Professional Documents
Culture Documents
სპეკალი № 1 2010- konstantine bregadze
სპეკალი № 1 2010- konstantine bregadze
“ჩემი რომანი “მეგი” ერთგვარი ცდაა რეალურ ქალწულში კოლხელი მითიური ქალის
განცხოველებისა: მედეასი. ივლიტე ის არის, რაც დალია, დალი ის არის, რაც ივლიტეა.
კავალა ის არის, რაც ამორძალია. ამორძალი ის არის, რაც კავალაა”. [რობაქიძის კრებული...
1996: 233; ბაქრაძე, 1999: 103]
87
მსგავს გაუგებრობას მკვლევარი კი მხოლოდ მაშინ აირიდებს, თუკი მარჯვედ
გამოიყენებს ჰერმენევტიკული წრის მეთოდს და მისთვის რობაქიძის რომანების
ინტერპრეტაციისას ამოსავალი იქნება რობაქიძის შემოქმედების ჩემ მიერ ზემოთ უკვე
აღნიშნული ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი საფუძვლები -პირველფენომენისა და
მარადიული დაბრუნების კონცეპტები, მითუმეტეს, თავად რობაქიძე დაბეჯითებით ხაზს
უსვამს ამ გარემოებას:
88
სინამდვილიდან წარმართოს ყოფიერების მითოსური საწყისებისაკენ, რის საფუძველზეც
მკითხველის ცნობიერებამ რეალურად, ცოცხლად გამუდმებით უნდა განიცადოს
მითოსურის, პირველსაწყისისეულის მოქმედება. რობაქიძე ყოველთვის ცდილობს თავისი
რომანის ტექსტებში ყოფიერების საგანთა წყობა, ყოფიერების მეტაფიზიკურ-მითოსური
საფუძვლები საკუთარი მითოსური სახისმეტყველების საფუძველზე “ცოცხლად” გადმოსცეს.
რობაქიძის მიერ საკუთარი სახისმეტყველების საფუძველზე რეციფირებული მითოსური
პარადიგმები და მითოსური არქეტიპები, მისი მითოსური სახისმეტყველება სწორედ ამ
შემოქმედებით ამოცანებსა და მიზნებს ემსახურება, როგორც შემოქმედებითი მეთოდი.
ყოველივე ზემოთქმულის მაგალითად საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც “გველის პერანგის”
პირველი თავი “ეკბატანა” ან “ჩაკლული სულის” მეორე თავი - “მარადქალური”.
89
მოაზროვნისაგან..... [რობაქიძე] სიტყვით გამოხატავს იმას, რაც უკვდავია და ჩვენში
ცოცხლობს. ეს არის მაგია... მაშასადამე, სიტყვამ უნდა შეიცნოს იგი (მარადიული ანუ
თაურსაწყისისეული - კ. ბ.). მხოლოდ აღმოსავლეთმა შეინარჩუნა სიტყვის მაგია, მხოლოდ
მას არ დაუკარგავს სიტყვის შინაგანი ძალა”. [რობაქიძის კრებული... 1996: 381-382]
91
სწორედ ამგვარ ცოცხალ, თავისებურ “საკრალურ” ტექსტებად აღიქვამდა თავად
რობაქიძე საკუთარ მხატვრულ ტექსტებს, რომლებშიც მითოსური სახისმეტყველების
საფუძველზე “უშუალო სინამდვილით”, მითოსური რეალიზმით ასახული და
გადმოცემულია ყოფიერების მეტაფიზიკური პირველსაწყისები. ამ თვალსაზრისით
საინტერესოა რობაქიძის დებულება, რომელიც მან გადმოსცა წერილში “სათავენი ჩემი
შემოქმედებისა”:
“საგნის ქცევა სიმბოლოდ ძალიან ძნელია. კიდევ უფრო ძნელია ამბავის ვლინება
მითოსად. რა რიგ გამოიცნობის, სძლია თუ არა ხელოვანმა სიძნელე? სულ ადვილად.
ვთქვათ, კითხულობ რომელიმე რომანს, საცა მოთხრობილია, ვთქვათ ესეც, სრულიად
უბრალო ამბავი, ამბავი ყოველდღიური. თუ გრძნობ კითხვისას: თითქო იქ შენი საკუთარი
განცდაა მოყოლილი და იმავე დროს - და ესაა თავიდათავი - ამასაც თუ გრძნობ თანვე:
თითქო მომხდარი უკვე სადღაც და ოდესღაც მომხდარიყვეს - იცოდე, რომანი მითიურია. აი,
ჩემი კონცეპტი. ჩემს ლაბორატორიაში ეს კონცეპტი მეთოდია... რა წარმოიშვა ამ
ლაბორატორიაში? “ლონდა”, “კარდუ”, “გველის პერანგი”, “ლამარა”, “ჩაკლული სული”,
“მეგი”, “კავკასიური ნოველები”, “ქალღმერთის ძახილი”, “მცველნი გრალისა”. [რობაქიძის
კრებული... 1996: 85]
93
გადმოცემული ყოფიერების მეტაფიზიკური პირველსაწყისები. ეს არის ტექსტები,
რომლებშიც მოცემულია ყოფიერების ჰერმენევტიკა.
ლიტერატურა
94