You are on page 1of 2

"დაწერილი სიტყვა განძთა შორის უძვირფასესი განძია"

საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება გახლავთ, რომ


დღევანდელი მკითხველთა რიგები, უფრო და უფრო იკლებს. რატომ და
რისთვის, ალბათ სავსებით ცხადი და ნათელია. რატომ უნდა ჰქონდეთ
დრო ადამიანებს კითხვისთვის, როდესაც სამყაროში შეუვალი ფინანსური
პრობლემებია? ძალიან სამწუხაროა ადამიანების აზრი კითხვასთან
დაკავშირებით. სამწუხაროა მათი ფიქრები წიგნების მნიშვნელობასთან და
მკითხველთა მიმართ. მაგრამ რატომ უნდა ვიკითხოთ, როდესაც იცი, რომ
ხვალ შენს შვილს საჭმელს ვერ აჭმევ, ან ფინანსები ცხოვრებას
გინადგურებს?

მწერალი იძლევა სიცოცხლეს. მკითხველს მიაქვს სიცოცხლე და ეს


არსად არ იკარგება. კითხვა გვაძლევს წარმოსახვას, ფანტაზიას და აღქმის
უნარს. არა, მარტო წარმოსახვას. კითხვა იძლევა უკვდავებას. ჩვენ, რამდენ
წიგნსაც ვკითხულოთ, იმდენი პერსონაჟი ცოცხლობს ჩვენშიც. და როგორც
კი განსაცდელში აღმოვჩნდებით, როგორც კი უბედურება შეგვემთხვევა, ეს
პერსონაჟი, დაიწყებს მოქმედებას. ბიძაშენი მამაშენს მოკლავს და
ამოქმედდება ჰამლეტი. ბოროტების ქსელში აიხლართები და ამოქმედდება
მაკბეტი. შეგიყვარდება და ამოქმედდება ჰითქლიფი. საყვარელ ადამიანს
დაკარგავ და ამოქმედდება დანტე… წარმოსახვა, არის ერთადერთი რაც
შეძლებს და ამოიყვანს ადამიანს უბედურების ლაფშიდან. სამყარო სავსეა
გამოუყენებელი შანსებით. ეს შანსები არიან პერსონაჟები, ვინც იციან რა
უნდა მოიმოქმედონ კრიტიკულ მდგომარეობაში. ალბათ, გამოცდილება
მაძლევს იმის უფლებას, რომ ვთქვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კითხვა
სიცოცხლეში და როგორ წვრთვნის აღქმის უნარს. კითხვა - ნიშნავს იცოდე
ისე იცხოვრო, რომ არანაირი "როგორ" არ არსებობდეს. გოეთე ამბობდა
"მუდამ რომ დაუმთავრებელი ხარ, ეგაა შენი სიდიადე". დაუმთავრებელი
ხარ - როდესაც შენში უამრავი პერსონაჟი ცხოვრობს, ვინც იციან, როგორ
გადალახონ ნებისმიერი "როგორ". კითხვა იძლევა უკვდავებას. ყველაფერი
წარმავალია გარდა წიგნებისა, რომლებმაც შეძლეს და წინ გაუსწრეს
რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მასში მოთხრობილი ამბავია
მტკნარი სიცრუე.
ასე და ამგვარად, ზემოთხსენებული სიტყვები მაძლევს უფლებას
საბოლოოდ ვთქვა და მივმართო ყველას, რომ - იკითხონ წიგნები. იკითხონ
და ვერავითარი "როგორ" ვერ დააბრკოლებს მათ პოტენციალს. მაგრამ
არასდროს იყოს შენი ცხოვრება სხვისი შეხედულებები. წინააღმდეგ
შემთხვევაში - მკვდარი ხარ.

You might also like