You are on page 1of 2

აქტიურობის ქულა

ლექტორი: ალიკა კუპრავა


სტუდენტი: ზაზა ჩაჩანიძე
კურსი: 2
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
2022წ.
როგორი წესით აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი თუ ის დღეს გადადგება.
დღეისათვის მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა რომელსაც არ ყავს
პრეზიდენტი. საქართველოში დღეს პრეზიდენტს ძალიან შემცირებული აქვს
უფლებები და შეიძლება ითქვას რომ მისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე
რაში გვჭირდება პრეზიდენტი, მაგრამ ეს ესე არ არის. დღევანდელ ცხოვრებაში
საქართველოში ნათლად გამოჩნდა ის რომ პრეზიდენტი საჭიროა თუნდაც
იმისათვის რომ ქვეყანაში იყვეს დემოკრატიული პირობები და თუნდაც დღეს არ
გვყავდეს ბევრი პოლიტპატიმარი ისეთი რომლის გათავისუფლებაც პრეზიდენტს
შეუძლია, თუნდაც ამ მიზეზიდან გამომდინარე ვთვლი რომ პრეზიდენტის როლი ამ
ქვეყანაში ამ შესაძლებლობის გამო დიდია. ვგულისხმობ იმას რომ პრეზიდენტს
შეწყალების აქტით შეუძლია შეიწყალოს პოლიტპატიმრები და ასევე ისეთ კანონს
დაადოს ვეტო და სცადოს ისეთი არაკონსტიტუციური და დემოკრატიული კანონის
არ მიღება როგორიც არის რაღაც გარკვეული დემოკრატიული ორგანოების და
მაკონტროლებელი ორგანოების გაუქმებაა. ვთვლი რომ ამ ქვეყანას ძლიერი და
დამოუკიდებელი პრეზიდენტი მინიმუმ ამის გამო სჭირდება. პრეზიდენტის არჩევის
წესი რამდენიმე წლის წინ შეიცვალა კერძოდ 2018 წელს. ამაზე საუბარი რომ
რამდენად დემოკრატიული და სწორი გადაწყვეტილებაა რთულია რადგან ეს
კომპლექსური და დიდი საკითხია, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ხალხს უნდა ჰქონდეს
იმის უფლება რომ საკუთარი ნებით აირჩიოს პრეზიდენტი და არა ის 300 კაციანი
კოლეგია წყვეტდეს პრეზიდენტის არჩევას რომელიც 2024 წლიდან აირჩევს
პრეზიდენტს, თუნდაც იმიტომ რომ არ იყოს მიკერძოების საშიშროება. მაგრამ ამ
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საქართველოში 2018 წელს უკვე შეიცვალა
პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტს აღარ ირჩევს ხალხი არამედ ირჩევს ის 300
კაციანი კოლეგია რომელიც შედგება პარლამენტის ყველა წევრისგან და ასევე
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საკანონმდებლო
ორგანოს წარმომადგენლები. ამასთანავე ამ შემადგენლობაში შედიან ცენტრალური
საარჩევნო კომისიის კოლეგიების წევრები რომლებიც ორგანული კანონით გაწერილი
კვოტების შესაბამისად არიან დასახელებული თვითმართველობის ის წევრები
რომლებსაც მათი პარტია დაასახელებს. საბოლოოდ ამ 300 კაციან კოლეგიას კრებს
და ამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ანუ ცესკო. პრეზიდენტის
გადადგომის შემდეგ მის უფლება მოვალეობებს ასრულებს პარლამენტის
თავმჯდომარე და ახალი კანონის მიხედვით პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნების
გზით აირჩევა ოღონდ მას აღარ აირჩევს ხალხი და მას აირჩევს ისევ ის სამას კაციანი
კოლეგია. არჩევნების შესახებაც ცოტა რამ რომ ვისაუბროთ არის ასე რომ
პრეზიდენტს როგორც გითხარით აირჩევს ის სამას კაციანი კოლეგია და აირჩევენ
პრეზიდენტს პარლამენტის სასახლეში და კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს
არანაკლებ 30 წევრს რომლებიც შედიან ამ კოლეგიაში. უფრო მეტიც კოლეგიის ერთ
წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ასევე
შეუძლია მხოლოდ ერთი კანდიდატისთვის ხმის მიცემა. არჩევის წესი არის შემდეგი
რომ თუ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატები არჩევნებში ვერ მიიღებენ
კოლეიიდან 2/3 ის მხარდაჭერას იმართება მეორე ტური, მეორე ტურში
მონაწილეობას იღებს ორი საუკეთესო შედეგის მქონე პრეზიდენტობის კანდიდატი
პირი და გამარჯვებული უკვე უშუალოდ ხდება ამ არჩევნების გამარჯვებული. ეს
არჩევნები რომ შედგეს საჭიროა რომ მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში კოლეგიის
შემადგენლობის ნახევარზე მეტმა პირმა და თუ არ შედგა არჩევნები ან არ აირჩია
კოლეგიამ პრეზიდენტი არჩევნები განმეორებით ინიშნება ამ არჩევნებიდან 30
დღეში.
საბოლოოდ დასკვნის სახით რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი პრეზიდენტს ახალი
კანონის მიხედვით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. თუ პრეზიდენტი გადადგება მას
აირჩევენ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებით ოღონდ მას აღარ აირჩევს ხალხი და
აირჩევს საარჩევნო კოლეგია 300 წევრით სადაც გაერთიანებულები არიან
პარლამენტის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წევრები
და თვითმართველობის ის წევრები რომლებიც მათმა პარტიამ დაასახელა.
პრეზიდენტის არჩევას სჭირდება კოლეგიის წევრების სრული შემადგენლობის 2/3
რომ მან შეძლოს პირველივე ტურში გამარჯვება ხოლო კოლეგიიდან წარმოდგენილი
უნდა იყოს მინიმუმ ნახევარზე მეტი რომ შედგეს არჩევნები და არ დაჭირდეს
არჩევნების ჩატარებას დამატებით 30 დღე იმიტომ რომ კოლეგიის არასაკმარისი
წევრების გამო ვერ მოხდა პრეზიდენტის არჩევა.

You might also like