You are on page 1of 2

PRIME TIME

სად იხილავს მაყურებელი 400 წლიანი ისტორიის მქონე ჩინურ


,,მაკბეტს?“

Where you could see 400 years old China Theatre’s Macbeth?
13:29 12-16-2019
121

ShareFacebookTwitter

საქართველოში უძველესი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ჩინური თეატრალური დასი იმყოფება და


17 დეკემბერს, 19.00 სთ-ზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში
შექსპირის ცნობილი პიესის ,,მაკბეტის“ საოპერო დადგმას ინოვაციური ქორეოგრაფიითა და
გამორჩეული ტექნიკური ელემენტებით წარმოადგენს.

400 წლიანი ისტორიის მქონე ჰუიჯუს ოპერის დასი პირველად იმყოფება საქართველოში.
წარმოდგენები 14 და 15 დეკემბერს რუსთაველის თეატრშიც გამართეს.

ჰუიჯუს ოპერამ ,,მაკბეტი“ დიდი როლი ითამაშა ჩინური სათეატრო და საოპერო ხელოვნების
განვითარებაში.
ტრადიციული კოსტიუმები, რომელშიც შენარჩუნებულია ოთხ საუკუნიანი ისტორია,
არამატერიალურ კულტურულ ძეგლად იქცა.

წარმოდგენა, რომელიც რუსთაველ მაყურებელს დიდი ხნის განმავლობაში არ დაავიწყდება, მისი


ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ 17 დეკემბერს შეეძლება.

ანჰიუის რეგიონის ჰუიჯინგ თეატრის ტური ორგანიზებულია ჩინეთის თეატრის ასოციაციის,


იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის მიერ. თეატრის ტური
საქართველოში ჩინეთის ლიტერატურის და ხელოვნების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

ავტორი: თამარ გონგაძე

https://www.primetime.ge/news/1576488583-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93-
%E1%83%98%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0-
%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A1?fbclid=IwAR3
Ev280cqnBUqK50FEJJTYM1Di7NqiU0H7YfksZwLbZsapQPkIw0qGTEf0

You might also like