You are on page 1of 3

დღეს ჩვენ ვაკურთხეთ ახალი ეკლესია ახალი სოფლისა.

ეს სოფელი სულ ახლახანს შეემატა საქართველოს რუკას, მისი სახელი


ჭივჭავია, აქ, მის ადგილას, შეიძლება ოდესმე იყო კიდეც რაიმე სოფელი, რომელის
სახელი ძველადვე გაქრა და, ამიტომ, სულ რამოდენიმე წლის წინ, როცა თქვენ,
ვითარცა ეკომიგრანტები აქ ჩამოსახლდით სვანეთიდან, არაფერი დაგხვდათ.

იმ დროს, რამდენიმე წლის წინ, თეთრიწყაროს ეკლესიის ახალნაკურთხ მამა


ნიკოლოზთან ერთად მოვედი თქვენთან.

მახსოვს თქვენი დიდი სიხარული და ვაჟკაცური მოკრძალება.

80 ადამიანი მოვნათლეთ მაშინ და ეს იყო საზეიმო სიხარულის დაუვიწყარი


დღე და გამოვთქვი აზრი, რომ თქვენი ახალი სოფლის დასაცავად მის ოთხივ გარე
კუთხეებში ჯვრები დაეყენებინათ.

მართლაც დაგიცვათ ჯვრის მადლმა და უფრო მეტიც, აღმართეთ ეს


შესანიშნავი ახალი ეკლესია, მშვენება ჩვენი ეპარქიისა, ბატონი ბუხულა
გარდაფხაძის თაოსნობითა და დიდი ძალისხმევით.

დღეის შემდეგ ეს ეკლესია, ისევ თქვენი თხოვნით, იწოდება


მთავარანგელოზების - მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესიად.

აქვე, თქვენთვის ვნიშნავ თქვენს პირველ მოძღვარს, მამა ლაზარე გელაშვილს,


ახალგაზრდა, ენერგიულ, მოყვარულ ადამიანს, რომელმაც თავი გამოიჩინა ჩვენს
ეპარქიაში თავისი მორჩილებისა და დიაკვნობის დროს, როგორც პრინციპულმა,
დიდბუნებოვანმა და მედგარმა ვაჟკაცმა. ჩვენ მისი დიდი იმედი გვაქვს, რადგანაც
თქვენს ხასიათსა და თვისებებს ის კარგად გაიგებს და თქვენი სულიერი მამა იქნება
ვიდრე წმიდად არ შეაბერდება ამ წმიდა ტრაპეზს.

მე იმედი მაქვს და გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, რომ ეს სოფელი გახდეს


მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობის შუქურა მთელს ქვემო ქართლში, რათა
ყველა სოფელი ამბობდეს, რომ ჭივჭავის ეკლესია და ჭივჭაველების ქრისტიანული
შემართება სამაგალითოა მათთვის.

თქვენ უნდა გაავრცელოთ აქედან გარშემო მდებარე დაუძლურებულ


სოფლებში, თქვენი ვაჟკაცური, თავდადებული, შემართული ქრისტიანული
სულისკვეთება. რათა ხალხი განმტკიცდეს თავის სარწმუნოებაში და გადაირჩინონ
თავიანთი სულები, ამ ურთულეს ეპოქაში, როცა საქართველოს ასე უჭირს

2
ეკონომიკურად. ეს გასაჭირი არ უნდა გადაიქცეს სულიერ გასაჭირად, პირიქით, ჩვენ
სულიერად უნდა განვმტკიცდეთ და გავძლიერდეთ. მაშინ ფიზიკურადაც შევძლებთ.
ამის მაგალითი ჩვენ მრავლად ვიცით, როგორც წარსულში, ისე ამჟამინდელ
სვანეთში. ეს სულიერი ვაჟკაცობა აქაც უნდა დავაფუძვნოთ და ერი გავამხნევოთ.
ღმერთმა დაგლოცოთ!

You might also like