You are on page 1of 2

კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლ-კარი,

წარმოიდგინეთ შუა კახეთის პატარა სოფელში ერთი


ტრიალი, დაცემული ადგილი და ამ ადგილის შუაგულსა –
ორსართულიანი სახლი ქვითკირისა. აი, ის სართულები რა
ფერისა იყო: ქვეშ იყო მარანი, წალმით დახურული და იმ
მარნის უკან კედელზედ ამოყვანილი გახლდათ ერთი
პატარა ოთახი მოაჯირითურთ. მოაჯირს ეკრა ზედ
მერცხლის ბუდესავით ერთი მცირედი ფიცრული,
რომელიც საქვეშაგებოსა ჰთამაშობდა, კარგა მნძილზედ
კიდევ ფიცრულის სათორნეც იდგა, იმას აქედამ ხულა,
რომელსაც ზედ ჰქონდა მოდგმული ცალთვალა სასიმინდე,
ერთი უბადრუკი რამ და მგლოვიარე ბაღჩაც იყო, ღობით
გავლილი.
ღობესთან, ერთის ფურცლის ხის სიახლოვეს მოჩანდა
ძველი ჩალური, დროთა ბრუნვისაგან ისე გვერდზე
წამოღებული და წამოხრილი, თითქოს გრილოში
წამოწოლას აპირებსო, მაგრამ ბებერსავით ნეკრესის ქარის
ტკივილებს უეცრად ისე წამოხრილი და დაღრეჯილი
შეუკავებიათო. ეზო ამ ციხე– დარბაზისა, სიგრძეზე თუ
სიგანეზე, კარგა ფართოდ იყო გაზიდული. იმას ერტყა
გარშემო ძველი ტყრუშული ღობე, რომელიც ზოგიერთგან
გადაქცეული იყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია
ფიქრად, რომ გაეკეთებინა, ეტყობა, რომ ქართველია!... ღობე
ერთგან თავდებოდა უშველებელის ჭისკარებით, რომლის
ერთი ნახევარი, – თუნდ ორი წელიწადია, – ისე საცოდავად
დაღრეჯით გადმოჰკიდებოდა ერთს ყუნწსა, ასე გგონია –
ბოძს დაუჭერია საცემლადაო და ის კი იწევსო, რომ
როგორმე ხელიდან დაუსხლტესო

You might also like