You are on page 1of 2

თავი 14.

კლავიატურა - სპეციალური კლავიშები [რედაქტირება]

კლავიატურა

სურათზე სტანდარტული კლავიატურის სქემაა ასახული. როგორც ვიცით უმეტესი ნაწილი უკავია ძირითად
ნაწილს - ასოებს, მარჯვენა მხარეს გვაქვს ციფრული კლავიატურა. ზედა ნაწილში კი ფინქციური კლავიშები.
ქვემოთ ცხრილში მოყვანილია მათი ფუნქციები.

Esc აქტიური დიალოგური ფანჯრიდან გამოსვლა, შეყვანის გაუქმება.


F1 დახმარების გამოძახება (ყველა პროგრამაში)
F2 მონიშნული ფაილისთვის ან საქაღალდისთვის სახელის გადარქმევა
F3 ძებნის გამოძახება
Tab სხვა ელენმენტზე გადახტომა
ამ ღილაკის ჩართვის შემთხვევაში ყველა ასო დიდად აიკრიფება. გამოსართავად მეორეთ
Caps Lock
დააჭირეთ ამ ღილაკს.
Shift გამოიყენება სხვა ღილაკებთან კომბინაციაში, Shift + ასო = დიდი ასო
Ctrl გამოიყენება სხვა ღილაკებთან კომბინაციაში, იხ. ქვემოთ შესაბამისი ცხრილი
Alt გამოიყენება სხვა ღილაკებთან კომბინაციაში, იხ. ქვემოთ შესაბამისი ცხრილი
Ctrl -სა და Alt -ს შორის არის ღილაკი ვინდოუსის ლოგოთი. იგი იძახებს მთავარ მენიუს.
Windows
სასარგებლოა როდესაც ამოცანათა დაფა გადაფარულია რაიმე პროგით
კონტექსტური მენიუს მარჯვენა მხარეს ვინდოუსის ღილაკსა და Alt -ს შორის არის კონტექსტური მენიუს
ღილაკი ღილაკი. იგი აქტიური ობიექტისთვის იძახებს კონტექსტურ მენუს.
Enter ყველაზე ხშირად გამოყენებადი ღილაკი. მისი მეშვეობით ვადასტურებთ შეყვანას.
ტექსტურ რედაქტორში იგი შლის სიმბოლოს რომელიც არის კურსორუისგან მარცხნივ,
Backspace
ხოლო საქაღალდეებში მას ავყავართ ერთი დონით ზევით.
Prtscr Print Screen ეკრანის ანაბეჭდს იღებს
Scroll Lock
Pause/Break დაპაუზება, გაგრძელება
Insert ჩასმა
Home საწყისში დაბრუნება
Page UP ერთი გვერდით ზემოთ
აქტიური ობიექტის წაშლა. ტექსტურ რედაქტორში კურსორიდან მარჯვნივ სიმბოლო
Delete
იშლება
End ბოლოში გადასვლა
Page Down ერთი გვერდით ქვემოთ ჩასვლა
Num Lock ციფრული კლავიატურის ჩართვა გამორთვა

ბრძანებების სწრაფად გამოსაძახებლად გამოყენებად ღილაკთა კომბინაციებს ”ცხელი ღილაკები” ეწოდება.

Ctrl + ღილაკი - კომბინაციების ცხრილი

Ctrl + A ყველა ფაილის მონიშვნა


Ctrl + C მონიშნული ფაილის კოპირება

Ctrl + D მონიშნული ფაილის წაშლა

Ctrl + R განახლება

Ctrl + V ჩასმა ბუფერიდან

Ctrl +
ექსპლორერის ფანჯრის დახურვა
W

Ctrl + X ამოჭრა

Ctrl + Y გაუქმებული მოქმედების დაბრუნება

Ctrl + Z უკანასკნელი მოქმედების გაუქმება

Ctrl + F სიტყვით ტექსტის პოვნა

Alt + ღილაკი - კომბინაციების ცხრილი

Alt +
ამოცანათა შორის გადართვა
Tab

Alt + F4 პროგრამიდან გამოსვლა, სისტემის გამორთვა

ნებისმიერ პროგრამაში ღილაკ Alt -ის დაჭერისას მენიუს სტრიქონში მენიუს პუნქტებზე თითო თითო ასოს
გაესმევა ხაზი. ახლა Alt + ხაზგასმული ასო გამოიძახებს შესაბამის მენიუს, მასში ბრძანებებსაც ექნებათ თითო
ასოს ქვეშ ხაზგასმა, და შესაბამისად Alt + ხაზგასმული ასო გამოიძახებს შესაბამის ბრძანებას.

ეს იყო და ეს რაც გვინდოდა მოცემულ ეტაპზე გვეთქვა კლავიატურის შესახებ. აწი ყურადღება მიაქციეთ მენიუს
ბრძანებებში გვერდზე აქვთ მითითებული თუ რა ”ცხელი კლავიშებით” შეიძლება მათი გამოძახება.

მოყვანილი ცხრილების დაზეპირება აუცილებელი არ არის, ხშირად გამოყენებადი კომბინაციები დროთა


განმავლობაში დაგამახსოვრდებათ.

You might also like