You are on page 1of 3

კონფლიქტი აფხაზეთში - კონფლიქტის მოგვარების სამართლებრივი ასპექტები

კონფლიქტის ფაზები

ა) კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნა;


ბ) კონფლიქტის გაცნობიერება;
გ) კონფლიქტური ქცევის გამოვლენა;
დ) კონფლიქტის გაღრმავება;
ე) კონფლიქტის მოგვარება.

კონფლიქტის ძირითადი ეტაპებია შემდეგი:


1) კონფლიქტამდე არსებული მდგომარეობა; 
2) ინციდენტი; 
3) ესკალაცია; 
4) კულმინაცია; 
5) კონფლიქტის დასრულება; 
6) პოსტკონფლიქტური სიტუაცია. 

კონფლიქტის თვისებები:
1. ხანგრძლივობის მიხედვით, ამ ტიპებში შედის შემდეგი ქვესახეობები:
გრძელვადიანი (მაგ: ასწლოვანი ომი); მოკლევადიანი; ერთჯერადი; გაჭიანურებული;
განმეორებადი.
2. მოცულობით:
გლობალური (მაგ: მეორე მსოფლიო ომი); ადგილობრივი; რეგიონალური; ჯგუფური
(მაგალითად: მასობრივი ჩხუბი)
3. წარმოშობის წყაროს მიხედვით:
ობიექტური; სუბიექტური; ცრუ.
4. გამოყენებული საშუალებებით:
ძალადობრივი; არაძალადობრივი.
5. ფორმის მიხედვით:
შიდა კონფლიქტები - საპირისპირო მხარეების ურთიერთქმედება მოცემულ ობიექტში,
მაგალითად, მოცემული ცხოველთა სახეობებში (შიდასახეობრივი ბრძოლა). ობიექტის
განვითარების პროცესს ახასიათებს არა მხოლოდ შიდა კონფლიქტების განლაგება, არამედ მისი
მუდმივი ურთიერთქმედება გარე პირობებთან, გარემოსთან.
გარე კონფლიქტები - სხვადასხვა ობიექტთან დაკავშირებული საპირისპირო
ურთიერთქმედება, მაგალითად, საზოგადოებასა და ბუნებას, ორგანიზმსა და გარემოს შორის და
ა.შ.
ანტაგონისტური კონფლიქტები - არის ურთიერთქმედება შეურიგებლად მტრულად
განწყობილ სოციალურ ჯგუფებსა და ძალებს შორის. ტერმინი "ანტაგონიზმი" ფართოდ არის
გავრცელებული ბიოლოგიასა და მედიცინაში: შხამების, ნარკოტიკების, მიკრობების, კუნთების,
კბილების დაპირისპირება და ა.შ. ტოლია სხვისი დანაკლისის, ანუ სიდიდის ტოლი და ნიშნის
საწინააღმდეგო. სუფთა სახით ანტაგონიზმი იშვიათად იჩენს თავს - საბაზრო კონკურენციის,
ომის, რევოლუციის, სპორტისა და ა.შ.
6. საზოგადოების განვითარებაზე ზემოქმედების მიხედვით:
პროგრესული
რეგრესიული
7. განვითარების ხასიათიდან გამომდინარე:
განზრახ
სპონტანური
8. საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროების მიხედვით:
ეკონომიკური (ან სამრეწველო)
პოლიტიკური
ეთნიკური
ოჯახური - საყოფაცხოვრებო
რელიგიური

კონფლიქტის ტაქტიკა - ეს არის სტრატეგია, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს


კონფლიქტში ადამიანის ქცევის სტილს. ზოგადად კონფლიქტის მოგვარებისას ადამიანი იყენებს
შემდეგ ხუთ სტრატეგიას (მეთოდს):

1. განრიდება (კონფლიქტის თავიდან აცილება) - ამ დროს ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ


კონფლიქტურ სიტუაციას. მათ არ აქვთ სურვილი დაიცვან თავიანთი ინტერესები და არ
ცდილობენ იბრძოლონ სურვილებისთვის, როლებიც მათ გააჩნიათ. ისინი, მყარად იკავებენ
პოზიციას „ეს ჩემი საქმე არაა“.

2. შეგუება (ადაპტაცია) - კონფლიქტის სიტუაციის შერბილებისა და ურთიერთობების


შენარჩუნების მცდელობა. ადამიანები კონფლიქტის არიდების მიზნით გაცილებით
ლოიალურები არიან. ისინი ყველაფერს აკეთეენ იმისათვის, რომ სხვამ დაიკმაყოფილოს
სურვილი იმ მიზნით, რომ კონფლიქტი არ წარმოიშვას. მათ ურჩევნიათ გარკვეული საუშაო
შეასრულონ სხვის მაგივრად, იმის ნაცვლად, რომ მივიდნენ და მოსთხოვონ ამ საქმის შესრულება
იმ პირს, ვისაც უშუალოდ ევალება ამის შესრულება. ერთი მხარე ყველაფერში ეთანხმება მეორეს,
მაგრამ აქვს საკუთარი აზრი, რომლის გამოხატვისაც ეშინია. ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება,
რომ კონფლიქტური სიტუაცია არ წარმოიქნას.

3. მეტოქეობა (შეჯიბრი) - მეორე მხარესითვის აქტიური წინააღმდეგობის გაწევა. ოპონენტები


ერთმანეთს ეჯიბრებიან იმის გასარკვეევად თუ ვინ არის მართალი. ისინი არ თმობენ და
მტკიცედ იკავებენ თავიანთ პოზიციებს, მათ არ აინტერესებთ სხვების აზრი და მათი
ინტერესების დაკმაყოფილება. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა კონკრეტული საკითხი მათ
სასარგებლოდ გადაწყდეს. დაპირისპირებულები ორიენტირებულნი არიან თავიანთი მიზნების
მიღწევაზე მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ამავე დროს, იძულების
შესაძლებლობები არ არსებობს. კონფლიქტის მოგვარების ეს მეთოდი არაფერს არ წყვეტს. თუმცა
ადამიანი, რომელიც ამ სახის სტრატეგიით მოქმედებს, ხშირად იმარჯვებს იმაზე ვისაც შეგუების
სტრატეგია აქვს არჩეული.

4. კომპრომისი. როდესაც ადამიანები მიდიან კომპრომისზე, ეს გულისხმობს იმას, რომ მათ უნდა
გაიღონ და მიიღონ რაღაც. მათი სურვილია ორივე მხარე დარჩეს კმაყოფილი ან უკმაყოფილო
კონფლიქტის შედეგით. კომპრომისი ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია და მას ხშირად იყენებენ
კონფლიქტის მოსაგვარებლად, რადგან იგი მოითხოვს ორივე მხარისგან დათმობაზე წასვლას.

5. თანამშრომლობა - მოიცავს გადაწყვეტის ერთობლივ ძიებას, რომელიც დააკმაყოფილებს


ყველა მხარის ინტერესებს. თანამშრომლობის დროს ადამიანებს სურთ იმის დანახვა, რომ ყველას
ინტერესი თანაბრადაა დაცული. ხშირია შემთხვევები, როდესაც კონფლიქტი ისე გვარდება, რომ
არცერთი მხარე არ ელოდა ამ შედეგს თანამშროლობის სტრატეგიის არჩევამდე.

აქვე შეიძლება დავამატოთ მე-6 სტრატეგიაც (მეთოდი), იძულება - ეს არის კონფლიქტის მართვა
ზეწოლით, ძალაუფლების ან ძალის გამოყენებით, რათა აიძულონ ადამიანები მიიღონ თავიანთი
მოსაზრება. თუმცა ვფიქრობ კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო გზა ჩამოთვლილთაგან მაინც
თანამშრომლობაა.

კონფლიქტის სტრუქტურული კომპონენტებია:

ა) კონფლიქტში მონაწილე მხარეები (მონაწილეები)


ბ) კონფლიქტის პირობები
გ) კონფლიქტის საგანი
დ) კონფლიქტის მხარეთა ქმედებები;
ე) კონფლიქტის შედეგი

მოტივაცია განსაზღვრავს მიზნების ჩამოყალიბებას. მიზანი შეიძლება განვმარტოთ,


როგორც წარმოსახვითი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს ადამიანს მოცემულ სიტუაციაში.
ზოგჯერ ადამიანი მიუღწევად მიზნებს ისახავს, რაც შინაგანი კონფლიქტის საფუძველი ხდება.

კონფლიქტის მონაწილეთა ქმედებები შეიძლება გამოიხატოს შემდეგნაირად:


ა) ხელის შეშლა მოცემული მხარის გეგმებისა თუ განზრახვების განხორციელებაში;
ბ) მეორე მხარის მიერ თავისი მოვალეობებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
გ) რაიმეს მიტაცება, რაც, მოცემული მხარის აზრით, უკანონო ან უმართებულოა;
დ) ქონების ან რეპუტაციისათვის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანის მიყენება;
ე) ღირსების დამამცირებელი ქმედებები;
ვ) ფიზიკური ძალადობა.
ნებისმიერი კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზი არის კონკრეტული ობიექტი. ადამიანებს ან
სოციალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება არასდროსაა უსაფუძვლო და გვევლინება მხოლოდ
იმ შემთხვევაში როდესაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები ვერ ინაწილებენ რაიმეს
ერთმანეთში. ასეთ ობიექტებად შეიძლება მოგვევლინოს, საკუთრება, ძალაუფლება, რესურსები
და სხვა. იმ ღირებულებას, რომელის მიზეზითაც ხდება კონფლიქტის მხარეებს შორის
დაპირისპირება-კონფლიქტის ობიექტი ეწოდება.
კონფლიქტს ეწოდება რეალისტური,როდესაც იგი წარმოადგენს რაიმე კონკრეტული მიზნის
მიღწევის საშუალებას. არსებობს კონფლიქტის შესწავლის ორი ძირითადი მიდგომა:
განზოგადებული და ფსიქოლოგიური. განზოგადებული მიდგომით კონფლიქტი წარმოადგენს
ორი ურთიერთსაპირისპირო მხარის შეჯახებას. ფსიქოლოგიური მიდგომით, იგი არის აზრების,
ინტერესების, შეხედულებების და პოზიციების დაპირისპირება. კონფლიქტის სუბიექტად
გვევლინება კონკრეტული ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი. კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება
მოგვევლინოს, როგორც მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ან სხვადასხვა მიზნისკენ სწრაფვა
და მათ მისაღწევად სხვადასხვაგვარი მოქმედებები.

You might also like