You are on page 1of 3

1

ბერტა ფონ ზუტნერი - ევროპა


საქართველოში

„მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი.“ ზურაბ ჟვანიას


ეს ისტორიული სიტყვები ქართველი ერის სულის გამოძახილია.
საქართველოსა და ევროპის ურთიერთობა რამდენიმე ათასწლეულს
ითვლის. ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში, იმპერატორმა ანტონიუსმა
ფარსმან ქველს უმასპინძლა და მისი ბიუსტი რომის ცენტრში დადგა,
როგორც მეგობრობის სიმბოლო. ნათქვამია: „თითოეული ეპოქა
ინდივიდუალურად უნიკალურია.“ ევროპული ღირებულებების
სიმბოლო, თანასწორი საზოგადოებისთვის მებრძოლის, ბერტა ფონ
ზუტნერის ქართული ისტორია მართლაც, რომ უნიკალურია ჩვენი
მეგობრობის განსამტკიცებლად.
უხერხულიც კია იმ ღვაწლისა და საშვილიშვილო საქმის
ზედაპირულად გადმოცემა, რაც ბერტა ფონ ზუტნერს მიუძღვის
მსოფლიო გამოღვიძებისა და გონებრივი განვითარების საქმეში. იგი
იყო მწერალი, პაციფიზმის საერთაშორისო მოძრაობის აქტივისტი,
პირველი ქალი ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის
განმტკიცების საქმეში და, ალბათ, პირველი ადამიანი , რომელმაც
„შემოიღო ევროპა საქართველოში.“ მისი ქართული თავგადასავალი
ძალზე საინტერესოა.
ყველაფერი ეკატერინე ჭავჭავაძის გაცნობით დაიწყო. ისტორიიდან
ვიცით, რომ ის ძალიან დაუახლოვდა ბერტას. ეკატერინე მას
საათობით უყვებოდა საქართველოზე, მის ისტორიასა და ბუნებაზე.
სწორედ ამ გულწრფელმა, ლაღმა და საოცარმა მეგობრობამ
მოახვედრა ბერტა ფონ ზუტნერი საქართველოში. სწორედ ასეთი
ურთიერთობების წყალობით უახლოვდებიან სახელმწიფოები
ერთმანეთს და ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა თაობის
წარმომადგენლისთვის , ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი
მეგობრობის გაღრმავება.
ბერტა და მისი ქმარი, არტური, მნიშვნელოვან მწერლებად და
პუბლიცისტებად ჩამოყალიბდნენ. მიუხედავად ეკონომიკური
სიდუხჭირისა, ისინი მაინც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქართულ-
2

სოციალურ ცხოვრებაში. ისინი, ფრანგ ჟურნალისტ, ჟიულ მურიესთან


ერთად ეხმარებოდნენ იონა მეუნარგიას „ ვეფხისტყაოსნის“
ფრანგულად თარგმნაში. არტურ გუნდაკარ ზუტნერი წერდა:
„რუსთაველი უდიდესი სიყვარულით ეკიდებოდა თავის მთავარ
საქმეს... ის მაღლა დგას როლანდზე და საერთოდ ვერაფერს ამნაირს
იოლად ვერ იპოვით დასავლეთის ლიტერატურაში.“
ნამდვილი მეგობრობა დაფუძნებულია ერთგულებაზე, ხოლო
ერთგულება ურთიერთდახმარებაზე. საქართველოსა და ევროპის
ისტორიაში არაერთი მსგავსი მაგალითია. თუნდაც ,ქართველების
მიერ ბერძნულად თარგმნილი „სიბრძნე ბალავარისა“ და
ზემოთქმული „ვერფხისტყაოსანი“. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის
გამოტანა შეიძლება, რომ ევროპასა და საქართველოს შორის
ყოველთვის არსებობდა ნამდვილი მეგობრობა.
ბერტა ფონ ზუტნერზე საუბარი შეუძლებელია მისი უნიკალური
ბესტსელერის გარეშე. „Die Waffen nieder!“ არის წიგნი, რომელმაც
მოახდინა მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატულური რევოლუცია. მან
პოპულარობა მოუტანა არა მხოლოდ ავტორს, არამედ მთელ ომის
საწინააღმდეგო მოძრაობას. საინტერესოა ისიც, რომ წიგნმა ყველა
ჩარჩო გაარღვია. ქალების დაქვემდებარებული პოზიციების
მიუხედავად, ის იქცა ავტორიტეტად. „ძირს იარაღი!“ არის
მნიშვნელოვანი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი
მსოფლიოსთვის. ამბობენ, რომ მან მსოფლიო შეცვალა არა იმიტომ,
რომ ომის ფიზიკურ და მორალურ საშინელებებს აღწერს, უფრო
იმიტომ, რომ ამ საშინელების წინააღმდეგობის, კეთილდღეობის და
მშვიდობის სურვილესკენ გვიბიძგებს.
ბერტა აღმოჩნდა ქართული გასაღები ევროპასთან
დასაახლოვებლად. ის იყო ადამიანი, რომელმაც თავის დროს
გაუსწრო. მან თავისი ცხოვრების ათი წელი საქართველოს მიუძღვნა.
ჩემთვის, როგორც ევროპული ღირებულებების მქონე ადამიანისთვის,
წარმოუდგენელია მისი უზარმაზარი ღვაწლის შეფასება. ადამიანი
მაშინ კვდება, როდესაც მას ივიწყებენ. ვინაიდან და რადგანაც,
ქართველი ერი ბერტას არასდროს დაივიწყებს, ის უკვდავია.
3

„ადამიანი თეთრი და შავი ძაფების ქსოვილია.“ ბერტა ფონ ზუტნერს


გერმანულ ნაციონალისტურ პრესაში „პაციფიზმის ფიურერს“
უწოდებდნენ, მილიტარისტულ წრეებში კი „მოღალატეს.“ ის უყვარდათ
და ამავდროულად სძულდათ. ფაქტი ერთია, მან მთელი ცხოვრება
შეალია მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას და საქართველოში
გატარებული ათი წლის მანძილზე შეძლო შეუძლებელი. რუსეთის
იმპერიის ჰეგემონობის პირობებში საქართველოს ბედი ევროპისკენ
წარმართა.
მაშასადამე, ამბობენ, უფრო ადვილია იყო დიადი პიროვნება, ვიდრე
დიადი ადამიანიო. ზუტნერში კი ეს ორი მხარე განუყოფელია.
შთამომავლობისგან მისი ღვაწლის იმაზე დიდი დაფასება სხვა არა
იქნება რა, თუ არა იმ პრინციპების გაფრთხილება და მომავალი
თაობებისთვის გადაცემა, რომლისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე
ეუბნებოდა საკუთარ თავს სანამ მშვიდობას არ დავამყარებ, არ უნდა
მოვკვდე.

You might also like