You are on page 1of 2

საგნის დასახელება: administraciuli saproceso samarTali

ლექტორი: პაატა ტურავა


ქულათა ჯამი: 40 ქულა

#1
ქალაქის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება შექმნილი ეკონომიკური კრიზისის
გათვალისწინებით სამშენებლო კომპანიებისათვის ფინანსური დახმარების ღონისძიებების
განხორციელების შესახებ. გადაწყვეტილება ითვალისწინებს მიმდინარე და არა ახალი
მშენებლობების დაფინანსებას. ფინანსდებიან ის კომპანიები, რომელთა წლიური საბრუნავი
კაპიტალი აღემატება 100000 ლარს. ფინანსური დახმარების მიღების შემთხვევაში
კომპანია ვალდებულია შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები.
აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების მიზნით ღია კონკურსის საფუძველზე
გამოვლინდა კერძო ბანკი “გამა” რომელსაც ქალაქის ბიუჯეტიდან გადაერიცხა 30
მილიონი ლარი და დაევალა საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების
განხორციელება, კერძოდ, 5 სამშენებლო კომპანიის შერჩევა და თანხების განაწილება,
რომელთა მიმართაც არ მიმდინარეობს დავა სასამართლოში და არიან მაღალი სოციალური
პასუხისმგებლობის მატარებლები.
შპს ,,მშენებელმა” განცხადებით მიმართა შპს ,,გამას”. განცხადების განხილვის
საფუძველზე, შპს ,,გამამ” განმცახდებელს უარი უთხრა თანხის გამოყოფაზე იმ მოტივით,
რომ მშენებლობის ნებართვა, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს მშენებლობა,
შესაძლებელია ეწინააღმდეგებოდეს მეზობლების ინტერესებს და შესაძლებელია მოხდეს
მისი გასაჩივრება სასამართლოში. რამდენადაც აღნიშნული პროექტის განხორციელების
მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, ბანკი მიზანშეწინილად არ მიიჩნევს თანხის გაცემას
საეჭვო პროექტების განხორციელების მიზნით.
შპს ,,მშენებელს” მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, რამდენადაც მშენებლობა
ხორციელდება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის
საფუძველზე და ბანკისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება არ იძლევა
ასეთი შეფასების და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.
1. განსაზღვრეთ შპს ,,მშენებლის” უფლების დაცვის პრევენციული და ძირითადი
საპროცესო-სამართლებრივი საშუალება.
2. შეამოწმეთ სარჩელის დასაშვებობა და დასაბუთებულობა.

You might also like