You are on page 1of 9

საპარლამენტო ფრაქცია

პარტიული ფრაქციები თანამედროვე საკანონმდებლო


დაწესებულების არსებობის აუცილებელი პირობა და
მამოძრავებელი ძალაა. ისინი დეპუტატთა ისეთი
გაერთიანებებია, რომელთა არსებობა დღევანდელი უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების კონსტიტუციური
საქმიანობის ჩარჩოებში აუცილებელია, რადგან პარლამენტს
აძლევენ ფუნქციონირების რეალურ გარანტიას, ქმნიან მის
პოლიტიკურ სტრუქტურას, ახდენენ საპარლამენტო ნების
ფორმირებას და მიჰყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციები
ეფექტურ თანხმობამდე.

ფრაქციების სტატუსი

ფრაქციები პარლამენტის მნიშვნელოვანი პოლიტიკური


სტრუქტურებია. ამასთან, ისინი არც საჯარო–
ხელისუფლებრივი მართვის ნაწილს წარმოადგენენ და არც
სახელმწიფო ძალაუფლებით სარგებლობენ. ფრაქციები არ
ითვლება პარლამენტის სამუშაო ორგანოებად, თუმცა მის
„ორგანულ ნაწილებს“, „მუდმივმოქმედ სტრუქტურებს“
წარმოადგენენ, მათი უფლებები შიდასაპარლამენტო სივრცეს
უკავშირდება.

პარლამენტის მუშაობისთვის მათი არსებობა სავალდებულოა,


ვინაიდან მათ ქმედიუნარიანობას შეხედულებათა
ერთობლიობა განაპირობებს და ფრაქციის შიგნით შრომის
განაწილება უდავო პირობაა თანამედროვე პარლამენტის წინაშე
არსებული კომპლექსური ამოცანების დასაძლევად.
ფრაქცია და პარტია

საპარლამენტო ფრაქციების შექმნა შესაძლებელია როგორც


პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე, როგორც წესი,
სამართლებრივად, მათი უფლებრივი მდგომარეობა
განსხვავებული არაა. თუმცა პარტიული ფრაქციები უფრო
მყარი, ორგანიზებული, მიზანმიმართული გაერთიანებებია,
რაც, გარკვეულწილად, გამომდინრეობს შესაბამის პარტიებთან
მათი კავშირიდან.
პარტიული ფრაქციები, რეალურად, მათი
წარმომადგენლობითი უნარის საფუძველზე, უპარტიო
ფრაქციებსა და ჯგუფებთან შედარებით პრივილეგიებით
სარგებლობენ.

პარლამენტის წევრი

სადეპუტატო მანდატი შეიძლება მოიპოვოს ნებისმიერმა


ღირსეულმა მოქალაქემ, ვინც თანამოქალაქეთა პატივისცემას
და ნდობას იმსახურებს. პარლამენტის წევრების საქმიანობა
უნდა ხდებოდეს „ხალხის თვალის და გონების წინ“.
პარლამენტის წევრის სამართლებრივი მდგომარეობის
საფუძველს პრინციპების დონეზე, თავად კონსტიტუცია ქმნის.
ხშირად მარეგულირებელ ნორმას კონსტიტუციური ხასიათი
აქვს. პარლამენტის და დეპუტატების სტატუსი,
სამართლებრივი კუთხით, ხალხისგან კი არ მომდინარეობს.
არამედ კონსტიტუციიდან და საპარლამენტო უფლებიდან.

თავისუფალი მანდატი
თანამედროვე საპარლამენტო დემოკრატიაში თავისუფალი
მანდატი გულისხმობს სამი კომპონენტის ერთიანობას:
1. ყოველი დეპუტატი ერს წარმოადგენს მთლიანბაში და არა
მხოლოდ იმ რეგიონს, რომელმაც აირჩია
2. მისი გაწვევა დაუშვებელია უფლებმოსილების ვადის
ამოწურვამდე
3. იგი შეზღუდული არ არის არც მისი წარმდგენი
პოლიტიკური პარტიის და არც ამომრჩეველთა
დავალებებით და განაწესებით.

იმპერატიული მანდატი

თავისუფალი მანდატის საპირისპირო ცნებად ითვლება


იმპერატიული მანდატი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ
დეპუტატი არის იმ რეგიონის წარმომადგენელი, რომელმაც
აირჩია, ამომრჩეველს კი მისი გაწვევა შეუძლია ნებისმიერ
დროს და იგი ვალდებულია იმოქმედოს ამომრჩევლის და
წარმდგენი პოლიტიკური ძალის ნების შესაბამისად.

პარლამენტის წევრის დაცვის გარანტიები


პარლამენტის წევრის დაცვის გარანტიად ითვლება
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, ანუ ინდემნიტეტი და
ხელშეუხებლობა, ანუ იმუნიტეტი.

იმუნიტეტი

იმუნიტეტი საპარლამენტო სუვერენიტეტის გამოხატულებას


წარმოადგენს.

იმუნიტეტი გულისხმობს პარლამენტარის ხელშეუხებლობას,


რომელიც წარმოადგენს მისი სტატუსის მნიშვნელოვან
გარანტიას. ის, პირველ რიგში, იცავს მას შანტაჟისა და
სისხლისსამართლებრივი დევნისგან ცრუ საფუძვლებით.
პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის
აღძვრის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემთხვევაში,
წინასწარი პატიმრობის ჩათვლით, იგი თავის
უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს.

ინდემნიტეტი

ინდემნიტეტის ფარგლებში, პარლამენტარი პასუხს არ აგებს


თავისი შეხედულებებისა და ქმედებებისთვის, რომლებიც
უშუალოდაა დაკავშირებული მისი სადეპუტატო
უფლებამოსილების განხორციელებასთან, არც
უფლებამოსილების ვადის განმავლობაში და არც მისი
ამოწურვის შემდეგ.
მიჩნეულია,რომ დეპუტატის მიერ გამოთქმული
შეხედულებები პლენარულ თუ საპარლამენტო ორგანოების
სხდომებზე, ასევე მის გარეთ, რომლებიც უკავშირდება
სადეპუტატო უფლებამოსილებას და ნების თავისუფალ
გამოვლენას, დაცულია ინდემნიტეტით. ინდემნიტეტის
ბოროტად გამოყენება დაუსჯელად არ რჩება.

შეუთავსებლობა

თანამედროვე საპარლამენტო დემოკრატიაში შეუთავსებლობის


სტანდარტის არსებობა მნიშვნელოვანია და გულისხმობს
მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ინტერესთა
კონფლიქტებისაგან თავისუფალი პარლამენტის წევრის
საქმიანობას უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში.
საპარლამენტო შეუთავსებლობა წარმოადგენს სახელმწიფო
სახელისუფლებო ძალებს შორის ოპტიმალური ბალანსირებისა
და კონტროლის უზრუნველყოფის ერთ–ერთ ინსტრუმენტს.

ყველაზე ხშირად პარლამენტის წევრთათვის შეუთავსებელია


ადმინისტრაციული ფუნქციები საჯარო სამსახურში და
აქტიური სამეწარმეო საქმიანობა. ასეთი ქვეყნებია – გერმანია
(ბუნდესტაგი), ფიჯი, შვეიცარია ( ფედერალური კრება),
იაპონია.

შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში

შეუთავსებლობა მინისტრის პოსტთან. სახელმწიფო


ხელისუფლების დანაწილების სისტემა ზღუდავს
ხელისუფლების ერთი შტოს წარმომადგენელის, მეორე
ხელისუფლების ფარგლებში საქმიანობას.

შეუთავსებლობა მოსამართლის სტატუსთან. თანამედროვე


დემოკრატიული სახელმწიფოები სასამართლო ხელისუფლების
დამოუკიდებლობისათვის განსაკუთრებულ გარანტიებს ქმნიან
და მკაცრად კრძალავენ მოსამართლეთა საქმიანობის პროცესში
პოლიტიკური მოღვაწეობის ჩართვას.

შეუთავსებლობა არჩევით თანამდებობებთან. თანამედროვე


ბიკამერალური პარლამენტები არ უშვებენ ერთდროულად
ორივე პალატის წევრობის შესაძლებლობას. ზოგჯერ, ამასთან
დკავშირებით, თავად კონსტიტუციები აკეთებენ განაცხადს.

საკანონმდებლო უფლებამოსილება

პარლამენტისთვის ძირითადი ფუნქციაა საკანონმდებლო


უფლებამოსილება, რომელიც მათ უპირველეს საერთო
მახასიათებლად მიიჩნევა. სახალხო წარმომადგენლობითი
ორგანოსათვის საკანონმდებლო უფლების გადაცემა
დემოკრატიის ძირეული თვისებაა, რადგან ამ გზით
მოქალაქეები, თუმცა არაპურდაპირ, მაგრამ მაინც თავად ქმნიან
თავიანთ კანონებს, რომელთაც გააჩნიათ უნაღლესი და
პირდაპირი მოქმედების ძალა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და
რომლებიც უნდა დაიცვან სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებმა, მოქალაქეებმა.

კანონთა ბუნება

კანონი წარმოადგენს განსაკუთრებული წესით მიღებულ,


უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტს,
რომელიც აწესრიგებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი
ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ის მიმართულია
სახელმწიფოს, ძირითადი სოციალური ჯგუფების და
ცალკეული პიროვნებების ინტერესების დასაცავად. კანონი და
პარლამენტის საკანონმდებლო ფუნქცია უზრუნველყოფს
ადამიანების და მთლიანად სახელმწიფოს კეთილდღეობას.

კანონები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მნიშვნელობის და


იურიდიული ძალის მიხედვით. უმაღლეს საფეხურზე უნდა
იყოს კონსტიტუციური ღირებულების პრინციპები, რომლებიც
ათვლის წერტილია როლს ასრულებს. კონსტიტუციონალიზმი
იცნობს კანონთა კლასიფიკაციას კონსტიტუციურ, ორგანულ და
ჩვეულებრივ კანონებად. როგორც წესი, კანონთა კატეგორიები
კონსტიტუციით განისაზღვრება. კონსტიტუციური კანონები
საკანონმდებლო იერარქიის სათავეში მდგომი აქტებია,
რომელშიც იგულისხმება თავად კონსტიტუცია და ის აქტები,
რომელთაც ცვლილებები და დამატებები შეაქვთ მასში.
ორგანული კანონები ძირითადად განსაზღვრავენ საჯარო
ხელისუფლების ორგანოების სტატუსსა და არჩევნების
პროცედურებს.

საკანონმდებლო პროცესი

კანონთა მიღება ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული


წესებისა და პროცესურების საფუძველზე, რომელთა
ერთობლიობა საკანონმდებლო პროცესად იწოდება. ის მოიცავს
კანონპროექტის მომზადებიდან კანონის ძალაში შესვლამდე
პერიოდს. დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ზოგიერთი
ქვეყნის კონსტიტუცია საკანონმდებლო პროცესს ცალკე თავს
უთმობს, მაგალითად, არგენტინის, მაროკოს, შვეიცარიის
კონსტიტუციები.

საკანონმდებლო ინიციატივა

კანონპროექტის განხილვის დაწყების აუცილებელი


პირობაა საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება.
საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს უფლებამოსილი
სუბიექტის მიერ საკანონმდებლო ორგანოში კანონის მიღების,
შეცვლის ან გაუქმების თაობაზე წინადადების შეტანის
შესაძლებლობას. ის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა
კატეგორიას განეკუთვნება და ძირითადი კანონის საფუძველზე
განისაზღვრება.

არის სამთავრობო ინიციატივა, საპარლამენტო, სპეციალური


ინიციატივა.

კანონპროექტის განხილვა

საპარლამენტო განხილვების პროცესი რამდენიმე ეტაპად


იყოფა და მას მოსმენებს, ზოგჯერ კი წაკითხვებს უწოდებენ.
ყველა ეტაპი განახვავებული შინაარსისაა.

პირველი მოსმენის დროს კანონპროექტი განიხილება


ზოგადად, მისი მიღების მიზანი და პრინციპები.

პარლამენტებს აქვთ არჩევანი მიიღონ იგი პირველი მოსმენით,


უარი თქვან ან ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნონ
პასუხისმგებელ კომიტეტს.
მეორე მოსმენა კანონპროექტის ყველაზე შინაარსობრივია და
პრინციპულ განხილვას გულისხმობს, რომლის დროსაც
მსჯელობის საგანი ხდება კანონპროექტის ცალკეული
დებულებები - კარები, თავები, მუხლები. დასასრულს
იმართება კენჭისყრა, რომელიც ადასტურებს კანონპროექტის
მეორე მოსმენით მიღებას , ან უარყოფას.

მესამე მოსმენა გულისხმობს უკვე დამუშავებული და


რედაქტირებული ტექსტის განხილვას. შესაბამისად, მასში
მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანაა
შესაძლებელი.

კანონპროექტის მიღება

კანონპროექტი მიღებულად ითვლება მესამე მოსმენის


შემდეგ გამართული კენჭისყრის საფუძველზე.

ბიუჯეტის პროექტის მიღების თავისებურებები

ქვეყანათა დიდ ნაწილში ბიუჯეტს კანონის ფორმა აქვს და,


აქედან გამომდინარე, ექვემდებარება საკანონმდებლო
პროცედურებს. ფინეთში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში მას
კანონის ფორმა არ აქვს და, შესაბამისად, მის მისაღწბად
განსხვავებული პროცედურა არსებობს. ფინანსური და
საბიუჯეტო კანონპროექტებს ერთ შემთხვევაში მთავრობა
წარადგენს, მეორე შემთხვევაში პრემიერ მინისტრი.

ვეტო
ვეტოს უფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს მეთაურის
შესაძლებლობა უარი თქვას პარლამენტის მიერ მიღებული
კანონპროექტის ხელმოწერაზე და მოტივირებული
შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს განსახილველად.
კონსტიტუციონალიზმის პრაქტიკაში მოქმედებს ე.წ.
შეყოვნებითი, ანუ სუსპენსიური ვეტოს უფლება. ის
გულისხმობს პრეზიდენტის მიერ არგუმენტირებული
შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტის პარლამენტის
მიერ განხილვის ვალდებულებას, რომლის შედეგი შეიძლება
იყოს შენიშვნების მიღება ან ვეტოს გადალახვა. ვეტოს
გადალახვის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურს აღარ რჩება
კანონის შეფერხების ბერკეტი და იგი ძალაში შედის მისი ან
პარლამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერით.

You might also like