You are on page 1of 4

იურიდიული ფაკულტეტი

საგანი:
ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი

შუალედური გამოცდა

05/05/2021

შენიშვნა: მოცემული ბილეთი განკუთვნილია იმ 27 სტუდენტის შუალედური


გამოკითხვისთვის, რომელსაც კურსის მასწავლებლის სმს სისტემაში გამოცდა
დანიშნული აქვთ 5 მაისს, თუმცა 4 მაისს ადმინისტრაციის ასასიტენტისგან მიღებული
შეტყობინებით, იგივე 27 სტუდენტის ლმს ბაზებში გამოცდა ჩანს 4 მაისს.
რადგან მოცემული შეტყობინება 4 მაისს 11:00 საათის შემდეგ მოულოდნელად გახდა
ცნობილი კურსის მასწავლებლებისთვის, 4 მაისს საგამოცდო დრო დაიწყება 12:00 საათზე
და გასტანს 15:00 საათამდე.

12:00 - 15:00

პროფესორი ქეთევან ხუციშვილი


სემინარი: თამთა ზაალიშვილი, დოქტორანტი

გამოცდის მაქსიმალური შესაძლო შეფასება - 30 ქულა


საპასუხო საკითხების რაოდენობა: 1 კაზუსი და 4 ღიაკითხვა
კაზუსის მაქსიმალური შესაძლო შეფასება - 10 ქულა
თითოეული ღია კითხვის მაქსიმალური შესაძლო შეფასება - 5 ქულა
გამოცდის მაქსიმალური ხანგრძლივობა - 180 წუთი (3 საათი): 12:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე
ნორმატიული მასალა გამოცდაზე არ გამოიყენება

შესრულებული საგამოცდო ნაშრომი გამოგზავნეთ პროფესორ ქეთევან ხუციშვილისა


(katekhcg@yahoo.com; ketevan.khutsishvili-law@tsu.ge) დადოქტორანტთამთა
ზაალიშვილის (tamtazaali@gmail.com)
ელექტრონულიფოსტისმისამართებზეერთდროულად, ერთი წერილით. გთხოვთ,
დავალებაკურსისპროფესორთანდასემინარისხელმძღვანელთანასევეგამოგზავნოთ თსუ ე
ლექტრონული სისტემის (→ http://lms.tsu.ge/) მეშვეობით. აქვე გატყობინებთ რომ
პროფესორი ქეთევან ხუციშვილი ლმს-ის მეშვეობით სტუდენტებისგან შეტყობინებას
ჯერ კიდევ ვერ იღებს. ადმინისტრაცია კვლავ გაფრთხილებულია და გთხოვთ,
სტუდენტების ინტერესი რომ არ დაზიანდეს, თქვენც გაითვალისწინოთ.

საგამოცდო საკითხებზე პასუხის გაცემისას წერეთ გარკვევით.


დაუკვირდით მოცემულ დავალებასა და საკითხებს. პასუხი გაეცით მათ. არ მიუთითოთ
საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია, პასუხი ამოხსენით დასმული
საკითხი, რომ შესაძლებელი იყოს თქვენი პასუხის მაქსიმალურად კარგად წარმოჩენა.

სტუდენტი ნიკოლოზ ონეზაშვილი

1
თქვენი პასუხის შეფასებისას მნიშვნელობა მიენიჭება:
1. კურსის ფარგლებში საგამოცდოდ დამუშავებული მასალის ცოდნის სიღრმეს;
2. საკითხის ლოგიკურ და არგუმენტირებულ დასაბუთებას;
3. დამოუკიდებელ და კრიტიკულ აზროვნებასა და
4. პასუხის სტრუქტურას. 

ნაშრომის მოცულობა და თითოეულ საკითხზე საპასუხოდ სიტყვების რაოდენობა


შეზღუდული არ არის.

სტუდენტის სახელი, გვარი: __________________________

1. განმარტეთ, სად შეუძლია პირს თავშესაფრის მოთხოვნა: შესაძლებელია თუ არა


თავშესაფრის მოთხოვნა მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე,
მაგალითად, საზღვარზე. განმარტეთ, შეუძლია თუ არა პირს დიპლომატიურ
წარმომადგენლობაში თავშესაფრის მოთხოვნა.
2. განმარტეთ, რას გულისხმობს პირის წარმოშობის ქვეყანაში დევნის საფუძვლიანი
შიშის დადგენა. იმსჯელეთ, რა კრიტერიუმებით ფასდება, საფუძვლიანია თუ არა
პირის შიში წარმოშობის ქვეყანაში დევნასთან დაკავშირებით.
3. იმსჯელეთ, შესაძლოა თუ არა პირმა თავის თავშესაფრის მოთხოვნას საფუძვლად
დაუდოს ის მოვლენები, რომლებიც მის წარმოშობის ქვეყანაში მისი არყოფნის
პერიოდში მოხდა.
4. განმარტეთ, რატომ არის პრინციპი non-refoulement მნიშვნელოვანი ლტოვილთა
სამართალში?
5. კაზუსი

2020 წლის დეკემბერში რაშიდმა თქვენს მიგრაციის სამსახურში მოითხოვა თავშესაფარი.


რაშიდის განცხადებით, იგი 2010-დან 2014 წლამდე, შირიმიის მაშინდელი დიქტატორის
დამხობის შემდეგ, მსახურობდა თავისი ქვეყნის არმიაში. იგი სამხედრო სამსახურის გამო
ხშირად იღებდა ხოლმე მუქარებს და რამდენჯერმე თავდასხმის მსხვერპლიც გახდა.
როგორც რაშიდის მონაყოლიდან ირკვევა, 2013 წლის ბოლოს ტერორისტებმა მას
და მის კოლეგებს ჭურვი ესროლეს, რის გამოც მას მარცხენა ფეხი დაუზიანდა. 2014 წლის
მაისში, როდესაც მისი დანაყოფი სამხედრო ბაზაზე წვრთნებს გადიოდა, ტერორისტებმა
დაბომბეს მათი ბაზა, რის შედეგადაც 30 ჯარისკაცი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ბომბი
რაშიდისგან 500 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა, რის გამოც იგი მძიმედ დაშავდა და 3
თვის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადიოდა.
რაშიდმა თავისი სამხედრო სამსახური 2014 წლის მაისში ამ შემთხვევის შემდეგ
დაასრულა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ იგი საცხოვრებლად თავის ოჯახთან
დაბრუნდა. 2016 წლის მარტში კი, თავისი სახლის ეზოში ყოფნისას ქუჩიდან მანქანა
მიუახლოვდა მის სახლს და ცეცხლი გაუხსნეს. განმცხადებელი გადარჩა, თუმცა, როგორც

2
ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში თავისმა ძმამ უთხრა, სახლთან იპოვეს წერილი,
რომლითაც მას მოკვლით ემუქრებოდნენ.
განმცხადებელმა აღნიშნულის შემდეგ გადაწყვიტა შირიმიის დატოვება და თქვენ
ქვეყანაში შემოსვლამდე ორ სხვა ქვეყანაში მუშაობდა 2-2 წლით.

გთხოვთ, უპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს:


1. კაზუსში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გთხოვთ, დაადგინოთ და
დეტალურად განმარტოთ, იკვეთება თუ არა რაშიდის განაცხადში ლტოლვილის
სტატუსის მოთხოვნის კონვენციური ნიშანი? გთხოვთ, სამართლებრივად
დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება.
2. კაზუსში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გთხოვთ, განმარტოთ, საქმეში
მოცემულ რა საკითხებთან დაკავშირებდით ისურვებდით დამატებითი
ინფორმაციის მოძიებას?
3. თავშესაფრის ადმინისტრაციამ უარი განუცხადა რაშიდს ლტოლვილის სტატუსის
მინიჭებაზე, იმ საფუძვლით, რომ წარსულში მასზე განხორციელებული
თავდასხმები მის სამხედრო სამსახურს უკავშირდებოდა, ამჟამად კი იგი აღარ იყო
სამხედრო პირი. თქვენ რომ რაშიდის იურიდიული მრჩეველი ბრძანდებოდეთ, ამ
გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, რომელ არგუმენტებს გამოიყენებდით?

1. დიახ ლტოლვილებს ნებისმიერ შემთხვევაში აქვთ უფლება საზღვარზე


მოითხოვონ თავშესაფარი ამასთან სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება არ
მოახდინონ იმ ლტოლვილთა სისხლის სამართლის დევნა ვინც არალეგალურად
შემოვიდა საზღვარზე იმ ტერიტორიიდან სადაც მას დევნა ექმურებოდა და
აპირებს თავშესაფრის მოთხონას. რაც შეეხაბა თავშესაფარს დიპლოამტიურ
წარმომადგენლობაში აქ საქმე უფრო რთულადაა სისხლის სამართლის
დანმაშავეთა მიმართ თავშესაფრის მიცემა დიპლომატიური დაწესებულებებში არ
შეიძლება ,რაც შეეხება პოლიტიკურ დამნაშავეებს მათ თავშესაფრის უფლება
უნდა მიეცეთ შეზღუდული ვადით,განაკუთრებულ პირობებში და
წარმომადგენლიბამ უმოკლეს ვადაში უნდა გაიყვანოს ადგილსამყოფელი
სახელმწიფოდან.

2.დაინტერესებულ პირს აუცილებელია ,რომ ჰქონდეს საფუძვლიანი შიში თავის


ქვეყანაში დაბრუნებისა რადგან არ გახდეს დარღვევის მსხვერპლი. საფუძვლიანი
შიში ობიექტურ და სიბუექტურ ელემენტებს მოიცავს. სუბიექტური ნაწილის
შეფასება ითხოვს თავად ამ პირის დამოკიდებულების და საქაციელის შეფასებას
აქვს თუ არა რელურად შიში რომ თავის ქვეყანაში დაბრუნდეს , ხოლო
ობიექტური ნაწილი თითონ წარმოშობის ქვეყანაში გულისმხობს სიტუაციის
შეფასებს თუ რამდენად არის ისეთი გარემოებები რამაც შეიძლება გაუჩინოს ასეთ
პირს საფუძველიანი შიში მაგალითად ადამიანის უფლებების დარღვევის
ფაქტების არსებობა.

3. შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევა ,როცა პირი იმყოფებოდა მასპინძელ


სახელმწიფოში ,თუმცა მის წარმოშოვბის ქვეყანაში ისე შეიცველა პიროებები ,რომ
ახლა თავშესაფრის ძიება უწევს ასეთ პირებს «sur place» ლტოლვილები ეწოდებათ.
პირი შეიძლება sur place ლტოლვილი გახდეს მაგალითად საკუთარი

3
პოლიტიკური აზრების გამოხატვის შედეგად მასპინძელ სახელმწიფოში
ამშემთხვევაში უნდა განისაზღვროს ,როგორი რეაგირება მოყვება ამ ფატს
წარმოშობის ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან თუ მისი აზრების ან მოქმედებების
შესახებ ცნობილი გახდება ,აქედან გამომიდნარე სრულიად შესაძლებელია პირმა
თავშესაფარი იმ მიზეზების და მოვლენების გამო ეძებოს ,რასაც ადგილი მისი
არყოფნის დროს ჰქონდა წარმოშობის ქვეყნააში.
4.არგაძევების პრინციპი ლტოლვილთა სამართლის ქვაკუთხედია ის კონვენციის
33- მუხლშია განტკიცებული ,რომლის თანახმად არ შეიძლება სახელმწიფომ იმ
ქვეყანაში დააბრუნოს ლტოლვილი სადაც მას დევნის საფრთხე ემუქრება ამ
პრინციპის დარღვევა არავითარ შემთხვევაში არაა დაშვებული. ეს პრინციპი
უმნიშვენოვანესია რა აზრი ექნებოდა ლტოლვილთა სამართალს თუ
სახელმწიფოს ნებისმიერ დროს ექნებოდა უფლება რომ გაებრუნებინა
ლტოლვილი იმ სახელმწიფოში სადაც მას საფრთხე ემუქრება. ამ შემთხევევაში
პირი საერთოდ საერთაშორისო დაცვის გარეშე დარჩებოდა
კაზუსი
1. გავარკვიოთ აქვს თუ არა განცხადებელს ლტოლვილის სტატუსის ნიშნები ?
კონვენციის თანახმად ყველა ვისაც აქვს საფუძვლიანი შიში რომ თავისი
წარმოშობის ქევყანაში გახდება რასის,ეთნოსის,რელიგიის,საზოგადოებრივი
ჯგუფისადმი კუთვნილების, პოლიტ მოსაზრებების გამო დევნის მსხვერპლი არის
ლტოლვილი. ეს კრიტერიუმი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებისგან
შედეგება სუბუექტური ფაქტორის თანახმად პირს აქვს საფუძვლიანი შიში ,ხოლო
ობიექტური ფაქტორის თანახმად იმგვარი გარემოებები არსებობს წარმოშობის
ქვეყანაში ,რამაც პირს შესაძლოა გაუჩინოს საფუძვლიანი შიში. ჩვენ რაშიდის
განხადებაში ვერანირ არაკეთილსინდისიერებას ვერ ვხედავთ ასევე კაზუსში
მოყვანილი თავდასხმების და მუქარის შეტყობნენების მერე პირს არ შეიძლება
ამგავარი შიში არ გაუჩნდეს ,ხოლო რაც შეეხება ობიექტურ ფაქტორებს ამგვრიც
არსებობს რადგან რაშიდზე ზეწოლის ფაქტები საკმაოდ სერიოზულია და
კაზუსში არც ჩანს ,რომ მთავრობა ამასთან დაკავშირებით ეფექტურ ნაბიჯებს
დგავს. ამასთან დიდია ალბათობა რათა რაშიდის სამხედრო სამსახურის გამო
იყოს ამგვარი თავდასხვები.
2.მე ვისურვებდი ,რომ გამერკვია რა ნაბიჯებს დგავს მთავრობა რაშიდთან
დაკავშირებით ასევე ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებათა ზოგადი
მდობარეობის გაგებაც საინტერესო იქნებოდა.
3. ჩემი აზრით გასაჩივრება ამ გადაწყვეტილების იმ არგუმენტებზე დაყრდნობით
შეიძლება ,რომ დევნა შესაძლებელია პირის წარსულ ან სხვა სახის საქმიანბასაც
უკავშირდებოდეს ის თუ როდის მოხდა ის გარემოება რაც ლტოლვილის
სტატუსის საფუძველს გვაძლევს კონვენციაში მითებული არაა ამიტომ ეს
გადაწყვეტილება არასწორია და რაშიდი თავშესაფარის კრიეტრიუმბს
აკმაყოფილებს.

You might also like