You are on page 1of 5

ქადაგება გუდარეხის ახალნაკურთხ მონასტერში

22 სექტემბერი, 2012 წელი

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!


ქრისტეს მიერ საყვარელო შვილებო!

დღეს ჩვენთვის, ჩვენი წმიდა ეკლესიისათვის დიდი დღე არის, უფალმა


ღმერთმა ინება, რომ თითქმის 300 წლის შემდეგ ხელახლა იკურთხოს ეს წმიდა
მონასტერი.

აქ იქნება მუდმივი წირვა და ლოცვა, მუდმივი ლიტურგია, მუდმივი


ღვთისმსახურება და ღვთის დიდების ხმა გაისმება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ჩვენი უწმიდესი პატრიარქი ხშირად იმეორებს წმიდა წერილში ნაბრძანებს -


არის ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა.

ჩვენი თაობა ბედნიერები ვართ იმით, რომ მოგვიწია ცხოვრება და ყოფნა


ეკლესიათა შენების ეპოქაში, რომელსაც ჰქვია უწმიდესი ილია II-ის ეპოქა.

ეს არის ჟამი აღორძინებისა და თქვენც ხედავთ, რომ საქართველო იშუშებს


ძველ ჭრილობებს, რომლებიც მას მიადგა, ქრისტიანების დევნის დროს.

წარსულში, შუა საუკუნეებში, ჩვენი ქვეყანა იცავდა მსოფლიო ქრისტიანულ


ცივილიზაციას.
ამ დიდ ბრძოლაში სულიერად გაიმარჯვა საქართველომ, მაგრამ ფიზიკურად ძალზე
დაზარალდა. მიადგა დიდი ჭრილობები.

ჭრილობა იყო ისიც, რომ ეს წმიდა მონასტერი გაუქმებულ იქნა XVIII ს


დასაწყისში, მაგრამ, აი დადგა XXI ს. და ჩვენ კვლავ ერთად ვადიდებთ უფალს მის ამ
წმ. ეკლესიაში.

ქრისტეს მიერ საყვარელო შვილებო, ჭეშმარიტად დიდი დღე არის,


სიხარულის დღე არის, კურთხევის დღე. დღეს არის ენკენია, ანუ განახლება წმიდა
ტაძრისა.

1
თქვენ იცით, რომ საქართველოსა და ქრისტიანობის ბოროტმა მტრებმა
მრავალი ჩვენი წმიდა ეკლესია დაადუმეს, მაგრამ დიდია ძალა უფლისა.

XIX ს-ში ჩვენი ქვეყანა დაიპყრეს და ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიაც


გააუქმეს. შემდეგ ათეისტების ჟამი დადგა, მათ დაასუსტეს ჩვენი წმიდა ეკლესია.
მაგრამ ეს იყო რა თქმა უნდა დროებითი მოვლენა და დაშვებული იქნა იმისთვის,
რომ ჩვენ უფრო გავძლიერებულიყავით, ბრძანებს ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო
ქრისტე – ჩემს წმიდა ეკლესიას დავდგამ სალ კლდეზე და მას ქარიშხლები ვერ
მოერევიანო და მართლაც ასეა.

ვინ იფიქრებდა რომ ქართველი ერი და მათი შთამომავლები, ე.ი. თქვენ, ჩვენ
ყველანი მოვესწრებოდით აი ამ დღეს, როდესაც დაემხობოდა ძალა ბოროტებისა,
უზარმაზარი საბჭოთა იმპერია, რომელსაც სძულდა ეკლესია და დევნიდა. ძალა,
რომელსაც ჰქონდა დიდი სამხედრო ძლიერება და მთელს დედამიწას, მსოფლიოს
აშფოთებდა. მე თვითონ იმ დროს ვცხოვრობდი და როცა თქვენი ასაკის ვიყავი,
ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა ასეთი ბედნიერი ხანა. მაგრამ
მადლობა უფალს, დიდება უფალს, რომ დაემხო ბოროტება, ჯოჯოხეთის ბჭე დაემხო
და გამოჩნდა ნათელი ქრისტესი, როგორც ანათებს დღეს მზე, სწორედ ასე მოვიდა
მადლი უფლისა და მისი ნიშანი არის სწორედ დღევანდელი დღე, დღევანდელი
კურთხევის დღე, ახალი ლიტურგია, ახალი წირვა და ლოცვა.

მინდა განსაკუთრებულად მოგილოცოთ თქვენ, რომელნიც აქ დგახართ. ეს


მონასტერი უღრან ტყეში დგას, ქალაქისა და სოფლებისაგან განშორებით, უგზო და
მიუვალ ადგილას. მიუხედავად ამისა, თქვენ დაძლიეთ უგზოობის ეს სიძნელე და
დილაადრიან აქ მობრძანდით.

თქვენს ფერხთა ქვეშ იმათი საფლავებია, რომელთაც ააშენეს ეს წმიდა


ეკლესია – აქ განისვენებს წინაპართა თაობები, მრავალი თაობა. დიდი ვაჟკაცები,
რომელთაც თავიანთი ლოცვით, თავიანთი სისხლით, თავიანთი ოფლით თქვენამდე
მოიტანეს ჩვენი წმიდა სარწმუნოება.

ძველი წარმოდგენით თუ თოთო, უასაკო ბავშვს დააყენებდით წინაპრის


საფლავზე, მას ძვლები გაუმაგრდებოდა და ბავშვი განმტკიცდებოდა. პაპა-ბაბუა
ანდერძს უტოვებდა შვილს, რათა მის შვილიშვილს `მის გულზე გაევლო~ ანუ მის
საფლავზე ჩვილი ფეხებით დაეყენებინათ. დავით აღმაშენებელმა ინება, რომ
დაფლულიყო გზაზე, კარიბჭესთან, სადაც ფეხით გადაივლიდნენ მორწმუნეები,
ფეხით შეეხებოდნენ საფლავს და მიიღებდნენ სიძლიედეს წმიდა მეფისაგან.
ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს მეფემ გააკეთა თავმდაბლობის გამო. რა თქმა უნდა, მეფე
2
იყო თავმდაბალი, მაგრამ სინამდვილეში მისი საფლავიდან იღებდნენ გამარჯვების
ძალას. თქვენც ნუ მოგერიდებათ, მტკიცედ დადექით ამ ეკლესიაში მდებარე ჩვენი
წინაპრების უამრავ საფლავზე და გაძლიერდებით.

ხარობენ აქ დაკრძალული ჩვენი წინაპრების ძვლები თქვენი აქ ყოფნით,


ახარებთ მათ მკერდზე გადარბენილი აქ მყოფი ბავშვების სიმრავლე. ერთ-ერთი აქ
დაკრძალულთაგანი ისაა, ვინც ბოლოს აღადგინა ეს მონასტერი გერმანოზიშვილების
ცნობილ საგვარეულოდან, აქ დაკრძალულები არიან დიდებულები ძირითადად
ორბელიანებისა და ბარათაშვილების განაყოფებიდან – გერმანოზიშვილები, ისინი
მაშინ გააძლიერა უფალმა ღმერთმა ჩვენმა, როცა მთელ საქართველოს უჭირდა და
სასტიკი ომი იყო მომხვდურ მაჰმადიანებთან. ამ ომისას ჩვენ ვიყავით ქრისტეს
მებრძოლები და წინამბრძოლები ქრისტესთვის, მსოფლიო ქრისტიანობის
დამცველები. სწორედ აი ეს გერმანოზიშვილები, ორბელიანები, ბარათაშვილები
იცავდნენ საქართველოსა და მსოფლიო ცივილიზაციას, მსოფლიოში ქრისტეს
ნათელს.

აი, რა ფუნქცია ჰქონდა საქართვლოს – საქართველო იცავდა მსოფიო


ქრისტიანულ ცივილიზაციას, რომელიც იმჟამად აყვავდა ევროპაში, იმიტომ, რომ
ჩვენი წინაპრები აქ იბრძოდნენ და აქ აკავებდნენ მუსულმანურ სახელმწიფოებს.

ქრისტიანობის მტრები აქ, კავკასიაში რომ არ შეეკავებინათ, მაშინ


ევროპელებს იქ, ევროპაში, მოუწევდათ ომი მუსულმანურ იმპერიებთან, რაც
მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებას შეაფერხებდა.

მუსულმანურ იმპერიებთან ომი არ იყო იოლი საქმე. იმჟამად კავკასიაში


მხოლოდ საქართველო იყო ქრისტიანული სახელმწიფო.

ჩვენმა წინაპრებმა სულიერად გაიმარჯვეს დიდ თავდაცვით ომში.


დღეს ჩვენ ვულოცავთ ეკლესიისა და მონასტრის კურთხევას მათ, აქ დაფლულ ჩვენს
წინაპრებს და დღეს ისინი ხარობენ ჩვენთან ერთად, ხარობენ რომ აქ აღდგება წირვა-
ლოცვა.

დღევანდელი სამოციქულოს საკითხავში ნათქვამი იყო და იგივე ითქვა


სახარებაშიც: ბრძანებს ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე – ნეტარია ის, ვინც მე
შემომიდგება.

მართლაც ასე მოიქცნენ ამ მონასტერში, ამ შუაგულ ტყეში მოღვაწე წმიდა


ბერები. ისინი აქ 1000 წლის წინ შეუდგნენ ჩვენ უფალს იესო ქრისტეს – მათ დატოვეს

3
თავიანთი სახლ-კარი, დატოვეს თავიანთი მამულები, ბევრმა მიატოვა დიდი ქონება,
მიატოვა ოჯახი და წამოვიდნენ აქ და შექმნეს ამ ტყეში სამონასტრო ქალაქი.

გუდარეხი იყო შესანიშნავი ტაძარი, დღეს ჩვენ მას შემოვუარეთ გარშემო და


ვხედავდით, რომ მისი სიმშვენიერიდან მრავალი დაკლებია და დაზიანებულა
ქრისტიანობის მტრების მიერ.

ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ეპარქიის ხალხმა მიიღოს მადლი უფლისაგან,


რათა შეძლოს ისევ ქალაქად აქციოს ეს შესანიშნავი მონასტერი, რომ მას ისევ
შესანიშნავი ეზო ჰქონდეს, სამრეკლოს ედგას კვლავ შესანიშნავი ჯვარი და კარგი
ზარი იყოს იქ დაკიდებული და აქ იყოს გაჩაღებული წმიდა ლოცვები.

ჩვენს მლოცველ ბერებზე ვამბობდი, რომ მათ მიატოვეს სახლ-კარი და აქ


მოვიდნენ. რისთვის მოვიდნენ აქ, რისთვის ლოცულობდნენ?

ბერების მთავარი დანიშნულება იყო და არის ლოცა მშვიდობისათვის, ლოცა


ერისათვის და ლოცა ქვეყნისათვის. მონასტერთა ლოცვაზე იდგა ძველი
საქართველოს სიდიადე, დააკვირდით, როგორი ძლიერი და დიადი იყო ძველი
საქართველო. როგორი ძალა ჰქონდათ ხელმწიფეებს, როცა ასეთ დიდებულ ტაძრებს
აგებდნენ, აქედან ჩანს თუ რაოდენ დიდი მლოცველები იყვნენ საქართველოს
მონასტრებში.

და მე მინდა კიდევ ერთხელ შევთხოვო უფალს, რომ ღმერთმა ისევ მოგცეთ


სიძლიერე, ისევ მისცეს ქართველ ერს ძალა, რომ ისევ აღვადგინოთ სალოცავები და
ისევ მონასტრებიდან გაძლიერდეს საქართველო, ისევ მონასტრების ლოცვით,
მონასტრების ძალით, რათა ღვთის ნათელი დაიმკვიდროს ჩვენმა ქვეყანამ და
ბრწყინვალება ღვთისა.

წინა წლებში როცა ამოვდიოდით აქ ვხედავდით უფრო დიდი ნგრევის კვალს,


ახლა რა შედარებაა, ბევრი რამ გაკეთდა, ძალზე ბევრი. აღდგა ტრაპეზი, სამკვეთლო,
კანკელი და მრავალი სხვა, მე მინდა დავლოცო ვინც გვერდით დაგვიდგა, ვინც
გვეხმარებოდა. მამა თორნიკე, ჩვენი იღუმენი, რომელსაც უფალმა ღმერთმა მისცა აქ
ლოცვის ძალა, რათა ჩვენმა სულებმა დაიმკვიდრონ ქრისტეს ნათელი და ჩვენ
ვლოცავთ მამაოს, თქვენ იცით, რომ როცა მოვედით ჩვენ ეპარქიაში, მღვდელი არ
ყავდა ეპარქიას და ერთერთმა მეუფემ დროებით გამოგვიგზავნა მწირველი
მღვდელმონაზონი მანგლისისათვის, საბედნიეროდ შეიცვალა ვითარება და
ეპარქიაში ახლა მრავალი სასულიერო პირი გვყავს, ბევრი ვაკურთხეთ. დღეს მე
ვიყავი ბედნიერი, როცა ჩვენი ათი ღვთისმსახური იდგა ტრაპეზის გარშემო.

4
ჩვენი მამები ყველაფერს აკეთებენ არა იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ მათი
საქმეები, არამედ რათა უფალმა იესო ქრისტემ დაინახოს და ადგილი დაიმკვიდრონ
მის მარჯვნივ სასუფეველში.

ღმერთმა, ღმერთმა აკურთხოს ჩვენი ერი, ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი


ეკლესია, ღმერთმა მშვიდობა და სიხარული მიანიჭოს ჩვენი ეპარქიის ხალხს.
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

You might also like