Professional Documents
Culture Documents
25
აგვისტო, 1900) — XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი. ის წერდა კრიტიკულ წერილებს
რელიგიაზე, სიკვდილზე, თანამედროვე კულტურასა და მეცნიერებაზე მეტაფორებისა და
აფორიზმების გამოყენებით.
ახალგაზრდობა
ნიცშე დაიბადა 1844 წლის 15 ოქტომბერს, პატარა ქალაქ რეკენში, საქსონიის პრუსიულ
მხარეში. სახელი მას პრუსიის მეფის - ფრიდრიხ უილიამ IV-ის საპატივსაცემლოდ დაარქვეს ,
რომელიც ამ დღეს 49 წლის ხდებოდა. მამა კარლ ლუდვიგ ნიცშე (1813-1849) იყო ლუთერანი
მღვდელი და ყოფილი მასწავლებელი, ხოლო დედას - ფრანცისკა ოელერს (1826-1897)
ჰყავდა კიდევ ორი შვილი: გოგონა - ელისაბედი და ბიჭი - ლუდვიგი. ნიცშეს მამა
გარდაიცვალა ტვინის დაავადებით 1849 წელს, ხოლო ერთი წლის შემდეგ - 1850 წელს
გარდაიცვალა მისი ძმა. ოჯახი გადასახლდა ნაუმბურგში, სადაც ცხოვრობდა ბებიასთან და
მამის ორ გაუთხოვარ დასთან ერთად. ბებიის სიკვდილის შემდეგ, 1856 წელს, ოჯახი
დაუბრუნდა სახლს.
ნიცშე შევიდა ვაჟთა სკოლაში, შემდეგ კი გადავიდა კერძო სკოლაში, სადაც დაუმეგობრდა
გუსტავ კრუგს და უილჰემ ფინდერს - პატივსაცემი ოჯახების შვილებს. მას შემდეგ , რაც მან
გამოავლინა სპეციფიკური ტალანტი მუსიკასა და ენაში, მსოფლიოში აღიარებულმა
საეკლესიო სკოლამ მიიღო ის მოსწავლედ. იქ ნიცშე დამეგობრდა პოლ დოუსენთან და
კარლ ფონ გერსდორფთან. აქ მან აღმოაჩინა, რომ დრო მოქმედებდა ლექსებსა და
მუსიკაზე. საეკლესიო სკოლაში ის გაეცნო ძველ რომაულ და ბერძნულ ლიტერატურას და
ცხოვრებაში პირველად იგრძნო თავის დაშორება თავის ოჯახთან და პროვინციალურ
გლეხურ გარემოცვასთან.
1867 წელს ის ერთი წლით ჩაეწერა მოხალისედ პრუსიის არტილერიაში, ნაუმბურგში. მაგრამ
უბედურმა შემთხვევამ 1868 წლის მარტში ის გამოუდეგარი გახადა ჯარში სამსახუროდ . ამის
შემდეგ ნიცშე ისევ მიუბრუნდა თავის გამოკვლევებს, დაასრულა ისინი და იმავე წელს
პირველად შეხვდა კომპოზიტორ რიხარდ ვაგნერს.
ნიცშე იცნობდა რიხარდ ვაგნერს და ცოტა ხნის შემდეგ გაიცნო მისი ცოლიც - ქოსიმა . ნიცშე
ორივეს დიდ პატივს ცემდა და ხშირად სტუმრობდა მათ სახლს. ვაგნერმა ის ყველაზე ახლო
წრეში მიიღო. ქოსიმა ვაგნერს, 1870 წლის დაბადების დღეზე ნიცშემ აჩუქა ხელნაწერი
„ტრაგიკული იდეის წარმომავლობა“. 1872 წელს ნიცშემ გამოსცა პირველი წიგნი „ტრაგედიის
დაბადება მუსიკის სულიდან“. მისმა კოლეგებმა კლასიკური ფილოლოგიის დარგში ,
რითშელის ჩათვლით, ენთუზიაზმი გამოხატეს ამ ნაშრომზე. პოლემიკაში „მომავალის
ფილოლოგია“ ულრიხ ფონ ვილამოვიტც-მოელენდორფმა გააკრიტიკა წიგნი და ამით
მოიუტანა პოპულარობა. როდემ და ვაგნერმა დაიცვეს ნიცშე. ნიცშე შეეცადა თავის
დამკვიდრებას ფილოსოფიაში, ბაზელის უნივერსიტეტში, თუმცა უშედეგოდ .
ნიცშე და ნიჰილიზმი