You are on page 1of 1

ლითოსფერო

მეცნიერებას, რომელიც დედამიწის ქერქის აგებულებას, შემადგენლობას და


განვითარების თავისებურებას შეისწავლის გეოლოგია ეწოდება. მეცნიერებმა დაადგინეს,
რომ ქანების ტემპერატურა სიღრმის მატებასთან ერთად იზრდება, საშუალოდ ყოველ 100
მეტრ სიღრმეზე ტემპერატურა 3° -ით მატულობს. ქანების ტემპერატურის ზრდა დედამიწის
შინაგანი ენერგიითაა გამოწვეული.

დედამიწა სამი ნაწილისგან შედგება: ბირთვი, მანტია და დედამიწის ქერქი.


დედამიწის ზედა მყარ გარსს დედამიწის ქერქი შეადგენს, მისი სისქე 5-10 კმ-დან(ოკეანეების
ქვეშ) 70-80 კმ-მდე (კონტინენტების ქვეშ) მერყეობს.

მანტიის ზედა ფენას და დედამიწის ქერქს ერთად ლითოსფეროს (ბერძ. „ქვის


სფეროს“) უწოდებენ. მისი სისქე 50-200 კმ-ია.

დედამიწის ქერქი ორგვარია: კონტინენტური და ოკეანური. ოკეანური ქერქი


ორშრიანია - დანალექი და ბაზალტური, კონტინენტური სამშრიანია (დანალექი,
გრანიტული, ბაზალტური).

ქერქი მოძრავი და მდგრადი უბნებისგან შედგება. მდგრად უბნებთან (ბაქანებთან)


დაკავშირებულია ვრცელი ვაკეების, ხოლო მოძრავ უბნებთან ახალგაზრდა მთების და
მთიანი სისტემების არსებობა.

დედამიწის ქერქი ქანებისა და მინერალებისგან შედგება. ალმასი ყველაზე მაგარი


მინერალია, ტალკი ყველაზე რბილი.

წარმოშობის მიხედვით ქანები სამგვარია

დანალექი
მაგმური მეტამორფული

ბაზალტი გნეისი ქიმიური ნგრევითი ორგანული


გრანიტი მარმარილო ქვამარილი თიხა ცარცი
ტუფი კვარციტი თაბაშირი ქვიშა კირქვა
ტორფი
ნახშირი

You might also like