You are on page 1of 10

5/19/2019 როგორ ავიშენოთ სახლი იაფად [ფოტო, ვიდეო]

ფორტუნა
რეკლამა

24.11.2017

როგორ ავიშენოთ სახლი იაფად [ფოტო, ვიდეო]

საცხოვრებელი სახლის სამშენებლო და სარემონტო პროცესი ყოველთვის დროსთან და დიდ


ხარჯებთანაა დამოკიდებული. გარდა ამისა, კერძო ბინის მშენებლობასთან დაკავშირებით
გარკვეული რეგულაციებიც მოქმედებს. კერძოდ, თუ თქვენ მიწის ნაკვეთი გაქვთ, სადაც ბინის
აშენება გსურთ, ეს მიწის ნაკვეთი მინიმუმ 200 კვ.მეტრის ფართობის უნდა იყოს. ასევე,
საჭიროა სამშენებლო ნებართვა, ბინის მონახაზი და პროექტი.

ერთ-ერთმა მოქალაქემ, „ფორტუნას“ უთხრა, რომ გასულ წელს სახლის აშენების მიზნით
თბილისში, გლდანის რაიონში, ჯერ 300 კვ. მ-ის მიწის ნაკვეთი შეიძინა, ხოლო შემდეგ ამავე
ნაკვეთზე სახლი ტრადიციული მეთოდით, ბეტონით ააშენა.

(http://old.fortuna.ge/wp-content/uploads/2017/11/23998643_10212387869106559
_1409914279_o.jpg)

https://fortuna.ge/fortuna/post/rogor-avishenot-sakhli-iafad-foto-video 1/10
5/19/2019 როგორ ავიშენოთ სახლი იაფად [ფოტო, ვიდეო]

ფორტუნა
რეკლამა
„სახლის აშენებამდე
მიწის ნაკვეთის შეძენა
15 000 აშშ დოლარი 
დამიჯდა. სახლი
ბეტონით ავაშენე, ჩემი
აზრით, ბეტონით
აშენება  ბლოკთან
შედარებით, ცოტა
ძვირია, მაგრამ იმიტომ,
რომ დიდი ვადით
ვაპირებ ამ სახლში
ცხოვრებას და თან
სამსართულიანი ბინა
ავაშენე, რომელიც მინდოდა, მყარი ყოფილიყო, ვარჩიე, სამშენებლო
მასალად ბეტონი გამომეყენებინა. სამივე სართული მთლიანობაში 240
კვ.მ გამოვიდა. რადგან სახლი დიდია და, შესაბამისად, კომუნიკაციებიც
ცოტა მეტი იყო საჭირო, 240 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის თეთრი
კარკასით აშენება 65 000 აშშ დოლარი დამიჯდა. კომუნიკაციები
ადგილზე უკვე გაყვანილი იყო, შესაბამისად, ცალკე, ამ მხრივ, ხარჯის
გაღებამ არ მომიწია,“ – გვითხრა ახალაშენებული სახლის მფლობელმა.

ვინაიდან სახლი მთლიანად თავად ააშენა, როგორც მოქალაქე ამბობს, სამშენებლო


გარანტიებს არავინ აძლევს, თუმცა ფიქრობს, რომ 60-70 წელი სახლს არაფერი მოუვა,
რადგან, მისი თქმით, ეს ბევრმა კომპეტენტურმა არქიტექტორმა დაუდასტურა.

შედარებით ახალი მეთოდით, ე.წ. „სენდვიჩ პანელებისგან“ აგებული საცხოვრებელი


კონტეინერით ააშენა სახლი გიორგი დათიაშვილმა. მისი ეს, საქართველოსთვის ახალი იდეის
წყარო, ინტერნეტში 5-6 წლის წინ ნანახი ლამაზი დიზაინით გაფორმებული ბინა გახდა.

https://fortuna.ge/fortuna/post/rogor-avishenot-sakhli-iafad-foto-video 2/10
5/19/2019 როგორ ავიშენოთ სახლი იაფად [ფოტო, ვიდეო]

ფორტუნა
რეკლამა
„დაახლოებით 8-9 წლის წინ შევიძინე 750 კვ. მ. მიწის ნაკვეთი
ბორჯომსა და წაღვერს შორის სოფელში. მაშინ 1 კვ.მ. 10 აშშ დოლარად
ვიყიდე, მთლიანობაში მხოლოდ მიწის ნაკვეთი
 7 500 აშშ დოლარი
დამიჯდა. მოგვიანებით 2 მეორადი მოხმარების კონტეინერი შევიძინე,
ერთი ვაგონი დაახლოებით 21 კვ. მ-ა, მეორე – 18 კვ.მ. ორივეში
მთლიანობაში 6 000 აშშ დოლარი გადავიხადე. ვაგონები ერთმანეთს
კუთხოვნად ისე დავადგი, რომ ზედა კონტეინერის ქვეშ რჩებოდა 6 მეტრი
ადგილი დამატებითი სივრცისთვის, სადაც ჩვენივე სახსრებით შუშის სამი
კედლით კიდევ ერთი ოთახი ავაშენეთ. ჩვენი გემოვნების გარემონტება-
მოპირკეთებაში მთლიანობაში 20 000 აშშ დოლარი გამოვიდა,“ –
გვითხრა გიორგი დათიაშვილმა.

დათიაშვილმა ე.წ. „სენდვიჩ პანელის“ ხარისხი და გამძლეობაც შეაფასა. მისი თქმით, ე.წ.
„სენდვიჩ პანელი“ ისეთი მასალისგან არის გაკეთებული, რომ ყივასაც უძლებს და დიდ
სიცხესაც.

„ეს მოდელი წლების განმავლობაში საკუთარ მაგალითზე გამოვცადე.


სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჯანმრთელობისთვის მთლად კარგი არ
არის, მაგრამ თავად ნაგებობას დაზიანება წლების განმავლობაში არ
მიუღია, შესაბამისად, მსგავსი ტიპის ვაგონ-კონტეინერები
საცხოვრებლად ვარგისია,“ – თქვა გიორგი დათიაშვილმა.

ბოლო პერიოდში ინტერნეტში მსგავსი, ე.წ. „სენდვიჩ პანელების“ მასალით აშენებული


კოტეჯები გამოჩნდა. ეს არის ეს არის 9 კვ.მ-ის ფართობის ბინა, რომელიც, როგორც
დამფუძნებლები ამბობენ, საცხოვრებლად გამოსადეგია. „ფორტუნა“ kote.ge-ის
დამფუძნებელსა და ტექნიკურ დირექტორს, ლევან ტყემალაძეს, ახალი კოტეჯების
დეტალებზე ესაუბრა. ასეთი, 9 კვ. მეტრის ფართობის, უკვე აშენებული კოტეჯის შეძენა
მოქალაქეებს 5 000 ლარიდან შეეძლებათ.

https://fortuna.ge/fortuna/post/rogor-avishenot-sakhli-iafad-foto-video 3/10
5/19/2019 როგორ ავიშენოთ სახლი იაფად [ფოტო, ვიდეო]

ფორტუნა
რეკლამა

0:51 / 0:51

– ჩვენი კოტეჯების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ კოტეჯი DIY ტიპისაა, რაც ასე
იშიფრება – Do It Yourself, ანუ გააკეთე თავად. ეს მოიაზრებს იმას, რომ ჩვენი კოტეჯის
აწყობა არ უნდა საჭიროებდეს სპეცმომზადებას ან მძიმე ტექნიკას და უნდა იყოს ძალიან
მარტივი. აქედან გამომდინარე, ჩვენი კოტეჯი ძალიან მცირე ფართობისაა. შესაძლებელი
უნდა იყოს, რომ ადამიანმა თავისი ხელით ააწყოს კოტეჯი. ეს პროტოტიპი 9 კვ.მ-იანი
კოტეჯისას ვცადეთ და გამოვიდა, ასევე უნდა ვცადოთ 12 კვ.მ-იანი კოტეჯის აწყობა. იმის
შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ კოტეჯი არ არის ძალიან მძიმე და შესაძლებელი იქნება
მისი DIY ტიპის შენარჩუნება, ამ 12 კვ. მ-იანსაც გავუშვებთ წარმოებაში. სამომავლოდ,
ალბათ უფრო დიდი ფართობისასაც გავაკეთებთ, მაგრამ ეს პრინციპი არ უნდა დაგვერღვეს.

https://fortuna.ge/fortuna/post/rogor-avishenot-sakhli-iafad-foto-video 4/10
5/19/2019 როგორ ავიშენოთ სახლი იაფად [ფოტო, ვიდეო]

(http://old.fortuna.ge/wp-conten
ფორტუნა
რეკლამა

t/uploads/2017/11/IMG_8971.jpg)რაც შეეხება ფართობის სიმწირეს, ვმუშაობთ კოტეჯების


ერთმანეთთან დაკავშირების პრინციპზე, რაც მოგვცემს საშუალებას, თუ დიდი ფართი გვინდა,
რომ გვქონდეს, დიდი კოტეჯი კი არ გავაკეთოთ, ორი კოტეჯი დავუკავშიროთ ერთმანეთს ან
დერეფნით, ან საერთოდ კედლით. ამ პრინციპით, შეიძლება 9 კვ.მ-იანი ფართობი
მივუერთოთ 12 კვ.მ-იან კოტეჯს.

– რა მასალას იყენებთ კოტეჯების ასაგებად?


– კოტეჯის ძირითადი შემადგენლები არის ხის კარკასი, ე.წ. „სენდვიჩ პანელები“, რომლებიც
მზადდება OSB (Oriented Structure Board). ეს ხის კარკასი ამ „სენდვიჩ პანელშია“
მოყოლებული გამყარების უზრუნველსაყოფად. დანარჩენი თითქმის ყველაფერი არის
ჩვეულებრივ სამშენებლო ფუნქციებით, დაწყებული საკომუნიკაციო სისტემით, დამთავრებული
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით. გაყვანილობა, სანტექნიკა, გადახურვა, იატაკის
მოპირკეთება, ავეჯის დეტალები, ტიხრები, ანტრესოლი – ყველაფერი ფუნქციური და
ტრადიციულია.

– კოტეჯი ხანგრძლივი პერიოდით საცხოვრებლად გამოყენებადია?


– ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი „სენდვიჩ პანელები“. ეს მოდელი ცნობილია იმით, რომ
ძალიან მყარია და კარგი მონაცემები აქვს თბო- და ბგერითი იზოლაციის მიმართულებით.
ძირითადად, ვიყენებთ 70 მმ-იანი სისქის „სენდვიჩს“, ესეც იმ შემთხვევაში, როდესაც
საუბარია 30 კვ.მ-ის ფართობის მქონე კოტეჯებზე. ჩვენი „სენდვიჩ პანელები“ შედარებით
თხელია, თუმცა ის ფაქტი, რომ კოტეჯები ძალიან პატარაა, ამას აბალანსებს. აღნიშნული
„სენდვიჩ პანელები“ სრულიად საკმარისია როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის კლიმატური
პირობებისთვის. ეს კოტეჯები ნებისმიერი სახის გათბობა-გაგრილებას ექვემდებარება,
შესაძლებელია როგორც ცენტრალური, ასევე ლოკალური გათბობის სისტემის მონტაჟი. ის
მასალები, რომლებსაც კოტეჯების ასაშენებლად ვიყენებთ, სერტიფიკატების მიხედვით,
არააალებადია და ამ მიზნით დამუშავებულია. OSB-ც და EPS-იც არ იწვის, ხანძრის
შემთხვევაში, უბრალოდ დნება და ეს მასალები ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

https://fortuna.ge/fortuna/post/rogor-avishenot-sakhli-iafad-foto-video 5/10
5/19/2019 როგორ ავიშენოთ სახლი იაფად [ფოტო, ვიდეო]

– კომუნიკაციებთან მიმართებით რამდენად მოხერხებულია კოტეჯი? (http://old.fortuna.ge/


ფორტუნა
wp-content/uploads/2017/1
რეკლამა

1/IMG_9000.jpg)
– ყველა საკომუნიკაცია
სისტემა: კანალიზაცია, წყალი, 
გაზი, ინტერნეტი ჩვეულებრივ
უერთდება კოტეჯს, თუ კოტეჯს
ვდგამთ მიწის ნაკვეთზე, სადაც
კომუნიკაციები არსებობს,
აბსოლუტურად ჩვეულებრივად
მიერთებადია კოტეჯი ამ
სისტემებზე, მაგრამ არსებობს
ე.წ. ავტონომიური
საკომუნიკაცია სისტემები,
მაგალითად, მზისა და ქარის
ელემენტები, ან
ბიონარჩენგადამამუშავებელი სისტემები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, ამ
კომუნიკაციებზე დამოკიდებული, ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის ასევე გვექნება
შეთავაზებული. ჩვენს პლატფორმაზე განთავსდება მზის ენერგიაც,
ბიონარჩენგადამამუშავებელი სისტემებიც და ყველა სხვა საჭირო მოწყობილობები.

– ვინაიდან კოტეჯი სულ რაღაც 9 კვ.მ-ის ფართობისაა, მასზე მეორე კოტეჯის დაშენება
რამდენად შესაძლებელია?
– ამ ეტაპზე, კონსტრუქცია დაშენების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ არ არის
გამორიცხული, მომავალში შევიმუშავოთ ისეთი მოდელები, რომ ასეთი ვარიანტიც იყოს
შესაძლებელი.

– რა ღირს უკვე აშენებული კოტეჯი?


– საბაზო მოდელის ღირებულება 5 000 ლარია. ამ საბაზო მოდელის დაკომპლექტებაში
შედის კოტეჯის 7 სეგმენტი: 4 კედელი, 2 სახურავი და იატაკი, 1 კარი, 1 ფანჯარა, 4 ფეხი,
რაზეც კოტეჯი იდგმება და საძირკვლის პრობლემას ხსნის. რაც შეეხება საექსპლუატაციო
ვადას, ჩვენს კოტეჯებს 5-დან 10-წლამდე გარანტია აქვს.

თათია კაკიაშვილი

ტეგები: "ფორტუნას" თემები (/fortuna/tag/fortunas-temebi)

https://fortuna.ge/fortuna/post/rogor-avishenot-sakhli-iafad-foto-video 6/10
5/19/2019 როგორ ავიშენოთ სახლი იაფად [ფოტო, ვიდეო]

ფორტუნა
კატეგორიები: ანალიტიკა (/fortuna/topic/analitika)
რეკლამა


Like 0 Tweet

Teo Kiknavelidze
მიწერე ავტორს 
ავტორი

0 Comments Sort by Oldest

Add a comment...

Facebook Comments Plugin

მსგავსი თემები

(/fortuna/post/rustavelebi-tbilisshi-ver-dadian-vin-ushvelis-atobit-atas-mgzavrs)
რუსთაველები თბილისში ვერ დადიან - ვინ უშველის ათობით ათას მგზავრს

(/fortuna/post/rustavelebi-tbilisshi-ver-dadian-vin-ushvelis-atobit-atas-mgzavrs)
(/fortuna/post/beberi-qartveli-eri-mdzime-demografiuli-da-ekonomikuri-problemis-winashe-dgas)
ბებერი ქართველი ერი მძიმე დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემის წინაშე
დგას

(/fortuna/post/beberi-qartveli-eri-mdzime-demografiuli-da-ekonomikuri-problemis-winashe-dgas)
(/fortuna/post/qalis-ufleba-tu-danashauli-aikrdzaleba-tu-ara-aborti-saqartveloshi)
ქალის უფლება თუ დანაშაული - აიკრძალება თუ არა აბორტი საქართველოში

(/fortuna/post/qalis-ufleba-tu-danashauli-aikrdzaleba-tu-ara-aborti-saqartveloshi)
(/fortuna/post/chven-vart-agresiuli-sazogadoeba-da-vzrdit-agresiul-shvilebs-fsiqologis-rchevebi-mshoblebs)
"ჩვენ ვართ აგრესიული საზოგადოება და ვზრდით აგრესიულ შვილებს" -
ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

(/fortuna/post/chven-vart-agresiuli-sazogadoeba-da-vzrdit-agresiul-shvilebs-fsiqologis-rchevebi-mshoblebs)
https://fortuna.ge/fortuna/post/rogor-avishenot-sakhli-iafad-foto-video 7/10
5/19/2019 როგორ ავიშენოთ სახლი იაფად [ფოტო, ვიდეო]

ფორტუნა
რეკლამა

პოპულარული

(/fortuna/post/rustavelebi-tbilisshi-ver-dadian-vin-ushvelis-atobit-atas-mgzavrs)
რუსთაველები თბილისში ვერ დადიან - ვინ უშველის ათობით ათას
მგზავრს

(/fortuna/post/rustavelebi-tbilisshi-ver-dadian-vin-ushvelis-atobit-atas-mgzavrs)
(/fortuna/post/gviyvars-ertmaneti-magram-3-welia-seqsi-ar-gvqonia-problemebi-wyvilebshi)
გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ 3 წელია სექსი არ გვქონია - პრობლემები
წყვილებში

https://fortuna.ge/fortuna/post/rogor-avishenot-sakhli-iafad-foto-video 8/10
5/19/2019 როგორ ავიშენოთ სახლი იაფად [ფოტო, ვიდეო]

ფორტუნა
(/fortuna/post/gviyvars-ertmaneti-magram-3-welia-seqsi-ar-gvqonia-problemebi-wyvilebshi)
რეკლამა
(/fortuna/post/sapensio-asakis-pedagogebis-akhlebit-chanacvleba-vin-unda-aswavlos-skolashi)
საპენსიო ასაკის პედაგოგების ახლებით ჩანაცვლება - ვინ უნდა
ასწავლოს სკოლაში


(/fortuna/post/sapensio-asakis-pedagogebis-akhlebit-chanacvleba-vin-unda-aswavlos-skolashi)
(/fortuna/post/bevri-manqana-gyavs-gadaikhade-kidev-erti-gadasakhadi-romelic-gharibebs-
daartyams)
ბევრი მანქანა გყავს, გადაიხადე - კიდევ ერთი გადასახადი, რომელიც
ღარიბებს „დაარტყამს“

(/fortuna/post/bevri-manqana-gyavs-gadaikhade-kidev-erti-gadasakhadi-romelic-gharibebs-
daartyams)

გაძვირების შემდეგ, შეამცირეთ თუ არა სიგარეტის მოხმარება?

კი 13%

არა 54%

მოწევა შევწყვიტე 12%

თუთუნით ჩავანაცვლე 22%

ხმის მიცემა

სულ: 1977

ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ (/Fortuna/Page/Chvens-Shesaskheb)


შესაბამისობის დეკლარაცია (/Fortuna/Page/Shesabamisobis-Deklaracia)
მაუწ. საკუთრების გამჭვირვალება (/Fortuna/Page/Mauw-Sakutrebis-Gamchvirvaleba)
წლიური ანგარიში (/Fortuna/Page/Wliuri-Angarishi)

https://fortuna.ge/fortuna/post/rogor-avishenot-sakhli-iafad-foto-video 9/10
5/19/2019 როგორ ავიშენოთ სახლი იაფად [ფოტო, ვიდეო]

რეკლამა
ფორტუნა
რეკლამა

რეკლამა საიტზე (/Fortuna/Page/Ads_site)


რეკლამა რადიოში (/Fortuna/Page/Reklama-Radioshi)
კონტაქტი (/Fortuna/Contact)

სარედაქციო პოლიტიკა

მასალის გამოყენების პირობები (/Fortuna/Page/Masalis-Gamoyenebis-Pirobebi)

სოციალური

 

(Https://Www.Facebook.Com/Fortuna106.9)
(Https://Twitter.Com/Fortuna1069FM)

(http://www.top.ge/index.php?h=77292#77292)

ყველა უფლება დაცულია(C) 2019 Fortuna Holding

https://fortuna.ge/fortuna/post/rogor-avishenot-sakhli-iafad-foto-video 10/10

You might also like