You are on page 1of 1

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ

საკითხთა კომიტეტის სხდომა


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის
მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა.

მომხსენებელმა ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტის წარმოდგენისას, ყურადღება


კომიტეტის საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყების - საქართველოს ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტებზე გაამახვილა.

 მოსახლეობის სოციალური დაცვა - 3 579 3902 ლარი, საიდანაც 2 600 0002 ლარი მოსახლეობის საპენსიო
უზრუნველყოფას, ხოლო მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებას - 807 5704 ლარი
მოხმარდება:

 ლარი:
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა- 1 103 972
7

 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბიიტაცია და აღჭურვა - 30 000 ლარი:


 იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშწყობა - 71 835 ლარი.

კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით 42 მლნ. ლარით


შემცირების მიზეზებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ თუ არ მოხდება აღნიშნული პროგრამის გაზრდა,
კომიტეტები ბიუჯეტის მხარეს არ დაუჭერს.

საკითხზე კომენტარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და


სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა გააკეთა და განმარტა, რომ აღნიშნულ
მიმართულებაზე სამინისტროში საბოლოო ანალიზი წარმოდგენილი არ არის და როგორც კი მოხდება ამ
საკითხზე მუშაობის დასრულება. ბიუჯეტის ეს მუხლი შეიცვლება და კომიტეტს ახალი მონაცემები
ეცნობა.

ბიუჯეტის პროექტის შესახებ კრიტიკული შფასებები კომიტეტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ზურაბ


ჭიაბერაშვილმა და ლევან კობერიძემ გამოთქვეს. გამომსვლელებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს
და სამინისტროს საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით გააკრიტიკეს.

You might also like