You are on page 1of 1

ნერსესის სასწავლებელი, სომხური სასულიერო სემინარია, დაარსდა 1824 წელს თბილისში ნერსეს აშტარაკეცის

ინიციატივით. XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში საეკლესიო-სამრევლო სკოლების მასწავლებელთა კადრების


ნაკლებობის გამო ამ სემინარიის ბოლო კლასს პედაგოგიური მიმართულება მიეცა და ნერსესის სასწავლებელი
სასულიერო-საერო სასწავლებლად გადაიქცა. აქ სწავლობდნენ მწერალ-პედაგოგები ხაჩატურ აბოვიანი და ღაზაროს
აღაიანი, პუბლიცისტ-პედაგოგი ს. ნაზარიანი, პოეტი ჰოვანეს თუმანიანი, პროზაიკოსი პერჭ პროშიანი, შემდგომში
გამოჩენილი სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე ანასტას მიქოიანი და სხვები. სემინარიაში მუშაობდნენ
პროგრესულად მოაზროვნე პედაგოგები. 
სკოლის კიდევ ერთი კორპუსი 1909 წელს სვანეთის უბანში აშენდა.

1921 წელს სასწავლებელი დაიხურა.

You might also like