You are on page 1of 4

საქართველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნავიგაციაზე გადასვლაძიებაზე გადასვლა

Disambig-dark.svg ტერმინს „საქართველო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ


საქართველო (მრავალმნიშვნელოვანი).

საქართველო

აფხ. Қырҭтәыла

საქართველო

საქართველოს

დროშა გერბი

დევიზი: ძალა ერთობაშია

ჰიმნი: საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

„თავისუფლება“

მენიუ0:00

საქართველოს მდებარეობა მსოფლიოში

დედაქალაქი

და უდიდესი ქალაქი Tbilisi City Seal.svg თბილისი

41°43′ ჩ. გ. 44°47′ ა. გ.

ოფიციალური ენა ქართული

აფხაზური 1 [1]

ეთნიკური ჯგუფები (2014) ქართველები – 86,8 %

აზერბაიჯანელები – 6,2 %

სომხები – 4,5 %

სხვა – 2,8 %

ეთნოქორონიმი ქართველი

მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა

- პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი


- პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

- პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა

საკანონმდებლო ორგანო საქართველოს პარლამენტი

დამოუკიდებლობა

- რუსეთის იმპერიისგან 26 მაისი 1918

- საბჭოთა ანექსია 25 თებერვალი 1921

- დამოუკიდებლობა სსრკ-სგან 9 აპრილი 1991 (განაცხადა)

25 დეკემბერი 1991 (დასრულდა)

- კონსტიტუციის მიღება 24 აგვისტო 1995

ფართობი

- სულ 69 700 კმ2 (121-ე)

მოსახლეობა

- 2020 შეფასება 3 716 900 კაცი[2] (131-ე)

- 2014 აღწერა 3 713 804 კაცი[3]

- სიმჭიდროვე 53.5 კაცი/კმ² კაცი/კმ2 (137-ე)

მშპ (მუპ) 2017 შეფასება

- სულ $39.70 მილიარდი[4] (116-ე)

- ერთ სულ მოსახლეზე $10,747

მშპ (ნომინალი) 2015 შეფასება

- სულ $14.372 მილიარდი[5]

- ერთ სულ მოსახლეზე $3,863[5]

ჯინი (2014) 40.9[6]

საშუალო

აგი (2019) Increase2.svg 0.812[7]

ძალიან მაღალი · 61-ე

ვალუტა Sign of Georgian Lari.svg ლარი 4 (GEL)

სასაათო სარტყელი UTC+04:00[8]

მოძრაობა მარჯვენა

სატელეფონო კოდი +995


ISO 3166 კოდიGEO

ინტერნეტ-დომენი .ge

ა. 1აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე აფხაზური ენა.

ბ. 2მოსახლეობის რიცხვში და სიმჭიდროვეში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს


ნაწილი, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს ხელისუფლება ვერ
აკონტროლებს.

3დაახლოებითი მონაცემები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.

4რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშია რუსული


რუბლი.

საქართველო (აფხ. Қырҭтәыла) — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის


აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან
თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური
ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს ,
თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის


ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული
სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ
კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული IV
საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ
საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო , სანამ XV
საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა
რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801–1878 წლებში. რუსეთის
რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922
წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და


მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა
შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მოხდა „ვარდების
რევოლუცია“. საქართველოს მთავრობის მისწრაფება ნატოში გაწევრიანებასა და
გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად
აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანა
მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა .

საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც


უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო
ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის , მსოფლიო სავაჭრო
ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე
მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში
გაწევრიანებას.

You might also like