჩი(სამცხე-ჯავახეთი, საქართველო)

195

6.1.8

გაერთიანება სპიტაკის ფერმერი(ლორი, სომხეთი)

201

6.1.9

შირაქის კონკურენტუნარიანობის ცენტრი (შირაქი, სომხეთი)

205

6.1.10 გიუმრის ეკონომიკური კონსულტაციის ცენტრი (შირაქი, სომხეთი)

210

6.1.11 ლუსაწირი (თავუში, სომხეთი)

214

6.2

პოტენციურად საინტერესო ორგანიზაციები

220

6.2.1

კავშირი რქი(ქვემო ქართლი, საქართველო)

220

6.2.2 ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი (ქვემო ქართლი, საქართველო)

 

225

6.2.3

სამცხე-ჯავახეთის მომხმარებელთა კავშირი (სამცხე-ჯავახეთი, საქართველო)

230

6.2.4 ”NGO Center” - სამოქალაქო საზოგადოების

6.2.4 ”NGO Center” - სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ორგანიზაცია (ლორი, სომხეთი)

 

236

6.2.5

ფერმერთა ასოციაცია ელიტა(ლორი, სომხეთი)

242

6.2.6

ერევაკი (თავუში, სომხეთი)

246

7.ბიბლიოგრაფია:

250

1. კვლევის დიზაინი

შესავლის სახით

შესავლის სახით ” ქ ე ა ავსტრია ” და ”

ავსტრიადა ქეა კავკასიაშიორ ადგილობრივ არასამთავრობო - განვითარების სააგენტო (CiDA), საქართველო და აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების ცენტრი (CARD), სომხეთი - ერთად ახორციელებენ პროექტს სიღარიბის დაძლევა და ნდობის გაღვივება საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რაიონებში, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზით, სოფლად მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად” (STAGE II), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას სოფლად, საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რაიონებში, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებიs, სამოქალაქო ინსტიტუტებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის პარტნიორობის გაღრმავების, ეთნიკურ სომხებსა და ქართველებს შორის ნდობის გაღვივებისთვის პლატფორმების შეთავაზების გზით.

პროექტის სამიზნეს წარმოადგენს 10 დასახლება საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები საქართველოში, ლორის, თავუშისა და შირაქის მარზები სომხეთში). მთავარ სამიზნე ჯგუფად შეირჩა არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციები. პროექტი ხელს შეუწყობს 10 ორგანიზაციის (6-7 საქართველოში, 3-4 სომხეთში) შესაძლებლობების განვითარებას, რაც მოიცავს მენეჯმენტის სტრუქტურისა და თანამშრომლების უნარების გაუმჯობესებას, პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების დახვეწას, ორგანიზაციების ხელშეწყობას, იმუშაონ უფრო ეფექტურად, რათა გააუმჯობესონ ყოფა სოფლად, გაზარდონ მთავარი დაინტერესებული ჯგუფების (სამიზნე რეგიონების მოსახლეობა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები) გათვითცნობიერებულობის დონე, ხელი შეუწყონ თანამშრომლობის გაძლიერებას ადგილობრივ მთავრობასა და სამოქალაქო\არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. შექმნან საკომუნიკაციო არხები, რომელთა მეშვეობითაც მოახდენენ ადგილობრივი ინტერესების ადვოკატირებას ცენტრალური ხელისუფლების წინაშე

წინამდებარე პროექტის მიზნების შესაბამისად, ჩატარდა არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის კვლევა სამიზნე რეგიონებში. ”ეისითიმშეიმუშავა ტექნიკური მიდგომა, რომელიც რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის კომპონენტების კომბინაციას მოიცავს. თითოეული კვლევის მიზნები, მეთოდოლოგია და შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ, შესაბამის ქვეთავებში.

1.1 რაოდენობრივი კვლევა

1.1.1 კვლევის მიზანი და ამოცანები

სომხეთსა და საქართველოში მოსახლეობის რაოდენობრივი კვლევის მიზანს წარმოადგენდა, ორივე ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა.

კვლევის კონკრეტულ ამოცანებებს კი წარმოადგენდა შემდეგი საკითხები:

 საკვევი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის

საკვევი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის პრობლემების განსაზღვრა;

ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში სხვადასხვა სამსახურებისა და ინსტიტუციების ჩართულობის შესწავლა;

საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობის გენდერული მგრძნობელობის გაზომვა;

ადგილობრივი წარმოება და არსებული/ სასურველი სარეალიზაციო ბაზრების შესწავლა;

მოსახლეობის ნდობა სხვადასხვა ინსტიტუციების, ერებისა და რელიგიური ჯგუფების მიმართ;

საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და პრობლემების იდენტიფიცირება;

მოსახლეობის სოციალური აქტივობის დონის განსაზღვრა;

მოსახლოებაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობადობის გაზომვა და მათი საქმიანობებისადმი დამოკიდებულებების შესწავლა;

ოჯახების სოციო-დემოგრაფული პროფაილის შექმნა;

1.1.2 კვლევის მეთოდოლოგია

მაქსიმალურად სანდო და ამომწურავი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, კომპანიამ ეისითი კვლევაშეიმუშავა ტექნიკური მიდგომა, რომელიც 2 ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა და მოიცავდა

რაოდენობრივ კვლევით მეთოდოლოგიას.

კვლევის პირველ ეტაპზე ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა საქართველოს მხარეს საზღვრისპირა რეგიონების მუნიციპალიტეტებში, ხოლო მეორე ეტაპზე კი სომხეთი საზღვრისპირა რეგიონებში.

საქართველოში კვლევამ მოიცვა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები (მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები), სომხეთში კი - ლორის, თავუშისა და შირაქის მარზები.

1.1.3 რაოდენობრივი კველვის მეთოდის არწერა

რაოდენობრივი დესკრიპტული კვლევა არის კვლევითი მეთოდი, რომელიც სტატისტიკურად სანდო ინფორმაციას იძლევა. ამ მეთოდით, შესაძლებელი იქნება საკვლევი ინდიკატორების სტატისტიკური გაზომვა და ანალიზი (ცვლადები, პარამეტრები, კავშირები, კორელაციები).

1.1.4 ტექნიკა და ინსტრუმენტი

კვლევაში გამოყენებული იქნა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდი. ინტერვიუ მიმდინარეობდა სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. თითოეული კითხვარის ხანგრძლივობა დაახლოებით 20-25 წუთს შეადგენდა. კითხვარები ძირითადად შედგენილი იყო დახურული ტიპის კითხვებისაგან, თუმცა ასევე მოიცავდა ღია კითხვებსაც, რომელთა კოდირებაც ცალკე მიმდინარეობდა.

საველე სამუშაოების დამთავრების შემდგომ

საველე სამუშაოების დამთავრების შემდგომ მიღებული შედეგების შეყვანა და დამუშავება მოხდა სპეციალურ სტატისტიკურ პროგრამაში (SPSS.12.0). შედეგების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე მომზადდა კვლევის საბოლოო ანგარიში.

1.1.5 პრე-ტესტი (საპილოტაჟო კვლევა)

რაოდენობრივი კითხვარის საბოლოო ვერსიის შემუშავების მიზნით ჩატარდა საპილოტაჟო კვლევა (20 ინტერვიუ). კვლევაში მონაწილეობა მიიღო ეისითი კვლევის” 10-მა პროფესიონალმა ინტერვიუერმა, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი პრე-ტესტის ჩატარების სპეციფიკის შესახებ. ყოველი ინტერვიუს ჩატარების შემდგომ ინტერვიუერები ავსებდნენ საპილოტაჟო კვლევისთვის სპეციალურად შემუშავებულ ფორმას, სადაც აღნიშნავდნენ კითხვართან დაკავშირებულ ყველა შენიშვნას. ინტერვიუერთა შენიშვნების საფუძველზე მოხდა კითხვარის საბოლოო ვერსიის შემუშავება.

1.1.6 სამიზნე ჯგუფი და შერჩევის დიზაინი

მოცემული პროექტის მიზნიდან გამომდინარე, დაიგეგმა 800 რაოდენობრივი ინტერვიუს განხირციელება - 400 ინტერვიუ საქართველოს მხარეს და 400 ინტერვიუ სომხეთის მხარეს. რესპონდენტად განსაზღვრა შერჩეული მუნიციპალიტეტების 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა. წინამდებარე კვლევის ორივე კომპონენტის შერჩევის დიზაინის დეტალური აღწერა იხილეთ ქვემოთ:

საქართველოს კომპონენტის შერჩევის დიზაინი:

კვლევის არეალი - საქართველოს საზღვრისპირა მუნიციპალიტეტები (ბოლნისი, დმანისი, მარნეული, ახალქალაქი, ახალციხე და ნინოწმინდა) შერჩევის ბაზა - 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის სააღწერო უბნები (საქართველო), შერჩევის ზომა - 400 რესპონდენტი სამიზნე სეგმენტი - 18 წლისა და უფროსია საკის მოსახლეობა შერჩევის დიზაინი - ორსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით პირველადი შერჩევის ერთეული - სააღწერო უბანი მეორადი შერჩევის ერთეული - შინამეურნეობა სტრატიფიკაციის ცვლადები - დასახლების ტიპი (ქალაქი/სოფელი) და მუნიციპალიტეტი

სტრატიფიკაცია და შერჩევის ზომის გადანაწილება სტრატებში:

სულ ჯამში შერჩევის ზომა საქართველოსათვის განისაზღვრა 400 ერთეულით. სტრატიფიკაციის ნიშნად გამოყენებული იქნა მუნიციპალიტეტები და დასახლების ტიპი (ქალაქისა და სოფლის დასახლება). თითოეული მხარისათვის განსაზღვრული შერჩევის მოცულობები მუნიციპალიტეტების მიხედვით ნაწილდება პროპორციულად, ისე რომ მინიმუმ 50 რესპონდენტი მოხვდეს თითოეულ მუნიციპალიტეტში. სტრატებში შერჩევის მოცულობების ამსახველი ცხრილი იხილეთ ქვემოთ:

 
 

მუნიციპალიტეტი

დასახლების ტიპი

ინტერვიუთა რაოდენობა

შერჩეული წერტ-ის რაოდენობა

 

ახალქალაქი

ქალაქი

10

1

ახალციხე

ქალაქი

30

3

ბოლნისი

ქალაქი

20

2

დმანისი

ქალაქი

20

2

მარნეული

ქალაქი

20

2

ნინოწმინდა

ქალაქი

10

1

ახალქალაქი

სოფელი

50

5

ახალციხე

სოფელი

30

3

ბოლნისი

სოფელი

60

6

დმანისი

სოფელი

30

3

მარნეული

სოფელი

80

8

ნინოწმინდა

სოფელი

40

4

 

ჯამში

400

40

კლასტერებში შერჩევის ზომის განსაზღვრა თითოეულ შერჩევის წერტილში გამოსაკითხი ინტერვიუების რაოდენობა განისაზღვრა 10 რესპონდენტით. შესაბამისად თითოეულ სტრატაში შესარჩევი კლასტერების რაოდენობა განისაზღვრება შერჩევის ჯამური ზომის გაყოფით კლასტერში გამოსაკითხ რესპონდენტთა რაოდენობაზე (იხილეთ ზემოთ მოცემულ ცხრილში ბოლო სვეტი)

შერჩევის პროცედურის აღწერა პირველადი შერჩევის ერთეულის შერჩევა (კლასტერი) განხორციელდა მარტივი შემთხვევითი შერჩევით. მეორადი შერჩევის ერთეულის შერჩევა განხორციელდა შემთხვევით ხეტიალის პრინციპით. ამისათვის თითოეულ კლასტერში შეირჩა საწყისი წერტილი, ბიჯი და მოძრაობის მარშუტი. ინტერვიუერებს დაურიგდათ სპეციალური ინსტრუქციები თუ როგორ უნდა ემოქმედათ ველზე. საბოლოო შერჩევის ერთეულს წარმოადგენს შინამეურნეობის ზრდასრული წევრი, რომლის შერჩევაც განხორციელდა ბოლო დაბადების დღის პრინციპით.

მონაცემთა შეწონვა შედეგების განზოგადების მიზნით განხორციელდა მონაცემების შეწონვა. მონაცემების შეწონვის დროს გამოყენებული იქნა შერჩეული სქესის და ასაკობრივი კატეგორიების განაწილება. შეწონვის დროს აღდგა ის პროპორციები, რომელიც დაფიქსირდა საყოველთაო აღწერის დროს სამიზნე არეალებში.

სომხეთის კომპონენტის შერჩევის დიზაინი

კვლევის არეალი - სომხეთი საზღვრისპირა მარზები (ლორი, შირაქი და თავუში) შერჩევის ბაზა - ბოლო საყოველთაო აღწერის შედეგები შერჩევის ზომა - 400 რესპონდენტი სამიზნე სეგმენტი - 18 წლისა და უფროსია საკის მოსახლეობა

შერჩევის დიზაინი - ორსაფეხურიანი კლასტერული

შერჩევის დიზაინი - ორსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით პირველადი შერჩევის ერთეული - ქალაქში - რუკაზე შემთხვევითად შერჩეული წერტილი, ხოლო სოფელი თავისთავად წარმოადგენდა შერჩევის ერთეულს მეორადი შერჩევის ერთეული - შინამეურნეობა სტრატიფიკაციის ცვლადები - დასახლების ტიპი (ქალაქ/სოფელი) და მარზის შერჩეული არეალი

სტრატიფიკაცია და შერჩევის ზომის გადანაწილება სტრატებში

სულ ჯამში შერჩევის ზომა სომხეთისათვის განისაზღვრა 400 ერთეულით. სტრატიფიკაციის ნიშნად გამოყენებული იქნა შერჩეული მარზის წინასწარ განსაზღვრული არეალი და დასახლების ტიპი (ქალაქისა და სოფლის დასახლება). თითოეულ მარზისათვის საკვლევ არეალად განისაზღვრა შემდეგი ქალაქები და მათი მიმდებარე სოფლები:

მარზა

ქალაქი

ლორი

სპიტაკი

ლორი

ტაშირი

ლორი

ვანაძორი

შირაქი

გიუმრი

თავუში

იჯევანი

თავუში

ნოემბრიანი

საბოლოოდ, თითოეული მარზის შიგნით ქალაქისა და სოფლის დასახლებების მიხედვით შერჩევის ჯამური მოცულობა გადანაწილდა მათში მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. შერჩევის ზომების ამსახველი ცხრილი მოცემულია ქვემოთ:

მარზა

დასახლების ტიპი

ინტერვიუთა რაოდენობა

შერჩეული წერტ-ის რაოდენობა

ლორი

ქალაქი

120

12

შირაქი

ქალაქი

130

13

თავუში

ქალაქი

30

3

ლორი

სოფელი

50

5

შირაქი

სოფელი

40

4

თავუში

სოფელი

30

3

 

ჯამში

400

40

კლასტერებში შერჩევის ზომის განსაზღვრა

თითოეულ შერჩევის წერტილში გამოსაკითხი ინტერვიუების რაოდენობა განისაზღვრა 10 რესპონდენტით. შესაბამისად თითოეულ სტრატაში შესარჩევი კლასტერების რაოდენობა განისაზღვრება შერჩევის ჯამური ზომის გაყოფით კლასტერში გამოსაკითხ რსპონდენტთა რაოდენობაზე (იხილეთ ზემოთ მოცემულ ცხრილში ბოლო სვეტი)

შერჩევის პროცედურის აღწერა

პროცედურის აღწერა პირველადი შერჩევის

პირველადი შერჩევის ერთეულის შერჩევა (კლასტერი) სოფლის შემთხვევაში განხორციელდა მათში მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. ქალაქში რუქების მიხედვით შეირჩა საჭირო რაოდენობის კლასტერები. მეორადი შერჩევის ერთეულის შერჩევა განხორციელდა შემთხვევით ხეტიალის პრინციპით. ამისათვის თითოეულ კლასტერში შეირჩა საწყისი წერტილი, ბიჯი და მოძრაობის მარშუტი. ინტერვიუერებს დაურიგდათ სპეციალური ინსტრუქციები თუ როგორ უნდა ემოქმედათ ველზე. საბოლოო შერჩევის ერთეულს წარმოადგენს შინამეურნეობის ზრდასრული წევრი, რომლის შერჩევაც განხორციელდა ბოლო დაბადების დღის პრინციპით.

მონაცემთა შეწონვა

შედეგების განზოგადების მიზნით განხორციელდა მონაცემების შეწონვა. მონაცემების შეწონვის დროს გამოყენებული იქნა შერჩეული სქესის და ასაკობრივი კატეგორიების განაწილება. შეწონვის დროს აღდგა ის პროპორციები, რომელიც დაფიქსირდა საყოველთაო აღწერის დროს სამიზნე არეალებში.

1.2 თვისებრივი კვლევა

1.2.1 მიზნები და ამოცანები

მიზნები და ამოცანები კვლევის მიზანს

კვლევის მიზანს წარმოადგენდა არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების განსაზღვრა საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში, რომლებიც შეადგენენ პოტენციურ სამიზნე ჯგუფს ქეასპროექტისთვის.

სამიზნე რეგიონებში არსებული არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების საკვლევად გამოიყო შემდეგი კრიტერიუმები:

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;

დაფინანსების წყაროები და ფინანსური მდგრადობა;

წევრები\თანამშრომლები და მათი კვალიფიკაცია;

სტრუქტურა და მართვის გამოცდილება;

განხორციელებული პროექტები;

ურთიერთობები სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან;

ძირითადი საჭიროებები;

სამომავლო გეგმები.

1.2.2 კვლევის დიზაინი

კვლევა ჩატარდა საქართველოსა და სომხეთი საზღვრისპირა რეგიონებში.

საქართველოში კვლევამ მოიცვა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები (მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები), სომხეთში კი - ლორის, თავუშისა და შირაქის მარზები.

კვლევა ჩატარდა თვისებრივი კვლევის ჩაღრმავებული ინტერვიუს ტექნიკის გამოყენებით. გამოიკითხნენ 34 ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები. დამატებით საპასპორტო მონაცემი შეივსო 5 ორგანიზაციის ხელმძღვანელთან.

გამოკითხული არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების სია:

 
 
 

ქვემო ქართლი

სამცხე-ჯავახეთი

ლორის, შირაქის,

 

თავუშის მარზები

1

ფერმერთა კავშირი ლორე

ფერმერთა ასოციაცია ანლუჩი

შირაქის

კონკურენტუნარიანობის

ცენტრი

2

კავშირი ახალი ფერმერები

საქართველოს თესლის მწარმოებელ ფერმერთა ასოციაცია ჯავახეთი

ბიზნესისა და განვითარების კავკასიური ქსელი

3

კავშირი რქი

სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია ფარეზი

დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრი

4

კავშირი ქალი და სამყარო

კავშირი ტყემლანა

გიუმრის ეკონომიკური კონსულტაციის საზოგადოება

5

ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი

ასოციაცია კოთელია

არასამთავრობო ორგანიზაცია ერევაკი

6

ფერმერთა კავშირი ოქროყანა

ახალქალაქის თემთა კავშირი

არასამთავრობო ორგანიზაცია ლუსაწირი

7

საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი

სამელიორაციო ასოციაცია ნერგი

არასამთავრობო ორგანიზაცია იმედის სხივი

8

კავშირი ქარიმერა

სამცხე-ჯავახეთის მომხმარებელთა კავშირი

მეწარმეობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი

9

ქვემო ქართლის თემთა განვითარების საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია ფაროსი

არასამთავრობო ორგანიზაციების ცენტრი (NGO C)

10

ასოციაცია გეიჯალო

ახალქალაქის სამოქალაქო განვითარების ცენტრი

ახალგაზრდების ქრისტიანული ასოციაცია

11

ასოციაცია რატევანი

რეფორმებისა და დემოკრატიის ცენტრი

ასოციაცია სპიტაკის ფერმერი

12

   

ფერმერთა ასოციაცია ელიტა

საპასპორტო მონაცემები შეივსო ორგანიზაციებზე: ბოლნისის ენის სახლი”, ”ბოლნისის ახალგაზრდული ცენტრი”, ქალთა კავშირი დასაქმება(ქვემო ქართლი, საქართველო) ჯავახეთის სამოქალაქო ფორუმი, დემოკრატ მესხთა კავშირი(სამცხე-ჯავახეთი, საქართველო). 1

რესპონდენტების ნაწილი შეირჩა დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული სიების საფუძველზე, ნაწილის მოძიება კი მოხდა ადგილზე, ე.წ. თოვლის გუნდის პრინციპის გამოყენებით.

სამიზნე რეგიონებსა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებულ არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციებზე განზოგადებული სურათის შექმნისა და შესაბამის კონტექსტზე ამომწურავი

1 დასახელებული ორგანიზაციების მონაცემები ანგარიშს ერთვის დანართის სახით.

საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის და არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების კვლევა, ეისითი, აგვისტო - ოქტომბერი, 2009

ინფორმაციის მოპოვების მიზნით, კვლევის

ინფორმაციის მოპოვების მიზნით, კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც - მარნეულის, დმანისის, ბოლნისის, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის გამგებლები; ლორისა და თავუშის მარზის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

ჩატარებული ინტერვიუების ხანგრძლივობა - 30-120 წუთი.

1.2.3 საველე სამუშაოების აღწერა

გაიდის შემუშავება - საველე სამუშაოების დაწყებამდე შემუშავდა გაიდი ჩაღრმავებული ინტერვიუებისთვის. გაიდის სატესტირებლად ჩატარდა 4 საპილოტე ინტერვიუ, რომლებმაც დაადასტურა ინსტრუმენტის ვალიდურობა მოცემული კვლევისთვის.

ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარება - საველე სამუშაოებმა თავდაპირველად მოიცვა საქართველოს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები, შემდეგ კი ლორის, თავუშისა და შირაქის მარზები სომხეთში (სომხეთში მკვლევარი მივლინებულ იქნა საქართველოდან). სამოქალაქო\არასამთავრობო ორგანიზაციების გამოკითხვის პარალელურად, ინტერვიუები ჩატარდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.

1.2.4 ველის სირთულეები

საველე სამუშაოების წარმოებას ახლდა გარკვეული სირთულეები, რაც გამოწვეული იყო როგორც თემის სპეციფიკით, ასევე ცალკეული რეგიონების\რაიონების თავისებურებით. კერძოდ:

ორგანიზაციების სიაში არსებობის\ორგანიზაციის ზოგადი ცნობადობის მიუხედავად, ორგანიზაციების ნაწილი, რომლების ინტერვიუირებაც მოხდა, სტრუქტულად სუსტად განვითარებულია, მონაცემებში მითითებული პროფილი კი არსებობს მხოლოდ ფორმალურად.

რესპონდენტების ნაწილს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია საკვლევის თემების ირგვლივ (ინფორმაციას არ ფლობენ, ვერ იხსენებენ ან არ არიან დარწმუნებულები მის სისწორეში).

კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, რესპონდენტები ინტერვიუს დროს გამოხატავდნენ არა მხოლოდ მოსაზრებებს\დამოკიდებულებებს, არამედ აღწერდნენ ფაქტებს, მოვლენებს, მოყავდათ სტატისტიკა. კვლევის ფარგლებში მოხერხდა მათ მიერ მოწოდებული ფაქტობრივი ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილის გადამოწმება. ამიტომ, ანგარიშში არ გამოირიცხება ერთეული უზუსტობები.

გამოკითხული ორგანიზაციების ნაწილთან ინტერვიუირების დროს იყო ენობრივი პრობლემები - ზოგიერთ რესპონდენტს უჭირდა აზრის გამართულად გადმოცემა.

სომხეთში საველე სამუშაოების ჩატარება, თავის მხრივ, შემდეგი სირთულეებს უკავშირდებოდა:

 სიებში მითითებული ორგანიზაციების ნაწილი

სიებში მითითებული ორგანიზაციების ნაწილი არ ფუნქციონირებდა მითითებულ მისამართზე.

სიებში მითითებული ორგანიზაციების ნაწილი არ მუშაობდა კვლევის სპეციფიკური პერიოდის (აგვისტო) გამო.

2. შემაჯამებელი დასკვნები

დასკვნები წინამდებარე

წინამდებარე დასკვნები წარმოადგენს მოსახლეობისა და არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის მოკლე რეზიუმეს.

საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობის სოციო-დემოგრაფიული პროფილი

საქართველოსა და სომხეთში საზღვრისპირს დასახლებული მოსახლეობის განაწილება სქესისა და ასაკის ჭრილში ერთგვაროვანია. მოსახლეობის ნახევარზე მცირედით მეტი ქალია, რაც შეეხება ასაკობრივ განაწილებას, როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა, საშუალო და უფროსი ასაკობრივი სგემენტის მაცხოვრბელთა წილი თანაბარია.

ორივე ქვეყანაში, მოსახლეობის უმრავლესობა (73%) დაქორწინებულია.

საქართველოში საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობის უმრავლესობა სრული (48%)ან არასრული (14) საშუალო განათლების მქონეა. სომხეთის საზღვრისპირა მაზრებში, კი თითქმის თანაბარია საშუალო და უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის წილი.

საზღვრისპირა დასახლებებში მოსახლეობის ეთნიკური წარმომავლობა განსხვევებულია ორი ქვეყნისათვის. საქართველოს მხარეს გამოკვეთილია მულტიეთნიკური დასახლებები (მოსახლეობის ყველაზე მსხვილ ეთნიკურ ჯგუფებს აზერბაიჯანელები, სომხები და ქართველები შეადგენენ), ხოლო სომხეთის მხარეს კი ძირითადად ერთი ეთნიკური ჯგუფი (ეთნიკურად სომხები) დომინირებს.

ორივე ქვეყანაში დასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი ძირითადად სახელმწიფო სექტორში დაქირავებული მუშაკია. უმუშევრების წილი საქართველოს საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში უფრო მაღალია, ვიდრე სომხეთში.

ორივე ქვეყანაში, მოსახლოების უმრავლესობა აცხადებს, რომ მათი ოჯახური შემოსავლები დაბალია (საქართველო - 80%; სომხეთი -60%) . საგულისხმოა, რომ სომხეთში საზღვრისპირა მაზრების მოსახლეობაში საქართველოს საღვრისპირა მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან შედარებით, 23%-ით მეტია მაღალშემოსავლიანი ოჯახების წილი.

სქართველოს საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში ძირითადი საკომუნიკაციო ენა რუსულია. გამოკვლეულ მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო ენაზე წერისა და მეტყველების უნარების მაჩვენებელი დაბალია. რაც შეეხება სომხეთის საზღვრისპირა მაზრებს, აქ ძირითადი საკომუნიკაციო ენა სახელმწიფო ენაა, თუმცა ამავდროულად მაღალია რუსულად მეტყველებისა და წერა-კითხვის მაჩვენებელიც.

სომხეთსა და საქართველოში გამოკვლეულ საზღვრისპირა დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის სხვა ქვეყნებში მიგრაციის მაჩვენებელი მსგავსია. ორივე ქვეყანაში მოსახლოების 22%-ია სამუშაოდ და მხოლოდ 4%-ია სასწავლებლად წასული სხვა ქვეყანაში.

კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგების

კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგების თანახმად, საქართველოს საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული მოწყობა ჩამორჩება მეზობელი ქვეყნის საზღვრისპირა მაზრების ინფრასტრუქტურულ განვითარებას.

საზღვრისპირა რაიონების პრობლემები

ორივე ქვეყანაში საკვლევი მაზრებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობა საუბრობდა იმ პრობლემებზე, რომლებიც დამახასიათებელია მათი დასახლებული პუნქტისათვის. როგორც აღმოჩნდა, უმუშევრობა, ის ძირითადი პრობლემაა, რომელიც საზღვრის ორივე მხარეს აწუხებს მოსახლეობას. რაც შეეხება სხვა დასასხელებულ პრობლემებს, საქართველოში გამოკვლეულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის უმრავლესობის მიერ დასახელდა კონკრეტული საკითხები, ისეთები როგორიც არის: გაზმომარაგება”, ”წყალმომარაგება” , ”ცუდი გზები” , ხოლო სომხეთში გამოკვლეულ მაზრებში კი დასახელდა უფრო ზოგადი შინაარსის პრობლემები, მაგალითად ზოგადი ეკონომიკური კრიზისიდა მცირე პენსიები/ხელფასები”.

ორივე ქვეყანაში მოსახლეობა არსებული პრობლემებით ძირითადად ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავს. პრობლემებით მიმართვის მეორე ადრესატი სომხეთის საკვლვ მაზრებშიც და საქართველოში საკვლევ მუნიციპალიტეტებშიც ახლობლები/ნათესავები/მეზობლები არიან. საქართველოს მხარეს, სომხეთისაგან განსხვავებით ასევე მაღალია სოფლის თავკაცისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელიც.

როგორც ირკვევა, საქართველოს საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში უფრო ხშირია (17%) დასახლებულ პუნქტებში არსებული პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევები, ვიდრე სომხეთის (4%) მხარეს. რაც შეეხება არსებული პრობლემების მომგვარებელ ინსტიტუციას, ორივე ქვეყნის შემთხვევაში ეს ადგილობრივი თვითმმართველობაა. საგულისხმოა, რომ საქართველოში, სომხეთთან შედარებით მაღალია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არსებული პრობლემების მოგვარების მაჩვენებელი.

ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან

სომხეთის საკვლევი მაზრებში მოსახლეობის 21%, ხოლო საქართველოს საკვლევ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის 27% აცხადებს, რომ ზოგადად აქვს ურთეირთობა მეზობელ ქვეყანასთან. ორივე ქვეყანაში, ურთიერთობა ძირითადად მეზობელ ქვეყანაში არსებული ნათესაური კავშირებით არის განპირობებული.

საქართველოს საკვლევ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის 17%-მა განაცხადა, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე გადაუკვეთავს სომხეთი-საქართველოს საზღვარი, სომხეთის მხარეს კი მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს.

სომხეთში იმ მოსახლეობის 9%-ს და საქართველოში 12%-ს, რომლებმაც ბოლო 2 წლის მანძილზე გადაკვეთეს სომხეთი - საქართველოს საზღვარი, შეექმნა პრობლემები საზღვრის გადაკვეთისას.

სომხეთში,

მოსახლეობის

მიერ

საზღვრის

გადაკვეთისას

შექმნილი

პრობლემების

გამომწვევ

მიზეზებად დასახლედა შემდეგი: არ მქონდა საზღვარგარეთის პასპორტი და მსურდა საზღვრის

გადაკვეთა პირადობის მოწმობის საფუძველზე “ ; „

გადაკვეთა პირადობის მოწმობის საფუძველზე; ხანგრძლივი რიგი სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე“; „მესაზღვრეების მხრიდან ზედმეტად მკაცრი მოპყრობა“.

სომხეთში,

მოსახლეობის

მიერ

საზღვრის

გადაკვეთისას

შექმნილი

პრობლემების

გამომწვევ

მიზეზებად დასახლედა შემდეგი: არ მქონდა საზღვარგარეთის პასპორტი და მსურდა საზღვრის გადაკვეთა პირადობის მოწმობის საფუძველზე; სომხეთიდან საქართველოში შემოსვლისას მომთხოვეს 102 ლარი; შევფერხდი საბაჟო გადასახადების გამო.

ორივე ქვეყანაში, მოსახლეობის დიდ ნაწილს (საქართველო - 47%; სომხეთი - 45%) გაუჭირდა სომხეთი-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება.

საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის ნდობა სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტების და, ქვეყნების მიმართ

როგორც წინამდებარე კვლევის შედეგედ მიღებული მონაცემებიდან ჩანს, ჯამში სომხეთში საკვლევი მაზრების საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტებში, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ენდობა ჯარს (68%), რელიგიურ ინსტიტუტებს (63%), სკოლას (57%) და პრეზიდენტს (56%). კვლევით მოცული მოსახლეობის შედარებით ნაკლები რაოდენობა ენდობა ისეთი ინსტიტუტებს როგორებიცაა: პოლიტიკური პარტიები“; არასამთავრობო სექტორი“; „სასამართლო“; პარლამენტი“; „საერთაშორისო ორგანიზაციები“ ; „ბიზნეს კომპანიებიდა პოლიცია.

რაც შეეხება საქართველოს მხარეს, როგორც მიღებული მონაცემებიდან ჩანს, ჯამში საკვლევ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ენდობა პოლიციას (ქვემო ქართლი 83%, სამცხე ჯავახეთი 85%), ჯარს (ქვემო ქართლი 87%, სამცხე ჯავახეთი 85%), რელიგიურ ინსტიტუტებს (ქვემო ქართლი 91%, სამცხე ჯავახეთი 77%), სკოლას (ქვემო ქართლი 89%, სამცხე ჯავახეთი 89%) და პრეზიდენტს (ქვემო ქართლი 84%, სამცხე ჯავახეთი 76%). კვლევით მოცული მოსახლეობის შედარებით ნაკლები რაოდენობა ენდობა ისეთი ინსტიტუტებს როგორებიცაა:

პარტიები“; ”არასამთავრობო სექტორიდა ბიზნეს კომპანიები“.

ორივე ქვეყანის კვლევის მონაცემებს თუ შევადარებთ ერთმანეთს, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად, ნდობა ამა თუ იმ ინსტიტუციებისადმი საქართველოს საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში უფრო მაღალია, ვიდრე სომხეთის საზღვრისპირა მაზრებში.

ორივე ქვეყანაში, სამიზენ რეგიონების მოსახლეობა ენდობა საკუთარ ქვეყანას. ნდობის მაჩვენებელი მცირედი რეგიონალური სხვაობებით ასევე მაღალია რუსეთის მიმართ.

საქართველოში, საკვლევი რეგიონების საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა(93%) და სომხეთში საზღვრისპირა მაზრების მოსახლეობის უმრავლესობა (87%) თავს დაცულად გრძნობს იმ დასახლებულ პუნქტში სადაც ცხოვრობს.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ორივე ქვეყანაში საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში მცირეა ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტები. ჯამში საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 2%-მა, ხოლო სომხეთში მოსახლეობის 5%-მა თქვა, რომ სმენია ბოლო 3 წლის მანძილზე ლოკალური ეთნო-კონფლიქტის შესახებ.

საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის

საზღვრისპირა

რეგიონებში

მოსახლეობის

საზოგადოებრივ-პოლიტიკური

აქტივობის

მაჩვენებელი

კვლევის შედეგების თანახმად, სომხეთსა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში მაღალია მოსახლეობის საარჩევნო აქტივობის მაჩვენებელი. სომხეთში, ლორის, თავუშისა და შირაქის მაზრებში, მოსახლეობის 88%-მა, ხოლო საქართველოში კი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის 86%-მა მიიღო უკანასკნელ არჩევნებში მონაწილეობა.

საგულისხმოა, რომ ორივე ქვეყნის კვლევით მოცულ რეგიონებში, საზოგადოებრივი აქტივობის მაჩვენებელი ჩამორჩება საარჩევნო აქტივობის მაჩვენებელს. ამავდროულად გამოიკვეთა განსხვავებები ქვეყნებს შორის, კერძოდ საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის საზოგადოებრივი აქტივობის მაჩვენებელი, მეზობელი ქვეყნის მოსახლეობის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაცილებით დაბალია ( საქართველოში მოსახლეობის 70%-ს და სომხეთში გამოკითხული მოსახლეობის 54%-ს არ მიუღია უკანასკნელი 12 თვის მანძილზე ამა თუ იმ საზოგადოებრივ აქტივობაში მონაწილეობა). პასიურობის მიზეზსებად მოსახლეობის მიერ შედარებით მაღალი სიხშირით დასახლედა: ინტერესისი არქონა; საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ არაინფორმირებულობა; მოსახლეობის ჩართულობის საჭიროების არარსებობა.

გენდერული მგრძნობელობა

ორივე საკვლევ ქვეყანაში, მოსახლეობის დამოკიდებულებები გენდერული საკითხების მიმართ მსგავსია. სომხეთშიც და საქართველოშიც მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ განათლება და დასაქმება თანაბრად მნიშვნელოვანია ორივე სქესის წარმომადგენლისათვის. თუმცა ორივე ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტის აზრით ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობა უფრო მამაკაცს აკისრია, ვიდრე ქალს.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში სომხეთსა და საქართველოში საკვლევ მოსახლეობაში გენდერულ უთანასწორობის დამადასტურებელი მონაცემები არ გამოვლენილა.

ადგილობრივი წარმოება და სარეალიზაციო ბაზარი

საქართველოში, საკვლევი რეგიონის მუნიციპალიტეტებში, ოჯახების უმრავლესობა (73%) აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ოჯახში მოხამრების მიზნით. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას რეალიზაციის მიზნით, ის გაცილებით ჩამორჩება ოჯახში მოხამრების მაჩვენებელს, კერძოდ, საკვლევი რეგიონებში, ოჯახების მხოლოდ 37% აცხადებს, რომ აწარმოებს პროდუქციას რეალიზაციის მიზნით. რაც შეეხება სომხეთს, როგორც კველვის შედეგები ავლენს, აქ კიდევ უფრო მცირეა მოსახლეობის წილი, რომელიც ოჯახში მოხმარების (24%) ან რეალიზაციის (10%)მიზნით აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. ორივე ქვეყანაში, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, ძირითადად ლოკალურად, იმავე ქალაქსა ან სოფელში ხდება. თუმცა ორივე ქვეყანაში, მოსახლეობის უმრავლესობა ისურვებდა პროდუქციის არალოკალურად, არამედ საკუტარი დასახლებული პუნქტის გარეთ რეალიზებას. კერძოდ, საქართველოში საკვლევ მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი სასურველ სარეალიზაციო ბაზრად დედაქალაქს ასახელებს. სომხეთში კი მოსახლეობისათვის სასურველი ბაზარი საქართველოა.

საქართველოში მოსახლეობის 40% - თვის, ხოლო

საქართველოში მოსახლეობის 40%-თვის, ხოლო სომხეთში მოსახლეობის 66%-თვის, სასურველი სარეალიზაციო ბაზარი ან არასაკმარისად, ან სრულად ხელმიუწვდომელია. სასურველი სარეალიზაციო ბაზრით სარგებლობის ხელისშემშლელ მიზეზად საქართველოში მოსახლეობის მიერ, ყველაზე ხშირად ტრანსპორტირების პრობლემები დასახლედა” (62%). ხოლო სომხეთში კი - ”არახელსაყრელი საშუამავლო პირობები დასახლედა” (56%).

სხვადასხვა სერვისების/ მომსახურებებისა და ინფორმაციის საჭიროება

წინამდებარე კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოსა და სომხეთში შესწავლილი საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების მოსახლეობისათვის უმეტესად არახელმისაწვდომია ისეთი სერვისები და ინფრომაციები, რომლებიც ზოგადად მნიშვნელოვანია, როგორც სასოფლო- სამეურნეო საქმიანობების, ასევე ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობისათვის.

ამასთანავე, კვლევამ გამოავლინა ზოგადად მოსახლეობის ძალიან დაბალი ინფორმირებულობა ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა და გაამარტივებდა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობას. მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ ორივე ქვეყანაში მოსახლეობა შედარებით უკეთ გარკვეულია საბანკო-საფინანსო მომსახურებების რაობაში, ხოლო სომხეთში ასევე შედარებით უკეთესია საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ინფორმაციების ფლობის მაჩვენებელიც.

ხელმისაწვდომობის პარალელურად, წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავდა ასევე შეესწავლა ის სერვისები და მომსახურებები რომელთა შესახებაც ორივე ქვეყნის საკვლევი რეგიონების მოსახლეობა ისურვებდა ინფორმაციის მიღებას. შედეგად გამოვლინდა, რომ სომხეთში თითქმის თანაბრად პრიორიტეტულია კრედიტის/სესხის ხელმისაწვდომობა”, „საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღებადა ტრენინგები ბიზნესის მართვასა და ბუღალტერიაში“, საქართველოში კი: თესლების/საქონლის საკვების ხარისხის გასაუმჯობესებელი მომსახურება”; ”საქონლის ძოვებისთვის განკუთვნილი ნიადაგის შესწავლა”; სახნავ-სათესისთვის განკუთვნილი ნიადაგის შესწავლადა ტრენინგები ბიზნესის მართვასა და ბუღალტერიაში“.

საკვლევ რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო სექტორის ცნობადობა და მათი საქმიანობისადმი დამოკიდებულებები

საქართველოში, საკვლევი რეგიონების მოსახლეობის 16%-მა , ხოლო სომხეთში მოსახლეობის 22%-მა განაცხადა, რომ სმენია რეგიონში მოქმედი ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ. მიუხედავად დეკლარირებისა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ორივე ქვეყანაში (სომხეთში - 29%, საქართველოში - 23%), გაუჭირდა კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დასახელება.

რაც შეეხება დასახელებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოიკვეთა ტენდენცია ორივე ქვეყანაში, კერძოდ, მოსახლეობის მიერ ძირითადად სახელდაებოდა საერთაშორისო არასამთავრობო ან დონორი ორგანიზაციები, ისეთები როგორიცაა: Care; World Vision; CHF; USAID; გაერთიანებული ერების ორგანიზაცია; ფონდი ჰორიზონტი; მერსიქორი და სხვა. რაც შეეხება ლოკლაურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ძალიან იშვიათად დასახელდა ორივე ქვეყნის მოსახლეობის მიერ.

სომხეთსა და საქართველოში მოსახლეობა

სომხეთსა და საქართველოში მოსახლეობა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას განსხვავებული წყაროებიდან იღებს, კერძოდ, სომხეთში არასამთავრობო როგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მომწოდებლად ყველაზე ხშირად მედია საშუალებები დასახელდა, ხოლო საქართველოში კი საკუთრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც კვლევის შედეგები ცხადყოფს, ორივე ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმირებული მოსახლეობის დიდ ნაწილს, ამ ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს. სომხეთში არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმირებული მოსახლეობის 74% და საქართველოში ინფორმირებული მოსახლეობის 76% არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას სასარგებლოდ მიიჩნევს.

არასამთავრობო სექტორში დასაქმებულთა წილი ორივე ქვეყანაში ძალიან დაბალია. სომხეთში სულ გამოკითხულთა შორის ექვსი რესპონდენტი აღმოჩნდა ჩართული არასამთავრობო საქმიანობაში. მათგან ორი რესპონდენტი ორგანიზაცია “World Vision”-ის თანამშრომელია ( მაზრა), ორი რესპონდენტი ორგანიზაცია „GTZ“-ის ( ); ხოლო თითო თითო რესპონდენტი კი შემდეგ ორგანიზაციებში მოღვაწეობს ჰანრაპეტაკანდა ფონდი(ლორის მაზრა) ; გიუმრის სასწავლო (შირაქის მაზრა) . რაც შეეხება საქართველოს, აქ სულ ორი რესპონდენტი აღმოჩნდა ჩართული არასამთავრობო საქმიანობაში. მათგან ერთი რესპონდენტი ორგანიზაცია თეიმურისთანამშრომელია (ბოლნისის რაიონი), ხოლო მეორე რესპონდენტი კი - CARE-სი(ახალციხის რაიონი).

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არასამთავრობო სექტორის შესახებ ინფორმირებულობის დონე ორივე ქვეყნის სამიზნე მოსახლეობაში თითქმის თანაბარია, განსხვავებულია მომავალში არასამთავრობო საქმიანობაში ჩართვის მზაობასთან დაკავშირებული მონაცემები. საქართველოს საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში გაცილებით დიდია არასმთავრობო ორგანიზაციების წევრობის მსურველთა წილი და ის 43%- შეადგენს, მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებელი სომხეთის საკვლევ მაზრებში მხოლოდ 28%-ია.

სომხეთსა და საქართველოში შესწავლილი არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების ზოგადი დახასიათება

საქართველოსა და სომხეთში გამოკითხული არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციები მრავალფეროვანია პროფილითა და გამოცდილებებით. მათი ძირითადი საქმიანობები მოიცავს:

სოფლის მეურნეობას; სოფლის\თემის სოციო-ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურის განვითარებას; ეკოლოგიას\გარემოს დაცვას; ქალთა საკითხებს; სამოქალაქო განათლებას\ადამიანის უფლებებს\ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას; სოციალურ თემებს (ინვალიდები, ინტეგრაცია და სხვა); მელიორაციას\ირიგაციას; ბიზნესის განვითარებას; საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობას.

გამოკითხული ორგანიზაციები, ძირითადად, ასოციაციებს\კავშირებს, უფრო იშვიათად კი ფონდებს წარმოადგენენ. ისინი სხვადასხვა დროს არის დაფუძნებული და განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან. შედარებით ნაკლებად განვითარებულ ორგანიზაციებს, როგორც წესი, აქვთ უფრო ვიწრო პროფილი - ისინი ან შექმნილია კონკრეტული მიზნების განსახორციელებლად ან არსებული პროექტები და გამოცდილება მათ საქმიანობის გაფართოვების

საშუალებას არ აძლევს, მეტ - ნაკლებად

საშუალებას არ აძლევს, მეტ-ნაკლებად განვითარებული ორგანიზაციები კი ორივე ქვეყანაში მოსახლეობას სთავაზობენ როგორც პრაქტიკულ დახმარებას სხვადასხვა საქმიანობებში, ასევე საინფორმაციო მხარდაჭერას კონსულტაციების, სემინარებისა და ტრენინგების სახით.

გამოკითხული ორგანიზაციების ნაწილი საქართველოში შექმნილია იმ მიზეზით, რომ კონკრეტული დონორები თანამშრომლობდნენ არა კერძო პირებთან, არამედ მათ გაერთიანებებთან. ასეთ ასოციაციებში წევრობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, ორიენტაცია ორგანიზაციის განვითარებასა და მისი საქმიანობის გააქტიურებაზე კი, სუსტია.

ორივე ქვეყანაში გამოკითხული ორგანიზაციების ნაწილს აქვს სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობის გამოცდილება. ტენდენციის სახით შეიძლება ითქვას, რომ პროფილი უფრო აქტიურად არის გამოხატული საქართველოში, სომხეთში გამოკითხული ძლიერი ორგანიზაციებს კი, აქვთ ძლიერად გამოხატული ბიზნესის განვითარების კომპონენტი და დაინტერესებულ პირებს სთავაზობენ სრულ ბიზნეს-მომსახურებას (ბიზნეს-გეგმის შედგენა, ფინანსური ანალიზი და სხვა).

განათლებასა და სამოქალაქო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი საქმიანობა ორივე ქვეყანაში ტრენინგები, სემინარები, კონსულტაციები და სხვადასხვა კურსებია. ტენდენციის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში აქტიურად საქმიანობს ქალთა რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც დიდი გამოცდილებითა და წევრების ფართო ქსელით გამოირჩევიან. თავის მხრივ, სომხეთში შედარებით მაღალია მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირების პრაქტიკა.

გამოკითხული ორგანიზაციების წევრების რაოდენობა შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე ადამიანიდან დაახლოებით, 450 წევრამდე. ორგანიზაციების თანამშრომლების ზუსტი რაოდენობის დადგენა კი ხშირად, შეუძლებელია, რადგან ერთი მხრივ, მათ მნიშვნელოვან ნაწილში წევრები თანამშრომლებიც არიან, მეორე მხრივ კი, თანამშრომლების რაოდენობა იცვლება მიმდინარე პროექტებისა და სეზონის შესაბამისად. ორივე ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული საქმიანობაში მოხალისეების ჩართვის პრაქტიკაც.

როგორ კვლევამ უჩვენა, გამოკითხული ორგანიზაციების საქმიანობაში ქალები აქტიურად არიან ჩართულები. ეს თანაბრად ეხება როგორც ორგანიზაციის რიგით წევრობას, ასევე ხელმძღვანელ პოზიციასაც - დაახლოებით, ყოველ მესამე გამოკითხულ ორგანიზაციას ქალი ხელმძღვანელი ჰყავს.

ძირითადად, ორგანიზაციის თანამშრომლების კვალიფიკაცია გამოკითხულებისთვის დამაკმაყოფილებელია, თუ კონკრეტული პროექტი სპეციფიკურ ცოდნას არ მოითხოვს. მეტ- ნაკლებად საკმარისი კვალიფიკაცია, ერთი მხრივ, პრაქტიკულ გამოცდილებას, მეორე მხრივ კი - ორივე ქვეყანაში ტრენინგების საკმაოდ ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას უკავშირდება. მართალია, ორგანიზაციებს ხშირად არ აქვთ საშუალება, დამოუკიდებლად დააფინანსონ თანამშრომელთა მივლინება ტრენინგებზე, ამ უკანასკნელს, როგორც წესი, თავად დონორები უზრუნველყოფენ.

გამოკითხული ორგანიზაციები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან მატერიალურ- ტექნიკური შესაძლებლობებით. მათ ნაწილს აქვს საოფისე ფართი (კერძო საკუთრებაში, იჯარით), ნაწილი კი საოფისე ფართად იყენებს ერთ-ერთი წევრის ან ნაცნობის სახლს.

ორგანიზაციების ტექნიკური აღჭურვილობაც

ორგანიზაციების ტექნიკური აღჭურვილობაც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია. როგორც წესი, ორივე ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად კარგად განვითარებულ ორგანიზაციებს აქვთ დამოუკიდებელი საოფისე ფართი და მეტ-ნაკლებად გამართული ტექნიკა, თუმცა არ არსებობს ცალსახა კორელაცია ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და მათ საქმიანობასა და პოტენციალს შორის. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც გამოცდილი ორგანიზაცია საოფისედ ერთ-ერთი წევრის სახლს იყენებს.

ორივე ქვეყანაში გამოკითხული ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობა, როგორც წესი, არამდგრადია და დამოკიდებულია კონკრეტულ პროექტებზე. შედარებით სტაბილური ფინანსური მდგომარეობით ის ორგანიზაციები გამოირჩევიან, რომლებსაც აქვთ ნაკლები წყვეტა პროექტების განხორციელებაში ან მსურველებს სხვადასხვა სახის ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. ორგანიზაციების დაფინანსების ძირითადი წყაროებია საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები, უფრო იშვიათად - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ორივე ქვეყანაში გამოკითხული ორგანიზაციების ნაწილში არსებობს საწევრო გადასახადის პრაქტიკა, თუმცა ამ გზით მიღებული შემოსავლები უმნიშვნელოა.

გამოკითხული არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების მართვის სტილი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია, დაწყებული ერთი კაცისორგანიზაციიდან, რომლის ხერხემალს ხელმძღვანელი პირი წარმოადგენს, სტრუქტურა კი უფრო მეტად, გაუმართავ და ფორმალურ ხასიათს ატარებს, დასრულებული ჩამოყალიბებული მმართველობის სტრუქტურით, შეხვედრების მკაფიო პერიოდულობითა და წარმოებული დოკუმენტაციით. როგორც წესი, მმართველობის მკაფიო სტილი იმ ორგანიზაციებშია აპრობირებული, სადაც აქვთ უწყვეტი პროექტები და მომსახურებები და მოწესრიგებულ მმართველობასა და დოკუმენტაციას დონორი მოითხოვს, თუმცა პირდაპირი კორელაცია ორგანიზაციის წარმატებულ საქმიანობასა და ფორმალურად გამართულ სტრუქტურას შორის არ არსებობს.

როგორც კვლევამ უჩვენა, გამოკითხულ ორგანიზაციებს ურთიერთობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მაგრამ იგი უფრო მეტად ფრაგმენტულია და კონკრეტული ადამიანების კეთილ ნებაზე დამოკიდებული უფროა, ვიდრე გამართულ პოლიტიკასა და პროცედურებზე. ორივე ქვეყანაში არსებობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები - მონაწილეობა ერთობლივ პროექტებში, შეხვედრებში, თვითმმართველობის ორგანოების კონსულტირება სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, ორგანიზაციების წარმომადგენლების დასწრება ადგილობრივი ხელისუფლების სხდომებზე, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების ლობირება, თუმცა ამავდროულად, არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები აწყდებიან ადგილობრივი ხელისუფლებისგან არაკონსტრუქციულ, გულგრილ, ზოგჯერ კი, პირდაპირ აგდებულ დამოკიდებულებას. თავის მხრივ, ზოგჯერ არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციებიც არ იჩენენ ინიციატივას, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის საქმიანობაში, ამიტომ მათ შორის შედარებით სუსტ კავშირს შეიძლება განაპირობებდეს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არასაკმარისი კეთილგანწყობა და მზაობა თანამშრომლობისთვის, ასევე თავად არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების ინერტულობაც.

კვლევის შედეგების მიხედვით, ორი ქვეყნის არასამთავრობო\სამოქალაქო სექტორს შორის ურთიერთობები სუსტია. მართალია, დაახლოვებით, ყოველ მესამეს გამოკითხულებიდან ერთხელ მაინც ჰქონია ასეთი ურთიერთობები, მაგრამ მათი ნაწილი იყო ერთჯერადი ან სულაც,

სამმხრივი კავკასიური პროექტების ფარგლებში

სამმხრივი კავკასიური პროექტების ფარგლებში მიმდინარეობდა და ურთიერთობები დონორი ორგანიზაციით იყო გაშუალებული”. ცალკეული ორგანიზაციების თანამშრომლებს აქვთ არაფორმალური კონტაქტები მეზობელ ქვეყნებში ან დასწრებიან ტრენინგებს, რომლებსაც ამ ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თეორიულად, შესაბამისი ურთიერთობებისთვის მზაობას ორივე მხარე გამოხატავს, რადგან ასეთ ურთიერთობებს პერსპექტიულად თვლიან სხვადასხვა სფეროებში პოზიტიური გამოცდილების გაზიარების, პროდუქციის ერთობლივად წარმოების და რეალიზაციის ახალ ბაზარზე გასვლის თვალსაზრისით.

ორივე ქვეყანაში გამოკითხულ არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციებს აქვთ პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის მათ ჯეროვნად მუშაობას ამჟამად ან არ აძლევს მათ განვითარების\გაფართოვების შესაძლებლობას. ორივე ქვეყანაში აქტიურად სახელდება ისეთი პრობლემები, როგორებიც არის: ფინანსური რესურსის არასტაბილურობა, არასაკმარისი ტექნიკა\ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული ხარვეზები, დონორებთან ურთიერთობის სირთულეები (ინფორმაციის მოპოვების სირთულე, მათთან ურთიერთობის ჩვევების არქონა, დონორების ნაკლები დაინტერესება რეგიონებით\დონორების აღქმული უნდობლობა რეგიონებში მდებარე ორგანიზაციების მიმართ, დონორების პრიორიტეტები, რომლებსაც ერგებარეგიონის საჭიროებები და არა პირიქით), კვალიფიციური კადრის არარსებობა\გადინება რეგიონებიდან, არასაკმარისი ტრენინგი\გადამზადება. გარეფაქტორებიდან ასევე გამოიყოფა: ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის სისუსტე, მოსახლეობის დაბალი სამოქალაქო თვითშეგნება\პასიურობა საკუთარი პრობლემების მოგვარებისას, მოსახლეობის დაბალი ნდობა არასამთავრობო სექტორის მიმართ. პრობლემები სასოფლო-სამეურნეო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებით.

კვლევის მიზნიდან გამომდინარე, ქეასპროექტისთვის გამოკითხული ორგანიზაციებიდან შეირჩა მკაფიოდ რეკომენდებული და პოტენციურად საინტერესო ორგანიზაციები, რომელთა პოტენციალის გამოყენება შესაძლებელია დონორის სტრატეგიის შესაბამისად.

რეკომენდებული ორგანიზაციებია:

ახალი ფერმერები(ქვემო ქართლი, საქართველო);

და სამყარო(ქვემო ქართლი, საქართველო);

ფერმერთა კავშირი ლორე(ქვემო ქართლი, საქართველო);

საქართველოს თესლის მწარმოებელ ფერმერთა ასოციაცია ჯავახეთი”(სამცხე-ჯავახეთი, საქართველო);

სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია ფარეზი(სამცხე-ჯავახეთი, საქართველო);

არასამთავრობო ორგანიზაცია ფაროსი(სამცხე-ჯავახეთი, საქართველო);

ფერმერთა ასოციაცია ანლუჩი(სამცხე-ჯავახეთი, საქართველო);

გაერთიანება სპიტაკის ფერმერი(ლორი, სომხეთი);

შირაქის კონკურენტუნარიანობის ცენტრი (შირაქი, სომხეთი);

გიუმრის ეკონომიკური კონსულტაციის ცენტრი (შირაქი, სომხეთი);

ლუსაწირი (თავუში, სომხეთი)

პოტენციურად საინტერესო ორგანიზაციებია:

კავშირი რქი(ქვემო ქართლი, საქართველო);

 ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო

ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი (ქვემო ქართლი, საქართველო);

სამცხე-ჯავახეთის მომხმარებელთა კავშირი (სამცხე-ჯავახეთი, საქართველო);

NGO Center - სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ორგანიზაცია (ლორი, სომხეთი);

ფერმერთა ასოციაცია ელიტა(ლორი, სომხეთი);

(თავუში, სომხეთი).

3. საკვლევი რეგიონების მიმოხილვა

რეგიონების მოკლე მიმოხილვა

მოკლე მიმოხილვა კვლევამ მოიცვა სამცხე

კვლევამ მოიცვა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები საქართველოში, ლორის, თავუშისა და შირაქის მარზები სომხეთში. საქართველოს რეგიონებში დამატებით გამოიყო 5 სამიზნე მუნიციპალიტეტი: მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ახალქალაქი, ნინოწმინდა (დამატებით, კვლევის არეალში მოხვდა ახალციხის მუნიციპალიტეტიც, როგორც რეგიონის ცენტრი, რომელშიც ორგანიზაციების ოფისებია თავმოყრილი). ქვემოთ მოცემულია მუნიციპალიტეტების და მარზების მოკლე მიმოხილვა.

3.1. საქართველო

3.1.1 ქვემო ქართლი

ქვემო ქართლი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ ნაწილში. მისი ტერიტორია შეადგენს 6.5 ათას კვადრატულ კილომეტრს, რაც საქართველოს ტერიტორიის 9.4%-ია. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რუსთავი. ქვემო ქართლი შედგება 7 ადმინისტრაციული ერთეულისგან: რუსთავი (ქალაქი), ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა. რეგიონში 353 დასახლებაა, რომელთაგან 7 ქალაქია, 8 ქალაქის ტიპის დასახლება და 338 - სოფელი. რეგიონი გამოირჩევა გამართული კავშირებით - მთავარი საავტომობილო და სარკინიგზო ხაზი, ქვემო ქართლის გავლით, თბილისს სომხეთსა და აზერბაიჯანთან აერთებს.

2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა რეგიონში 497530 ადამიანს შეადგენს (მათ შორის, 241285 მამაკაცი, 256 245 ქალი). რეგიონის მოსახლეობის 45.1% ეთნიკური აზერბაიჯანელია, 44.7% ეთნიკური ქართველი, 6.4% ეთნიკური სომეხი, 1.5% ეთნიკური ბერძენი, 1.3 % ეთნიკური რუსი.

რეგიონის პროდუქცია შეადგენს ქვეყნის მთლიანი პროდუქციის 11%-ს და სამრეწველო პროდუქციის 21%-ს. რეგიონში განლაგებულია რამდენიმე მსხვილი საწარმო - ქიმიური საწარმო აზოტიდა მეტალურგიული ქარხანა რეგიონის მთავარ ქალაქში - რუსთავში, თბოელექტროსადგური მტკვარი- ენერგეტიკა, სამთო კომპანიები კვარციტიდა მადნეული”, რომლებიც მოიპოვებენ სპილენძს და ოქროს და რომლებიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოებს წარმოადგენენ. მომსახურების სფერო შედარებით სუსტად არის განვითარებული. მთავარ სასოფლო-სამეურნეო აქტივობას წარმოადგენს ბოსტნეულის, ხილისა და კარტოფილის წარმოება. წალკის რაიონში, რომელიც შედარებით შორს მდებარეობს, უფრო მეტად განვითარებულია მეცხოველეობა. შინამეურნეობებში ძირითადად, მისდევენ ბოსტნეულის, კარტოფილისა და სიმინდის მოყვანას.

ქვემო ქართლის ტერიტორია მდიდარია არქიტექტურისა და კულტურის ძეგლებით.

მარნეულის მუნიციპალიტეტი მარნეულის

მარნეულის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი მარნეულის

მარნეულის მუნიციპალიტეტი შედგება ერთი ქალაქისა და 83 სოფლისგან, რომლებიც ერთიანდებიან 17 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მუნიციპალიტეტი მოიცავს 935.2 კვმ ტერიტორიას. მუნიციპალიტეტს კვეთს საერთაშორისო მნიშვნელობის 2 მაგისტრალი: სადახლო-მარნეული, წითელი ხიდი-მარნეული. სარკინიგზო ხაზი, რომელიც კვეთს მუნიციპალიტეტის ცენტრს, საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რადგან ის საქართველოს სომხეთთან აერთებს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი - მარნეული თბილისიდან დაშორებულია 29 კმ-ით, ხოლო სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრიდან - 30 კმ-ით.

მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებობს ბაზალტის მარაგი მარმარილოს ჩათვლით, ასევე თეთრი ქვის და სხვადასხვა სამშენებლო მასალის რესურსები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ეკონომიკური მიზნებისთვის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 4 მდინარე მოედინება (მტკვარი, ხრამი, ალგეთი, დებედა), რომლებიც გამოიყენება როგორც სასმელად, ასევე საირიგაციო მიზნებისთვის. არსებული რესურსი საკმარისია როგორც ირიგაციისთვის, ასევე მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფისთვის, თუმცა მუნიციპალიტეტის სტრატეგიული გეგმის თანახმად, აუცილებელია ახალი საირიგაციო სისტემის შექმნა და არსებულის რეაბილიტაცია.

მუნიციპალიტეტს აქვს 14.583 ჰა ფართობის ტყე, რომელიც გამოიყენება შეშისთვის. მუნიციპალიტეტის მიწის მთლიანი ფონდი შეადგენს 83479 ჰა-ს. მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეადგენს 65.6 %-ს.

2007 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა იყო 122547. 2002 წლის მონაცემებით, ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენდნენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 83.1%-ს, ეთნიკური ქართველები - 8%-ს, ეთნიკური სომხები - 7.9%-ს, ხოლო დარჩენილ ნაწილს სხვა ეთნიკური ჯგუფები წარმოადგენდნენ. სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს აქვთ ენობრივი ბარიერი, რადგან ცუდად ფლობენ სახელმწიფო ენას, თუმცა შეიმჩნევა როგორც მათი ინტერესის, ასევე შესაბამისი აქტივობის მატება პრობლემის დასაძლევად.

2007 წელს ეკონომიკურად აქტიური ადამიანები მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 52.2%-ს შეადგენდნენ, თუმცა, მათგან მხოლოდ 6% იყო დასაქმებული. დასაქმებული ადამიანების დიდი

საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის და არასამთავრობო\სამოქალაქო ორგანიზაციების კვლევა, ეისითი, აგვისტო - ოქტომბერი, 2009

ნაწილი მუშაობდა ვაჭრობის სექტორში (34.4%), რასაც

ნაწილი მუშაობდა ვაჭრობის სექტორში (34.4%), რასაც მოყვებოდა დასაქმება ჯანდაცვის სისტემაში (18.2%), გადამამუშავებელ მრეწველობაში (10.5%), სამთო საქმეში (8.4%). სხვა დარგებში დასაქმების მაჩვენებელი 2%-დან 5%-მდე შუალედში მერყეობს.

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 81 სკოლა და 23 ამბულატორია-პოლიკლინიკა. მათ შორის, 9 სკოლა და 8 ამბულატორია-პოლიკლინიკა გადაუდებელ რეჟიმში საჭიროებს რემონტს.

2007 წლის მონაცემებით, სამრეწველო პროდუქციის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 27 697 300 ლარი. გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის მოცულობა, რომლის პროდუქციის ღირებულებამ 21,064,000 ლარი შეადგინა. მისი ხვედრითი წილი ადგილობრივ ეკონომიკაში 41.6% იყო, რასაც მოყვებოდა მშენებლობა (12.5%), ტრანსპორტი და კომუნიკაცია (12.4%), სამთო წარმოება (10%).

სოფლის მეურნეობაში, რომელიც პრიორიტეტულ სექტორად არის მიჩნეული, წამყვანი მიმართულებებია ბოსტნეულის და მარცვლეულის წარმოება. მარცვლეულიდან ყველაზე აქტიურად იწარმოება ხორბალი, ბოსტნეულიდან - პომიდორი, ხახვი, ტკბილი წიწაკა. არსებული კლიმატი შესაძლებელს ხდის მოსავლის აღებას წელიწადში 2-3 ჯერ. მუნიციპალიტეტში არსებობს 37 მსხვილი ფერმერი, რომლებიც საშუალოდ, ფლობენ 20ჰა-ზე მეტ ფართობს და ახორციელებენ შესაბამის აქტივობას. ყველა ეს ფერმერი ჩართულია მარცვლეულის მოყვანაში, მათი 16% კი ასევე ეწევა მსხვილფეხა მესაქონლეობას. მუნიციპალიტეტში არსებობს 8 მსხვილი საწარმო.

მუნიციპალიტეტში არსებობს მხოლოდ რამდენიმე ცენტრი, რომელიც მოსახლეობას აგრო- მომსახურებას სთავაზობს. მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სასაწყობო მეურნეობების ნაკლებობა, საირიგაციო წყლისა და საწვავზე ფასების მატება, არასტაბილური ბაზარი აფერხებს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

მარნეულის

მუნიციპალიტეტის

სტრატეგიული

განვითარების

გეგმა

მოიცავს

4

ძირითად

პრიორიტეტს:

1. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა

სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება

- მარნეულის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შემუშავება.

- მონაცემთა ბაზის შექმნა სოფლის მეურნეობის სექტორში.

- მიწის პრივატიზაციის პროცესის დასრულება.

- მიწების კულტივაციის ხელშეწყობა.

აგრო-მომსახურების განვითარება

- სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო და საინფორმაციო ცენტრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

- სოფლის მეურნეობის სპეციალისტების ტრენინგი.

- მაღაზიების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც მსურველებს სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით უზრუნველყოფს.

- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საწყობების შექმნის ხელშეწყობა.

გადამამუშავებელი წარმოებების ხელშეწყობა

- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მისაღებად მცენარეები.ს გადამამუშავებელი წარმოების ხელშეწყობა.

- პარტნიორობის დამყარება სავაჭრო პალატასა და

- პარტნიორობის დამყარება სავაჭრო პალატასა და სხვა ბიზნეს ჯგუფებთან.

2.

ინფრასტრუქტურის განვითარება

წყლის მენეჯმენტის გაუმჯობესება.

- საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია.

- მარნეულსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის მიწოდების სისტემის გაუმჯობესება.

სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

- სარემონტო სამუშაოები 9 სკოლაში.

- საბავშვო ბაღების ხელშეწყობა.

- სკვერების, ბაღებისა და გასართობი ადგილების მოწყობა.

- სპორტულ_გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობა

- სპორტული აქტივობების მხარდაჭერა

- 8 ამბულატორია-პოლიკლინიკის რეაბილიტაცია.

მუნიციპალიტეტის მოწყობის გეგმა

- ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია.

- სოფლების გაზიფიკაცია.

- სოფელ შაუმიანთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენა.

- საკანალიზაციო სისტემის გაუმჯობესება ქალაქ მარნეულში.

- ნარჩენების, შეგროვება, გადამუშავება და დაწნეხვა.

- მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების გადახურვა.

- ქუჩის განათების უზრუნველყოფა სოფლებში.

3.

ადგილობრივი მმართველობის გაძლიერება და წარმოების განვითარების ხელშეწყობა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების განვითარება

- ადგილობრივი საჯარო მოხელეების ტრენინგი.

- სივრცითი და ურბანული მოწყობის და მიწის უტილიზაციის გეგმების შემუშავება და დამტკიცება.

მწარმოებლების ხელშეწყობა

- მუნიციპალური, რეგიონული და ეროვნული გამოფენებისა და მრგვალი მაგიდის მოწყობა.

- მოქალაქეთა მომსახურების ცენტრების ჩამოყალიბება.

4.

სიღარიბის დაძლევა და სოციალური კეთილდღეობის მიღწევა

იძულებით გადაადგილებული პირების ხელშეწყობა

-

თანამშრომლობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ლტოლვილების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით.

ინვესტირება ჯანდაცვასა და განათლებაში

- ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელება.

- არაქართული სკოლების ქართული ენის სპეციალისტების ტრენინგი და მათი უზრუნველყოფა უფასო ტრანსპორტითა და დაზღვევით.

- ქართული ენის ცენტრების რაოდენობის გაზრდა და მათი გაძლიერება.

სოციალურად დაუცველი ჯგუფების ხელშეწყობა

- ბავშვთა დაცვის გეგმის შექმნა და განხორციელება.

- ქმედებები სოციალურად დაუცველი ადამიანების

- ქმედებები სოციალურად დაუცველი ადამიანების მხარდასაჭერად.

- უფასო სასადილოების ორგანიზება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი შედგება ერთი ქალაქის, ორი დასახლებისა და 45 სოფლისგან, რომლებიც ერთიანდება 14 ტერიტორიულ ერთეულში. მუნიციპალიტეტი მოიცავს 804 კვმ ტერიტორიას, რომლის ცენტრია ქალაქი ბოლნისი. ქალაქს თბილისიდან 67 კმ აშორებს. ტერიტორიაზე გადის თბილისი-გუგუთის გზის 36 კმ, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის არის. ბოლნისის სოფლებში ასევე არის ხიდები, რომელთაგან ორი საერთაშორისო, ორი კი - სახელმწიფო მნიშვნელობისაა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს ისეთი მაღალი ხარისხის მინერალების დიდი მარაგი, როგორიც არის ბაზალტი და ტუფია. ოქროსა და სპილენძის საბადოები კი ის რესურსია, რომელთა მოპოვებაზე გადასახადიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლის მთავარი წყაროა. (მუნიციპალიტეტში მდებარეობს ორი მსხვილი საწარმო კვარციტიდა მადნეული”, ამიტომ დასახელებული რაიონი ყველაზე ნაკლებად დოტაციურია). ზემოთ ხსენებული საბადოები მოიცავს სხვა ძვირფას და ნახევრად ძვირფას მეტალებს, როგორებიც არის: ვერცხი, ნიკელი, რკინა, თუთია, ვოლფრამი, სულფატი, მარგანეცი. ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს ბუნებრივი მინერალური მჟავე წყლები და გოგირდის წყალი.

სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 27405 ჰა-ს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდ ნაწილს - 62%-ს სახნავ-სათესი მიწები შეადგენს. მუნიციპალიტეტს აქვს 43000 ჰა ფართობის ფართო ფოთლოვანი ტყე, რომელიც გამოიყენება რეკრეაციული მიზნებისა და გათბობისათვის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არის არცერთი ტბა და წყლის რეზერვუარი. მუნიციპალიტეტს კვეთს ორი მსხვილი მდინარე - ქცია და მაშავერა.

2007 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენდა 75.977 ადამიანს. მათ შორის, მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოადგენენ ეთნიკური აზერბაიჯანელები - 64.1%, ასევე ეთნიკური ქართველები - 29.2% და ეთნიკური სომხები - 4.7%. მოსახლეობის დარჩენილ ნაწილს სხვა ეთნიკური ჯგუფები შეადგენდნენ.

2007 წელს ეკონომიკურად აქტიური ადამიანები მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 54.8%-ს შეადგენდნენ. მათგან 9.8% იყო ოფიციალურად დასაქმებული. დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი - 36.6% მუშაობს სამთო ინდუსტრიაში, რასაც მოყვება დასაქმება გადამამუშავებელ წარმოებაში, კომუნალურ მომსახურებასა და მშენებლობაში (12%-მდე თითოეულში). სხვა სექტორებში დასაქმების მაჩვენებელი 1-8%-ს შეადგენს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 33 სკოლა, 14 საკრებულოს ემსახურება 7 ამბულატორია. ამ უკანასკნელთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დამაკმაყოფილებელია, თუმცა შეიმჩნევა სადიაგნოსტიკო საშუალებების ნაკლებობა და არის გათბობის პრობლემა.

ადგილობრივ ეკონომიკაში ყველა დიდი წილით წარმოდგენილია სამთო და მომპოვებელი მრეწველობა. 2007 წელს, სამთო მრეწველობის მთლიანი პროდუქციის ღირებულებამ 147 558 800 ლარი შეადგინა. მას მოყვება გადამამუშავებელი წარმოება (121 332 200 ლარი). სხვა დარგების კონტრიბუცია უმნიშვნელოა და არ აღემატება 1-2%-ს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2007

წლისთვის 4 მსხვილი ბიზნესი იყო

წლისთვის 4 მსხვილი ბიზნესი იყო დარეგისტრირებული. მათ შორის, ორი წარმოების, ერთი სოფლის მეურნეობის და ერთი ტრანსპორტის სექტორში.

ნაყოფიერი მიწისა და შესაბამისი კლიმატის გამო, მუნიციპალიტეტში მოსავალს წელიწადში რამდენიმეჯერ იღებენ. ძირითადი სასოფლო-სამეურნეო აქტივობებია: მესაქონლეობა, მარცვლეულისა (ხორბალი, ქერი, შვრია) და ბოსტნეულის (კარტოფილი, სტაფილო, კიტრი, ხახვი და სხვა) წარმოება, მევენახეობა. მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის თანახმად, შეიმჩნეოდა დაღმასვლის ტენდენცია სოფლის მეურნეობის ყველა სფეროში - განსაკუთრებით მარცვლეულის წარმოებაში, ასევე ბოსტნეულის წარმოებაში, მევენახეობასა და მესაქონლეობაში. შესაბამისი ტენდენცია გასაღების ბაზრის შეზღუდულობით აიხსნება. მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო- სამეურნეო ტექნიკა, ძირითადად, მოძველებულია. ადგილზე არ ხდება მომარაგება სასოფლო- სამეურნეო საშუალებებით, რის გამოც ფერმერებს თბილისსა და რუსთავში უწევთ ჩასვლა.

მუნიციპალიტეტში არსებობს ტურიზმის (მათ შორის, ექსტრემალური ტურიზმის) განვითარების პოტენციალი, რომელიც ნაკლებად არის ათვისებული.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა 5 წლისთვის, მოიცავს 2 ძირითად პრიორიტეტს:

განვითარება,

1.

და

დაფუძნებული ადგილობრივი რესურსების გონივრულ გამოყენებაზე.

ეკონომიკური ქსელის შექმნა და განვითარება

ბუნებრივი

რესურსების

ათვისება,

სოფლის

მეურნეობისა

ტურიზმის

- პარტნიორული ურთიერთობის დამყარება ტურისტრულ სააგენტოებთან, სავაჭრო პალატასა და სხვა ბიზნეს ორგანიზაციებთან.

- პარტნიორული

და

ურთიერთობის

დამყარება

უცხოელ

ინვესტორებთან

სამშენებლო

მოსაპირკეთებელი მასალების მოპოვებისა და გაყიდვის მიზნით.

- მუნიციპალური,

ორგანიზება.

რეგიონული

და

ნაციონალური

გამოფენებისა

და

მრგვალი

მაგიდის

სამუშაო გარემოს გაუმჯობესება წარმოების განსავითარებლად

- სოფლის მეურნეობის სპეციალისტების ტრენინგი.

- სასოფლო-სამეურნეო და საკონსულტაციო ცენტრების შექმნა.

- არსებული მანქანა-დანადგარების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და მათთან დაკავშირებული საჭიროებების გამოვლენა.

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

- ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

- ტურისტული ცენტრის შექმნა.

- ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა (განათება, საპირფარეშოები, ადგილები პარკირებისთვის).

- ორი მთავარი ტურისტული მარშრუტის გზების აღდგენა.

- საგზაო ნიშნების დაყენება ორ მთავარ ტურისტულ მარშრუტზე.

- სავაჭრო ადგილების ორგანიზება ორ მთავარ ტურისტულ მარშრუტზე.

- გერმანული სახლების ფასადების აღდგენა.

მუნიციპალური სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის განვითარება

- ხორბლის მწარმოებელი ფერმერების მხარდაჭერა.

- მიწების პრივატიზაციის დასრულება. - სასოფლო -

- მიწების პრივატიზაციის დასრულება.

- სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მაღაზიების შექმნის ხელშეწყობა.

- არსებული სახნავ-სათესი მიწების კულტივირება.

- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საწყობების შექმნის ხელშეწყობა.

- ხარისხიანი შხამ-ქიმიკატების იმპორტის ხელშეწყობა.

- საჭირო მოცულობის წისქვილის შექმნა ხორბლის დასამუშავებლად.

- გადამამუშავებელი წარმოების განვითარების ხელშეწყობა (საკონსერვო ქარხანა).

საინვესტიციო პაკეტების მომზადება

- ბაზალტისა და ტუფის მოპოვებისათვის ევროპული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა.

- საინვესტიციო პაკეტის მომზადება გასართობი ინდუსტრიის განვითარებისთვის.

- საინვესტიციო პაკეტის მომზადება ბაზალტის გადამუშავებისთვის.

- საინვესტიციო პაკეტის მომზადება მინერალური წყლის მოპოვებისა და დამუშავებისთვის.

2. ადგილობრივი მმართველობის შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და უკეთესი სოციალური სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ზურუნველსაყოფად.

ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება

- ადგილობრივი საჯარო მოხელეების ტრენინგი.

- მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის მომზადება.

- ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურის გაუმჯობესება მეტი ინვესტორის მოსაზიდად (სპეციალური ერთეულის შექმნა და ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა).

- მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, დასახლებების რეგულაციისა და მიწის მენეჯმენტის გეგმების შექმნა და დამტკიცება (ბოლნისი).

- უფუნქციო შენობების მდგომარეობასა და მათ მფლობელებზე ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.

- მიწისა და შენობების რეგისტრაციის დასრულება.

- მუნიციპალიტეტის საკუთრების საპრივატიზაიო პაკეტის მომზადება და აუქციონის მოწყობა.

- მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალის პრომოუშენი.

ტექნიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერება

- სოფლების გაზიფიკაცია.

- წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ბოლნისში.

- საკანალიზაციო სისტემის დანერგვა ბოლნისში.

- საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია.

- სახნავ-სათესი მიწებისკენ მიმავალი გზების რეაბილიტაცია.

- გერმანული სახლების მიმდებარე ტერიტორიის გზების რეაბილიტაცია და რუსთაველის ქუჩის თავდაპირველი იერსახის აღდგენა.

- მიწის ნაკვეთების გეგმის შექმნა სოფლებში: ნახიდური, ტალავერი, მამხუტი.

სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობა

- ოჯახის ექიმის ინსტიტუტის დანერგვა და შესაბამისი პერსონალის მომზადება.

- ორსულ ქალებში ანემიური დაავადებების მიზეზების დასადგენად კვლევის ჩატარება .

- სამედიცინო პერსონალის მოტივაციის ამაღლება, იმუშაონ სოფლებში.

- სოციალური პაკეტის მომზადება იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.

- სოციალური დაცვის პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისა და მოხუცებისთვის.

- მუნიციპალური სოციალური პროგრამის გაგრძელება.

- ბავშვთა დაცვის ღონისძიებების გეგმის განვითარება.

დმანისის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტის

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის 59 დასახლებული მონაკვეთი, რომლებიც ერთიანდება ადგილობრივი მმართველობის 16 ტერიტორიულ ერთეულში. მუნიციპალიტეტი მოიცავს 1.198.8 კვმ ტერიტორიას. მუნიციპალური ცენტრი ქალაქი დმანისი მდებარობს თბილისიდან 102 კილომეტრზე. მუნიციპალიტეტი ესაზღვრება სომხეთს. უახლოესი საბაჟო გამშვები პუნქტი მდებარეობს ცენტრიდან 38 კილომეტრში.

არსებული მონაცემებით, სოფელ კიროვისთან არსებობს 2 400 000 კუბური მეტრი გრანიტის საბადო. მუნიციპალიტეტში არსებობს სამშენებლო მასალების, განსაკუთრებით, ქვიშის და პემზის მარაგები, ასევე მოსაპირკეთებელი მასალების მარაგი, როგორიც არის ბაზალტი, ყვითელი და მწვანე ტუფი. მუნიციპალიტეტში ასევე არის ოქროს საბადოები და ტორფის მარაგები ნიადაგის გასანაყოფიერებლად. მუნიციპალიტეტი მდიდარია სასმელი და სამკურნალო წყლითაც. მუნიციპალიტეტის ტყეებსა და ალპურ ზონაში ხარობს მცენარეები, რომლებიც გამოიყენება სამკურნალო და ფარმაცევტული დანიშნულებით. ამ მიზეზით, დმანისის თაფლი ცნობილია უნიკალური გემური და სამკურნალო თვისებებით.

ადგილობრივი ნიადაგი იძლევა ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი საკვები ღირებულების პროდუქციის მოყვანის საშუალებას (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, ლობიო, მარცვლეული, სხვა). 2007 წლისთვის, მუნიციპალიტეტის მიწის რეზერვი შეადგენდა 119880 ჰა-ს. მათ შორის, სახნავ-სათესი მიწების ფართობი 84.085 ჰა-ს, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ფართობი კი 2928709 ჰა-ს. გამოუყენებელია 5607.95 ჰა ფართობი.

ტყის მასივებს უჭირავს 23 936 ჰა ფართობი მუნიციპალიტეტში. წლების მანძილზე, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის შეშა გათბობის ერთადერთი საშუალება იყო. ტყეები რეკრეაციული მიზნითაც გამოიყენება.

დმანისის მუნიციპალიტეტი მდიდარია წყლის რესურსებით - ორი მდინარე 6 შენაკადით შესაძლებელს ხდის 1-2 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მუშაობას. ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს 4 რეზერვუარი, 2 ტბა და 6 წყალსატევი. aრსებული წყლის რესურსი ქმნის კარგ პირობებს მეთევზეობისთვის.

2007 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენდა 28 179 ადამიანს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 66.7%-ს ეთნიკური აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, 31.2 % ეთნიკური ქართველია, ხოლო დარჩენილ ნაწილს სხვა ეთნიკური ჯგუფები შეადგენენ. 2007 წლის მონაცემებით, ეკონომიკურად აქტიური იყო მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 52.4%. მათ შორის, 47.6% დასაქმებული, 52.4% კი - დაუსაქმებელი. მათ შორის, დაქირავებული მუშახელი მეტია, ვიდრე თვით დასაქმებული.

დმანისის მუნიციპალიტეტის ტეირტორიაზე არის 27 საჯარო სკოლა. 2007 წელს ფუნქციონირებდა ერთი სამშობიარო სახლი და ორი სტაციონარული პოლიკლინიკა (9 ფილიალით).

2007 წელს წარმოებული პროდუქციისა და მიწოდებული სერვისის მთლიანმა ღირებულებამ 32 755 600 ლარი შეადგინა. ვაჭრობის, სასაწყობო მეურნეობის და აღდგენითი სამუშაოების წილი შეადგენს 94.3%-ს, სოფლის მეურნეობის წილი კი საშუალოდ, 2.4%-ია. დანარჩენი აქტივობების წილი ერთად არ აღემატება 3.3%-ს.

მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობაზე

მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობაზე ფოკუსირებულია 9 კოოპერატივი და 4 ასოციაცია. დმანისში დაგეგმილია ძველი ყველისა და კარაქის საწარმოს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, სადაც ძირითადად, შვეიცარული ყველის წარმოება იგეგმება.

სოფლის მეურნეობის წამყვანი მიმართულებებია: მსხვილფეხა მესაქონლეობა (მისდევს მოსახლეობის 60%), მებოსტნეობა (ჩართულია მოსახლეობის 30%), რომლის ძირითადი მიმართულებაა კარტოფილის მოყვანა. მოსახლოების 5%-ზე მეტი მისდევს მეფუტკრეობას. დაფუძნებულია ორი წარმატებული კოოპერატივი, რომლებიც აქტიურად მუშაობს მეფუტკრეობის განვითარებისთვის. მუნიციპალიტეტის ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, მეცხვარეობა წარმოადგენს ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას, რომელიც შემოსავლის წყაროა, მოსახლეობის 5%-სთვის, რომლებიც აწარმოებენ ხორცსა და შალს. სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით უზრუნველყოფა პრობლემატურია, რამდენადაც მუნიციპალიტეტებში არ არსებობს პუნქტები, რომლებიც მსურველებს ამ საშუალებებით უზრუნველყოფენ. შესაბამისად, ფერმერებს უწევთ მათ შესაძენად თბილისსა და რუსთავში ჩასვლა. არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოძველებულია.

დმანისის მუნიციპალიტეტში საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო რეკრეაციული და გასართობი ტურიზმი. პოსტსაბჭოთა პერიოდში დმანისს ძირითადად, ადგილობრივი ტურისტები სტუმრობენ, თუმცა უძველესი ევროპელების სამარხების აღმოჩენამ გაზარდა ტურისტების ყურადღება რეგიონის მიმართ. მუნიციპალიტეტში არ არსებობს ტურისტული ცენტრი\სააგენტო , ტურისტული პოტენციალი არ რეკლამირდება მედიასა და ინტერნეტში.

დმანისის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა 5 წლისთვის მოიცავს 4 ძირითად პრიორიტეტს:

1. კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაზე დაფუძნებული მესაქონლეობისა და მეკარტოფილეობის

განვითარება

მუნიციპალური აგრარული პოლიტიკის განვითარება

 

-

გამგეობის მუნიციპალური აგრარული პოლიტიკის განვითარება რეგიონული განვითარების სააგენტოსთან ერთად.

-

მიწის პრივატიზაციისა და მისი უკეთ განაწილების გაგრძელება.

 

-

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამრავლებისა და სასელექციო აქტივობების ორგანიზება

 

-

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მაღალპროდუქტიული ჯიშების გაცნობა. მოსახლეობისთვის.

-

დაბალი საპროცენტრო განაკვეთისა და გრძელვადიანი სესხების უზრუნველყოფა ფერმერებისთვის.

-

ორგანული

სოფლის მეურნეობის, მეფუტკრეობისა და პროდუქციის სერტიფიცირების

განვითარება\დანერგვა.

 

ინფორმაციისა და კონსულტაციის უზრუნველყოფა ფერმერებისთვის

 

-

-

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ასოციაციების ჩამოყალიბება.

საკონსულტაციო ცენტრების ჩამოყალიბება, რომლებშიც დასაქმდებიან სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის სპეციალისტები.

2.

რძის,

ხორცისა

და

სხვა

სასოფლო-სამეურნეო

პროდუქტების

წარმოების

მცირე

და

საშუალო

ბიზნესის განვითარება

მცირე და საშუალო წარმოებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა

- მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და

- მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ერთეულების გაძლიერება სასოფლო- სამეურნეო სექტორის განვითარების მხარდასაჭერად, რაც მოიცავს სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებასა და ტრენინგს, თუ როგორ უნდა მოიპოვონ და გააანალიზონ ინფორმაცია.

- სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრების ქსელის გაფართოვების ხელშეწყობა.

- რძის შემგროვებელი ცენტრების ქსელის გაფართოვება.

- პირუტყვის სასაკლაოებისა და ხორცის დამუშავების უწყვეტი წარმოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

- სოფლის მეურნეობის პროდუქტების უწყვეტი წარმოების ხელშეწყობა, როგორებიც არის თაფლი, ბოსტნეული, შალი.

- სამშენებლო და მომსახურების საწარმოების განვითარების ხელშეწყობა.

- საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრების გაფართოვების ხელშეწყობა.

მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა

 

- ინოვაციებზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება - ფერმერების დღე, გამოფენა-გაყიდვა, ბაზრობა და სხვა.

- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტი და სერვის-ცენტრების განვითარება.

 

ფერმერებისა და ადგილობრივი წარმოებების ხელშეწყობა, აწარმოონ და გაყიდონ სასოფლო- სამეურნეო პროდუქტები.

-

3.

ტექნიკური

ინფრასტრუქტურის,

სოციალური

მომსახურებების

გაუმჯობესება

და

ეთნიკური

ჯგუფების ინტეგრაცია

წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება

- წყალმომარაგების უზრუნველყოფა სოფელ მაშავერაში.

- სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სოფელ გომარეთში.

- სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესება სოფელ გომარეთში.

- ორმოწყაროს წყალსადენის შექმნა დმანისში.

- საირიგაციო სისტემის შექმნა.

- პროექტები სოფლების მხარდასაჭერად (დმანისი და სოფლები).

ადგილობრივი გზებისა და ტრანსპორტის განვითარება

- ადგილობრივ გზებზე, რომლებიც სახელმწიფო მნიშვნელობის გზებთან არის დაკავშირებული, ასფალტის საფარის დაგება,

- ქუჩის განათებების უზრუნველყოფა ცენტრალურ და პერიფერიულ გზებზე.

- ინვესტირება ადგილობრივ ტარნსპორტში 4 ავტობუსის დამატებით.

- ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება.

დასახლებების მოწყობა

- სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის ჩამოყალიბება.

- ნაგავსაყრელების შემქნა (პროექტი მზადდება).

- ნაგავსაყრელების შემქნა (პროექტი ხორციელდება) .

- სპეციალური აღჭურვილობის უზრუნველყოფა ქუჩის განათების დამონტაჟებისთვის (ამწეკრანი).

- სპორტისა და რეკრეაციული მოედნების, რეკრეაციული ზონების შექმნა (10 სტადიონი და 1 სკვერი ქალაქში).

- მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია (10 სახლი).

- მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია (6 სახლი).

- ნაგვის ურნების\ბუნკერების შესყიდვა მყარი ნარჩენებისთვის.

- საკანალიზაციო სისტემის ჩამოყალიბება და რეაბილიტაცია.

 ადგილობრივი ადამიანური რესურსისა და

ადგილობრივი ადამიანური რესურსისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება

- მუნიციპალიტეტის მენეჯმენტის სისტემის გაძლიერება - მექანიზმების ოპტიმიზაცია, აღჭურვილობის განახლება, თანამშრომლების ტრენინგი.

- საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერა დმანისში.

 

- რწმუნებულის ინსტიტუტის გაძლიერება და მათი კომპიუტერული უზრუნველყოფა.

 

- დმანისის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის შექმნა.

 

- კომუნალური მომსახურებების გაუმჯობესება და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შეთავაზებული მომსახურებებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპის გამოყენება

3.

ტურიზმისა

და

რეკრეაციული

მომსახურებების

პრომოუტირება

და

ბუნებრივი

რესურსების

გამოყენება

ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

- არსებული რეკრეაციული შესაძლებლობების რეაბილიტაციის ხელშეწყობა პანტიანსა და ჩათახში.

- გზების და ტრანსპორტის გაუმჯობესება, ისტორიულ ძეგლებზე, ტბებსა და ტყეებზე ნიშნულების გაკეთება.

- ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ჩამოყალიბება.

- რესტორნების, კაფეების და სასტუმროების რიცხვისა და ხარისხის გაზრდა.

- ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა .

ტურისტული სერვისების განვითარება

- პარტნიორობის გაუმჯობესება ტურისტულ სააგენტოებთან, სავაჭრო პალატებთან და სხვა ბიზნეს ჯგუფებთან.

- მუნიციპალური პოლიტიკის ჩამოყალიბება დმანისში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად, ახალი ტურისტული მარშრუტების\მერჩენდაიზების შექმნა და მათი პოპულარიზაციის\რეკლამირების უზრუნველყოფა.

მინერალური რესურსების ათვისება

- კვლევის ჩატარება და სამშენებლო მასალების საცდელი წარმოების შექმნა.

- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მინერალური რესურსების მოპოვების მხარდაჭერა.

3.1.2 სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში და ესაზღვრება სომხეთსა და თურქეთს. მისი ტერიტორია შეადგენს 6.4 ათას კვადრატულ კილომეტრს, რაც საქართველოს ტერიტორიის 9.2%-ია. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. სამცხე-ჯავახეთი შედგება 6 ადმინისტრაციული ერთეულისგან: ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა. რეგიონში 266 დასახლებაა, რომელთაგან 5 ქალაქია, 7 ქალაქის ტიპის დასახლება და 254 - სოფელი.

2002 წლის მოსახლოების აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 207 598 ადამიანს შეადგენს (მათ შორის, 100400 კაცი, 107198 ქალი). რეგიონის მოსახლეობის 54.6% ეთნიკური სომეხია, 43.4%

ეთნიკური ქართველი , 1.1% ეთნიკური რუსი . სხვა

ეთნიკური ქართველი, 1.1% ეთნიკური რუსი. სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები რეგიონის მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს შეადგენენ.

რეგიონის პრაქტიკულად, მთელი სამრეწველო პროდუქცია იწარმოება ბორჯომში, რომელსაც აქვს კარგი სატრანსპორტო კავშირები დანარჩენ საქართველოსთან. აქვეა რეგიონის გამაჯანსაღებელი კურორტებიც. ერთადერთი შაქრის გადამამუშავებელი საწარმო საქართველოში, რომელიც შვედური ინვესტიციით შეიქმნა, განლაგებულია ახალციხეში. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რეგიონში პერსპექტიულია ტურიზმი, ასევე ახალქალაქსა და თურქეთის ქალაქ ყარსს შორის დაგეგმილი მშენებლობა.

რეგიონის მთავარ სასოფლო-სამეურნეო აქტივობას მეცხოველეობა, მეკარტოფილეობა და მეხილეობა წარმოადგენს. შინამეურნეობებში ძირითადად, მისდევენ კარტოფილისა და საქონლის საკვების მოყვანას. 79 ჰა მიწა გამოყენებულია საძოვრებად.

სამცხე-ჯავახეთი ტერიტორია მდიდარია არქიტექტურისა და კულტურის ძეგლებით. რეგიონი განთქმულია დასასვენებელი დასამკურნალო კურორტებით.

კურორტებით . ახალქალაქის

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არსებობს 22 ტერიტორიული ორგანო, რომლებიც მოიცავს ქალაქ ახალქალაქსა და 64 სოფელს. მუნიციპალიტეტი მოიცავს 1234.8 კვმ ტერიტორიას. მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქალაქიდან - ახალქალაქიდან დედაქალაქამდე მანძილი 187 კილომეტრია. სამხრეთით ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება თურქეთს. უმნიშვნელოვანეს ავტოსატრანსპორტო მაგისტრალს წარმოადგენს რესპუბლიკური მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ახალქალაქი- ნინოწმინდა-სომხეთის გზა. ახალქალაქიდან სოფელ კარზახამდე (თურქეთის საზღვარი) გადის რესპუბლიკური მნიშვნელობის გზა, რომლის სიგრძე 36.5 კილომეტრია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ ფაქტორებს განეკუთვნება მიწის რესურსი. მუნიციპალიტეტის მიწის ფონდის შემადგენლობას განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო

მიწების ფართობი (74%), რომლის დიდი ნაწილი (65%)

მიწების ფართობი (74%), რომლის დიდი ნაწილი (65%) საძოვარს წარმოადგენს. სახნავ-სათესისა და საძოვრების ზონა წარმოდგენილია სუბალპური და ალპური მდელოებით. მიწათმოქმედება წარმოადგენს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვან დარგს. რეგიონის ტყეები მწირია, რომლებშიც ძირითადად, წარმოდგენილია ფიჭვი, ნაძვი, ცაცვხი, მცირე რაოდენობით კი გარეული მსხალი და თხილი. რაიონი მკაცრი კლიმატით გამოირჩევა.