You are on page 1of 6

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)

დამატებითი სავარჯიშოები

სავარჯიშო 1.

ამოიწერეთ წინადადებების მთავარი და არამთავარი წევრები.

1. შესანიშნავი მინიატურებით შემკობილი ხელნაწერები ჩასმულია ძვირფას ტყავში.


2. ხარებს გამაყრუებელი ყიჟინითა და ჟრიამულით მისდევდნენ ახალგაზრდები.
3. აბანო ზოგჯერ სოფლიდან წამოსული გლეხებისათვის სასტუმროს დანიშნულებასაც
ასრულებდა.
4. ისინი ერთმანეთთან გაუთავებლად საუბრობდნენ.
5. მოლარეს იმ ქალთან ლაპარაკი არ შეუწყვეტია.

სავარჯიშო 2.

განსაზღვრეთ, რომელი წევრი/წევრები აკლია უსრულ წინადადებებს.

1. ცხოვრების კანონს უდებდნენ სხვადასხვა ქვეყნის ერებსა.


2. შემოიყვანეს დილეგში ღამენათევი, უღმერთო.
3. ამ დილით ტელეფონით ელაპარაკა უცნობ გამომძიებელს.
4. უნებურად დაიწყო თავისი თავგადასავალი.
5. ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად.

სავარჯიშო 3.

მიუწერეთ, რომელი წინადადებაა გავრცობილი და რომელი – გაუვრცობელი.

1. მოხუცი გააბოლებს ჩიბუხს.


2. იმ ღამეს სიზმარს უთუოდ ფერადს ვნახავდი.
3. ქარავანი განაგრძობს გზას.
4. რამდენიმე ფურცელი ამოვუხიე.
5. ბიჭმა ჩახმახს ფეხი გამოუშალა.
6. თმაში ჭაღარა გამოგვერია.
7. მუშებმა დაუშინეს ყანებს თოხები.
8. ცხრა თვის განმავლობაში ქართული ისწავლა.
9. კაპიტანმა ბურთი ოთარს გაუგორა.
10. აივნიდან მერცხლის ჭიკჭიკი გვესმის.

1
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)

სავარჯიშო 4.

გაასწორეთ სინტაქსური შეცდომები.

1. ქალბატონ მარიამს თავის კოლეგამ უთხრა მომხდარი ფაქტის შესახებ.


2. სასაუზმის წინ მდგარმა მაღალ კაცმა შემხვედრს ქუდი მოუხადა და თავმდაბლად
მიესალმა.
3. ნორჩ მეცნიერებმა ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინეს გამოფენაზე.
4. ჩემო ლუკა, ძალიან მიხარია შენი ჩამოსვლა ჩვენ ქალაქში!
5. მხატვარი ავალიშვილის გამოფენით ყველა აღფრთოვანებული იყო.
6. მთელ ქალაქმა დიდი სიხარულით მიიღო ღვაწლმოსილი პოეტი.
7. გამგეობამ დიდის ზეიმით მიიღო უცხოელი სტუმრები.
8. ჩემის აზრით, ეს ძალიან საინტერესო საკითხი უნდა იყოს.
9. ჩემის წარმოდგენით, ბევრი არაფერი შემატებია ჩვენ ორგანიზაციას ამ ბოლო
წლების განმავლობაში.
10. ჩემის ღრმა რწმენით, ჯერ საკითხი გადაწყვეტილად ვერ ჩაითვლება.
11. გამოცდილ სპეციალისტების ჩართვა პროექტში მეტად მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება იყო.
12. ბატონ ზურაბის გამოსვლა მეტად საინტერესო იყო

სავარჯიშო 5.

გაასწორეთ სინტაქსური შეცდომები.

1. არაერთი ცნობილი და გამოცდილი მწერლები იღებენ მონაწილეობას


კონკურსში.
2. ახალი კანონპროექტი ბევრმა საქმეში ჩახედულმა სპეციალისტებმა
გააპროტესტეს.
3. რამდენიმე გამოჩენილი და ნიჭიერი სტუდენტები ჩართულნი არიან
საფესტივალო მუშაობაში.
4. ზოგიერთი სახელმოხვეჭილი და განთქმული მეცნიერები არ დასთანხმდნენ
შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.
5. სხვადასხვა ტელევიზიებში მოღვაწე მრავალი ჟურნალისტები გამოეხმაურნენ
ფაქტს.
6. სამსახურები დატოვეს ასამდე სპეციალისტმა.
7. ოცდაათი გამორჩეული და წარჩინებული სტუდენტები წარდგენილნი არიან
სტიპენდიაზე.
8. სტადიონზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბნენ და მხარი დაუჭირეს დეპუტატს.

2
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)

9. ყველა მოსწავლეს, რომლებიც კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, გადაეცემა


შესაბამისი მოწმობა.
10. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ კონკურსში გამარჯვებული და-ძმა.

სავარჯიშო 6.

იპოვეთ შეცდომები და გაასწორეთ.

1. რამდენჯერ გითხარი, ასე ნუ გააკეთებ-თქო.


2. მარიამ, ნინოს უთხარი, უკვე თავისუფალი ვარო.
3. მე ვთქვი, ხვალ ვერ მოვალთქო.
4. ჩვენ გაგაფრთხილეთ, საღამოზე ვერ მოვალთ-მეთქი.
5. გითხარი, სოფელში მივდივართქო.

სავარჯიშო 7.

სწორად შეარჩიეთ და დაწერეთ გამოტოვებული კავშირი.

1. ის ყოველთვის კმაყოფილია, ------------- საქმეები კარგად მიდის. (რადგან, რათა)


2. სოფელს უთუოდ სჭირდებოდა კარგი თავკაცი, ------------- ყველა პრობლემა
გადაეწყვიტა. (რადგან, რათა)
3. პეტრემ გაიღიმა, ------------- არ იცოდა მათი მოსვლის მიზეზი. (რადგან, რათა)
4. ღამე ადრე წავიდა დასაძინებლად, ------------- დილით მზის ამოსვლამდე
გასდგომოდა გზას. (რადგან, რათა)
5. თქვა და მაშინვე ინანა, ------------- ყველამ მისკენ გამოიხედა. (რადგან, რათა)
6. მივიდა მასპინძელთან, ------------- ყველაფერი პირისპირ ეთქვა. (რადგან, რათა)
7. ყველაზე მეტად ამის დაჯერება უჭირდა, ------------- თავში ათასი კითხვა გაუჩნდა.
(რადგან, რათა)
8. გადაწყვიტა, ყველაფერი ეთქვა, ------------- გულში არაფერი დაეტოვებინა. (რადგან,
რათა)
9. არ შემიძლია მათზე შთაბეჭდილება მოვახდინო, ------------- არ ვიცი ენა. (რადგან,
რათა)
10. დილით ნინუცასკენ გაემართა, ------------- დაბადების დღე პირველს მიელოცა.
(რადგან, რათა)

სავარჯიშო 8.

გაასწორეთ სინტაქსური შეცდომები.

1. ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ კარგად ვერ გაურკვევიათ საკითხები,


ბუნებრივია, არაერთ კითხვას დასვამენ.

3
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)

2. ჩემი ამხანაგი, რომელიც ამ ქალაქში არ ცხოვრობს, გუშინ მომწერა შეტყობინება, რომ


სწავლას თავი დაანება.
3. გიორგი, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია და ყოველთვის თავაზიანად მექცეოდა,
დღეს თავისი საქციელით გაოცებული დამტოვა.
4. ის გოგონა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გადმოვიდა ჩვენს უნივერსიტეტში,
ყველას დაუმტკიცა, რომ საუკეთესო შედეგების ჩვენება არც თუ ისე ძნელი ყოფილა.
5. ის მანქანა, რომელიც გუშინ მომეწონა, ბევრი რამ გაფუჭებული ჰქონია და ხელოსანმა
მისი ყიდვა არ მირჩია.
6. იმ ბინებში, რომელშიც ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა, საკმაოდ თბილა.
7. ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოში სახელგანთქმულ
კოლექციას უმასპინძლა, დღეს კიდევ ერთი საინტერესო გამოფენის ინიციატორად
გვევლინება.
8. ავეჯი, რომელიც სულ ახლახან შევიძინე, იმდენი ხარვეზი და წუნი აღმოაჩნდა, რომ
ნამდვილად ვნანობ მის შეძენას.
9. იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ჯერ კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ,
ვალდებულნი არიან რამდენიმე თვის განმავლობაში ტესტირება გაიარონ.
10. ახალგაზრდა ჟურნალისტმა, რომელმაც სულ რამდენიმე ხნის წინ დაამთავრა
უნივერსიტეტი, უკვე არაერთი ჯილდოს მფლობელია.

სავარჯიშო 9.

დასვით სასვენი ნიშნები, გაასწორეთ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და სინტაქსური


შეცდომები.

პატიოსანი მოწაფე

ერთ მოხუც მასწავლებელს ორმოზდაათი მოწაფე ყავდა. ყველა ახარებდა მოხუცს


მისი წარმატებით მაგრამ მარტო ქება რომელსაც ისინი იმსახურებდენ როდი იყო მოხუცი
მასწავლებელის ჯილდო. მას ყავდა ყველაზე ულამაზესი ქალიშვილი რომელიც სილამაზით
მზესაც კი ეჯიბრებოდა.
ბრმაც კი ხედავს საით გარბის თქვენი თვალები ყრუსაც კი ესმის თქვენი ოხვრა. ჩემ
ქალიშვილს იმას მივცემ ვისაც თითონ აირჩევს იგი. ერთი რჩევა მაქ: მშობლების ფარულად
თქვენთქვენი ოჯახებიდან წამოიღეთ სხვადასხვა ძვირფასი ნივთები და მოუტანეთ ჩემ
ქალიშვილს საჩუქრათ.
მეორე დღეს მოწაფებმა ქალიშვილის ფეხთაქვეშ დააწყვეს მრავალი ძვირფასი
ნივთები: გულქანდები ბეჭედები სამაჯურები. მხოლოთ ერთ ყმაწვილმა არ მოიტანა
საჩუქარი.
მასწავლებელო – მიმართა მან მოხუცს – მე თუ ახლა გავქურდავ საკუთარ ოჯახს მაშინ
მომავალში ვეღარ შევძლეფ ავღზარდო პატიოსანი შვილები.

4
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)

ეს პასუხი ყველა საჩუქარზე უფრო მოეწონა ქალიშვილს და მოხუციც შვილის


მხარეზე იყო მან ხომ განგეფ ურჩია ყმაწვილეფს საკუთარი ოჯახების გაქურდვა რადგან მათ
პატიოსნებაში დარწმუნებულიყო.

სავარჯიშო 10.

გაასწორეთ პუნქტუაციური, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური შეცდომები და


სტილისტური ხარვეზები.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2017 წელში უკვე მეცხრამეტეთ


გაიმართება. ფესტივალის ჩატარების თარიღი წიგნის მოყვარულთათვის უკვე ცნობილია, მე-
19-ე საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულათ ექსპოჯორჯიაში, 25-28 მაის ჩატარდება.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით
თბილისის წიგნის 19-ე საერთაშორისო ფესტივალი განსხვავებული და გამორჩეული იქნება
წინა ფესტივალებიდან.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა
და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 1997 წლიდან ყოველ-წლიურად ტარდება
და მიეკუთნება იმ მცირერიცხვოვან კულტურულ ღონისძიებებს, რომლის მიმართ
საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა ყოველწლიურად მატულობს. ფესტივალი
სტაბილურათ განაგრძობს განვითარებასა და დამთვალიერებლებისთვის სიახლეების
შეთავაზებას.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიზანია, საქართველოში წიგნის
კითხვის პოპულარიზება, ახალი კონტაქტების დამყარება, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია
და ზოგადათსაგამომცემლო სექტორის განვითარების ხელ-შეწყობა. წლეების მანძილზე
თფილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წიგნიერების დონის
ამაღლების მიზანს წარმატებით ართმევს თავს, რომელსაც ფესტივალის
დამთვალიერებლების მზარდი რაოდენობაც ადასტურებს.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი თავს უყრის წიგნთან,
ლიტერატურასთან და სამწერლო/საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებულ,
ფაქტობრივად, ყველა სხვა სახის აქტივობებსაც; გამომცემელთა მიერ ახალი წიგნებისა და
ავტორების წარდგინებები, საჯარო კითხვა, შეხვედრა დისკუსიები მწერლებთან,
სპეციალური სტუმრის წარდგენა, ლიტერატურული დაჯილდოვება, პროფესიული
სემინარები და კონფერენციები. ფესტივალზე ყოველწლიურად ეწყობა საბავშო კუთხე და
იგეგმება გასართობი პროგრამა ბავშებისთვის.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რაც ყოველი წლის მაისის ბოლოს
იმართება, 4 დღის განმავლობაში 50 000-ზე მეტი სტუმრებია დაფიქსირებული.

5
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)

სავარჯიშო 11.

გაასწორეთ პუნქტუაციური, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური შეცდომები და


სტილისტური ხარვეზები.

აკაკის პირველსავე ლექს საიდუმლო ბარათი, რაც გამოქვეყნდა 1860 წლის ცისკარის
იანვარის ნომერში მწვავედ გამოეხმაურა დარბაისლურის ენის მომხრენი. ახალგაზდა პოეტს
უკიჟინებდენ მდაბიო ენაზე წერას და ტრადიციულ პოეტურ მეტყველების
უგულებელყოფას.

ცხადია ღვარჭნილ ქართულის ენის ხელოვნურ კონსტრუქციების უკუ-გდება ოდნავადაც


არ ნიშნავდა კლასიკური ქართული სალიტერატურო ენის საღი ფორმების უგულებელყოფას
ახალ ქართული სამწერლობო ენის შენების პროცესში. აკაკი ურჩევდა მწერლეფს, რომ ენის
გამდიდრებისათვის ძველი წიგნები გადაეკითხათ რადგან იქიდან ამოეკრიბათ შესაფერისი,
ქართული ენის ბუნებისა და თვისების მქონე სიტყვები, ფრაზეოლოგიზმები და ლექსიკური
მასალა. მართლაც აკაკის ენაში იგრძნობა რომ პოეტი ჩინებულად ფლობს ძველ
სალიტერატურო ენას და ზომიერად ახდენს გამოყენებას ბრწყინვალე ენობრივ ძეგლებს,
რომელიც დაგვიტოვეს ძველ საქართველოს გამოჩენილმა სიტყვის ოსტატებმა.

ახალი სალიტერატურო ქართულის შედგენილობაში დამკვიდრდა ის ტრადიციული


ენობრივი ინსტრუქციები და სიტყვობრივი ელემენტები, რაც სამუდამოთ დაინერგა ენაში
კლასიკური მწერალების უკვდავი მხატვრულ ქმნილებების გზით.

You might also like