You are on page 1of 1

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სიდა და სახალხო დამცველის აპარატი ბიზნესის


წარმომადგენლებს კვლევის შედეგებს გააცნობენ

მედიაანონსი
11 აგვისტოს, 17:00 საათზე, სასტუმრო ,,რუმს თბილისში“ მთავრობასა და ბიზნეს სექტორის
წარმომადგენლებს შორის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც განხილული იქნება
ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხზე ჩატარებული ეროვნული საბაზისო კვლევის შედეგები.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, არასამთავრობო
ორგანიზაციამ „სიდა” და სახალხო დამცველის აპარატმა, დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის
ექპერტებთან კონსულტაციით, მოამზადეს საბაზისო კვლევა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების
მიმართულებით. საბაზისო კვლევის საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე, კვლევის განხილვა მოხდება
ყველა დაინტერსებულ მხარესთან - სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან,
ბიზნეს სექტორთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საბოლოო შედეგის
მიღებამდე, მათი რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული.
საბაზისო კვლევის ანგარიში 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნდება. აღნიშნული კვლევა მოიცავს
ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, როგორც
კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის ანალიზს. სწორედ ამ კვლევის შედეგები დაედება საფუძვლად ბიზნესისა
და ადამიანის უფლებების შესახებ სამ წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც ადამიანის
უფლებების დაცვის შესახებ სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილი იქნება.

დამატებითი ინფორმაცია:
კვლევის დაწყებამდე, დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექსპერტებმა, თბილისში, ორდღიანი ტრენინგი
გამართეს, რომელიც მიზნად ისახავდა იმ პირების სათანადო მომზადებას, რომლებიც შემდგომში მონაწილეობას
მიიღებდნენ, საბაზისო კვლევის განხორციელებაში, ასევე 2018-2020 წლებისთვის "ბიზნესის და ადამიანის
უფლებების" მიმართულებით, მთავრობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.
2016-2017 წლების მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაში ასახულია ბიზნესისა და ადამიანის
უფლებების სამოქმედო გეგმის შემუშავების ვალდებულება, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში პასუხისმგებლიანი
ბიზნესის წახალისებისთვის, და რაც ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფს ქვეყანაში მდგრად
ინკლუზიურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. სამოქმედო გეგმის შემუშავების საწყის ეტაპს წარმოადგენს
ეროვნული საბაზისო კვლევის ჩატარება ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.
ღონისძიება დაფინანსებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ერთობლივი პროექტის
„ადამიანის უფლებები ყველასთვის“ მეშვეობით. ევრო კავშირის მოცემული 4 მილიონიანი პროექტი მხარს უჭერს და
ახალისებს 2014-2020 წლებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და ადამიანის უფლებათა
დაცვის შესაბამისი წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმების შესრულებასა და მონიტორინგს.

ეთუნა ცოტნიაშვილი
,,სიდას“ კომუნიკაციის მენეჯერი
599512215; pr@cida.ge

You might also like