You are on page 1of 2

II კაზუსის წერა

კაზუსი: ავთანდილს სურდა ბაგრატისთვის, რომელმაც იგი მძიმედ შეურაცხჰყო


სამაგიერო გადაეხადა და ჭკუა ესწავლებინა. მან ბაგრატს მოკვლის ევენტუალური
განზრახვით მოუქნია დანა. დანის მოქნევის დროს ბაგრატი გვერდზეე გაიწია, რის
გამოც მას ჭრილობა მუცლის მარჯვენა მხარეს მიადგა. ბაგრატის მოკვლის
ევენტუალური განზრახვის მიუხედავად, ავთანდილი ფიქრობდა, რომ მიყენებული
ჭრილობით ბაგრატი არ მოკვდებოდა. ავთანდილს ჰქონდა საშუალება განმეორებით
დაერტყა ბაგრატისთვის დანა, მაგრამ აღარ მოისურვა ამის გაკეთება, ვინაიდან
ბაგრატზე დანის დარტყმით უკვე შური იძია. ბაგრატს თავდაპირველად ტკივილი არ
უგრძვნია. მან შეძლო გაეჩერებინა ტაქსი საავადმყოფოში წასასვლელად.
საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციით ბაგრატი სიკვდილს გადაურჩა.
ექსპერტიზამ მიყენებული ჭრილობა შეაფასა მძიმე ხარისხის დაზიანებად.
კაზუსის ამოხსნა
ჰიპოთეზა: შესაძლოა ავთანდილი ბაგრატთან მიმართ ჩადენილ დანაშაულში
დაისაჯოს სსკ.-ის 19,108 მუხლით.
ქმედების შემადგენლობა:
ა) ობიექტური შემადგენლობა:
ქმედება: ავთანდილმა ბაგრატს ევენტუალური განზრახვით მოუქნია დანა რადგან
მას სურდა რომ მოეკლა ბაგრატი მაგრამ მან ვერ შეძლო ბაგრატის მოკვლა მან
მხოლოდ მძიმედ დააზიანა ბაგრატის ჯანმრთელობა და მიაყენა მძიმე ხარისხის
ჭრილობა.
შედეგი: შედეგის სახით მოცემულ კაზუსში ჩვენ გვაქვს ის რომ ბაგრატის
ჯანმრთელობა დაზიანდა მძიმედდ ავთანდილის მიერ მიყენებული ჭრილობით
ჭრილობაც თავის მხრივ იყო მძიმე.
მიზეზობრივი კავშირი: მიზეზობრივ კავშირში გვაქვს ის რომ ავთანდილს რომ არ
მოექნია ის დანა და განზრახული არ ჰქონოდა მართალია ევენტუალურად მაგრამ
მაინც მას რომ ბაგრატისთვის არ დაერტყა დანა და არ ეცადა მის მოკვლას ბაგრატი არ
დაზიანდებოდა მძიმედ.
ბ) სუბიექტური შემადგენლობა:
მცდელობის სუბიექტურ მხარეში იკვეთება ის რომ ავთანდილს ჰქონდა საკუთარი
გადაწყვეტილება მიღებული და იგი სრულიად ითვალისწინებდა შესაძლო მომხდარ
ფაქტს. ავთანდილს სურდა რომ მოეკლა ბაგრატი მას ჰქონდა მიღებული ეს
გადაწყვეტილება და ჰქონდა ასევე განზრახვა ქმედების ობიექტური მხარის მიმართ.
2) მართლწინააღმდეგობა: მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები
არ არსებობს რადგან ავთანდილი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.
3) ბრალი: ბრალის გამომრიცხველი გარემოებები ამ კონკრეტულ კაზუსსა და
საქმეში არ ჩანს.ავთანდილი მოქმედებდა ბრალეულად.
4) პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება რადგან ავთანდილმა მკვლელობაზე
ხელი აიღო: სსკ.-ის 21 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით ავთანდილი
განთავისუფლდება მკვლელობის მცდელობის ბრალდებისგან რადგან მან ხელი
აიღო დანაშაულზე. იგი განთავისუფლდება მკვლელობის მცდელობის
ბრალდებიგან.
დასკვნა: ვინაიდან და რადგანაც ავთანდილმა ხელი აიღო დანაშაულზე იგი არ
დაისჯება იმის გამო რომ მან ჩაიდინა მკვლელობის მცდელობა მაგრამ ის დაისჯება
იმის გამო რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

You might also like