You are on page 1of 2

ორი სიმართლე

ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ მიხედვით


ყველა ადამიანი სიმართლეს განსხვავებულად აღიქვამს, მაგრამ
მხოლოდ ერთლი სიმართლე არსებობს და მას ჭეშმარიტება ჰქვია.
ალუდა ქეთელაური არის ადამიანი, რომელიც საზოგადოებას
მენტალურად წინ უსწრებს, იცვლის პრინციპებს და შედეგად იმას
ღებულობს, რომ უმრავლესობას უპირისპირდება.
თემი, ამ პოემაში წარმოადგენს პატრიარქალური საზოგადოების
მკაფიო მაგალითს, სადაც ადამიანს საკუთარი აზრისა და კრიტიკის
უფლება არ აქვს. თემის ყველა წევრი იძულებულია ტრადიციებს
მისდიოს თვალდახუჭულად და შეკითხვები არ დასვას. ისინი
ცხოვრობენ არასწორი ტრადიციებით და თავს „ფუჭი სიმართლით“
იმშვიდებენ. მაგალითად, ისინი საკუთარ მტერს მარჯვენა ხელს
აჭრიან და ამით ამაყობენ. თავი ვაჟკაცებად მიაჩნიათ მაშინ, როდესაც
ეს სილაჩრის მკაფიო მაგალითია. ვაჟაც კატეგორიულად
ეწინააღმდეგება თემს და პოემაში ხატავს იმ ამაზრზენ სურათს, სადაც
პატარა ბავშვები მუცალის მოჭრილი ხელით თამაშობენ.
„ალუდა ქეთელაური“_ ამ პოემაში ზოგადსაკაცობრიო პრობლემა
არის წარმოდგენილი. ადამიანებს, რომლებსაც სურთ ტრადიციების
გაუმჯობესება, ხშირად სამშობლოს მოღალატეებათ და
განდეგილებად ითვლებიან. ალუდაც სწორედ ამ სტერეოტიპის ქვეშ
მოექცა და იძულებული იყო თემი დაეტოვებინა. სამწუხაროდ,
უმრავლესობასთან დაპირისპირების დროს უმცირესობა ყოველთვის
დამარცხებულია, მაგრამ ეს დამარცხება მხოლოდ დროებითია.
საზოგადოება ვითარდება და როდესაც ის უმცირესობის მენტალურ
დონეს მიაღწევს მაშინ, ალუდაც გაიმარჯვებს.
მიუხედავად იმისა, რომ ალუდა გაიდევნა თემიდან იგი მის
„თანამოძბეებს“ შეურაცყოფას არ აყენებს, რითაც საკუთარ ღირსებას
კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს. ვაჟას ამ მომენტით იმის გამოხატვა უნდა,
რომ თუ ტრადიცია არ მოგვწონს იგი არ უნდა წავშალოთ ისტორიიდან
არამედ გავაუმჯებესოთ.
ალუდასნაირი პრინციპული ადამიანი ხშირად საზოგადოების
ზიზღს იწვევს, მაგრამ იმ საზოგადოებაში, სადაც მე ვცხოვრობ,
დარწმუნებული ვარ, რომ ალუდასაც ექნებოდა ადგილი.
მაშასადამე, დრო ყველაფერს ცვლის და ტრადიციაც
ცვალებადია. ზოგიერთი ადამიანი დროს უსწრებს და ახალ
პრინციპებს მალევე იყალიბებს. ამ დროს კი სერიოზული პრობლემა
იქმნება. ამგვარი ცვლილებები ითხოვს საღ აზროვნებასა და
პრინციპულობას. ვინაიდან და რადგანაც, საზოგადოების
განდეგილად დარჩენა მძიმეა ასეთმა ადამიანებმა საკუთარი
პრინციპების დადებითად წარდგენა უნდა ისწავლონ.

You might also like