You are on page 1of 1

„ ნილოსის საჩუქარი’’

ადამიანების შეგრძნება ეგვიპტური ხელოვნების ნიმუშების მიმართ არის


მარადისობასთან ზიარების დაგვარი.მცხუნვარე მზე და მომდინარი ნილოსი ზუსტად ამავე
შეგრძნებას გვიტოვებს.ეგვიპტელი ხალხი მთელი ცხოვრების განმავლობაში
ემზადებოდნენ მეორე სამყაროში წასასვლელად რამაც განაპირობა მათი კულტურა და
რელიგია,ასევე ამ ყველაფერს დიდი წვლილი მიუძღვის ხელოვნურ კულტურის
განვითარებაშიც.მაგალითად:იგებოდა პირამიდები რომელიც გამოიყენებოდა
გარდაცვლილი ადამიანების სამარხებად,ასევე იგებოდა ტაძრები გარდაცვლილების
საპატივსაცემოდ ამ ტაძრებში იყო ასევე განსხვავებული მოხატულობა და
ქანდაკებები.მათ ჰქონდათ განსხვავებული ტრადიციები მხატვრობაში ისინი ხატავდნენ
სახეს და კიდურებს პროფილში ხოლო თვალებს და ტანს ანფასში ეს იყო ის რაც ხდიდა ამ
ნამუშევრებს განსხვავებულს.ეგვიპტის ისტორია არის დაყოფილი სამ ნაწილად

ძველი სამეფოს ხანა-ძვ.წ. XXVIII-XXIII სს.

შუა სამეფოს ხანა-ძვ.წ. XXI-XVIII სს.

ახალი სამეფოს ხანა-ძვ.წ. XVI-XI სს.

ჩვენთვის ნაცნობი პირამიდები პირველად აშენდა ძველი სამეფოს ხანაში რომლებიც


ჰორიზონტზე იყვნენ ჩამწკრივებულები და საოცრად ლამაზად გამოიყურებოდნენ ეს
განლაგება თავიდანვე განსაზღვრეს არქიტექტორებმა.

ხოლო,შუა სამეფოს ხანაში უკვე აიგო სულის მოსახსენიებელი ტაძარი რომლის ერთერთი
შემადგენელი ნაწილი იყო პირამიდა.

ახალი სამეფოს ხანაში კი აიგო უფრო მასშტაბური ნაგებობები როგორიცაა რამსეს


მეორეს კლდეში ნაკვეთი ტაძარი და სხვა.

მიხეილ ბაბუციძე.

You might also like