You are on page 1of 1

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)

ქვიზი

1. როგორი შეიძლება იყოს წევრთა შემადგენლობის მიხედვით მარტივი წინადადება?


აირჩიეთ სრული ჩამონათვალი.
ა) სრული, უსრული, გავრცობილი, გაუვრცობელი;
ბ) სრული, უსრული, გავრცობილი, გაუვრცობელი, სახელდებითი, უქვემდებარო;
გ) სრული, უსრული, გავრცობილი, სახელდებითი;
დ) სრული, უსრული, გავრცობილი, უქვემდებარო.

2. რომელ რიცხვში შეეწყობა კრებითი სახელით გადმოცემულ ქვემდებარეს შემასმენელი?


ა) მისი რიცხვი არ არის დამოკიდებული ქვემდებარეზე.
ბ) მრავლობით რიცხვში;
გ)მხოლობით რიცხვში;
დ) ხან მხოლობით რიცხვში, ხან – მრავლობითში.

3. როგორ იწერება სხვათა სიტყვის ნაწილაკები?


ა) -მეთქი, -თქო იწერება დეფისით, -ო – სიტყვასთან ერთად;
ბ) სამივე იწერება სიტყვასთან ერთად;
გ) სამივე იწერება დეფისით;
დ) -მეთქი იწერება დეფისით, -თქო და -ო – ერთად.

4. ,,რომელიც“ მიმართებითი ნაცვალსახელის რიცხვი დამოკიდებულია:


ა) დამოკიდებული წინადადების შემასმენლის რიცხვზე;
ბ) მთავარში მისამართი სიტყვის რიცხვზე;
გ) მისათითებელი სიტყვის რიცხვზე;
დ) მთავარი წინადადების შემასმენელზე.

5. რა შინაარსს გადმოსცემენ ,,რათა“ და ,,რადგან“?


ა) რათა - მიზანს, რადგან - მიზეზს;
ბ) რათა - მიზეზს, რადგან - მიზანს.
გ) ორივე მიზანს;
დ) ორივე მიზეზს.

You might also like