You are on page 1of 1

მირიან მეფე წავიდა სანადიროდ მუხრანისკენ თავის თანამძრახველებთან

ერთად,მირიან მეფე განრისხებული იყო რადგან წმინდა ნინომ როდესაც ლოცვა


აღავლინა გაანადგურა კერპები რომლებსაც მირიანი და თავისი ხალხი სცემდნენ
პატივს.ამიტომაც მირიანს ჰქონდა ჩაფიქრებული რომ გასწორებოდა ყველა ქრისტეს
მიმდევარს მათ შორის თავის ცოლსაც

მეფეს თავისი თანამძრახველები დათანხმდნენ ამ ყველაფერზე და განაგრძეს


გზა,საბოლოოდ ისინი ავიდნენ თხოთის მთაზე სადაც მოხდა სასწაული და
მოულოდნელად არემარე მოიცვა სიბნელემ,მეფე და თავისი თანამძრახველები
დაიკარგნენ და ერთმანეთს ვეღარ პოულობდნენ მეფე შუაგულ ტყეში იდგა
სასოწარკვეთილი და გადაწყვიტა რომ თავისი კერპებისათვის მიემართა ,მაგრამ
ამაოდ.ბოლოს ისღა დარჩენოდა მეფეს რომ ნინოს ღმერთისთვის მიემართა მან სთხოვა
ღმერთს გზის განათება და თუ მას ეს აუსრულდებოდა მის სახელზე აღმართავდა ჯვარს და
ნინოს სახელზე ეკლესიას ააშემებდა ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ მოხდა სასწაული
და არემარე განათდა.მეფე ჩამოხტა ცხენიდან აღმოსავლეთისკენ აღაპყრო ხელები და
ადიდა ღმერთი:შენა ხარ ღმერთი ნამდვილი რომელსაც ნინო ქადაგებს შენ მიხსენ მე
გაჭირვებისგან ამიტომაც მე შენს სახელზე აღვმართავ ჯვარს.

მეფემ დაიმახსოვრა ეს ადგილი და უკან წამოვიდა როდესაც დაბრუნდა შეუერთდა


დაბნეულ ხალხს რომელთაც იხილეს ნათელი,მირიანი დადგა შუაში და მიმართავდა
ხალხს რომ ედიდებინათ ნინოს ღმერთი ღმერთი რომელიც ადამიანების მოდგმამ
მარადიულად უნდა ადიდოს.შემდეგ მეფემ მოიკითხა თუ სად იყო უცხო ქალი ნინო
რომელიც როგორც თავისი დედა ისე მოიხსენია ხოლო ნინოს ღმერთი კი როგორც
თავისი მხსნელი.

როდესაც მეფემ შეიტყო ნინოს ადგილმდებარეობის შესახებ თვითონ მივიდა და უთხრა


რომ ღირსი იყო ედიდებინა ნინოს ღმერთი ანუ თავისი მხსნელი ,ხოლო წმინდა ნინომ
უთხრა რომ ეწამა ღმერთი და მოენანიებინა ცოდვები.მაშინ ყველა ტიროდა როდესაც
ხედავდნენ მეფეს და დედოფალს ერთად.ხოლო მეორე დღეს გაგზავნეს წიგნი
საბერძნეთში კონსტანტინე მეფესთან და ელენე დედოფალთან.

ითხოვდნენ მღვდლებს ნათლისღებისთვის,ნინო კი ლოცულობდა და ასწავლიდა ხალხს


ჭეშმარიტ გზას სასუფევლისკენ.კონსტანტინე მეფეს ძალიან გაუხარდა ამ ამბის გაგება
მადლი შესწირეს ღმერთს ხოლო შემდეგ კი გამოგზავნეს ეპისკოპოსი ორი მღვდელი და
დიაკონი.თან გამოატანეს ჯვარი მაცხოვრის ხატი და დიდი საბოძვარი.

მოინათლა მირიანი წმინდა ნინოს ხელით ხოლო დედოფალმა და მისმა შვილებმა


ნათელი იღეს მღვდლებისგან და დიაკონებისგან,ამგვარად გაქრისტიანდა სრულიად
საქართველო.

You might also like