You are on page 1of 2

2-ვარიანტი

სახელი და გვარი თარიღი

გაუჩინარებულები
ირაკლი და მალხაზ ტაბაღუები, სამუშაოს შოვნის მიზნით, გაემგზავრნენ
წყალყუბოდან. 2 წლის მანძილზე ოჯახმა არაფერი იცოდა ირაკლის
ადგილსამყოფელის შესახებ, ხოლო მალხაზთან დაკავშირებით გაირკვა, რომ
ის აფხაზეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა. იგი თავის საცხოვრებელ
ადგილას არც საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, 2 წლის მანძილზე,
გამოჩენილა. ირაკლის და მალხაზის ოჯახის წევრებმა მიმართეს სასამართლოს
მათი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებერთი წლის შემდეგ მალხაზის
მეუღლე ნონა გათხოვდა ტარიელზე.

რამდენიმე ხნის(წლის) შემდეგ დაბრუნდა მალხაზი, რომელმაც საკუთარი


ქონება მოსთხოვა მემკვიდრეებსა და მეზობელ სურმავას, რომელმაც ქონების
შეძენისას იცოდა, რომ მალხაზ ტაბაღუა ცოცხალი იყო. სურმავამ უარი
განაცხადა შეძენილის დაბრუნებაზე იმ მოტივით, რომ ეს ქონება მან
სასყიდლით შეიძინა.ასევე მოითხოვა ნონასა და ტარიელს შორის ქორწინების
შეწყვეტა/გაბათილება, იმ საფუძვლით რომ ტარიემა იცოდა რომ მალხაზი
ცოცხალი იყო.

კითხვა: რამდენად სწორია ტაბაღუების ოჯახის წევრთა მოთხოვნა


სასამართლოსადმი, შეუძლია თუ არა მალხაზ ტაბაღუას სურმავასთვის
ქონების ჩამორთმევა, ასევე ნონასა და ტარიელის ქორწინების შეწყვეტის
მოთხოვნა?

1) ის რომ სასამართლომ მალხაზ ტაბაღუა გარდაცვლილად გამოაცხადა


კანონიერია, რადგან თუ პირი საომარი მოქმედებების დასრულების
შემდეგ, ორი წლის მანძილზე უკან ვერ დაბრუნდება, სასამართლოს
აქვს უფლება გარდაცვლილად გამოცხადოს ის.
2) მოცემული ფაქტის მიხედვით მალხაზ ტაბაღუას სრული უფლება აქვს
სურმავის მოთხოვოს ქონების უკან დაბრუნება, მიუხედევად იმისა რომ
სურმავიმ ეს სასყიდლით შეიძინა. ამ შემთხვევაში ქონების უკან
დაბრუნებისთვის გარდამტეხ როლს თამაშობს ის გარეომება რომ
სურმავიმ ქონების შეძენისას იცოდა მალხაზ ტაბაღუა იყო ცოცხალი და
არა მკვდარი. შესაბამისად თუ დამტკიცდება რომ სურმავიმ იცოდა ეს
მაშინ მას ქონების დაბრუნებაც მოუწევს.

You might also like