You are on page 1of 2

ტირამისუ

35-40 ც “ladyfingers”-ტირამისუს ჩხირები (კარფურში იყიდება 60 ცალიანი შეკვრა)


ნახევარი ლიტრა ყავა/espresso + კონიაკი ან/ვისკი/რომი
5 ცალი კვერცხი
125 გ შაქარი
მასკარპონე / “სახლური მასკარპონე“
325-350 გრ ნაღები
კაკაო

კვერცხის ცილასა და გულს ვაცალკევებთ. ცალკე ვთქვეფთ გულებს + შაქარი


დაახლოებით 10-12 წუთის განმავლობაში. ასევე ცალკე ვთქვეფთ კვერცხის ცილას, 20
წუთის განმავლობაში, სრულ „ამოყვანამდე“.
მიღებულ მასებს, სილიკონის სარევით ძალიან ფრთხილად და ნაწილ-ნაწილ
გადავურევთ, ისე რომ ჰაეროვნება არ დაკარგოს. ( შეგვიძლია კვერცხი არ გავაცალკეოთ
თუ ძლიერი ბრუნის მქონე მიქსერი გვაქვს, მაგრამ, ამ შემთხვევაში დაახლოებით 25
წუთი დასჭირდება თქვეფა სასურველ მასამდე მისვლას).
მიღებულ ნაზავს ასვე ფრთხილად ვუმატებთ მასკარპონეს.
ცალკე ვთქვეფთ ნაღებს, რომელსაც სურვილისამებრ შეგვიძლია ცოტა კაკაოც შევურით,
კრემის სახეს რომ მიიღებს მზადაა და შეგვიძლია ფრთხილად გადავურიოთ დანარჩენ
მასას.

აწყობისას მნიშვნელოვანია, რომ ორცხობილები ზედმეტად არ დავალბოთ ყავაში.


ჭურშელში ჩალაგება აუცილებლად უნდა დაიწყოს კრემით + ჩხირები
ჰორიზონტალურად + კრემი + ჩხირები ვერტიკალურად+კრემი და ა.შ რამდენი
„სართულიც“ გამოვა , გააჩნია ჭურჭელს. თავზე მოვახეხოთ შავი შოკოლადი,
შესაძლებელია კაკაოც (სახლურ ვარიანტში).

„სახლური მასკარპონე“ : 900 გრამიანი „სანტეს“ არაჟანი (აუცილებლად სანტე)


გადმოგვქვს ოთხმაგად დაკეცილ მარლაში/დოლბანდი რომელიც წინასწარ
„ჩაკიდებულია“ საწურზე. ვუკრავთ თავს და ვადებთ რაიმე მძიმეს. მთელი ღამე
სჭირდება დასაწურად. მიღებულ მასას ხელახლა, მაქსიმალურად დავწურავთ ხელით
და „მასკარპონე“ მზადაა.

You might also like