You are on page 1of 2

ნინო კვიტაშვილი

რა არის მუზეუმი და რატომ გახდა მისი არსებობა საჭირო? მუზეუმი ეს არის საზოგადოებიის
განვითარების სამსახურში მყოფი ინსტიტუტი, რომელიც ღიაა ფართო საზოგადოებისთვის. მუზეუმი
შეისწავლის, ინახავს იკვლევს და გამოფენს ადამიანის შემოქმედებას. მუზეუმში როგორც წესი
მუშაობენ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები. ასევე მუზეუმი, როგორც დებატების ფორუმი,
ახალი იდეების წარმოჩენისა და შექმნის ადგილი, შეიძლება იყოს კრეატიული ეკონომიკის ღერძი. მან
პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს თავის სივრცეების -გალერეების, საკლასო ოთახებისა და
აუდიტორიების გამოყენებას ნებისმიერი ადამიანისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში
სწავლის უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი მუზეუმში დაცულია უძველესი ნამუშევრები და ასევე
უძველესი კულტურა. მუზეუმის მეშვეობით ადამიანი ეცნობა თუ ვინ იყო იგი საუკუნეების წინ, როგორ
მოაღწია აქამდე და როგორ განვითარდა. ადამიანმა ქვის იარაღიდან 21-ე საუკუნემდე უმაღლეს
მწვერვალს მიაღწია. მავანი ყოველთვის ქმნის სიახლეებს მაგალითად, თავდაპირველად ადამიანმა
გამოიგონა ქვის იარაღი, ახლა კი 21-ე საუკუნუში ადამიანები მოწმე ვართ უდიდესი გამოგონების
კომპიუტერის და ჯერ კიდევ წინ მიიწევს გამოგონება. ადამიანი ყოველთვის შექმნის სიახლეს,
რასაც დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. სწორედ ამიტომ არსებობს მუზეუმი რომ დაცული იყოს
ადამიანის მიერ შექმნილი ღირებულებები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი არის მუზეუმების
უდიდესი გაერთიანება, რომელიც დაარსდა 2004 წლის 30 დეკემბერს. რაც შეეხება ამ მუზეუმს,
იმიტომ ავირჩიე რომ ვფიქრობ, მასზე დაწერილი თემა ძალიან საინტერესო იქნება, ასევე
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმია. მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობდა
1910-1928 წლებში. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შედის სიმონ ჯანაშიას
სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო მუზეუმი, შალვა ამირანაშვილის
სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა. ეროვნულ მუზეუმში შემავალი მუზეუმებიდან
ყველაზე ძველი სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმია, რომელიც დაარსდა 1852
წელს.1919 წლამდე მას კავკასიის მუზეუმი ეწოდებოდა. აქ თავმოყრილია მილიონ ნახევრამდე
ექსპონატი, რომელიც ასახავს ქართველი ერის ყოფასა და კულტურას უძველესი დროიდან დღემდე.
2011 წელს ჩატარდა სიმონ ჯანაშიას მუზეუმის რეაბილიტაცია. 2004 წლიდან საქართველოს
ეროვნული მუზეუმის დირექტორია დავით ლორთქიფანიძე. საქართველოს ეროვნულ მუზეუში
დაცულია ძველი ქართული იარაღ-საჭურველი, შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშები,
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი უძველესი ნივთები. მუზეუმში დაცული ექსპონატები
აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, მარტყოფში, თრიალეთის
ყორღანებში, ვანში ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალში და სხვა. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
ასევე ინახება ისეთი ნივთები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმის გამოფენებში საპატიო
ადგილი ეკავათ. მუზეუმის ფუქცია არა მხოლოდ დამთვალიერებლების მოზიდვა და ხელოვნების
მოყვარულთა ინტერესების დაკმაყოფილება, არამედ ექსპონატების შენახვა და მოვლაც. საკმაოდ
მოსახერხებელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ონლაინ ვებ გვერდი, სადაც
დამთვალიერებელი პანდემიის პირობებში მარტივად სახლიდან გაუსვლედად დაათვალიერებს
მუზეუმში დაცულ ექსპონატებს და გაეცნობა მის ისტორიას. 18 მაისს არის საქართველოს ეროვნული
მუზეუმის საერთასორისო დღე. ვფიქრობ, მუზეუმის კოლექციები დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის
მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. ჩემი აზრით, თითოეული მუზეუმი უნიკალური და
განუმეორებელია. ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმი მრავალი წელია ახორციელებს
საგანმანათლებლო საქმიანობას. საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს მულტიფუნქციურ
სივრცეს, რომელიც ორიენტირებულია მთლიანად დამთვალიერებლებზე. მუზეუმში იმართება
სხვადასხვა აქტივობები, საგანმანათლებლო პროექტები. საუკეთესო ვარიანტი სამუზეუმო
ექსპონატების გასაცნობად ადგილზე მისვლა და დათვალიერებაა, თუმცა საქართველოს ეროვნულმა
მუზეუმმა გაითვალისწინა საზოგადოების იმ ნაწილის ინტერესები,რომლებსაც არ აქვთ მისი
ახლოდან ნახვის საშუალება და შექმნა ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვნახოთ
მუზეუმში გამიფენილი ექსპონატები. რა თქმა უნდა, ყველა სფეროში და მათ შორის მუზეუმში
აუცილებელია ინოვაციების დანერგვა, მაგრამ იგი არ უნდა სცილდებოს მუზეუმის დანიშნულების
ფარგლებს. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა „კავკასიის მრავალფეროვნებას“ .
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცნობით ბუნების ისტორიების კოლექციების შეგროვება
მუზეუმში დაიწყო 1852 წლიდან. 1856-1868 წელს ნატურალისტ ფრიდრიხ ბაიერნის ინიციატივით
მოეწყო საბუნებისმეტყველო მუზეუმის გამოფენა. ხოლო 150 წლის შემდეგ საქართველოს
ეროვნულმა მუზეუმმა წარმოადგინა გამოფენა „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“ . მუზეუმის
გამოფენილთა ნაწილი 1867-1869 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარდგენილი.
1928 წელს კი გერმანელმა მეცნიერმა გუსტავ რადემ შეგროვებული კოლექციით საფუძველი
ჩაუყარა კავკასიაში პირველ ზოოლოგოურ გამოფენას, რომელიც არსებიბდა 1972 წლამდე.
გამოფენა „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“ წარმოადგენს მუზეოლოგიის, მრავალწლიანი
სამეცნიერო კვლევებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების სინთეზსს ასევე
გვევლინება ბუნების ისტორიის შესწავლის მძლავრ საგანმანათლებლო კერად ყველა ასაკის
დამთვალიერებლებისათვის. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ხელს უწყობს ახალგაზრდებს
განუვითარონ სასკოლო ჯგუფების ვიზიტების წარმართვისათვის აუცილებელი თეორიული და
პრაქტიკული უნარები. მუზეუმის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია თუკი დამთვალიერებელს გიდები
სამუზეუმო მასალას შესაბამისად წარუდგენენ.

1. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83
%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%
83%9D%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%
E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%
A3%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98
2. https://sdasunewmedia.wordpress.com/2015/11/16/%E1%83%A1%E1%83%90
%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%
94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A0%E1%8
3%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1
%83%9B%E1%83%A3%E1%83%96/
3. http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=31
4. http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%8
3%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1
%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D
%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83
%9B%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9B%E1%
83%98
5.

You might also like