You are on page 1of 10

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)

www.library.court.ge

საქმე №2ბ/6750-13

თბილისის სააპელაციო სასამართლო


გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით

26 მარტი, 2014 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა


შემადგენლობა

თავმჯდომარე, მომხსენებელი – ვანო წიკლაური


მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ნატალია ნაზღაიძე

სხდომის მდივანი – გიორგი მარანელი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით, ერთპიროვნულად

აპელანტი - ლ. დ.
წარმომადგენელი - ნ. ო.

მოწინააღმდეგე მხარე – თ. დ.
წარმომადგენელი -ს. ნ. ნ. გ.

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება –თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ


კოლეგიის 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება;

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი


გადაწყვეტილების მიღება;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ნოემბრის


გადაწყვეტილებით, მოსარჩელე თ. დ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ლ. დ.-ს მოსარჩელე
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

თ. დ.-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა - 16 160.50 (თექვსმეტი ათას ას სამოცი ლარი და


50 თეთრი) ლარი;

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება:

2.1. უძრავი ქონება მდებარე ქ. თ. XXXX 24 (ნაკვეთი #X/XX), მე-2 სადარბაზო, მე-8 სართული, ბინა
#XX წარმოადგენს თ. დ.-ს საკუთრებას (ს.ფ 16-17);

2.2. უძრავი ქონება მდებარე ქ. თ. XXXX 24 (ნაკვეთი # X/XX), მე-8 სართული, ბინა #XX
წარმოადგენს ლ. დ.-ს საკუთრებას (ს.ფ 27-28);

2.3. თ. დ.-ს ბინაში ლ. დ.-ს კუთვნილი ბინიდან შემოსულმა წყალმა დააზიანა მოსარჩელის ბინის
საძინებლების კედლები და იატაკი. მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 16 160 ლარს და 50
თეთრს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ


უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და
შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა
ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე
კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ
აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი
რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის
შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან
არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების
ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. საქმეში წარმოდგენილი ლევან
სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #XXXX დასკვნის
თანახმად, ქ. თ. XXXX ბინა XX-ში მეზობლად მდებარე საცხოვრებელი ბინიდან წყლის
შემოსვლის შედეგად დაზიანებული სარემონტო სამუშაოების აღსადგენი საორიენტაციო
სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 2012 წლის მე-3 კვარტალის დონეზე განისაზღვრა 16 160,50
ლარით. მხარეთა ახსნა-განმარტებით ასევე დადგენილია, რომ თ. დ.-ს კუთვნილი
საცოხვრებელი ბინის საძინებლებს ესაზღვრება ბინა #XX, რომელიც არის ლ. დ.-ს საკუთრება.

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს


მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული
სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ
მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება
მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ზიანის
გამომწვევი მიზეზებს და კონკრეტულ ოდენობას ადასტურებს წარმოდგენილი
მტკიცებულებებით (ექსპერტიზის დასკვნა) მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომ
ზიანის გამომწვევი მიზეზი და ოდენობა არის განსხვავებული. სასამართლომ ყურადღება
გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოს
დამადასტურებელი მტკიცებულება გარდა ახსნა-განმარტებისა მოპასუხეს სასამართლოსთვის არ
წარმოუდგენია. ამდენად, მოპასუხის აპელირება ამ გარემოებაზე (ზიანის გამომწვევი მიზეზი,
ოდენობა) სასამართლომ არ გაიზიარა, ისევე როგორც ლ. დ.-ს პოზიცია იმის თაობაზე, რომ
ექსპერტიზის მიერ მოხდა მთლიანად სახლზე და არა დაზიანების კერაზე გასაწევის სარემონტო

2
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

სამუშაოების შეფასება, რადგან წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში გაანგარიშებები


განხორციელებულია მხოლოდ დაზიანების ფართის გათვალისწინებით.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის


თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის
ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების
(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი
განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა
შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი
მხარის ნებაზე. არასახელშკრულებო ზიანის არსებობისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი
წარმოიშობა უშუალოდ სამართალდარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც
მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა


აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა
პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს,
ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის
ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები
არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების
შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ
აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის
წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული
ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ
კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების
ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას,
რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება
გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც
პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს,
რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება
შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ
შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს
დაკმაყოფილებული. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია,
რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა - 16 160 ლარით და 50 თეთრით. ასევე,
დადგენილია ლ. დ.-ს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი
ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა
წინაპირობა. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ლ. დ.-ს თ. დ.-ს სასარგებლოდ
უნდა დაეკისროს წყლის შემოდინებით მიყენებული ზიანის 16 160 ლარის და 50 თეთრის
ანაზღაურება.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ თ. დ.-ს


კუთვნილი საცხოვრებელი ბინის საძინებლებს ესაზღვრება ბინა #XX და მხოლოდ ამ
არგუმენტით დაადგინა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული მეზობლად მდებარე ბინა,
იქნებოდა ლ. დ.-ს ბინა # XX და არა სხვა მეზობლის ბინა, თუნდაც ზემოთ სართულზე მდებარე,
რომელიც ასევე მეზობლად მიიჩნევა. სასამართლომ არასწორად მიიჩია საქმისათვის
მნიშვნელობის არმქონედ ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული, თუ
რომელი მეზობელი ბინიდან შევიდა წყალი მოსარჩელესთან და ისე მისცა მას წინასაწარ
დადგენილი ძალა. მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს #XX ბინის მესაკუთრეს, საერთოდ არ
ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში, არამედ ბინას ფლობს და სარგებლობს - მ. ც. რომლისთვისაც
მნიშვნელოვან მატერიალურ სირთულეს წარმოადგენდა ექსპერტიზის ჩატარება აღნიშნულ
საქმეზე. ამასთან, საქმის გადაწყვეტისათვის რა როლი უნდა ეთამაშა 2013 წლის თებერვალში
ჩატარებულ ექსპერტიზას, როდესაც წყლის მილის გახეთქვას ადგილი ჰქონდა 2012 წლის
ნოემბერში და წყალი ჩავიდა გ. თ-ს ბინაში და არა მოსარჩელის ბინაში. აპელანტის მითითებით,
სარჩელის წარდგენის შემდგომ გაირკვა, რომ ზიანის მიყენებაში ბრალი #XX ბინის მესაკუთრეს
დასდეს და სასამართლომაც მოსარჩელის მიერ არასათანადო მტკიცებულების წარდგენის
მიუხედავად ზიანის მიმყენებლად მიიჩნია ბინის მესაკუთრე, თუმცა აპელანტის მოსაზრებით
ზიანის მიმყენებლის ვინაობა საქმეზე დაუდგენელია. აპელანტის განმარტებით, შესაბამისად,
სასამართლომ მოპასუხეს ისე დააკისრა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომ არ შეამოწმა
ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობა.

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ზოგადად ისაუბრა ზიანის ანაზღაურების


მავალდებულებელ ნორმებზე, თუმცა სათანადოდ არ განმარტა ისინი და არ დაასაბუთა, რა
ნორმის შესაბამისად იყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი ბინა #XX მესაკუთრე - ლ. დ.
რომელსაც საერთოდ არ უცხოვრია ამ ბინაში და ვერც გამოიწვევდა ზიანს მისი მოქმედება ან
უმოქმედობა, ვინაიდან ბინას ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს მ. ც. აპელანტმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე და 105-ე მუხლებზე.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,


სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში
ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად,
სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე
მუხლების მოთხოვნებით.

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო
სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის
სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით
გათვალისწინებულ შემთხვევებს.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს


საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი


დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო
სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს

4
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით


იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი


მნიშვნელობის მქონე გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად
გამოიკვლია და სწორად განსაზღვრა ზიანის ფაქტის არსებობისა და მის ანაზღაურებაზე
პასუხისმგებელი პირი. სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას არ
იზიარებს მხოლოდ ზიანის ოდენობის ნაწილში.

4.1.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა


იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და
დადგენილად მიიჩნევს, რომ:

ლ. დ. და თ. დ. წარმოადგენენ ქ. თ. XXXX (ნაკვეთი # X/XX), მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს


და მეზობლებს; კერძოდ უდავოა, რომ დასახელებულ მისამართზე მდებარე მრავალბინიანი
კორპუსის #XX ბინა, რომელიც განთავსებულია მე-8 სართულზე, საკუთრების უფლებით
რეგისტრირებულია მოსარჩელე თ. დ.-ს სახელზე (ს.ფ 16-17); ხოლო ამავე კორპუსში, ამავე მე-8
სართულზე ბინა #XX აღრიცხულია ლ. დ.-ს სახელზე. ასევე უდავოა, რომ მოპასუხის - ლ. დ.-ს
კუთვნილი ბინა მდებარეობს მე-8 სართულზე და განთავსებულია მოპასუხის - თ. დ.-ს ბინის
მომიჯნავედ).

4.1.2. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 06 თებერვლის (# XXXXXXXX)


ექსპერტიზის დასკვნით (იხ.ს.ფ. 31-42), რომლის გასაბათილებლადაც რაიმე საპირისპირო
მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია სასამართლოსთვის, დგინდება, რომ თ. დ.-ს
კუთვნილ ბინაში (რომელიც მდებარეობს ქ. თ. XXXX (ნაკვეთი # X/XX), მე-8 სართული, ბინა
#XX) მეზობლად მდებარე საცხოვრებელი ბინიდან შემოსული წყლის შედეგად დაზიანებულია
საცხოვრებელი ბინის კედლები და პარკეტის იატაკის ნაწილი. პალატა ყურადღებას შეაჩერებს
იმ გარემოებაზე, რომ დასახელებული დასკვნის საფუძველზე, კერძოდ ჩატარებული
საექსპერტო კვლევის შედეგად ცალსახად დგინდება, რომ ზემოთ მითითებული დაზიანებები,
რაც დაფიქსირდა თ. დ.-ს ბინაში მიღებულია წყლის შესვლის შედეგად.

პალატა შენიშნავს, რომ მოპასუხე მხარემ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი


განხილვისას დაადასტურა, რომ მის კუთვნილ ფართში - ბინა #XX-ში მოხდა დაზიანება,
კერძოდ გრანიტით მოპირკეთებული იატაკის ქვეშ დაზიანდა წყლის მილი 2012 ნოემბრის
თვეში, რის შედეგადაც წყლის ჩადინება მოხდა ქვედა სართულის მეზობლის - გ. თ-ს
საცხოვრებელ ფართში, თუმცა რაც შეეხება დაზიანებას უშუალოდ მოსარჩელის - თ. დ.-ს
ბინაში, აპელანტის მითითებით, აღნიშნული შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო არა მოპასუხის
ფართში არსებული წყლის მილის დაზიანების გამო, არამედ, ეს შესაძლებელია, გამოიწვია
თავად მოსარჩელის ფართში არსებული გათბობის მოწყობილობის გაუმართაობამ, ანდა ზედა
სართულზე მდებარე ბინიდან გამოჟონილმა წყალმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს, ექსპერტიზის დასკვნაზე,


სადაც მითითებულია, რომ დაზიანებულია საცხოვრებელი ბინის კედლები და პარკეტის
იატაკის ნაწილი, დასკვნაში არ არის მოხსენიებული საცხოვრებელი ფართის ჭერი. შესაბამისად
წყლის ნაკადი მოსარჩელის ბინაში არ ჩამოსულა ზედა სართულიდან, არამედ მისი შედინება

5
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

განხორციელდა გვერდითი კედლიდან. ნიშანდობლივია, რომ როგორც საექსპერტო კვლევის


და თანდართული ფოტომასალის მონაცემების საფუძველზე ირკვევა ძირითადად
დაზიანებული მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის კედლის არ ზედა ნაწილი (ჭერის მხარეს),
არამედ კედლების ქვედა ნაწილები და იატაკი. აღნიშნულზე დაყრდნობით კი, პალატა
ცალსახად ასკვნის, რომ დაზიანება მოსარჩელის ბინაში გამოწვეულია, გვერდითა, იმავე
სართულზე მდებარე მომიჯნავე ბინიდან და არა ზედა სართულზე მდებარე საცხოვრებელი
ბინიდან, როგორც ამას მიუთითებს აპელანტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა


დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს,
ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც
სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. მოცემულ შემთხვევაში
აპელანტმა ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება (გარემოება მასზედ, რომ
მოსარჩელის ფართში არსებული გათბობის მოწყობილობის გაუმართაობამ, ანდა ზედა
სართულზე მდებარე ბინიდან გამოჟონილმა წყალმა გამოიწვია მოსარჩელის ბინის დაზიანება)
და დაეყრდნო მხოლოდ საკუთარ ვარაუდებს, რაც თავისათავად ვერ იქნება გაზიარებული
სასამართლოს მიერ.

ამდენად, მოსარჩელის ახსნა-განმარტების, თავად მოპასუხის ახსნა-განმარტების, ასევე


ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დასტურდება, რომ თ. დ.-ს ბინაში მის გვერდით
მეზობლად განთავსებული ბინიდან მოხდა წყლის ნაკადის შედინება. ამასთან, იმ პირობებში
როცა აპელანტმა ლ. დ.-მ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის
ბინაში მომხდარი დაზიანება, შესაძლოა გამოეწვია არა მის ბინაში, არამედ ზედა მეზობლის
ბინაში მომხდარ დაზიანებას ან თავად მოსარჩელის ბინაში გათბობის სისტემის დაზიანებას,
პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თ. დ.-ს ბინაში წყლის ნაკადის შედინება
განხორციელდა, მის მომიჯნავედ განთავსებული ლ. დ.-ს კუთვნილი ბინიდან.

4.1.3. რაც შეეხება ზიანის ოდენობას პალატა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის
საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოპასუხის კუთვნილი ბინიდან მოსარჩელის კუთვნილ ბინაში
წყლის შედინების გამო გამოწვეული დაზიანებების აღმოსაფხვრელად აუცილებელია მთელი
რიგი სარემონტო სამუშაოების ჩატარება, მაგ: კედლებიდან შპალერისა და ქაღალდის
დემონტაჟი, დაზიანებული გაჯის ნალესის დემონტაჟი, დაზიანებული პარკეტის და ფანერის
დემონტაჟი, დაზიანებული ცემენტის მოჭიმვის დემონტაჟი, კედლების გალესვა გაჯის
ხსნარით, კედლების შეფითხვნა, კედლებზე შპალერის გაკვრა, ქაღალდის გაკვრა, კედლების
შეღებვა წყალემულსიური საღებავით, ცემენტის ხსნარით მოჭიმვის მოწყობა იატაკზე ფანერის
მოწყობა, იატაკზე პარკეტის მოწყობა, იატაკის მოხვეწა, ლაქის წასმა, ასევე სამშენებლო ნაგვის
გატანა. ამასთანავე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია შესაბამისი
სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენა მაგ: გაჯი, ფითხი, ცემენტი, ფანერა, ლაქი,
პარკეტი ნეკერჩხლის და სხვა. პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ შესასრულებელი
სამუშაოებისათვის და შესაბამისი საშენი და სარემონტო მასალების შეძენისათვის აუცილებელი
ხარჯების, ასევე სამშენებლო მასალის ტრანსპორტირების, ასევე სამშენებლო ნაგვის
გატანისათვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯების და ზედნადები ხარჯების
გათვალისწინებით, რაც ასახულია საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში უნდა
გაანგარიშდეს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. პალატა მიიჩნევს, რომ
სწორედ მითითებული ხარჯების კვალობაზე უნდა მოხდეს მოსარჩელისათვის მიყენებული
ზიანის ოდენობის განსაზღვრა და ზიანის ოდენობის განსაზღვრისას არ უნდა იქნეს
გათვალისწინებული ექსპერტიზის მიერ შემოთავაზებულ გაანგარიშებაში ასახული დღგ –ს

6
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

სახით გათვალისწინებული ხარჯი – 2 465 ლარის ოდენობით, რამდენადაც სარჩელით არ არის


დადასტურებული, რომ მოსარჩელე წარმოადგენს დღგ–ს (დამატებული ღირებულების
გადასახადი) გადამხდელს და რომ მას აუცილებლად მოუწევს ამ გადასახადის გადახდა ამ
სამუშაოების ჩატარებისათვის. ამდენად პალატა მითითებული გარემოებების და
მსჯელობიდან გამომდინარე მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა კონკრეტულ
შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 13 695 ლარით, ნაცვლად 16 160 ლარისა.

4.2. სამართლებრივი დასაბუთება

4.2.1. სამოქალაქო კოდექსის 317–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების


წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა,
როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან
კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ამავე კოდექსის 316–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი
უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, შესრულება შეიძლება
გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

განსახილველ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით მხარეთა შორის სამართლებრივი


ურთიერთობა განხილულ უნდა იქნეს ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) გამომდინარე
სამართლებრივ ურთიერთობად, რამდენადაც მოპასუხის, ლ. დ.-ს მართლსაწინააღმდეგო
ქმედებით, რაც გამოიხატა თ. დ.-ს კუთვნილ ბინაში წყლის შესვლით, დაზიანდა თ. დ.-ს
კუთნვილი ბინა.

4.2.2. სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს
მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს,
ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

ამავე კოდექსის 412–ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი,


რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი
მოქმედების უშუალო შედეგს.

პალატა მოხმობილი ნორმის (992–ე მუხ.) ანალიზიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ ზიანის
ანაზღაურების სახით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის
აუცილებელია ერთდროულად შემდეგი წინაპირობების არსებობა: მართლსაწინააღმდეგო
ქმედების არსებობა მოპასუხის მხრიდან, ამ ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის არსებობა
(ე.ი. ზიანი და მიზეზობრივი კავშირი) და ბრალეულობის არსებობა.

პალატა არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის არგუმენტს დამდგარ ზიანში ლ.


დ.-ს მხრიდან ბრალის არ არსებობასთან დაკავშირებით. კერძოდ, პალატა შენიშნავს, რომ
მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ თ.
დ.-ს ბინაში წყლის შესვლა არ მომხდარა ქ. თ. XXXX 24 (ნაკვეთი # X/XX), მე-8 სართულზე
მდებარე #XX ბინიდან.

პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისათვის


განმსაზღვრელია თავად ფაქტის არსებობა, რომ თ. დ.-ს ბინა დაზიანდა მის გვერდით
განთავსებული ლ. დ.-სკუთვნილი ბინიდან წყლის შემოსვლის შედეგად. პალატა აქვე დასძენს,

7
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

რომ მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით მოსარჩელე ამ პირობებში, რედესაც უდავოდ


დადგენილია მისი ბინის გვერდით განლაგებული ბინიდან წყლის შემოსვლის ფაქტი, აღარ
არის ვალდებული ამტკიცოს მოპასუხის ბინაში წყლის ონკანის, დუშის, მილის თუ სხვა რაიმე
მოწყობილობის დაზიანების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც შეეძლო წყლის შემოსვლა
გამოეწვია მის ბინაში (მითუმეტეს, რომ განსახილველ შემთხვევაში თავად აპელანტი მხარე
ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის ბინაში დაზიანდა წყლის მილი. იხ. 2014 წლის 26 მარტის
საოქმო ჩანაწერი). პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დამდგარ ზიანში ბრალის არ არსებობის
მტკიცების ტვირთი და საპირისპირო გარემოების დამტკიცების ტვირთი მასზედ, რომ თ. დ.-ს
ბინა დაზიანდა არა მე-8 სართულზე მდებარე ლ. დ.-ს კუთვნილი #48 ბინიდან, არამედ მე- 9
(ზედა სართულზე) განთავსებული ბინიდან წამოსული, ან თავად მოსარჩელის ბინაში
გათბობის სისტემის დაზიანების შედეგად გამოსული წყლის ნაკადის შედეგად, ცალსახად
ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო დამდგარ ზიანში მისი მხრიდან
ბრალეულობის არ არსებობის დადასტურება.

ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას მასზედ, რომ მართალია
ლ. დ. არის ბინის მესაკუთრე, თუმცა ზიანის დადგომის დროისათვის ის არ ცხოვრობდა
მითითებულ ბინაში, რის გამოც დამდგარი ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეს უნდა მოეთხოვა
დამქირავებლისგან - მ. ც.-საგან და, რომ სასამართლომ ზიანის მიმყენებლად არასწორად
მიიჩნია ბინის მესაკუთრე. პალატა განმარტავს, რომ ლ. დ. როგორც ბინის მესაკუთრე
ვალდებულია უზრუნველყოს მის ბინაში წყლის გაყვანილობების იმგვარი მდგომარეობაში
ყოფნა, რომ ამით ზიანი არ მიადგეს სხვას. შესაბამისად ის რომ ლ. დ.-ს ფიზიკურად არ
ცხოვრობს დასახელებულ ბინაში არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობისა. ამასთანავე თუკი
გაყვანილობის დაზიანება გამოწვეულია დამქირავებლის მიერ, აღნიშნული უნდა გაირკვეს
თავად მესაკუთრე ლ. დ.-ს და დამქირავებელს შორის. შესაბამისად პირველი ინსტანციის
სასამართლომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად სწორად მიიჩნია ლ. დ.-ს.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში თ. დ..


უფლებამოსილი იყო ლ. დ.-საგან მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რამდენადაც
სახეზეა ზიანის ანაზღაურების შესახებ, სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ლ.
დ.-სათვის დაკისრების კანონით გათვალისწინებული აუცილებელ წინაპირობები და 992-ე
მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება წყლის ჩამოსვლის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობას, პალატა მიიჩნევს, რომ
წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობისა და მტკიცებულებების
საფუძველზე ზიანის ოდენობად, რაც თ. დ.-ს კუთვნილი ბინის დაზიანებით იქნა გამოწვეული,
უნდა განისაზღვროს 13 695 (16 160 – 2 465 (დღგ) = 13 695) ლარით (იხ. 4.1.3. პუნქტი).

საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ თ. დ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დასაბუთებულია და ზიანის


ანაზღაურების სახით მოპასუხე ლ. დ.-ს უნდა დაეკისროს 13 695 ლარის გადახდა მოსარჩელის
სასარგებლოდ.

ამდენად, დასახელებულ მტკიცებულებათა ანალიზის, წინამდებარე გადაწყვეტილებაში


მითითებული მსჯელობისა და ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა
დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ ლ. დ.-ს ბინიდან წყლის გადინებამ გამოიწვია
თ. დ.-ს ბინის დაზიანება, რომლის აღმოსაფხვრელად საჭირო სარემონტო სამუშაოების
ღირებულება შეადგენს 13 695 ლარს.

8
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დასაბუთებულია, იგი უნდა


დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შესაბამისად უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება
და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების
თაობაზე.

6. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების
გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე
მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო
ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს
ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც
სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის
მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე
მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის
გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის
სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

სასარჩელო მოთხოვნა (16 160 ლარის დაკისრება) დაკმაყოფილდა–13 695 ლარის ნაწილში.
შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობის (დაკმაყოფილდა 85%)
გათვალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 412 ლარის
გადახდა სახ. ბაჟის ანგარიშში, ხოლო ექსპერტიზის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის
ანგარიშში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 769 ლარის გადახდა.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწოფო ბაჟს – 646 ლარს, მის ანგარიშში
სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის (ლ. დ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
დაკმაყოფილდა 2 465 (16 160–13 695=2 465) ლარში) პროპორციულად აპელანტის სასარგებლოდ
თ. დ.-ს უნდა დაეკისროს 96,90 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვი ტა:

1. ლ. დ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ნოემბრის


გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:

3. მოსარჩელე თ. დ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მოპასუხე ლ. დ.-ს მოსარჩელე თ. დ.-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს


13 695 ლარის გადახდა;

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

9
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

6. დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულობის (დაკმაყოფილდა 85%)


გათვალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 412 ლარის გადახდა სახ.
ბაჟის ანგარიშში, ხოლო ექსპერტიზის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანგარიშში
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 769 ლარის გადახდა.

7. თ. დ.-ს ლ. დ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს 96,90 ლარის გადახდა, მხარის მიერ სააპელაციო
ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს


სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით,
დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების


გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს
30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს
გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება
გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა
დაუშვებელია.

თავმჯდომარე: ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

ნატალია ნაზღაიძე

10

You might also like